თეგი: შიმშილობა

ბოლივიის მოშიმშილე ექსპრეზიდენტი ციხიდან საავადმყოფოში ვერ გადაიყვანეს

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი ჟანინ ანიესი, რომელმაც ციხეში შიმშილობა გამოაცხადა, პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო საავადმყოფოში ვერ გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ციხესთან მოსახლეობა შეიკრიბა და ჟანინ ანიესის საავადმყოფოში გადაყვანა გააპროტესტა. ამასთან, ციხის ხელმძღვანელობამ ამცნო სასამართლოს, რომ ანიესის დაწესებულებიდან გაყვანა შეუძლებელია, რის შემდეგაც მოსამართლემ ციხეში ექიმების შეყვანის ბრძანება გასცა.

პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა

„თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად ისე ჩავქრე, ვითომ არაფერი. თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესზე განაცხადა. „ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩემს ხალხს... ეს არის ჩემი შენატანი საქართველოს უკეთესი მომავლისთვის...ჩემი მოთხოვნაა ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელება, როგორც ეს არის მოთხოვნილი სახალხო დამცველის კონსილიუმის და ცენტრ „ემპათიას“ მიერ და დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რომლებიც რომ შემოუშვან, იტყოდნენ. ეს არის, ვისაც აინტერესებს კონკრეტული მოთხოვნა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ადვოკატების განცხადებით, რუსთავში დაბრუნების შემდეგ, სააკაშვილთან მის მკურნალ ექიმსა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს არ უშვებენ. მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს და იმავე დღეს გამოაცხადა შიმშილობდა. 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს. დეკემბრის ბოლოს ის რუსთავის ციხეში დააბრუნეს. ასევე წაიკითხეთ: 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია

პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მიიღო წერილი იმ ქართველი მებრძოლებისგან, რომლებიც 2014 წლიდან იცავენ უკრაინას და ისინი სთხოვენ, შეწყვიტოს შიმშილობა. მისივე თქმით, იგივე თხოვნა მოდის უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლებისგან. „მოვლენები ვითარდება ზუსტად ისე, როგორც წლების წინ ვიწინასწარმეტყველე. რუსეთის იმპერია სულს ღაფავს ჩემი ყველაზე საყვარელი ქალაქის, კიევის მისადგომებთან. გმირი უკრაინელი ხალხი, მთავარსარდალ ვოლოდიმირ ზელენსკის მეთაურობით, ამ ეპოქალურ ომს იგებს. მსოფლიო ჩვენს თვალწინ იცვლება. კიევი საქართველოსთვის ახალი კონსტანტინოპოლი და ამჟამად, თავისუფალი სამყაროს დედაქალაქია და ის აუცილებლად გაუძლებს. ამ სიტუაციაში, ჩვენ, როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა და მომზადება. იმ დროისთვის, როცა სიმართლის მომენტი დადგება, ჩემთვის სოხუმის მშვიდობიანი დაბრუნების გზა გადის კიევზე, საქართველოს გათავისუფლება და აყვავება გადის კიევზე. ახლა ჩვენ გვჭირდება არა დასუსტება, არამედ ძალის მოკრება, რომელიც მალე ძალიან გამოგვადგება. ეს შემეხება მეც. მივიღე წერილი იმ ქართველი მებრძოლებისგან, რომლებიც 2014 წლიდან იცავენ უკრაინას, რომლებითაც ძალიან ვამაყობ და მათთან ვმეგობრობ. ისინი მთხოვენ, შევწყვიტო შიმშილობა და რაც შეიძლება სწრაფად, ძალების სრული მოკრებით ჩავერთო ბრძოლაში. იგივე თხოვნა მოდის უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლებისგან, რომლებთანაც მუდმივ კონტაქტზე ვარ. ამიტომ, მე-20 დღეს მე შევწყვეტ შიმშილობას. ახლა გვჭირდება საღი აზრი, ჯანმრთელობა და სრული მობილიზაცია, სიძლიერე სისუსტის ნაცვლად. ჩვენ გამარჯვებას სრულ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ!" - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც მის Facebook გვერდზე გავრცელდა. ამავე თემაზე პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა

მიხეილ სააკაშვილი: ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მაგრამ ვიწყებ შიმშილობას

ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, ვიდრე არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეოლინკით მაინც ჩართვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული. სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა „დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს. ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა, ამიტომ იძულებული ვარ მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, ვიდრე არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეოლინკით მაინც ჩართვის. ყოველგვარ დაცინვასა და დამცირებასაც საზღვარი აქვს“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში შიმშილობის დაწყების შესახებ განაცხადეს.  თუ ამ ხელისუფლებას პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად სჭირდება მსხვერპლი, დაე, ეს მსხვერპლი მე ვიყო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ანი წითლიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობას იწყებს. ანი წითლიძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებული არ არის, რისთვისაც ბოდიშს უხდის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ გადაიყვანენ. „ხელისუფლების მიერ გავრცელებულმა კადრებმა,სადაც ვიხილეთ, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რათა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიიყვანოს სიკვდილამდე, გულგრილი არ დატოვა არავინ. ამ ყველაფერს არ შევხვდებით გულგრილად. დღეს მე და ჩემმა მეგობრებმა, მიუხედავად ფრაქციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, მიხეილს სააკაშვილის გადაყვანამდე, იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იქნება, ვაცხადებთ შიმშილობას. იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვართ, ეს პროტესტი მზარდი იქნება, იქნება პარლამენტის კედლებშიც და მის გარეთაც“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა.  

პარლამენტში მოშიმშილეებს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი დეპუტატი შეუერთდა

მივიღებ ყველა იმ საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობას, რაც მიმართული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გადასარჩენად, - პარლამენტში მოშიმშილეებს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი დეპუტატი თემურ ჯანაშია შეუერთდა. "მოცემულ შემთხვევაში ეს არის ასეთი სახის პროტესტი და ვუერთდები მათ. შიმშილობას ვაპირებ სანამ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე არ გადარჩება, როცა მივიღებთ გარანტიას, რომ ეს ადამიანი არის ისეთი კვალიფიციური ექიმების ხელში, ისეთ მდგომარეობაში, რომ პროგრესი აღინიშნება რეალური, შევწყვეტთ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა,"- განაცხადა ჯანაშიამ. ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვამ პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გუშინ დაიწყეს.  

შალვა პაპუაშვილი: შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიმართ გადაწყვეტილებების იძულება - მოვუწოდე მათ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა

შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიმართ გადაწყვეტილებების იძულება, ამიტომ მოვუწოდე მათ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. პარლამენტში მოშიმშილეებს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი დეპუტატი შეუერთდა „პარლამენტი არ არის ის ადგილი, ვისაც უნდა მოუწოდონ ასეთ საკითხებზე. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, ყველა საკითხი წყდება სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით და მოწოდება, იძულება, შანტაჟი, მით უმეტეს, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად არის მიუღებელი. პირიქით, ასეთი საქციელი საბოლოო ჯამში ახალისებს მიხეილ სააკაშვილს, რომ მან უფრო მეტად არ ითანამშრომლოს სასჯელაღსრულების სისტემასთან ან ექიმებთან”, - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვამ პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გუშინ დაიწყეს.  

აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა

პარლამენტში მოშიმშილეთა რიგებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამოაკლდა აბდულა ისმაილოვი. სხვა მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. „ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ერთადერთი, ჩვენი კოლეგა გამოგვაკლდა ისმაილოვი, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა გუშინ და სახლში გავუშვით. მისი გაჩერება არ შეიძლებოდა", - აღნიშნავს „ნაციონალური მოძრაბის“ წევრი თემურ ჯანაშია. პარლამენტში მოშიმშილეებს თემურ ჯანაშია 16 დეკემბრიდან შეუერთდა. „ნაციონალური მოძრაობის" სამი წევრი თემურ ჯანაშია, ანი წითლიძე და დავით კირკიტაძე მე-4 დღეა შიმშილობენ. პარლამენტში მოშიმშილეებს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი დეპუტატი შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ გადაიყვანენ. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები 14 დეკემბერს გაავრცელა.  

პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატი, ანი წითლიძე ცუდად გახდა

პარლამენტში, მოშიმშილეთაგან ერთ-ერთი დეპუტატი, ანი წითლიძე სუსტადაა, რის გამოც პარლამენტში მედიკოსების მისვლას ელოდებიან. აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა „ჩვენ ვაპირებთ, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა გავაგრძელოთ. ანი წითლიძე არის ძალიან სუსტად. დღეს ველოდებით ექიმებს იმისთვის, რომ ანიმ დაიწყოს ის პროცედურები, რაც მისი ჯანმრთელობის გამოსწორებას სჭირდება. რაც შეეხება შიმშილობას და პროტესტის ამ ფორმას, იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სააკაშვილს არ გადაიყვანენ შესაბამის გარემოში, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებს დავით კირკიტაძე. პარლამენტში მოშიმშილეებს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი დეპუტატი შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ გადაიყვანენ. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები 14 დეკემბერს გაავრცელა.  

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, დავით კირკიტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ სტაბილურია. მან მედიკოსების რჩევით შიმშილობა შეწყვიტა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განუცხადეს, კირკიტაძე კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება. „წნევა ჰქონდა ძალიან დაახლოებული, 100/90-ზე. ამიტომ მედიკოსებმა გადაწყვიტეს მისი კლინიკაში გადაყვანა. ახლა დასტაბილურდა პარამეტრები, თუმცა სუსტადაა. ექოკარდიოგრამის პარამეტრები არ აძლევს საშუალებას რომ შიმშილობა გააგრძელოს“, - განაცხადეს პარტიაში. ცნობისთვის, დავით კირკიტაძე კლინიკაში გუშინ, გვიან ღამით, არტერიული წნევის შეუსაბამო ნიშნულების გამო გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი დეპუტატი ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია შიმშილობს.  

ექიმი: ანა წითლიძის ფიზიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა

სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის, გიორგი ჯავახაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის ფიზიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. „სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ჩაწერილ გუშინდელი დღის მონაცემებს მოგახსენებთ. 24-საათის განმავლობაში, ოთხჯერადად, მოშიმშილე პაციენტის მონიტორინგი მიმდინარეობდა. მოცემულ ეტაპზე, ვიტალური და ჰემოდინამიკური პარამეტრები საშუალო სიმძიმისაა. პაციენტის ფიზიოლოგიური სტატუსი კვალიფიცირდა, როგორც მძიმე“, - განაცხადა გიორგი ჯავახაძემ. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე პარლამენტში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. წითლიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.  

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ თემურ ჯანაშია საავადმყოფოში გადაიყვანეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თემურ ჯანაშიამ ექიმების რეკომენდაციით, შიმშილობა შეწყვიტა, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პარლამენტში დაუდასტურეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა ამასთან, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, თემურ ჯანაშია საავადმყოფოშია გადაყვანილი. მანამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დავით კირკიტაძე კლინიკაში გადაიყვანეს, მან ექიმების რეკომენტაციით შიმშილობა შეწყვიტა.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. მათ 16 დეკემბერს შეუერთდა ამავე პარტიის წევრი თემურ ჯანაშია. რაც შეეხება კიდევ ერთ მოშიმშილე დეპუტატს, ანა წითლიძეს, ის შიმშილობას აგრძელებს. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოში 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან ექიმები, რომლებიც მოშიმშილეს მუდმივ მონიტორინგს უწევენ.  

შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატი ანა წითლიძე მოინახულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანი წითლიძე მოინახულა.  „მოთხოვნას რაც შეეხება ამ საკითხს წყვეტს სასამართლო სასამართლოს კომპეტენციაა განიხილოს პროცესის ფარგლებში საკითხები და ისე გადაწყვიტოს. ულტიმატუმის წაყენება სასამართლოსთვის არ არის ის, ფორმა, რომლითაც სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა ხდებოდეს  საკითხების გადაწყვეტა. მთავარი ამ კუთხით არის მისი ჯანმრთელობა, რომ შეუქცევადად არ დაზიანდეს. ამიტომ განსაკუთრებით მივმართავ მის თანაგუნდელებს, რომ მოუწოდონ მას, შეწყვიტონ შიმშილობა... შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ესაუბრო სახელმწიფოს და მოითხოვო გადაწყვეტილების მიღება. თავისთავად, შიმშილობას ასეთი შედეგი ვერ ექნება. ერთადერთი შედეგი რაც შეიძლება დადგეს, არის საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა ანი წითლიძე, პარლამენტის შენობაში მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის თხოვნით მეთორმეტე დღეა შიმშილობს.  „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ თემურ ჯანაშია საავადმყოფოში გადაიყვანეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. მათ 16 დეკემბერს შეუერთდა ამავე პარტიის წევრი თემურ ჯანაშია. რაც შეეხება კიდევ ერთ მოშიმშილე დეპუტატს, ანა წითლიძეს, ის შიმშილობას აგრძელებს. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოში 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან ექიმები, რომლებიც მოშიმშილეს მუდმივ მონიტორინგს უწევენ.  

ანა წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ შიმშილობის მე-12 დღეს, ექიმების კატეგორიული მოთხოვნით, შიმშილობა შეწყვიტა. შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატი ანა წითლიძე მოინახულა ამის შესახებ პარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს.  ანა წითლიძემ ექიმებს, პარლამენტის აპარატსა და მეგობრებს, მხარდაჭერისა და ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.  „მე, რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან არ მქონდა იმის იმედი, რომ ჰუმანურობისგან დაცლილი ხელისუფლება რამეს იზამდა და ჩემს მოთხოვნებს შეასრულებდა. ეს იყო ჩემი პროტესტი იმ სიძულვილზე, ბოღმაზე, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს, რომ ამ 10 წლის განმავლობაში გვკვებოს. იმ სიძულვილის მორევში რაშიც გვითრევენ, ვერ გადარჩება ვერავინ. ეს ვიცი ძალიან ზუსტად და არის ზღვარი, სადაც სიძულვილი უნდა გაჩერდეს... ჩემი მთავარი სათქმელი იყო და არის ერთი -  ჩვენ უნდა ვაშენოთ უფრო მეტი ხიდები და არა პირიქით, იმიტომ რომ სიძულვილი არის არის ის, რაც ამ ქვეყანას წაიყვანს ევროპული მომავლისკენ",- თქვა დეპუტატმა.  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. მათ 16 დეკემბერს შეუერთდა ამავე პარტიის წევრი თემურ ჯანაშია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ თემურ ჯანაშია საავადმყოფოში გადაიყვანეს  

ჭიათურაში, 9 მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო

ჭიათურაში, ცხრა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. ისინი ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ. მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ შეთავაზებულ ახალ სამუშაო სამცვლიან გრაფიკს აპროტესტებენ, რამაც მათივე განმარტებით, ანაზღაურების შემცირება და სამუშაო დღეების მატება გამოიწვია. მოლაპარაკებათა პროცესში შრომის ინსპექცია ჩაერთო. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჭიათურის მაღაროელების გაფიცვაზე განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ იქ მომუშავეებს არ უკმაყოფილდებათ ელემენტარული შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნები, რის გამოც ისინი საპროტესტო აქციებს მართავენ.„მე-8 დღეა, ჭიათურის ქუჩებში 3000-ზე მეტი მაღაროელი და მათი ოჯახის წევრები უმძიმესი შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. მუშაობა შეჩერებულია მაღაროებში. საუბარია ისეთი ბაზისური შრომითი უფლებების დაცვაზე, როგორიცაა: ხელფასის ზრდა ქვეყანაში არსებული ინფლაციის გათვალისწინებით; შრომის უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფა; აღჭურვილობისა და სპეცტანსაცმლის შეცვლა; სანგრების განიავება; საშხაპეების მოწყობა; ახალი, მეტად დატვირთული და ნაკლებად ანაზღაურებული სამუშაო გრაფიკიდან ძველ განრიგზე დაბრუნება.ცხადია, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ 17-წლიანი მმართველობის პერიოდში, შრომით დარღვევებს სისტემატური ხასიათი აქვს. მიუხედავად ჭიათურაში სხვადასხვა დროს მიმდინარე მწვავე გაფიცვებისა, ამ პროტესტის ფარგლებშიც უცვლელია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე, უსაფრთხო და სამართლიანი შრომის პირობების უზრუნველყოფის მოთხოვნა.აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან, 2017 წლიდან კომპანიას სახელმწიფოს სპეციალური მმართველი განაგებს, როგორც წლების განმავლობაში, კომპანიის მიერ გარემოზე მიყენებული მასშტაბური ზიანის (416 მილიონი ლარის) აღმოსაფხვრელად, ისე დასაქმებულთა შრომითი უფლებების მდგომარეობის გამოსასწორებლად. მიუხედავად სახელმწიფო მმართველის უშუალო ჩართულობისა, ცხადია, რომ 2023 წლის 1 მაისიდან, ჭიათურაში სამუშაო პროცესი, კიდევ უფრო დამძიმებული შრომის პირობებით აღდგა.ერთი კვირაა მაღაროელები ამაოდ ცდილობენ, მიიპყრონ სახელმწიფოსა და მეინსტრიმული მედიის ყურადღება. უშედეგო პროტესტის გამო, მაღაროელთა განცხადებით, ისინი გეგმავენ მიმართონ პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას.შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე მივმართავთ სახელმწიფო უწყებებს, მედიასა და სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ შემდეგი მიმართულებით:შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს; მათ საჯარო სამართლის პირს, შრომის ინსპექციის სამსახურს:დაუყოვნებლივ ჩაერთონ პროცესში, ადგილზე შეისწავლონ სიტუაცია და დანიშნონ სამინისტროს მედიატორი, შრომის პირობებზე საქმიანი დიალოგისა და სამართლიანი მედიაციის პროცესის დაწყების მიზნით. ადგილზე შეისწავლონ დასაქმებულთა შრომის პირობები, მათ შორის უსაფრთხოების დაცვისა და აღჭურვილობის საშუალებების მდგომარეობა, კვებისა და სანიტარული კვანძების მდგომარეობა და გასცენ კომპანიაზე სავალდებულო მითითებები;სახალხო დამცველს - პირნათლად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, ჩავიდეს ჭიათურაში და ადგილზე გაეცნოს მაღაროელების პრობლემებს; გამოსცეს წერილობითი და ზეპირი რეკომენდაციები შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მიმართ, გააკეთოს განცხადებები მაღაროელთა შრომითი უფლებების დასაცავად.მედიას - აქტიურად გააშუქოს ჭიათურაში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქცია. ხელი შეიწყოს საკითხის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენებას და გადაწყვეტილების მიმღები პირების პასუხისმგებლობის გამოკვეთას", - წერია განცხადებაში.  ხელმომწერი ორგანიზაციები: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „ღია საზოგადეობის ფონდი“ „ერთობა 2013“, „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციცაცია“, „გილდია“, „მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი“, „სოლიდარობის ქსელი“. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ პირობების დაკმაყოფილებაზე საუბარი მაღაროების გახსნის და სამუშაო პროცესის აღდგენის შემდგომ შეიძლება, დაიწყოს. როგორც კომპანიაში რადიო თავისუფლებასთან განაცხადეს, ამ ეტაპზე ხელფასების 5%-ით მომატებაზე არიან თანახმა.