თეგი: ჰოლოდომორი

1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინაში, რუმინეთმა გენოციდად აღიარა

რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატებმა 23 ნოემბერს ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს დეკლარაციას, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს გმობს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რუმინეთის პარლამენტის სენატისა და დეპუტატთა პალატის ერთობლივ სხდომაზე მიღებულია პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც აღიარებს ჰოლოდომორს (1932-1933 წლების მიზანმიმართული შიმშილი უკრაინაში) როგორც დანაშაული უკრაინელი ხალხისა და კაცობრიობის წინააღმდეგ“, - იუწყება რუმინეთში უკრაინის საელჩოს პრესსამსახური. შეხვედრის დაწყებამდე რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატაში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით -„უკრაინელების დაუსჯელი გენოციდი მეორდება". უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ გერმანელ პარტნიორებს მოუწოდა, აღიარონ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად.

მოლდოვის პარლამენტმა ჰოლოდომორი, უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

მოლდოვის პარლამენტმა, დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო დეკლარაცია, რომლითაც, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს. 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინაში, რუმინეთმა გენოციდად აღიარა დოკუმენტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა. მოლდოვის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა ოლეგ რეიდმანმა, პარლამენტს კენჭისყრამდე, დეკლარაციის დღის წესრიგიდან ამოღება შესთავაზა. კენჭისყრამდე კომუნისტებისა და „შორის“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.  

საქართველოს საელჩო უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს

ჯერ კიდევ 2005 წელს, საქართველოს პარლამენტმა ჰოლოდომორი შეაფასა, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი. უკრაინაში საქართველის საელჩო უკრაინელ ხალხს ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით სამძიმარს უცხადებს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. მისივე თანახმად, საბჭოთა რეჟიმმა მიზანმიმართულად დახოცა მილიონობით უკრაინელი ხელოვნურად გამოწვეული შიმშილის მეშვეობით. „აღნიშნული წარმოადგენდა გენოციდს - კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ერთ-ერთ უმძიმეს დანაშაულს. ჯერ კიდევ 2005 წელს, საქართველოს პარლამენტმა ჰოლოდომორი შეაფასა, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი. დღეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

უკრაინის პრეზიდენტმა, ბელგიისა და ლიეტუვის პრემიერებმა ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კრო და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტი მსხვერპლთა ჰოლოდომორის (უკრ. Голодомор, შიმშილით სიკვდილი) მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღნილ ცერემონიას დაესწრნენ. ცერემონია კიევში, ეროვნულ მუზეუმში გაიმართა.   კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის დანაშაულის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი ასევე მიაგეს პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა, უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა და პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.  ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნება.