თეგი: ჰორმუზის სრუტე

აშშ ახლო აღმოსავლეთში მართვადი რაკეტების გამანადგურებელს განათავსებს

აშშ-ის სამხედროებმა ახლო აღმოსავლეთში მართვადი რაკეტების გამანადგურებელი განათავსეს მას შემდეგ, რაც ბოლო კვირებში ირანის მიერ ნავთობის ტანკერების დაკავების მცდელობები გაიზარდა. ინფორმაციას Alarabya აშშ-ის საზღვაო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანმა სტრატეგიული ჰორმუზის სრუტის მახლობლად, ორი ნავთობტანკერის ხელში ჩაგდება დაახლოებით, ათი დღის წინ სცადა, მათ შორის, ერთ-ერთ მათგანზე გასროლით. აშშ-ის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ორივე შემთხვევაში, ირანის საზღვაო ხომალდებმა უკან დაიხიეს აშშ-ის საზღვაო ძალების პასუხის შემდეგ და რომ ორივე კომერციულმა გემმა განაგრძო მოგზაურობა. „ირანის საზღვაო ფლოტი ცდილობდა, ხელში ჩაეგდო კომერციული ტანკერები, რომლებიც კანონიერად მოძრაობდნენ საერთაშორისო წყლებში,“ - განაცხადა აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის სპიკერმა განაცხადა ტიმ ჰოკინსმა. მისივე თანახმად, აშშ-ის საზღვაო ძალებმა დაუყოვნებლივ უპასუხეს და აღკვეთეს ეს დაკავება.” სპიკერის თქმით, მეორე გემზე გასროლას მსხვერპლი ან დიდი ზიანი არ მოჰყოლია. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა Al Arabiya English-ს განუცხადა, რომ აშშ ინციდენტს უპასუხოდ არ დატოვებდა. „აშშ უპასუხებს ირანის აგრესიას ჩვენს გლობალურ მოკავშირეებთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, რათა უზრუნველყოს ნაოსნობის თავისუფლება ჰორმუზის სრუტესა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის წყლებში“, - აღნიშნა NSC-ის სპიკერმა. ჰორმუზის სრუტე ომანის და სპარსეთის ყურეებს აკავშირებს. ბოლო წლებში ჰორმუზის სრუტე ირანსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის კერა ხდებოდა. ინციდენტი ხშირია ჰორმუზის სრუტესა და მის გარშემო, ყურის ვიწრო შესართავში, რომლის საშუალებითაც გადის ნედლი ნავთობის 20 პროცენტი. აშშ-ირანული დაძაბულობა იზრდება მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ცალმხრივად დატოვა ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმება. ირანმა უპასუხა თავისი ბირთვული აქტივობების გაძლიერებით - რომელიც, მისი თქმით, არის წმინდა მშვიდობიანი - და ასევე აწვდის რუსეთს შეიარაღებულ თვითმფრინავებს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.

ტრამპი: საჭიროების შემთხვევაში, აშშ ჰორმუზის სრუტეში ტანკერების ესკორტირებას დაიწყებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „საჭიროების შემთხვევაში, შეერთებული შტატების საზღვაო ძალები რაც შეიძლება მალე დაიწყებენ ტანკერების ესკორტირებას ჰორმუზის სრუტეში.  აშშ-ის პრეზიდენტის ცნობით, აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაციას (DFC) პოლიტიკური რისკების დაზღვევა და სპარსეთის ყურეში ყველა საზღვაო მარშრუტის ფინანსური უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა დაავალა. „ამერიკის შეერთებული შტატები მთელ მსოფლიოში ენერგორესურსების თავისუფალ მიწოდებას უზრუნველყოფს. აშშ-ის ეკონომიკური და სამხედრო ძალა დედამიწაზე უძლიერესია - წინ შემდგომი ნაბიჯებია“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი. „ნებისმიერ შემთხვევაში, შეერთებული შტატები უზრუნველყოფს ენერგიის თავისუფალ ნაკადს მსოფლიოში,“ - ამბობს დონალდ ტრამპი. აშშ-ისრაელის ომმა ირანთან, თითქმის მთლიანად შეაჩერა საზღვაო გასასვლელით გადაადგილება, რომელიც სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეს შორის გადის. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მარშრუტია გლობალური ნავთობისა და გაზის მომარაგებისთვის, რომლის მეშვეობითაც, დღეში თითქმის 20 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდება.   

ირანზე საჰაერო თავდასხმების ფონზე, ჩინეთი აცხადებს, რომ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას დაიცავს

როგორი იქნება ვენესუელასა და ირანში აშშ-ის სამხედრო მოქმედებების პოტენციური გავლენა ჩინეთის ნავთობმომარაგებაზე - პეკინმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მიიღებს აუცილებელ ზომებს საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „ენერგეტიკული უსაფრთხოება „დიდი მნიშვნელობისაა გლობალური ეკონომიკისთვის და ყველა მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს სტაბილური და შეუფერხებელი ენერგომომარაგება,“ - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ძალის გამოყენებას საერთაშორისო ურთიერთობებში სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დარღვევის მიზნით. „შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო დარტყმები, გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე, საერთაშორისო სამართალს არღვევს. ჩინეთი ღრმად შეშფოთებულია ომის მეზობელ ქვეყნებში გავრცელებით. ჩინეთი მიიჩნევს, რომ სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა ასევე სრულად უნდა იყოს დაცული. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეწყვიტონ სამხედრო ოპერაციები და თავიდან აიცილონ ომის შემდგომი გავრცელება,“ – განაცხადა ჩინეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინმა. პეკინმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისა და ირანელ კოლეგას სეიედ აბას არაღჩის შორის სატელეფონო საუბრის დროს, ხამენეის მკვლელობა დაგმო, მაგრამ ასევე მოუწოდა თეირანს, „სერიოზულად მოეკიდოს მეზობელი ქვეყნების ლეგიტიმურ შეშფოთებას.“  ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, სპიკერმა გამოთქვა ჩინეთის „დიდი შეშფოთება“ და კიდევ ერთხელ გამოვიდა მოწოდებით საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ, დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით.“ მანვე აღნიშნა, რომ პეკინი „პატივს სცემს“ ირანის უფლებას ბირთვული ენერგიის მშვიდობიან გამოყენებაზე. ჩინეთი, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა. პეკინი კატარის LNG-ის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია. ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის მონაცემების თანახმად, ახლო აღმოსავლეთიდან ჩინეთში ნავთობის გადასაზიდად სუპერტანკერის დაქირავების ღირებულება გასული კვირის ფასთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს, 400 000 აშშ დოლარზე მეტს (298 300 ფუნტი სტერლინგი) მიაღწია. მხოლოდ ჩინეთი, სავარაუდოდ, ირანის მიერ გლობალურ ბაზარზე ექსპორტირებული ნავთობის დაახლოებით 90%-ს ყიდულობს. რადგან ჩინეთი ამ ნავთობს იყენებს პროდუქციის წარმოებისთვის, რომლებიც შემდეგ, სხვა ქვეყნებში ექსპორტზე გააქვს, ნავთობის უფრო მაღალმა ფასებმა შეიძლება, ასევე გამოიწვიოს უფრო მაღალი ფასები მომხმარებლებისთვის, მთელ მსოფლიოში. სრუტის ბლოკირებამ შესაძლოა, კიდევ უფრო გაზარდოს საქონლისა და მომსახურების ფასები მთელ მსოფლიოში და დააზარალოს მსოფლიოს ზოგიერთი უდიდესი ეკონომიკა, მათ შორის, ჩინეთი, ინდოეთი და იაპონია, რომლებიც ამ მარშრუტზე გამავალი ნედლი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორები არიან.  

შეუძლია თუ არა ალტერნატიულ მარშრუტებს ჰორმუზის სრუტის ბლოკადის კომპენსირება

წყარო - BBC წლების განმავლობაში, ჰორმუზის სრუტის დახურვის მუდმივმა საფრთხემ, სპარსეთის ყურის რეგიონში ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებს, ალტერნატიული ექსპორტის მარშრუტების შემუშავებისკენ უბიძგა. გარემოსდაცვითი უწყების მონაცემებით, საუდის არაბეთი 1200 კმ სიგრძის მილსადენს მართავს, რომელსაც დღეში 5 მილიონ ბარელამდე ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება შეუძლია. წარსულში მან ასევე დროებით გადააკეთა ბუნებრივი აირის მილსადენი ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, თავისი შიდა ნავთობის საბადოები, ომანის ყურეში მდებარე ფუჯაირას პორტს, სულ მცირე 1.5 მილიონი ბარელის დღიური გამტარუნარიანობის მილსადენის მეშვეობით დაუკავშირა. ნავთობ გადამისამართება ალტერნატიული ინფრასტრუქტურის გავლით არის შესაძლებელი, რათა ჰორმუზის სრუტისთვის გვერდის ავლა მოხერხდეს, თუმცა Reuters-ის ინფორმაციით, მიწოდება დღეში 8–10 მილიონი ბარელით შემცირდება. ირანზე საჰაერო თავდასხმების ფონზე, ჩინეთი აცხადებს, რომ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას დაიცავს ცნობისთვის, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტროლებენ და ნებისმიერ გემს, რომელიც მის გავლას შეეცდება, რაკეტებით ან დრონებით დაზიანება ემუქრება. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 მარტს განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალები, საჭიროების შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტეში ტანკერების ესკორტირებას დაიწყებს.  

ჩინეთი ჰორმუზის გავლით ნავთობისა და გაზის უსაფრთხოდ გადაზიდვაზე, ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს - Reuters

ჩინეთი, რომელსაც ირანთან მეგობრული ურთიერთობები აქვს და დიდად არის დამოკიდებული ახლო აღმოსავლეთის მარაგებზე, უკმაყოფილოა ისლამური რესპუბლიკის მიერ სრუტეში გადაზიდვების პარალიზების ინიციატივით და ზეწოლას ახდენს თეირანზე, რათა გემებისთვის უსაფრთხო მოძრაობა უზრუნველყოს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. წყაროების ცნობით, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა ნავთობის დაახლოებით 45%-ს სრუტიდან იღებს. ნედლი ნავთობის ფასები კონფლიქტის დაწყებიდან 15%-ზე მეტით გაიზარდა წარმოების შეჩერების ფონზე, რადგან თეირანი თავს ესხმის ყურეში ენერგეტიკულ ობიექტებს, ასევე, სრუტეში გამვლელ გემებს. Vortexa-ს მონაცემებით, სრუტეში ნედლი ნავთობის ტანკერების ტრანზიტი პირველ მარტს, საომარი მოქმედებების დაწყებიდან მეორე დღეს, ოთხ გემამდე შემცირდა. Kpler-ის მონაცემებით, სრუტეში დაახლოებით 300 ნავთობტანკერი რჩება. ამჟამად სრუტეში რამდენიმე გემი მოძრაობს, რომელთაგან ყველა ჩინური ან ირანულია.   ირანზე საჰაერო თავდასხმების ფონზე, ჩინეთი აცხადებს, რომ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას დაიცავს დუბაიში დაფუძნებული Al Khaleej Sugar-ის მმართველმა დირექტორმა ჯამალ ალ-გურაირმა Reuters-ს განუცხადა, რომ შაქრის გადამტან ზოგიერთ გემს ამჟამად სრუტეში გავლის უფლება აქვს, ზოგს კი - არა. შეუძლია თუ არა ალტერნატიულ მარშრუტებს ჰორმუზის სრუტის ბლოკადის კომპენსირება  

ჰორმუზის სრუტეში, „დაუდგენელი ჭურვი“ მესამე სატვირთო გემს მოხვდა - UKMTO

„გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ სააგენტოს (UKMTO) ცნობით, ჰორმუზის სრუტეში „დაუდგენელი ჭურვი“ მესამე სატვირთო გემს მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, გემს ჭურვი დუბაიდან ჩრდილო-დასავლეთით 93 კმ-ში მოხვდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ იმყოფებიან. მანამდე, „გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან სატვირთო გემს ჭურვი მოხვდა. ამასთან, ჭურვი მოხვდა კიდევ ერთ სატვირთო გემს ომანიდან ჩრდილოეთით, რამაც გემზე ხანძარი გამოიწვია და მისი ევაკუაცია გახდა საჭირო. გაერთიანებული სამეფოს საზღვაო მონიტორინგის სააგენტოს, „გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“, ცნობით, ჰორმუზის სრუტესთან ახლოს, არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროდან 46 კილომეტრში, კონტეინერმზიდ გემს დაუდგენელი ტიპის ჭურვი მოხვდა. UKMTO-ს ცნობით, გემის კაპიტანმა განაცხადა, რომ გემი დაზიანებულია, თუმცა ეკიპაჟის ყველა წევრი უსაფრთხოდ არის და მათი ვინაობა ცნობილია. ინციდენტს ბრიტანეთის ხელისუფლება იძიებს. ორგანიზაცია „გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციები“ ყველა გემს, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე გაივლის, სიფრთხილით გადაადგილებისკენ მოუწოდებს.  

მაკრონი: არ ვართ კონფლიქტის მხარე, საფრანგეთი არ ჩაერთვება ჰორმუზის სრუტის განბლოკვაში

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არასდროს მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტის განბლოკვის ოპერაციებში. მაკრონი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კომენტარს, რომ პარიზი დახმარებისთვის მზად იყო. ორშაბათს, თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ის ესაუბრა მაკრონს და მას „10-დან 8“ ქულა მისცა მოკავშირეების მიერ ჰორმუზის სრუტის განბლოკვის საკითხთან დაკავშირებით და რომ მაკრონი შეუერთდებოდა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ძალისხმევას. „ჩვენ არ ვართ კონფლიქტის მხარე და შესაბამისად, საფრანგეთი არასდროს მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტის გახსნის ან გათავისუფლების ოპერაციებში ამჟამინდელ კონტექსტში,“ - განაცხადა მაკრონმა. „მეორე მხრივ, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც კი ვითარება დაწყნარდება – და მე შეგნებულად ვიყენებ ამ ტერმინს ფართოდ – როგორც კი ვითარება დასტაბილურდება, როგორც კი ძირითადი დაბომბვები შეწყდება, ჩვენ მზად ვართ, სხვა ქვეყნებთან ერთად, ავიღოთ პასუხისმგებლობა ესკორტის სისტემაზე. მაგრამ ეს არის პოლიტიკური და ტექნიკური საკითხი და ცხადია, საზღვაო ტრანსპორტის ყველა აქტორთან, დამზღვევებთან და ოპერატიულ სამუშაოსთან არის დაკავშირებული. ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები ინდოეთთან, სხვა რამდენიმე ევროპელ პარტნიორთან ან პარტნიორებთან რეგიონში,“ - აცხადებს მაკრონი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა მოუწოდა მოკავშირეებს, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გასახსნელად, სამხედრო დახმარება გასწიონ, რათა გლობალური ეკონომიკური ზეგავლენა შემსუბუქდეს. ჯერჯერობით, მისი მოთხოვნები უარყოფილია. ტრამპი აცხადებს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმები მოულოდნელი იყო  

ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობის ფონზე, შუა დერეფანი სავარაუდოდ, საკონტეინერო გადაზიდვების ხარვეზს შეავსებს - ADY

შუა დერეფანი შეიძლება, საკონტეინერო ტრანსპორტის მთავარი ალტერნატივა გახდეს, თუ ჰორმუზის სრუტე დაიხურება. ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის მარკეტინგისა და სატარიფო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე წერს. მამედოვმა აღნიშნა, რომ სრუტეში შეფერხებებმა შეიძლება, შეაფერხოს მიწოდების ჯაჭვები, რომლებიც აკავშირებს აზიას, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპას, ამასთან, გაიზრდება ლოგისტიკური ხარჯები. „ასეთ სცენარში, ალტერნატიული მულტიმოდალური მარშრუტები მნიშვნელობას იძენს. ერთ-ერთი მათგანია შუა დერეფანი, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს,“ - აღნიშნა მამედოვმა. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო-სავაჭრო მარშრუტი, რომელიც გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში და აკავშირებს აზიას ევროპასთან. ის წარმოადგენს ტრადიციული ჩრდილოეთის და სამხრეთის დერეფნების ალტერნატივას. მარშრუტი იწყება ჩინეთში და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ, ვიდრე ევროპას მიაღწევს, კვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს. შუა დერეფანი არის სახმელეთო მარშრუტი, რომელიც გვერდს უვლის უფრო გრძელ საზღვაო გზებს და აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს - ევროპასთან.  

აშშ-ის პრეზიდენტი: ირანმა „ტრამპის სრუტე უნდა გახსნას“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ჰორმუზის სრუტის გახსნისკენ მოუწოდა და მას „ტრამპის სრუტე“ უწოდა. „ირანმა ტრამპის სრუტე უნდა გახსნას,“ - განაცხადა ტრამპმა მაიამიში გამართულ საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანთან შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „მათ ტრამპის სრუტე უნდა გახსნან - ჰორმუზის სრუტეს ვგულისხმობ. ბოდიში, მაპატიეთ, ეს საშინელი შეცდომაა. „ფეიკ“ ნიუსი იტყვის, რომ „მან ეს შემთხვევით თქვა“, მაგრამ ჩემთან შემთხვევით არაფერი ხდება,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, ირანში „სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს და არა ომი.“ „ჩვენ ამას სამხედრო ოპერაციას ვუწოდებთ და არა ომს. ეს ასე სამართლებრივი მიზეზების გამოა. მე სამხედრო ოპერაციას ვუწოდებ, რადგან ამისთვის არანაირი ნებართვა არ მჭირდება. ომის შემთხვევაში კონგრესისგან ნებართვა უნდა მიიღო, თუ რაღაც ამგვარი რამ,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.  

პეკინი ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის შეფერხებაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის შეფერხების ძირითადი მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის უკანონო სამხედრო ოპერაციაა. უწყების სპიკერის თქმით, ჩინეთმა აშშ-სა და ისრაელს სამხედრო მოქმედებების დასრულებისკენ მოუწოდა. „პრობლემის ფუნდამენტური მოგვარება სამხედრო გზით შეუძლებელია,“ - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა. ჩინეთი სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმებს „არ ეთანხმება“  

ფრანგულმა კონტეინერმზიდმა და იაპონურმა ტანკერმა ჰორმუზის სრუტე გადაკვეთეს - Bloomberg

Bloomberg-ის ინფორმაციით, ფრანგულმა კონტეინერმზიდმა და იაპონურმა ტანკერმა ჰორმუზის სრუტე გადაკვეთეს. ასევე, Financial Times-ი MarineTraffic-ზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთის საზღვაო კომპანია CMA CGM-ის საკუთრებაში არსებული კონტეინერმზიდმა ჰორმუზის სრუტე გაიარა. ეს არის დასავლური საზღვაო ხაზის საკუთრებაში არსებული პირველი გემი, რომელმაც ირანის ომის დროს სრუტე გაიარა. FT-ის ცნობით, ერთ-ერთია ასევე თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერი, რომლის თანამესაკუთრე იაპონური კომპანია Mitsui OSK Lines-ია. როდის გადაკვეთა გემმა სრუტე და ჰქონდა თუ არა რაიმე მოლაპარაკებები, ამის შესახებ კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ. ამ კვირაში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა, 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან ვირტუალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ირანზე ზეწოლის მიზნით კოორდინირებული ქმედებებია საჭირო, რათა სრუტე ხელახლა გაიხსნას. მან ასევე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უარყოფს ნებისმიერ მცდელობას, რაც გემებს მრავალმილიონიან გადასახადს დაკისრებს სრუტის გავლისთვის. ამასთან, გაერო განიხილავს ერთ-ერთ ვარიანტს, შესაძლებელია თუ არა ჰუმანიტარული გადაზიდვების დერეფნის გახსნა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სასუქის მიწოდება; თავიდან აიცილონ საკვების დეფიციტი ღარიბ ქვეყნებში. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია, „მარტივად გახსნას სრუტე, მაგრამ ამას ცოტა მეტი დრო დასჭირდება.“ ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ომმა, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა და ნავთობის ტრანსპორტირება მნიშვნელოვნად შეაფერხა. ირანის ხელისუფლებამ მკაცრი კონტროლი და შეზღუდვები დააწესა. ნავთობის ფასები 70 დოლარიდან 120 დოლარამდე გაიზარდა. ალტერნატიული მარშრუტები არსებობს, მაგრამ მათი გამტარუნარიანობა შეზღუდულია. IEA-ს მონაცემებით, 2025 წელს ჰორმუზის სრუტეში ყოველდღიურად დაახლოებით 20 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდებოდა. ჰორმუზის ალტერნატიული მილსადენების გამტარუნარიანობა 3.5-დან 5.5 მილიონ ბარელამდე შემოიფარგლება - საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების (UAE) გავლით. აბუ დაბი-ფუჯაირას მილსადენის მეშვეობით, დღეში დაახლოებით 1.1 მილიონი ბარელის ექსპორტი ხორციელდება, დამატებითი გამტარუნარიანობა დაახლოებით 700,000 ბარელს მოიცავს. საუდის არაბეთში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენის საპროექტო გამტარუნარიანობა 5 მილიონი ბარელია. აბკაიკ-იანბუს მილსადენი, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ნედლი ნავთობსადენის პარალელურად გადის და თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას ახდენს, ამჟამად სრული დატვირთვით მუშაობს, მისი გამტარუნარუიანობა დღეში დაახლოებით 300,000 ბარელია. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალფარსლან ბაირაქტარი ერაყ-თურქეთის ნავთობსადენის, კირკუკიდან ჯეიჰანამდე გამავალი ნავთობსადენის ბოლოდროინდელ მდგომარეობას შეეხო და განაცხადა: „ამ მილსადენის გამტარუნარიანობა 1,5 მილიონი ბარელია. აქედან დღეში 1,5 მილიონი ბარელის ტრანსპორტირება შეგვიძლია. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის მხრივ ნაწილობრივი ალტერნატივები არსებობს, თხევადი ბუნებრივი აირის ფრონტზე სურათი უფრო მყიფე ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ჰორმუზის სრუტე თხევადი ბუნებრივი აირის გადაზიდვის კრიტიკულ სატრანზიტო პუნქტად რჩება, ექსპერტები თვლიან, რომ გაზის ალტერნატიულ მარშრუტებზე გადამისამართება მოკლევადიან პერსპექტივაში ადვილი არ იქნება. გერმანიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა კლაუდია კემფერტმ, Anadolu-ს რეპორტიორს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ხანგრძლივი შეფერხება, ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის გლობალურ ფასებს გაზრდის და „საშუალოვადიან პერსპექტივაში, არსებული რისკები ფასების მაღალ დონეზე შენარჩუნებას გამოიწვევს, რაც სტრატეგიულ რეზერვებზე უფრო მეტ დამოკიდებულებას და ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ შეშფოთებას გაზრდის.“ კემფერტმა აღნიშნა, რომ ალტერნატიულ მარშრუტებზე მომუშავე მილსადენებს, ძირითადად, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების გავლით, შეზღუდული ექსპორტის სიმძლავრე აქვთ, რაც მნიშვნელოვანი შეფერხების კომპენსაციისთვის საკმარისი არ არის. თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატის თქმით, ანკარა აქტიურ ნაბიჯებს დგამს ალტერნატიული ლოგისტიკური მარშრუტების ასამუშავებლად, რაც შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტა იყოს როგორც ენერგიის მწარმოებლებისთვის, ასევე, მომხმარებლებისთვის, განსაკუთრებით კრიზისის დროს. მედია წერს, რომ განიხილება სპარსეთის ყურის რეგიონიდან ენერგიის ტრანსპორტირების რამდენიმე მარშრუტი. ესენია სახმელეთო მიწოდება ერაყისა და სირიის გავლით, კომბინირებული მარშრუტი სუეცის არხის, წითელი ზღვის, იორდანიისა და საუდის არაბეთის გავლით, ასევე, მარშრუტი ომანის პორტიდან არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში. გარდა ამისა, კეთილი იმედის კონცხის მარშრუტი ერთ-ერთ ვარიანტად არის მითითებული, მაგრამ ის ნაკლებად მომგებიანად ითვლება, რადგან მიწოდების დროს 10-15 დღით ზრდის და ტრანსპორტირების ხარჯებს აძვირებს. შეუძლია თუ არა ალტერნატიულ მარშრუტებს ჰორმუზის სრუტის ბლოკადის კომპენსირება პეკინი ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის შეფერხებაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს ტრამპი დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებს ჰორმუზის სრუტიდან საკუთარი ნავთობის გატანას ურჩევს ჩინეთი ჰორმუზის გავლით ნავთობისა და გაზის უსაფრთხოდ გადაზიდვაზე, ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს - Reuters ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობის ფონზე, შუა დერეფანი სავარაუდოდ, საკონტეინერო გადაზიდვების ხარვეზს შეავსებს - ADY  

რუსეთმა და ჩინეთმა ჰორმუზის სრუტეზე გაეროს რეზოლუცია დაბლოკეს

ჩინეთმა და რუსეთმა ვეტო დაადეს გაეროს რეზოლუციას, რომელიც სახელმწიფოებს ჰორმუზის სრუტეში კომერციული გადაზიდვების დასაცავად, კოორდინირებული ძალისხმევისკენ მოუწოდებდა.  აშშ-ის ელჩმა მსოფლიო ორგანიზაციაში, „პასუხისმგებელ ერებს“ მოუწოდა, შეუერთდნენ აშშ-ს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყალსატევის უსაფრთხოების საკითხში. 15-წევრიან უშიშროების საბჭოში ბაჰრეინის მიერ წარდგენილ რეზოლუციას, რომელსაც აშშ-მაც დაუჭირა მხარი, 11-მა წევრი მიემხრო, ორი - ჩინეთი და რუსეთი - წინააღმდეგი იყო, ხოლო ორმა [პაკისტანმა და კოლუმბიამ] თავი შეიკავა. ტრამპის თქმით, „მთელი ცივილიზაცია ამაღამ დაიღუპება“, თუ ირანი შეთანხმებას არ დადებს „არავინ უნდა შეეგუოს ამას. ისინი გლობალურ ეკონომიკას იარაღის მუქარით აკავებენ. მაგრამ დღეს რუსეთი და ჩინეთი ამას ეგუებიან. მათ მხარი დაუჭირეს რეჟიმს, რომელიც ცდილობს სპარსეთის ყურის ქვეყნების დაშინებას და დამორჩილებას, მაშინაც კი, როდესაც ის საკუთარ ხალხს სასტიკად ეპყრობა,“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა გაეროში მაიკ უოლცმა. ჩინეთმა და რუსეთმა ვეტო მაინც გამოიყენეს მიუხედავად იმისა, რომ ბაჰრეინმა თავისი რეზოლუციის პროექტი მნიშვნელოვნად შეასუსტა მას შემდეგ, რაც ჩინეთი წინააღმდეგი იყო ძალის გამოყენების ნებართვის გაცემაზე. კენჭისყრაზე წარდგენილი რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საზღვაო მარშრუტის დასაცავად, ძალის გამოყენების ნებისმიერი ნებართვა გაუქმდა. ასევე გამოტოვებული იყო სავალდებულო აღსრულების აშკარა მითითება, რომელიც ადრეულ პროექტში იყო შეტანილი. რეზოლუციის ტექსტი მკაცრად მოუწოდებდა სახელმწიფოებს, თავდაცვითი ძალისხმევის ირგვლივ გაერთიანებულიყვნენ, გარემოებების შესაბამისად, რათა ხელი შეეწყოთ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ ასეთი წვლილი შეიძლება, მოიცავდეს „სავაჭრო და კომერციული გემების ესკორტს“ და „ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო ნავიგაციის უგულვებელყოფის, შეფერხების ან სხვაგვარად ჩარევის მცდელობების თავიდან აცილების მხარდაჭერას.“ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. თეირანმა გლობალურად მნიშვნელოვან საზღვაო სატრანსპორტო სრუტეზე ბლოკადა დააწესა.  

ირანი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვამდე, ჰორმუზის სრუტე კომერციული გემებისთვის გახსნილია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ყველა კომერციული გემის გავლა ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში სრულად თავისუფალი იქნება. არაღჩის თქმით, სრუტეში გავლა ირანის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კოორდინირებული მარშრუტით განხორციელდება. „ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, ჰორმუზის სრუტეში ყველა კომერციული გემის გასასვლელი სრულად ღიად გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, ირანის ისლამური რესპუბლიკის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციის მიერ უკვე გამოცხადებული კოორდინირებული მარშრუტით,“ - დაწერა აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში. რუსეთმა და ჩინეთმა ჰორმუზის სრუტეზე გაეროს რეზოლუცია დაბლოკეს „გმადლობთ!“ - წერს თავის მხრივ, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე. ის ამბობს, რომ აშშ-ის მიერ ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა ძალაში დარჩება, ვიდრე მუდმივი სამშვიდობო შეთანხმება არ მიიღწევა. ცნობისთვის,16 აპრილს, ისრაელი და ლიბანი 10-დღიან ზავზე შეთანხმდნენ, რაც ვაშინგტონის შუამავლობით ამ კვირაში გამართულ მოლაპარაკებებს მოჰყვა. ეს ზომა მიზნად ისახავს იმ კონფლიქტის შეჩერებას, რომელიც ისრაელსა და ირანთან დაკავშირებულ ლიბანურ „ჰეზბოლას“ შორის მიმდინარეობს. ჰეზბოლა მოიცავს გასამხედროებულ ჯგუფს და პოლიტიკურ პარტიას და ის სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ჯგუფს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს შეერთებული შტატები, თუმცა ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული ნაწილი ჰყავს შავ სიაში შეყვანილი.  

ტრამპი: ირანი დათანხმდა, რომ აღარასდროს დაკეტავს ჰორმუზის სრუტეს - ბრწყინვალე დღეა მსოფლიოსთვის

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანი დათანხმდა, აღარასდროს დაკეტავს ჰორმუზის სრუტეს. დონალდ ტრამპის თქმით, ეს სრუტე „აღარ იქნება გამოყენებული მსოფლიოს წინააღმდეგ იარაღად.“ მისი თქმით, დღევანდელი დღე „დიდი და ბრწყინვალე დღეა მსოფლიოსთვის.“ „კიდევ ერთხელ! ეს შეთანხმება არანაირად არ არის დაკავშირებული ლიბანთან, მაგრამ ჩვენ გავხდით ლიბანს კვლავ დიდებულს!“- წერს ტრამპი. მისი მტკიცებით, ირანმა, აშშ-ის დახმარებით, განახორციელა და ახორციელებს გამნაღმვით სამუშაოებს. „ირანმა, მოაშორა ან ახლა აშორებს ყველა საზღვაო ნაღმს!“- წერს ტრამპი. აშშ-ის პრეზიდენტი მადლობას უხდის პაკისტანს და პრემიერ-მინისტრსა და ფელდმარშალს, ასევე საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარს დახმარებისთვის. ირანი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვამდე, ჰორმუზის სრუტე კომერციული გემებისთვის გახსნილია