დასავლეთის სანქციები რუსეთის ეკონომიკას უკვე ანგრევს. ამ ფონზე რუსეთის ხელიუფლება ცდილობს რუბლის კურსი ხელოვნურად დაიჭირონ და ეროვნული ვალუტა გაუფასურებისგან იხსნან. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსური ინსტიტუტის მაღალჩინოსანმა CNN განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული დასავლური სანქციების გამო რუსული რუბლი მკვეთრად გაუფასურდა. ანტირეკორდი 7 მარტს დაფიქსირდა, როცა ერთი დოლარი 143 რუბლი ღირდა. 1-ელი აპრილის მდგომარეობით აშშ დოლარი 88 რუბლი ღირდა.
რუსული რუბლის კურსის შედარებით დასტაბილურების მიუხედავად, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში ახცადებენ, რომ რუსულმა ვალუტამ მსყიდველობითი უნარი დაკარგა, რადგან ფასები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
რაც შეეხება რუბლის გამყარებას, აშშ-ის ფინანსათა სამინისტროში აცხდებენ, რომ ეს პროცესი დროებითია და ექსპორტიორებისთვის სავალუტო შემოსავლის 8%-ის გაყიდვის მოთხოვნას, ასევე სავალუტო გადარიცხვების აკრძალვას უკავშირდება.
ამ ნაბიჯების შედეგად რუბლზე მოთხოვნა ხელოვნურად გაიზარდა.
„რეალურად რუსეთის ეკონომიკა რეცესიაში გადადის და დეპრესიაშია მაღალი ინფლაციის გამო“, - აცხადებენ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, რომელის თებერვლის მეორე ნახევრიდან ოქროს რეზერვების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროვებდა, 32 მარტს განაცხადა, რომ რეზერვები თვენახევარში $40 მილიარდით შემცირდა. ამის შესახებ Forbes წერს.
ასევე წაიკითხეთ
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა
აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს