ევროკავშირის ოფიციალური პირის თქმით, ევროპულის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოდესაში ვიზიტის დროს, სარაკეტო დარტყმის გამო, იძულებული გახდა, თავშესაფარში გადასულიყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მისივე ცნობით, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან დენის შმიგალთან შეხვედრისას მონაწილეებს შეხვედრის შეწყვეტა დასჭირდათ, რადგან რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.
პრემიერ-მინისტრ შმიგალთან დისკუსიები, რომლებსაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევიდან ვიდეოზარის საშუალებით შეუერთდა, ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ როგორ გააგრძელებდა ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სამხედრო გამოწვევების დასაძლევად.
ცნობისთვის, უკრაინის მთავრობის პრესსამსხურმა შმიგალისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთის შეხვედრის შემდგომი კომენტარი გაავრცელა.
„ოდესამ, ისევე როგორც ჩვენი სახელმწიფოს ბევრმა ქალაქმა, უკვე განიცადა ნგრევა რუსი აგრესორისგან. ოდესის დაბომბვა რუსული რაკეტებით ყოველდღიურად ხდება, როგორც ეს მოხდა სულ რაღაც ათი წუთის წინ, ორი რაკეტით. გუშინაც და დღესაც, ყოველდღე დამპყრობლები ცდილობენ, გაანადგურონ ეს მშვენიერი ქალაქი, ჩვენ კი ამოცანის წინაშე ვდგავართ, აღვადგინოთ ყველაფერი, რაც აგრესორმა გაანადგურა“, - ციტირებს შმიგალს მთავრობის პრესსამსახური.