პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა დასავლეთს შეწყვიტოს თამაში რუსეთთან და დააწესოს უფრო მკაცრი სანქციები მოსკოვისთვის, რათა უკრაინაში მისი "უაზრო ომი" დასრულდეს.
- ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ
- ვოლოდიმირ ზელენსკი: ახლა პრიორიტეტი რუსულ ნავთობზე ემბარგოა
- გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი
„ეს კატასტროფული მოვლენები, მაინც შეიძლებოდა შეჩერებულიყო, თუ მსოფლიო უკრაინაში ვითარებას ისე შეხედავდა, როგორც საკუთარს, თუ სახელმწიფოები რუსეთს არ ეთამაშებოდნენ, არამედ რეალურად იმოქმედებდნენ ომის დასასრულებლად" - თქვა ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ზელენსკის კრიტიკა დასავლეთთან მიმართებით ბოლო დღეებში გამძაფრდა, რადგან ევროკავშირის ქვეყნებს შორის რუსეთის ნავთობის ემბარგოზე შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა დარჩება დამოუკიდებელია, თუმცა ერთადერთი კითხვაა ის, თუ რის ფასად შეძლებს ქვეყანა სუვერენიტეტის შენარჩუნებას. "უკრაინა ყოველთვის დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნება - ეს არ დაირღვევა. ერთადერთი საკითხია ის, თუ რა ფასი უნდა გადაიხადოს ჩვენმა ხალხმა თავისუფლებისთვის და რა ფასს გადაიხდის რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ამ უაზრო ომისთვის". - ამბობს ზელენსკი.
ზელენსკიმ ევროკავშირის შიგნით მე-6 პაკეტში რუსულ ნავთობზე ემბარგოს საკითხისგან გამოწვეულ უთანხმოებაზე ისაუბრა და EU-ს ჰკითხა, თუ რატომ აძლევდნენ ზოგიერთ ქვეყანას გეგმის დაბლოკვის უფლებას. "კიდევ რამდენ კვირას გაგრძელდება მოლაპარაკებები ევროკავშირის მე-6 პაკეტზე? რუსეთზე ზეწოლა ფაქტობრივად სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ყოველი გაჭიანურება, სისუსტე, კამათი თუ აგრესორის "დასამშვიდებლად" შემუშავებული წინადადება, მხოლოდ უკრაინელების მკვლელობას ნიშნავს", - თქვა ზელენსკიმ.
როგორც ცნობილია, რიგი ქვეყნების მხარს არ უჭერენ ევროკომისიის წინადადებას, რომ რუსულ ნავთობზე სრული ემბარგო დაწესდეს. მათ შორის არის უნგრეთი. 9 მაისს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია.
ამასთან, წყაროები წერენ, რომ უნგრეთის გარდა, ევროკავშირი სლოვაკეთისა და ჩეხეთის ნავთობემბარგოსგან გათავისუფლებას 2024 წლამდე აპირებს. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს.