აშშ-მ რუსეთს სანქციები დაუწესა. შეერთებულმა შტატებმა აკრძალა რუსული ოქროს იმპორტი, სანქციების სიაში კი 70 სუბიექტი და 29 ფიზიკური პირია.
- სანქციები დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება და რუსეთს იზოლაციაში მოაქცევს - ჯო ბაიდენი
- რუსულ ოქროზე დასავლეთის ემბარგო კრემლს ყოველწლიურად, $19 მილიარდი დაუჯდება - ბლინკენი
სანქცირების სამიზნეა რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კონგლომერატი Rostec-ი და რამდენიმე ბანკი, მათ შორის მოსკოვის ბანკი, ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
- აშშ და G7 რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ - თეთრი სახლი
- Bloomberg: G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ
ასევე სანქციები დაუწესდა United Aircraft Corporation-ს - რუსული MiG-ისა და Sukhoi-ის გამანადგურებელი თვითმფრინავების მწარმოებელს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ეს მიზნად ისახავს, „შეასუსტოს რუსეთის შესაძლებლობა, განაგრძოს საჰაერო თავდასხმა უკრაინაზე“. გავრცელებული ინფორმაციით, სანქცირებულთა სიაში არიან ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი და მისი ოჯახის წევრები.
- იაპონიის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ გამოაცხადა
- კანადა რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ამკაცრებს სანქციებს
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.