უკრაინის ძალები ხერსონში რუსული გარნიზონის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის ემზადებიან - ISW

უკრაინის ჯარები სამხრეთ უკრაინის ქალაქ ხერსონში, რუსული გარნიზონის წინააღმდეგ კონტრშეტევის პირობების შექმნას აგრძელებენ. ამის შესახებ ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW) განაცხადა. ამის შესახებ ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW) განაცხადა. გეოლოკაციურმა სატელიტურმა სურათებმა აჩვენა, რომ ხერსონის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, ჩორნობაივკას რაიონში უკრაინულმა ძალებმა რუსეთის პოზიციებს დაარტყეს.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, კადრებში ნაჩვენები არიან უკრაინისა და რუსეთის ძალები, რომლებიც ხერსონ-მიკოლაივის რეგიონის საზღვარზე, სნიჰურივკასა და ანდრიივკას მახლობლად ისვრიან.

ISW-ს ცნობით, 5 ივლისს, ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა ხერსონის რკინიგზის სადგურზე, რუსული საბრძოლო მასალის საცავს დაარტყეს. იმავდროულად, რუსულ ძალებს ხერსონის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს და აგრძელებენ უკრაინის კონტრშეტევის მოგერიებას. 


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.