ჩინეთმა ახალი ერთთვიანი სამხედრო წვრთნები დააანონსა

ჩინეთმა კვირას გამოაცხადა, რომ მორიგ სამხედრო წვრთნებს ყვითელ და ბოჰაის ზღვებში ჩაატარებს. ბოხაის ზღვაში სწავლება 8 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე გაიმართება, მეორე კი, ყვითელ ზღვაში - 7-დან 15 აგვისტომდე, ნათქვამია საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაციის განცხადებაში.

პეკინმა დაიწყო მასიური სამხედრო წვრთნები ტაივანის გარშემო ამ კვირის დასაწყისში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პალატის სპიკერი ნენსი ტაივანს ეწვია. ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტაივანის მახლობლად ძირითადი სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ჩინეთმა ყველაზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა ტაივანის სრუტესთან.


ჩინეთი აშშ-სთან რიგ სფეროებში თანამშრომლობას წყვეტს, მათ შორის, მაღალი დონის სამხედრო დიალოგს აჩერებს. კიდევ რა ზომებს მიმართა ჩინეთმა, Europetime-მა ინფორმაცია საერთაშორისო მედიაზე დაყრდნობით შეკრიბა.

5 აგვისტოს ჩინეთმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და მის ოჯახს სანქციები დაუწესა

ჩინეთმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და მის ოჯახს სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც ტაივანში ამერიკელი უმაღლესი ოფიციალური პირის ვიზიტი შედგა. განცხადებაში კონკრეტული დეტალები სანქციების ხასიათის შესახებ მითითებული არ არის.

2 აგვისტოს ჩინეთმა ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტი შეაჩერა

ჩინეთის კონტინენტურ ნაწილზე ტაივანიდან რამდენიმე სახეობის ხილისა და თევზის იმპორტი შეჩერდა. „იმპორტ-ექსპორტის წესების თანახმად, პროდუქციის უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვის შესახებ რეგულაციები, ჩინეთის კონტინენტურ ნაწილზე 3 აგვისტოდან ამოქმედდა. ჩინეთმა ტაივანიდან ციტრუსის, კერძიდ გრეიფრუტის, ლიმონის, ფორთოხლის და გაყინული თევზის ორი სახეობის იმპორტი შეაჩერა. ამასთან ჩინეთმა ტაივანში ბუნებრივი ქვიშის შეტანაც შეწყვიტა. 

2 აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი გამოიძახა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი ჩინეთში ნიკოლას ბერნსი დაიბარა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი გააპროტესტა. „პელოსის ვიზიტის ხასიათიი უკიდურესად მანკიერია და შედეგიც ძალიან მძიმეა”, - განუცხადეს ბერნსს ჩინეთის საგარეო უწყებაში Anadolu-ს ცნობით. „აშშ-მ უნდა გადაიხადოს საკუთარი შეცდომის ფასი. ჩინეთი მიიღებს აუცილებელ და მტკიცე კონტრზომებს და ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რასაც ვამბობთ", - განუცხადა ჩინელმა დიპლომატმა აშშ-ის ელჩს.

ჩინეთის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები ტაივანის გარშემო

გავრცელებული ინფორმაციით, 4 აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ჩინეთმა თავის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყო ტაივანის გარშემო ზღვებში. BBC-ის ცნობით, სამხედრო წვრთნები 4 აგვისტოს, ადგილობრივი დროით, 12:00 საათზე (04:00 GMT) დაიწყო.

ნენსი პელოსიმ საკამათო ვიზიტის შემდეგ, ჩინეთი 3 აგვისტოს დატოვა.

პეკინმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნები ჯერ კიდევ ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტამდე, რამდენიმე საათით ადრე, 2 აგვისტოს დაიწყო.

ამასთან, ჩინეთის მიერ ძალის დემონსტრირების ფონზე, შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა, მობილიზდნენ ტაივანის სამხედრო თვითმფრინავებიც და საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს სარაკეტო სისტემები, რომლებიც ტაიბეის აშშ-ისგან აქვს მიღებული.


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ჩინეთის სამხედრო წვრთნები საყურადღებოა. ბლინკენმა ჩინეთის სამხედრო მანევრებს ტაივანის გარშემო, მნიშვნელოვანი ესკალაცია უწოდა.

5 აგვისტოს კამბოჯის დედაქალაქ პომპენში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზრიის საგარეო საქმეთა მინისტებთან შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პეკინის ქმედებებს გამართლება არ აქვს.

პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრმა სახლმა ხუთშაბათს, 4 აგვისტოს დაიბარა ჩინეთის ელჩი, რათა ტაივანის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ესკალაცია დაგმოს და გაიმეოროს, რომ შეერთებულ შტატებს რეგიონში კრიზისი არ სურს, იტყობინება Washington Post-ი.

ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა. 

გაეცანით სტატიას