დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს.

„რუსეთის ლიდერები იმედოვნებენ, რომ ეს გადაწყვეტილება განიხილება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გამართლებად და კონფლიქტის მიმართ პატრიოტულ მხარდაჭერას გააძლიერებს“, იტყობინება გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო 27 სექტემბერს.

21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისინი ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ.

უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა. 

შეერთებული შტატები, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობაში სხვა სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა, არასოდეს, არასოდეს აღიარებს რუსეთის ტრიუკებს.

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

  • აშშ მოწოდებულია, უკრაინამ დაიბრუნოს კონტროლი მთელ თავის ტერიტორიაზე, დონბასისა და ყირიმის ჩათვლით

შეერთებული შტატები, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობაში სხვა სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა, არასოდეს, არასოდეს აღიარებს რუსეთის ტრიუკებს.

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მე მართლაც გამოვდიოდი გაფრთხილებით ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში, ასევე, მედიასთან სხვადასხვა შეხვედრაზე, მათ შორის მაისის დასაწყისში, რომ რუსეთი აპირებდა ყალბი რეფერენდუმების ჩატარებას იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც მისი ძალები აკონტროლებდნენ უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში.

ახლა კი, ჩვენ ვხედავთ იმ მკაფიო პროგნოზებს, რომლებიც ეფუძნება შეერთებული შტატების ხელთ არსებულ ფაქტებსა და ინფორმაციას, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს გეგმები კონკრეტული გზით ვითარდება.

  • გულწრფელად რომ გითხრათ, როგორც ადრე ვთქვი, მე ამას რეფერენდუმებს ვერ ვუწოდებ, რადგან ეს არ არის რეფერენდუმი. ეს არის პროპაგანდისტული ტრიუკები და მეტი არაფერი. კენჭისყრის კანონიერების საფუძვლიანად განხილვაც კი უბრალოდ სასაცილოა.

ცხადია, ეს სიყალბეა. შედეგი წინასწარ ცნობილია, ეს ნამდვილად არ არის ხმის მიცემა, ეს პროცესი იარაღის ლულის ფონზე მიმდინარეობს.

  • ეს ხდება ტერიტორიებზე, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გააძევეს სახლებიდან, საშინელი ე.წ. ფილტრაციის ბანაკების გავლით, სადაც მათ არასათანადოდ ეპყრობოდნენ. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს, ზოგიც აწამეს და შემდეგ, მათი ნების საწინააღმდეგოდ, რუსეთში გადაასახლეს.

ასე რომ, ამ პროპაგანდისტულ ტრიუკებს, რომლებსაც რუსეთი ახორციელებს უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, აბსოლუტურად, არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს.

შეერთებული შტატები, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობაში სხვა სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა, არასოდეს, არასოდეს აღიარებს ამ ტრიუკების ლეგიტიმურობას. ეს ვერანაირად ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ უკრაინა არის უკრაინა და რომ ჩვენ ვაღიარებთ მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.

მინდა ისიც გითხრათ, რომ ეს არის რუსეთის მიერ გატარებული „სასოწარკვეთილი ზომა“, რათა შეეცადოს ადგილზე შეცვალოს ფაქტები, მაგრამ სინამდვილეში, ეს არაფრის ცვლის.

 

  • ჩვენ, შეერთებული შტატები, მოწოდებული ვართ, დავეხმაროთ უკრაინას, გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა და გაათავისუფლოს მისი ტერიტორიები რუსეთის კონტროლისა და რუსეთის დროებითი ოკუპაციისგან.

თუ არ ვცდები, ბოლო რამდენიმე კვირაში, უკრაინელებმა გაათავისუფლეს 8500-მდე კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია, რაც მიუახლოვდა 9000 კვადრატულ კილომეტრს. ეს არის ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ამ ძალისხმევის შედეგად, უკრაინამ დაიბრუნოს კონტროლი მთელ თავის ტერიტორიაზე.

ამ ომის წარმოება რუსეთის მხრიდან, წმინდა იმპერიული დაპყრობის სურვილს ეფუძნება. ამ აგრესიაში აბსოლუტურად არანაირი რაციონალურობა არ არის, ამას გამართლება არ აქვს და ჩვენი მიზანია, რომ დავინახოთ, უკრაინამ დაიბრუნოს სრული, ვიმეორებ, სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც რა თქმა უნდა, მოიცავს მთლიანად დონბასსა და ყირიმს“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ.

კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.

14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.