უკრაინამ მშვიდობის ფორმულის სავალდებულო ელემენტის შესახებ განაცხადა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა ისაუბრა, რა აუცილებელ ელემენტს უნდა შეიცავდეს მშვიდობის ფორმულა.

ერმაკის განცხადებით, მშვიდობის მისაღწევად, უნდა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც პასუხისმგებლობას დააკისრებს არამხოლოდ ომის დანაშაულის უშუალო ჩამდენებს, არამედ რუსეთის ხელმძღვანელობას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო.

Creation of special tribunal for Russia should be mandatory element of peace formula - Yermak

ვაშინგტონში დისკუსიის დროს, რომლის თემაც იყო „კრიმინალური დევნა უკრაინაში ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის“, ერმაკმა აღნიშნა, რომ „აგრესიის დანაშაული ომის ალფა და ომეგაა“.

კრიმინალური და არაპროვოცირებული ომის დაწყება ნიშნავს კარის გახსნას სხვადასხვა დონის ათასობით დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილია საომარი მოქმედებების დროს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - განაცხადა ერმაკმა.

„მშვიდობა უნივერსალური ღირებულებაა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყველა აფასებთ ამას და არ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ ოცნებონ მშვიდობაზე, როცა ვინმე ანგრევს მას. მაგრამ მშვიდობა შეუძლებელია სამართლიანობის გარეშე. მართლმსაჯულება შეუძლებელია სასამართლოს გარეშე“.

სწორედ ამიტომ, ერმაკის აზრით, სამშვიდობო ფორმულის სავალდებულო ელემენტია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა.

„ისინიც, ვის თავებშიც აგრესიის ჯოჯოხეთი მომწიფდა, ვინც გასცა ამ კრიმინალური ომის დაწყების ბრძანება და ვინც მოაწყო ტერორი, ასევე უნდა დაისაჯონ. აი რა არის სამართლიანობა. სწორედ ამიტომ, უკრაინა მოგმართავთ თქვენ და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მხარი დაუჭირეთ ჩვენს ძალისხმევას, რათა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი რუსული აგრესიის დანაშაულისთვის“, - განაცხადა ერმაკმა.

დისკუსია აშშ-ის ორი ავტორიტეტული ანალიტიკური ცენტრის - შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტისა და ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. მას ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები, წარმომადგენელთა პალატის წევრები, სენატორები და უმსხვილესი ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლები, მათ შორის Human Rights Watch, Open Society და სხვა.

შეგახსენებთ, ნიუ-იორკში, გაეროში გავრცელდა რეზოლუციის პროექტი ნიურნბერგის ფორმის ტრიბუნალთან დაკავშირებით, რომელიც პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთის ხელმძღვანელობას უკრაინაში აგრესიის დანაშაულებზე.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ უკვე დაიწყო უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიება, მაგრამ უკრაინის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ICC-ს არ შეუძლია კრემლის ხელმძღვანელობის სისხლისსამართლებრივი დევნა უფრო ფართო აგრესიის დანაშაულის გამო. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა 7 დეკემბერს განაცხადა, რომ „ეს საკითხი მაგიდაზე დევს“.

„მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ შეძლოს, საჭიროებისამებრ, ამ საქმეების წარმოება, მაგრამ ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ძალისხმევას მტკიცებულებებისა და ინფორმაციის შეგროვების მიზნით. განიხილებოდა რაღაც სახის დამოუკიდებელი სასამართლოს ან ტრიბუნალის შექმნა. არ მინდა, წინასწარ ვისაუბრო, მაგრამ მხოლოდ ამის თქმა შემიძლია: მომხდარზე პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ბლინკენმა. 

როგორც ცნობილია, უკრაინის პარტნიორები მიიჩნევენ, რომ სამხედრო მხარდაჭერა აძლიერებს უკრაინის პოზიციებს მოლაპარაკების მაგიდასთან.

ამ კუთხით საგულისხმოა აშშ-ის გზავნილი.

შეიძლება, პარადოქსულად ჩანდეს, თუმცა საუკეთესო, რაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია, გააკეთოს ამ ომის დიპლომატიური დასასრულისთვის, არის ჩვენი უკრაინელი პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ორიენტირებული ვართ რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მათი ქმედებებისთვის, უკრაინის მხარდაჭერაზე, როდესაც ისინი თავს იცავენ რუსული აგრესიისგან და პრეზიდენტ პუტინის ომის შედეგების შერბილებაზე დანარჩენ მსოფლიოში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება, პარადოქსულად ჩანდეს, საუკეთესო, რაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია, გააკეთოს ამ ომის დიპლომატიური დასასრულისთვის, არის ჩვენი უკრაინელი პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც მათ სჭირდებათ თავიანთი სუვერენიტეტის, დემოკრატიის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა ნედ პრაისმა.


რუსეთის პრეზიდენტმა 8 დეკემბერს აღიარა, რომ ომის გახანგრძლივებისთვის ემზადება.

რუსეთი გაზაფხულზე უფრო ფართმასშტაბიანი შეტევის დაწყებას გეგმავს, მანამდე კი ცდილობს უკრაინის ომის გაყინვას, - უფრო ადრე, 7 დეკემბერს, FT's Global Boardroom-ის ღონისძიებაზე  განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა.

რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.


14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

  • ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.
  • 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა.
  • 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.