სამხრეთ უკრაინის საპორტო ქალაქებზე საჰაერო თავდასხმების შედეგად ჩინეთის საკონსულოს შენობა დაზიანდა, - განაცხადეს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა Reuters-ის ცნობით.
რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს სულ მცირე ერთი ჩამსხვრეული ფანჯარა შავი ზღვის ქალაქ ოდესაში ჩინეთის საკონსულოსთან, მაგრამ სხვა დაზიანების კვალი არ ჩანს.
რუსეთის მოკავშირე პეკინს ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლადიმირ ზელენსკიმ 19 ივლისს განაცხადა, რომ ჩინეთისთვის განკუთვნილი 60,000 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტი, უკრაინის სხვა საპორტო ქალაქზე თავდასხმის შედეგად განადგურდა.
უკრაინის ოფიციალური პირები საჰაერო თავდასხმებს თვლიან, როგორც თავდასხმას გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე, რადგან კიევი მარცვლეულის მთავარი ექსპორტიორია.
იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავდნენ.
შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.
ასევე წაიკითხეთ: