ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ისრაელი ომშია საკუთარი არსებობის უზრუნველსაყოფად და რომ სისასტიკეს, რომელსაც „ჰამასი“ ახორციელებს, ISIS-ის [ისლამური სახელმწიფო] შემდეგ არ უნახავთ.
„ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რა არის „ჰამასი“. ახლა მთელმა მსოფლიომ იცის. ჰამასი არის ISIS-ი. ...და ჩვენ დავამარცხებთ ზუსტად ისე, როგორც განვითარებულმა სამყარომ დაამარცხა ISIS-ი.”
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალების შურისძიება ისრაელის მიწაზე ათწლეულების განმავლობაში ყველაზე საშინელი თავდასხმისთვის, მხოლოდ ახლა დაიწყო. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ჰამასის მებრძოლი ჯგუფის წინააღმდეგ "უზარმაზარ ძალას" გამოიყენებს. მოსახლეოსადმი მისი მიმართვიდან გზავნილები ასეთია:
- ღაზაში საჰაერო დარტყმები მხოლოდ დასაწყისია
- ყველაფერს გავაკეთებთ ღაზაში ტყვედ მყოფი ისრაელელებისთვის.
- რამდენიმე პალესტინელი შეიარაღებული პირი კვლავ ისრაელის შიგნით იმყოფება
- ნეთანიაჰუმ მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, შექმნან ფართო კოალიციური მთავრობა მას შემდეგ, რაც შაბათს ორი უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მცდელობა ჩაიშალა.
შაბათის შავდასხმის შემდეგ, ისრაელში დაახლოებით, 900 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 260 ადამიანი, ჰამასის შეიარაღებულმა პირებმა მუსიკალურ ფესტივალზე მოკლეს.
ისრაელში აშშ-ის 9 მოქალაქე დაიღუპა. ბრიტანეთის 10 მოქალაქე კი, დაკარგული ან დაღუპულია.
ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს ინსტრუქციებს, რომლითაც მოუწოდებენ ისრაელელებს, დარწმუნდნენ, რომ მათ აქვთ საკვებისა და წყლის ის რაოდენობა რაც სულ მცირე 72 საათის განმავლობაში დასჭირდებათ.
„ეს შეიძლება, იყოს ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი, რომ თითოეულმა ოჯახმა უზრუნველყოს წყალი, საკვები, მედიკამენტები და საჭირო აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციებისთვის,“ – ნათქვამია განცხადებაში.
მოსახლეობას ასევე ურჩევენ, იპოვონ სად არის მათი უახლოესი თავშესაფარი და დარწმუნდნენ, რომ მათ იციან გზა, თუ როგორ მივიდნენ თავშესაფრამდე.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელი ღაზის სექტორის სრულ ბლოკადას გეგმავს.
-
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა
-
როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“
-
რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი
-
როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი
-
ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია
- რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას
- ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters