რა პრიორიტეტები აქვს უკრაინას ევროკავშირთან და NATO-სთან ურთიერთობებში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის პრიორიტეტები ევროკავშირთან და NATO-სთან ურთიერთობებში, ნათელია. მან ამ პრიორიტეტებზე ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.


„სრულად განვახორციელოთ გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ, მომზადდეს მოლაპარაკებების ჩარჩო და განვავითაროთ ურთიერთობებისა და კომუნიკაციის სისტემა NATO-ს წევრებთან, რაც საშუალებას მისცემს ყველა სახელმწიფოს და ყველა ლიდერს, აღიაროს, რომ NATO ბევრად უფრო გაძლიერდება უკრაინასთან ერთად, როგორც მისი ნაწილი," - აღნიშნა ზელენსკიმ.


ცნობისთვის, NATO-ს სამიტის კომუნიკე იმეორებს, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება, თუმცა კიევს ამ გზის გასავლელად წევრობის სამოქმედო გაგმა (MAP) აღარ დასჭირდება და როგორც იენს სტოლტენბერგმა განმარტა, ორსაფეხურიანი გზის ნაცვლად, კიევი ერთ საფეხურს გაივლის. მანამდე, 2022 წელს, 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს.

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, 2023 წლის 4 აპრილს ალიანსი გაფართოვდა. 4 აპრილს NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცახდა, რომ რუსეთის შეჭრის პიდაპირი შედეგია ფინეთის გაწევრიანება, პუტინს სურდა რა ნაკლები NATO, საპირისპირო მიიღო. მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა.

14 დეკემბერს ვროპულმა საბჭომ უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.