ძებნის რეზულტატი:
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე: ჩვენ ვაფასებთ საქართველოსთან ურთიერთობას, რომელიც ალიანსის ახლო პარტნიორია
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა. „ჩვენ ძალიან ვაფასსებთ საქართველოსთან დიდი ხნის წინ დაწყებულ თანამშრომლობას, რომელიც ალიანსის ერთ-ერთი ახლო პარტნიორია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ჩვენ განვიხილეთ რუსეთის სასტიკი და არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში და მისი სტრატეგიული შედეგები.“, - წერს მირჩა ჯოანა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან გამართა ასევე წაიკითხეთ შალვა პაპუაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
პანტიანი-მანგლისის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზის კმ1-კმ32 (პანტიანი-მანგლისი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია. ამავე მონაკვეთზე, თოვლის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
ლუქსემბურგმა € 2,5 მილიარდის რუსული აქტივები გაყინა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში ლუქსემბურგის ხელისუფლებამ, € 2,5 მილიარდის რუსული აქტივები გაყინა. ამის შესახებ ლუქსემბურგის ფინანსთა მინისტრმა Twitter-ზე დაწერა. ლუქსემბურგის ფინანსთა მინისტრმა იურიკო ბაკესმა რუსული აქტივების გაყინვის პროცესის შესახებ ინფორმაცია პარლამენტს მიაწოდა. „დღეის მდგომარეობით, სულ გაყინულია € 2,5 მილიარდის რუსული აქტივი“, - ნათქვამია ინფორმაციაში. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ასევე წაიკითხეთ ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
Reuters: შეიარაღებულმა თავდამსხმელმა თელ-ავივის გარეუბანში სულ მცირე 5 ადამიანი მოკლა
ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, შეიარაღებულმა პირმა თელ-ავივის გარეუბანში სანამ თავად დაჭრიდნენ სასიკვდილოდ სულ მცირე ხუთი ადამიანი მოკლა. ამის შესახებ Reuters წერს. ისრაელის ტელევიზიებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს შავებში ჩაცმულ კაცი, ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც ხალხს იარაღს უმიზნებს. კადრები გადაღებულია ებრაულ ულტრამართლმადიდებლურ ქალაქში. მედიის ცნობით, თავდამსხმელი იყო პალესტინელი, ქალაქ ჯენინის მახლობლად მდებარე სოფლიდან. გასულ კვირაში არაბი თავდამსხმელების მიერ მოკლული ებრაელთა რიცხვი 11-მდე გაზარდა.
პენტაგონი: კიევის მახლობლად რუსეთის ჯარების მოძრაობა, სავარაუდოდ, გადაჯგუფებაა და არა ჯარების რეალური გაყვანა
კიევის მახლობლად რუსეთის ჯარების მოძრაობა, სავარაუდოდ, გადაჯგუფებაა და არა ჯარების რეალური გაყვანა, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ. ამის შესახებ CNN წერს. „ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს გადაჯგუფებაა და არა ჯარების რეალური გაყვანა და რომ ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ უკრაინის სხვა ტერიტორიებზე მასიური შეტევისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ კიევს საფრთხე არ ემუქრება. არავინ უნდა მოტყუვდეს კრემლის განცხადებით, რომ კიევის მახლობლად სამხედრო აქტივობას მოულოდნელად შეამცირებს“, - აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შემცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ცნობისათვის, თურქეთში 29 მარტს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა. მხარეებმა განიხილეს ომის სეწყვეტის საკითხი, თუმცა დელეგაციის წევრებს ამ დროისთვის არცერთი დოკუმენტისთვის არ მოუწერიათ ხელი. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ჯო ბაიდენი გამოეხმაურა რუსეთის მიერ კიევის მიმდებარე რაიონებში სამხედრო მოქმედების შემცირების გადაწყვეტილებას ბლინკენი: კიევის გარშემო მოქმედებების შემცირება, შეიძლება, ყურადღების გადატანის გზა იყოს Guardian: აშშ-სა და ბრიტანეთის ცნობით, რუსეთის ჯარები კიევის გარშემო რაიონებს ტოვებენ
ბარბარა ვუდვორდი: დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა გახდეს
დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა გახდეს, თუ კიევისგან შესაბამის მიმართვას მიიღებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა. როგორც BBC წერს, დიდი ბრიტანეთი უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. „დიიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა გახდეს, თუ კიევისგან შესაბამის მიმართვას მიიღებს. მოხარულები ვიქნებით ეს როლი შევასრულოთ, თუ უკრაინის ხელისუფლება ამას გვთხოვს“,- განაცხადა ვუდვორდმა. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი გამოეხმაურა რუსეთის მიერ კიევის მიმდებარე რაიონებში სამხედრო მოქმედების შემცირების გადაწყვეტილებას ბლინკენი: კიევის გარშემო მოქმედებების შემცირება, შეიძლება, ყურადღების გადატანის გზა იყოს Guardian: აშშ-სა და ბრიტანეთის ცნობით, რუსეთის ჯარები კიევის გარშემო რაიონებს ტოვებენ
ალექსეი არესტოვიჩი: ოკუპანტები ამ დრომდე ცდილობენ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლას
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის მტკიცებით, ოკუპანტები ამ დრომდე ცდილობენ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლას. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ოკუპანტები ამ დრომდე ცდილობენ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლას. დამპყრობლებს სურთ სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან ვინმეს „მოშორებაც“, მათ შორის ჩემიც“, -აღნიშნა ზელენსკის მრჩეველმა. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი გამოეხმაურა რუსეთის მიერ კიევის მიმდებარე რაიონებში სამხედრო მოქმედების შემცირების გადაწყვეტილებას ბლინკენი: კიევის გარშემო მოქმედებების შემცირება, შეიძლება, ყურადღების გადატანის გზა იყოს Guardian: აშშ-სა და ბრიტანეთის ცნობით, რუსეთის ჯარები კიევის გარშემო რაიონებს ტოვებენ
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ისაუბრებს
საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილ განაცხადს ახალ ეტაპზე გადავყავართ და ამიტომ, ამ მხრივაც არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში განაცხადა. შალვა პაპუაშვილი დღეს შეხვედრას ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან გამართავს. „საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილ განაცხადს ახალ ეტაპზე გადავყავართ და ამიტომ, ამ მხრივაც მნიშვნელოვანია შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან. ვფიქრობ, ეს იქნება, მათ შორის, საფუძველი პარლამენტებს შორის თანამშრომლობისა. ამ განაცხადის საფუძველზე, იქმნება ახალი შესაძლებლობებიც, მათ შორის, კომუნიკაციის კუთხით. მნიშვნელოვანია, ეს შესაძლებლობები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს ეტაპი საქართველომ სწრაფად გაიაროს - რაც ეხება განაცხადის შემდეგ შეფასების პერიოდს, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც შეძლებისდაგვარად მალე მოხდეს და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველომ ევროკავშირთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში გაიაროს. ეს გააადვილებს საქართველოში მუშაობასაც. საქართველოს კანონმდებლობა ბევრი მიმართულებით გვაქვს დასაახლოებელი ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც ამ კუთხით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებობს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი: ამ დღეებში ტერორიზმის ახალ ტალღასთან გვაქვს საქმე
საქმე გვაქვს ტერორიზმის ახალ ტალღასთან, - ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ნაფტალი ბენეტი ქალაქ ბნეი-ბრაკში მომხდარ ტერაქტს, რომელსაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. „ამ დღეებში ტერორიზმის ახალ ტალღასთან გვაქვს საქმე. ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების ძალები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ისინი მზად არიან, გაუმკლავდნენ ამ ამოცანას. ჩვენ ყველანი ვალდებულნი ვართ გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა და სიფხიზლე“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, ისრაელის ქალაქ ბნეი-ბრაკში შეიარაღებულ თავდასხმას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა.
მიხეილ ჩხენკელმა შვეიცარიის ელჩთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა შვეიცარიის ელჩს, ჰაიდი გრაუს უმასპინძლა და მასთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა. განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ელჩს განხორციელებული და მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტები გააცნო, მადლობა გადაუხადა მას საქართველოს, განსაკუთრებით კი განათლების სფეროს მხარდაჭერისთვის და პროფესიული განათლების განვითარების კუთხით წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მიხეილ ჩხენკელმა სტუმარს განათლების სისტემის მთავარი მეგაპროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საუბრისას მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან და ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიური პროგრამების შექმნის პოლიტიკას და სტუდენტების მომზადებას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
კანადის პარლამენტმა უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა
კანადის პარლამენტმა უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა. დეპუტატები მთავრობას მიმართავენ, მხარი დაუჭირონ უკრაინას და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს. დეპუტატები ასევე მიმართავენ მთავრობას „მხარდაჭერის შესახებ უკრაინელებისა და კონფლიქტით დაზარალებული ქვეყნის სხვა მაცხოვრებლების მიმართ“. ისინი რეკომენდაციას უწევენ მთავრობას „გაზარდოს პერსონალის რაოდენობა, რათა მიგრანტების მიღების შეფერხება არ გახანგრძლივდეს არსებული ჰუმანიტარული კრიზისის გამო“. „ვგმობთ უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებულ თავდასხმას, რომლის ბრძანებაც ვლადიმერ პუტინმა გასცა, რითაც ღიად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები“, – ნათქვამია კანადის მუდმივმოქმედი კომიტეტის მოხსენებაში. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი გამოეხმაურა რუსეთის მიერ კიევის მიმდებარე რაიონებში სამხედრო მოქმედების შემცირების გადაწყვეტილებას ბლინკენი: კიევის გარშემო მოქმედებების შემცირება, შეიძლება, ყურადღების გადატანის გზა იყოს Guardian: აშშ-სა და ბრიტანეთის ცნობით, რუსეთის ჯარები კიევის გარშემო რაიონებს ტოვებენ
აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ
აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ, რომლებიც კრიტიკულია უკრაინაში განგრძობითი შეჭრისთვის, მათ შორის მიწოდების ჯაჭვებზე,- განცხადება აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილემ, უოლი ადეეომ გააკეთა. “გარდა იმ კომპანიების წინააღმდეგ სანქციებისა, რომლებიც ხელს უწყობენ კრემლის მავნე საქმიანობას, ასევე ვგეგმავთ ზომების მიღებას მათი მიწოდების ჯაჭვების შეფერხების მიზნით. ჩვენი მიზანია, შევიმუშაოთ ყოვლისმომცველი მიდგომა, რომელიც მოიცავს ექსპორტის კონტროლს და სანქციებს, რომლებსაც ექნებათ მყისიერი გავლენა”,- განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილემ Chatham House-ის ანალიტიკურ ცენტრთან გამართულ ღონისძიებაზე. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთში ჩავიდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩინეთში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. მათივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ლავროვის თვითმფრინავი აღმოსავლეთით, ქალაქ ჰუანშანში დაეშვა. როგორც „გარდიანი“ იუწყება, ლავროვი შეხვედრების სერიას დაესწრება, რომელსაც ჩინეთი მასპინძლობს. ასევე წაიკითხეთ: ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა ჯეიკ სალივანი: აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 553 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 461 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 232 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 229 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.26%, ბოლო 14 დღის - 3.65% ხოლო 7 დღის - 2.89%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 021 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 623 453. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 739 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 553 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 233 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 40, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 46, მცხეთა-მთიანეთი -14, სამცხე-ჯავახეთი -7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 7 578 საიდანაც, 555 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 310, აჭარაში - 42, იმერეთში - 98. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 140 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 81, აჭარაში - 20, იმერეთში - 20. 7 023 ადამიანი სახლში მკურნალობს.
დავით ზალკალიანის და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის აგრესიას უკრაინაში და ამ ფონზე, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. ამ კონტექსტში აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისა და მტკიცე პოზიციის მნიშვნელობა. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა. “საქართველო კატეგორიულად გმობს რუსეთის მხრიდან მიმდინარე, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რითაც უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და დარტყმის ქვეშ აყენებს საერთაშორისო წესრიგსა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანი: სამხრეთ კავკასიაში არსებულმა სიტუაციის ესკალაციამ, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მთლიანად რეგიონზე და უსაფრთხოებაზე
ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში არსებულმა სიტუაციის ესკალაციამ, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მთლიანად რეგიონზე და უსაფრთხოებაზე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმ სამშვიდობო ინიციატივებს, რომელიც წამოყენებულია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, სამხრეთ კავკასიის მშვიდობიან ინიციატივას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ის არსებული კონკრეტული პროექტები, რომელიც მიმართული იქნება ნდობის აღდგენაზე და რეგიონში გრძელვადიან სამშვიდობო პოლიტიკაზე, იყოს განხორციელებული და თარგმნილი პრაქტიკულ განზომილებაში.„ამ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ დავადასტურე მზაობა, თბილის გახდეს და იყოს პლატფორმა დიალოგისთვის, სამხრეთ კავკასიის 3 ქვეყანას შორის და ეს გზავნილი იქნება ასევე მიწოდებული და უკვე არის ჩვენი სამხრეთ კავკასიელი მეზობლების და მეგობრების მიმართ. გუშინ მე ვუმასპინძლე ჩემს სომეხ კოლეგას, ბატონი მინისტრი საქართველოს შემდეგ გაემგზავრება ასევე ერევანსა და ბაქოში და ბუნებრივია ლოგიკური გაგრძელება იქნება, საუბარი იმ ინიციატივებზე, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებას", -განაცხადა დავით ზალკალიანმა. ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეს შეხვდა
სერგეი ლავროვი: რუსეთი დაინტერესებულია, ჩინეთთან მდგრადი და თანმიმდევრული ურთიერთობების გაგრძელებით
რუსეთი და ჩინეთი აცხადებენ, რომ მათი თანამშრომლობის განვითარების სურვილი კიდევ უფრო მტკიცე გახდა. რუსეთი დაინტერესებულია ჩინეთთან მდგრადი და თანმიმდევრული ურთიერთობების გაგრძელებით - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან იუსთან შეხვედრისას. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები ავრცელებენ. მინისტრების დღევანდელი შეხვედრის ადგილი ჩინეთის აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ანხოია. როგორც ლავროვმა თქვა, „საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში ძალიან სერიოზული ეტაპია“, რომლის შედეგად საერთაშორისო ვითარება არსებითად ცხადი გახდება და რუსეთი ჩინეთთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად ივლის "მრავალპოლარული, სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისკენ". ცნობისთვის, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთში ჩავიდა. ასევე წაიკითხეთ: ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა ჯეიკ სალივანი: აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია
უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს სამშობლოში სავარაუდოდ, ხვალ ჩამოასვენებენ
უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს სამშობლოში სავარაუდოდ ხვალ ჩამოასვენებენ. დავით გობეჯიშვილს საქართველოში პოლონეთის გავლით გადმოასვენებენ. ქართველი მებრძოლი ქალაქ ირპენში შეტაკებებისას დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მოქალაქე საქართველოში 24 მარტს გადმოასვენეს. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
ვენდი შერმანი: რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს სულ მცირე სამ სამოქალაქო გემზე, რომლებსაც შავი ზღვის აკვატორიიდან ტვირთი გადაჰქონდათ
რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს სულ მცირე სამ სამოქალაქო გემზე, რომლებსაც შავი ზღვის აკვატორიიდან ტვირთი გადაჰქონდათ. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა განაცხადა. ასევე, შერმანის თქმით, რუსეთის საზღვაო ძალები ახდენენ უკრაინული პორტების ბლოკირებას, რაც კიევს მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობას არ აძლევს და რის გამოც სურსათით დატვირთული 94 გემი ხმელთაშუა ზღვაში ვერ გადის. „ვიდრე პუტინი თავის ომს აგრძელებს, ვიდრე რუსული ჯარი უკრაინულ ქალაქებს ბომბავს და ჰუმანიტარულ კოლონებს ბლოკავს, ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზე გადასვლას ვერ ახერხებს, ეს ჰუმანიტარული კრიზისი მხოლოდ გაძლიერდება“, - განაცხადა შერმანმა. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
გაერო: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანა 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანა ამ დროისთვის უკვე 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა