ძებნის რეზულტატი:

ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა

ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის და კრიზისების მართვის მიმართულების მმართველ დირექტორს, პაველ ჰერჟინსკის და ევროკავშირის სამხედრო პერსონალის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ვიცე-ადმირალ ერვე ბლეჟანს შეხვდა.  მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე ომზე და საქართველოსთვის ამ ომის შესაძლო შედეგებზე ისაუბრეს.  განიხილეს ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების ისეთი გამოწვევები, როგორიცაა დეზინფორმაცია და სიძულვილის ენის გამოყენება მედიაში.  ასევე, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს ევროკავშირი საქართველოს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. მხარეებმა ასევე, ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადზე და შემდგომ პროცედურებზე.  ევროკავშირის წარმომადგენლებმა ევროკავშირის მიერ დაარსებული ევროპის მშვიდობის ინსტრუმენტზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას გულისხმობს. მათი განცხადებით, აღნიშნული დახმარება 2021 წელს დაიწყო და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.  „ევროკავშირის წარმომადგენლებმა მადლობა გადაგვიხადეს ევროპის თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკის ეგიდით წარმოებულ მისიებში საქართველოს აქტიური მონაწილეობისთვის. განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს ჩვენს ნაყოფიერ მონაწილეობას ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში და მალიში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი.

Reuters: ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დასავლეთის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს უკანონო და კონტრპროდუქტიული უწოდეს

ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დასავლეთის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს უკანონო და კონტრპროდუქტიული უწოდეს. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინცია ანჰოიში შეხვდა, სადაც ჩინეთი ავღანეთის საკითხზე ორდღიან კონფერენციას მასპინძლობს. „მინისტრებს ჰქონდათ აზრთა დეტალური გაცვლა უკრაინის გარშემო შექმნილ სიტუაციათან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია სპეციალური სამხედრო ოეპრაციის პროგრესზე და კიევის რეჟიმთან მოლაპარაკებების პროცესის დინამიკაზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხდებაში. რუსეთი და ჩინეთი აცხადებენ, რომ მათი თანამშრომლობის განვითარების სურვილი კიდევ უფრო მტკიცე გახდა. ცნობისთვის, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთში ჩავიდა. ასევე წაიკითხეთ: ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა ჯეიკ სალივანი: აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია

დმიტრო კულება: მადლობელი ვარ პოლონეთის, რომ ომიდან გაქცეული უკრაინელების მიმართ ასეთი სტუმართმოყვარეა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ვარშავაში იმყოფება, სადაც ის პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერის“ გვერდზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ავრცელებს. „დღეს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ, ვარშავაში მიმიღო. მადლობელი ვარ პოლონეთის, რომ ომიდან გაქცეული უკრაინელების მიმართ ასეთი სტუმართმოყვარეა. პოლონეთი მზადაა, უკრაინას მეტი ჰუმანიტარული, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწიოს. ეჭვგარეშეა, რომ ნამდვილი მეგობრები გაჭირვებისას ვლინდებიან“, - წერს კულება. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

ბრიტანეთის თავდაცვა: რუსულ სამხედრო დანაყოფებს დანაკარგების გამო რუსეთსა და ბელორუსში დაბრუნება უწევთ

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსულ სამხედრო დანაყოფებს დიდი დანაკარგების გამო რეორგანიზაციისა და მარაგების შესავსებად რუსეთსა და ბელორუსში დაბრუნება უწევთ. დაზვერვის ინფორმაციით 30 მარტის მონაცემებით, რუსეთს სახმელეთო ძალები შემცირებულია, რის გამოც რუსული მხარე კომპენსაციას სავარაუდოდ არტილერიისა და სარაკეტო შეტევებით ეცდება. „რუსულ დანაყოფებს დიდი დანაკარგები აქვთ და იძულებულები არიან ბელორუსსა და რუსეთში დაბრუნდნენ რეორგანიზაციისთვის და მარაგების შესავსებად, რაც რუსეთის უკვე დეფორმირებულ ლოჯისტიკაზე წნეხს ზრდის და გვაჩვენებს, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო დანაყოფების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს", - აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ რუსული ძალები ამჟამად დონეცკსა და ლუგანსკზე კონცენტრირდება, რაც იმის არაპირდაპირი აღიარებაა, რომ რუსეთს ერთზე მეტ ადგილას დაწინაურების შენარჩუნება უჭირს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონდან სამხედრო ძალები გადაისროლა. 25 მარტს CNN-მა პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები უკრაინაში გადაჰყავს.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს 

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზთან იყო

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. პოლონეთის პირველ დიპლომატს ადგილზე არსებული ვითარება გააცნეს. შეგახსენებთ, რომ დღეს ზბიგნევ რაუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა ზბიგნევ რაუსი: აქ ვარ იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვუცხადო

აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

აზერბაიჯანის პროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატ, მიხაილ დელიაგინზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. აზერბაიჯანის პროკურატურის მიხედვით, რუსეთის მოქალაქე მიხაილ დელიაგინის წინააღმდეგ საქმე შემდეგი მუხლების მიხედვით აღიძრა: 101.2 მუხლი – ღია მოწოდებები აგრესიული ომის გაჩაღებისკენ; 214.2.3 მუხლი – ტერორიზმი ცეცხლსასროლი იარაღისა და იარაღად გამოყენებადი საგნების გამოყენებით; 283.2.1 და 283.2.2 მუხლები – ეროვნული, რასობრივი, სოციალური ან რელიგიური სიძულვილისა და მტრობის გაღვივება.  ვიდრე აზერბაიჯანის პროკურატურა დელიაგინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდა მან  რამდენიმე რით ადრე Россия-1-ის პირდაპირ ეთერში რუსეთის მთავრობას მოუწოდებდა "დაესაჯა" ბაქო, რომელიც "პასუხისმგებელია მთიან ყარაბაღში სიტუაციის მორიგ გამწვავებაზე". მისი თქმით, საჭირო იყო აზერბაიჯანის ნავთობის ინფრასტრუქტურის დაბომბვა.  26 მარტს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მისმა პრეზიდენტმა, არაიიკ ჰარუტუნიანმა მოაწერა.  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებების ქვედანაყოფებს უპილოტო საფრენი აპარატის, ბაირაქტარი TB-2-ით ოთხი დარტყმა მიაყენეს.  გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ჯარებთან შეტაკებისას დაიღუპა სამი და დაიჭრა რამდენიმე სომეხი სამხედრო. ერევანმა ბაქო რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი “საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში” დაადანაშაულა.  სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრა.  ფაშინიანის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლიდერებმა “მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარება” განიხილეს.  2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა. 

მიხეილ სარჯველაძემ განმარტა ვის შეეხება ამნისტია

საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და 82 ხმით, ერთი წინააღმდეგი მიიღო. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტის კომიტეტში მეორე მოსმენის განხილვის შედეგად მასში გარკვეული ცვლილებები შევიდა. მიხეილ სარჯველაძემ  კანონპროექტის ძირითად არსზე საუბრისას, აღნიშნა, რომ ამნისტია ორი ბლოკისგან შედგება. „პირველი უკავშირდება კოვიდპანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო გარკვეული სასჯელების შემცირებას, შესაბამისად, ამ კუთხით გვაქვს ოდნავ ახლებური მიდგომა იმ თვალსაზრისით, რომ ვისაც მოუწია გარკვეული პერიოდის განმავლობაში სასჯელის მოხდა და ერთთვიანი პერიოდია აღებული ასეთ პირობებში,  ყველა მათგანზე იქნება გავრცელებული ამნისტია, გარდა ერთი გამონაკლისისა,  რომელიც საქართველოს კონვენციურ მოვალეობას უკავშირდება, კერძოდ, წამების დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებზე ამნისტიის გაუვრცელებლობას. მეორე საკითხი, რაც აღნიშვნას იმსახურებს, არის ის, რომ შემოვიტანეთ დიფერენცირებული მიდგომა, რომელიც შემოთავაზებული იყო, მათ შორის, ალტერნატიული კანონპროექტით, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ეს დიფერენცირებული მიდგომა გულისხმობს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთის სასჯელის მქონე პირთათვის შედარებით მცირე შეღავათის გავრცელებას და შედარებით მეტი შეღავათის გავრცელებას იმ პირებზე, ვისაც სასჯელის სახით ორ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა გათვალისწინებული. ასევე დამატებით შეღავათია გათვალისწინებული ქალებისთვის, არასრულწლოვნებისთვის და 70 წელს ზემოთ მყოფი ხანდაზმული პირებისთვის, შესაბამისად, მათთან მიმართებაში ოდნავ დიდი იქნება ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათი“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისივე თქმით, საკითხების მეორე ბლოკი უკავშირდება 2004 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს: „გაფართოვდა წრე იმ დანაშაულებისა, რომლისთვისაც არ იქნება გათვალისწინებული შეღავათი და შესაბამისად, ქმედებები არ დაექვემდებარება ამნისტირებას“, აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. მომხსენებელმა კანონპროექტის მუხლობრივად განხილვისას, კოლეგებს საკომიტეტო განხილვის შემდეგ შეტანილი ცვლილებები გააცნო. მისივე  თქმით,  დამატებითი კონსულტაციების შედეგად მცირედით მოხდა იმ ვადების გაზრდა, რომლებიც  შეღავათის სახით იქნება გათვალისწინებული. დეტალური მუხლობრივი განხილვის შემდეგ, კანონპროექტთან დაკავშირებით, უფრაქციო პარლამენტის წევრებმა, პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენლებმა პოზიციები დააფიქსირეს. უფრაქციო პარლამენტის წევრმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ის მიესალმება ამნისტიის იმ ნაწილს, რაც კოვიდ ამნისტიას შეეხება, თუმცა მხარს არ უჭერს კანონპროექტის მეორე ნაწილს. „ძალიან კარგია ამნისტიის აქტის პირველი ნაწილი, რომელიც შეეხება კოვიდ ამნისტიას იმიტომ, რომ პატიმრებისთვის ამ პერიოდში მართლაც იყო სერიოზული შეზღუდვები და ამის კომპენსირება ხდება. მივესალმები ამნისტიის ამ წილს, მაგრამ ეს კარგი განზრახვა დამძიმებულია ძალიან არასრულფასოვნად დამუშავებული მეორე ნაწილით, რომელიც ცალკე კიდევ შეიცავს გარკვეულ სერიოზულ პოლიტიკურ რისკებს, მაგრამ რისკებსაც რომ თავი დავანებოთ სამართლებრივად არ არის სრულფასოვნად დამუშავებული“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ. ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“   წევრის,  ანა ნაცვლიშვილის   შეფასებით, ეს არის  საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლისთვისაც მან მადლობა გადაუხადა ინიციატორებს.  „როდესაც ადამიანი არის ციხეში, სახელმწიფოს აქვს სრული კონტროლი მასზე და სახელმწიფო არის პასუხისმგებელი, რომ ის არ დაავადდეს ინფექციური დაავადებით. ამიტომ იმ შეზღუდვების დაწესება სახელმწიფოს ვალდებულება იყო და იმ შეზღუდვების შედეგად დაზიანებული უფლებების კომპენსირებაც დღეს სახელმწიფოს ვალდებულებაა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ თავმჯდომარეს იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ ამნისტია კანაფის მოხმარებისთვის მსჯავრდებულებსაც უნდა შეეხოს და კოლეგებს აღნიშნულის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „რა გახდა, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან მოძალადეები, რომლებსაც არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, გავათავისუფლოთ ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც დღეს დადასტურებულად ვიცით, რომ საფრთხეს არ წარმოადგენს. არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული სტატისტიკა ძალადობის, მკვლელობის თუ ავტოსაგზაო შემთხვევის  მას შემდეგ რაც ნარკოპოლიტიკა ასე თუ ისე შევცვალეთ.  პირიქით, შემცირდა მომხმარებლების რაოდენობა, შემცირდა გარდაცვალების რაოდენობა, რომლებიც რაღაც უცნაურ ნარკოტიკს მოიხმარდნენ. ამიტომ გთხოვთ მხარდაჭერას, რომ ამნისტია შეეხოს ხალხს, რომელიც კანაფის გამო ზის ციხეში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ სახელით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, პარლამენტის წევრმა, დავით ზილფიმიანმა შეაფასა. მისი განცხადებით, კანონპროექტის განხილვისას, ოპოზიციიდან და მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან   პროფესიონალური მსჯელობა გაიმართა, თუმცა მათი გამოსვლები და შეფასებები ორ ჯგუფად გაიყო. მისი თქმით, გამომსვლელების ნაწილმა მზაობა გამოთქვა მხარი დაუჭირონ უფრო ფართო ამნისტიას, ნაწილი კი პირიქით, მის შეკვეცაზე საუბრობდა. „ამ ტიპის დოკუმენტთან, მიუხედავად იმისა რომ დეტალურ მსჯელობაში არ შევედით, ყოველთვის მზად ვიქნებით და მხარს დავუჭერთ ნებისმიერი სახის ამნისტიას, პრინციპით - „რაც უფრო დიდია უკეთესია, რაც უფრო ფართოა უკეთესია“. ეს იქნება და დარჩება ჩვენს პრინციპად. ჩვენი მხარდაჭერა გაქვთ და გექნებათ თუ კიდევ რამე მსგავსი დოკუმენტი მომზადდება. გამომდინარე აქედან მინდა მადლობა გადავუხადო იმ ჯგუფს, რომლებმაც დრო შესწირეს და იმუშავეს ამ პროექტზე, რომელიც  ნებისმიერ შემთხვევაში, პოზიტივის მატარებელი ქმედება და დოკუმენტია“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“  წევრის დავით კირკიტაძის განცხადებით, წარმოდგენილ კანონპროექტს ჰქონდა შანსი, რომ გამხდარიყო საყოველთაოდ მხარდაჭერილი. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ერთსულოვნად არის მხარდაჭერილი  ამინისტიის პირველი ნაწილი, რომელიც ჰუმანური პრინციპიდან გამომდინარე ეხება კოვიდ პანდემიის  შეზღუდვის სამართლიანი კომპენსირების მიზანს, თუმცა არ ეთანხმებიან კანონპროექტის მეორე ნაწილს. „ამ ამინისტიით თავისუფლდებიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თავს აფარებდნენ ჩვენს ოკუპანტ ქვეყანას, ეს ადამიანები იყვნენ კორუმპირებულები და იპარავდნენ იმას, რაც ეკუთვნოდათ ქართველ ხალხს. ამ მუხლის გამო არ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ კანონპროექტს. ჩვენ არ ვაპირებთ გავიზიაროთ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, კანონპროექტი “ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესებზეა მორგებული. „ეს არის უზნეო კანონპროექტი, რომელიც, ძირითადად, განპირობებულია პოლიტიკური სიმპათიებით. არაერთხელ იქნა აქ ნახსენები სიტყვა „საკრალური“. რატომ 2004 და არა 2005? ანუ, შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული ელიტისთვის დამახასიათებელი დანაშაული 2004 წლამდე თურმე უნდა იყოს ნაპატიები და 2005 წელს რომ ვიღაცამ რაღაც მოიპარა, ის რატომ არა? იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კანონს შეიძლება, ვუწოდოთ სახელი „ვარდების რევოლუციამდე ჩადენილი დანაშაულებების პატიების აქტი“,- განაცხადა რომან გოცირიძემ. არჩილ თალაკვაძე: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ამნისტიის კანონპროექტს და მხარს ვუჭერთ ჰუმანურ გადაწყვეტილებებს სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფ პატიმართა მიმართ იმ ფარგლებში, როდესაც მართლწესრიგი და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება გახლავთ გონივრულად დაცული“,-განაცხადა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ კანონპროექტთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთი ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა პარლამენტში შეიმუშავა და რომელიც ზუსტად ამ პრინციპს მიესადაგება-ერთის მხრივ ჰუმანური მიდგომები, ჰუმანური სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა და მეორე მხრივ- საზოგადოების ინტერესების და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. არჩილ თალაკვაძე კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებსაც გამოეხმაურა. ვიცე-სპიკერის განცხადებით, ადამიანები, ვინც დღეს კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამენ, იქნებოდნენ პირველები უმწვავეს კრიტიკაში, რომელიმე პატიმარს პენიტენციური სისტემის დაუდევრობის და ჯანდაცვის სისტემის არასათანადო გადაწყვეტილების გამო საფრთხე რომ დამუქრებოდა. „არ მეგონა, დღეს კიდევ, თუ თქვენ თავს მისცემდით უფლებას და პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით გააკრიტიკებდით ხელისუფლებას. იმ სისტემასთან დაკავშირებით, სადაც რეალურად თქვენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გქონდათ ყველაზე მძიმე ჩავარდნები და ყველაზე მძიმე დარღვევები“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მომხსენებელმა, მიხეილ სარჯველაძემ დასკვნით სიტყვაში განაცხადა: „არ ეყოთ არც პოლიტიკური ალღო, არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არც პოლიტიკური კეთილსინდისიერება ბევრ აქ მყოფ ოპოზიციონერს, რაც ძალიან ცუდი ამბავია“. კომიტეტის თამჯდომარის განცხადებით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ  ნებისმიერი ამნისტიის დროს, ნებისმიერი დამნაშავე,  რომელიც  იქნება ამნისტირებული, მის დანაშაულს არავინ იწონებს - ამნისტიის აქტი არ ნიშნავს მის მიერ  ჩადენილი ქმედების მოწონებას. „ვისარგებლებ შესაძლებლობით და ყველა ადამიანის გასაგონად ვიტყვი, ვთხოვ პირადად, რომ აუცილებლად გაუფრთხილდნენ და დააფასონ სწორად ამ შემთხვევაში ეს მისაღები გადაწყვეტილება იმიტომ, რომ მათი მხრიდანაც მოსალოდნელია რომ იყოს აბსოლუტურად პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, თუნდაც ამ შეღავათთან მიმართებაში. მესმის, რომ რისკები შეიძლება გაიზარდოს და დანაშაულის რეციდივს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, ესეც უპასუხისმგებლობა იქნებოდა, რომ ამის შიშით ხელი აგვეღო ამ სწორ განზრახვაზე. ყველას ვთხოვ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და განსაკუთრებული გულისხმიერებით მიიღონ და დააფასონ ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გერმანიაში, საერთაშორისო კინოფესტივალი goEast-ი ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს

ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით, საერთაშორისო კინოფესტივალი goEast ლეგენდარული ქართველი რეჟისორის - ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს, - ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. კინოფესტივალზე შედგება შემდეგი ფილმების ჩვენება: „დღეს ღამე უთენებია“ (1984); „ორომტრიალი“ (1986); „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978); „როცა აყვავდა ნუში“ (1972); „ვალსი პეჩორაზე“​ (1992); „ერთი ცის ქვეშ“ (1961); „მე ვხედავ მზეს“ (1965); „ფერისცვალება“ (1968); „აურზაური სალხინეთში“ (1975); „ოქროს ძაფი" (2019). საერთაშორისო კინოფესტივალი goEast-ი ყოველწლიურად 100-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმს სთავაზობს აუდიტორიას. იგი გერმანიაში, ქალაქ ვისბადენში ტარდება. წელს ფესტივალი 19 აპრილის გაიხსნება და 29 აპრილს დასრულდება.

პოდოლიაკმა სტამბოლის მოლაპარაკებებზე განხილული საკითხები შეაჯამა

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თურქეთში რუსეთთან მოლაპარაკებებისას დასმული საკითხები მოკლედ შეაჯამა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. პოდოლიაკის განცახდებით, უკრაინის მოთხოვნაა, მიიღოს სამართლებრივი გარანტიები უსაფრთხოების ახალი მოდელის შესახებ, რომელიც NATO-ს მე-5 (კოლექტიური თავდაცვის შესახებ) მუხლის ანალოგიური იქნება. პოდოლიაკი ასევე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების განრიგს ყირიმის საკითხიც დაემატა. „სტამბოლის შეჯამება: სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების ახალ კონტურებს ქმნის (NATO-ს მე-5 მუხლის ანალოგიური). ყირიმის საკითხი მოლაპარაკებების განრიგში ბრუნდება. დასტური უკრაინის სახელმწიფოებრიობის სიცოცხლისუნარიანობაზე. უსაფრთხოების გლობალური პრინციპებისა და ინსტიტუციების როლის გადახედვა იწყება“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე.  გერმანია თანახმაა, იყოს უსაფრთხოების გარანტორი უკრაინისთვის. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა. დღეს ასევე ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა გახდეს, თუ კიევისგან შესაბამის მიმართვას მიიღებს. 29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა.  უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს 

ცნობილია ვინ შეარჩევს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 წევრს

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა პარლამენტმა 89 ხმით მხარი დაუჭირა პარლამენტის დადგენილების პროექტს „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“.  პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ  დეპუტატებს  მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის წევრების შემადგენლობა გააცნო: მაკო ჯაოშვილი −  მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი;  ბაკურ ბაკურაძე −  რეჟისორი; მიხეილ ჯავახიშვილი − მუსიკოსი, თბილისის ახალგაზრდული კაპელის ხელმძღვანელი;  ეკა მელქაძე −  ჟურნალისტი; ნინო მეუნარგია − ჟურნალისტი, რადიო „იმედის“ წამყვანი; ერმილე მესხია −  ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და  სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი; გიორგი იმედაშვილი − საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი; გიორგი დავითური  −   ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი; მარიამ გოგოსაშვილი − საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი. პირველი ვიცესპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით დადგენილება მიღებისთანავე ამოქმედდება. ცნობილია, რომ საზოგადოებრი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო შედგება 9 წევრისგან (მეურვისგან).  საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით, ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა-ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში. მეურვის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს 6 წლისა.  

მედინსკი: სტამბოლში უკრაინა „არსებითად“ დათანხმდა რუსეთის „პრინციპულ მოთხოვნებს“

სტამბოლში 29 მარტს გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინა „არსებითად“ დათანხმდა რუსეთის „პრინციპულ მოთხოვნებს“. ამის შესახებ 30 მარტს განაცხადა მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ. მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ რუსეთის დელეგაციას გადასცა ფურცელზე დაფიქსირებული პრინციპები, სადაც შემდეგია გათვალისწინებული:  - უარი NATO-ში შესვლაზე და უკრაინის სტატუსის ბლოკის გარეშე დაფიქსირება;- უარი ატომურ იარაღზე; - უარი უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზებისა და კონტინგენტის განთავსებაზე; - სამხედრო სწავლებების ჩატარების ვალდებულება, მხოლოდ გარანტორი ქვეყნების თანხმობის შემთხვევაში, მათ შორის რუსეთისაც; „უკრაინამ განაცხადა შეასრულოს ის პრინციული მოთხოვნები, რასაც რუსეთი მთელი ეს წლები მოითხოვდა. თუ ეს ვალდებულებები შესრულესდება, მაშინ უკრაინის ტერიტორიაზე NATO-ს პლაცდარმის შექმნის საფრთხე ლიკვიდირებული იქნება“, - განაცახდა მედინსკიმ.  დღეს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თურქეთში რუსეთთან მოლაპარაკებებისას დასმული საკითხები მოკლედ შეაჯამა. პოდოლიაკი ასევე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების განრიგს ყირიმის საკითხიც დაემატა. „სტამბოლის შეჯამება: სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების ახალ კონტურებს ქმნის (NATO-ს მე-5 მუხლის ანალოგიური). ყირიმის საკითხი მოლაპარაკებების განრიგში ბრუნდება. დასტური უკრაინის სახელმწიფოებრიობის სიცოცხლისუნარიანობაზე. უსაფრთხოების გლობალური პრინციპებისა და ინსტიტუციების როლის გადახედვა იწყება“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე.  გერმანია თანახმაა, იყოს უსაფრთხოების გარანტორი უკრაინისთვის. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა. დღეს ასევე ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა გახდეს, თუ კიევისგან შესაბამის მიმართვას მიიღებს. 29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა.  უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. საგულისხმოა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს 

CNN: აშშ მიიჩნევს, რომ პუტინს უკრაინაში რუსი სამხედრობის ქმედებასა და სანქციების გავლენაზე მცდარ ინფორმაციას აწვდიან

აშშ მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს მცდარ ინფორმაციას აწვდიან უკრაინაში რუსი სამხედროების მოქმედებებისა და რუსეთის ეკონომიკაზე სანქციების გავლენის შესახებ. ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა. „ჩვენ მივიჩნევთ, რომ პუტინს მისი მრჩევლები არასწორ ინფორმაციას აწვდიან იმის შესახებ, თუ რამდენად ცუდად მოქმედებენ რუსი სამხედროები და რა ზარალს განიცდის რუსეთის ეკონომიკა სანქციების შედეგად, რადგან მის უფროს მრჩევლებს ძალიან ეშინიათ მისთვის სიმართლის თქმა“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა. ოფიციალური პირის თქმით, ეს შეფასება აშშ-ის დაზვერვის დასკვნებს ეფუძნება.  მანამდე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსულ სამხედრო დანაყოფებს დიდი დანაკარგების გამო რეორგანიზაციისა და მარაგების შესავსებად რუსეთსა და ბელორუსში დაბრუნება უწევთ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონდან სამხედრო ძალები გადაისროლა. 25 მარტს CNN-მა პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები უკრაინაში გადაჰყავს.  რაც შეეხება სანქციებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს 

მედია: ევროკავშირმა შესაძლოა რუსული ბანკებისა და ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვოს

ევროკავშირის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ამ ქვეყნისთვის დაწესებული სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას გეგმავენ. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.  გამოცემის ინფორმაციით იგეგმება სანქციების გამკაცრები ბანკებისთვის და რუსი ოლიგარქების ოჯახების წევრებისთვის. ასევე იგეგმება მათთვის კრიპტოვალუტაზე წვდომის შეზღუდვა, რასაც სანქციებისთვის თავის ასარიდებლად იყენებენ.  გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი სანქციების გამკაცრებას იმ ოთხი ბანკისთვის გეგმავს, რომლებიც SWIFT სისტემიდან ამოიღეს. სანქციები გავრცელდება „ვითიბი“ ბანკზე, რომლის აქტივებიც აშშ-სა და ბრიტანეთში გაყინეს, ხოლო ევროკავშირმა ამ ბანკთან მიმართებით სანქციებისგან თავი შეიკავა.  ჯერ-ჯერობით სანქციერებულთა სიაში არაა „სბერბანკი“, რომელიც ევროპული კომპანიების ენერგოდანახარჯების გადახდებს ემსახურება.  ამასთან, გამოცემის ცნობით, უკვე არსებობს რუსი ოლიგარქების „შავი სია“.  The Wall Street Journal წერს, რომ ახალი სანქციების შესახებ მომავალ კვირას გახდება ცნობილი, რადგან ეს საკითხი ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანას შორის უნდა შეტანხმდეს.  ცნობილია, რომ აშშ-ის წარმომადგენლები ბრიუსელში იმყოფებიან და ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტზე მსჯელობა მიმდინარეობს.  აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ, რომლებიც კრიტიკულია უკრაინაში განგრძობითი შეჭრისთვის, მათ შორის მიწოდების ჯაჭვებზე,- განცხადება აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილემ, უოლი ადეეომ 30 მარტს გააკეთა.  შეგახსენებთ, რომ აშშ-მა სანქციები ამ დრომდე მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო დუმის 12 დეპუტატს დაუწესა. ახლა კი სანქცირებულთა სიაში 328 პოლიტიკოსია.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ:  აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს

შალვა პაპუაშვილი: რობერტა მეცოლას სახით ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ჰყავს გულშემატკივარი, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას უჭერს მხარს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას შეხვდა.  შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის შესახებ ისაუბრეს. შალვა პაპუაშვილმა რობერტა მეცოლა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.  „ევროპარლამენტის პრეზიდენტი დაინტერესებულია საქართველოთი. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.  რობერტა მეცოლას  სახით ჩვენს ქვეყანას  ნამდვილად ჰყავს გულშემატკივარი, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას უჭერს მხარს“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ. ასევე წაიკითხეთ  შალვა პაპუაშვილიმა ევროკომისარ დიდიერ რეინდერსთან ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გასატარებელი რეფორმები განიხლა 

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი ცდილობს წევრობის განაცხადის ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს

მივიღეთ დასტური, რომ ევროკავშირი ცდილობს ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს - ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს განაცხადი უკვე გადაიგზავნა შესაბამის დეპარტამენტებში, რომლებმაც კითხვარი უნდა შეიმუშაონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში, ვიზიტის პირველი დღის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეჯამებისას განაცხადა. „სხვა დროს თუ პროცედურები გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, ახლა, სავარაუდოდ, ეს რამდენიმე კვირაში დასრულდება. გამოიგზავნება კითხვარი, რომელიც ქვეყნის შესწავლის და ანალიზის საფუძველს წარმოადგენს. სხვა მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია, თუ რამდენად დაჩქარდება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენი სამუშაო უნდა შევასრულოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემაა რუსული აგრესია უკრაინაში და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს ხელი 2022 წლის 3 მარტს მოაწერა.  ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც. ასევე წაიკითხეთ შალვა პაპუაშვილი: რობერტა მეცოლას სახით ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ჰყავს გულშემატკივარი, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას უჭერს მხარს შალვა პაპუაშვილიმა ევროკომისარ დიდიერ რეინდერსთან ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გასატარებელი რეფორმები განიხლა   

სლოვაკეთი 35 რუს დიპლომატს აძევებს

სლოვაკეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნიდან კიდევ 35 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ. ამის შესახებ განცხადებას სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  დღეს ამ საკითხზე რუსეთი ელჩი სლოვაკეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და დიპლომატიური ნოტა გადასცეს, „ვენის კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად ბრატისლავაში საელჩოს თანამშრომელთა შტატის 35 ადამიანის შემცირების შესახებ“, - აცხადებენ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.   შეგახსენებთ, რომ 14 მარტს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა.  29 მარტს ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ირლანდიამ და ჩეხეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატების ჯაშუშობის ბრალდებით გაძევების შესახებ განაცხადეს. 

აშშ უკრაინას კიდევ $500 მლნ-ით დაეხმარება

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას კიდევ $500 მლნ-ით დაეხმარება.  თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება ხელფასების გადახდისა და სხვა საკითხების მოგვარებისთვის არის განკუთვნილი.   ლიდერებმა განიხილეს, თუ როგორ მუშაობს შეერთებული შტატები, რათა შეასრულოს უკრაინის მხრიდან უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები, კრიტიკული გავლენა, რომელიც  იარაღმა კონფლიქტზე მოახდინა და  აშშ-ს მუდმივი ძალისხმევა მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, რათა მოძებნონ დამატებითი შესაძლებლობები, დაეხმარონ უკრაინულ სამხედროებს, რათა დაიცვან თავიანთი ქვეყანა". - წერია განცხადებაში.  ზელენსკი Twitter-ზე წერს, რომ ბაიდენმა და მან გაცვალეს შეფასებები ბრძოლის ველსა და მოლაპარალებების მაგიდაზე არსებულ სიტუაციაზე, ასევე, ისაუბრეს თავდაცვით მხარდაჭერაზე, გაძლიერებული სანქციების ახალ პაკეტსა და მაკროფინანსულ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე.  27 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკემა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოყოფს.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ჩინეთის წითელი ჯვარი, უკრაინას დამატებით 1.57 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს  ავსტრალია უკრაინას დამატებით სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას უცხადებს  ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

ბორის ჯონსონი: ბრიტანეთის მთავრობის მიზანი არ არის ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობის მიზანი არ არის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. ამის შესახებ CNN იუწყება.  ჟურნალისტის კითხვაზე , ეთანხმება თუ არა იმას, რომ საბოლოო შედეგი არ უნდა იყოს მხოლოდ რუსების უკრაინიდან გაგდება, არამედ პუტინის კრემლიდანაც გაგდება, ბორის ჯონსონმა უპასუხა: „აბსოლუტურად მკაფიოა, რომ პუტინის ხელისუფლებადან ჩამოშორება არ არის დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიზანი. ჩვენ უბრალოდ მიზნად ვისახავთ დავეხმაროთ უკრაინის ხალხს დაიცვას საკუთარი თავი და დავიცვათ ისინი აბსოლუტურად ბარბაროსული და უგუნური ძალადობისგან. სწორედ ამას ვაკეთებთ“, - განაცხადა ჯონსონმა. 26 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში აღარ უნდა დარჩეს.  28 მარტს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცახდება, რომ ჯო ბაიდენი გულისხმობდა, რომ პუტინს არ უნდა ჰქონდეს ძალაუფლება მეზობლებზე და რეგიონზე. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ ბაიდენი პუტინზე: ეს ადამიანი ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში

Bloomberg: გერმანიაში „გაზპრომის“ ოფისები გაჩხრიკეს

გერმანიაში რუსული გაზის გიგანტის „გაზპრომის“ ოფისი ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. ამის შესახებ Bloomberg წერს. გამოცემის ინფორმაციით „გაზპრომის“ ოფისში ჩხრეკა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. კომპანია გაზის საფასურის რეკორდულად ზრდაშია ეჭვმიტანილი.  Bloomberg წერს რომ ჩხრეკა მოხდა Gazprom Germania GmbH და Wingas GmbH-ის ოფისებში, რომლებიც ბუნებრივი აირით გერმანიის ბაზრის 20%-ს უზრუნველჰყოფენ.   დღეს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება. მთავრობამ გაზის მიწოდების მოქმედი რეგულაციის შესაბამისად გაფრთხილების ადრეული რეჟიმი აამოქმედა.  მანამდე კრემლმა განაცხადა, რომ თუ „არ იქნება გადახდა რუბლში, არ იქნება გაზი“. პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „რუსეთი ამ მიმართულებით ქველმოქმედი ვერ იქნება“.  23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები.  28 მარტიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.  ასევე წაიკითხეთ გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

ლიზ ტრასი: ეჭვგარეშეა, რომ პუტინი და მისი ელიტა გაკვირვებულნი არიან სანქციების სიძლიერით - განვარძობთ ზეწოლას ვიდრე რუსული ჯარები იმყოფებიან უკრაინაში

„ეჭვგარეშეა, რომ პუტინი და მისი ელიტა გაკვირვებულნი არიან ჩვენი სანქციების სიძლიერით. ჩვენ განვაგრძობთ ზეწოლას, ვიდრე რუსული ჯარები იმყოფებიან უკრაინაში. მიზანში ამოღებული გვაქვს არა მხოლოდ ოლიგარქების ბიზნესი, არამედ მათი აქტივები და ცხოვრების საერთაშორისო სტილი“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. ცნობილია, რომ დიდმა ბრიტანეთმა მიიღო ახალი კანონი, რომლის მიზანია „აკრძალოს რუსი ოლიგარქების წვდომა გაერთიანებული სამეფოს საავიაციო და საზღვაო ტექნიკურ სერვისებზე". საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონი კრძალავს თვითმფრინავების ან გემების ტექნიკურ მომსახურებას, რომლებიც კონკრეტულ სანქცირებულ რუს ოლიგარქებს ან მათ ბიზნესებს ეკუთვნით“. ასევე დასტურდება, რომ სანქციები გაძლიერდება რუსი ბიზნესმენების, ევგენი შვიდლერისა და ოლეგ ტინკოვის მიმართ. 24 მარტს ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ახალი სანქციების შესახებ განაცხადა.  ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, სანქციების სიას დაემატა 26 კომპანია და 33 კერძო პირი, რომლებსაც გაეყინებათ აქტივები და აეკრძალათ ქვეყანში შესვლა. ახალი სანქცეიების ფარგლებში გაფართოებულ სიაში არიან ოლიგარქები: ევგენი შვიდლერი - (მილიარდერი ბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩთან დაახლოებული პირი); ოლეგ ტინკოვი - Tinkoff Bank-ის დამფუძნებელია და მისი ქონება $3.5 მილიარდს აღწევს. სანქციებს სიაში „სბერბანკის“ ხელმძღვანელი, ჰერმან გრეფი; ოლეგ აქსიუტინი - Gazprom-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; დიდიერ კასიმირო - Rosneft-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი; ზელიკო რუნიე - Rosneft-ის სამეთვალყურეო საბჭოს პირველი ვიცე-პრეზიდენტი - ნავთობის, გაზისა და ოფშორული ბიზნესის განვითარების მიმართულებით. სანქციების ქვეშ მოექცა გალინა დანილჩენკო, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში მელიტოპოლის მერად დანიშნა. ასევე სიაშია პოლინა კოვალევა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გერი. ცნობისათვის NATO-ს საგანგებო სამიტზე ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებით  „უფრო მეტად დავეხმარებით უკრაინელებს" და უფრო სწრაფად დამთავრება ომი.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს