ძებნის რეზულტატი:
ზელენსკი : აზერბაიჯანი მზადაა, უკრაინას საგაზაფხულო ხვნა-თესვის სამუშაოსთვის საწვავი მიაწოდოს
ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, აზერბაიჯანი მზადაა საომარ ვითარებაში მყოფ უკრაინას საწვავით მომარაგებაში კიდევ დაეხმაროს, რაც საგაზაფხულო ხვნა-თესვის სამუშაოს ესაჭიროება. „მოლაპარაკება მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. ვაცნობე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ახალი დარტყმების შესახებ. განვიხილეთ მწვანე დერეფნების გადაუდებელი აუცილებლობა. მადლობა გადავუხადე აზერბაიჯანის ჰუმანიტარული დახმარებისთვის და მზადყოფნისთვის საწვავის მოწოდებასთან დაკავშირებით, რაც საგაზაფხულო თესვის კამპანიას ესაჭიროება,"- ნათქვამია ვოლოდომირ ზელენსკის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ქალაქის მერი: მარიუპოლში 5000-მდე ადამიანი დაიღუპა
ქალაქის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, მარიუპოლში 5000-მდე ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით ქალაქში შენობების 90% დაზიანდა და 40% განადგურდა. ბლოკადამდე ქალაქი 140 ათასი ადამიანი გაყვანა მოხერხდა. ბლოკადის შემდეგ 1-ელ მარტს კი 150 ათასმა ადამინმა დატოვა ქალაქი. აქედან 71 235 ზაპაროჟიეში გადავიდა, ხოლო დანარჩენები მეზობელ სოფლებში. მარიუპოლი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ალყაში იმყოფება. ოკუპანტები ქალაქს ინტენსიურად ბომბავენ. ქალაქში დანგრეულია მთელი ინფრასტრუქტურა. მოსახლეობას არ აქვს წყალი, საკვები, მედიკამენტები. ექსპერტების შეფასებით, რუსეთისთვის მარიუპოლის ხელში ჩაგდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ცდილობს შექმნას სახმელეთო დერეფანი ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებს შორის, რომლებსაც აკონტროლებენ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
პოდოლიაკი მოწამვლაზე: მოლაპარაკებების ჯგუფის ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი The Wall Street Journal-ის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების სამი მონაწილე, მათ შორის რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და უკრაინის პარლამენტის წევრი, რუსტემ უმეროვი, სავარაუდოდ, მოწამლეს. „მოლაპარაკებების ჯგუფის ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს". - თქვა პოდოლიაკმა. პოდოლიაკის თქმით, საინფორმაციო ველში ახლა ბევრი სპეკულაციაა, სხვადასხვა შეთქმულების თეორიები და ამა თუ იმ საინფორმაციო თამაშის ელემენტები. "სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მოლაპარაკებების ჯგუფის წევრები დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ". - თქვა პოდოლიაკმა. უკრაინელი დეპუტატი რუსტამ უმეროვი, რომელიც რომან აბრამოვიჩთან ერთად რუსეთ-უკრაინის სამშიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, მისი მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუსი ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და ჯგუფის კიდევ ორ წევრს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, კიევში შეხვედრების შემდეგ სავარაუდოდ მოწამვლის სიმპტომები აქვთ. როგორც გამოცემა წერს, მათ სავარაუდო თავდასხმა კრემლს დააბრალეს, რომლებსაც მათი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა სურდათ. აბრამოვიჩთან დაახლოებული პირის თქმით, ოლიგარქისთვის უცნობია, ვისი სამიზნე გახდა აღნიშნული ჯგუფი. მანამდე, კრემლმა დაადასტურა, რომ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ასევე, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პირადად გადაწყვიტა აბრამოვიჩის ჩართულობა მოლაპარაკებებში. მანამდე WSJ-ცნობით, ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ აბრამოვიჩს არ დაუწესოს სანქციები, რადგან ის შესაძლოა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში დაეხმაროს. შეგასხენებთ, რომ რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის დელეგაცებს შორის მოლაპარაკების 3 რაუნდი გაიმართა ბელორუსში - თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში. მოლაპარაკება ახლა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. ასევე წაიკითხეთ პუტინმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის მონაწილეობა პირადად გადაწყვიტა - Financial Times რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ინფორმაციას ეუთოს პრესსამსახური ავრცელებს. ზბიგნევ რაუს ვიზიტი 29 მარტს დაიწყება და 1-ელ აპრილამდე გასტანს. ვიზიტის ფარგლებში რაუ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. საქართველოში მინისტრი რაუ შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გიორგი ვოლსკის. აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს. სომხეთში რაუ შეხვდება პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს. ვიზიტი ფოკუსირებული იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი თანამშრომლობის, დიალოგისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე.
ლიზ ტრასი: რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით ან შეცდომების გამეორებით არ უნდა დასრულდეს
ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა, განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უკრაინა არ უნდა გაიყიდოს და ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრით სარგებელი არ უნდა მიიღოს. „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით ან წარსული შეცდომების გამეორებით არ დასრულდეს. ჩვენ გვახსოვს 2014 წლის რთული შეთანხმება, რომელმაც უკრაინას ხანგრძლივი უსაფრთხოება ვერ მისცა. პუტინი დაბრუნდა უფრო მეტისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამ საშინელი აგრესიის შედეგად გაიმარჯვოს". - თქვა ტრასმა. უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკების მეოთხე რაუნდს 29-30 მარტს სტამბოლში გამართავენ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
მედია: ერდოღანი რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს სტამბოლში მოლაპარაკების დაწყებამდე შეხვდება
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 29 მარტს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შეხვდება მათი პირისპირ მოლაპარაკებების დაწყებამდე. ამის შესახებ თურქული მედია წერს. უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს სტამბოლში შეხვედრა სამშაბათს დილით აქვთ დაგეგმილი. „რუსი და უკრაინელი დელეგატები, რომლებიც უძღვებიან ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიან მოლაპარაკებებს, ხვალ ისევ შეხვდებიან სტამბოლში. ჩვენ შევიკრიბებით დელეგატებთან და მათთან მოკლე შეხვედრას გავმართავთ მათი შეხვედრის წინ. შემიძლია, ვთქვა, რომ სატალეფონო საუბრები, რომლებსაც ვაწარმოებთ ბატონ პუტინთან და ბატონ ზელენსკისთან, პოზიტიური მიმართულებით ვითარდება“, – განაცხადა ერდოღანმა. 27 მარტს ერდოღანმა პუტინთან სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული პირობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა. მანამდე ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი უკრაინულ და რუსულ მხარეს შორის მოლაპარაკებები 28-30 მარტს გაიმართება. როგორც ცნობილია, თურქეთში, ანტალიაში 10 მარტს უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. დიმიტრი კულებამ და სერგეი ლავროვმა მარიუპოლში ჰუმანიტარული კორიდორის საკითხი განიხილეს. რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა მზადაა განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს დამოუკიდებელ რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა. 21 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე კომპრომისების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდება. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ლიზ თრასი: რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით ან შეცდომების გამეორებით არ უნდა დასრულდეს დიმიტრი პესკოვი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე - წინსვლა არ არის ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოყოფს WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აშშ საქართველოსთვის $88 მილიონის გამოყოფას გეგმავს
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აშშ საქართველოსთვის $88 მილიონის გამოყოფას გეგმავს. „აშშ-ის დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და კრემლის მავნე გავლენასთან გამკლავებას. დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების პრინციპის განმტკიცებასა და კანონის უზენაესობას, უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას; გააუმჯობესებს დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე წვდომას; ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს; მხარს დაუჭერს შერიგების მცდელობებს, მათ შორის აფხაზეთში; გაზრდის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ხელს შეუწყობს სუფთა ენერგიის განვითარებას; ხელს შეუწყობს რეფორმებს, რომელიც აუცილებელია ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად; ხელს შეუწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაფართოებას; ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. გაზრდილი დაფინანსება ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების, აგრეთვე ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და რუსეთის მავნე გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ინტეგრაციას“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში. საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის ხაზით „ევროპისა და ევრაზიის“ დახმარების პროგრამისთვის, რომლის ერთ-ერთი ბენეფიციარი საქართველოა, სახელმწიფო დეპარტამენტი 24.9 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს. ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის პროგრამები აძლიერებს როგორც რეგიონალურ უსაფრთხოებას, ასევე ურთიერთქმედებას აშშ-ის, ნატოს და ევროპულ შეიარაღებულ ძალებს შორის და ეხმარება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. რაც შეეხება საგარეო სამხედრო დაფინანსების ხაზს, „ევროპისა და ევრაზიის“ დახმარების პროგრამისთვის სახელმწიფო დეპარტამენტი 352 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს, რომლის პრიორიტეტული მიმღებები უკრაინა, საქართველო, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა არიან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა სულ $60,4 მილიარდია, რაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს $1,9 მილიარდით აღემატება. აღნიშნული დოკუმენტი უკრაინისთვის რუსეთის წინასწარ განზრახული, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ინტერვენციის ფონზე, ასევე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის $1,6 მილიარდის გამოყოფას ითვალისწინებს.
კულება: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება
„თურქეთში რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაცია რეფერენდუმის ჩატარების საკითხებზე განხილვას არ აპირებს".- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თქვა. კულება ამბობს, რომ უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარების საკითხს არ განიხილავენ, რადგან ეს უკრაინის შიდა საქმეა. „ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ რომელი რეფერენდუმი ჩავატაროთ თუ არ ჩავატაროთ, ეს მოლაპარაკების საგანი არ არის. უკრაინის პრეზიდენტი ყოველთვის ყურადღებას ამახვილებს ხალხის პოზიციაზე, უკრაინელების პოზიციაზე. ამ თვეში ჩვენ გავიარეთ ეროვნული ერთიანობის გრძელი გზა. მე გამოვრიცხავ სიტუაციას, როდესაც ხელისუფლება რაღაცას აკეთებს ხალხის ნების საწინააღმდეგოდ".- ამბობს კულება. მისი თქმით, მოლაპარაკების არც ერთ ფუნდამენტურ საკითხზე შეთანხმება, როგორც ასეთი, არ არსებობს, მაგრამ ხდება აზრთა, წინადადებებისა და იდეების გაცვლა. 21 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე კომპრომისების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდება. თურქეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომელმაც შეიძლება ოფიციალურ კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზოს, - ამის შესახებ Reuters უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იგორ ჟოვკვაზე დაყრდნობით წერს. მისი განმარტებით, ეს პირობა შეიძლება იყოს ომის დასრულების მიზნით რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკების ნაწილი. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 29 მარტს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შეხვდება მათი პირისპირ მოლაპარაკებების დაწყებამდე. როგორც ცნობილია, თურქეთში, ანტალიაში 10 მარტს უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. დიმიტრი კულებამ და სერგეი ლავროვმა მარიუპოლში ჰუმანიტარული კორიდორის საკითხი განიხილეს. უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკების მეოთხე რაუნდს 29-30 მარტს სტამბოლში გამართავენ. ასევე წაიკითხეთ: ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს აშშ უკრაინას კიდევ $800 მილიონის ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო იარაღს გადასცემს თურქეთი რუსეთის სამხედრო გემებს შავ ზღვაში შესვლას შეუზღუდავს - Reuters უკრაინამ თურქეთს სთხოვა, რუსული გემები არ გაატაროს ზელენსკი ერდოღანს: შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვა უკრაინსითვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია
ვიზალიბერალიზაციის 5 წლისთავთან დაკავშირებით რომი-ქუთაისი-რომის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა
ვიზალიბერალიზაციის 5 წლისთავთან დაკავშირებით რომი-ქუთაისი-რომის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა. განახლებული რეისს რომიდან 113 მგზავრი ჩამოყვა, საქართველოდან რომში კი 170 მგზავრი გაფრინდა. ამასთან, 28 მარტიდან რეისებს კვირაში ორჯერ ავიაკომპანია Wizz air-ი ასრულებს.
მედია: რუსეთი აღარ ითხოვს უკრაინის „დენაციფიკაციას“ და მზადაა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება დაუშვას, თუ კიევი უარს იტყვის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე
რუსეთი აღარ ითხოვს უკრაინის „დენაციფიკაციას“ და მზად არის, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება დაუშვას, თუ კიევი უარს იტყვის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. წყაროების ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტის პროექტი არ შეიცავს რუსეთის ისეთ თავდაპირველ მოთხოვნებს, როგორიცაა „დენაციფიკაცია“, „დემილიტარიზაცია“ და უკრაინაში რუსული ენის სამართლებრივი დაცვის საკითხი. ასევე წაიკითხეთ: მედია: ერდოღანი რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს სტამბოლში მოლაპარაკების დაწყებამდე შეხვდება ლიზ თრასი: რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით ან შეცდომების გამეორებით არ უნდა დასრულდეს დიმიტრი პესკოვი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე - წინსვლა არ არის ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოყოფს
შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 29 მარტს ბრიუსელს ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 29 მარტს ბრიუსელს ეწვევა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი შეხვედრებს ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან და ევროპარლამენტარებთან, მათ შორის, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში დელეგაციის ხელმძღვანელ მარინა კალიურანდთან და სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის პრეზიდენტთან, ირაჩე გარსია პერესთან გამართავს. დაგეგმილია შეხვედრა ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ელიანე ტილიესთან და სენატის სპიკერთან, სტეფანი დჰოსთან, ასევე, ევროკომისარ დიდიე რეინდერსთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო საკითხებში, საიმონ მორდიუსთან. შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, Think Tank-ების წარმომადგენლებსაც შეხვდება.
ჰოლივუდის მსახიობი, შონ პენი უკრაინაში ჩავიდა
ჰოლივუდის მსახიობი, შონ პენი უკრაინაში ჩავიდა, რათა დევნილებისთის განკუთვნილ საკუთარი საქველმოქმედო პროგრამების ორგანიზებას პირადად დაეხმაროს. ამის შესახებ BBC წერს. მსახიობმა ლვოვში გადაღებული ფოტო Twitter-ზე გამოაქვეყნა. "მე დღეს უკრაინაში ვარ", - წერს შონ პენი. ასევე წაიკითხეთ: მსახიობმა შონ პენმა ჰოლივუდის ვარსკვლავებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას, თუ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის არ მიიწვევენ
ყაზახეთის მთავრობამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის
რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების ფონზე ყაზახეთის მთავრობამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის. ამის შესახებ ყაზახეთის მთავრობის სამშაბათის სხდომაზე ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა განაცხადა. როგორც რუსული სააგენტო ТАСС-ი წერს, საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშუტები შემუშავდა. „ჩვენ ალტერნატიული მარშრუტი შევიმუშავეთ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის. სამინისტროს ოპერატიული ზომები მიიღო, რათა არ მომხდარიყო ტვირთბრუნვის ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტა“, – განაცხადა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა რუსეთის ფედერაციის სუვერენული რეიტინგი გააუქმა
დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ეწვევა
დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს და მათი განვითარების პერსპექტივებს. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდება რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 698 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 903 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 175 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 728 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.05%, ბოლო 14 დღის - 3.92% ხოლო 7 დღის - 3.12%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 036 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 622 432-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 730 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 698 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 254 შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი - 102, ქვემო ქართლი - 39, შიდა ქართლი - 50, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 63, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი -19, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 32. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 8 055 საიდანაც, 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 319, აჭარაში - 39, იმერეთში - 121. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 159 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 89, აჭარაში - 24, იმერეთში - 24. 7 463 ადამიანი სახლში მკურნალობს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მოსკოვსა და მინსკში ოფისებს ხურავს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მოსკოვსა და მინსკში ოფისებს ხურავს.„EBRD-მა მკაცრად დაგმო უკრაინის წინააღმდეგ ომი. მოსკოვსა და მინსკში ოფისების დახურვის გადაწყვეტილება ის გარდაუვალი შედეგია, რომელიც ბელარუსის დახმარებით რუსეთის ფედერაციის ქმედებებმა გამოიწვიეს“, - წერია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.ასევე წაიკითხეთ: საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა რუსეთის ფედერაციის სუვერენული რეიტინგი გააუქმა
დმიტრო კულება რუსეთთან მოლაპარაკებების მონაწილეებს ურჩევს, არაფერი ჭამონ, ან დალიონ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთთან მოლაპარაკებების მონაწილეებს ურჩევს, არაფერი ჭამონ ან დალიონ, ასევე თავი შეიკავონ საგნების ზედაპირზე ხელის შეხებისგან. „ვურჩევ ყველას, ვინც რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებზე მიდის, არ ჭამონ ან არ დალიონ რამე. ასევე სასურველია, თავი შეიკავონ ნებისმიერ ზედაპირზე შეხებისგან. ყველა ეს ისტორია ვიღაცამ სადღაც რაღაც მოისმინა, ახლა ბევრი ამგვარი რამე ვრცელდება, რადგან ყველას სწყურია ახალი ამბები, სენსაციები“, – განაცხადა კულებამ. ასევე წაიკითხეთ: WSJ: აბრამოვიჩსა და მასთან შეხვედრაზე მყოფ უკრაინის დელეგაციის წევრებს სავარაუდოდ მოწამვლის სიმპტომები აქვთ
ლიზ ტრასი: რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის გაყიდვით არ უნდა დასრულდეს
რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის გაყიდვით არ უნდა დასრულდეს, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთთან ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება არ დასრულდეს უკრაინის გაყიდვით ან წარსულის შეცდომების გამეორებით. პუტინი უბრალოდ დაბრუნდა, რათა მეტი მიეღო. ამიტომ ამ საშინელი აგრესიის შემდეგ ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ მისი გამარჯვება“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: დმიტრო კულება რუსეთთან მოლაპარაკებების მონაწილეებს ურჩევს, არაფერი ჭამონ, ან დალიონ
უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსი სამხედროები აგრძელებენ სარაკეტო-საარტილერიო დაბომბვებს
რუსი სამხედროები აგრძელებენ სარაკეტო-საარტილერიო დაბომბვებს, ცდილობენ, სრულად გაანადგურონ უკრაინის ქალაქების ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი უბნები და ასევე კონცენტრირდებიან საწვავის შესანახ ობიექტებზე. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსი ოკუპანტების მოქმედებების მიზანია ლოგისტიკური მხარდაჭერის გართულება და ჰუმანიტარული კრიზისისთვის პირობების შექმნა. „ისინი ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს. ძარცვავენ, იტაცებენ და მძევლად ჰყავთ მშვიდობიანი მოქალაქეები“, – ნათქვამია ინფორმაციაში. დმიტრო კულება რუსეთთან მოლაპარაკებების მონაწილეებს ურჩევს, არაფერი ჭამონ, ან დალიონ
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ რუსეთ-უკრაინის ომი ოჯახის დანგრევას შეადარა
ვთქვათ ცოლ-ქმარს შორის რაღაც მოხდა. ბავშვი დაბნეულია, ვის მხარეს დადგეს, არ იცის, კი, დედა უყვარს, დედისკენ არის, მაგრამ მამის გარეშეც არ უნდა იყოს და გული იხლიჩება ბავშვების" - ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ტელეკომპანია რიონის ეთერში რუსეთ-უკრაინის ომს ოჯახის დანგრევას ადარებს. "იგივე, ოჯახი ინგრევა ვთქვათ, ცოლ-ქმარს შორის რაღაც მოხდა, რძალ-დედამთილის პრობლემაა, სიძე-სიმამრის პრობლემაა, შესაძლებელია შერიგება? თუ შესაძლებელია ოჯახი გადარჩეს, ჩვენ გვავიწყდება, რომ ოჯახში ბავშვები არიან, ბავშვების გული სკდება ამით, რომ იქ დედ-მამა ერთმანეთთან ასე არიან, იქ ბებია-ბაბუა ერთი მხრიდან, ბებია-ბაბუა მეორე მხრიდან ერთმანეთთან ასე არიან, ცუდად იხსენებენ, ლანძღავენ და ბავშვი დაბნეულია, ვის მხარეს დადგეს, არ იცის, კი, დედა უყვარს, დედისკენ არის, მაგრამ მამის გარეშეც არ უნდა იყოს და გული იხლიჩება ბავშვების, ასეა აქაც, მშვიდობიანი მოსახლეობა შეიძლება არ იყოს არავის მიმართ ცუდად განწყობილი, გული გახეთქილი აქვთ, ათასობით, მილიონობით ლტოლვილი გარბის თავისი ქვეყნიდან" - ამბობს მიტროპოლიტი.