ძებნის რეზულტატი:

ალექსანდრე ჩალი: რუსეთის ფედერაციის დამოკიდებულება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე მნიშვნელოვანია

სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციაში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ ეწინააღმდეგება. ამის შესახებ რუსული მედია წერს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწისა და რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ბლადიმირ მედინსკის განცხადებით, თავის მხრივ „რუსეთის ფედერაცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას არ ეწინააღმდეგება“.  ამასთან მედინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წინადადებები უსაფრთხოების გარანტიებზე არ ვრცელდება ყირიმსა და დონბასზე. მისი თქმით უკრაინამ უარი უნდა თქვას ამ ტერიტორიების ომით დაბრუნებაზე.   უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და სტამბოლის მოლაპარაკებაზე უკრაინის დელეგაციის წევრმა ალექსანდრე ჩალიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის დამოკიდებულება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე მნიშვნელოვანია.  ამასთან ცნობილია, რომ უკრაინა სტამბოლში მოლაპარაკებებზე უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ახალი საერთაშორისო შეთანხმების ინიციტივით გამოვიდა.  ალექსანდრე ჩალის განცხადებით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, ომის დასრულებისთვის დიპლომატიურ ფორმატს წარმოადგენს.  მისი თქმით, „საკვანძო მოთხოვნებია - ზუსტი იურიდიული სავალდებულო გარანტიები უკრაინისთვის, რომელიც თავისი შინაარსით და ფორმატით NATO-ს მე-5 მუხლის ანალოგიურია“.   ცნობისათვის, თურქეთში 29 მარტს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა. მხარეებმა განიხილეს ომის სეწყვეტის საკითხი, თუმცა დელეგაციის წევრებს ამ დროისთვის არცერთი დოკუმენტისთვის არ მოუწერიათ ხელი.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება

ბორის ჯონსონი: რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმება ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების მოსახსნელად საკმარისი არ იქნება

რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმება ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების მოსახსნელად საკმარისი არ იქნება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. "აუცილებელია ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაძლიერება, როგორც ეკონომიკური ზომების მიღებით, ისე სამხედრო დახმარების აღმოჩენით, რათა რუსეთმა სრულად შეცვალოს თავისი კურსი. რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმება ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების მოსახსნელად საკმარისი არ იქნება", - განაცხადა ჯონსონმა. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება

ნიდერლანდები ჯაშუშობისთვის 17 რუს დიპლომატს აძევებს

ნიდერლანდები 17 რუს დიპლომატს აძევებს. სპეცსამსახურების მონაცემებით ისინი ჯაშუშები იყვნენ. ამის შესახებ ტელეარხ NOS-ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.  რუსეთის ელჩი ნიდერლანდებში დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და აღნიშნულის შესახებ აცნობეს.  ჯაშუშობაში შემჩნეულმა რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა ორ კვირაში უნდა დატოვონ. „ამ ადამიანებს აქვთ საბუთი, რომ დიპლომატები არიან, თუმცა სულ სხვა რაღაცას აკეთებენ. ჩვენ ეს გადაწყვეტილება ნიდერლანდების უსაფრთხოებისთვის მივიღეთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთ მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ და სხვა დეტალები არ დაუზუსტებია.   ნიდერლანდებიდან რუსი დიპლომატების გაძევების საკითხი შეთანხმებული იყო აშშ-სთან, პოლონეთთან და ბულგარეთთან.  საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სავარაუდოა, რომ თავის მხრივ რუსეთმა ნიდერლანდების დიპლომატები გამოაძევოს.  შეგახსენებთ, რომ 14 მარტს სლოვაკეთმა სამი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა.  

ბელგია 21 რუს დიპლომატს აძევებს

ბელგიის ფედერალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანას 21 რუსი დიპლომატი დატოვებს, რომელებიც „ჯაშუშურ ოპერაციებში“ მონაწილეობდნენ. ამის შესახებ  უკრაინული მედია RTBF-ზე დაყრდნობით იუწყება.  გადაწყვეტილება ეხება რუს დიპლომატებს, რომლებიც აკრედიტირებული იყვნენ რუსეთის საელჩოში ბრიუსელში და  საკონსულოში ანტვერპენში.  რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა 15 დღეში უნდა დატოვონ.  ამასთან ცნობილი გახდა, ნუდერლანდებიდან 17 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ. 

ბრიტანეთის დედოფალი საჯაროდ ხუთი თვის შემდეგ გამოჩნდა

ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II პირველად გამოჩნდა საჯაროდ ხუთი თვიანი პაუზის შემდეგ. ამის შესახებ nbcnews წერს.  გამოცემის ინფორმაციით, 29 მარტს ბრიტანეთის დედოფალი მეუღლის, პრინც ფილიპის ხსოვნის პარაკლისს დაესწრო. პრინცი ფილიპი 2021 წლის აპრილში გარდაიცვალა. ღონისძიებაზე 97 წლის დედოფალი ვაჟის, პრინც ენდრიუს თანხლებით მივიდა, ხელჯოხზე დაყრდნობილი. დიდ ბრიტანეთში 2022 წელს დედოფალ ელიზაბეტ II-ის ტახტზე ასვლიდან 70 წელი სრულდება. მთავარი ზეიმი ივნისში გაიმართება, თუმცა უცნობია, როგორ მიიღებს მონაწილეობას თავად დედოფალი.

Johnson & Johnson რუსეთში პირადი ჰიგიენის საშუალებების შეტანას აჩერებს

ამერიკულმა კომპანია Johnson & Johnson-მა რუსეთში ჰიგიენის საშუალებების შეტანა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ Bloomberg წერს.  კომპანია რუსეთის ბაზარზე სამედიცინო პრეპარატებს და აღჭურვილობას შეიტანს. მანამდე Johnson & Johnson-მა რუსეთში ინვესტიციები შეაჩერა.  რუსეთის ბაზარზე Johnson & Johnson-ის პროდუქცია შემდეგი ბრენდებით იყო წარმოდგენილი -  Clean & Clear, Johnsonʼs, o.b., Carefree, Neutrogena, Listerine და სხვა.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ  დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს

ირლანდია და ჩეხეთი რუს დიპლომატებს აძევებენ

ირლანდიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანას ოთხი რუსი დიპლომატი დატოვებს. „მათი საქმიანობა არ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებსა და დიპლომატის ქცევას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმა განაცხადა, წერს The Irish Times. ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ამ გადაწყვეტილების შესახებ, დღეს პარლამენტს აცნობა.  ამასთან, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი რუსი დიპლომატი პრაღაში პერსონა „ნონ-გრატად“ გამოაცხადა.  „ამ დიპლომატმა ჩეხეთი 72 საათში უნდა დატოვოს. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ევროკავშირის ქვეყნებში რუსეთის სპეცსამსახურების ყოფნა შევზღუდეთ“, -დაწერა Twitter-ზე ჩეხეთის ხელისუფლების წარმოამდგენელმა.  მანამდე ცნობილი გახდა ნიდერლანდებიდან 17, ხოლო ბელგიიდან 21 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ.     

ბლინკენი: კიევის გარშემო მოქმედებების შემცირება, შეიძლება, ყურადღების გადატანის გზა იყოს

„რუსეთის მიერ კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირება, შეიძლება, იყოს საშუალება, რომლითაც რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს ყურადღება გადაატანინოს და მოატყუოს ხალხი, რათა იფიქრონ, რომ ის არ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.  ამასთან, სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ის ვერ ხედავს რეალურად სერიოზულ ნიშნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები „წინ ეფექტურად მიიწევს“. „არის ის, რასაც რუსეთი ამბობს და არის ის, რასაც რუსეთი აკეთებს. ჩვენ ამ უკანასკნელს ვაქცევთ ყურადღებას", – თქვა ბლინკენმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებით შეამციროს საომარი მოქმედებები. ინფორმაცია სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელდა. ალექსანდრე ჩალის განცხადებით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, ომის დასრულებისთვის დიპლომატიურ ფორმატს წარმოადგენს.  მისი თქმით, „საკვანძო მოთხოვნებია - ზუსტი იურიდიული სავალდებულო გარანტიები უკრაინისთვის, რომელიც თავისი შინაარსით და ფორმატით NATO-ს მე-5 მუხლის ანალოგიურია“.   ცნობისათვის, თურქეთში 29 მარტს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა. მხარეებმა განიხილეს ომის სეწყვეტის საკითხი, თუმცა დელეგაციის წევრებს ამ დროისთვის არცერთი დოკუმენტისთვის არ მოუწერიათ ხელი.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება

Guardian: აშშ-სა და ბრიტანეთის ცნობით, რუსეთის ჯარები კიევის გარშემო რაიონებს ტოვებენ

ბრიტანეთმა შენიშნა, რომ რუსეთის ჯარების აქტივობა კიევის გარშემო შემცირდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის სპიკერმა განაცხადა, წერს Guardian. ამასთან სპიკერმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთის სურვილია რუსეთის ჯარებმა სრულად დატოვონ უკრაინა და მხოლოდ ეს გააჩენს მშვიდობიანი მოლაპარაკების შესაძლებლობას. საჭიროა მოქმედება და არა სიტყვები.  Guardian-ის კითხვაზე როგორ აფასებს ბორის ჯონსონის ოფისი რუსეთის გადაწყვეტილებას კიევის გარშემო რაიონებიდან ჯარის გაყვანის შესახებ, პრეს-სპიკერმა უპასუხა, რომ „პუტინს და მის რეჟიმს მოქმედებებით შევაფასებთ და არა სიტყვებით. განხორციელდა ჯარის ნაწილობრივ შემცირება კიევის გარშემო, იმის გამო რომ უკრაინელებმა შემოტევა ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით წარმატებულად მოიგერიეს. თუმცა ბრძოლა გრძელდება. მარიოპული ინტენსიურად იბომბება. ამიტომ ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ უკრაინის ტერიტორიას რუსეთის ჯარი სრულად დატოვებს“, - განაცხადა პრეს-სპიკერმა.  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შესაძლოა  კიევის გარშემო მოქმედებების შემცირება, შეიძლება, ყურადღების გადატანის გზა იყოს. ამასთან ცნობილია, რომ უკრაინა სტამბოლში მოლაპარაკებებზე უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ახალი საერთაშორისო შეთანხმების ინიციტივით გამოვიდა.  ალექსანდრე ჩალის განცხადებით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, ომის დასრულებისთვის დიპლომატიურ ფორმატს წარმოადგენს.  მისი თქმით, „საკვანძო მოთხოვნებია - ზუსტი იურიდიული სავალდებულო გარანტიები უკრაინისთვის, რომელიც თავისი შინაარსით და ფორმატით NATO-ს მე-5 მუხლის ანალოგიურია“.   ცნობისათვის, თურქეთში 29 მარტს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა. მხარეებმა განიხილეს ომის სეწყვეტის საკითხი, თუმცა დელეგაციის წევრებს ამ დროისთვის არცერთი დოკუმენტისთვის არ მოუწერიათ ხელი.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება

დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოლიგარქის სუპერიახტა პირველად დააყადაღა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსი ოლიგარქის სუპერიახტის დაყადაღების ბრძანება პირველად გასცა. 38 მილიონი ფუნტის ღირებულების იახტა Phi-ის მფლობელი ოლიგარქის სახელი ცნობილი არ არის. ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრის, გრანტ შაფსის თქმით, ეს ნაბიჯია „მკაფიო და დაუფარავი გაფრთხილება პუტინისა და მისი მეგობრებისთვის". მანამდე ცნობილი გახდა, რომ ესპანეთში დააკავეს იახტა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსული ნავთობის გიგანტის, „როსნეფტის“ აღმასრულებელ დირექტორს, იგორ სეჩინს ეკუთვნის.  ასევე წაიკითხეთ სანქციების შიშის გამო, პუტინის იახტამ ჰამბურგის პორტიდან გაიყვანეს - უცხოური მედია  იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა რუსი ოლიგარქის 578 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა დააყადაღეს დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა ევროკავშირის მიერ, მთლიანობაში, 862 რუსი ფიზიკური პირი და 53 ორგანიზაციაა სანქცირებული

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ტყუილში ჩვენი დადანაშაულება იწვევს არასასურველ დაძაბულობას, მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 დიპლომატის კანდიდატურა, ყველას დანიშვნაზე პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება

    ტყუილში ჩვენი დადანაშაულება იწვევს არასასურველ დაძაბულობას, მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 დიპლომატის კანდიდატურა, ყველას დანიშვნაზე პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, – ამის შესახებ აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც პასუხობენ მთავრობის ადმინისტრაციის დღევანდელ განცხადებას. „საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას, როცა ჩვენს ირგვლივ ბევრად უფრო საკვანძო საკითხები წყდება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ იმეორებს: 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „რეალურ სურათს არ ასახავს ინფორმაცია, თითქოს ბოლო ერთ წელიწადში პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში“.

ბლინკენი: აშშ ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებში სერიოზულია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენრონი ბლინკენმა დღეს თურქეთში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები შეაფასა. მისი თქმით, ის ვერ ხედავს რეალურად სერიოზულ ნიშნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები „წინ ეფექტურად მიიწევს“. „ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა, თავად დაახასიათონ, არის თუ არა რაიმე ჭეშმარიტი პროგრესი და არის თუ არა, რუსეთის მნიშვნელოვანი ჩართულობა“ - განაცხადა სახელმწფო მდივანმა, მაროკოში პრესის წარმომდაგენლებთან საუბრისას. „მე არ მინახავს არაფერი, რაც მიუთითებს, რომ ეს [მოლაპარაკებები] წინ ეფექტურად მიდის", - ამბობს ბლინკენი. „რაც შემიძლია ვთქვა არის ეს: არის ის, რასაც რუსეთი ამბობს და არის ის, რასაც რუსეთი აკეთებს. ჩვენ ორიენტირებული ვართ ამ უკანასკნელზე. და რასაც რუსეთი აკეთებს არის უკრაინისა და მისი ხალხის მუდმივი ბრუტალიზაცია. და ეს გრძელდება მაშინ როცა ჩვენ ვსაუბრობთ“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. სახელმწიფო მდივანმა ასევე თქვა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს, შესაძლოა, სამხედრო ძალაბის გადაჯგუფებისთვის იყენებდეს. ბლინკენის ამ განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთ-უკრაინას შორის, სტამბოლში დღეს გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებები. ცნობისათვის, თურქეთში 29 მარტს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა. მხარეებმა განიხილეს ომის სეწყვეტის საკითხი, თუმცა დელეგაციის წევრებს ამ დროისთვის არცერთი დოკუმენტისთვის არ მოუწერიათ ხელი.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება

პოლონეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი აკრძალა

პოლონეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა სამართლებრივ-ნორმატიული აქტი, რომლის თანახმადაც რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ უკრაინული მედია TVN24-ზე დაყრდნობით წერს.  „ჩვენ მეტს ვეღარ დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პეტრე მიულერმა.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი რუსეთიდან ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტზე სანქციების შემოღებას გეგმავდა. თუმცა ამ დრომდე ერთიანი გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა.   დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი რუსულ გაზს რუბლში არ იყიდის.  ასევე წაიკითხეთ  გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე

ზურაბ იაკობიშვილი ევროპის ჩემპიონია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა.  ფინალში იაკობიშვილის მეტოქე სომხეთის ნაკრების წევრი არმან ანდრეასიანი იყო, რომელმაც ნახევარფინალში მოლდოველ ნიკოლაი გრამეზს 4:0 მოუგო. ცნობისთვის, ზურაბს 2017 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი აქვს მოგებული, ევროპის პირველობაზე კი მისი მაქსიმუმი ბრინჯაოს მედალი იყო.

იაპონიამ რუსეთში ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი აკრძალა 

იაპონიიდან რუსეთში ფუფუნების საგნების, მათ შორის, ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი აიკრძალა. ინფორმაციას იაპონიის მთავრობა ავრცელებს.  იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდამ 5 აპრილს ძვირფასეულობასა და ხელოვნების ნიმუშებზე ემბარგოს დააწესებს. „ჩვენ მკაცრი სანქციების განსახორციელებლად საერთაშორისო საზოგადოებასთან, ვიმუშავებთ, მათ შორის დიდი შვიდეულის ჯგუფის ქვეყნებთან". - თქვა ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა, კოიჩი ჰაგიუდამ. იაპონიის მთავრობის მონაცემებით, მანქანები შეადგენენ იაპონიიდან რუსეთში მიმავალი გადაზიდვების დიდ ნაწილს. 2020 წელს გადაზიდული მანქანების ღირებულებამ შეადგინა 627,8 მილიარდი იაპონური იენი ($5 მილიარდი) 1 მარტს იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 21 მარტს რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.  25 მარტს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ  დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს იაპონია: კურილიის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ  იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ჯო ბაიდენი გამოეხმაურა რუსეთის მიერ კიევის მიმდებარე რაიონებში სამხედრო მოქმედების შემცირების გადაწყვეტილებას 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა რუსეთის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კიევის მიმდებარე რაიონებში სამხედრო მოქმედება შემცირდება.   „ეს არაფერს მეუბნება, სანამ არ დავინახავ როგორია მათი ქმედებები. ვნახავთ შეასრულებენ თუ არა იმას, რასაც გვთავაზობენ"- ამის შესახებ ჯო ბაიდენმა დღეს ჯო ბაიდენმა სინგაპურის პრემიერ- მინისტრ ლი ჰსიენ ლუნგთან ერთობლივი პრესკონფერენციას მსვლელობისას ჟურნალიტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.  ამასთან ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებით სანქციები გაგძელდება.  მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებით შეამციროს საომარი მოქმედებები. ინფორმაცია სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელდა. ცნობისათვის, თურქეთში 29 მარტს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა. მხარეებმა განიხილეს ომის სეწყვეტის საკითხი, თუმცა დელეგაციის წევრებს ამ დროისთვის არცერთი დოკუმენტისთვის არ მოუწერიათ ხელი.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება

რუსეთის ბაზრიდან ტანსაცმლის მწარმოებელი პოლონური LPP Group-ი გავიდა

რუსეთის ბაზრიდან ტანსაცმლის მწარმოებელი მსხვილი ჯგუფი LPP Group-ი გავიდა. ამის შესახებ ბრენდი განცხადებას ავრცელებს.  პოლონური ჯგუფი, რომელიც ფლობს ბრენდებს Reserved, Cropp, House, Mohito და Sinsay, რუსეთში ყველა მაღაზიის დახურვის შესახებ აცხადებს.  კომპანიის განცცხადებაში ნათქვამია, რომ რითეილერმა 29 მარტს ყველა ოპერაცია დაასრულა და მარაზიები დაკეტა.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ LPP Group-მა რუსეთში პროდუქციის მიწოდება შეაჩერა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ  დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს

შალვა პაპუაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან გამართა, სადაც ყურადღება უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასა და NATO- საქართველოს მრავალწლიან, მჭიდრო თანამშრომლობაზე გამახვილდა. საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებითგადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებს. „ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცა. განსაკუთრებით, ისეთ ვითარებაში, როგორიც ახლაა  რეგიონში. გავცვალეთ მოსაზრებები უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით, რომელიც, მათ შორის, საქართველოს შეეხება. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესია მალე შეჩერდეს და ამასთან დაკავშირებით მათი შეფასებები იყო საინტერესო. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედია წარმატებით დასრულდება. საქართველო იყო და რჩება ნატოს ერთგულ პარტნიორად. ჩვენ ნატოსთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს და ერთმანეთის გვერდში ვდგავართ უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტნიორობა ამ კრიზისულ პერიოდში აქტიურად გაგრძელდეს როგორც კომუნიკაციის, ასევე, შეხვედრების კუთხითაც“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მიიღო

პარლამენტმა  „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და კენჭისყრის შედეგად 79 ხმით მიიღო. „ეს გახლავთ საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ძალიან მნიშნელოვანი კომპონენტი. კანონის მიღებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა, როგორც ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში ევროკავშირის საკანონმდებლო ჩარჩოსთან და ეს შეფასდება აუცილებლად ძალიან დიდ პროგრესად“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო იობაშვილმა. ახალი კანონით გარდა იმისა, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის ზოგადი პრინციპებია განსაზღვრული, ასევე წესრიგდება სამომხმარებლო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გარანტიები, დგინდება პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, საგარანტიო ვადები და მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის შედეგები. კანონით დგინდება, ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგო, უსამართლო კომერციული საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები და დგინდება მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური გარანტიები.  კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებად საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო განისაზღვრება.

ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან რეგიონში არსებული ვითარება განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ „მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას“, რომელიც მიზნად ისახავს დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა მშვიდობიან თანამშრომლობას და თანაარსებობას სამხრეთ კავკასიაში და მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონულ დიალოგში. შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, მინისტრის მრჩეველი ვაჰან კოსტანიანი და მინისტრის ასისტენტი რობერტ აბისოგომონიანი. ქართული მხრიდან კი შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ილია დარჩიაშვილი და საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სომხეთის რესპუბლიკაში ირაკლი კვანჭახაძე ესწრებოდნენ.