ძებნის რეზულტატი:

კანადა, უკრაინის მხარდასაჭერად სახელმწიფო ობლიგაციებს გამოუშვებს

კანადა გამოუშვებს ხუთწლიან სახელმწიფო ობლიგაციებს, რაც უკრაინის მთავრობის საჭიროებების დაფინანსებას ხელს შეუწყობს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ, ვინიპეგში კანადელი უკრაინელების კონგრესის კონგრესზე განაცხადა, იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი. „ჩვენ გვინდა მივცეთ ყველა კანადელს საშუალება, მხარი დაუჭირონ უკრაინას, ამიტომ ვაცხადებთ, რომ კანადა გამოუშვებს ახალ სახელმწიფო ობლიგაციებს „უკრაინის სუვერენიტეტის“ სახელწოდებით. კანადელებს ახლა შეეძლებათ ბანკებში წასვლა და ამ ობლიგაციების ყიდვა ხუთწლიანი ვადით და შემოსავლის მიღების გარანტიით“, - თქვა ტრუდომ. მთლიანობაში, კანადამ 2022 წელს უკრაინას $2 მილიარდის ფინანსური დახმარება გამოუყო, რაც ერთ სულ მოსახლეზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.   

დიდი ბრიტანეთი, 2023 წლიდან რუსეთისგან თხევად გაზს აღარ იყიდის

დიდი ბრიტანეთი 2023 წლის პირველი იანვრიდან, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტს შეაჩერებს.  ამის შესახებ Twitter-ზე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თანამეგობრობის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.  „2023 წლის პირველი იანვრიდან, დიდი ბრიტანეთი რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს შეაჩერებს. ჩვენ პუტინს წავართმევთ საშუალებებს მისი უკანონო ომისთვის“, - აცხადებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მანამდე, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ეკონომიკისთვის კრიტიკულად საჭირო, თითქმის 700 დასახელების საქონლის ექსპორტი შეაჩერა.    

კანადამ უკრაინისთვის, ჯავშანტექნიკის მიწოდება დაიწყო

ერთი თვის განმავლობაში უკრაინა კანადიდან, თითქმის ოთხ ათეულ თანამედროვე ჯავშანმანქანას მიიღებს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ვინიპეგში განაცხადა, იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი. კანადა, უკრაინის მხარდასაჭერად სახელმწიფო ობლიგაციებს გამოუშვებს „უკრაინისთვის ზაფხულში დაპირებული 39 ჯავშანმანქანა ევროპაში დღეს ჩავიდა, სადაც უკრაინული ძალების წვრთნა მიმდინარეობს“, - განაცხადა ტრუდომ. მთლიანობაში, კანადამ 2022 წელს უკრაინას $2 მილიარდის ფინანსური დახმარება გამოუყო, რაც ერთ სულ მოსახლეზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.   

მედიის ცნობით, კემეროვოში, ქალმა სამხედრო კომისარიატს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა

კემეროვოს ზავოდსკოიის ოლქის სამხედრო აღრიცხვისა და აღრიცხვის კომისარიატს, ქალმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა.  შოიგუმ პუტინს, მობილიზაციის დასრულების შესახებ აცნობა ამის შესახებ გამოცემა NGS42, კემეროვოს რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. მედიის ცნობით, ხანძარს ორი სახანძრო ბრიგადა აქრობდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.  NGS42-ს წყარომ განუცხადა, რომ ქალმა შენობას მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის ოფისების და ადგილობრივი ადმინისტრაციების დაწვის შემთხვევები გახშირდა. შენობებს ცეცხლი გაუჩნდა ყაზანში, კიზილში, ნოვოსიბირსკში, ნიჟნი ნოვგოროდსა და სხვა ქალაქებში.  21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.  

ევროპის 30 ქვეყანაში, რუსეთის პროპაგანდისტული არხები დაბლოკეს

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, ევროპის 30-მა ქვეყანამ პროპაგანდისტული არხების „RT“-სა და „სატელიტის“ მაუწყებლობა დაბლოკა. ამის შესახებ უკრაინის ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, ოლგა გერასიმიუკმა ეროვნული ტელემარათონის „ერთიანი ამბების“ ეთერში განაცხადა. „უკვე 30-მა ევროპულმა ქვეყანამ დაბლოკა RT-ისა და „სატელიტის“ მაუწყებლობა. ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი ყველაზე აქტიურები არიან რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ", - განაცხადა გერასიმიუკმა.  მისივე თქმით, ესტონეთი და გერმანია არა მხოლოდ ზღუდავენ რუსეთის სატელევიზიო პროპაგანდას, არამედ ტრანსლაციის საშუალებას უკრაინულ მაუწყებლობას აძლევენ, კერძოდ, ტელემარათონ One News-ს.  

ალექსანდრ ლუკაშენკო ნიკოლ ფაშინიანს: ბიჭებო, რისთვის იბრძვით? - რატომ ომობთ?

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სომხეთსა და აზერბაიჯანს სასაზღვრო ზონაში ტერიტორიებისთვის ბრძოლის შეწყვეტისკე მოუწოდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.  მედია: 31 ოქტომბერს სოჭში, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველი პირები შეხვდებიან „ბიჭებო, რისთვის იბრძვით? რას ებრძვით ამ მთებში ორი ათასი კილომეტრის სიმაღლეზე? მოკლეს სამასი ადამიანი! სამასი ადამიანი დაიღუპა იქ, სადაც ხალხი არ ცხოვრობს! სადაც თხებიც კი არ მიდიან! რას ებრძვით? თქვენ ორივენი დასხედით [აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან] და შეთანხმდით. დაე, რუსეთმა გადახედოს ამ ხელშეკრულებას. მაგრამ თქვენ არ გინდათ!"- ამ სიტყვებით ლუკაშენკომ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მიმართა. ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე, რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ ამ მომენტში, გარე მოთამაშეები „რუსეთის მთელ პერიმეტრზე ოკუპაცის იწყებენ“. ამის მაგალითად, ბელორუსის პრეზიდენტი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გამწვავებულ კონფლიქტებს ასახელებს. ალიევი აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ფორმატზე: თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვართ, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი  ასევე წაიკითხეთ: რა გავლენა აქვს „პრაღის შეთანხმებას“ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და რა ახალი შესაძლებლობები იხსნება საქართველოსთვის

უკრაინა ირანისგან, რუსეთისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, 28 ოქტომბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან სატელეფონო საუბარში მან ირანს მოსთხოვა, რომ რუსეთისთვის იარაღის მიწოდება შეწყვიტოს.  „ირანს მოვთხოვე დაუყოვნებლივ შეაჩეროს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, რომელსაც სამოქალაქო პირების დასახოცად და უკრაინაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად იყენებენ", - წერს კულება Twitter-ზე.  კულებას არ უთქვამს, რა რეაქცია მოჰყვა ირანის მხრიდან კიევის ამ მოთხოვნას. ამასთან, ირანულ მხარეს საუბრის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. შეგახსენებთ, ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული თვის განმავლობაში უკრაინამ 233 ირანული დრონი გაანადგურა. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.   

სვატოვო-კრემენნაიას მაგისტრალი, პრაქტიკულად უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლს ექვემდებარება - სერჰი გაიდაი

„ჯერჯერობით კონკრეტულ დასახლებებს არ დავასახელებთ. უკეთესი იქნება, თუ ამას გენერალური შტაბი გააკეთებს, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სვატოვო-კრემენნაიას მაგისტრალი პრაქტიკულად უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა" ამის შესახებ ტელემარათონზე ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა. ამავე დროს, მან უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე სვატოვოს ჩრდილოეთით უკრაინის ძალების სავარაუდო გარღვევის შესახებ. „დიდი იმედი მაქვს, მომავალ კვირას დეოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოვაჩენთ ფოტოებს და ვიდეოებს, რადგან ამ ტერიტორიებზე უშუალოდ ვემზადებით ღონისძიებისთვის, ხალხი დარჩა, არც ისე ბევრია, მაგრამ არის და მათ პირველივე დღეებიდან სჭირდებათ მხარდაჭერა“, - დასძინა გაიდაიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ, ნატალია სინდეევა და ეკატერინა კოტრიკაძე „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კომპანია, რომელიც Bookmate book სერვისს ფლობს, მედიასაშუალებების რეესტრში „უცხოელი აგენტის“ სახელით შეიყვანა. რეესტრში ასევე შედიან ანდრეი ბაევი (ბუკმატის დირექტორი რუსეთში) და ალექსეი დოკუჩაევი (ბუკმატ მარკეტინგის დირექტორი და წიგნის გამომცემლობის Individuum და Popcorn Books-ის აღმასრულებელი დირექტორი). პირთა სიაში - „უცხოელი აგენტები" შედიან ტელეკომპანია Dozhd-ის დამფუძნებელი ნატალია სინდეევა, არხის წამყვანი ვლადიმერ რომენსკი, ასევე „დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის წამყვანი და ხელმძღვანელი ეკატერინა კოტრიკაძე. ორი კვირის წინ მისმა მეუღლემ, „დოჟდის“ მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ „უცხოელი აგენტის“ სტატუსი მიიღო. გარდა ამისა, ადვოკატი მიხალ ბენიაში, პოლიტოლოგი ტარას ბერეზოვეცი, ასევე ჟურნალისტი და ვიდეო-ბლოგერი ივან იაკოვინა დაემატნენ „უცხოელი აგენტების" სიას.   

თეონა აქუბარდია „სტრატეგია აღმაშენებელს“ ტოვებს

თეონა აქუბარდია პარტია „სტრატეგია აღმაშენებელს"ტოვებს, ამის შესახებ თავად აქუბარდიამ საკუთარ Facebook-ზე დაწერა. მისივე თქმით, ის რჩება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეფორმების შემადგენლობაში, სადაც „სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად რესპუბლიკური პარტიის ლიდერი და დამოუკიდებელი დეპუტატი არიან. აქუბარდია პარტიიდან წასვლის მიზეზებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს სტრატეგია აღმაშენებელის დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც, მისივე თქმით, არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები მასსა და პარტიის პოზიციებს შორის. „პარლამენტის წევრი „სტრატეგია აღმაშენებლის“ სიით გავხდი, თუმცა რაიმე პარტიული თანამდებობა პარტიაში არ მქონია დაკავებული. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტის წევრი აქტიურად უნდა იყოს ჩართული საპარლამენტო მუშაობაში სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად, განსაკუთრებით კი ქვეყნისთვის უაღრესად კრიტიკულ დროს, როდესაც საკითხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ევროპული რეკომენდაციების განხორციელებას ეხება. შესაბამისად, ჩემი ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში „სტრატეგია აღმაშენებელის" დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები ჩემსა და პარტიის პოზიციებს შორის. ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის და ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის სრულყოფილად განხორციელების მიზნით გადავწყვიტე გავხდე დამოუკიდებელი დეპუტატი და გავაგრძელო აქტიურად მუშაობა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან და ოპოზიციურ სპექტრთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. გულწრფელ წარმატებებს ვუსურვებ სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის თითოეულ წევრს და მის ლიდერ გიორგი ვაშაძეს“, - წერს თეონა აქუბარდია.

ვოლოდიმირ ზელენსკი: საეჭვოა, რომ რუსეთმა მობილიზაცია დაასრულა

რუსეთს შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღა მალე დასჭირდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. შოიგუმ პუტინს, მობილიზაციის დასრულების შესახებ აცნობა „დღეს მტერი ავრცელებს ინფორმაციას მობილიზაციის სავარაუდო დასრულების შესახებ... რუსეთის მოქალაქეების ფრონტზე გაგზავნის ახალი ტალღების უსარგებლობაზე. ჩვენ სულ სხვას ინფორმაცია გვაქვს ფრონტის ხაზიდან. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს გაზარდოს ზეწოლა ჩვენს პოზიციებზე მობილიზებულთა გამოყენებით, ისინი იმდენად ცუდად არიან მომზადებული და აღჭურვილი, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთს შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღა მალე დასჭიდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ. 28 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, ვლადიმერ პუტინს აცნობა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციია დასრულდა.  შოიგუს თქმით, 300 000 მობილიზებულიდან საწვრთნელ ზონებში რჩება 218 000, კონფლიქტის ზონაში გაიგზავნა 82000 სამხედრო, რომელთაგან 41000 დანაყოფებშია განაწილებული. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.  

უკრაინა: ხერსონში ოკუპანტებმა მოსახლეობას საცხოვრებლების დასატოვებლად ორი დღე მისცეს

ხერსონის ოლქის დროებით დაკავებული ტერიტორიებიდან, ოკუპანტებმა მოსახლეობას ორი დღე მისცეს საცხოვრებლების დასატოვებლად და ევაკუაციისთვის, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსამსახური “ფეისბუქში” წერს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ძალებმა, ხერსონში პოზიციები 1000-მდე მობილიზებული ჯარისკაცით გააძლიერეს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამავდროულად უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ სამხრეთში მტრის განადგურებას, კერძოდ ზაპოროჟიეს ოლქში. "უკრაინის საარტილერიო ქვედანაყოფებმა დასახლებულ პუნქტ ნოვოვოდიანოეში საბრძოლო მასალის საწყობი, 5-მდე სატვირთო მანქანა საბრძოლო მასალით და 3 D-30 ქვემეხი გაანადგურეს.  ოკუპანტებმა მოსახლეობას ორი დღე მისცეს საცხოვრებლების დასატოვებლად და ევაკუაციისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინის გენშტაბი: დონეცკის ოლქში, 300-მდე ოკუპანტი გავანადგურეთ

დონეცკის ოლქის მაიორსკის დასახლებულ პუნქტში 300-მდე ოკუპანტი განადგურდა, რომლებიც მორიგი თავდასხმისთვის ემზადებოდნენ, - ამის ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "დაზარალდა 35-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, მათ შორის დონეცკის ოლქის სევერსკისა და პრეჩისტოვკას დასახლებები; ზაპოროჟიეს ოლქის ჩერბაკის დასახლება. დონეცკის ოლქის მაიორსკის დასახლებულ პუნქტში 300-მდე ოკუპანტი განადგურდა, რომლებიც მორიგი თავდასხმისთვის ემზადებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ირანში საპროტესტო აქციის დროს, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა

სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში, სისტანი და ბელუჯისტანის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ზაჰედანში, საპროტესტო აქციის დროს, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს. როგორც ცნობილია, ანტისამთავრობო გამოსვლებისას, უშიშროების ძალების წარმომადგენლებსა და შეკრებილებს შორის კვლავ შეტაკებები იყო. ირანში საპროტესტო აქციების მიზეზი მაჰსა ამინის გარდაცვალებაა. ის თეირანში, 13 სექტემბერს, მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა.  

ორფოლოს პოლიგონზე 61-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული წვრთნები დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება ბატარეა/ბატალიონის შემადგენლობით საბრძოლო სროლებით დაასრულა. შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ „ორფოლოში” წინასწარ განსაზღვრულ რაიონში არტილერისტებმა 152 მმ თვითმავალი ქვემეხით პირობითი მოწინააღმდეგე საცეცხლე ზემოქმედებით გაანადგურეს. 61-ე საარტილერიო ბატალიონის საველე სწავლება დამკვირვებელ-მაკონტროლებელი ჯგუფის მიერ დადებითად შეფასდა. წვრთნები ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ოთხ ფაზად ჩატარდა. სწავლება ბატალიონის დონეზე მომზადებას, გადაადგილებას და კონსოლიდაციას მოიცავდა. წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნისა და მომზადების დონის ამაღლება იყო.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ოკუპანტები ისე ცუდად არიან მობილიზებულნი და აღჭურვილნი, რომ შესაძლოა, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს

„ოკუპანტები ისე ცუდად არიან მობილიზებულნი და აღჭურვილნი, რომ შესაძლოა, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „რუსეთი ჩვენს პოზიციებზე ზეწოლას ცდილობს მობილიზაციის გამოყენებით, მაგრამ ისინი ცუდად არიან მომზადებულნი და ეკიპირებულნი. იმდენად უხეშად იყენებს მათ ხელმძღვანელობა, რომ ეს გვაძლევს ვარაუდის საშუალებას, ვიფიქროთ, რომ მალე რუსეთში შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მტერი წარმატებას ვერ აღწევს - უკრაინის შეიარაღებული ძალები

მიუხედავად საცეცხლე უპირატესობის, ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდის და შესაბამისად, თავდასხმების, მტერი წარმატებას ვერ აღწევს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი „ტელეგრამზე“ წერს. ოკუპანტები ისე ცუდად არიან მობილიზებული და აღჭურვილი - ზელენსკი „უკრაინელი ჯარისკაცებისა და ოფიცრების გამბედაობისა და პროფესიონალიზმის წყალობით, ჩვენი საზღვრები უცვლელი რჩება. თავდაცვითი ოპერაცია წარმატებით, გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს“, - აცხადებს ზალუჟნი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გორის ყოფილი მერის მოადგილე და მოსამართლე, ალექსი მარიამიძე დააკავეს

გორის ყოფილი მერის მოადგილე და მოსამართლე, ალექსი მარიამიძე დააკავეს.  როგორც ცნობილია, მას სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  ალექსი მარიამიძე წლების განმავლობაში გორში მოსამართლედ მუშაობდა. ის თანამდებობიდან 2004 წელს გაათავისუფლეს.  

შს სამინისტრომ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში ერთი პირი - 1961 წელს დაბადებული დ.კ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარება ედება. მათივე ცნობით, დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "ბრაუნინგის" ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 1 ვაზნა. პოლიციამ თბილისში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს: კუსტარული წესით გადაკეთებული პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. "აბრეზი", საბრძოლო შაშხანა, "ვინჩესტერის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვიამფრქვევის დეტალი, 6 სანადირო თოფი, სხვადასხვა ტიპის 7 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 მჭიდი, 8 ამფეთქი ფალია და 2 დეტონატორი, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1380 ვაზნა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ომი გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც უკრაინის გამარჯვებას დასჭირდება - კულება

ომი გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც უკრაინის გამარჯვებას დასჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. ოკუპანტები ისე ცუდად არიან მობილიზებული და აღჭურვილი - ზელენსკი „რამდენი? კვირა, თვე, ნახევარი წელი, წელი, უცნობია. ამიტომ არ ღირს დედლაინების დაწესება, როგორიცაა ზამთრამდე ან გაზაფხულამდე“, – აღნიშნა კულებამ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.