ძებნის რეზულტატი:

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც სავარაუდოდ, ნენსი პელოსის ქმარს დაესხა თავს

სან-ფრანცისკოს პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ქმარს თავს დაესხა და მძიმე დაზიანება მიაყენა.  ნენსი პელოსის მეუღლეს, პოლ პელოსის საკუთარ სახლში თავს დაესხნენ კაცს, რომელმაც 82 წლის პოლ პელოსის ჩაქუჩი თავში ჩაარტყა, ბრალი მკვლელობის მცდელობასა და სხვა დანაშაულებებში წარუდგინეს. სან-ფრანციოსკოს პოლიციის ცნობით,თავდამსხმელი 42 წლის დევიდ დეპაპია. ის მკვლელობის მცდელობის, სასიკვდილო იარაღით თავდასხმის, ხანდაზმულთა შეურაცხყოფის, ბატარეის ქურდობისა და სხვა დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. სან-ფრანცისკოს პოლიციის უფროსმა უილიამ სკოტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიციის დეტექტივები, ნენსი პელოსის ქმერზე თავდასხმის მოტივს ჯერ ვერ ასახელებენ, თუმცა „ეს არ იყო შემთხვევითი ქმედება". ნენსი პელოსის პრესმდივანმა, დრიუ ჰემილმა განაცხადა, რომ პელოსის ქმარს „სახლში შეჭრისას თავდამსხმელი სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდა და სპიკერთან შეხვედრას ითხოვდა“.  

ნიჟნი-ნოვგოროგში, ელექტროქვესადგურზე ხანძარია

რუსული მედიის ცნობით, ნიჟნი-ნოვგოროგში, ელექტროქვესადგურზე ხანძარია.  ხანძრის ჩაქრობაში 43 მეხანძრე და 11 ტექნიკა იყო ჩართული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა 300-ზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ელექტროქვესადგურში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.  

დმიტრო კულება: მოვუწოდებ სახელმწიფოებს, მოსთხოვონ რუსეთს „შიმშილის თამაშების“ შეწყვეტა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან" გასვლის საბაბი იპოვა.  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვი „მარცვლეულის შეთანხმებას“ ტოვებს კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინამ მანამდე განაცახადა, რომ რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმების“ ჩაშლას გეგმავდა.  „ახლა მოსკოვმა „ხორბლის დერეფნის“ დაბლოკვის მიზეზი მოიფიქრა, რომელიც მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, რომ რუსეთს მოსთხოვონ შეწყვიტოს „შიმშილის თამაშები“ და დაუბრუნდეს თავის ვალდებულებებს“, - განაცახდა კულებამ.   მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, დღეს სევასტოპოლში მომხდარ „ტერაქტს“ ასახელებს.  სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.   

გერმანიამ უკრაინას 14 გენერატორი გადასცა

გერმანიამ, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ქვედანაყოფებს, სხვადასხვა სიმძლავრის 14 გენერატორი გადასცა. ამის შესახებ უკრაინაში, გერმანიის საელჩოს პრესსამსახური იუწყება.  „დონეცკის, კიევის, ლუგანსკის, ჩერნიგოვისა და ჩერკასის რეგიონებში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ქვედანაყოფებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სიმძლავრის 14 გენერატორი, უკვე უკრაინაშია“, - აცხადებენ საელჩოში.  მიწოდება, ტექნიკური დახმარების ფედერალურმა სააგენტომ (THW) გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყო. მანამდე, ესპანეთმა, უკრაინისთვის ოთხი გენერატორის გადაცემის შესახებ განაცხადა. 20 ოქტომბერს უკკრაინამ ევროკავშირსა და NATO-ს რუსეთის საჰაერო იერიშების შემდეგ, ენერგოტექნიკით დახმარების შესახებ სხთოვა.   

ბუდაპეშტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით ინტერესდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის თანათავმჯდომარეობით, უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომა გაიმართა, რომელიც ოქმის გაფორმებით დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  დავითაშვილის თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა ვიზიტის მსვლელობისას ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტსა და უნგრეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ. უნგრეთის მხარეს თავმჯდომარეობდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მდივანი ტამაშ ვარგა. კომისიის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები შემდეგ სფეროებში: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, განათლება და მეცნიერება, კულტურა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სხვა. აღინიშნა, რომ 2021 წელს, პანდემიის მიუხედავად, საქართველო - უნგრეთის სავაჭრო ბრუნვა 12%-ით, ხოლო 2022 წლის 9 თვეში 17%-ით გაიზარდა. მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, 2022 წლის 9 თვის მონაცემებით ქართული პროდუქციის ექსპორტი უნგრეთის ბაზარზე 1.5-ჯერ გაიზარდა. „ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის წილის ზრდის ხელშეწყობა და ქართული კომპანიების მიერ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ამდენად, მისასალმებელია ქართული ექსპორტის ზრდა უნგრეთის ბაზარზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ტენდენცია ერთობლივი ნაბიჯებით არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ მნიშვნელოვნად გაიზრდება,“ - განაცხადა გენადი არველაძემ. კომისიის სხდომაზე ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოსა და უნგრეთს შორის საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობის ზრდაზე. კერძოდ, 2022 წელს ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაორმაგდა. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა და დადებითად შეაფასა საქართველოში უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის 10 წლიანი საქმიანობა. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, როგორც Wizz Air-ის მიერ ფრენების სიხშირეების გაზრდა და ასევე ახალი მარშრუტებისა და მიმართულებების დამატება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადების ზრდას და ტურისტული სფეროს განვითარებას საქართველოში. კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ მხარეებს შორის წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ უნგრეთის მხარემ შეთანხმების ტექსტი უკვე მიაწოდა ევროკომისიას შესაბამისი ავტორიზაციის მისაღებად, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს უახლოეს მომავალში ხელი მოეწეროს ხსენებულ შეთანხმებას. რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ ენერგეტიკის მიმართულებით თანამშრომლობაზე. მათ შორის განხილული იყო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რაზეც უნგრეთის მხარემ გამოხატა ინტერესი და გამოთქვა მზადყოფნა პროექტის რეალიზაციაში აქტიურ ჩართულობაზე. ვიზიტის მსვლელობისას ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტსა და უნგრეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ - წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი), რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა. 

სომალის დედაქალაქში ავტომობილის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ორი დანაღმული მანქანა აფეთქდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. თუმცა თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ქუჩაში ბევრი ცხედარია. სავარაუდოდ, დაიღუპნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრები. მედიის ცნობით, თავდასხმა იმავე გზაჯვარედინზე მოხდა, სადაც ხუთი წლის წინ მსგავსი ინციდენტის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აფეთქებები იმ ტერიტორიის მახლობლად მოხდა, სადაც სამთავრობო შენობებია განთავსებული, მათ შორის განათლების სამინისტრო. უწყების დაცვამ განაცხადა, რომ სულ მცირე 12 ცხედარი და 20-ზე მეტი დაშავებული დაინახა.  

ჰელოუინის დღესასწაულის დროს, სეულში 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, ჰელოუინის დღესასწაულის დროს ჭყლეტის გამო, გულის გაჩერების შემდეგ, თითქმის 50-ზე მეტ ადამიანს გულ-ფილტვის რეანიმაცია დასჭირდა. ჭყლეტა, სეულში სასტუმრო Hamilton-თან, იტხევონის რეგიონში მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში 81 ზარი შევიდა ადამიანებისგან, რომელთაც ინციდენტის შედეგად სუნთქვა უჭირდათ.  სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ-იოლმა ბრძანება გასცა, რომ დაშავებულებისთვის სასწრაფო დახმარება ოპერატიულად გაეწიათ.  განალება მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეულში ჭყლეტას 120 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 150 დაშავდა.  

თურქეთმა პირველი ელექტრომობილი გამოუშვა

რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით, თურქეთში პირველი ელექტრომობილის, Togg-ის პრეზენტაცია გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ბურსაში გემლიკის ქარხანას ეწვია, სადაც შიდა TOGG-ის ელექტრომობილის მასობრივი წარმოება იწყება.  თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ყოველწლიურად 175,000 ავტომობილის წარმოება იგეგმება. მისივე თქმით, საწარმო ათასობით ადამიანს დაასაქმებს. „TOGG-ი, როგორც პრესტიჟული თურქული ბრენდი, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის  გზებს დაამშვენებს“,  - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა. ერდოღანის თქმით, მოქალაქეებს Togg-ის ავტომობილების წინასწარ შეკვეთა 2023 წლის თებერვლიდან შეეძლებათ.

უკრაინის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე პრაქტიკულად ყველაფერი დანაღმულია - დენის მონასტირსკი

ახლახან გათავისუფლებული ტერიტორიები, ორჯერ უფრო მჭიდროდაა დანაღმული, ვიდრე კიევის ან ჩერნიგოვის რეგიონების დეოკუპირებული ნაწილი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ United News-ის ტელემარათონის ეთერში განაცხადა. „თუ ადრე შეგვეძლო საუბარი ლუგანსკის რეგიონში, დონეცკის ოლქში განაღმვის შესახებ, ახლა სამწუხაროდ, ჩვენ იძულებულნი ვართ ამ შემთხვევაში ვისაუბროთ რეალურად, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე. მართლაც, პრაქტიკულად ყველაფერი დანაღმულია. (ოკუპირებული ტერიტორიები - რედ.) თუ შევადარებთ კიევის ან ჩერნიგოვის რაიონებს, სხვა ტერიტორიები ოკუპანტებმა უფრო მჭიდროდ დანაღმეს. ეს, რა თქმა უნდა, განპირობებულია იმით, რომ მტერი იქ იმყოფება და ეს მეთოდი შემაკავებელია ჩვენი ჯარისკაცებისთვის“, - განაცხადა შსს-ს ხელმძღვანელმა. მან აღნიშნა, რომ განაღმვით ფაქტობრივად ორი სამსახურია დაკავებული - საგანგებო სიტუაციების სამსახური და პოლიცია. გასული თვეების განმავლობაში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა 250 ათასზე მეტი ასაფეთქებელი ნივთი აღმოაჩინეს, კიდევ 130 ათასი - პოლიციელებმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ერდოღანი: თურქეთი რუსული გაზის ევროპაში განაწილებას უზრუნველყოფს

ანკარა, „თურქული ნაკადის“ გაზსადენის გავლით, რუსული გაზის ევროპაში განაწილებას უზრუნველყოფს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ანკარაში მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წევრებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მანამდე, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის საკითხი განიხილეს, რომლის მეშვეობითაც, რუსეთის ფედერაცია გაზის ტრანზიტის „ჩრდილოეთის ნაკადიდან“ შავი ზღვის რეგიონში და თურქეთში გადატანას გეგმავდა.  ასევე წაიკითხეთ:  „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის  

ზელენსკი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლაზე: ახლა საჭიროა ძლიერი საერთაშორისო რეაქცია

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლაზე, მკაცრ საერთაშორისო რეაქციას ელოდება. კეროდ, გაეროსგან და G20-ის წევრებისგან.  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვი „მარცვლეულის შეთანხმებას“ ტოვებს „ახლა საჭროა მკაცრი საერთაშორისო რეაქცია, როგორც გაეროს, ისე სხვა დონეებზეც. მათ შორის „დიდი ოცეულის“ დონეზეც. როგორ უნდა იყოს რუსეთი G20-ის წევრი, როცა რამდენიმე კონტინენტზე „შიმშილის გამოწვევას“, მიზანმიმართულად ცდილობს. ეს ნონსენსია. რუსეთის ადგილი „დიდ ოცეულში“ არ არის“, - განაცხადა ზელენსკიმ. დმიტრო კულება მარცვლეულზე: მოვუწოდებ სახელმწიფოებს, მოსთხოვონ რუსეთს „შიმშილის თამაშების“ შეწყვეტა 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, დღეს სევასტოპოლში მომხდარ „ტერაქტს“ ასახელებს.  სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.   

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებში, ხელოვნური შიმშილის გამოწვევას ცდილობს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რომ მილიონობით აფრიკელი, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის მოსახლეობა „ხელოვნური შიმშილის“ ზღვარსა და ფასების კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვი „მარცვლეულის შეთანხმებას“ ტოვებს „რატომ ხდება ისე, რომ ზოგიერთ ადამიანს, სადღაც კრემლში, შეუძლია, გადაწყვიტოს, საკვები იქნება ეგვიპტეში ხალხის სუფრაზე თუ ბანგლადეშში? რა არის ეს? მსოფლიოს აქვს ძალა, დაიცვას ხალხი ამისგან", - განაცხადა ზელენსკიმ.  დმიტრო კულება მარცვლეულზე: მოვუწოდებ სახელმწიფოებს, მოსთხოვონ რუსეთს „შიმშილის თამაშების“ შეწყვეტა ზელენსკიმ, რუსეთის განცხადებას „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ, „საკმაოდ პროგნოზირებადი“ უწოდა.  „სინამდვილეში, ეს არ არის მათი ამჟამინდელი გადაწყვეტილება. რუსეთმა სასურსათო კრიზისის განზრახ გამწვავება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო, როცა უკრაინული სურსათით დატვირთული გემების მოძრაობა დაბლოკა. სექტემბრიდან დღემდე „მარცვლეულის დერეფანში“ 176 გემი დაგროვდა, რომლებიც მარშრუტს ვერ გადიან. ზოგიერთი მარცვლეულის გადამზიდავი სამ კვირაზე მეტია, პორტიდან გასვლას ელოდება. ეს არის რუსეთის მიერ განხორცილებული აბსოლუტურად შეგნებული ბლოკადა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.  29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ „ტერაქტს“ ასახელებს, როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე, დრონებით იერიში განხორციელდა.  სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.   

ცნობილია, ერთ კვირაში, რამდენი ირანული დრონი და რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა უკრაინამ

გასული კვირის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა 40-ზე მეტი ირანული დრონი, რუსული რაკეტების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ექვსი სამხედრო ვერტმფრენი და მტრის რამდენიმე თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.  „კვირის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა - შაბათიდან შაბათის ჩათვლით - 40-ზე მეტი ირანული დრონი, რუსული რაკეტების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ოკუპანტების ექვსი სამხედრო ვერტმფრენი, რამდენიმე თვითმფრინავი ჩამოაგდეს... ეს არის ასობით გადარჩენილი უკრაინელის სიცოცხლე. ათობით შემონახული კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ერმაკი: ქვეყანა, რომელსაც გლობალური შიმშილის პროვოცირება სურს, G20-ში არ უნდა იყოს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის შესახებ მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ისინი გლობალური შიმშილის პროვოცირებას ცდილობენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვი „მარცვლეულის შეთანხმებას“ ტოვებს ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა Telegram-ზე დაწერა, იუწყება Ukrinform. „რუსეთი ცდილობს გლობალური შიმშილის პროვოცირებას. ამ ქვეყანას ადგილი არ აქვს G20-ში", - განაცხადა იერმაკმა. დმიტრო კულება მარცვლეულზე: მოვუწოდებ სახელმწიფოებს, მოსთხოვონ რუსეთს „შიმშილის თამაშების“ შეწყვეტა 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ „ტერაქტს“ ასახელებს, როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე, დრონებით იერიში განხორციელდა.  სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.   

რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა თავისი უდიდესი სამხედრო ოლქის მეთაური თანამდებობიდან გადააყენა

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი თანამდებობიდან გადააყენეს. მისივე ინფორმაციით, ლაპინის გადაყენებისკენ ვლადიმერ პუტინს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და „ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მფლობელი ევგენი პრიგოჟინი მოუწოდებდნენ. როგორც რუსული წყაროები იტყობინებიან კადიროვი გენერალ-პოლკოვნიკს ლიმანის „ჩაბარებისთვის“ და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჩრდილოეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების გარღვევისთვის აკრიტიკებდა. წყარო  

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ავრცელებენ. მომხდარზე სხვა ცნობები არ ვრცელდება. რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში 23 ქართველი მებრძოლია გარდაცვლილი.

უკრაინა: ხერსონის რეგიონში ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი განადგურებულია

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, სამხედროებმა ხერსონის რეგიონში ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს. ამის შესახებ Ukrinform-ის ცნობით, ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა სერჰი ბრაჩუკმა განაცხადა. „კიდევ ერთი განადგურებული საბრძოლო მასალის საცავი. სკადოვსკის ოლქი. ბოლო ორი დღის განმავლობაში უკვე რვა არსენალი“,  განაცხადა ბრაჩუკმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა სასურსათო კრიზისის განზრახ გამწვავება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა სასურსათო კრიზისის განზრახ გამწვავება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარცვლეულის ზოგიერთი გადამზიდავი, სამ კვირაზე მეტია, იცდის. „რუსეთიდან საკმაოდ პროგნოზირებადი განცხადება მოვისმინეთ - ისინი საბოლოოდ აუქმებენ „მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივას“. სინამდვილეში, ეს მათი დღევანდელი გადაწყვეტილება არ არის. რუსეთმა სასურსათო კრიზისის განზრახ გამწვავება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო, როცა ჩვენი საკვებით დატვირთული გემების მოძრაობა დაბლოკა. სექტემბრიდან დღემდე, „მარცვლეულის დერეფანში“ უკვე დაგროვდა 176 ხომალდი, რომლებიც მარშრუტს ვერ მიჰყვებიან. მარცვლეულის ზოგიერთი გადამზიდავი, სამ კვირაზე მეტია, იცდის. ეს არის აბსოლუტურად მიზანმიმართული ბლოკადა რუსეთის მხრიდან. ეს არის რუსეთის აბსოლუტურად გამჭვირვალე განზრახვა, დააბრუნოს ფართომასშტაბიანი შიმშილის საფრთხე აფრიკასა და აზიაში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ „ტერაქტს“ ასახელებს, როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე, დრონებით იერიში განხორციელდა.  22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.     

უკრაინამ მარტის შემდეგ, ტყვეობიდან 1000-ზე მეტი ადამიანი დაიბრუნა

მარტიდან, უკრაინულმა მხარემ რუსული ტყვეობიდან 1 000-ზე მეტი ადამიანის დაბრუნება მოახერხა, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. „მადლობა მთელ გუნდს ამ შედეგისთვის! დღეს კიდევ 52 ადამიანი დაბრუნდა რუსული ტყვეობიდან: უკრაინის 50 დამცველი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე. კერძოდ, ეროვნული გვარდიის, საზღვაო, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები, მესაზღვრეები, მეზღვაურები, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაცვისას, ეროვნული გვარდიის ტყვედ ჩავარდნილი წარმომადგენელი, პენსიონერი, რომელიც ადრე მუშაობდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში და რომელიც ბუჩაში ოკუპანტებმა დაატყვევეს, დღეს სახლში დაბრუნდა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

სამხრეთ კორეაში ხუთ ნოემბრამდე გლოვა გამოცხადდა

სამხრეთ კორეაში, ჰელოუინის აღნიშვნის დროს მომხდარი მასობრივი ჭყლეტის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რის გამოც დღეიდან 5 ნოემბრამდე, გლოვა გამოცხადდა, - ამის შესახებ CNN იუწყება. სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ სულ მცირე 3580 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის შესახებ მიიღო ინფორმაცია. შეგახსენებთ, სეულში, მასობრივი ჭყლეტის შემდეგ, 151 ადამიანი დაიღუპა და 82 დაშავდა. დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის 19 მოქალაქეა.