ძებნის რეზულტატი:
NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში საერთაშორისო კურსი ჩატარდა
NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა (IOCT) საერთაშორისო კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კურსი, რომელშიც ხუთი ქვეყნის 14 წარმომადგენელი მონაწილეობდა, ორ ფაზად ჩატარდა. თეორიულ ნაწილში მსმენელები დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქციებსა და მოვალეობებს, ასევე ოპერატიული გარემოს ცვლადებსა და მოქმედების შემდგომი მიმოხილვის ჩატარების მეთოდებს გაეცნენ. პრაქტიკული ფაზა სამხედროებმა ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს, სადაც კურსანტებს შესაძლებლობა მიეცათ, საწვრთნელი ხაზები მოეწყოთ და ოცეულის ზომის რეალურ ქვედანაყოფზე დაკვირვება განეხორციელებინათ. ხუთდღიან სწავლებას ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად ლიეტუველი ოფიცრები უძღვებოდნენ. მსმენელებს კურსის გავლა NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ მიულოცა და წარმატებები უსურვა. JTEC-ში ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის ძალები ხერსონში, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრებს იძულებით ასახლებენ
ე.წ. „ევაკუაციის“ ფარგლებში, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ხერსონის 90-ე სასჯელაღსრულების კოლონიიდან პატიმრები გაიყვანეს, რათა იქ თავისი სამხედრო ბაზა მოაწყონ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთმა იძულებით გადაასახლა პატიმრები ხერსონის დაწესებულებიდან და მას თავისი სამხედრო პერსონალისა და აღჭურვილობის განსათავსებლად იყენებს. უკრაინის არმიამ ასევე დააფიქსირა, რომ ხერსონის ოლქში, კალანჩაკში რუსეთის ეროვნული გვარდიის ასამდე წარმომადგენელი ჩავიდა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოდან. გენშტაბის ცნობით, რუსეთი სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიას პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის განსათავსებლად იყენებს. გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერი ცდილობს, შეინარჩუნოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, ყურადღებას ამახვილებს გარკვეული მიმართულებით თავდაცვის ძალების მოქმედებების ჩაშლის მცდელობებზე და ბახმუტისა და ავდიივკის მიმართულებით შეტევით ოპერაციებს ახორციელებს.
ბლინკენი რუსეთის გადაწყვეტილებაზე: ეს არის განცხადება, რომ ადამიანებმა მთელ მსოფლიოში უფრო მეტი უნდა გადაიხადონ საკვებისთვის ან იშიმშილონ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, გაეროს შუამავლობით გაფორმებული მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლით, მოსკოვი ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებას ცდილობს. „რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც მარცვლეულის კრიტიკულად მნიშვნელოვან ექსპორტს აფერხებს, არის განცხადება, რომ ადამიანებმა და ოჯახებმა მთელ მსოფლიოში საკვებისთვის მეტი უნდა გადაიხადონ, ან იშიმშილონ“, - განაცხადა ბლინკენმა Reuters-ის ცნობით. ზელენსკის თქმით, რუსეთმა სასურსათო კრიზისის განზრახ გამწვავება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი. დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება ედებათ ბრალად. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 2 პირი: 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ვ. და 1993 წელს დაბადებული ჯ.დ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამავე დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით არის დაკავებული 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.კ. პოლიციამ, ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 5 ვაზნა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული ს.ი., ახალქალაქში დააკავეს. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ს.ი.-ს საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 186 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. 1980 წელს დაბადებული ჯ.ვ. კი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დააკავებული. სამართალდამცველებმა სიღნაღში, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს. რაც შეეხება, 1989 წელს დაბადებულ კ.ხ.-ს, იგი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარება ედება. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა რევოლვერი და 22 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ევროკავშირი: რუსეთის გადაწყვეტილება სასურსათო კრიზისის მოგვარებას საფრთხეს უქმნის
ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთს, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერების გადაწყვეტილება გააუქმოს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა Twitter-ზე დაწერა. ევროკავშირის შეფასებით, რუსეთის გადაწყვეტილება სასურსათო კრიზისის მოგვარებას საფრთხეს უქმნის. ენტონი ბლინკენი: რუსეთი პირდაპირი აცხადებს, რომ ადამიანები მთელ მსოფლიოში შიმშილით უნდა დაიხოცონ „რუსეთის გადაწყვეტილება, შეაჩეროს თავისი მონაწილეობა შავი ზღვის განბლოკვის შესახებ შეთანხმებაში, საფრთხეს უქმნის მარცვლეულისა და სასუქების ძირითად საექსპორტო გზას ომის შედეგად გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს გადაწყვეტილება", - წერს ბორელი. ზელენსკის თქმით, რუსეთმა სასურსათო კრიზისის განზრახ გამწვავება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ კიევმა თავდასხმა დიდი ბრიტანეთის დახმარებით მოაწყო, რასაც უკრაინა და დიდი ბრიტანეთი უარყოფენ. 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
რატომ გზავნის ევროკავშირი სადამკვირვებლო ექსპერტებს სომხეთში
წყარო -EUMM (ევროკავშირის მონიტორინგის მისია) Europetime უცვლელად გთავაზობთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ მომზადებულ მასალას. კითხვები და პასუხები სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან საერთაშორისო საზღვრის სომხურ მხარეს, სადამკვირვებლო ექსპერტების გაგზავნის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, 20 ოქტომბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი სომხეთში ამოქმედდა. _რატომ აგზავნის ევროკავშირი სადამკვირვებლო პოტენციალს სომხეთში? ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი პასუხობს პრეზიდენტ ალიევს, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს და ევროსაბჭოს პრეზიდენტ მიშელს შორის ოთხმხრივ შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებას. გადაწყვეტილება ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალის შექმნის შესახებ, უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის შეთავაზებით საგარეო საქმეთა საბჭოზე 17 ოქტომბერს მიიღეს. ევროკავშირის პირველი დამკვირვებლები ადგილზე ამოქმედდნენ 20 ოქტომბრიდან. მისიის მანდატია, დააკვირდეს ვითარებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო რეგიონებში, რათა მხარი დაუჭიროს ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენას და ევროკავშირს საშუალება მისცეს უკეთ დაეხმაროს სასაზღვრო კომისიების მუშაობას. _კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი სომხეთში? ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი სომხეთში შეასრულებს ორ ძირითად ამოცანას: 1) სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის აღდგენის მხარდაჭერა ორივე მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვაზე დაკვირვების გზით; 2) სამხედრო რესურსის კონფიგურაციის და ადგილზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განვითარებული მოვლენების შესახებ რეგულარული და სპეციალური ანგარიშგების მეშვეობით, ევროკავშირის გუნდი დააკვირდება ვითარებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო რეგიონებში. ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირს უკეთ დაეხმაროს ორი მხარის სასაზღვრო კომისიების მუშაობას. _კონკრეტულად სად განლაგდება ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი? პასუხისმგებლობის რაიონი იქნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის სომხური მხარე. _არის თუ არა ევროკავშირის მონიტორინგის პოტენციალი სამხედრო მისია? არა. განლაგდებიან მხოლოდ სამოქალაქო დამკვირვებლები. _რისგან შედგება ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი? იგი შედგება ევროკავშირის 40-მდე სამოქალაქო სადამკვირვებლო ექსპერტისგან, რომლებიც მივლინებულნი იქნებიან ორი თვის განმავლობაში. _განლაგდება თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო ასეთივე პოტენციალი აზერბაიჯანში? არა. ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი განლაგდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის სომხურ მხარეს. მთავარი მიზანია ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის მხარდაჭერა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვაზე დაკვირვების გზით. _რა იყო ტექნიკური შეფასების მისიის როლი, რომელიც სომხეთში 14 ოქტომბერს ჩავიდა? ევროკავშირის ექსპერტების ტექნიკური შეფასების მისია სომხეთში მიზნად ისახავდა მომზადებას ქვეყანაში ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალის განლაგებისთვის. მისი როლი იყო საჭირო ინფორმაციის შეგროვება, ადგილზე შეფასების ჩატარება და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან კავშირის დამყარება. _როგორია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალის განლაგებაში? ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალის სწრაფი განლაგების უზრუნველსაყოფად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან გაიგზავნნენ სადამკვირვებლო ექსპერტები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დგამს სამოქმედო ნაბიჯებს ისე, რომ ამან არ იქონიოს გავლენა მის სადამკვირვებლო შესაძლებლობებზე საქართველოში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს თავის საქმიანობას საქართველოში ყველა საოპერაციო მიმართულებით. ეს მოიცავს 24/7, წელიწადში 365 დღე დაკვირვებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, რათა უზრუნველყოს სტაბილურობა საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თავისი მანდატის სრულად შესრულების ერთგული რჩება. _რას დააკვირდება ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის? სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი ანგარიშგებას მოახდენს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრისპირა რეგიონებში სამხედრო რესურსის კონფიგურაციასა და ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ. ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირს უკეთ დაეხმაროს ორი მხარის სასაზღვრო კომისიების მუშაობას. ევროკავშირის დამკვირვებლები ასევე დააკვირდებიან ორ ქვეყანას შორის საზღვრის გასწვრივ მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მოვლენებს. მათ არ ექნებათ საგამოძიებო როლი. _გააკეთებს თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი დასკვნებს იმის შესახებ, თუ რომელმა მხარემ დაიწყო ესკალაცია 13 სექტემბერს და გასცემს თუ არა რეკომენდაციებს შემდგომი ესკალაციების თავიდან ასაცილებლად საჭირო ნაბიჯების შესახებ? ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებსა და სამსახურებს მოახსენებს ორ ქვეყნას შორის საზღვრის გასწვრივ დაკვირვების შესახებ. ის არ განახორციელებს თვითნებურ მოქმედებას და არ გამოიტანს პოლიტიკური ხასიათის დასკვნებს თავისი დაკვირვების საფუძველზე. _თანამშრომლობენ თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი და ეუთოს შეფასების მისია? ეს არის ორი განცალკევებული მისია ორი განსხვავებული მანდატით. ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალს კავშირი ექნება ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის ეუთოსთან. ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალსა და ეუთოს მიერ განლაგებულ ძალისხმევას შორის საქმიანობის დუბლირება არ არის. _არის თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი ერთადერთი საშუალება, რომლითაც ევროკავშირი მხარს უჭერს დეესკალაციას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის? სომხეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმების საფუძველზე, ევროკავშირი მჭიდროდ არის ჩართული ორივე მხარეს შორის სამშვიდობო პროცესის წარმართვაში. დღევანდელი მდგომარეობით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გასულ წელს ბრიუსელში უმასპინძლა ლიდერთა ოთხ სამმხრივ შეხვედრას სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის. პირველი მათგანი შედგა 2021 წლის 14 დეკემბერს, რომლსაც მოჰყვა აზერბაიჯანის მიერ 10 სომეხი პატიმრის გათავისუფლება და შეთანხმებები სამშვიდობო პროცესის მიმართულებით მუშაობის გზაზე. შემდგომი შეხვედრები გაიმართა 2022 წლის 6 აპრილს, 2022 წლის 22 მაისს და 2022 წლის 31 აგვისტოს. კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში/ვიცე პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი ასევე ჩართული იყო ორივე მხარის საგარეო საქმეთა მინისტრებთან რეგულარული კონტაქტის მეშვეობით. ასევე გაიმართა შეხვედრები სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივან გრიგორიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველ გაჯიევს შორის, რომლებსაც ბრიუსელში უმასპინძლეს ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა კლაარმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მრჩეველმა გრონომ. ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ კლაარს ასევე ჰქონდა ხშირი კონსულტაციები ორივე მხარის ხელმძღვანელობასთან, მისი მანდატის და უმაღლესი წარმომადგენლის/ვიცე პრეზიდენტ ბორელისგან მიღებული დავალების შესაბამისად.
New York Times-ი: უკრაინამ სამხრეთში საარტილერიო უპირატესობა მოიპოვა
გამოცემა New York Times-ის ცნობით, უკრაინა სამხრეთში, ფრონტის ხაზზე საარტილერიო უპირატესობას დასავლური იარაღის საშუალებით აღწევს. მისივე თანახმად, მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტებით და საარტილერიო ჭურვებით, უკრაინამ თავისი სამხედრო არსენალის დიაპაზონი და სიზუსტე გააძლიერა. ეს არის იარაღის კლასი, რომელიც დიდწილად აკლია რუსეთის არსენალს. New York Times-ის ცნობით, უკრაინის მზარდმა უპირატესობამ არტილერიაში, კიევს სამხრეთში, სტრატეგიულ საპორტო ქალაქ ხერსონისკენ პროგრესის საშუალება მისცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დმიტრო კულება: რუსეთი დიდი ხანია, „შიმშილის თამაშების" განახლებას გეგმავს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თვლის, რომ რუსეთი დიდი ხანია, გეგმავს, ძირი გამოუთხაროს „მარცვლეულის შეთანხმების“ და ახლა თავისი ნაბიჯის გამართლებას ცდილობს. ამის შესახებ კულება Twitter-ზე წერს. „ყალბი საბაბით მარცვლეულის გარიგებაში მონაწილეობის შეწყვეტით, რუსეთი ბლოკავს 2 მილიონ ტონა მარცვლეულს 176 გემზე უკვე ზღვაში - ეს საკმარისი იქნებოდა 7 მილიონზე მეტი ადამიანის გამოსაკვებად. რუსეთმა ეს წინასწარ დაგეგმა“, - დაწერა კულებამ. ენტონი ბლინკენი: რუსეთი პირდაპირი აცხადებს, რომ ადამიანები მთელ მსოფლიოში შიმშილით უნდა დაიხოცონ 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
უკრაინული მედიის ცნობით, დრონების თავდასხმამ შავ ზღვაში რუსეთის ფლოტის ფლაგმანი, „ადმირალი მაკაროვი“ დააზიანა
უკრაინული მედიის ცნობით, ჯგუფმა GeoConfirmed-მა, გამოაქვეყნა ვიდეოები, რომელშიც ნაჩვენებია, 29 ოქტომბერს როგორ ესხმიან დრონები თავს რუსეთის შავი ზღვის ფლოტს სევასტოპოლში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის საპორტო ქალაქში. შედეგად, მისივე თანახმად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სულ მცირე სამი ხომალდი, მათ შორის რუსული ფრეგატი (აფრებიანი, სამანძიანი, ერთგემბანიანი სამხედრო გემი) დაზიანდა. ოფიციალური წყაროებით ეს ცნობები არ დასტურდება. 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინა სევასტოპოლში ცხრა თვითმფრინავის გაგზავნაში დაადანაშაულა. უკრაინის მთავრობას სავარაუდო თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ბაღდადში აფეთქების შედეგად, ათი ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი, დაიჭრა
ერაყში, ბაღდადში აფეთქების შედეგად, ათი ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი, დაიჭრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აფეთქება ავტოფარეხში, საფეხბურთო სტადიონთან და კაფესთან მოხდა, როდესაც მანქანაზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
სომალიში აფეთქებას 100 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ორი აფეთქების შედეგად, 100 ადამიანი დაიღუპა, ამის შესახებ პრეზიდენტმა ჰასან შეიხ მოჰამუდმა განაცხადა. ის თავდასხმაში ალ-შაბაბის შეიარაღებულ დაჯგუფებას ადანაშაულებს. სომალის დედაქალაქში ავტომობილის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა BBC წერს, რომ ალ-ქაიდას ფილიალი ალ-შაბაბი სომალის ფედერალურ მთავრობასთან ხანგრძლივ კონფლიქტშია ჩართული.
ჩინეთმა ორბიტაზე ახალი თანამგზავრი გაუშვა
ჩინეთმა ორბიტაზე ახალი თანამგზავრი გაუშვა და განაცხადა, რომ ის ძირითადად გამოყენებული იქნება ახალი ტექნოლოგიების ტესტირებისთვის. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. სატელიტი (Shiyan-20 C) 29 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით, 9:01 საათზე (0101 GMT), ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთით მდებარე ცენტრ Jiuquan-დან გაუშვეს. კოსმოსური ხომალდი ახალი ტექნოლოგიების ტესტირებას უზრუნველყოფს, მაგალითად, როგორიცაა, კოსმოსური გარემოს მონიტორინგი.
კიევი: რუსეთის ერთადერთი რეალისტური წინადადება, უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანა უნდა იყოს
რუსეთის ერთადერთი რეალისტური წინადადება უნდა იყოს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანა. შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ გააკეთა სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი მზადაა, დასავლეთთან მოლაპარაკებებისთვის. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვისაც ნამდვილად სურს მოლაპარაკებების დაწყება, არ ანადგურებს ქვეყნის ენერგოსისტემას, რომ ზამთარში მოსახლეობა გაიყინოს, არ ბომბავს საცხოვრებელ ტერიტორიებს, არ აცხადებს მობილიზაციას, არ ბლოკავს მარცვლეულის ექსპორტს და არ აყენებს ულტიმატუმებს. მისი თქმით, უკრაინული მხარე მადლობას უხდის საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც უკრაინის მხარდამხარ დგანან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. „მხოლოდ ერთობლივი მტკიცე ძალისხმევით არის შესაძლებელი რუსეთის შეჩერება, რომელიც საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ევროპის, არამედ, მსოფლიოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყებამ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, თუ დასავლეთი „სრულიად გაითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს“ და მისი უსაფრთხოების საკითხებს, ასევე, „შეთავაზებს სერიოზულ მიდგომებს, რომლებიც ხელს შეუწყობს დაძაბულობის განმუხტვას“. იტყობინება რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი Ria Novost-ი.
თბილისში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
1989 წელს დაბადებული ტ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს -1996 წელს დაბადებულ თ.ხ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტ.ძ. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს.პოლიციამ, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა - ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იტალია უკრაინას M270 ტიპის მრავალჯერად სარაკეტო სისტემას და თვითმავალ ჰაუბიცებს აწვდის - მედია
მარიო დრაგის მთავრობამ უკრაინას მძიმე იარაღის მნიშვნელოვანი პარტია გამოუყო. La Repubblica იუწყება, რომ იტალიის უკვე ყოფილი პრემიერის მიერ მოწონებული სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავდა ორ M270 ტიპის მრავალჯერად სარაკეტო სისტემას, ექვს 155 მმ PzH 2000 ტიპის თვითმავალ ჰაუბიცას, 20-დან 30 ერთეულ 155 მმ-იან მოდერნიზებულ M109L ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს და ათობით M113 ტიპის ჯავშანმანქანას. შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს, მარიო დრაგის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომლის დეტალები არ გახმაურებულა. იტალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
Bayraktar-ის მწარმოებელს შეუძლია, უკრაინას ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს - უკრაინული მედია
Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰალუკ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის დრონები მალე შეძლებენ დაუპირისპირდნენ ირანული წარმოების კამიკაძე თვითმფრინავებს, რომლებსაც რუსეთი იყენებს უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმისთვის, საჰაერო-ჰაერი რაკეტების გამოყენებით. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მისივე თქმით, თურქულ სააგენტის, რაკეტების მწარმოებელ გიგანტ Roketsan-სა და Baykar-ს შორის კონტრაქტს მოეწერა ხელი, რომელიც საჰაერო თავდაცვის რაკეტების ინტეგრირებას გულისხმობს. შეგახსენებთ, თურქული კომპანია "ბაირაქტარი", უკრაინაში ქარხნის მშენებლობის დასრულებას 2 წელიწადში აპირებს.
Bloomberg: უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით, თურქეთი რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის მიწოდების განახლებასთან დაკავშირებით, ანკარამ მოსკოვთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. იტყობინება Bloomberg თურქეთის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. მისი თქმით, ოპტიმიზმის საფუძველი ჯერ კიდევ არსებობს. უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, 218 სატვირთო ხომალდი რუსეთის მიერ შეთანხმებიდან მოულოდნელი გასვლის გამო, ახლა გაჩერებულია. 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
ახალი ავიაკომპანია თბილისი-ერევნის რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთმა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება. სომხეთის ეროვნულმა ავიახაზებმა - Fly Arna-მ ერევანი-თბილისის მიმართულებით დღეს პირველი რეისი შეასრულა, რომლითაც 167 მგზავრი ჩამოფრინდა. თბილისიდან ერევანში კი 110 ადამიანი გაემგზავრა. ავიაკომპანია თბილისი-ერევნის მიმართულებით რეისებს კვირაში სამი სიხშირით, სამშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს.
რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის ჟურნალისტი საიდუმლოდ დაკრძალეს - ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) აცნობა რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის ჟურნალისტის რეზა ჰაღიღათნეჯადის ოჯახს, რომ გარდაცვლილი ჟურნალისტის ცხედარი ირანის ქალაქ შირაზის მახლობლად დაკრძალეს. 30 ოქტომბერს რადიო თავისუფლების ირანულმა სამსახურმა ტვიტერში გამოაქვეყნა ჟურნალისტი სავარაუდო დაკრძალვის ადგილის ფოტო, რომელიც IRGC-მა რეზა ჰაღიღათნეჯადის მამას გაუგზავნა. ჟურნალისტი რეზა ჰაღიღათნეჯადის ოჯახს არ მიეცა უფლება ენახა გარდაცვლილის ცხედარი და მონაწილეობა მიეღო მის დაკრძალვაში. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღშფოთება გამოხატა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის გარდაცვლილი ჟურნალისტის, რეზა ჰაღიღათნეჯადის ცხედრის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ გატაცების შესახებ ცნობის გამო და მოუწოდა ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადასცეს ჟურნალისტის ცხედარი ოჯახს. 45 წლის რეზა ჰაღიღათნეჯადი 17 ოქტომბერს გარდაიცვალა ბერლინის საავადმყოფო „შარიტეში“, მისი ცხედარი დასაკრძალად 25 ოქტომბერს გადაასვენეს ირანში, მაგრამ ისლამურ რესპუბლიკაში ცხედარი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამ ფონზე გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ცხედარი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის აგენტებმა დაუდგენელი მიმართულებით წაიღეს. 27 ოქტომბერს რეზას დედამ, ბეიჰუმჯან რაისიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მისი ვაჟის ცხედარი ირანის სპეცსამსახურების ჯაშუშებმა გაიტაცეს. წყარო - რადიო თავისუფლება
ინდოეთში ხიდის ჩამონგრევას სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა
სულ მცირე 68 ადამიანი დაიღუპა კვირას, დასავლეთ ინდოეთის შტატ გუჯარატში საფეხმავლო ხიდის ჩამონგრევის შედეგად. ოფიციალური პირების თქმით, ასობით ადამიანი წყალში ჩავარდა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კვირას საღამოს ჩამონგრევის დროს, საფეხმავლო ხიდზე 400-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ, რომელიც სამდღიანი ვიზიტით იმყოფება მშობლიურ შტატ გუჯარატში, თქვა, რომ მან დაავალა შტატის მთავარ მინისტრს, სასწრაფოდ მოხდეს ჯგუფები სამაშველო ოპერაციისთვის. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ 50 საზღვაო და საჰაერო ძალების პერსონალი გამოიძახეს, რათა მაშველებს დაკარგული ადამიანების ძებნაში დაეხმარონ.