ძებნის რეზულტატი:

არასამთავრობოები: მთავრობამ უნდა მიიღოს დადგენილება სენაკის არალეგიტიმური საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ

სენაკის მუნიციპალიტეტის არალეგიტიმური საკრებულო აგრძელებს კანონის დარღვევით საქმიანობას - საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს დადგენილება საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა შემოიღოს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციები: „სამართლიანი არჩევნები", „ახალგარდა იურისტთა ასოციაცია“ და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სენაკის საკრებულო, კანონის მიხედვით, არაუფლებამოსილია და ახალი საკრებულოს არჩევამდე, სენაკის მუნიციპალიტეტი კანონიერი წარმომადგენლობითი ორგანოს გარეშეა დარჩენილი. „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გრძელდება კანონის უხეში დარღვევა, კერძოდ, არაუფლებამოსილმა საკრებულომ 25 ოქტომბერს თავმჯდომარე აირჩია. სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი შეიქმნა იმის გამო, რომ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მმართველმა პარტიამ, რომელმაც უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ფაქტობრივი ბოიკოტი გამოაცხადა, რამაც შეუძლებელი გახადა კვორუმის შედგენა და სენაკში დაიწყო „პროცედურული ომი“. საკრებულო ზედიზედ ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ შეიკრიბა. 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შედეგად, სენაკის 33-წევრიან საკრებულოში 16 მანდატი ეკუთვნოდა ,,ქართულ ოცნებას”, 13 - ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 4 კი პოლიტიკურ პარტიას ,,საქართველოსთვის“. შესაბამისად, სენაკი იყო ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც უმრავლესობას ოპოზიცია ფლობდა. საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გამოვლინდა არაერთი პრობლემა. კერძოდ, პარტიის „საქართველოსთვის“ პროპორციული სიით არჩეული წევრის გასვლის გამო, მმართველი ძალისა და ოპოზიციის მხარეს თანაბარი რაოდენობის, 16-16, მანდატი დარჩა. საკრებულოდან გასული წევრის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების დადასტურების შემთხვევაში, რაც საკრებულოს სხდომაზე უნდა მომხდარიყო, უმრავლესობა კვლავ ოპოზიციის მხარეს აღმოჩნდებოდა, რის გამოც, ,,ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა სხდომებში მონაწილეობაზე. მმართველი პარტიის წევრების გარეშე კი სხდომის გასამართად აუცილებელი კვორუმი ვერ დგებოდა. შედეგად, შეიქმნა კრიზისი და საკრებულო აღმოჩნდა პარალიზებული. მაისში ძალაში შევიდა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს გამოკლებული წევრის უფლებამონაცვლის უფლებამოსილების დადასტურებას საკრებულოს გადაწყვეტილება აღარ სჭირდება. კერძოდ: საარჩევნო კოდექსის 135-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი ადგილმონაცვლეობის ცნობის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან მე-14 დღიდან, რაც შესაბამის საკრებულოს ეცნობება.“ ამდენად, ოპოზიციას კვლავ გაუჩნდა შანსი, 17 მანდატით უმრავლესობა შეეკრიბა. თუმცა, მაისის მიწურულს მაჟორიტარმა წევრმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულო დატოვა, რასაც პარტია ზეწოლას უკავშირებს და ოპოზიციის მხარეს კლავ 16 მანდატი დარჩა. 17 დეკემბრის შემდეგ, საკრებულოს შეკრების არაერთი მცდელობა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სენაკის სასამართლოში მიმდინარეობდა დავა, 9-23 თებერვალს, კვორუმის არარსებობის პირობებში, ოპოზიციის მიერ გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესახებ. 2022 წლის 18 აგვისტოს სასამართლომ უკანონოდ ცნო საკრებულოს მიერ 9-23 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებები. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 142-ე მუხლის მიხედვით, საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, თუ ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება, რაც პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების სამართლებრივი საფუძველია. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. საარჩევნო კოდექსის 1541 მუხლის თანახმად, საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, ტარდება რიგგარეშე არჩევნები. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში შეუკრებლობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა კანონით დაკისრებული ვალდებულება და არ შემოიღო მუნიციპალიტეტში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მთავრობის წინააღმდეგ და მოითხოვა სენაკში დაგეგმილი შუალედური არჩევნების გაუქმება. სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს სარჩელი იმ მოტივით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა მიღებული დადგენილება. რის გამოც, საიამ მთავრობის წინააღმდეგ დავა წამოიწყო სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. კანონის პირდაპირი მითითების მიუხედავად, რომ მთავრობას შეეწყვიტა უფლებამოსილება სენაკის საკრებულოსთვის და დანიშნულიყო რიგგარეშე არჩევნები, დაინიშნა შუალედური არჩევნები ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად. ამან მმართველ პარტიას დამატებითი მანდატის მიღების შესაძლებლობა მისცა, რასაც საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა მოჰყვა. სენაკის საკრებულო, კანონის მიხედვით, არის არაუფლებამოსილი და ახალი საკრებულოს არჩევამდე, სენაკი მუნიციპალიტეტი კანონიერი წარმომადგენლობითი ორგანოს გარეშეა დარჩენილი. საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა - მიიღოს დადგენილება საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და შემოიღოს პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა, რაც დროებით განხორციელდება მთავრობის მიერ დანიშნული რწმუნებულის, კოლეგიური ორგანოს ან კანონის შესაბამისად განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, მანამ სანამ რიგგარეშე არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი.“,- ნათქვამია განცხადებაში. მას ხელს აწერს სამი ორგანიზაცია - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ (TI Georgia). განცხადება იხილეთ სრულად: https://bit.ly/3DIo9VN  

ფილიპინებს ქარიშხალი „ნალგა“ დაატყდა თავს, დაიღუპა სულ მცირე, 45 ადამიანი

ფილიპინების სამხრეთ პროვინციებს ძლიერი ტროპიკული ქარიშხალი „ნალგა“ დაატყდა თავს. BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილთა რიცხვმა 45-ს გადააჭარბა. უამინდობას ყველაზე დიდი მსხვერპლი მაგინდანაოს პროვინციაში, მინდანაოს კუნძულზე მოჰყვა. დაიტბორა ქალაქი კოტაბატო და მისი მიმდებარე ტერიტორიები.  

ირაკლი ღარიბაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება მომდევნო წლებში

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება მომდევნო წლებში, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. "გილოცავთ თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 99 წლისთავს. თურქეთსა და მის ხალხს კეთილდღეობას ვუსურვებ. მოხარული ვარ, რომ გვყავს ასეთი სანდო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება მომდევნო წლებში," - ნათქვამია მთავრობის მეთაურის მისალოც მიმართვაში.  

პროკურატურა რუსთავში, მცირეწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის 27 ოქტომბერს, რუსთავში, სამარშრუტო-სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა ისე დაძრა სატრანსპორტო საშუალება, რომ არ დარწმუნდა მანევრის უსაფრთხოდ განხორციელებაში და მცირეწლოვანს შეეჯახა, მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად სამი წლის ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში. პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.  

უკრაინული მედია: დროებით ანექსირებულ სევასტოპოლში აფეთქებების ხმა ისმის

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსების მიერ, დროებით ანექსირებულ სევასტოპოლში აფეთქებების ხმა ისმის. ოკუპანტები ისე ცუდად არიან მობილიზებული და აღჭურვილი - ზელენსკი „შავი ზღვის ფლოტის ხომალდები უპილოტო საფრენი აპარატების იერიშებს იგერიებენ. ქალაქში არც ერთი ობიექტი არ დაზარალებულა“, – ნათქვამია რუსული სახელისუფლებლო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, მიშა ყაფლანიშვილს დღეს დაკრძალავენ

ქაშუეთის ტაძარში, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის მიშა ყაფლანიშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს. მებრძოლს დღეს დაკრძალავენ. მიშა ყაფლანიშვილი 22-ე ქართველია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს შეეწირა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.    

მარნეულში, სავარაუდოდ, 10 წლის გოგოს გატაცება სცადეს

მარნეულში, სოფელ წერეთელში, სავარაუდოდ, 10 წლის გოგოს გატაცება სცადეს.„ტვპირველის“ ინფორმაციით, 10 წლის მოზარდის სავარაუდო გატაცების ფაქტი საჯარო სკოლასთან 4 დღის წინ მოხდა, როცა გოგო სკოლიდან შესვენებაზე მაღაზიაში გავიდა, მაღაზიიდან გამოსულს კი უცნობმა კაცმა მანქანა გაუჩერა და ტკბილეულით ცდილობდა, მოეტყუებინა, თითქოს მისმა მშობლებმა გაგზავნეს.მომხდარზე მიმდინარებს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.  

ერთ კვირაში, ხმელთაშუა ზღვაში მაშველებმა 400-მდე ადამიანი გადაარჩინეს

ერთი კვირის განმავლობაში, ხმელთაშუა ზღვაში, მალტას სანაპიროსთან, ხუთმა სამაშველო მისიამ 371 ადამიანი გადაარჩინა, - ამის შესახებ Euronews-ი წერს. გადარჩენილ მიგრანტთა შორის 3 ორსული ქალი და 55 ბავშვია.  საერთაშორისო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ საკმარისი არ გააკეთა იმ მიგრანტების დასახმარებლად, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში დახრჩობის რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.  

კა­ხეთ­ში, დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

კა­ხეთ­ში, დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული კაცის ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს ადვოკატები ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან მისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. სახელმწიფო ბრალდებამ კი პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.  რაც შეეხება ბრალდებულს, პროცესზე მან განმარტა, რომ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, მომხდარი არ ახსოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. უწყების ცნობით, ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.  

რთული სათქმელია, ვინ ან რა არის ვლადიმერ პუტინი - ზელენსკი

რთული სათქმელია, ვინ ან რა არის ვლადიმერ პუტინი, - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იელის უნივერსიტეტის მოსწავლეებსა და ლექტორებს მიმართა სიტყვით. ოკუპანტები ისე ცუდად არიან მობილიზებული და აღჭურვილი - ზელენსკი „პუტინი დღეს, ეს ადამიანების გარემოცვაა, სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა ბრენდ „პუტინის“ ქვეშ გაერთიანებული, რომლებიც დგამენ აგრესიულ ნაბიჯებს ერის გასანადგურებლად. ჩვენ არ ვართ მზად, აი ასე ავდგეთ და ვისაუბროთ პუტინთან, საერთო ჯამში კი ამ რეჟიმთან“, – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: ეს არ არის განზრახ დანაშაული

"დაცვის მხარე ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის მომავალში კვალიფიკაციის შეცვლაზე, რადგან ეს არ არის განზრახ დანაშაული", - კა­ხეთ­ში, დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულის ადვოკატმა განაცხადა. კა­ხეთ­ში, დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა "დაცვის მხარე ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის მომავალში კვალიფიკაციის შეცვლაზე, რადგან ეს არ არის განზრახ დანაშაული. ამ ეტაპზე, გარკვეულ ნაწილადაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ეს არის გაუფრთხილებელი დანაშაული, რომლის ნიშნებიც იკვეთება ამ კუთხით. დაცვის მხარეც უკვე მომავალში გადაწყვეტს განაჩენების გასაჩივრების საკითხს" - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. უწყების ცნობით, ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.  

უკრაინა: ლუგანსკის ოლქის 3 დასახლებული პუნქტი გავათავისუფლეთ

ლუგანსკის ოლქის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგი გაიდაის თქმით, ლუგანსკის ოლქში საომარი მოქმედებები ისვე გრძელდება. მისივე თქმით, რთული ბუნებრივი პირობების მიუხედავად, უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს და 3 დასახლებული პუნქტი, რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. "მოვახერხეთ ოლქში 3 დასახლებული პუნქტის დეოკუპაცია ჯერჯერობით იქ შესვლა აკრძალულია, ვინაიდან ოკუპანტებმა ტერიტორია სრულად დანაღმეს, ასევე არ წყდება საჰაერო იერიშები. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში ამ ტერიტორიის სრული გაწმენდა მოხერხდება და მოსახლეობას საკუთარ სახლებში დაბრუნდება" - ამბობს გაიდაი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ნედ პრაისი: რუსეთი 2008 წელს შეიჭრა საქართველოში. მოსკოვი მეზობლების სუვერენიტეტს ნაკლებად სცემს პატივს

ვფიქრობ, მსოფლიომ იცის რუსეთის ისტორია, როდესაც საქმე ეხება მის მეზობლებსა და სამეზობლოს. რუსეთი 2008 წელს შეიჭრა საქართველოში და მისი ჯერ კიდევ მიმდინარე, სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად სცემს პატივს მეზობლების სუვერენიტეტს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. „არ ვაპირებ კონკრეტულად კომენტარს რუსეთის ფედერაციის ძალისხმევაზე, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ ორმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, რა მიდგომა ექნებათ ამ მოლაპარაკებების მიმართ. ვფიქრობ, მსოფლიომ იცის რუსეთის ისტორია, როდესაც საქმე ეხება მის მეზობლებსა და სამეზობლოს. რუსეთი 2008 წელს შეიჭრა საქართველოში და მისი ჯერ კიდევ მიმდინარე, სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად სცემს პატივს მეზობლების სუვერენიტეტს. ის არ არის სანდო, გრძელვადიანი პარტნიორი“, - განაცხადა პრაისმა.  

ფაშინიანი მზადაა, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლითაც რუსი სამხედროები მთიან ყარაბაღში 15-20 წლით დარჩებიან

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზადაა, 31 ოქტომბერს სოჭში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, მთიან ყარაბაღში რუს სამშვიდობოებს ყოფნის ვადა გაუხანგრძლივდებათ.  ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე, რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე ამის შესახებ მან მმართველი პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა.  „ოფიციალურად ვაცხადებ: მზად ვარ, ხელი მოვაწერო დოკუმენტს სოჭში და ვაღიარო, რომ რუსი სამშვიდობოების ყოფნა ყარაბაღში უპირობოდ და წინაპირობის გარეშე გაგრძელდება 10, 15, 20 წლით. მე ვთავაზობ, რომ რუსეთის პრეზიდენტს, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. ეს არის სამმხრივი დოკუმენტი და თუ რუსეთთან შევთანხმდით, ჩვენ ვიქნებით უმრავლესობაში“, - განაცხადა ფაშინიანმა. ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დაპირება იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელებმა უნდა დატოვონ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონა, ჯერ არ შესრულებულა. „ეს კითხვები უნდა დაისვას - რუსეთი მკაცრად იცავს თავის წინადადებებს თუ არა“, - განაცხადა ფაშინიანმა.  როგორც ცნობილია, ამ თვის ბოლოს ფაშინიანი სოჭში გაემგზავრება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად. 2020 წლის ნოემბერში სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ. შეთანხმების თანახმად, გადაწყდა რეგიონში რუსეთის ფედერაციის „სამშვიდობო კონტინგენტის“ განლაგება. აგვისტოში ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ შექმნილი ვითარებაზე, რუსეთის სამხედრო კონტინგენტთან დაკავშირებით სომხეთის საზოგადოებას კითხვები აქვს.  ალიევი აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ფორმატზე: თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვართ, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრა სოჭში 31 ოქტომბერს გაიმართება. რა გავლენა აქვს „პრაღის შეთანხმებას“ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და რა ახალი შესაძლებლობები იხსნება საქართველოსთვის  

სლოვენიამ უკრაინას 28 ერთეული M-55S-ის ტიპის ტანკი გადასცა

სლოვენიამ უკრაინას, იარაღის მეორე დიდი პარტია გაუგზავნა და კიევს 28 ერთეული M-55S-ის ტიპის ტანკი გადასცა. სლოვენიის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ტანკები, რომელთა უზრუნველსაყოფად გერმანიასთან ხელშეკრულება დაიდო, წარმატებით გადაიტანეს უკრაინაში. „ეს ტანკები სლოვენიის არმიის რეზერვში იყო და ახლა ისინი გააძლიერებენ უკრაინის თავდაცვას“, - ნათქვამია სლოვენიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. სლოვენია უკრაინას, 28 ერთეულ M-55S-ის ტანკს, გერმანიიდან აღჭურვილობის მიღების სანაცვლოდ დაჰპირდა.  სლოვენიამ გერმანიისგან 35 მძიმე 8x8 სატვირთო მანქანა და ხუთი მძიმე 8x8 წყლის ავზი საშუალო ბატალიონის ჯგუფის შესაქმნელად მიიღი. გაცვლის ხელშეკრულებას პრემიერ-მინისტრმა რობერტ გოლობმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა სექტემბერში მოაწერეს ხელი. ეს არის სლოვენიის სამხედრო მხარდაჭერის მეორე მნიშვნელოვანი პარტია უკრაინისთვის. ივლისში სლოვენიამ უკრაინაში 35 ერთეული BVP M80A ამფიბიური ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნა. M-55S არის მოძველებული საბჭოთა T-55 ტანკის განახლებული მოდელი, რომელიც აღჭურვილია 105 მმ დამცავი იარაღით, აქტიური ჯავშნით და გაუმჯობესებული ცეცხლის მართვის სისტემით.  

ომბუდსმენის აპარატი: ბავშვების მიმართ სავარაუდო, დანაშაულებრივი ქმედებების 5 შემთხვევას ვსწავლობთ

სახალხო დამცველი ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების 5 შემთხვევას სწავლობს. ამის შესახებ ინფორმაციას სახლახო დამცველის აპარატი ავრცელებს. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე. ინფორმაციის მიხედვით, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უცხო პირები სასწავლო დაწესებულებებთან თუ საჯარო სივრცეებში სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებას და მათთან ერთად სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე დაყოლიებას. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სახალხო დამცველი უკვე სწავლობს მსგავს ხუთ სავარაუდო შემთხვევას, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ საზოგადოების ინფორმირებას ამ საკითხზე; ამასთან, მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს - განახორციელონ პროაქტიული და კოორდინირებული ქმედებები. ამ პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ: ბაღებში, სკოლებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდეს უცხო პირთა გადადგილების მკაცრი კონტროლი. ხოლო, ბავშვებისთვის საფრთხის, ან საფრთხის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებელმა პირებმა დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მშობლებსა და სამართალდამცავ უწყებებს; საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ბავშვებს და მშობლებს მიაწოდონ ინფორმაცია, თუ როგორ იმოქმედონ მსგავს სიტუაციებში, საფრთხისგან თავის არიდების რა მექანიზმები არსებობს და ვის უნდა დაუკავშირდნენ; საზოგადოებამ მსგავსი ფაქტების შემჩნევის შემთხვევაში გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დროულად მიმართოს სამართალდამცავებს, მათ შორის, დააფიქსიროს შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში „112-ში“. სახალხო დამცველი სავარაუდო შემთხვევებზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას შეისწავლის და თითოეულ შემთხვევაზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგიარების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს შეაფასებს. საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში მიმართონ საქართველოს სახალხო დამცველს ცხელ ხაზზე - 1481“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი, ევროკავშირში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეთანხმებას ხელს მოაწერენ - ლევან დავითაშვილი

საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთის და რუმინეთის წარმომადგენლები ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეთანხმებას მალე მიაღწევენ. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.  „უახლოეს მომავალში მიღწეული იქნება შეთანხმება საქართველოს, რუმინეთს, უნგრეთსა და აზერბაიჯანს შორის, რათა ოთხივე ქვეყანამ ერთდროულად განახორციელოს ეს პროექტი, რადგან ეს არის რამდენიმე მილიარდი ინვესტიცია და ამავდროულად საშუალებას მისცემს საქართველოს, ევროკავშირის ენერგეტიკულ სტრუქტურებს პირდაპირ დაუკავშირდეს“, - განაცხადა დავითაშვილმა.  აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გასულ კვირას საქართველოში სამუშაო ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ბაქო, საქართველოს გავლით საერთაშორისო ბაზრებზე 157 გეგავატი ელექტროენერგიის მიწოდებას აპირებს.  ერთი კვირით ადრე თბილისს აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი ეწვია. დავითაშვილთან შეხვედრაზე მან განიხილა შავი ზღვის ქვეშ ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანის შესაძლებლობა. პროექტი, რომელსაც საქართველო და აზერბაიჯანი, რუმინეთისა და უნგრეთის მონაწილეობით განახორციელებს.  ერთი დღით ადრე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, ბუდაპეშტში ირაკლი ღარიბაშვილთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ უნგრეთს სჭირდება ელექტროენერგიის შეძენა აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით.  

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, 52 უკრაინელი სახლში დაბრუნდა

ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად 52 უკრაინელი სახლში დაბრუნდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა „ტელეგრამზე“ დაწერა. უკრაინა: ლუგანსკის ოლქის 3 დასახლებული პუნქტი გავათავისუფლეთ "დავიბრუნეთ უკრაინის ეროვნული გვარდიის 12 მებრძოლი, ორი "აზოველის" ჩათვლით, საზღვაო ძალების 18 მებრძოლი. არ წყდება ძალისხმევა პრეზიდენტის დავალების შესასრულებლად, რომელიც ყველა უკრაინელის სახლში დაბრუნებას ითვალისწინებს“, - განაცხადა ერმაკმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინის საჰაერო ძალები: რუსული „ისკანდერ-K“ ტიპის რაკეტა ჩამოვაგდეთ

უკრაინის აღმოსავლეთის საჰაერო სარდლობის ცნობით, საჰაერო ძალებმა საზენიტო-სარაკეტო სისტემის გამოყენებით მობილურმა ეკიპაჟმა აღმოაჩინა და ჩამოაგდო რუსული „ისკანდერ-K“ ტიპის რაკეტა, რომელიც ზაპოროჟიეს მიმართულებით მიფრინავდა. „ რუსეთის კიდევ ერთმა ფრთოსანმა რაკეტამ მიზანს ვერ მიაღწია. დღეს მოძრავმა MANPADS-ის ეკიპაჟმა აღმოაჩინა და ჩამოაგდო მტრის „ისკანდერ-K“ ტიპის რაკეტა, რომელიც ზაპოროჟიესკენ მიემერთებოდა", - ნათქვამია უკრაინის აღმოსავლეთის საჰაერო სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უკრაინის აღმოსავლეთის საჰაერო სარდლობის ცნობით, აფეთქების შედეგად რაკეტამ კურსი შეიცვალა და უკაცრიელ ადგილას დაეცა.  

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვი „მარცვლეულის შეთანხმებას“ ტოვებს

მოსკოვი, „მარცვლეულის შეთანხმებაში“მონაწილეობას, ანექსირებულ ყირიმში შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმის შემდეგ აჩერებს. ინფორმაციას  რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. NATO მოუწოდებს რუსეთს, განაახლოს „მარცვლეულის შეთანხმება“ და შავ ზღვაში აგრესიული ქმედებები შეწყვიტოს – სტოლტენბერგი უწყება თავდასხმაში „კიევის რეჟიმსა" და „დიდი ბრიტანეთის სპეციალისტებს" ადანაშაულებს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ითხოვს „ურთიერთობების განბლოკვას“, დაე, ჯერ შავი ზღვა განბლოკოს სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.