ძებნის რეზულტატი:
პუტინის თქმით, რუსეთს არ სჭირდება ბირთვული დარტყმა უკრაინაზე
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს არასოდეს უთქვამს, რომ აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას სადმე, მათ შორის უკრაინაში. პუტინის განცხადებით, რუსული სამხედრო დოქტრინა მოითხოვს მხოლოდ ბირთვული იარაღის თავდაცვითი მიზნებით გამოყენებას. პუტინმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს თავს დაესხმებიან. უკრაინაზე შესაძლო ბირთვული დარტყმის შესახებ კითხვას, პუტინმა უპასუხა, რომ „რუსეთს არ სჭირდება ბირთვული დარტყმა უკრაინაზე და ამაში არანაირი პოლიტიკური ან სამხედრო აზრი არ არსებობს“. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს შეგახსნებთ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს კრემლის ლიდერის მზადყოფნაზე, გამოიყენოს ბირთვული იარაღი ან ე.წ. „ბინძური ბომბი“ უკრაინის ტერიტორიაზე. სტოლტენბერგი: პუტინმა იცის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას სერიოზული შედეგები მოჰყვება, მზად ვართ, ვიმოქმედოთ თავის მხრივ, სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, პუტინი პირადად არის გაფრთხილებული შედეგებზე, თუ უკრაინასთან ომში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება. რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში და აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. კულება: რუსეთი ხშირად ადანაშაულებს სხვებს იმაში, რასაც თავად გეგმავს
მილანთან მდებარე სუპერმარკეტში კაცმა სულ მცირე ოთხი ადამიანი დაჭრა
ჩრდილოეთ იტალიაში, მილანის მახლობლად, სუპერმარკეტში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე ოთხი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს. დაშავებულებს შორის იყო არსენალის ფეხბურთელი პაბლო მარი. გარდაცვლილია სუპერმარკეტ Carrefour-ის თანამშრომელი. დაკავებულია 46 წლის ეჭვმიტანილი. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ის დანით იყო შეიარაღებული. ფოტო: პაბლო მარი იტალიური მედიის ცნობით, თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
გაიდაის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკის ოლქში ორი მიმართულებით მიიწევენ წინ
ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი გაიდაი აცხადებს, რომ 27 ოქტომბრის საღამოს მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკის ოლქში ორი მიმართულებით, (სვატოვოსა და კრემინას ) მიიწევენ წინ. მისივე თქმით, ოკუპანტებმა ბელოგოროვკას მიმართულებით გარღვევა სცადეს, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა მათი შეტევები მოიგერიეს. „ოკუპანტები რეაქტიული არტილერიით აგრძელებენ დეოკუპირებული სოფლების დაბომბვას, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა რჩება - ძირითადად, მოხუცი ადამიანები. 17 ადამიანს შორის, რომლებიც ბელოგოროვკაში რჩებოდნენ, იყო მოხუცი კაცი და მისი შვილი, რომელიც მას უვლიდა - ამ დღეებში სწორედ ისინი დაიღუპნენ რუსული ჭურვისგან”, - წერს სერჰი გაიდაი.
ევროკავშირმა 17,5 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა
ევროკავშირმა 17,5 მილიარდი ევროს რუსული აქტივები გაყინა. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა კრისტიან ვიგანდამ ავსტრიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ORF-ს განუცხადა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ადგენენ და ყინავენ ანგარიშებს, უძრავ ქონებასა და იახტებს. მისივე თქმით, საუბარია 1 350 პირისა და ორგანიზაციის აქტივებზე, რომლებიც ევროკავშირის სასანქციო სიებში იმყოფებიან. „ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ - აპრილში 6.7 მილიარდი ევროდან დაწყებული, დღეისთვის 17.5 მილიარდ ევროს მივაღწიეთ”, - განაცხადა ვიგანდმა. ამ თანხის უმეტესი ნაწილი ევროკავშირის შვიდმა ქვეყანამ გაყინა: გერმანია, ბელგია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ირლანდია, იტალია და ავსტრია. ვიგანდის თქმით, ეს განპირობებულია არამხოლოდ ამ ქვეყნებში არსებულ საკუთრებასთან, არამედ ხელისუფლების მუშაობით, ასევე სანქციების ეფექტიანი განხორციელებით.
ლოიდ ოსტინი: უკრაინა NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველ სისტემებს ნოემბრის დასაწყისში მიიღებს
აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინა NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველ სისტემებს ნოემბრის დასაწყისში მიიღებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა ბრიფინგზე, რომელიც აშშ-ის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის პრეზენტაციას მიეძღვნა. მანამდე ამერიკული კომპანია Raytheon Technologies-ის ხელმძღვანელმა გრეგორი ჰეისმა განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობას უკრაინისთვის განკუთვნილი NASAMS-ის ორი სისტემა გადასცა. შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ, ივლისის დასაწყისში გამოაცხადა. სექტემბერში პენტაგონმა გამოაცხადა, რომ პირველი ორი კომპლექსი უკრაინას უახლოესი ორი თვის განმავლობაში გადაეცემოდა.
აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, რუსეთი მწვავე საფრთხედ რჩება, ჩინეთი - მთავარ კონკურენტად
შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიეროს თავდაცვა ჩინეთისა და რუსეთის მზარდი საფრთხეების წინაშე, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიაშია ნათქვამი. ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში ჩინეთი მთავარ გლობალურ კონკურენტად არის მოხსენიებული. ოსტინის თქმით, რუსეთი მწვავე საფრთხედ რჩება, თუმცა „რუსეთს არ შეუძლია, სისტემატურად გამოიწვიოს აშშ გრძელვადიან პერსპექტივში“. „მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიის მიხედვით, რუსეთი რჩება „მწვავე საფრთხედ“ აშშ-სთვის, მოხდა მისი „აბსოლუტური შეკავება NATO-ზე თავდასხმისგან", განაცხადა თავდაცვის მაღალჩინოსანმა CNN-ის ცნობით. „ჩინეთი არის შეერთებული შტატების „ძირითადი გამოწვევა", რადგან ის არის ერთადერთი კონკურენტი, რომელსაც აქვს განზრახვა და მზარდი შესაძლებლობა, სისტემატიურად დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს“, - განაცხადა თავდაცვის მეორე მაღალჩინოსანმა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ავითარებს შესაძლებლობებს, რომლებიც პოტენციურად საფრთხეს უქმნის მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებასა და სტაბილურობას რეგიონში და გლობალურად, დეპარტამენტი ამ ქვეყანას განიხილავს, როგორც ძირითად გამოწვევად და არა ძირითად საფრთხედ“, - განმარტა თავის მხრივ, პენტაგონის წარმომადგენელმა.
უკრაინამ ევროკავშირიდან ელექტროენერგიის იმპორტი პირველად განახორციელა
უკრაინაში ევროკავშირიდან ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. ამის შესახებ უკრაინული მედია ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. უკრაინის ენერგეტიკულმა კომპანიამ, ქვეყნის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ენერგომიმწოდებელმა, სატესტო რეჟიმში სლოვაკეთიდან 1 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგია შეიტანა. „ევროპიდან უკრაინაში ელექტროენერგიის იმპორტის ტექნიკური შესაძლებლობა, კიდევ ერთი ინსტრუმენტია ჩვენი ენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაციისთვის“, - აცხადებენ კომპანიაში. 10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთმა 300-ზე მეტი დარტყმა განახორციელა უკრაინის ელექტროსადგურებზე, რამაც დააზიანა ქვეყნის ელექტროსადგურების 30%. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ენერგოსისტემაზე თავდასხმების მიუხედავად, უკრაინელები სიბნელეს ღირსეულად გაივლიან
ენერგოსისტემაზე რუსეთის თავდასხმების მიუხედავად, უკრაინელები ამ სიბნელეს სიმამაცით და ღირსეულად გაივლიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ეს არ არის იოლი დღე, ბარბაროსები თავს ესხმიან ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ სიბნელეს სიმამაცით და ღირსეულად გავივლით. მთავარია, შევინარჩუნოთ სინათლე გულში, ყველას საკუთარი სინათლე გვაქვს. ვიღაცისთვის მეგობარი, ვიღაცისთვის საყვარელი ადამიანი, ვიღაცისთვის პირველი პაემანი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენგანისთვის უკრაინა არის მთავარი სინათლე, ჩვენ მისთვის გავიმარჯვებთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის შსს: რუსების მიერ ჩადენილი 40 000-მდე ომის დანაშაული დავაფიქსირეთ
სამართალდამცავებმა უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილი 40 000-მდე ომის დანაშაული დააფიქსირეს, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კატერინა პავლიჩენკომ განაცხადა. უკრაინა თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის „სამართალდამცავ ორგანოებს უკვე აქვთ დაფიქსირებული რუსების მიერ ჩადენილი 40 000-მდე ომის დანაშაული. ამ დანაშაულებს შორისაა, სექსუალური დანაშაული“, - განაცხადა პავლიჩენკომ. ზელენსკი: გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს, ეს არ არის დამოკიდებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ISW: პუტინმა დაადასტურა, რომ მისი მიზანი უკრაინის სახელმწიფოს განადგურებაა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, უკრაინის სუვერენიტეტის იდეის უარყოფას განაგრძობს, რაც სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობასთან, ფუნდამენტურად შეუთავსებელია. ამის შესაეხებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები, ყოველდღიურ რეზიუმეში წერენ. ვალდაის სადისკუსიო კლუბის შეხვედრაზე გამოსვლისას პუტინი განაგრძობდა უკრაინის სუვერენიტეტის იდეის უარყოფას და განაცხადა, რომ „უკრაინის სუვერენიტეტის ერთადერთი რეალური გარანტია“ შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი, რომელმაც უკრაინა „შექმნა". პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ისტორიული ფაქტია“, რომ უკრაინელები და რუსები არსებითად ერთი ხალხია, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოებად შეცდომით იყოფა. „პუტინის განცხადებები უარყოფს იურიდიულ ფაქტს, რომ უკრაინა არის სრულად სუვერენული სახელმწიფო, რომ რუსეთის ფედერაციამ აღიარა უკრაინის სუვერენიტეტი და რომ უკრაინელი ხალხი არსებობს, როგორც ცალკე ერი“, - აღნიშნავს ISW. „თუ ამ ერთიანი ეთნიკური ჯგუფის რომელიმე ნაწილი რაღაც მომენტში გადაწყვეტს, რომ მიაღწია ისეთ დონეს, რომ თავს ცალკე ხალხად თვლის, მაშინ ამაზე პასუხის გაცემა მხოლოდ პატივისცემით შეიძლება“, - განაცხადა პუტინმა. „ამ კომენტარებში, ჯარგად ჩანს პუტინის პოზიცია, რომ დამოუკიდებელი, უკრაინული ეროვნული იდენტობა ამჟამად არ არსებობს“,- ასკვნიან ექსპერტები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მიხეილ ჩხენკელი აზერბაიჯანის განათლების სისტემის ყველა საფეხურზე დანერგილ სიახლეებს გაეცნო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვია და განათლების სისტემის ყველა საფეხურზე დანერგილ სიახლეებს გაეცნო. ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მიხეილ ჩხენკელი ბაქოს საჯარო სკოლებს ესტუმრა, ადგილობრივ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა და STEAM-ისა და ციფრული ტექნოლოგიების კლუბების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს დაესწრო. მინისტრმა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფრანგულ-აზერბაიჯანული უნივერსიტეტი და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია (ADA Universiteti) მოინახულა, სადაც უნივერსიტეტების რექტორებთან და წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილა. მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა ბაქოს მრეწველობის, ინოვაციებისა და პროფესიული განათლების სახელმწიფო ცენტრშიც გამართა, რომლის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას პროფესიული განათლების განვითარების მხარდამჭერი პროექტები და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული განათლებისა და მეცნიერების 2022-2030 წლის ერთიანი ეროვნული სტრატეგიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ითვალისწინებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის მოდერნიზებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის შესაქმნელად, ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით.მიხეილ ჩხენკელი ასევე შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ფუად მურადოვს. საუბრისას მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებაზე, საერთო მიზნებსა და პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. მიხეილ ჩხენკელს ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ემინამ რულაევმა უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დადებითად შეაფასა აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტები. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია განათლების ყველა მიმართულებით აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობის გაძლიერება და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება. მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კავშირების გამყარებაზე. თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
დამპყრობლები საკუთარ თავს გამათავისუფლებლებს ეძახიან - ზელენსკი
დამპყრობლები საკუთარ თავს გამათავისუფლებლებს ეძახიან, საკუთარი არმიის შეჭრას თავდაცვას არქმევენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდომიმართვისას განაცხადა. ზელენსკი: გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს, ეს არ არის დამოკიდებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან „ადრე თუ გვიან, საშინელი ომის მოგონებები რეალობად იქცევა. მეზობელი აგრესორი ხდება. აგრესორი ხდება ტერორისტი, ნაციზმი კი მისაბაძი მაგალითი. ის შეიძლება, მოვიდეს ახალი ნიღბით, ახალი ლოზუნგებით, თუმცა იმავე მიზნით. სამწუხაროდ, ჩვენ ამის შესახებ წიგნებიდან არ ვიცით. ვიცით, რომ ბოროტება შეიძლება, ჩვენს სახლებში მოვიდეს. ბოროტების ფორმა გახდა სხვა, არსი კი უცვლელია. დამპყრობლები საკუთარ თავს გამათავისუფლებლებს ეძახიან, საკუთარი არმიის შეჭრას თავდაცვას არქმევენ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინა თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ესტონეთის ხელისუფლებამ, ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ რუსებსა და ბელორუსებს, იარაღის ფლობის ნებართვა გაუუქმა
ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ლაური ლაენემეცის თქმით, მთავრობამ ხუთშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, იარაღის ფლობაზე ნებერთვას, ესტონეთში მყოფ 1300-ზე მეტ უცხოელს, მათ შორის რუსებსა და ბელორუსებს გაუუქმებს. გადაწყვეტილება შეეხება 683 უცხო ქვეყნის მოქალაქესა და 595 „ნაცრისფერი პასპორტის“ მფლობელს, შესაბამისი გადაწყვეტილება პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. იარაღის ჩასაბარაებლად მათ ერთი წელი ექნებათ და თუ ამას საკუთარი ინიციატივით არ გააკეთებენ, ამ საკითხზე პოლიცია იზრუნებს. გადაწყვეტილება ეხება იურიდიულ პირებსაც - იარაღის ფლობა აეკრძალებათ ფირმებს, რომელთა საბჭოშიც შედიან პირები, რომლებსაც იარაღის ფლობა ეკრძალებათ. რუხი პასპორტები აქვთ ესტონეთის მოქალაქეობუს არ მქონე პირებს, მაგრამ ესტონეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამ ადამიანების სტატუსს არეგულირებს ესტონეთის რესპუბლიკის 1993 წლის კანონი „უცხოელთა შესახებ“. ეს ადამიანები, სსრკ-ს ყოფილი მოქალაქეები არიან, რომლებიც ცხოვრობდნენ ესტონეთის ტერიტორიაზე და ქვეყნის მოქალაქეობა სსრკ-ს დაშლის შემდეგაც არ მიიღეს.
ილონ მასკმა Twitter-ი იყიდა და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გაათავისუფლა
ამერიკელმა მილიარდერმა, Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა Twitter-ი იყიდა და კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს. ცოტა ხნის წინ თავად მასკმა Twitter-ზე დაწერა: „ჩიტი გათავისუფლდა“, რაც ასევე გარიგების დასრულებაზე მიუთითებს. მასკს პარასკევამდე უნდა დაესრულებინა Twitter-ის შესყიდვის $44 მილიარდიანი გარიგება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას კომპანიასთან სამართალწარმოების დაწყება მოუწევდა. მასკმა დაიპყრო Twitter-ი, როდესაც ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა პარაგ აგრავალმა და ფინანსურმა ფინანსურმა დირექტორმა ნედ სეგალმა, სან-ფრანცისკოში კომპანიის სათაო ოფისი დატოვეს. იტყობინება CNBC. მანამდე, 2022 წლის აპრილში გაირკვა, რომ მასკი Twitter-ს, $44 მილიარდად ყიდულობდა, შემდეგ კი გარიგების გაუქმება გადაწყვიტა. მოგვიანებით, მასკმა განაცხადა, რომ მას შეუძლია განაახლოს ხელშეკრულება Twitter-ის შესაძენად, თუ კომპანია სოციალურ ქსელში ანგარიშების ავთენტურობას დაადასტურებს. Twitter-მა მასკს გარიგების დასრულებუს მიზმნით, სასამართლოშუ უჩივლა. დელავერის (აშშ) სასამართლომ, საქმის დაჩქარებული განხილვა გადაწყვიტა.
მე-11 ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა დაასრულა
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის კომპონენტის (GDRP-T) დასრულების შემდეგ, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები გადამზადებას გადიან, რომელსაც საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ახორციელებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, წვრთნისა და შეფასების პროგრამა საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითმა ბატალიონმა გაიარა. ოთხკვირიანი პროგრამა ბატალიონმა საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. სიმულაციური სცენარი რეიდის განხორციელებას, თავდაცვითი პოზიციების მოწყობას, მოწინააღმდეგის ბლოკირებას, შეტევასა და ობიექტის განადგურებას მოიცავდა. სწავლების განმავლობაში მე-11 ქვეითი ბატალიონის „ალფა“, „ბრავო“ და „ჩარლი“ ქვეითი ასეულების ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. „სწავლება სამი ფაზისაგან შედგებოდა. პირველი ეტაპი სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მოიცავდა, მეორე ეტაპი საველე-სიტუაციურ სწავლებას დაეთმო, ხოლო დასკვნითი ფაზა ბატალიონის საბრძოლო სროლებს ითვალისწინებდა. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) დამკვირვებლები სამივე ფაზის განმავლობაში აკვირდებოდნენ წვრთნების პროცესს და შესაბამის რეკომენდაციებს ამზადებდნენ. საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ინსტრუქტორებისა და ამერიკის შეერთებული შტატების არმიის დამკვირვებლების შეფასებით, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითმა ბატალიონმა პროგრამა წარმატებით გაიარა. GDRP-ის შემდგომი წვრთნისა და შეფასების პროგრამა მიზნად ისახავდა ბატალიონის მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ფიქრობენ, რომ ომი აფხაზეთში ქართველების პრობლემაა, დონბასში – უკრაინელების
უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ ომი შორსაა და მათზე გავლენა ვერ ექნება. „ეს ჩვენზე გავლენას არ იქონიებს, ომი სადღაც შორს მიმდინარეობს, სადღაც დნესტრისპირეთში ეს მოლდოვას პრობლემაა, სადღაც აფხაზეთსა და ოსეთში ეს ქართველების პრობლემაა, სადღაც ყირიმსა და დონბასში კი უკრაინის პრობლემა, ეს ჩვენზე გავლენას ვერ იქონიებს, ეს ჩვენ ვერ დაგვაზიანებს, ისინი ჩვენამდე ვერ მოვლენ. სამწუხაროდ, შედეგად, ეს ყველას პრობლემა ხდება. ადრე თუ გვიან, საშინელი ომის მოგონებები საშინელ რეალობად გადაიქცევა“, - განაცხადა ზელენსკიმ. ამასთან,ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 1945 წელს დამარცხებული ბოროტება, კვლავ ფერფლისგან აღდგა. „ბოროტება, რომელიც 1945 წელს საბოლოოდ დამარცხებული და მიწასთან გასწორებული გვეგონა, 80 წლის შემდეგ ფერფლიდან აღდგა, ფეხზე დადგა. როგორ მოხდა ეს? ძალიან სწრაფად, ისე, როგორც ერთი დღე ცვლის მეორეს - ახალი დღე და მყისიერად ახალი ბოროტება. ეს ხდება იმ დროს, როდესაც მსოფლიო ვერ ამჩნევს, ზოგს ეძინება, ზოგი კი უკვე ჩაძინებულია, ზოგიერთი ყურადღებას არ აქცევს, ზოგიერთს არ ადარდებს - საერთო ჯამში, ყველა ჩუმად არის და ყველა ფიქრობს ეს ჩვენზე გავლენას არ იქონიებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 4 პირი - 1971 წელს დაბადებული მ.ი., 1984 წელს დაბადებული ლ.ჭ., 1983 წელს დაბადებული მ.გ. და 2002 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მათ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობა ედებათ ბრალად. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეების მოტყუების გზით, მათივე მობილური ტელეფონების საშუალებით, უნებართვოდ შეაღწიეს საბანკო ანგარიშებზე, საიდანაც დიდი ოდენობით თანხები საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხეს. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაზარალებულებისთვის მიყენებულმა ზარალმა 100 000 ლარს გადააჭარბა. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვა თუ არ აქვს, რატომ აგრძელებს ამ თემაზე საუბარს? - ბაიდენი
პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვა თუ არ აქვს, რატომ აგრძელებს ის ამ თემაზე საუბარს? - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. პუტინის თქმით, რუსეთს არ სჭირდება ბირთვული დარტყმა უკრაინაზე „თუ მას ასეთი განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ის ამ თემაზე საუბარს? რატომ საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე?“, – განაცხადა ბაიდენმა ამერიკულ მედიასთან. უკრაინაზე შესაძლო ბირთვული დარტყმის შესახებ კითხვას, პუტინმა უპასუხა, რომ „რუსეთს არ სჭირდება ბირთვული დარტყმა უკრაინაზე და ამაში არანაირი პოლიტიკური ან სამხედრო აზრი არ არსებობს“. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს შეგახსნებთ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს კრემლის ლიდერის მზადყოფნაზე, გამოიყენოს ბირთვული იარაღი ან ე.წ. „ბინძური ბომბი“ უკრაინის ტერიტორიაზე. სტოლტენბერგი: პუტინმა იცის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას სერიოზული შედეგები მოჰყვება, მზად ვართ, ვიმოქმედოთ თავის მხრივ, სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, პუტინი პირადად არის გაფრთხილებული შედეგებზე, თუ უკრაინასთან ომში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება. რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში და აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. კულება: რუსეთი ხშირად ადანაშაულებს სხვებს იმაში, რასაც თავად გეგმავს
ანდჯეი დუდა: რუსეთი აგებს და უკრაინაში სამხედრო ოპერაციების გაყინვა, ნებისმიერ ფასად სურს
რუსეთი უკრაინის ბრძოლის ველზე აგებს და ამიტომ ნებისმიერ ფასად ცდილობს, ბირთვული იარაღით შეკავების ტაქტიკის გამოყენებით, საომარი მოქმედებები გაყინოს. ამის შესახებ პოლონეთის სახელმწიფოს პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ, ვარშავაში მონტენეგროს პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დასავლეთი არ უნდა დაემორჩილოს შანტაჟს, არამედ უნდა განაგრძოს უკრაინის დახმარება, ვიდრე რუსეთი არ დატოვებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს“, - აღნიშნა დუდამ. მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს შეტევა, რომლითაც უკრაინა რუსეთის არმიის მიერ მანამდე ოკუპირებულ ტერიტორიებს იბრუნებს. „მათი გმირობის წყალობით უკრაინელებს, ხერსონის დაბრუნების დიდი შანსი აქვთ. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უკრაინა ოკუპანტების ხელიდან გათავისუფლდეს“, - აღნიშნა დუდამ. მისი თქმით, რუსეთი ახლა თავდაცვაზეა და სანქციები, რომელიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა, იმდენად ეფექტურია, რომ მოსკოვს ამჟამად არ შეუძლია თანამედროვე იარაღის წარმოება და, შესაბამისად, იარაღს გასული საუკუნის 60-იანი წლების მარაგებიდან იყენებს.
თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში“ მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა. ამის შესახებ Europetime-ს შს სამინისტროში დაუდასტურეს. წინასწარი ინფორმაციით, კაცმა სასტუმროს ერთ-ერთი ნომერი დაჯავშნა, სადაც ხელყუმბარა ააფეთქა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.