ძებნის რეზულტატი:

ცნობილია, რაზე ისაუბრეს პატრიარქმა და დიდი ბრიტანეთის ელჩმა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბ-ნი მარკ კლეიტონი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. "საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მრავალმხრივ ურთიერთობებს, ასევე საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის უკრაინის თემას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაიხსენა მისი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან და კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება დედოფლის გარდაცვალების გამო. ბ-ნმა მარკ კლეიტონმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა საქართველოს ეკლესიისა და პირად კათოლიკოს-პატრიარქის განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებასა და ერის განმტკიცებაში. მან ასევე დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების შემდგომი დაახლოებისათვის", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.  

NATO არ დაუშვებს პუტინის გამარჯვებას უკრაინაში - სტოლტენბერგი

NATO არ დაუშვებს პუტინის გამარჯვებას უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომში და დახმარებას გაუწევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იმდენ ხანს,  რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან  შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც ჰკითხეს რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. „ომის ბუნება და ხასიათი არაპროგნოზირებადია. მე არ ვაპირებ სპეკულირებას, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი. მე მხოლოდ ორ რამეს ვიტყვი და ერთი ის არის, რომ ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც დასჭირდება. ჩვენ ვერ დავუშვებთ პუტინის გამარჯვებას. ეს იქნება კატასტროფა, ტრაგედია უკრაინელებისთვის, მაგრამ ის ჩვენ, NATO-ს მოკავშირეებს, უფრო დაუცველს გახდის. ეს იქნება გაკვეთილი პრეზიდენტ პუტინისთვის, რომ მას შეუძლია, მიაღწიოს მიზნებს სამხედრო ძალის გამოყენებით.  ეს იქნება გაკვეთილი არამხოლოდ მისთვის, არამედ მსოფლიოს სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვისაც“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. გარდა ამისა, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, უკრაინა უკვე წარმატებით პასუხობს საჰაერო საფრთხეს და მოკავშირეების დახმარება თანდათან ჩაანაცვლებს ძველ სისტემებს და გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას. უკრაინელებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას მრავალი რუსული რაკეტისა და უპილოტო დრონის ჩამოგდებით. მომავალში სიტუაცია კიდევ უფრო შეიცვლება - მოკავშირეები ახლა აქტიურდებიან", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

საპატრიარქო მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციებს აწესებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციები დაწესდება, ამასთან, დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის გავლა იქნება საჭირო. მისივე თქმით, საპატრიარქო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას ინფორმაციას ცალკეული რეგულაციების თაობაზე. „მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით მსგავსად სხვა უწყებებისა თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს. როგორც მოგეხსენებათ, საკუთრების უფლება ანიჭებს საპატრიარქოს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის წესი, მითუმეტს, თუ აღნიშნული წესი ეხება საკითხის მოწესრიგებას. საპატრიარქო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას ინფორმაციას ცალკეული რეგულაციების თაობაზე. თითოეული რეგულაცია მიმართული იქნება საღვრთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად. გარდა იმისა, რომ ტაძრის შინაგანაწესის დაცვით აუცილებელია, ჟურნალისტმა დაიკავოს მედიისთვის გამოყოფილი ადგილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რიგ შემთხვევებში საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას გააკონტროლოს დასწრების საკითხი“, - აღნიშნავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ორბანი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე: ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები განვიხილეთ

ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები განვიხილეთ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი Twitter-ზე წერს. მისი თქმით, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგოკრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. განვიხილეთ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები. ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგოკრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია“, - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.  

უკრაინას ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის წელიწადში $38 მილიარდი სჭირდება

უკრაინას ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის წელიწადში $38 მილიარდი დასჭირდება. ამის შესახებ უკრაინული მედია ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს. მისივე განცხადებით, უკრაინა ახლა რესურსების ძიებაშია. „უკრაინის მთავრობას შეუძლია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აიღოს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხები, მაგრამ სხვა წყაროებიც უნდა მოიძებნოს, განუცხადა Suspilne-ს ფინანსთა მინისტრმა სერჰი მარჩენკომ. 27 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა 4500-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. კიევის ეკონომიკის სკოლის მონაცემებით, უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსული თავდასხმების შედეგად მიყენებულმა ზარალმა 127 მილიარდ დოლარს მიაღწია.  

მედვედევი საუბრობს, რა შემთხვევაში შეწყვეტს რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი ამტკიცებს, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ უკრაინა ანექსირებულ რეგიონებს რუსეთის ნაწილად აღიარებს. მედვედევის აზრით, უკრაინის მიერ სლოვაკეთში ელექტროენერგიის შეძენა ელექტრორესურსებზე ფასის ზრდას გამოიწვევს. რუსეთის ძალების იერიშის შემდეგ, მათ შორის დედაქალაქზე, ელექტროსადგურების 30% დაზიანდა, რის გამოც უკრაინას შეზღუდვების ამოქმედება მოუხდა. დასავლეთმა კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება დააჩქარა. სწორედ საჰაეროო თავდაცვაა ახლა პრიორიტეტი უკრაინისთვის. შეგახსენებთ, უკრაინამ ევროკავშირიდან ელექტროენერგიის იმპორტი პირველად 27 ოქტომბერს განახორციელა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7758 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7758 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7758 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7840 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0082 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7591 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7932 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0341 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ამერიკამ უკრაინაში რუსეთის მიერ იარაღის უკანონოდ შეძენის აღსაკვეთად პროგრამა აამოქმედა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პროგრამა შეიმუშავა იმისთვის, რომ უკრაინაში მიწოდებული იარაღის, რუსული სამხედროების მიერ შეძენა თავიდან აიცილოს. პროგრამა მოიცავს დამატებით მხარდაჭერას უკრაინისთვის, რომ იარაღი აღრიცხოს, მათ შორის მესაზღვრეების მომზადება და იარაღისა და საბრძოლო მასალის მკაცრი მონიტორინგი უზრუნველყოს. „შეერთებულმა შტატებმა ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად დააჩქარა უკრაინის უსაფრთხოების დახმარება და ამ ტემპმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რათა უკრაინას თავისი ტერიტორიის დაცვა შეეძლოს. უკრაინის მთავრობამ აიღო ვალდებულება, სათანადოდ დაიცვას და აღრიცხოს გადაცემული თავდაცვის აღჭურვილობა. როგორც ნებისმიერ კონფლიქტში, ჩვენ ვრჩებით ფხიზლად, რადგან კრიმინალურმა და არასახელმწიფო აქტორებმა, მათ შორის რუსი სამხედროების ჯგუფებმა სცადონ იარაღის უკანონოდ შეძენა უკრაინის წყაროებიდან, კონფლიქტის დროს ან მის შემდგომ. აქედან გამომდინარე სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს პროგრამის შესახებ, რომელიც მოიცავს შემდეგ გეგმას: იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა და აღრიცხვა უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში მათი გადაცემის, შენახვისა და განლაგებისას; რეგიონული საზღვრების მართვისა და უსაფრთხოების გაძლიერება და რეგიონში უსაფრთხოების ძალების, სამართალდამცავი ორგანოების და სასაზღვრო კონტროლის სააგენტოების შესაძლებლობების განვითარება იარაღის უკანონო ვაჭრობის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. კონფლიქტისა და იარაღის უკანონო გადამისამართების რისკის შესამცირებლად, ყველაზე ეფექტიანი გზა იქნება რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულება და ძალების გაყვანა უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან. შეერთებული შტატები გააგრძელებს კოორდინაციას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. ჩვენ ერთად შევქმნით საერთაშორისო თანამშრომლობის პრაქტიკას უსაფრთხოების სფეროში დახმარების, ექსპორტის კონტროლის, საზღვრის უსაფრთხოების, ტექნოლოგიური უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების განვითარების მიზნით. ამით გავაძლიერებთ უკრაინის ძალისხმევას ბრძოლის ველზე და, როცა დრო დადგება, მოლაპარაკების მაგიდასთანაც“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ნენსი პელოსის მეუღლეს, პოლ პელოსის საკუთარ სახლში თავს დაესხნენ

აშშ-ის წარმომადგენელთა სპიკერის, ნენსი პელოსის მეუღლეს, პოლ პელოსის სან ფრანცისკოში საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. პელოსი ჰოსპიტალიზებულია. როგორც ცნობილია, თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მომხდარზე სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.  

პროკურატურამ დის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სიღნაღის რაიონში ჩადენილი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. უწყების ცნობით, ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 27 ოქტომბერს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურა პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.  

სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ზვიად კუპრავა, თბილისის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვეს. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განაცხადა, რომ არ არსებობს ფორმალური საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები იმისათვის, რათა აღკვეთის ღონისძიება გამოიყენოს. მომდევნო, წინასასამართლო სხდომა 20 დეკემბერს დაინიშნა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ბრალი წარუდგინეს პროკურატურა ზვიად კუპრავას 2020 წლის არჩევნებზე ძალადობას ედავება.

რა იწვევს საქართველოში ორნიშნა ინფლაციასა და ფასების ზრდას

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა. სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პროგნოზით კი, ორნიშნა ინფლაცია 2023 წლის თებერვლის ბოლომდე შენარჩუნდება, შემდეგ კი, მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს თანდათან დაუბრუნდება. რა იწვევს მაღალ ინფლაციასა და მზარდ ფასებს, საქართველოს ბაზარზე? ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, წლიური ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ ფაქტორად რუსეთიდან და ბელორუსიდან შემოსულ მიგრანტებს უკავშირებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებას, ეკონომიკისა და საფინანსო სფეროს სპეციალისტები ნაწილობრივ ეთანხმებიან და ორნიშნა ინლაციის გამომწვევ სხვა ფაქტორებსაც ასახელებენ.  Europetime-თან ინტერვიუში, ეკონომიკის დოქტორი, ლია ელიავა მზარდი ინფლაციის რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. „პირველი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია თურქეთი და რადგან იქ არის მაღალი ინფლაცია, ბუნებრივია, საქართველოში განხორციელებულ იმპორტზე აისახება. მეორე ფაქტორია, გაურკვევლობა ადგილობრივ მეწარმეებს შორის, რომლებიც ამ პირობებში ცდილობენ თავისი ფინანსების მომავალი დანაკარგებისაგან დაზღვევას და აძვირებენ სამომხმარებლო პროდუქციას“, - აცხადებს ელიავა. ამასთან, ელიავა, 2022 წელს ინფლაციაში ლარის კურსის ფაქტორს გამორიცხავს. „ლარის მერყევი კურსი, რომელიც ყოველთვის იყო ინფლაციის მამოძრავებელი, ახლა გამოირიცხება. უცხოეთიდან, კერძოდ რუსეთიდან ფულადი გზავნილების ფონზე, ლარი გამყარდა. ამიტომ, ინფლაციაზე გავლენას ძირითადად ის ორი ფაქტორი ახდენს გავლენას, რაც დავასახელე“. მისივე თქმით, ინფლაცია, დღეს მთელ მსოფლიოში მწვავე საკითხია. „ამ პრობლემას ვერ უმკლავდება ვერც ევროპა და ვერც ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა იქ ინფლაციას აქვს კონკრეტული მიზეზი - ესაა ენერგორესურსების პრობლემები“. ეკონომიკის დოქტორი აღნიშნავს, რომ ინფლაცია საკმაოდ მძიმე გამოწვევაა საქართველოს მცირე ეკონომიკისთვის და განსაკუთრებით მოსახლეობისთვის. „ეს იმ ფონზე, როცა  ფასების ზრდას, არ სდევს შემოსავლების ზრდა“, - ამბობს ელიავა.  Europetime-თან ინტერვიუში, ანალიტიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ინფლაციის გამომწვევ მიზეზებში ერთ-ერთი მთავარია საწვავზე არსებული მაღალი ფასები, „რასაც ეროვნული ბანკი ფუნდამენტურ მიზეზად არ ასახელებს“. „საწვავი რომ არ იყოს ასე ძვირი, ვფიქრობ ინფლაცია არ იქნებოდა ორნიშნა. გაძვირებული საწვავი ბევრ სხვა ფაქტორზე ახდენს გავლენას“, - აღნიშნავს შენგელია. ამასთან, ეკონომიკის ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მზარდი ინფლაცია და სასურსათო პროდუქციის გაძვირება, გარკვეულწილად, ბაზარზე გაჩენილმა მოთხოვნამაც განაპირობა. „რუსეთიდან და ბელორუსიდან ჭარბი მიგრაციის ფონზე პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება, ჩვენ წარმოება არ გვაქვს და შესაბამისად იმპორტია გაზრდილი. გაძვირებულია ნედლეული და სურსათი, რაც მეტწილად უცხოეთიდან შემოდის. ჩვენს პირველ სავაჭრო პარტნიორ თურქეთში ინფლაცია 83%-ს გადასცდა, ხოლო რუსეთში, რომელიც ჩვენი სავაჭრო პარტნიორების სამეულშია, ინფლაცია 14-15%-ის ფარგლებშია. რა თქმა უნდა, წნეხს საქართველოში, ინფლაციაზე ესეც აძლიერებს“, - აღნიშნავს შენგელია. მისივე თქმით, თუ ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია შენარჩუნდა, „ვითარება დამძიმდება, რადგან, ჩნდება სოციალური აფეთქების საფრთხე“. ეკონომიკის დოქტორი, არსებული ვითარებიდან ერთ-ერთ გამოსავალს ადგილობრივი წარმოების ზრდაში ხედავს, „რასაც სესხებზე, მაღალი საპროცენტო განაკვეთი აფერხებს“. „იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაციის მიზეზი არაა მონეტარული ფაქტორები, ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი სულ მცირე 3%-ით მაინც უნდა დასწიოს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას“, - აღნიშნავს შენგელია. როგორ იცვლებოდა ინფლაცია 2022 წელს თვეების მიხედვით, საქსტატის მონაცემები ასეთია: იანვარი - 13,9%; თებერვალი - 13,7%; მარტი - 11,8%; აპრილი - 12,8%; მაისი - 13,3%; ივნისი - 12,8%; ივლისი - 11,5%; აგვისტო - 10,9%; სექტემბერი - 11,5%; საქსტატის მონაცემებით, სექტემბრის ინფლაციაში 17,6%-ით სურსათი და უალკოჰოლო სასმელები პირველია. შემდეგ ყველაზე მეტად, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურება გაძვირდა - 15,7%. შემდეგ ტრანსპორტი - 14,1%, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 12.2%. რა გავლენას მოახდენს თურქეთის მზარდი ინფლაცია საქართველოს ბაზარზე

დის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული კაცის ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს", - ამის შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, დის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირის ადვოკატმა, ლალი ჩაველაშვილმა განაცხადა. პროკურატურამ დის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს ბრალი წარუდგინა „არის ძალია შოკურ მდგომარეობაში, რაიმეს გადმოცემის არანაირი უნარი არ აქვს, მძიმე სტრესი აქვს მიღებული და ამ საკითხზე ვერ ლაპარაკობს, ვერაფერს ამბობს. საქმის მასალებს ვეცნობი და შემიძლია გითხრა, რომ ბრალს არ ეთანხმება, შესაბამისად, იყენებს დუმილის უფლებას“,- განაცხადა ადვოკატმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. უწყების ცნობით, ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.  

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია - ტრამპი

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია და აღარ იმართება რადიკალი მემარცხენე გიჟებისა და მანიაკების მიერ", - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ილონ მასკმა Twitter-ი იყიდა და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გაათავისუფლა „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია და აღარ იმართება რადიკალი მემარცხენე გიჟებისა და მანიაკების მიერ, რომლებსაც ნამდვილად სძულთ ჩვენი ქვეყანა. Twitter-მა ახლა უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ მოიშოროს ყველა ბოტი და ყალბი ანგარიში“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ილონ მასკს პარასკევამდე უნდა დაესრულებინა Twitter-ის შესყიდვის $44 მილიარდიანი გარიგება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას კომპანიასთან სამართალწარმოების დაწყება მოუწევდა.Twitter-მა მასკს გარიგების დასრულებუს მიზმნით, სასამართლოშუ უჩივლა. დელავერის (აშშ) სასამართლომ, საქმის დაჩქარებული განხილვა გადაწყვიტა.  

უკრაინის საჰაერო ძალები: მაღალი სიზუსტის იარაღის დეფიციტის გამო, რუსეთმა უკრაინაში ტაქტიკა შეცვალა

მაღალი სიზუსტის იარაღის დეფიციტის გამო, რუსეთმა უკრაინაში ტაქტიკა შეცვალა და თავს ესხმის მხოლოდ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და არა სამხედრო ბაზებს, ამის შესახებ საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ძალებს ჯერ კიდევ აქვთ მრავალი საბჭოთა S-300-ის ტიპის რაკეტა, რომელსაც ის ფრონტის ხაზზე იყენებს და საბჭოთა Kh-22-ის ტიპის რაკეტები. ოლექსი დანილოვი: ახლოვდება დრო, როდესაც რუსეთი მაღალი სიზუსტის რაკეტებს ვეღარ გამოიყენებს იგნატის თქმით, იმის გამო, რომ რუსეთს ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტების მარაგი ამოეწურა, კრემლმა ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან რაკეტების შეძენა დაიწყო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

კიევის მერის თქმით, დედაქალაქს ელექტროენერგია რეგულარულად სავარაუდოდ, 2-3 კვირაში მიეწოდება

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევს ელექტროენერგიის დეფიციტი (20-დან 50%-მდე) ემუქრება.მისივე თქმით, ელექტროენერგიის ნორმალურად მიწოდება შესაძლოა, მალე აღდგეს, თუმცა იმ პირობით, რომ რუსეთი არ გააგრძელებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშს. ირანული დრონების თავდასხმის პრობლემა ორ კვირაში მოგვარდება - არესტოვიჩი კლიჩკოს თქმით, კიევმა მიიღო საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა, რაც აჩენს იმედს, რომ კამიკაძე-დრონებით თავდასხმები აღარ იქნება. რუსეთის ძალების იერიშის შემდეგ, მათ შორის დედაქალაქზე, ელექტროსადგურების 30% დაზიანდა, რის გამოც უკრაინას შეზღუდვების ამოქმედება მოუხდა. დასავლეთმა კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება დააჩქარა. სწორედ საჰაეროო თავდაცვაა ახლა პრიორიტეტი უკრაინისთვის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

აშშ-მ უკრაინას 2,3 მილიონი დოზა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა მიაწოდა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 2,3 მილიონი დოზა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა მიაწოდა. ტვირთი უკრაინას გლობალური პროგრამის, COVAX-ის მეშვეობით გადაეცა. ვაქცინა უკრაინის 23 რეგიონში განაწილდება. კერძოდ, კიევს - 31 ათასზე მეტი დოზა მიეწოდება. ლვოვის რეგიონში 29 ათასზე მეტი, პოლტავის რეგიონში - 23 ათასზე მეტი, ხარკოვის, ოდესისა და კიევის რეგიონებში - დაახლოებით 20 ათასი დოზა გადანაწილდება. ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში რეგიონებში 332 ათასზე მეტ ვაქცინას ჩაიტანენ. ვაქცინა განკუთვნილია როგორც პირველი და მეორე, ისე გამაძლიერებელი დოზისთვის.  

შოიგუმ პუტინს, მობილიზაციის დასრულების შესახებ აცნობა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, ვლადიმერ პუტინს აცნობა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციია დასრულდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  „მობილიზაციისთვის გამოძახებული მოქალაქეების გაგზავნა დღეს დასრულდა. მოქალაქეებისთვის შეტყობინების დაგზავნა შეჩერებულია. დავალება, რომელიც თქვენ დაისახეთ 300 000 ადამიანის გაწვევის შესახებ, შესრულებულია. დამატებითი ზომები არ იგეგმება", - განაცხადა მინისტრმა. შოიგუს თქმით, 300 000 მობილიზებულიდან საწვრთნელ ზონებში რჩება 218 000, კონფლიქტის ზონაში გაიგზავნა 82000 სამხედრო, რომელთაგან 41000 დანაყოფებშია განაწილებული. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.  

პოლონეთი რუსეთისგან, სსრკ-სგან მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

პოლონეთის ხელისუფლება აპირებს გამოთვალოს, თუ რა ზარალი მიადგა ქვეყანას საბჭოთა კავშირისგან და რუსეთს კომპენსაცია მოსთხოვონ. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.  როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, საბჭოთა კავშირის გამო მიყენებული სამხედრო დანაკარგების შესახებ ანგარიშის მომზადება იმ კვლევების საფუძველზე იგეგმება, რომლებიც ნაცისტური გერმანიის მიერ ქვეყანისთვის მიყენებული ზარალის დადგენისას გამოიყენეს.  შეგახსენებთ, რომ პირველ სექტემბერს ვარშავამ წარმოადგინა ანგარიში ზარალის შესახებ, რომელიც ნაცისტური გერმანიის თავდასხმის შედეგად ქვეყანას მიადგა.  ზარალი $1,3 ტრილიონად შეფასდა.  ოქტომბრის შუა რიცხვებში პოლონეთმა გერმანიას ამ თანხის გადახდის მოთხოვნით დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა. ოფიციალური პასუხი ჯერ არ ყოფილა, მაგრამ გერმანიის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არაფერს გადაიხდიან.  

პოლონეთმა, რუსეთის მოქალაქეებისთვის, დასაქმების გამარტივებული პროცედურა გააუქმა

პოლონეთის ხელისუფლებამ, რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში დასაქმების გამარტივებული პროცედურა გააუქმა. ამის შესახებ პოლონეთის პრესის სააგენტოს საოჯახო და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა მარლენა მალონგმა განუცხადა. ოფიციალური პირის თქმით, ეს გადაწყვეტილება უკრაინაში ომისა და რუსეთიდან მასობრივი მიგრაციის მზარდი რისკის გამო მიიღეს.  „რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე დასაქმებულნი არიან გამარტივებული წესით, შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა სამუშაო ნებართვის ვადის ამოწურვამდე“, - განაცხადა მარლენა მალონგმა. 2022 წლის ზაფხულის მონაცემებით, პოლონეთში, გამარტივებული პროცედურებით რუსეთის 13 000 მოქალაქე იყო დასაქმებული.  ახლა პოლონეთში, გამარტივებული პროცედურით, სომხეთის, ბელორუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ დასაქმება.