ძებნის რეზულტატი:
დაკავებულები არიან ადამიანები, რომელთაც აქციასთან კავშირი საერთოდ არ ჰქონდათ - ომბუდსმენი
დაკავებულები არიან ადამიანები, რომელთაც აქციასთან კავშირი საერთოდ არ ჰქონდათ, - სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირებიდან ნაწილი თბილისის პოლიციის სამმართველოში მოინახულა. შსს-ს ინფორმაციით, გუშინდელ აქციაზე 66 პირი დააკავეს „ყველა დაკავებული მოვინახულე, ვინც აქ იმყოფება. 25 ადამიანი არის დაკავებული, რომელიც აქ არის და ყველა მათგანთან მქონდა პირისპირ საუბარი, მოვისმინე იმ გარემოებების შესახებ, რა პირობებშიც მათი დაკავება მოხდა. რამდენიმე მათგანს გარეგნული დაზიანება აღენიშნება. ყველამ განაცხადა, რომ ექიმთან გაიარეს კონსულტაცია და ექიმმა მოინახულა ისინი, ამას გარდა, რამდენიმე მათგანი აცხადებს, რომ აბსოლუტურად გაურკვეველ პირობებში იყვნენ დაკავებული, მოულოდნელად, რადგან საერთოდ კავშირი არ ჰქონდათ იმ აქციასთან, ერთმა საერთოდ გამვლელი ვიყავიო, თქვა - მტაცეს ხელი და მანქანაში ჩამსვესო", - განაცხადა იოსელიანმა. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. კენჭისყრას წინ უძღოდა ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“. კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თანაშემწემ განაცხადა, რომ ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს. პარალელურად, საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა პარლამენტთან. გვიან საღამოს, პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 66 პირი დააკავეს. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 28 თებერვალსაც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით 2 მარტს გაკეთდა. პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, რაც ნედ პრაისის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს პირველი კომენტარი იყო მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. ნედ პრაისის განცხადებითვე, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. ეს კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტები სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებსა და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად, კანონი მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. აშშ-ის განმარტებით, ამერიკული კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე ან დაფინანსების წყაროებზე. „FARA ძალიან ვიწროა და შექმნილია, რომ მხოლოდ უცხოეთის მთავრობების აგენტებს მოერგოს, რაც ძალიან განსხვავებული რამ არის და ამიტომ ვართ ამის გამო ასე შეშფოთებულები”, - განმარტა ნედ პრაისმა.
პარლამენტმა თავი მოგვჭრა, მსოფლიოს უთხრა, რომ საქართველო არ არის ევროპული სახელმწიფო - ლომჯარია
ევროპა ვართ ჩვენ! გუშინ, საქართველოს პარლამენტმა თავი მოგვჭრა, მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ ქართველები და საქართველო არ არის ევროპული სახელმწიფო, - ასე მიმართა ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას, სადაც მოქალაქეები მეორე დღეა აპროტესტებენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს. „თქვენი მიღებული და გამოცხადებულია ეს კონსტიტუცია. თქვენ გეკუთვნით ეს კონსტიტუცია, სადაც თქვენ თქვით, რომ საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა, საქართველოსვე უნდა იყოს დემოკრატიული წეს-წყობილება. თქვენ თქვით, რომ საქართველოში კონსტიტუციურმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი. ამას ამბობს კონსტიტუციის 78-ე მუხლი და გუშინ, კონსტიტუცია დაარღვიეს საქართველოს პარლამენტში, ხალხის ნების საწინააღმდეგოა ეს გადაწყვეტილება. გუშინ 76-მა დეპუტატმა მხარდამხარ თქვა უარი ევროინტეგრაციაზე. ეს იყო მხარდაჭერა რუსეთის სასარგებლოდ და რუსეთის ორბიტისკენ. ეს იყო, “არა ევროკავშირს” და “კი რუსული ტიპის მმართველობას”. ეს არის არაკონსტიტუციური. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის გაცხადებულ კონსტიტუციურ არჩევანს. ევროპა ვართ ჩვენ! თქვენ ხართ ევროპა! გუშინ, საქართველოს პარლამენტმა თავი მოგვჭრა, მთელ მსოფლიოს უთხრა რომ ქართველები და საქართველო არ არის ევროპული სახელმწიფო. თავი მოგვჭრეს, შეგვარცხვინეს და მთელ მსოფლიოს პარლამენტმა უთხრა,რომ რუსული ყაიდის სახელმწიფო ვართ", - ნინო ლომჯარია. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. კენჭისყრას წინ უძღოდა ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“. კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თანაშემწემ განაცხადა, რომ ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს. პარალელურად, საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა პარლამენტთან. გვიან საღამოს, პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 66 პირი დააკავეს. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 28 თებერვალსაც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით 2 მარტს გაკეთდა. პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, რაც ნედ პრაისის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს პირველი კომენტარი იყო მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. ნედ პრაისის განცხადებითვე, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. ეს კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტები სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებსა და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად, კანონი მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. აშშ-ის განმარტებით, ამერიკული კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე ან დაფინანსების წყაროებზე. „FARA ძალიან ვიწროა და შექმნილია, რომ მხოლოდ უცხოეთის მთავრობების აგენტებს მოერგოს, რაც ძალიან განსხვავებული რამ არის და ამიტომ ვართ ამის გამო ასე შეშფოთებულები”, - განმარტა ნედ პრაისმა.
შსს-მ აქციის დროს პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული პიროვნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, ხოლო დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 7 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს ერთი პირი - 2001 წელს დაბადებული თ.ა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, სამართალდამცველების მიერ აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირია დაკავებული. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება სასამართლოს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, გააგრძელონ ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა - დიდი ბრიტანეთის საელჩო
მიღების შემთხვევაში, შემოთავაზებული კანონი ხელს შეუშლის საქართველოს მეგობრებს და სტრატეგიულ პარტნიორებს, გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს. „გაერთიანებული სამეფო იზიარებს ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ღრმა შეშფოთებას გუშინ პარლამენტში „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების შესახებ. მიღების შემთხვევაში, შემოთავაზებული კანონი ხელს შეუშლის საქართველოს მეგობრებს და სტრატეგიულ პარტნიორებს, გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა. წამყვანი პოლიტიკოსების საჯარო განცხადებებიდან ჩანს, რომ ეს კანონი მიზნად ისახავს დონორების მხარდაჭერის ხელის შეშლას და ლეგიტიმური სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის ჩახშობას, რაც ეწინააღმდეგება საერთო ღირებულებებს და საერთაშორისო სტანდარტების მიმართ აღებულ ვალდებულებებს, რომელსაც ველით პარტნიორი ქვეყნისგან და რაც ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მისწრაფებას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ“.
ლევან იოსელიანის თქმით, ყველაზე მძიმე დაზიანება ზურაბ ჯაფარიძეს აქვს
8 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე შსს თბილისის მთავარ სამმართველოში მივიდნენ და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს მიმდინარე აქციაზე დაკავებულები მოინახულეს. „სახალხო დამცველი პირადად შეხვდა და ესაუბრა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ 25 მოქალაქეს. ლევან იოსელიანის განცხადებით, დაკავებულთაგან რამდენიმეს გარეგნული დაზიანებები ეტყობოდა, ერთ-ერთ დაკავებულს აღენიშნებოდა მოძრაობის გართულება, თუმცა, ყველაზე მძიმედ პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა დაზიანებული. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებულთა ნაწილს არ ყავს ადვოკატი და სახალხო დამცველის აპარატი მათ ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებასა და კომუნიკაციაში ეხმარება“, - აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში. დღესვე სახალხო დამცველმა სამართალდამცველებს მოუწოდა, არ გადაამეტონ ძალას მოქალაქეებთან მიმართებით. „სახალხო დამცველის აპარატი, რა თქმა უნდა, დღესაც იქნება აქციაზე და ვითარებას დააკვირდება. ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ ამაზე. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს ძალადობისგან, შეურაცხმყოფელი მიმართვებისგან, იმიტომ, რომ საბოლო ჯამში, მერე ეს ყველაფერი გადაიზრდება ხოლმე ძალადობაში. ამ შემთხვევაში, მივმართავ სამართალდამცველებს, რომ მათ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში ანგარიში გაუწიონ თავიანთ ძალას და ყველა ზომა მიიღონ იმისთვის, რომ არ გადაამეტონ მოქალაქეებთან მიმართებაში საკუთარი ძალა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა. მან კომენტარი გააკეთა ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც რუსთაველის გამზირზე მის გამოჩენას მოჰყვა. „მე მივედი აქციაზე იმისთვის, რომ ადგილზე გავცნობოდი რა ხდებოდა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩემი პოლიტიკური წარსული პოზიციების გამო, სავარაუდოდ, ჩემზე გულმოსულები იყვნენ, არ იზიარებდნენ ჩემს პოზიციას და ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა და მათი მხრიდან შეურაცხმყოფელი შეძახილები, თუმცა ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არ არის კავშირში იმასთან, რაც ახლა იქ ხდებოდა. მე მინდა, რომ ცალსახად განვაცხადო - სახალხო დამცველი იცავს ყველას, მიუხედავად იმისა, როგორია მის მიმართ დამოკიდებულება,“ - განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, პარლამენტთან საპროტესტო აქცია ისევ მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტებს აპროტესტებენ.
ლევან იოსელიანი: ვიზუალურადაც ჩანდა, რომ აქციაზე იყო ცალკეული შემთხვევები, სადაც სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან ძალის გამოყენების პროპორცია იყო აშკარად გადამეტებული
„რა თქმა უნდა, ვიზუალურადაც ჩანდა, იქ იყო ცალკეული შემთხვევები, სადაც ძალის გამოყენების პროპორცია იყო აშკარად გადამეტებული სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტთან 7 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. სახალხო დამცველმა სამართალდამცველებს მოუწოდა, არ გადაამეტონ ძალას მოქალაქეებთან მიმართებით. ლევან იოსელიანის განცხადებით, სახალხო დამცველს ექნება დეტალური განცხადება, რომელსაც გამოაქვეყნებენ. „სახალხო დამცველის აპარატი, რა თქმა უნდა, დღესაც იქნება აქციაზე და ვითარებას დააკვირდება. ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ ამაზე. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს ძალადობისგან, შეურაცხმყოფელი მიმართვებისგან, იმიტომ, რომ საბოლო ჯამში, მერე ეს ყველაფერი გადაიზრდება ხოლმე ძალადობაში. ამ შემთხვევაში, მივმართავ სამართალდამცველებს, რომ მათ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში ანგარიში გაუწიონ თავიანთ ძალას და ყველა ზომა მიიღონ იმისთვის, რომ არ გადაამეტონ მოქალაქეებთან მიმართებაში საკუთარი ძალა,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა. ლევან იოსელიანის თქმით, ყველაზე მძიმე დაზიანება ზურაბ ჯაფარიძეს აქვს ომბუდსმენმა კომენტარი გააკეთა ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც რუსთაველის გამზირზე მის გამოჩენას მოჰყვა. „მე მივედი აქციაზე იმისთვის, რომ ადგილზე გავცნობოდი რა ხდებოდა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩემი პოლიტიკური წარსული პოზიციების გამო, სავარაუდოდ, ჩემზე გულმოსულები იყვნენ, არ იზიარებდნენ ჩემს პოზიციას და ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა და მათი მხრიდან შეურაცხმყოფელი შეძახილები, თუმცა ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არ არის კავშირში იმასთან, რაც ახლა იქ ხდებოდა. მე მინდა, რომ ცალსახად განვაცხადო - სახალხო დამცველი იცავს ყველას, მიუხედავად იმისა, როგორია მის მიმართ დამოკიდებულება,“ - განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, პარლამენტთან საპროტესტო აქცია ისევ მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტებს აპროტესტებენ.
გიორგი ბურჯანაძის თქმით, დაკავებულების ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია
სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულების ნაწილის ადგილსამყოფელი ამ წუთებამდე არც მათი ოჯახის წევრებისთვისაა ცნობილი და არც სახალხო დამცველის აპარატისთვის. მისი თქმით, გუშინდელი აქცია გამონაკლისი იყო, როცა სახალხო დამცველის აპარატთან შინაგან საქმეთა სამინისტრო კონტაქტზე არ გამოდიოდა, რის გამოც, დაკავებულების ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. „დაკავებულები მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან გადანაწილებული. ჩემი კოლეგები ახლაც სხვადასხვა იზოლატორში არიან, მათ შორის, ქუთაისშიც არის რამდენიმე დაკავებული გადაყვანილი და ადგილზე ვნახულობთ, ასევე ბაკურიანის დროებითი მოთავსების იზოლატორში, გორში და სხვადასხვა ადგილებში არიან. ჩვენი მიზანია, დავაიდენტიფიციროთ დაზიანების შემთხვევები. ვნახეთ რამდენიმე შემთხვევა, როცა დაზიანება აღენიშნებათ დაკავებულებს, ეს დაზიანება, როგორც აცხადებენ, იმ დროს აქვთ მიღებული, როცა პოლიციის იურისდიქციის ქვეშ იყვნენ, მაგალითად, ზურა ჯაფარიძეს და ნიკა მოსიაშვილს დაზიანებები მას შემდეგ აქვთ მიღებული, რაც მათი დაკავება მოხდა და პოლიციის კონტროლის ქვეშ იყვნენ. რამდენიმე დაკავებული საუბრობდა, რომ დაზიანება მაშინ მიიღეს, როცა გადაყვანა, კორდონში გატარება ხდებოდა, სავარაუდოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ მოხდა მათთვის ამ დაზიანების მიყენება. ასევე, რამდენიმე დაკავებული საუბრობდა, რომ დაკავების პროცესში პოლიციის მხრიდან უმიზეზოდ გინება და შეურაცხყოფა იყო. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გუშინვე შევატყობინეთ რამდენიმე დაკავებულზე, მათ შორის, ზურა ჯაფარიძეზე. ერთ-ერთი დაკავებული ვნახე, რომელიც აღნიშნავდა, რომ სხვა ადამიანს როცა ურტყამდნენ, იმას იღებდა და ამ დროს დააკავეს. ყველაზე უცნაური შემთხვევაც ვნახეთ, ერთი ადამიანი, რომელიც ოქროყანიდან მოდიოდა, გზად გაიარა, საერთოდ სუფთა ტანსაცმელი ეცვა, არანაირი აქციის კვალი მას არ ეტყობოდა, ამ ადამიანის დაკავება ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოხდა. ბევრ დაკავებულს ადვოკატი არ ჰყავს, ამის შესახებ შესაბამის უფლებადამცველ ორგანიზაციებს შევატყობინებთ. 25 დაკავებული ვნახე, ზოგიერთი მათგანი სრულიად უმიზეზოდ არის დაკავებული. დაკავებულის ოჯახის წევრებმა არ იციან, სად არიან დაკავებულები, ეს არის აღმაშფოთებელი. ყოველთვის, როცა ასეთი დაკავებები ხდებოდა, შსს-დან ყოველთვის გვქონდა ინფორმაცია, გუშინდელი აქცია იყო სრულიად გამონაკლისი, რადგან შსს კონტაქტზე არ გამოდიოდა, დღემდე არ ვიცი ზოგიერთი დაკავებულის ადგილსამყოფელის შესახებ“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ. სახალხო დამცველის მოადგილე ასევე გამოეხმაურა ახლად არჩეული ომბუდსმენის, ლევან იოსელიანისთვის აქციაზე კვერცხის სროლას. „არ ვაკვირდებოდი, მე ვეფარებოდი მას და ვცდილობდი, თავიდან ამეცილებინა აგრესია. სახალხო დამცველს საქმიანობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. სახალხო დამცველი ისეთი თანამდებობის პირია, რომელიც მისი საქმიანობის გამო, ვიღაცას რაღაც მომენტში შესაძლოა, არ მოსწონდეს, მაგრამ სახალხო დამცველის როლია, მისი საქმიანობა შეასრულოს“, - განაცხადა ბურჯანაძემ. ყო თუ არა, სამართალდამცველების მხრიდან პროპორციული ძალა გამოყენებული, ბურჯანაძემ უპასუხა: „სრულ პროპორციულობაზე ჩემი კოლეგები მუშაობენ და დეტალურად აანალიზებენ. იყო გარკვეული ინციდენტები, სადაც პროპორციულობის პრობლემა იყო, ამ შემთხვევაში, ალბათ, ეჭვგარეშეა, რომ ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. ბუნებრივია, ამას დეტალური შესწავლა სჭირდება, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კონკრეტულ ინციდენტებთან დაკავშირებით ინფორმაციას მივაწვდით და იმედი გვაქვს, ეს საკითხები მათი შესწავლის საგანი იქნება“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს - ამერიკის საელჩო
ამერიკის საელჩო მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. მისი განცხადების თანახმად, მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და საქართველოს ისტორიის განმავლობაში უმთავრესი როლი უთამაშია ქართველების იდენტობისა და თავისუფლების დაცვაში. „ხელისუფლებას ამ უფლებების დაცვის შეუცვლელი ფუნქცია აკისრია. სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც ევროპაში ინტეგრაციას მოსდევს, დამოკიდებულია ყველა მოქალაქის ერთობლივ მუშაობაზე ამ საერთო მიზნის მისაღწევად“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. კენჭისყრას წინ უძღოდა ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“. კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თანაშემწემ განაცხადა, რომ ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს. პარალელურად, საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა პარლამენტთან. გვიან საღამოს, პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 66 პირი დააკავეს. 8 მარტს უწყებამ განაცხადა, რომ კიდევ 10 პირი დააკავა. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 28 თებერვალსაც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით 2 მარტს გაკეთდა. პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, რაც ნედ პრაისის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს პირველი კომენტარი იყო მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. ნედ პრაისის განცხადებითვე, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. ეს კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტები სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებსა და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად, კანონი მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. აშშ-ის განმარტებით, ამერიკული კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე ან დაფინანსების წყაროებზე. „FARA ძალიან ვიწროა და შექმნილია, რომ მხოლოდ უცხოეთის მთავრობების აგენტებს მოერგოს, რაც ძალიან განსხვავებული რამ არის და ამიტომ ვართ ამის გამო ასე შეშფოთებულები”, - განმარტა ნედ პრაისმა.
შსს აცხადებს, რომ კიდევ 10 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის უსაფრთხოდ ჩატარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით, კიდევ 10 პირი დააკავა. უწყების განცხადებით, „აღნიშნული პირები შეჩერებული იქნენ სამართალდამცველების მიერ, რადგან როგორც პოლიციელებმა შენიშნეს, მათ თან ჰქონდათ გარკვეული კანონსაწინააღმდეგო ნივთები და ხელკეტები“. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც სამართალდამცველი უფლებამოსილია განახორციელოს პირის ზედაპირული შემოწმება მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელდა მათი ზედაპირული დათვალიერება და შემოწმება. დადგინდა, რომ ისინი მიდიოდნენ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე და თან მიჰქონდათ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამიზნული ნივთები, მათ შორის ელექტროშოკი, ხელკეტი, ქვები, სხვადასხვა სახის პიროტექნიკა, საღებავები და კანონით აკრძალული სხვადასხვა ნივთები, რომლებიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები საზოგადოებრივ წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული არიან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენენ აქციის მონაწილეთა გადამოწმებას და დათვალიერებას. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 7 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, ერთი პირი დააკავეს. იდენტიფიცირებულია კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ჯამში 76 პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ოპერატიულ ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებს იმ პირთა დადგენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - აცხადებს სამინისტრო. მანამდე უწყება აცხადებდა, რომ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირია დაკავებული. პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით კი, ერთი პირი დააკავეს. ლევან იოსელიანი: ვიზუალურადაც ჩანდა, რომ აქციაზე იყო ცალკეული შემთხვევები, სადაც სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან ძალის გამოყენების პროპორცია იყო აშკარად გადამეტებული ლევან იოსელიანის თქმით, ყველაზე მძიმე დაზიანება ზურაბ ჯაფარიძეს აქვს
ჯაბა სამუშია: თსუ-ს არჩევანი ევროპაა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ თსუ-ს არჩევანი ევროპაა. ის Facebook-ის პირად გვერდზე ეხმაურება „უცხოეთის გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის გამო მიმდინარე პროტესტს, რომელსაც სტუდენტებიც შეუერთდნენ. „თსუ-ს არჩევანი ევროპაა. როგორც თსუ-ს რექტორს მიმაჩნია, რომ დაუშვებელია სტუდენტების გულწრფელი პროტესტის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩემთვის, იმავდროულად, მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდის უსაფრთხოება. უახლოეს დღეებში ვფიქრობ სტუდენტებთან შეხვედრას ამ კანონის შესახებ", - წერს ჯაბა სამუშია. „ჩვენი არჩევანი ევროპაა! საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ, ქართული სახელმწიფოს მიერ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული საგარეო-პოლიტიკური კურსის კანონზომიერი გაგრძელებაა. შუა საუკუნეებში დასავლური ცივილიზაცია ქრისტიანულ სამყაროსთან ასოცირდებოდა. რელიგიურმა ფაქტორმა მართლაც დიდი როლი ითამაშა ევროპის, როგორც ერთიანი გეოკულტურული სივრცის ფორმირებაში. ქართველების სწრაფვა ევროპისკენ სწორედ ამით იყო განპირობებული, რადგან ჩვენ ამ სივრცეში ვეძებდით ეროვნული უსაფრთხოების გარანტიებს. საერთო ევროპულ ოჯახში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პერსპექტივა 1918-1921 წლებშიც არსებობდა. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის უპირველეს პრიორიტეტს ევროპულ ქვეყნებთან და სტრუქტურებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა. ისტორიულად და დღევანდელ რეალობაშიც საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია! საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია! შინ ევროპისკენ!" - წერდა სამუშია უფრო ადრე გამოქვეყნებულ პოსტში.
ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოს ელჩი
ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოს ელჩია არჩილ ყარაულაშვილი. ესტონეთმა მოითხოვა კანონის გაუქმება. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უწყებამ დიდი უკმაყოფილება გამოთქვა ელჩთან და მოუწოდა მთავრობას, უკან გაიწვიოს კანონპროექტი, რომელის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. განცხადების თანახმად, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და ეწინააღმდეგება ქვეყნის გეგმებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით. „კანონის იმპლემენტაცია გამოიწვევს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას და გაართულებს ესტონეთის მიერ განვითარების თანამშრომლობის პროექტების განხორციელებას საქართველოში“, - ნათქვამია განცხადებაში. „დღეს, 8 მარტს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა საქართველოს ელჩი, რათა გამოეთქვა დიდი უკმაყოფილება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, დაამტკიცოს ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი”, - წერია უწყების განცხადებაში. მანამდე, ევროკავშირის და NATO-ს წევრი ქვეყნების - ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, სერიოზულ შეკითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივებთან დაკავშირებით.
ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პარლამენტთან აქციაზე მივიდა
„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ მმართველი ძალის მიერ გადადგმული ნაბიჯი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მომავალს. „რაც დღეს ხდება, ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას, ჩვენს ევროპულ მომავალს, შესაბამისად, აქ გამოვედი იმისთვის, რომ მშვიდობიანად და დემოკრატიულად გავაპროტესტო... დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობიანი პროტესტით ქართველი ხალხი გაიმარჯვებს“, - განუცხადა ჯანელიძემ „მთავარ არხს“.
ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ევროპარლამენტარები „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადების ავტორები ღრმად შეშფოთებულები არიან საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური აგენტების“ კანონის პირველი მოსმენით დამტკიცების გამო და აღნიშნავენ, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ფასეულობებსა და სტანდარტებს, და ძირს უთხრის საქართველოს პროევროპულ გზას. „საქართველოს ენერგიულმა სამოქალაქო საზოგადოებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დემოკრატიულ რეფორმებში და ქვეყნის ევროკავშირში წევრობის განცხადების მომზადებისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავონ სამოქალაქო საზოგადოების როლის დისკრედიტაციისა და შეზღუდვის შემდგომი მცდელობებისგან, და, პირიქით, ხელი შეუწყონ თანამშრომლობის გარემოს შექმნას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად, მიზანს, რომელსაც ძალიან ვუჭერთ მხარს და მზად ვართ, დაგეხმაროთ მიღწევაში”, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც 16 ევროპარლამენტარი აწერს ხელს: პეტრას აუსტრევიჩიუსი (ლიეტუვა) მაიკლ გალერი (გერმანია) სვენ მიქსერი (ესტონეთი) ვიოლა ფონ კრამონი (გერმანია) ანა ფოტიგა (პოლონეთი) ნატალი ლუაზო (საფრანგეთი) ანდრიუს კუბილიუსი (ლიეტუვა) მარინა კალიურანდი (ესტონეთი) ჰილდე ვაუტმანსი (ბელგია) მირიამ ლექსმანი (სლოვაკეთი) ტეის როიტენი (ნიდერლანდები) მარკეტა გრეგოროვა (ჩეხეთი) კარენ მელქიორი (დანია) რაფაელ გლუქსმანი (საფრანგეთი) ურმას პაეტი (ესტონეთი) იუოზას ოლეკასი (ლიეტუვა)
უკრაინის საგარეო უწყება: სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს
კიევი ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება თბილისში მიმდინარე მოვლენებს. უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დადებას აპირებს ე.წ. „უცხოური აგენტების” კანონპროექტზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიის ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” გამოაცხადებს. „ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას, რომ „უცხოური აგენტების” კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებსა და სტანდარტებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს. როგორც სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის, საქართველომ მყარად უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, კერძოდ, მშვიდობიანი პროტესტის უფლება”. „ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროექტი მისი ამჟამინდელი რედაქციით ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებსა და სტანდარტებს. სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს მის მისწრაფებაში გააგრძელოს საქართველოს ევროპული მომავლის განვითარება”, - წერია განცხადებაში.
აქციის მონაწილეები პარლამენტის გარშემო დაიძრნენ
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები პარლამენტის გარშემო დაიძრებიან. სამოქმედო გეგმა პროტეტის მონაწილეებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გააცნო. „მშვიდობიანად გადავდივართ, დავიძრათ და მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა - რუსული ინტერესების გატარებას“, - აღნიშნა ვაშაძემ. მანვე აღნიშნა, რომ ხვალ იგეგმება სესია პარლამენტში და 9 მარტსაც ასევე უნდა მოხდეს მშვიდობიანი პიკეტი. ერთი სააათის წინ ვაშაძემ ხელისუფლებას მიმართა და ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევისკენ მოუწოდა. მოთხოვნათა შორის იყო, 7 მარტს აქციაზე „უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება“. ვაშაძის თქმით, ერთსაათიანი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და მათ მოთხოვნებს მმართველი ძალა არ გამოხმაურებია.
ჰელსინკის კომისია ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონისთვის კენჭისყრაზე: საქართველოს დემოკრატიის დეგრადაციის გამოხატულებაა
ჰელსინკის კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური აგენტების” კანონპროექტისთვის პირველი მოსმენით დამტკიცებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კენჭისყრა და ის თუ როგორ ჩატარდა ის, საქართველოს დემოკრატიის დეგრადაციის გამოხატულებაა, „გუშინ, „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მოულოდნელად ჩაატარა რუსული სტილის „უცხოური აგენტების" კანონპროექტზე კენჭისყრა. იგი აბსოლუტური უმრავლესობით დამტკიცდა; წინააღმდეგ მხოლოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მისცეს ხმა, ხოლო „ქართული ოცნების” ოთხმა პრინციპულმა დეპუტატმა თავი შეიკავა. კენჭისყრა და როგორ ჩატარდა ის, საქართველოს დემოკრატიის დეგრადაციის გამოხატულებაა. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი კანონად ჯერ არ ქცეულა, მმართველი პარტიის უხეში დაჟინებული მოთხოვნა მის პროგრესზე არის საგანგაშო და ასახავს მოსკოვის მზარდ ზეგავლენას თბილისში. შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა, საბოლოო ჯამში, არის ქართველ ხალხთან და დემოკრატიასთან, რომელიც მათ წარმოადგენს”, - აღნიშნულია განცხადებაში.
გიორგი გახარია პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა. ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ პრესსამსახურის ცნობით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი აქციაზე ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. გიორგი გახარიამ რუსთაველის გამზირი უკვე დატოვა.
NATO თბილისში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ „NATO შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით“. „საქართველოსთვის, როგორც NATO -ს ასპირანტისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ეს პროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და არ შეესაბამება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს“, - წერს კოლომინა Twitter-ზე.
აშშ ირანის ოფიციალურ პირებს ქალთა უფლებების დარღვევის გამო სანქციებს უწესებს
აშშ-მ ირანის ოფიციალურ პირებს ქალთა უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. სიაშია ირანის გენერალური პროკურორის მოადგილე. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში წერი, რომ ირანის ციხეები ცნობილია პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობით და სიკვდილის შემთხვევებით. ქალი პატიმრები კი, განსაკუთრებით ხდებიან სექსუალური ძალადობის, წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლნი. სასანქციო სიაში არიან ირანის პენიტენციური სისტემის მაღალი რანგის პირები - პროვინცია ალბორზის ციხეების უწყების ხელმძღვანელი ალი ჩეჰარმაჰალი და პროვინცია დასავლეთის აზერბაიჯანის ორუმიეს ცენტრალური ციხის უფროსი დარიუშ ბახში. ირანში საპროტესტო გამოსვლები გასული წლის სექტემბერში დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიციის მიერ დაკავებული უფლებადამცველი მაჰსა ამინი გარდაიცვალა. ჯარებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები: პარლამენტისადმი ჩვენი მკაცრი რეკომენდაციაა, განიხილოს კანონპროექტის დღის წესრიგიდან სრულად ამოღება
საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა, კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC) ღრმა შეშფოთება გამოთქვეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების თაობაზე. „როგორც უკვე განვაცხადეთ, ეს კანონპროექტი, ამჟამინდელი სახით, მნიშვნელოვან შეშფოთებას ბადებს მისი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებსა და ნორმებთან შესაბამისობის კუთხით. გუშინ მისმა ნაჩქარევად მიღებამ, ყველა შესაბამის მხარესთან დიალოგისა და ჯეროვანი კონსულტაციების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ ხელი შეუწყო ქართული საზოგადოებაში განხეთქილებისა და პოლარიზაციის გაზრდას. ის, როგორც ასეთი, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ კონსოლიდაციას და ევროინტეგრაციას“. თანამომხსენებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული ევროპის საბჭოს იურიდიულ ექსპერტთა ჯგუფის, ვენეციის კომისიის სათანადო შეფასების გარეშე. მათ, აგრეთვე აღნიშნეს, რომ საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიის ნებისმიერი შენიშვნა და რეკომენდაცია სრულად უნდა გაიზიაროს არამხოლოდ წერილობით, არამედ, სულისკვეთების მხრივაც. „ვენეციის კომისიის დასკვნის შემთხვევაშიც კი, ჩვენთვის გაუგებარია, რამდენად იქნება ეს საკმარისი ქართულ საზოგადოებაში არსებული იმ ღრმა განხეთქილებისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის მიყენებული ზიანის გასაქარწყლებლად, რაც ამ კანონპროექტმა გამოიწვია. შესაბამისად, პარლამენტისადმი ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, განიხილოს კანონპროექტის დღის წესრიგიდან სრულად ამოღება“. თანამომხსენებლებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, პატივი სცენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას. მათ აგრეთვე მოუწოდეს მომიტინგეებს და პროტესტის ორგანიზატორებს, უზრუნველყონ, რომ მათი პროტესტი არ გასცდეს კანონის ფარგლებს. თანამომხსენებლები თბილისში ვიზიტს 2023 წლის 27-29 მარტს გეგმავენ.