ძებნის რეზულტატი:
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ისევ წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა
საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ისევ წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. მოქალაქეები პარლამენტის შესასვლელებთან არიან მობილიზებულები. პროტესტის მონაწილეებმა რკინის ჯებირები დაშალეს და კვერცხები ისროლეს. მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ „საპოლიციო ძალები მობილიზებულნი არიან თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ და აქციის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფენ“. „შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. კენჭისყრას წინ უძღოდა ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“. კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თანაშემწემ განაცხადა, რომ ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს. პარალელურად, საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა პარლამენტთან. გვიან საღამოს, პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 66 პირი დააკავეს. 8 მარტს უწყებამ განაცხადა, რომ კიდევ 10 პირი დააკავა. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 28 თებერვალსაც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით 2 მარტს გაკეთდა. პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, რაც ნედ პრაისის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს პირველი კომენტარი იყო მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. ნედ პრაისის განცხადებითვე, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. ეს კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტები სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებსა და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად, კანონი მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. აშშ-ის განმარტებით, ამერიკული კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე ან დაფინანსების წყაროებზე. „FARA ძალიან ვიწროა და შექმნილია, რომ მხოლოდ უცხოეთის მთავრობების აგენტებს მოერგოს, რაც ძალიან განსხვავებული რამ არის და ამიტომ ვართ ამის გამო ასე შეშფოთებულები”, - განმარტა ნედ პრაისმა.
პრეზიდენტის შეფასებით, რუსულ პოლიტიკას ჰგავს, როცა ცდილობენ, ხალხის გამოხატვის თავისუფლებას, პროტესტის ჩახშობით უპასუხონ
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-ის ეთერში განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი ევროკავშირის პრინციპებს ეწინააღმდეგება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მიზანია, საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს. „ჩვენ გვაქვს მართლაც უზარმაზარი შანსი, რომ შევუერთდეთ ევროკავშირს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტს ჰკითხეს თბილისში მიმდინარე პროტესტზე. მისი თქმით, რუსულ პოლიტიკას ჰგავს, როცა ცდილობენ, ხალხის გამოხატვის თავისუფლებას, პროტესტის ჩახშობით უპასუხონ. პრეზიდენტის განცხადებითვე, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში მოხდა, არავის სჭირდება და ის ძალიან ჰგავს რუსულ პოლიტიკას. „ჩვენ გვყავს უფრო მეტად დემოკრატიული საზოგადოება, ვიდრე, სამწუხაროდ, ხელისუფლებები გვყოლია. ამ საზოგადოებას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი ნება, აქვს უფლება თქვას, რომ მას სურს ევროპა და ვაპირებ ამას მხარი დავუჭირო, ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობით და ერთ-ერთი ასეთი არის უცხოელ ლიდერებთან საუბარი, უცხოურ მედიასთან საუბარი“. „ახლა არ არის ამ კანონის საჭიროება, ეს კანონი არსაიდან მოდის. არავის მოუთხოვია ის, არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი რეგისტრაციის საჭიროება და ამ კანონის წარმოდგენა და ამ ადამიანებისთვის „უცხოური გავლენის აგენტების“ წოდება ძალიან ჰგავს რუსულ პოლიტიკას. ძალიან ჰგავს რუსულ პოლიტიკას, როდესაც ადამიანების ნების თავისუფალი გამოხატულების საპასუხოდ ხდება პროტესტის ჩახშობა. ეს ადამიანები საქართველოს პარლამენტის წინ მოდიან მშვიდობიანად და მოითხოვენ ერთადერთ რამეს, რომ ეს კანონი გაიწვიონ, რომელზეც მომავალ დღეებში, დიდი ალბათობით, ვენეციის კომისია იტყვის, რომ ასეთ კანონს დამოუკიდებლად არსებობის უფლება არ აქვს. ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ მათ აქვთ ბოლო შანსი, შეამცირონ საზოგადოებასთან არსებული უფსკრული, რომელიც სულ უფრო ფართოვდება. მათ აქვთ უკანასკნელი შანსი, აჩვენონ, რომ ისინი არ არიან პრორუსული ძალა, მათ აქვთ უკანასკნელი შანსი აჩვენონ, რომ ის, რასაც სიტყვით გამოხატავენ, რომ არიან პროევროპელები, არის არამხოლოდ სიტყვა, არამედ რეალურად არის ის, საითაც მიდიან. მე მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან. გუშინაც მივმართე მოსახლეობას, რომ მხარს ვუჭერ იმას, რაც ხდება, რადგან ვფიქრობ, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ გვყავს უფრო მეტად დემოკრატიული საზოგადოება, ვიდრე, სამწუხაროდ, ხელისუფლებები გვყოლია. ამ საზოგადოებას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი ნება, აქვს უფლება თქვას, რომ მას სურს ევროპა და ვაპირებ ამას მხარი დავუჭირო ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობით და ერთ-ერთი ასეთი არის უცხოელ ლიდერებთან საუბარი, უცხოურ მედიასთან საუბარი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში.
ვენეციის კომისია ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვაზე მოთხოვნის მიღებას ადასტურებს
ვენეციის კომისია ადასტურებს უცხოური გავლენისა და უცხოელი აგენტების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტების განხილვის შესახებ მოთხოვნის მიღებას ადასტურებს. გავრცელებულ განცხადებაში კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიას სთხოვა, განიხილოს კანონპროექტები „უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“. ამავე თემაზე შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტთან შეკრებილებს მიმართა
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია მისი განცხადებებით და გეგმებით ცდილობს მდგომარეობის გამწვავებას. „მივმართავ პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს, დარჩნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ რადიკალური ოპოზიცია მისი განცხადებებით და გეგმებით ცდილობს, ყველანაირად გაამწვავოს მდგომარეობა, წაიყვანოს მოქალაქეები კანონის დარღვევაზე და ამას ვხედავთ პირდაპირ ეთერში. „ნებისმიერი აზრი უნდა გამოითქვას კანონის ფარგლებში და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები, განსხვავებით რადიკალებისგან, სწორედ ამ საკითხს გააცნობიერებენ და ასე მიუდგებიან. ჩვენ ის თაობა ვართ, რომლებმაც ვნახეთ ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენიდან იმართებოდა ემოციებით და ამ ემოციებმა განაპირობა ალბათ ის, რომ აისბერგებით სავსე გეოპოლიტიკურ რეგიონში ყველა ყინულს მივეხეთქეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE”.
საპატრიარქო პარლამენტთან განვითარებულ პროცესებს ეხმაურება
საქართველოს საპატრიარქო პარლამენტთან განვითარებულ პროცესებზე განცხადებას ავრცელებს. „ჩვენი ქვეყანა მტკიცე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ურთულეს გზას გადის, რისთვისაც დღეს უდიდესი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან“. „ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, გულმხურვალედ ლოცულობს მშვიდობისა და ერთსულოვნებისათვის. მიგვაჩნია, რომ ჩვენს სამეზობლოში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, მშვიდობიანი კურსის შენარჩუნება და ქვეყნის დამოუკიდებლობა ქვეყნის წინსვლისათვის ერთადერთი ამოსავალი ფაქტორია. მშვიდობის დარღვევის მცდელობად მიგვაჩნია პოლარიზების გამღვივებელი რადიკალური განცხადებები, რომელი მხრიდანაც უნდა ვრცელდებოდეს ისინი, მით უმეტეს, სასულიერო პირთაგან. სოციალურ ქსელში ხდება იმ ცალკეულ სასულიერო პირთა ქადაგებების თუ გამოსვლების ტირაჟირება, რომელნიც პოლიტიკურ თემებს ეხებიან, იქნება ეს ჩრდილოელი მეზობლის მიმართ გადაჭარბებული „სიმპათიები“ თუ უშუალოდ სახელმწიფოს მიმართ რადიკალური კრიტიკა. ცალსახად ვაცხადებთ, რომ ასეთი დამოკიდებულებები უცხოა ეკლესიის ოფიციალური ხედვისა და, ზოგადად, ქრისტიანული სულისკვეთებისათვის, რაც არაერთხელ დაფიქსირებულა და გაჟღერებულა საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციებსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირად განცხადებებში ევროინტეგრაციის გზის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
არ არსებობს უკრაინელი, რომელიც ჩვენს მეგობრულ საქართველოს წარმატებას არ უსურვებს - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე პროცესებს. „მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ დღეებში უკრაინის დროშები უჭირავს საქართველოს მოედნებსა და ქუჩებში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ჰიმნისთვის, რომელიც თბილისში შესრულდა. ეს არის პატივისცემა უკრაინის მიმართ და მინდა, გამოვხატო ჩემი გულწრფელი პატივისცემა საქართველოს მიმართ.არ არსებობს უკრაინელი, რომელიც ჩვენს მეგობარ საქართველოს წარმატებას არ უსურვებს - დემოკრატიულ წარმატებას. ევროპულ წარმატებას. ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროკავშირში და ვიქნებით იქ. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ჩვენ გვინდა, რომ მოლდოვა იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ამას იმსახურებს ევროპის ყველა თავისუფალი ერი. დიდება ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია უკრაინისთვის! დიდება ყველას, ვინც იბრძვის თავისი ძმებისთვის! დიდება უკრაინას!" - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ამ კანონის მიღება ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს - საკონსტიტუციო სასამართლოს 15 თანამშრომელი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილი აკრიტიკებს პარლამენტის მიერ „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტების განხილვას და მიღებას. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონის მიღება ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს და აზიანებს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესს. „ჩვენ, საჯარო მოხელეები, ვითვალისწინებთ რა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ცხადად დაფიქსირებულ საქართველოს გეოპოლიტიკურ ვექტორს, რომელიც მრავალ საუკუნეთა განმავლობაში განისაზღვრა ქართველი ერის მიერ ჩამოყალიბებული ისტორიულ-სამართლებრივი მემკვიდრეობის მიხედვით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, როგორც გარანტი სახელმწიფოს თავისუფლებისა და დემოკრატიული განვითარებისა, ბოჭავს ნებისმიერი დროის ხელისუფალს, იმოქმედოს ამ მიზნის უზრუნველსაყოფად“, - წერია განცხადებაში, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს 15 თანამშრომელი აწერს ხელს. „იმ პირობებში, როდესაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტები, მათი ინიცირების დროის, ფორმისა და კონტექსტის გათვალისწინებით, ქვეყანაში საზოგადოების პოლარიზაციის გაღრმავების გამომწვევი გახდა, იმავდროულად კი, კანონის პროექტებთან დაკავშირებით საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებები მკვეთრად ნეგატიურია, მიუთითებენ რა კანონის პროექტების ევროკავშირის ღირებულებებთან და ძირითად პრინციპებთან შეუთავსებლობაზე, მივიჩნევთ, რომ ნახსენები კანონის პროექტების მიღება ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს და აზიანებს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესს“, - წერია განცხადებაში. „განცხადების ხელმომწერები, ვაცნობიერებთ რა კანონპროექტის შინაარსსა და მისგან მომდინარე საფრთხეებს, აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებით ვსარგებლობთ საქართველოს კონსტიტუციით დაცული გამოხატვის თავისუფლებით და ვაფიქსირებთ ჩვენს მოქალაქეობრივ პოზიციას“, - წერენ საკონსტიტუციოს თანამშრომლები. ხელმომწერები არიან: ბარამაშვილი თამარ - მთავარი სამართლებრივი მრჩეველი-მრჩეველთა ხელმძღვანელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი. გვიმრაძე გიორგი - უფროსი სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.დანელია გვანცა - უფროსი სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.დოლუაშვილი ნინო - სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.კენჭაძე მარინა - კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.კიკნაძე თამარი - მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.ლაშხია გვანცა - მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.მაჭარაშვილი ლელა - მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.მესხია თამარ - მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.მძევაშვილი მარი - სტაჟიორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.ობოლაშვილი თორნიკე - კოლეგიის თავმჯდომარის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.პირველაშვილი ნიკა - უფროსი სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.ღოლიჯაშვილი დავით - მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.ჭიოკაძე ლევანი - მოსამართლის თანაშემწე,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.ხავთასი ივა - მოსამართლის თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო. წყარო -რადიო თავისუფლება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საუბრობს იმ სანქციებზე, რომლის გამოყენებაც აშშ-ს შეუძლია
სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვის საკითხებში, ტოდ დ. რობინსონი ამბობს, რომ არსებობს ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც აშშ-ის შეუძლია, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ფასეულობებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში. ამის შესახებ რობინსონმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც საქართველოს შეეხებოდა. „შეგვიძლია გამოვიყენოთ სავიზო შეზღუდვა, შეგვიძლია გამოვიყენოთ ფინანსური სანქციები. რიგ შემთხვევაში შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთდროულად ბიზნესებსა და ინდივიდებზე ფოკუსირებისთვის, რაც მატებს ეფექტს ინსტრუმენტებსა და სანქციებს, რომელთა გამოყენება შეგვიძლია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ფასეულობებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში", - ამბობს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე. მან დაასახელა ბოლოდროინდელი კონკრეტული მაგალითები, როცა აშშ-მ გამოიყენა სანქციები. ამ ჩამონათვალში მოხვდნენ რუსეთის, უკრაინისა, მექსიკისა და სერბეთის მოქალაქეები. "დიახ, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ გლობალურად ცუდი აქტორების, ანტიდემოკრატიული აქტორების, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დამნაშავეებისა და ნებისმიერის დევნისთვის, ვინც არ უწყობს ხელს და/ან ახშობს ჩვეულებრივი მოქალაქეების უფლებებს. ჩვენ ამ ინსტრუმენტების გამოყენება შეგვიძლია აგრეთვე იმათი სანქცირებისთვის, ვინც გარკვეული თვალსაზრისით გადაკვეთს ხაზს ადამიანის უფლებებზე", - აღნიშნა ტოდ რობინსონმა. კითხვას, განიხილავს თუ არა აშშ გადადგმული ნაბიჯების გამო საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წევრის ან მოქალაქის სანქცირებას, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ასე უპასუხა: "ვერ გავუსწრებ რომელიმე გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება იყოს მიღებული, თუმცა ვიტყვი, რომ ეს ინსტრუმენტები ჩვენს ხელთ არის... ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობაში არავის უნდა გაუკვირდეს, რომ გაგვაჩნია ეს ინსტრუმენტები და მზად ვართ მათი გამოყენებისთვის".
ნედ პრაისი: კრემლისგან შთაგონებული ამ კანონპროექტების წინ წაწევა შეუთავსებელია ქართველი ხალხის მკაფიო სურვილთან
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტების წინ წაწევა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობებს მის სტრატეგიულ პარტნიორებთან. „როგორც გუშინ, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე პროტესტებისა და მოვლენების ახლოდან დაკვირვებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლებებს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ თავშეკავება გამოიჩინონ და თავიდან აირიდონ ესკალაციური ან ძალადობრივი ქმედებები და პატივი სცენ კანონის უზენაესობასა და საქართველოს დემოკრატიულ ფასეულობებს. როგორც ამ დღეებში ვთქვით, ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ ცოტა ხნის წინ წარდგენილი „უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტით, რომელიც თუ საბოლოოდ გახდება კანონი, მოახდენს სტიგმატიზაციას და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს საქართველოს მოქალაქეებისა, რომელიც მათ საზოგადოებაში უკეთესი მომავლის შექმნას ცდილობენ. კრემლისგან შთაგონებული ამ კანონპროექტების წინ წაწევა შეუთავსებელია ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების ნათელ სურვილთან. გვჯერა, რომ ამ კანონების გაგრძელება დააზიანებს საქართველოს ურთიერთობებს მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და საფრთხეს შეუქმნის მის ევროატლანტიკურ მომავალს. ეს სურვილები ქართველი ხალხის მისწრაფებების გულშია, პროექტია, რომელსაც ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ათწლეულების განმავლობაში მიჰყვებოდა. აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, საქართველოს ევროპასა და ევროკავშირში უფრო მეტი ინტეგრაციას სურს - ეს ყველაფერი ნაწილია იმ დებატების კონტექსტში, რომლებიც ახლა თბილისში მიმდინარეობს”, - განაცხადა ნედ პრაისმა. აშშ იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც ყველა ხელისუფლება მსოფლიოს მასშტაბით, ასახავს მათი ხალხის მისწრაფებებს. ნედ პრაისის თქმით, აშშ ქართველი ხალხის და მისი მისწრაფებების გვერდით დგას. „რაც ეხება იმას, რასაც ახლა ვხედავთ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მხარს ვუჭერთ მსოფლიოს მასშტაბით მოქალაქეების მიერ მათი უნივერსალური უფლებების გამოყენებას. შეკრების თავისუფლება უნივერსალური უფლებაა, მშვიდობიანი პროტესტი უნივერსალური უფლებაა, გამოხატვის თავისუფლება უნივერსალური უფლებაა. ყოველთვის მათ გვერდით ვდგავართ, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს მის უნივერსალურ უფლებებს. რაც ეხება ამ კანონპროექტებს, ეს საბოლოო ჯამში ქართველი ხელისუფლებისადმი კითხვაა. ამაზე ჩვენი შეხედულებები ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ, როგორც საქართველოს პარტნიორმა ათწლეულების განმავლობაში. გვსურს, ვიყოთ იმ პოზიციაში, რომ შეგვეძლოს ამის გაგრძელება. აშკარაა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნებისა და ორგანიზაციების რიცხვია, რომელიც ამ შეშფოთებას იზიარებს. გაგვიგია ევროკავშირისგან, გაეროსგან, მაგრამ ხმები, რომლებსაც ყველაზე საყურადღებოა, წუხილია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისგან და დამოუკიდებელი აქტორებისგან, რომლებიც ლოგიკურად შეშფოთებულები არიან, რომ ამ კანონების მიღება და რატიფიცირება შეზღუდავს და ხელს შეუშლის მათ შესაძლებლობას, გამოიყენონ ის ფუნდამენტური უნივერსალური უფლებები, რომლებსაც აქვთ ადგილი ამ პროტესტებზე”, - განაცხადა ნედ პრაისმა. გუშინდელი ბრიფინგიდან ნახეთ ნედ პრაისი: გვაქვს ინსტრუმენტები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს, პასუხისმგებლობა დავაკისროთ ნებისმიერს, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის საყოველთაო უფლებების შეზღუდვაზე
ნედ პრაისი: მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავშეკავება გამოიჩინონ და თავიდან აირიდონ ესკალაციური ან ძალადობრივი ქმედებები
აშშ მოუწოდებს ყველა მხარეს საქართველოში, თავშეკავება გამოიჩინონ და თავიდან აირიდონ ესკალაციური ან ძალადობრივი ქმედებები. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტების წინ წაწევა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობებს მის სტრატეგიულ პარტნიორებთან. „როგორც გუშინ, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე პროტესტებისა და მოვლენების ახლოდან დაკვირვებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლებებს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ თავშეკავება გამოიჩინონ და თავიდან აირიდონ ესკალაციური ან ძალადობრივი ქმედებები და პატივი სცენ კანონის უზენაესობასა და საქართველოს დემოკრატიულ ფასეულობებს. როგორც ამ დღეებში ვთქვით, ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ ცოტა ხნის წინ წარდგენილი „უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტით, რომელიც თუ საბოლოოდ გახდება კანონი, მოახდენს სტიგმატიზაციას და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს საქართველოს მოქალაქეებისა, რომელიც მათ საზოგადოებაში უკეთესი მომავლის შექმნას ცდილობენ. კრემლისგან შთაგონებული ამ კანონპროექტების წინ წაწევა შეუთავსებელია ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების ნათელ სურვილთან. გვჯერა, რომ ამ კანონების გაგრძელება დააზიანებს საქართველოს ურთიერთობებს მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და საფრთხეს შეუქმნის მის ევროატლანტიკურ მომავალს. ეს სურვილები ქართველი ხალხის მისწრაფებების გულშია, პროექტია, რომელსაც ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ათწლეულების განმავლობაში მიჰყვებოდა. აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, საქართველოს ევროპასა და ევროკავშირში უფრო მეტი ინტეგრაციას სურს - ეს ყველაფერი ნაწილია იმ დებატების კონტექსტში, რომლებიც ახლა თბილისში მიმდინარეობს”, - განაცხადა ნედ პრაისმა. აშშ იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც ყველა ხელისუფლება მსოფლიოს მასშტაბით, ასახავს მათი ხალხის მისწრაფებებს. ნედ პრაისის თქმით, აშშ ქართველი ხალხის და მისი მისწრაფებების გვერდით დგას. „რაც ეხება იმას, რასაც ახლა ვხედავთ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მხარს ვუჭერთ მსოფლიოს მასშტაბით მოქალაქეების მიერ მათი უნივერსალური უფლებების გამოყენებას. შეკრების თავისუფლება უნივერსალური უფლებაა, მშვიდობიანი პროტესტი უნივერსალური უფლებაა, გამოხატვის თავისუფლება უნივერსალური უფლებაა. ყოველთვის მათ გვერდით ვდგავართ, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს მის უნივერსალურ უფლებებს. რაც ეხება ამ კანონპროექტებს, ეს საბოლოო ჯამში ქართველი ხელისუფლებისადმი კითხვაა. ამაზე ჩვენი შეხედულებები ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ, როგორც საქართველოს პარტნიორმა ათწლეულების განმავლობაში. გვსურს, ვიყოთ იმ პოზიციაში, რომ შეგვეძლოს ამის გაგრძელება. აშკარაა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნებისა და ორგანიზაციების რიცხვია, რომელიც ამ შეშფოთებას იზიარებს. გაგვიგია ევროკავშირისგან, გაეროსგან, მაგრამ ხმები, რომლებსაც ყველაზე საყურადღებოა, წუხილია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისგან და დამოუკიდებელი აქტორებისგან, რომლებიც ლოგიკურად შეშფოთებულები არიან, რომ ამ კანონების მიღება და რატიფიცირება შეზღუდავს და ხელს შეუშლის მათ შესაძლებლობას, გამოიყენონ ის ფუნდამენტური უნივერსალური უფლებები, რომლებსაც აქვთ ადგილი ამ პროტესტებზე”, - განაცხადა ნედ პრაისმა. გუშინდელი ბრიფინგიდან ნახეთ ნედ პრაისი: გვაქვს ინსტრუმენტები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს, პასუხისმგებლობა დავაკისროთ ნებისმიერს, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის საყოველთაო უფლებების შეზღუდვაზე
Freedom House: შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ძალადობის გამო
Freedom House განცხადებას ავრცელებს. „შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის „უცხოური აგენტების” კანონპროექტის გარშემო ძალადობის გამო. მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტური უფლება დაცული უნდა იყოს ბენზინის ბომბებისგან, ცრემლმდენი გაზისა და წყლის ჭავლისგან. ასევე ვიმეორებთ ჩვენს შეშფოთებას „უცხოური აგენტების” შესახებ შემოთავაზებული კანონის გამო და კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს კანონპროექტს”, - აღნიშნულია განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის ყველა მეზობელმა იცის, რომ რუსეთი ცდილობდა, ცდილობს და ეცდება სხვა ქვეყნების ტერიტორიების მითვისებას და ეს უნდა შეჩერდეს
პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო არის რუსეთის აგრესიისა და რუსეთის იმპერიალიზმის არა შემდგომი მსხვერპლი, არამედ არის მსხვერპლი ახლაც და ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი არაპირდაპირი გზა, რომლითაც ის ცდილობს საქართველოში ფეხის მოკიდებას. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში რუსეთსა და ე.წ. აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მისი მდებარეობიდან გამომდინარე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათ შორის ბალანსისთვის ევროპაში და რუსეთი მას მარტივად არ დათმობს, თუმცა საბოლოოდ რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ არ აქვს სხვა ქვეყნებში შეჭრის უფლება. „ჩვენ არ ვართ რუსეთის შემდგომი სამიზნე, ჩვენ უკვე ვიყავით მისი სამიზნე ჯერ კიდევ 1921 წლიდან, მაშინ სრულად ვიყავით ანექსირებული საბჭოთა რუსეთის მიერ. შემდეგ 1992 -1993 წლებში დამოუკიდებლობის მეორედ მოპოვების შემდეგ და კვლავ 2008-ში და ძალიან ბევრი რეპრესია განხორციელდა საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში. აქედან გამომდინარე, საქართველო არის რუსეთის აგრესიისა და რუსეთის იმპერიალიზმის არა შემდგომი მსხვერპლი, არამედ არის მსხვერპლი ახლაც და ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი არაპირდაპირი გზა, რომლითაც ის ცდილობს საქართველოში ფეხის მოკიდებას. საქართველო უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვართ შავ ზღვასთან, ჩვენ ვართ ევროკავშირის შემდგომი გაფართოების არეალი, ტრანსკავკასიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი ბალანსისთვის მსოფლიოსა და ევროპის გარშემო. ცალსახაა, რომ რუსეთი მარტივად არ დაგვთმობს, მაგრამ რუსეთი აგებს ომს უკრაინაში, ის კარგავს ნებისმიერი სახის მიზიდულობას, რაც შეიძლებოდა, მას ჰქონოდა, რუსეთის ყველა მეზობელმა იცის, რომ რუსეთი ცდილობდა, ცდილობს და ეცდება სხვა ქვეყნების ტერიტორიების მითვისებას და ეს უნდა შეჩერდეს. ფუნდამენტური მნიშვნელობა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს და იმას აქვს, თუ როგორ დასრულდება ეს ომი, რუსეთის შეჩერებაა, რათა ის აღარ იყოს ოკუპანტი ძალა, რასაც ის წარმოადგენს უკანასკნელი საუკუნენახევრის განმავლობაში. ეს არის ჩვენი მომავალი. რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ თუ მას სურს იყოს განხილული საერთაშორისო ურთიერთობების ნორმალურ პარტნიორად, მან საბოლოოდ უნდა გაიაზროს, რომ აქვს საზღვრები, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას და მას არ აქვს უფლება, შეიჭრას სხვა ქვეყანაში“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი: ხელისუფლებას უკანასკნელი შანსი აქვს, აჩვენოს, რომ არ არის არადეკლალირებული პრორუსული ძალა
„ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ მათ აქვთ ბოლო შანსი, შეამცირონ საზოგადოებასთან არსებული უფსკრული, რომელიც სულ უფრო ფართოვდება. მათ აქვთ უკანასკნელი შანსი, აჩვენონ, რომ ისინი არ არიან არადეკლალირებული პრორუსული ძალა, მათ აქვთ უკანასკნელი შანსი, აჩვენონ, რომ ის, რასაც სიტყვით გამოხატავენ, რომ არიან პროევროპელები, არის არამხოლოდ სიტყვა, არამედ, რეალურად არის ის, საითაც მიდიან“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. „მე მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან. გუშინაც მივმართე მოსახლეობას, რომ მხარს ვუჭერ იმას, რაც ხდება, რადგან ვფიქრობ, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ გვყავს უფრო მეტად დემოკრატიული საზოგადოება, ვიდრე, სამწუხაროდ, ხელისუფლებები გვყოლია. ამ საზოგადოებას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი ნება, აქვს უფლება თქვას, რომ მას სურს ევროპა და ვაპირებ, ამას მხარი დავუჭირო ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობით და ერთ-ერთი ასეთი არის უცხოელ ლიდერებთან საუბარი, უცხოურ მედიასთან საუბარი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ნედ პრაისი: ჩვენ ვართ პარტნიორი, რომელიც დაეხმარა საქართველოს, გვსურს, ვიყოთ იმ პოზიციაში, რომ ამის გაგრძელება შეგვეძლოს
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ, ნედ პრაისის თქმით, აშშ ქართველი ხალხის და მისი მისწრაფებების გვერდით დგას. აშშ იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც ყველა ხელისუფლება მსოფლიოს მასშტაბით, ასახავს მათი ხალხის მისწრაფებებს. „რაც ეხება იმას, რასაც ახლა ვხედავთ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მხარს ვუჭერთ მსოფლიოს მასშტაბით მოქალაქეების მიერ მათი უნივერსალური უფლებების გამოყენებას. შეკრების თავისუფლება უნივერსალური უფლებაა, მშვიდობიანი პროტესტი უნივერსალური უფლებაა, გამოხატვის თავისუფლება უნივერსალური უფლებაა. ყოველთვის მათ გვერდით ვდგავართ, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს მის უნივერსალურ უფლებებს. რაც ეხება ამ კანონპროექტებს, ეს საბოლოო ჯამში ქართველი ხელისუფლებისადმი კითხვაა. ამაზე ჩვენი შეხედულებები ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ, როგორც საქართველოს პარტნიორმა ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ ვართ პარტნიორი, რომელიც დაეხმარა საქართველოს, მისულიყო ახლად მოპოვებული დამოუკიდებლობიდან დემოკრატიის კონსოლიდირებამდე - გვსურს, ვიყოთ იმ პოზიციაში, რომ ამის გაგრძელება შეგვეძლოს. აშკარაა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნებისა და ორგანიზაციების რიცხვია, რომელიც ამ შეშფოთებას იზიარებს. გაგვიგია ევროკავშირისგან, გაეროსგან, მაგრამ ხმები, რომლებსაც ყველაზე საყურადღებოა, წუხილია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისგან და დამოუკიდებელი აქტორებისგან, რომლებიც ლოგიკურად შეშფოთებულები არიან, რომ ამ კანონების მიღება და რატიფიცირება შეზღუდავს და ხელს შეუშლის მათ შესაძლებლობას, გამოიყენონ ის ფუნდამენტური უნივერსალური უფლებები, რომლებსაც აქვთ ადგილი ამ პროტესტებზე”, - განაცხადა ნედ პრაისმა.
ევროკავშირმა საქართველოს უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, თუნდაც მთავრობას ეს არ სურდეს - პრეზიდენტი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „უცხოეთის აგენტების კანონს“ ანტიკონსტიტუციურს უწოდებს; აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციას მუდმივად სურს საქართველოსთვის საკუთარი გავლენის თავს მოხვევა და შესაძლოა, უკრაინაში მარცხის ფონზე, „სადმე სხვაგან“ წარმატების მიღწევა სურდეს. თუმცა, მისი თქმით, ამას საქართველომ ყურადღება არ უნდა მიაქციოს და გააგრძელოს ევროპისკენ სვლა, ევროკავშირმა კი მას მხარი უნდა დაუჭიროს, სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, თუნდაც ეს მთავრობას არ სურდეს. France 24-ის ჟურნალისტის კითხვაზე, - ფიქრობს თუ არა, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება „რუსული ინტერვენციაა“, პრეზიდენტმა უპასუხა: „რუსეთი არასოდეს არის შორს. მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20%, იგი ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში, ბოლო ორ-ნახევარი საუკუნეა, გამუდმებით გვიტევს და აგრესიას იჩენს ჩვენდამი. ასე რომ, მას მუდმივად აქვს ცდუნება იმისა, რომ თავისი ნება თავს მოგვახვიოს. შეიძლება, ეს ცდუნება ძლიერდება, რადგან ისინი აგებენ ომს უკრაინაში და სურთ, წარმატებას სადმე სხვაგან მიაღწიონ. მაგრამ მე არა მგონია, რომ უნდა ვცდილობდეთ იმის განჭვრეტას, თუ რა სურს ან არ სურს რუსეთს, რადგან რუსეთი ახლა სუსტდება, მთელი ევროპა, შეერთებული შტატები ხედავს იმას, რაც ჩვენ მანამდეც ვიცოდით, - თუ როგორია რუსეთის ნამდვილი ბუნება. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, ესაა: ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებთან ერთად უნდა გავაძლიეროთ, დავაჩქაროთ ჩვენი გზა ევროკავშირისაკენ. ეს არის ერთადერთი პასუხი იმის მიუხედავად, თუ რა შეიძლება უნდოდეს რუსეთს“. სალომე ზურაბიშვილმა იქვე ახსენა რუსეთის 2 სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს, და განაცხადა, რომ არ არის საჭირო, გამოვიცნოთ, რა სურს რუსეთს, უნდა გავაგრძელოთ ევროკავშირისკენ სვლა, ევროკავშირმა კი „სტრატეგიული გადაწყვეტილება“ უნდა მიიღოს: „ათწლეულების განმავლობაში, რუსეთის სურვილების გამოცნობას კი არ ვცდილობდით, არამედ ვაგრძელებდით სიარულს ჩვენს გზაზე. და ეს გზა მიდის ევროპისკენ. აი, აქ გვჭირდება მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან. ისინი გვჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე. გვჭირდება მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ეს იქნება სტრატეგიული გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობისათვის, მათ შორის, თუკი საჭირო იქნება, მთავრობის [ნების] წინააღმდეგ“, - განაცხადა პრეზიდენტმა. წყარო - რადიო თავისუფლება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი: ირაკლი ღარიბაშვილს საპროტესტო აქციებისა და „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტებზე ვესაუბრე
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრება და მომიტინგეებს მშვიდობიანი პროტესტი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე აცხადებს. Freedom House: შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ძალადობის გამო „საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საპროტესტო აქციებისა და „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტებზე ვესაუბრე, რომლებიც ქართველი ხალხის ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების სურვილს ეწინააღმდეგება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრება და მომიტინგეებს მშვიდობიანი პროტესტი,“- წერს ამერიკელი მაღალჩინოსანი „ტვიტერზე“.
საფრანგეთი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ევროკავშირის ღირებულებებს
საფრანგეთი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ევროკავშირის ღირებულებებს, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. Freedom House: შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ძალადობის გამო “საფრანგეთი, როგორც ევროკავშირი, იმეორებს საქართველოს პარლამენტის მიერ გუშინ “უცხოური აგენტების” შესახებ პირველ მოსმენაში მიღებული კანონპროექტის მიერ გამოწვეულ ღრმა შეშფოთებას. ეს ინიციატივა ხელს უწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დისკრედიტაციას და მძიმე დარტყმას აყენებს ქართულ დემოკრატიას. ის წინააღმდეგობაში მოდის ევროპული პერსპექტივისადმი საქართველოს მოსახლეობის ფართო მხარდაჭერასთან. 18 თებერვალს მიუნხენში ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ კანონის უზენაესობის კონსოლიდაციის მცდელობების გაგრძელებისკენ, რაც აუცილებელია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაახლოებისთვის. საფრანგეთი მზადაა დაეხმაროს საქართველოს ამ გზაზე. საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ევროკავშირის ღირებულებებს, კერძოდ, მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, განსაკუთრებით მართლმსაჯულებისა და პრესის თავისუფლების სფეროში, არსებითია საქართველოს ევროპული პერსპექტივის რეალიზაციისთვის”, - წერია განცხადებაში.
ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს
„ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროეექტი ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ გაიწვიეს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადებაშია წერია. „როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი. „საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გაიმართა კონსულტაციები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. კანონპროექტს მიაკერეს „რუსული კანონის“ ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს. გარდა ამისა, რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ. მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რომლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს. ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი. ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით. ჩვენ ვმოქმედებთ იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომელიც, როგორც მმართველ ძალას, საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე გვაკისრია. საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას და განაგრძობს სვლას ღირსებით ევროპისკენ, რაც ქართული საზოგადოების პრინციპული არჩევანია“, - ნათქვამია განცხადებაში. უმრავლესობის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტი და საერთაშორისო საზოგადოების აქცტიური მოწოდებები კანონპროექტის გაწვევის შესახებ. ინფორმაციისთვის, კანონპროექტის ავტორებს ორი ვერსია ჰქონდათ ინიცირებული. ერთი იყო მხარდაჭერილი, მეორე - სესიაზე არ განუხილავთ. “უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით არის მიღებული.
მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას კანონპროექტის გაწვევის შესახებ - ევროკავშირი
მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ, - ევროკავშირის საელჩო საქართველოში ეხმაურება "ოცნების" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ისინი რუსულ კანონპროექტს გაიწვევენ. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროეექტი გაიწვიეს "მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით",- წერს ევროკავშირის საელჩო. უმრავლესობის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტი და საერთაშორისო საზოგადოების აქცტიური მოწოდებები კანონპროექტის გაწვევის შესახებ. ინფორმაციისთვის, კანონპროექტის ავტორებს ორი ვერსია ჰქონდათ ინიცირებული. ერთი იყო მხარდაჭერილი, მეორე - სესიაზე არ განუხილავთ. “უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით არის მიღებული.
ევროკავშირი: მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად
ევროკავშირი პოლიტიკური ძალებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობას შეახსენებს. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლობამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. „მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით",- ნათქვამია განცხადებაში.