ძებნის რეზულტატი:
„ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“: ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი
„ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით“, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადებაში წერია. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია მაინც გაიმართება
სამოქალაქო აქტივისტების გადაწყვეტილებით, დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია 19:00 საათზე მაინც გაიმართება. როგორც ერთობლივ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს წევრმა „გირჩი- მეტი თავისუფლებიდან“ ცოტნე კობერიძემ აღნიშნა, დღევანდელ აქციაზე ისინი მმართველი გუნდისგან მოითხოვენ მკაფიოობას, როგორ აპირებენ ისინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევას. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროეექტი გაიწვიეს „დღეს აუცილებლად იქნება აქცია! არსებობს უამრავი ახალგაზრდა, რომელსაც არ გვაქვს „ქართულ ოცნების“ ნდობა და რომლებსაც მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვართ გარანტი ქვეყანა გახდეს დასავლეთის ნაწილი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოვითხოვთ ორი პუნქტის შესრულებას. გვჭირდება მკაფიოობა როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კანონი იმიტომ, რომ მათი განცხადებები არის ბუნდოვანი. მათ აქვთ სახელი გატეხილი და მეორე, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგნენ, იბრძოდნენ ჩვენთან ერთად და არიან დაჭერილები, სანამ ეს ადამიანები არ იქნებიან თავისუფლები, „ქართულ ოცნებას“ არ ეგონოს, რომ საქმე მარტივად აქვთ. სანამ საქართველო არ დადგება პროდასავლურ კურსზე გარანტირებულად, პროცესები არ შეწყდება “, - განაცხადა კობერიძემ. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, ის უნდა ჩავარდეს სესიაზე - კონსტიტუციონალისტი
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება. ის უნდა ჩავარდეს სესიაზე. ორი კანონპროექტიდან ერთი, პირველი მოსმენით არის მიღებული, მეორე კი, რომელსაც აშშ-სთან მიმსგავსებულს უწოდებენ, ჯერ არ განხილულია. „1. პირველი ვარიანტი სასწრაფოდ უნდა გაიტანონ მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდონ (აქედან ერთი თვის განმავლობაში მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, თორემ მეორე მოსმენით ერთხელ ჩაგდებული პროექტის შემობრუნება შეუძლიათ); 2. მეორე ვარიანტის ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტია გაწვევას“, - აღნიშნავს ვახუშტი მენაბდე. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს
შსს: 7-8 მარტს პოლიციამ ჯამში, 133 პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7-8 მარტს პოლიციამ ჯამში, 133 პირი დააკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები 8 მარტს, თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და აქციის მშვიდობიანად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით მობილიზებული იყვნენ. საპროტესტო აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. მოგვიანებით, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სიტყვით გამოსვლისას, შეკრებილებს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მასობრივად დაიწყეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და შენობის პიკეტირება. აქციის მიმდინარეობისას, საპოლიციო ძალები განთავსებული იყო პარლამენტის შენობაში, რათა არ მომხდარიყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება აქციის მონაწილეებთან. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. შეკრებილები აგრესიულად იქცეოდნენ და დააზიანეს საკანონმდებლო ორგანოს შენობის გასწვრივ, უსაფრთხოების მიზნით განლაგებული რკინის დამცავი ჯებირები, შესასვლელი კარები, ჩაამსხვრიეს შენობის მინები, რკინის ცხაურები, პარლამენტის შენობასა და ეზოში ისროდნენ ქვებსა, სხვადასხვა სახის საგნებს და პიროტექნიკას, რასაც შესაძლოა გამოეწვია მძიმე შედეგი. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებმა თანდათან უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალებმა წესრიგის დაცვის მიზნით, სამართალდამრღვევთა ძალადობრივი და აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი იძულების ღონისძიებები და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. პოლიციამ არაერთხელ სცადა დაძაბული სიტუაციის განმუხტვა - აგრესიული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაარიდა და აქციის მონაწილეებს მშვიდობიანად დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დაიწყეს პოლიციელების მიმართულებით ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“, ქვების, ხის ძელების და სხვა საგნების სროლა. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ რამდენიმე ავტომანქანას, დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი, სახანძრო ავტომანქანა, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობების ფასადები, ჩაამსხვრიეს ვიტრინები. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დააზიანეს თბილისის მერიის სამსახურების საკუთრებაში არსებული მატერიალური ქონება, მათ შორის ცეცხლი წაუკიდეს ქუჩაში მდგარ ურნებს, დაამტვრიეს სკამები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მართლწესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს. აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 10-მდე თანამშრომელმა ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. დაშავდნენ მოქალაქეებიც. სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით, 66 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებსა და ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს მომხდარ სამართალდარღვევების ფაქტებზე, კერძოდ, პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, ერთი პირი დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად კი, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 133 პირია დაკავებული“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2023 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 5.2%-ით შემცირდა - საქსტატი
2023 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 5.2 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მათივე ცნობით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 5.7 პროცენტით გაიზარდა. „2023 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 5.2 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23.4 პროცენტიანი კლებით, რამაც -4.8 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.7 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.73 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, - აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვიოლა ფონ კრამონი: კანონპროექტის გაწვევა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოდან, თუმცა მხოლოდ პირველი ნაბიჯი, არა რუსულ კანონს
ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოდან, თუმცა მხოლოდ პირველი ნაბიჯი. არა რუსულ კანონს“, – წერს კრამონი. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
რუსეთის შეჭრა უკრაინაში ქმნის გლობალურ საფრთხეს, საქართველომ ეს გამოიარა 2008 წელს - ლევიტსი
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ქმნის გლობალურ საფრთხეს ყველა ქვეყნისთვის, საქართველომ ეს გამოიარა 2008 წელს, მაშინ მსოფლიოს რეაქცია ძალიან სუსტი იყო, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ეგილს ლევიტსიმ აზერბაიჯანში განაცხადა, სადაც ბაქოს მეათე გლობალური ფორუმი მიმდინარეობს. „რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ქმნის გლობალურ საფრთხეს ყველა ქვეყნისთვის, რადგან პირველად ხდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ასეთი აგრესიული ომი მიმდინარეობს. 1945 წლის შემდეგ აგრესიული ომები აკრძალულია საერთაშორისო სამართლით. 75 წლის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ომი დაბრუნდა სამხედრო ანარქიაში, როგორიც მანამდე იყო. ვფიქრობ, ეს არის საფრთხე ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ, ასევე, რეგიონისთვის, რადგან რუსეთს, ცხადია, არ სურს მეზობელი ქვეყნების საზღვრების პატივისცემა. საქართველომ ეს გამოიარა 2008 წელს, მაშინ მსოფლიოს რეაქცია ძალიან სუსტი იყო და ეს იყო მიზეზი, თუ რატომ იფიქრა რუსეთმა, რომ შესაძლებელია ასეთი რამის გაკეთება. ამას მოჰყვა რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ყირიმის ანექსია. შემდეგ იყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში 2022 წელს“, – განაცხადა ლევიტსიმ.
ეს კანონის უკან გაწვევა კი არაა, ეს ნიშნავს, მაცადეთ, ცოტა ჩაცხრეს პროტესტი - ყოფილი სახალხო დამცველი
ეს კანონის უკან გაწვევა კი არაა, ეს ნიშნავს, მაცალეთ ცოტა ჩაცხრეს პროტესტი, - განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა. "ეს კანონის უკან გაწვევა კი არაა, ეს ნიშნავს, მაცალეთ ცოტა ჩაცხრეს პროტესტი და მერე ნახავთო ყველაფერს: ციტატები განცხადებიდან: "სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა", "მიაკრეს რუსული კანონის ყალბი იარლიყი", "რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ", "მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რონლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს", "ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი". "დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით" ყველაფერი ნათელია!", - განაცხადა ნანუაშვილმა. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
ნედ პრაისი სახელმწიფო დეპარტამენტში ახალ პოზიციაზე გადაინაცვლებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი თანამდებობას დატოვებს და უშუალოდ, მდივან ენტონი ბლინკენთან განაგრძობს მუშაობას. ბლინკენის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ის პირადად სარგებლობდა სპიკერ პრაისის რჩევებით. ამასთან, აღნიშან, რომ ნედ პრაისი დაეხმარა აშშ-ის მთავრობას პრესის თავისუფლების დაცვასა და პოპულარიზაციაში მთელ მსოფლიოში და შექმნა გამჭვირვალობისა და ღიაობის მოდელი, რომელსაც შტატები მხარს უჭერს სხვა ქვეყნებში. „მიმდინარე თვეში ნედ პრაისი სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის პოსტს დატოვებს. ნედმა პრაისმა სპიკერის თანამდებობა 2021 წლის 20 იანვარს დაიკავა. ახალი პოზიციის დაკავებიდან რამდენიმე დღეში მან დეპარტამენტში ყოველდღიური ბრიფინგების ტრადიცია დაიწყო, რამაც ჟურნალისტებს მისცა შესაძლებლობა, რეგულარულად დაესვათ რთული კითხვები ჩვენი პოლიტიკის შესახებ. მას შემდეგ ჩატარებული 200-ზე მეტი ბრიფინგის განმავლობაში, ის პატივისცემით ეპყრობოდა ჟურნალისტებს - ისევე როგორც კოლეგებს და ყველას, ვისთანაც ურთიერთობდა.ნედი დაეხმარა აშშ-ის მთავრობას პრესის თავისუფლების დაცვასა და პოპულარიზაციაში მთელ მსოფლიოში და შექმნა გამჭვირვალობისა და ღიაობის მოდელი, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ სხვა ქვეყნებში. მისი წვლილი დეპარტამენტს მომავალშიც მოუტანს სარგებელს. პირადად მე, მუდმივად ვსარგებლობდი მისი რჩევით, ისევე როგორც დეპარტამენტის მრავალი წევრი. საბედნიეროდ, მე შევძლებ ამის გაგრძელებას, რადგან ნედი გააგრძელებს სამსახურს და უშუალოდ ჩემთან იმუშავებს.ხალხისთვის ამერიკასა და მთელ მსოფლიოში, ნედ პრაისი ხშირად იყო აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სახე და ხმა. თავის მოვალეობას არაჩვეულებრივი პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით ასრულებდა. დეპარტამენტის სახელით მადლობას ვუხდი ნედს მისი შესანიშნავი სამსახურისთვის“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
უკრაინა: რუსეთმა 81 რაკეტა ისროლა, დაიღუპა 5 მოქალაქე
ლვოვის რაიონში რუსული რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა, დაიღუპა 5 მოქალაქე - ინფორმაციას ლვოვის რეგიონალური სამხედრო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, მაკსიმ კოზიცკი ავრცელებს. სარაკეტო დარტყმის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა სამი საცხოვრებელი სახლი, სამი მანქანა, ავტოფარეხი და რამდენიმე დამხმარე შენობა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
გერმანიის საელჩო: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. განსაკუთრებით მივესალმებით მოსახლეობასთან დიალოგის გამართვის ინიციატივას. პროცესში შესაბამისი ჯგუფების ჩართვა და პროფესიული დიალოგი ყველა დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის საფუძველს წარმოადგენს. მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, ერთად გადადგან აუცილებელი ნაბიჯები საქართველოს ევროპული მომავლისათვის", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეებისადმი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან 7-8 მარტს აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე. მათივე განმარტებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება და იგეგმება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების და დაზიანების მიღების ფაქტებთან დაკავშირებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მოქალაქეებისგან, ჟურნალისტებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან 22 შეტყობინება შემოვიდა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან 2023 წლის 7-8 მარტს აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. სამსახური თითოეულ შემოსულ შეტყობინებაზე სამართლებრივ რეაგირებას ახორციელებს, ასევე სწავლობს მედიასაშუალებებით გასულ ვიდეოკადრებში ასახულ აქციის მონაწილეების დაკავებისას ძალის შესაძლო გადამეტების ინდივიდუალურ შემთხვევებს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება და იგეგმება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებს“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
მივესალმები სადავო კანონის გაწვევის შესახებ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას - ვარჰეი
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ სადავო კანონის გაწვევის თაობაზე მმართველი პარტიის გადაწყვეეტილებას მიესალმება. „მივესალმები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას არასამათავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით სადავო კანონის გამოწვევის შესახებ. საქართველოს კვლავ შეუძლია, ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე“, – წერს ოლივერ ვარჰეი. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე - მდინარაძე
„კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებს, სხვაგვარი დათქმა არ არსებობს“, - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება და მას უკან ვერავინ წაიღებს. „ხალხის პროტესტზე თუა საუბარი, ათმაგი პროტესტი იქნება ამის უკან წაღების...(შემთხვევაში რედ). ეს წარმოუდგენელი ამბავია. მაგრამ ეს არ არის მთავარი ამბავი - წმინდა ტექნიკური და ფორმალური თვალსაზრისითაც მინდა განგიმარტოთ, რომ პირველ მოსმენამდე შესაძლებელია გაწვევა და ერთი კანონის შემთხვევაში ასე მოხდა. რადგან მეორე კანონი პირველი მოსმენით არის მიღებული, გაწვევა არის შეუძლებელი, ასევე დაჩქარებულად განხილვა არის შეუძლებელი, იგივე რეგლამენტი თანახმად. აქედან გამომდინარე, წმინდა წყლის სპეკულაციაა, ამ ლოგიკით, შეგვიძლია ნებისმიერი გაწვეული კანონი დავაინიციროთ და დაჩქარებული წესით მივიღოთ, ასეთ რაღაცაზე თუ წავა რომელიმე პოლიტიკური გუნდი, რომ კანონი გაიწვიოს და შემდეგ მოუნდეს ფორმალური საკითხების გამოყენება”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, „ხალხის ძალამ“ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ის ვერსიაც გამოიხმო უკან, რომლის განხილვაც პარლამენტს ჯერ არ დაუწყია. რაც შეეხება კანონპროექტის იმ ვერსიას, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, მას მეორე მოსმენაზე გაიტანენ, თუმცა მხარს არ დაუჭერენ და ამ ფორმით ჩააგდებენ. „რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, რაზეც უკვე ჩვენი გადაწყვეტილების შემდეგ დაისვა კითხვები, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ ვენეციის კომისიას აღარ ვთხოვთ, რომ დასკვნა გამოგვიგზავნოს. ერთი კანონპროექტი, რომელზეც ეს შესაძლებელი იყო, „ხალხის ძალის“ მიერ უკვე გამოხმობილია და გაგზანვილია წერილი პარლამენტში, თავმჯდომარის სახელზე. მათივე მხრიდან მიწერილია წერილი, რომ უარს ამბობენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს და მის გამოწვევის გზებს, მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ეს პროცედურულად გადაწყვეტს საბოლოოდ ამ საკითხს“, - აცხადებს მდინარაძე.
ერთი კანონპროექტი „ხალხის ძალის“ მიერ უკვე გამოხმობილია - მდინარაძე
„კანონპროექტის ის ვერსია, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, მას მეორე მოსმენაზე გაიტანენ, თუმცა მხარს არ დაუჭერენ და ამ ფორმით ჩააგდებენ, ხოლო „ხალხის ძალამ“ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ის ვერსიაც გამოიხმო უკან, რომლის განხილვაც პარლამენტს ჯერ არ დაუწყია. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ერთი კანონპროექტი, რომელზეც ეს შესაძლებელი იყო, „ხალხის ძალის“ მიერ უკვე გამოხმობილია და გაგზანვილია წერილი პარლამენტში, თავმჯდომარის სახელზე. მათივე მხრიდან მიწერილია წერილი, რომ უარს ამბობენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს და მის გამოწვევის გზებს, მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ეს პროცედურულად გადაწყვეტს საბოლოოდ ამ საკითხს“, - განაცხადა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან უკვე გამოითხოვეს
„ქართული ოცნების“ განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან უკვე გამოითხოვეს, პირველი მოსმენით მიღებულ პროექტს კი პლენარულ სხდომაზე ისევ გაიტანენ და მეორე მოსმენისას კენჭისყრაზე ჩააგდებენ. კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე - მდინარაძე „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში თავისი წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ, შესაბამისად, ვენეციის კომისიას ჩვენ აღარ ვთხოვთ, რომ ამ კანონპროექტებზე მოხდეს განხილვა და დასკვნის გამოგზავნა. ერთი კანონპროექტი, რომელზეც შესაძლებელი იყო პროცედურულად, „ხალხის ძალის“ მიერ უკვე გამოხმობილია და გაგზავნილია წერილი საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, როგორც ეს პროცედურულად ხდება, იმის შესახებ, რომ ის არის გამოწვეული. რაც შეეხება მეორე საკითხს, შესაძლოა, ეს გარკვეული ფორმალობაც იყოს, მაგრამ მათივე მხრიდან მიწერილია წერილი, რომ უარს ამბობენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. რაც შეეხება კანონპროექტს გაწვევის გზებს, რომელიც პირველი მოსმენითაა განხილული, როგორც წესი, საქართველოს რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენით ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას კიდევ ერთხელ ვაკეთებ და გიდასტურებთ. ჩავარდნა იქნება ის, რაც ამ საკითხს პროცედურულად გადაწყვეტს“, - განაცხადა მდინარაძემ. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
12 პუნქტთან დაკავშირებით, რაც კი ჩვენზე იყო დამოკიდებული, აბსოლუტურად ყველაფერი შესრულებულია - მდინარაძე
ჩვენი პოლიტიკური ხასიათი ჩვენ მრავალჯერ გამოვავლინეთ. როდესაც ადამიანებს, ბავშვებს, შეცდომაშია შეყვანილი თუ გულწრფელი პროტესტი აქვს, მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც რაღაც რისკის ქვეშ დგება და ეს რაღაც შეიძლება იყოს რომელიმე ბავშვის, ახალგაზრდის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, აქ ასეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღო. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ბუნება და ხასიათი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „მე ვურჩევ ჩვენს ოპონენტებს ასეთი ბუნება გამოიჩინონ საქართველოს ბედთან დაკავშირებითაც. ამასობაში ჩვენ ევროკავშირის ერთი რეკომენდაცია, რომელსაც არც მიაქციეს ყურადღება და ამ მოვლენებმა გადაფარა, უკვე შევასრულეთ - სახალხო დამცველის არჩევა. რაც კი ჩვენზე იყო დამოკიდებული, აბსოლუტურად ყველაფერი შესრულებულია. საქართველოს ევროპულ კურსზე რომ ლაპარაკობენ, სპეკულირებენ და დააჯერეს. ამ აქციაზე ხომ არ იყო ყველა რადიკალური მიზნებით მოსული?! ძალიან დიდი ნაწილი აღმოჩნდა, რომ იყო გულწრფელი პროტესტის გამომხატველი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული პირდაპირი თარგმანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალობას ეხებოდა, შეძლეს, რომ ნაწილობრივ აღქმაში გააჩინეს, რომ ეს კანონი იყო რუსულის ანალოგი, როდესაც საერთო არ ჰქონდა რუსულთან რეალურად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
ზურაბ ჯაფარიძისა და პარლამენტთან დაკავებული სხვა პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
პარლამენტთან დაკავებული, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის, ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამასთან, 7 მარტს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი სხვა მანიფესტანტების სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. 7 მარტს დაკავებულების სულ სამი პროცესი გაიმართა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს 2 000 ლარიანი, ხოლო მეორეს, 2 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ადვოკატის შუამდგომლობით პროცესი გადაიდო. პოლიცია რუსთაველზე აქციის დაშლას 7-8 მარტს წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით ცდილობდა.
რატომ მიიჩნევს მმართველი პარტია, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, საზოგადოებას მისი მიზნები „უკეთ უნდა განემარტოს“
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მოქალაქეებთან საუბარი და კანონპროექტის მიზნების განმარტება არ ნიშნავს, რომ კანონპროექტი ან გაწვეული აღარ არის, ან უარს არ ამბობს მასზე. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც კანონპროექტის გაწვევის თაობაზე გავრცელებულ განცხადებაში ერთი პუნქტის განმარტება სთხოვეს. კერძოდ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადებაში წერია: „ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით“. „პოლიტიკური განაცხადი, რასაც პასუხისმგებლობის დიდი ხარისხი ახლავს, და საზოგადოება მსგავს საკითხებს ასე არ ატარებს, ეს ვიცით, ხომ?! რამხელა პოლიტიკური რისკი ახლავს, შეიძლება, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება დამთავრდეს ასეთი საკითხების გადათქმის დროს, მაგრამ ერთ ადამიანს გულწრფელად აღქმაშიც რომ დარჩეს, თითქოს კანონპროექტი შეიძლებოდა, რუსულ საქმეს მომსახურებოდა, უნდა აუხსნა, სინამდვილეში რა ეწერა“. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, „პრინციპულად მნიშვნელოვანია, ერთი ადამიანის აღქმაშიც არ დარჩეს, რომ ეს კანონი შეიძლებოდა, რუსულ საქმეს მომსახურებოდა“. „ღირსებით ევროპისკენ – ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი“, - აღნიშნა მდინარაძემ. „გულწრფელად გეტყვით და ხედავთ, ჩვენი რეაქციები ამაზე რამდენად მძაფრია – ერთი ადამიანის აღქმაშიც კი რომ დარჩეს, (საქართველოს უმრავლესობა ასე არ ფიქრობს, გარანტირებულად გეუბნებით) რომ ეს შეიძლებოდა, რუსულ საქმეს მომსახურებოდა, მას აუცილებლად უნდა აუხსნა, სინამდვილეში რა ეწერა იმიტომ, რომ რა აღმოვაჩინეთ, იცით? ამის გამპროტესტებელი ადამიანებიდან 99-ს კი არა, თითქმის 100 პროცენტს წაკითხულიც არ ჰქონდა, რაზე იყო ის რამდენიმე წინანდადება, რომ მხოლოდ დეკლარირების ვალდებულებას და ამის უარყოფის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ჯარიმას შეეხებოდა - ეს არ იცოდა ბევრმა, წაკითხულიც არ ჰქონდა, იმდენად ჰქონდა თავში გამჯდარი რაღაც ცრუ ნარატივი, რომელიც ალაგეთ დღეების განმავლოვაში ჯერ კიდევ დაუწერელ კანონზე. და ერთ ადამიანსაც კი ეს განცდა რომ არ დარჩეს, ესეც კი მნიშვნელოვანია, ჩვენთვის იმდენად პრინციპულია, რომ უნდა ვიაროთ ევროპისკენ ღირსებით, ჩვენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებით და რაიმე მსგავსი, ამ საკითხებთან დაკავშირებული რისკების გამორიცხვით. ღირსებით ევროპისკენ – ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი, რაც გვინდა, საბოლოო ჯამში, ვუთხრათ საზოგადოებას არამხოლოდ ამ საკითხიდან გამომდინარე, ზოგადად და რაც ჩვენ მიერ იქნა თავის დროზე კონსტიტუციაში ასახული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მან საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ის იყო, რომ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დამდგარიყო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარმა მრჩეველმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩეველს ლუის ბონოს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ლუის ბონოს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა სფეროებში. მთავრობის მეთაურმა ლუის ბონოს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.