ძებნის რეზულტატი:

შალვა პაპუაშვილი კანონპროექტის გაწვევის მიზეზზე ვენეციის კომისიისადმი გაგზავნილ წერილში საუბრობს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს სთხოვს, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები აღარ განიხილონ. შესაბამისი წერილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს უკვე გაეგზავნა. „რამდენიმე დღის წინ გადმოგეცით წერილი, სადაც გთხოვდით ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია. მცდარმა ნარატივებმა და იარლიყებმა შეცდომაში შეიყვანა მოქალაქეები და კონფრონტაციას დაუდო საფუძველი. შესაბამისად, როგორც პასუხისმგებლიანი აქტორი, რომელიც ზრუნავს ქვეყანაში მშვიდობაზე, სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, აღნიშნული კანონპროექტების მხარდაჭერის გაწვევა და შემდგომი საკანონმდებლო განხილვების შეწყვეტა. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, აღარ განიხილოთ ჩვენი თხოვნა სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე და შეაჩეროთ ამ მხრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესი“, - ნათქვამია წერილში. „ქართული ოცნების“ განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან უკვე გამოითხოვეს ვენეციის კომისია ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვაზე მოთხოვნის მიღებას ადასტურებს

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5933 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5973 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7398 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7690 ლარს შეადგენდა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1368 ლარს შეადგენს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 10 მარტიდან შევა ძალაში.  

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადება კარგი ნიშანია - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. „ქართული ოცნების“ განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან უკვე გამოითხოვეს ვენეციის კომისია ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვაზე მოთხოვნის მიღებას ადასტურებს „ქართველები გამოვიდნენ ქუჩებში დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვის გამოსახატავად. ეს მშვიდობიანი პროტესტი ძლიერი და ამაღელვებელი სანახავი იყო. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადება კარგი ნიშანია, ახლა კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯებია საჭირო“, - წერს ბორელი „ტვიტერზე“. მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ის იყო, რომ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დამდგარიყო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს  

კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მიღებულია და ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება - კობახიძე

პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული და გაჟღერებულია. აქედან გამომდინარე, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევასთან დაკავშირებით მკაფიო გარანტიებია საჭირო. „ქართული ოცნების“ განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან უკვე გამოითხოვეს ვენეციის კომისია ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვაზე მოთხოვნის მიღებას ადასტურებს „პროცედურებთან დაკავშირებით საუბარი ცარიელი სპეკულაციებია. ნებისმიერი კანონპროექტი ნებისმიერ თემაზე შეგიძლია დააინიცირო და რამდენიმე დღეში მიიღო დაჩქარებული წესით, ანუ პროცედურა არაფერ შუაშია. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული და გაჟღერებულია, აქედან გამომდინარე, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება. დანარჩენი ტექნიკური საკითხია. ვინც ცდილობს, რომ ეს ტექნიკური საკითხი გამოიყენოს მანიპულირებისთვის, რათა ძალადობრივი მუხტი შექმნას, ის არის თანაზიარი პასუხისმგებლობისა, რომელიც შეიძლება ამას უკავშირდებოდეს. ყველას, პოლიტიკანებს, რომლებიც ამაზე სპეკულირებენ, მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ის იყო, რომ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დამდგარიყო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს  

წყლის ჭავლი და ყველა სპეცსაშუალება თანაზომიერების პრინციპის და კანონის შესაბამისად იყო გამოყენებული - კობახიძე

დარბევაც არის „ფეიკი“, ხოლო რაც შეეხება სამართალდამცავ ორგანოებს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან უკვე გამოითხოვეს ვენეციის კომისია ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვაზე მოთხოვნის მიღებას ადასტურებს „წყლის ჭავლი და ყველა სპეცსაშუალება იქნა გამოყენებული თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, კანონის შესაბამისად. თქვენ ნახეთ როგორი მოთმინებით ხვდებოდნენ სამართალდამცავები აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას და ძალადობას. ეს ძალადობა იყო უმძიმესი, პირდაპირ „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ სამართალდამცავებს, ესროდნენ ქვებს და ათეულობით სამართალდამცავს აქვს მიღებული საკმაოდ მძიმე დაზიანება, რაზეც პასუხისმგებელი არიან სწორედ ის პოლიტიკოსები, რადიკალები, რომლებიც ამას ხელმძღვანელობდნენ, დავალებებს იძლეოდნენ და, რა თქმა უნდა, ამის აღმსრულებლები, ეკისრებათ ამაზე პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ის იყო, რომ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დამდგარიყო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს  

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი შეჩერდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი შეწყვეტილია, მიზეზი ნიკა მოსიაშვილის დამძიმებული მდგომარეობაა. „ქართული ოცნების“ განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან უკვე გამოითხოვეს ვენეციის კომისია ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვაზე მოთხოვნის მიღებას ადასტურებს მოსიაშვილის მძიმე მდგომარეობის გამო ადვოკატები მოსამართლეს შესვენების გამოცხადებას 2 საათის განმავლობაში სთხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოსიაშვილმა გონება დაკარგა.  შეგახსენებთ ჯაფარიძე და მოსიაშვილი რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე 7 მარტის ღამეს, აქციის დარბევისას დააკავეს. პოლიციამ მათი მისამართით ფიზიკური ძალა გამოიყენა. ადვოკატის ინფორმაციით, ჯაფარიძეს დუბინკებით მიყენებული დაზიანებები თავის არეში აღენიშნება. მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ის იყო, რომ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დამდგარიყო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს  

მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მხარი დავუჭიროთ საქართველოს რეფორმებს ევროპულ გზაზე - საფრანგეთის ელჩი

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გაწვევას მიესალმება. „მივესალმები უცხოური გავლენების კანონის პროექტის გამოწვევასთან დაკავშირებით განცხადებას. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მხარი დავუჭიროთ საქართველოს რეფორმებს მის ევროპულ გზაზე. მოვუწოდებთ საქართველოში ყველა აქტორს, იმუშაონ ერთად, როგორც პარტნიორებმა, ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა. მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ის იყო, რომ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დამდგარიყო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს  

ზურაბ ჯაფარიძე მისი დაკავების დეტალებზე საუბრობს

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და პარტიის წევრი ნიკა მოსიაშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე სასამართლო პროცესი მოსამართლემ 10 მარტის 16:00 საათისთვის ჩანიშნა. მოსამართლემ განაცხადა, რომ ჯაფარიძისა და მოსიაშვილის ადვოკატებს დროს აძლევს, რომ საქმის მასალებს გაეცნონ და დამატებითი მტკიცებულებები წარადგინონ. „სინამდვილეში ეს არის ჩვენი გატაცების საქმე. ჩვენ ვიყავით აქციაზე, არავისთვის არანაირი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია, პირიქით იქ, სპეცრაზმის წევრებმა დაიწყეს ახალგაზრდების ცემა, რა დროსაც კადრი ჩანს, რომ მე ზურგით ვდგები სპეცრაზმთან, რომ ამ ბავშვებს გადავეფარო და მაგ დროს გადამათრიეს უკან, მიმათრევდნენ და მირტყამდა 5-6 ადამიანი. მას შემდეგ რაც შემათრიეს იმ ჭიშკრის შიგნით, 9 აპრილის ქუჩაზე, საიდანაც გამოდიან ხოლმე, შიგნით გააგრძელეს ჩვენი ცემა, ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით, მათ შორის თავზე რაც დაზიანებები მაქვს, ხელკეტებისგან მაქვს. მე შიგნით გავაგრძელე საუბარი, პოლიციელებს ვესაუბრებოდი, რის შემდეგაც გააგრძელეს და ფეხზე დამდგარი გვცემეს, ყბებში გვირტყეს. ამის შემდეგ გვითხრეს, რომ თუ ლაპარაკს გავაგრძელებდით, ისევ გააგრძელებდნენ, რის შემდეგაც მე ლაპარაკი შევწყვიტე. ყველას ეკეთა ნიღბები და სახე არ ვიცი არავის, თვალები მახსოვს... ჩუმად ვიდექით, იმიტომ, რომ ლაპარაკზე გვცემდნენ, ვუსმენდი, როგორ გეგმავდნენ რუსთაველის გაწმენდის ოპერაციას“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.  

დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას - ამერიკის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატები დაჟინებით მოუწოდებს მმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან. შესაბამისი განცხადება საელჩომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. „ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. მივესალმებით ქართული ოცნების გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის" შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გულწრფელად ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილია“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.  პარლამენტთან აქცია ახლაც მიმდინარეობს.  

მივესალმები ხელისუფლების სწორ გადაწყვეტილებას, გაითვალისწინოს ხალხის რეალური ძალა - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას „გამარჯვება მიულოცა“ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ხალხმრავალი პროტესტის მერე განაცხადა ე.წ. უცხოური აგენტების თაობაზე კანონპროექტების გაწვევის შესახებ. სალომე ზურაბიშვილის თქმით, პარტნიორებმა დაინახეს საქართველოს ევროპული გზის მიმართ ეს არაჩვეულებრივი განწყობა და ნამდვილად ხალხის ნება. ახლა კი, პარტნიორების სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს საქართველოს სასარგებლოდ, რადგან საქართველომ დაანახა სად დგას, რა უნდა და ამაში არავის არ შეიძლება, ეჭვი შეეპაროს. ამავდროულად, ზურაბიშვილის თქმით, ეს იყო პირველი ნიშანი დეპოლარიზაციის და პირველი ნაწილი ევროკომისიის რეკომენდაციების ამით შესრულებულია.მენდაციების ამით შესრულებულია. ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს კიდევ პოლარიცაზია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის სად მიდის, საითკენ მიდის და როგორ უნდა წავიდეს“. ნებისმიერ კანონს და ეს მე სულ ადრე მქონდა ნათქვამი, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან, ნებისმიერ კანონს დავადებ ვეტოს და ეს ვეტო უკვე აღარაა ცარიელი ვეტო, რადგანაც ამ ვეტოს უკან დგახართ თქვენ, და მე ვარ თქვენი იმედით, თქვენ თუ ხართ ჩემი იმედით, მე ნამდვილად მაქვს თქვენი იმედი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. „პირველ რიგში მინდა მთელს საზოგადოებას მოულოცო ეს პირველი ასეთი გამარჯვება. მივესალმები სწორ გადაწყევტილებას მიღებული ხელისულფების მიერ, რომ გამოეწვია ეს კანონი. ეს მისგან არის გადაწყვეტილება, რომ გაითვალისწინოს ხალხის რეალური ძალა, ის, რაც გამოჩნდა თბილისის ქუჩებში. ის ერთიანობა, რომელიც არ შეიძლება, რომ თუ ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება რომ მთავრობამ და პარლამეტმა არ გაითვალისწინოს ხალხის ხმა, ხალხის ნება. ეს ხალხის ნება გამოჩნდა არაჩვეულებრივად. გამოჩნდა არა მხოლოდ საქართველოში, გამოჩნდა ასევე საზღვარგარეთ. მთელმა ჩვენმა პარტნიორებმა დაინახეს საქართველოს ევროპული გზის მიმართ ეს არაჩვეულებრივი განწყობა და ნამდვილად ხალხის ნება. ეს იყო ამავდროულად პირველი ნიშანი დეპოლარიზაციის, რამეთუ ამ ერთი მიზნის ირგვლის ყველა იყო გაერთიანებული და ეს გაერთიანება საზოგადოების ძალიან კარგად გამოჩნდა. და ეს გაერთიანება არ არის ერთი დღით. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს გაერთინება გამოიხატება ნებისმეირ ეტაპზე ჩვენს ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ამ გზაზე მე უკვე გითხარით, რომ თქვენ გვერდით ვარ. ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის და გასაგებია რატომაც, უნდობლობა ამ გზაზე და ნუ გეშინიათ რას იზავენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ - ნებისმიერ კანონს და ეს მე სულ ადრე მქონდა ნათქვამი, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან, ნებისმიერ კანონს დავადებ ვეტოს და ეს ვეტო უკვე აღარაა ცარიელი ვეტო, რადგანაც ამ ვეტოს უკან დგახართ თქვენ, და მე ვარ თქვენი იმედით, თქვენ თუ ხართ ჩემი იმედით, მე ნამდვილად მაქვს თქვენი იმედი. მეამაყება საქართველოს ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა. მეამაყება ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოვიდა, რომელმაც გამოხატა თავისი ნება და თავისი ევროპულობა. ეს არაა პირველად საქართველოს ისტორიაში და ეს არის ის, რითაც ჩვენ სწორედ მოვდივართ და რატომღაც ჩვენ აქ ვართ სადაც ვართ და მივაღწიეთ ამდენს. მე აქ ვარ ამერიკაში და მექნება კიდევ მნიშვნელოვანი შეხვედრები და არა მხოლოდ აქ. იმიტომ, რომ დღეს საჭიროა, რომ ჩვენ გავამაგროთ ჩვენი პოზიციები და ამ პოზიციების გამაგრებაში თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უნდა გავაჟღერო და მივიტანი ყველგან, ყველა ჩვენს პარტნიორთან, რომ ჩვენ მათ გავაგებინოთ, რომ ახლა მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს საქართველოს სასარგებლოდ, რადგან საქართველომ დაანახა სად დგას, რა უნდა და ამაში არავის არ შეიძლება, ეჭვი შეეპაროს. კიდევ ერთხელ, მეამაყებით. თქვენ გვაჩვენეთ დეპოლარიზაცია, პირველი ნაწილი რეკომენდაციების ამით შესრულებულია. ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს კიდევ პოლარიცაზია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის სად მიდის, საითკენ მიდის და როგორ უნდა წავიდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ აქტიურად მოუწოდებდნენ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები. უკვე 9 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, „ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. საელჩომ დაჟინებით მოუწოდა მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას. ხალხმრავალი აქცია პარლამენტთან ახლაც მიმდინარეობს. პროტესტში აქტიურად მონაწილეობენ სტუდენტები. ისინი ითხოვენ 7-8 მარტის აქციაზე დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას და  კანონპროექტების ოფიციალურ დონეზე უარყოფას. აქციის მონაწილეებისთვის უნდობლობას იწვევს მმართველი გუნდის წევრთა განცხადებები, რომ კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, ის უნდა ჩავარდეს სესიაზე - კონსტიტუციონალისტი შეგახსენებთ, 7-8 მარტს სპეცრაზმი აქციის მონაწილეტა დაშლას ცდილობდა, თუმცა რუსთაველზე პროტესტი არ შეწყვეტილა. რატომ მიიჩნევს მმართველი პარტია, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, საზოგადოებას მისი მიზნები „უკეთ უნდა განემარტოს“  

პრეზიდენტი: ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს კიდევ პოლარიზაცია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში

„თქვენ გვაჩვენეთ დეპოლარიზაცია, პირველი ნაწილი რეკომენდაციების ამით შესრულებულია. ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს კიდევ პოლარიზაცია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის სად მიდის, საითკენ მიდის და როგორ უნდა წავიდეს“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლებამ გაითვალისწინა ხალხის რეალური ძალა, ის, „რაც გამოჩნდა თბილისის ქუჩებში“. საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას „გამარჯვება მიულოცა“ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ხალხმრავალი პროტესტის მერე გაიწვია ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტები. სალომე ზურაბიშვილის თქმით, პარტნიორებმა დაინახეს საქართველოს ევროპული გზის მიმართ ეს არაჩვეულებრივი განწყობა და ნამდვილად ხალხის ნება. ახლა კი, პარტნიორების სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს საქართველოს სასარგებლოდ, რადგან საქართველომ დაანახა სად დგას, რა უნდა და ამაში არავის არ შეიძლება, ეჭვი შეეპაროს. ამავდროულად, ზურაბიშვილის თქმით, ეს იყო პირველი ნიშანი დეპოლარიზაციის და პირველი ნაწილი ევროკომისიის რეკომენდაციების ამით შესრულებულია.  

სალომე ზურაბიშვილი: ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან, დავადებ ვეტოს, ეს უკვე აღარ არის ცარიელი ვეტო

„ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის და გასაგებია რატომაც არის უნდობლობა ამ გზაზე და ნუ გეშინიათ რას იზამენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ - ნებისმიერ კანონს და ეს მე სულ ადრე მქონდა ნათქვამი, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან, ნებისმიერ კანონს დავადებ ვეტოს და ეს ვეტო უკვე აღარაა ცარიელი ვეტო, რადგანაც ამ ვეტოს უკან დგახართ თქვენ“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევის შესახებ განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას „გამარჯვება მიულოცა“ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ხალხმრავალი პროტესტის მერე განაცხადა ე.წ. უცხოური აგენტების თაობაზე კანონპროექტების გაწვევის შესახებ. სალომე ზურაბიშვილის თქმით, პარტნიორებმა დაინახეს საქართველოს ევროპული გზის მიმართ ეს არაჩვეულებრივი განწყობა და ნამდვილად ხალხის ნება. ახლა კი, პარტნიორების სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს საქართველოს სასარგებლოდ, რადგან საქართველომ დაანახა სად დგას, რა უნდა და ამაში არავის არ შეიძლება, ეჭვი შეეპაროს. ამავდროულად, ზურაბიშვილის თქმით, ეს იყო პირველი ნიშანი დეპოლარიზაციის და პირველი ნაწილი ევროკომისიის რეკომენდაციების ამით შესრულებულია. „ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის და გასაგებია რატომაც არის უნდობლობა ამ გზაზე და ნუ გეშინიათ რას იზამენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ - ნებისმიერ კანონს და ეს მე სულ ადრე მქონდა ნათქვამი, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან, ნებისმიერ კანონს დავადებ ვეტოს და ეს ვეტო უკვე აღარაა ცარიელი ვეტო, რადგანაც ამ ვეტოს უკან დგახართ თქვენ, და მე ვარ თქვენი იმედით, თქვენ თუ ხართ ჩემი იმედით, მე ნამდვილად მაქვს თქვენი იმედი. მეამაყება საქართველოს ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა. მეამაყება ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოვიდა, რომელმაც გამოხატა თავისი ნება და თავისი ევროპულობა. ეს არაა პირველად საქართველოს ისტორიაში და ეს არის ის, რითაც ჩვენ სწორედ მოვდივართ და რატომღაც ჩვენ აქ ვართ სადაც ვართ და მივაღწიეთ ამდენს. მე აქ ვარ ამერიკაში და მექნება კიდევ მნიშვნელოვანი შეხვედრები და არა მხოლოდ აქ. იმიტომ, რომ დღეს საჭიროა, რომ ჩვენ გავამაგროთ ჩვენი პოზიციები და ამ პოზიციების გამაგრებაში თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უნდა გავაჟღერო და მივიტანო ყველგან, ყველა ჩვენს პარტნიორთან, რომ ჩვენ მათ გავაგებინოთ, რომ ახლა მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს საქართველოს სასარგებლოდ, რადგან საქართველომ დაანახა სად დგას, რა უნდა და ამაში არავის არ შეიძლება ეჭვი შეეპაროს. კიდევ ერთხელ, მეამაყებით. თქვენ გვაჩვენეთ დეპოლარიზაცია, პირველი ნაწილი რეკომენდაციების ამით შესრულებულია. ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს კიდევ პოლარიზაცია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის სად მიდის, საითკენ მიდის და როგორ უნდა წავიდეს. მე ვარ თქვენ გვერდით და ვიქნები თქვენს გვერდით!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შსს: აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა. საერთო ჯამში აქციებზე დაკავებული 133 პირიდან, 132 თავისუფალია, ერთი პირი კი პატმრობაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის რჩება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, ხოლო დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 7 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს ერთი პირი - 2001 წელს დაბადებული თ.ა.“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შსს-ს ცნობით, დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები გათავისუფლდნენ წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე. „7-8 მარტს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით გრძელდება. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ოპოზიციონერები პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავენ

„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ხალხის ნება, კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, კონსტიტუციურად უნდა გაფორმდეს. ანა ნაცვლიშვილმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ თუ „ქართული ოცნება“ თავის დღევანდელ განცხადებაში გულწრფელია, მას მსგავსი დოკუმენტის გაფორმების საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს. „მადლობა თქვენ ბრძოლისთვის, რომლითაც ამ „რუსულ ოცნებას“ აჩვენეთ, რომ არ დავიღლებით, არ დავნებდებით, სანამ შინ, ევროპაში არ ვიქნებით. გუშინ, ჩვენი ერთიანობით ბრძოლა მოვიგეთ და მათ უკან დაიხიეს, მაგრამ მხოლოდ ცარიელი სიტყვების არ გვჯერა. მათ სახელი გატეხილი აქვთ. ხალხის ნება, ამ კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, უნდა გაფორმდეს სამართლებრივად, კონსტიტუციურად. ჩვენ ვიცით პრეზიდენტის პოზიცია ხელისუფლების მიმდინარე ძალადობრივ მოქმედებებზე. მის პოზიციას ვაფასებთ და ვთხოვთ, რომ რაც შეიძლება მალე, ამ კვირის დასაწყისშივე, მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა და გაფორმდეს დოკუმენტი, რითაც ხალხის მოთხოვნა აღსრულდება. თუ „ქართული ოცნება“ თავის დღევანდელ განცხადებაში გულწრფელია, მას ამის საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ აქტიურად მოუწოდებდნენ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები. უკვე 9 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, „ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. საელჩომ დაჟინებით მოუწოდა მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას. ხალხმრავალი აქცია პარლამენტთან ახლაც მიმდინარეობს. პროტესტში აქტიურად მონაწილეობენ სტუდენტები. ისინი ითხოვენ 7-8 მარტის აქციაზე დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას და  კანონპროექტების ოფიციალურ დონეზე უარყოფას. აქციის მონაწილეებისთვის უნდობლობას იწვევს მმართველი გუნდის წევრთა განცხადებები, რომ კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, ის უნდა ჩავარდეს სესიაზე - კონსტიტუციონალისტი შეგახსენებთ, 7-8 მარტს სპეცრაზმი აქციის მონაწილეტა დაშლას ცდილობდა, თუმცა რუსთაველზე პროტესტი არ შეწყვეტილა. რატომ მიიჩნევს მმართველი პარტია, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, საზოგადოებას მისი მიზნები „უკეთ უნდა განემარტოს“

NATO მიესალმება კანონპროექტის უპირობო გაწვევას, რომელმაც ამდენი პროტესტი გამოიწვია, ვიმედოვნებთ, რომ ეს მალე შესრულდება - კოლომინა

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ NATO მიესალმება კანონპროექტის უპირობო გაწვევას, რომელმაც ამდენი შეშფოთება და პროტესტი გამოიწვია. „NATO მიესალმება კანონპროექტის უპირობო გაწვევას, რომელმაც ამდენი შეშფოთება და პროტესტი გამოიწვია. ვიმედოვნებთ, რომ ეს მალე შესრულდება. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მხარეს საქართველოში, დაუბრუნდნენ რეფორმების ინკლუზიურ დღის წესრიგს, რათა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია წინ წაიწიოს”, - წერს კოლომინა Twitter-ზე.

პარლამენტში ხვალ პლენარული სხდომა ჩაინიშნა

პარლამენტში ხვალ, ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა გაიმართება. ბიუროს სხდომა 11:45 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც 12:00 საათზე პლენარული სხდომა ჩატარდება.  პარლამენტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მხოლოდ ერთი საკითხი იქნება დღის წესრიგში - „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაზე „ჩაგდება".  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დღეს აცხადებდა, რომ სხდომა, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი უნდა ჩააგდონ, მოგვიანებით გაიმართებოდა. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ 9 მარტს განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. დღესვე, საქართველოს პარლამენტის აპარატმა გაავრცელა განცხადება, რომ ინფრასტრუქტურის დაზიანების და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართებოდა.  რუსთაველზე აქციაზე მიმდინარეობს და იქ შეკრებილები ითხოვდნენ, დაუყონებლივ მოეწვიათ სხდომა, რათა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გაეუქმებინათ.  

პრეზიდენტი: ეს ბრძოლაა, გზის დასასრული არაა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ გადაწყვიტეს უეცრად, რომ ეს კანონპროექტი როგორღაც სასარგებლო იყო ამ ეტაპზე. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა ქვეყანა ძალიან მნიშნველოვან მომენტშია და ეს ბრძოლაა, ამ გზის დასასრული არაა. „ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ვართ, როდესაც ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე თვის წინ უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭა. მსგავს გადაწყვეტილებას ველით წლის ბოლომდე. რამდენიმე რეკომენდაცია მოგვცეს, რა გავაკეთოთ, რათა ეს კანდიდატის სტატუსი დავიმსახუროთ. მოგვცეს ევროპული პერსპექტივა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ნიშნავს, რომ ყველა დისკუსია, რაც აქამდე იყო ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობაზე - თითქოს, ძალიან შორს ვართ, ყველაფერი დასრულებულია და ჩვენ ევროპული პერსპექტივით ვართ, რომელიც შესასრულებელი გვაქვს და, ასეთ ვითარებაში კანონი არსაიდან არის მოსული. ეწინააღმდეგება ყველაფერს, რის გაკეთებასაც ევროკავშირი გვირჩევს, რაც არის სამოქალაქო საზოგადოების მეტი ჩართულობა, მეტი გამჭვირვალობა, ევროპული მომავლის შესახებ პოლიტიკურ დისკუსიებში სამოქალაქო საზოგადოების მეტი ჩართულობა. ასე რომ, ეს საქართველოს მოსახლეობის მიერ აღქმულ იქნა, როგორც ანტი-ევროპული კანონი და იმავენაირად იქნა აღქმული ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიერ. სრული ერთსულოვნება იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და ქართული საზოგადოების, რომელიც ქუჩებში დგას ახლა უკვე, მესამე დღეა. როგორც კი კანონპროექტი ინიცირებულ იქნა, საჯაროდ გამოვაცხადე, რომ ვეტოს დავადებდი და მხარს ვუჭერდი დემონსტრაციებს, რომლებიც თბილისში მიმდინარეობდა. საბოლოოდ, ხელისუფლება დანებდა და გამოაცხადა, რომ კანონპროექტის გაწვევას აპირებს, მაგრამ არ მესმის უეცრად რატომ გადაწყვიტეს, რომ ეს კანონპროექტი რამენაირად სასარგებლო იყო ამ ეტაპზე. ეს ბრძოლაა, ამ გზის დასასრული არაა, რომელსაც გავდივართ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დროა საქართველოსთვის”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

პარლამენტის განცხადებით, 10 მარტს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტის აპარატის განცხადებით, 10 მარტს, 11:45 საათზე საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა, 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა გაიმართება.  „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. სასახლეში დაიშვებიან აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები, რომლებიც წინასწარ შეთანხმებული იქნება პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტთან. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია განცხადებაში.  

Amnesty International-ი: დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა უმეტეს შემთხვევაში იყო არაპროპორციული

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში, თბილისში პოლიციის მიერ ძალის გამოყენება არც პროპორციული იყო და არც აუცილებელი, ვერ შეამცირა ზიანი და დაზიანებები. ორგანიზაციის შეფასებით, წყლის ჭავლი უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც აუცილებელია ხალხის შეკავება ან დაშლა, ან როცა ძალადობის დონემ მიაღწია იმ დონეს, რომელთან გამკლავებაც შეუძლებელია უფრო მშვიდობიანი საშუალებებით. ანალოგიურად, ცრემლმდენი გაზი არ უნდა იყოს გამოყენებული გადაჭარბებული რაოდენობით, ჩაკეტილ სივრცეში ან პირდაპირ ცალკეულ პირებზე. ცრემლმდენი გაზისა და წყლის ჭავლის ერთობლივი ინტენსიური გამოყენება შეიძლება იყოს წამება ან სხვა არასათანადო მოპყრობა და საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული“.  

10 მარტს პლენარული სხდომის პარალელურად პარლამენტთან აქცია გაიმართება

რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის ორგანიზატორებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, ხვალ 11:00 საათზე კვლავ შეიკრიბონ. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში, 10 მარტს, ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში იქნება მხოლოდ ერთი საკითხი, კერძოდ, ე.წ. აგენტების შესახებ პროექტის მეორე მოსმენა, რომელსაც როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, კენჭისყრაზე ჩააგდებენ. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ აქტიურად მოუწოდებდნენ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები. უკვე 9 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, „ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. საელჩომ დაჟინებით მოუწოდა მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას. ხალხმრავალი აქცია პარლამენტთან ახლაც მიმდინარეობდა. პროტესტში აქტიურად მონაწილეობენ სტუდენტები. ისინი ითხოვენ 7-8 მარტის აქციაზე დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას და  კანონპროექტების ოფიციალურ დონეზე უარყოფას. აქციის მონაწილეებისთვის უნდობლობას იწვევს მმართველი გუნდის წევრთა განცხადებები, რომ კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, ის უნდა ჩავარდეს სესიაზე - კონსტიტუციონალისტი შეგახსენებთ, 7-8 მარტს სპეცრაზმი აქციის მონაწილეტა დაშლას ცდილობდა, თუმცა რუსთაველზე პროტესტი არ შეწყვეტილა. რატომ მიიჩნევს მმართველი პარტია, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, საზოგადოებას მისი მიზნები „უკეთ უნდა განემარტოს“