ძებნის რეზულტატი:
დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იქნება მოწოდებების გასაჟღერებლად, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს - კალაძე
დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იქნება მოწოდებების გასაჟღერებლად, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. „მე დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ტრიბუნა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ გაჟღერდეს მოწოდებები - საქართველომ [ევროკავშირის წევრობის კანდიდატის] სტატუსი მიიღოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 12 რეკომენდაცია ე.წ. გზამკვლევი, ივნისის ბოლოსთვის მთლიანად დასრულებული იქნება და ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გადაწყვეტილება სტატუსის მოცემასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში უარის თქმამ იმედგაცრუება არ გამოიწვიოს“, - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
2023 წლის აპრილში სისხლის სამართლებრივი დევნა 1 812 პირის მიმართ დაიწყო - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის აპრილში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 1 812 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 138 პირის მიერ, რაც დევნადაწყებულთა 7.6 პროცენტს შეადგენს. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 646 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება. ამასთან, სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირებულია 54 შემთხვევა, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში კი ხუთი შემთხვევა. 2023 წლის აპრილში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 283 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 275 შემთხვევა; მუქარა – 244 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 218 შემთხვევა; ძალადობა – 134 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 119 შემთხვევა; თაღლითობა – 114 შემთხვევა; ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 60 შემთხვევა; გაუპატიურება – ექვსი შემთხვევა.
კანადაში ხანძრის გამო 16 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კანადის ახალი შოტლანდიის პროვინციაში ტყის ხანძარს ებრძვიან. მედიის ინფორმაციით, სტიქიამ პროვინციაში ათობით სახლი გაანადგურა. მოსალოდნელი საფრთხის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ დასახლებებიდან 16 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ევაკუაციის ბრძანება ასევე გაიცა ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში. მისი თქმით, კანადის მთავრობა ხანძრის ჩასაქრობად ყველაფერს აკეთებს და სამაშველო ჯგუფები მზად არიან მოსახლეობას ევაკუაციაში დაეხმარონ.
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. როგორც ცნობილია, ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. დაგეგმილია შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან. ხვალ კი საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს.
გეგმა B აქვთ, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილმა უნდა განაახლოს სათანადო კალორაჟით საკვების მიღება და დაბრუნდეს პოლიტიკაში - კობახიძე
პირველი გეგმა ჩაიშალა და აამუშავეს გეგმა B - გეგმა B არის, რომ სააკაშვილმა უნდა განაახლოს სათანადო კალორაჟით საკვების მიღება და დაბრუნდეს პოლიტიკაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „სააკაშვილი უჩიოდა უყურადღებობას და როგორც ჩანს, ამით გამოხატეს ყურადღება მის მიმართ. მის სახლში ჩავიდნენ და იქ გამართეს პოლიტსაბჭოს სხდომა. ჩაიშალა პირველი გეგმა. ეს ადამიანები 500-600 დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი ყოველდღე კვდებოდა, მას კლავდა ქართული ხელისუფლება, სასამართლო, ის ხან იწამლებოდა, ხან აწამებდნენ, ათასი რამ მოიგონეს. სტრასბურგის სასამართლომ ამ ყველაფერს ცივი წყალი გადაასხა, აქედან გამომდინარე ამუშავეს გეგმა B. გეგმა B არის ის, რომ სააკაშვილმა უნდა განაახლოს სათანადო კალორაჟით საკვების მიღება და უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში", - აცხადებს კობახიძე. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5919 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5919 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5919 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5823 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0096 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7824 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7664 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0160 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან 12 რეკომენდაციის შესრულებისა და რეფორმების განხორციელების საკითხი განიხილა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ევროპული მომავალი, 12 რეკომენდაციისა და რეფორმების განხორციელებაში არსებული გამოწვევების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მიშელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის როლი საქართველოს ევროპულ გზაზე მსვლელობის პროცესში და პარტიული დაყოფების დაძლევაში. „პრეზიდენტმა მიშელმა ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს 2022 წლის ივნისის ისტორიული გადაწყვეტილება გაიხსენა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის მტკიცე რწმენას, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ხაზი გაესვა ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართველი ხალხის ურყევი ნება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა მიშელმა აღნიშნა, რომ კომისია შემოდგომით, ,,გაფართოების პაკეტის“ ფარგლებში, ანგარიშს მოამზადებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესახებ, რის შემდეგაც პრეზიდენტი მიშელი გეგმავს, რომ 2023 წლის ბოლო კვარტალში ევროპული საბჭოს დღის წესრიგში შემდეგი ნაბიჯების საკითხი წამოაყენოს. პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასა და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
საჭიროა მეტი პროგრესი - შარლ მიშელი
შარლ მიშელმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში რეფორმების განხორციელებისას დარჩენილი გამოწვევები და თორმეტ პუნქტიანი გეგმა განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ. სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან 12 რეკომენდაციის შესრულებისა და რეფორმების განხორციელების საკითხი განიხილა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, მიშელის განცხადებით, საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასთან და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში. პრეზიდენტმა მიშელმა ასევე გაიხსენა, რომ კომისია შემოდგომის „გაფართოების პაკეტის“ ფარგლებში მოამზადებს ანგარიშს იმ თორმეტი პრიორიტეტის განხორციელების შესახებ, რომელთა განხილვაც საქართველოს სთხოვეს. ამ მოხსენების შემდეგ, პრეზიდენტი მიშელი აპირებს შემდეგი ნაბიჯების საკითხი ევროსაბჭოს დღის წესრიგში 2023 წლის ბოლო კვარტალში დააყენოს.
ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება თანხვედრაშია, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო საბჭოს პრინციპებთან - დავითაშვილი
ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების განახლებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია გააჩნიათ და ეს იყო შეხვედრაზე განხილვის საგანი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა. „ევროკავშირის ელჩმა, ვფიქრობ, რომ დემარშის წერილის შინაარსი საზოგადოებას გააცნო, სადაც ცალსახადაა აღნიშნული, რომ ევროკავშირის ქვეყნები ამ შემთხვევაში ერთიანი გადაწყვეტილების ერთგული არიან. მათ ერთიანი გადაწყვეტილება გააჩნიათ რუსეთთან ფრენებთან და საქართველოში ფრენების განახლებასთან დაკავშირებით მათ განსხვავებული პოზიცია გააჩნიათ. ეს იყო შეხვედრაზე განხილვის საგანი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები, რომელიც ევროკავშირის ელჩებს და მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში გავუზიარეთ. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ ცალმხრივი იყო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში ფრენების შეწყვეტის შესახებ 2019 წელს და ამ შემთხვევაშიც, ფრენების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებაც ცალმხრივია. ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ ფრენების განახლებაზე აქ ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალის გავლაა საჭირო და ძალიან ბევრ პროცედურას ითვალისწინებს ფრენების დაშვება. ჩვენ ამაზე გვქონდა საკმაოდ დიდი მსჯელობა გუნდში და საზოგადოებას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას ავუხსენით, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ამ შემთხვევაში, როდესაც აღდგა ფრენები რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ გარკვეული პრაქტიკა გამოვიყენეთ, პრინციპების შესაბამისად მოხდა ფრენების დაშვება საქართველოში და ეს ეფუძნებოდა უფრო კონსერვატორულ მიდგომებს, სადაც ჩვენ სანქცირებული კომპანიებისთვის ფრენის უფლება არ მიგვიცია. უფლება არ მივეცით ასევე, იმ ავიასატრანსპორტო საშუალებებს, რომლების წარმომადგენლებიც სანქციებში ექცევა. ეს დეტალებიც განვიხილეთ ელჩებთან. ამის შესახებ კითხვები დაისვა ელჩების მხრიდანაც, რომ ტექნიკურად რამდენად გამართული იყო ჩვენი გადაწყვეტილება და რამდენად შეესაბამებოდა უსაფრთხოების სტანდარტებს, ხომ არ იქნებოდა გარკვეული პრობლემები, საფრთხეები?! რა თქმა უნდა ჩვენი გადაწყვეტილებები სრულად თანხვედრაშია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო საბჭოს პრინციპებსა და სტანდარტებთან“,- აღნიშნა დავითაშვილმა "ქრონიკასთან". 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ირაკლი ღარიბაშვილი. „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. 19 მაისს, რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა 20 მაისიდან, თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა ქართულმა კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმაც" დაიწყო. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს
უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა აუცილებელია - კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა. „რუსეთის თითოეულ თავდასხმაზე, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გამოფიტვას, მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს: ევროკავშირისა და ნატოს პარტნიორების მიერ საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალის მეტი წარმოება და მიწოდება. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ. ჩვენ ერთად დავამარცხებთ რუსეთის ტერორის კიდევ ერთ სტრატეგიას“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მტერმა შეტევების გეოგრაფია გარკვეულწილად შეცვალა - უკრაინის გენშტაბი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 13 - წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს მიმართავს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის გამოსვლა თბილისის დროით 17:00 საათზე იგეგმება. საქართველოს პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრები უკვე გამართა ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან.იგეგმება შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 30 მაისს, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი ი. ც. მიმდინარე წლის 28 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას ახორციელებდა, რა დროსაც ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა. "მან დიდი ბრიტანეთისა და ბელარუსის მოქალაქე ტურისტებს, თვითნებურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხელბორკილი დაადო და რაიმე წინაპირობის არ არსებობის მიუხედავად, სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც დაზიანება არავის მიუღია", - აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გამოძიებას აგრძელებს. აღნიშნული დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მადლობას ვუცხადებ ჩვენს პოლიციელებს ქვეყნის სამსახურისა და თავდადებისთვის - ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიციას პროფესიულ დღეს ულოცავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „დღეს ბრიუსელიდან, ევროპარლამენტიდან ვულოცავ ქართულ პოლიციას პროფესიულ დღეს! უმნიშვნელოვანესია პოლიციის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის როლი ევროპულ ქვეყანაში. ქვეყნის დემოკრატიულობა და მაშასადამე, ევროპულობა სწორედ ადამიანის უფლებებისა და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვით ფასდება. მადლობას ვუცხადებ ჩვენს პოლიციელებს ქვეყნის სამსახურისა და თავდადებისთვის!”- წერს პრეზიდენტი.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში დღეს ცნობილია: 31 მაისს ქუთაისში +25 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ფოთში ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში იწვიმებს. დღისით +17 გრადუსია, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ახალციხეშიც წვიმს, სადაც დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს ბორჯომშიც, დღისით +22, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +19 გრადუსია იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. გორში +25 გრადუსია და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერს ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურში +15 გრადუსი და ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +16, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავშიც, სადაც დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. გურჯაანშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +29 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავში +29 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია წვიმა.
აპრილში საქართველოს ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზარდა - "საქსტატი"
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2023 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.3 პროცენტით განისაზღვრა. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2023 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ვაჭრობა. მათივე ინფორმაციით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონების სექტორებში.
„პოლიციის ქალაქში” ბინას 1000-მდე პოლიციელი მიიღებს - გომელაური
შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობის მხარდაჭერით, მუდმივად ზრუნავს პოლიციელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათი ანაზღაურების გაზრდაზე, პროფესიული უნარების განვითარებაზე, ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაზე, ინფრასტრუქტურის, ავტოპარკის, ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლებაზე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ვახტანგ გომელაურმა პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სამართალდამცველებისადმი გამოხატული მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მოგეხსენებათ, 2022-2023 წლებში, პოლიციელების შრომის ანაზღაურება ჯამში 30%-ით გაიზარდა. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. სახელმწიფოსთვის ასევე პრიორიტეტულია პოლიციელებისთვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, უკვე დაწყებულია მუშაობა „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ეს „ქალაქი“ თბილისში აშენდება და საწყის ეტაპზე, 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის და თითოეული პოლიციელის მუდმივი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გაძლიერებას გეგმავს
ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირში არალეგალური მიგრაციისა და უსაფრთხოების რისკების ეფექტურად აღსაკვეთად, მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ფუნქციონირების მონიტორინგისა და უვიზო რეჟიმის შეჩერების არსებული წესების ხელახლა შეფასება და გაუმჯობესება უნდა მოხდეს. როგორც ევროკომისია გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში აღნიშნავს, უვიზო მიმოსვლას მოაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მესამე ქვეყნებისთვის. ამავდროულად, ევროკომისია დასძენს, რომ გასულმა წლებმა აჩვენა, რომ უვიზო მიმოსვლიდან შესაძლოა წარმოიქმნას მნიშვნელოვანი მიგრაციული და უსაფრთხოების გამოწვევები. ამასთან, ევროკომისია აცხადებს, რომ ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან არასაკმარისმა შესაბამისობამ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყანა შესაძლოა სატრანზიტო ჰაბად გადააქციოს ევროკავშირში არალეგალური მიგრაციისთვის. აღნიშნულის მაგალითად დასავლეთ ბალკანეთის ის ქვეყნებია დასახელებული, რომელსაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი აქვს და რომლებიც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეების მზარდი რაოდენობის მიერ 2022 წელს ევროკავშირში არალეგალურად შესასვლელად გამოიყენებოდა. საკითხზე ევროკომისიასა და დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორ ქვეყნებს შორის დაუყოვნებლივი კონტაქტის შემდეგ, უვიზო რეჟიმთან შესაბამისობის მხრივ, არსებითი პროგრესის მიღწევა მოხდა. შედეგად კი, ევროკომისიის ცნობით, არალეგალური მიგრაცია ევროკავშირში შემცირდა.
ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა თქვენი შრომის ღირსეული დაფასება - ღარიბაშვილი პოლიციელებს
ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა თქვენი შრომის ღირსეული დაფასება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „თქვენ იმსახურებთ ყველაფერ საუკეთესოს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მთავრობის თანადგომა და ძალისხმევა კიდევ უფრო გაძლიერდება და კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს ჩვენი ძალისხმევა. თქვენი იცით, როგორი ძვირფასია ჩემთვის ქართული პოლიცია, ეს სამინისტრო. მე მქონდა პატივი და ბედნიერება, მემსახურა თქვენთან ერთად ამ სამინისტროში. მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ დღეს კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა, გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა თქვენდამი. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს მხარდაჭერას, პატივისცემას. კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციის დღეს. გისურვებთ წარმატებებს, კეთილდღეობას და გამარჯვებას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს - გერმანიის ევროპის საკითხთა მინისტრი
საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს - გერმანიის ჰესენის ფედერალური მხარის ევროპის საკითხთა მინისტრი, ლუცია პუტრიხი ოთხდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს. "ეს ვიზიტი ერთი მხრივ ემსახურება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ამჟამინდელი მდგომარეობის გაცნობას და მეორე მხრივ ეს უნდა იყოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გერმანიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება. გამომგზავრებამდე ევროპის საკითხთა მინისტრმა, ლუცია პუტრიხმა საქართველოს უახლესი ისტორია გაიხსენა და განაცხადა შემდეგი: „სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებული კონფლიქტები ძალიან ჰგავს ამჟამინდელ ომს უკრაინაში. ჩვენს ინტერესებშია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის მშვიდობა შენარჩუნდეს. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რუსეთი დაიცავს საერთაშორისო შეთანხმებებს და პატივს სცემს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს. ამიტომ ამ ვიზიტის მიზანი ასევე არის მკაფიო გზავნილი საქართველოსთვის: „ჩვენ თქვენ არ დაგვიწყებიხართ, თქვენ არ ხართ მარტო!“, - ნაქვამია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ ლაშა დარსალიასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ბატონ გენადი არველაძესთან, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილთან და საქართველო-გერმანიის მეგობართა საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან. პარასკევს იგი გაემგზავრება გორში და ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM), რომელშიც მონაწილეობს 200 დამკვირვებელი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. ქალბატონი მინისტრი ასევე შეხვდება ორ პოლიციელს ჰესენის ფედერალური მხარიდან, რომლებიც მისიაში მსახურობენ.
საერთაშორისო პარტნიორები ჩვენი მეგობრის ნიღაბქვეშ არიან ამოფარებულები, თუმცა ხშირად გვლანძღავენ - გომელაური
საერთაშორისო პარტნიორები ჩვენი მეგობრის ნიღაბქვეშ არიან ამოფარებულები, თუმცა ხშირად გვლანძღავენ - ამის შესახებ შს მინიტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. „საერთაშორისო პარტნიორები ჩვენი მეგობრის ნიღაბქვეშ არიან ამოფარებულები, თუმცა ხშირად გვლანძღავენ - ხოლმე. რაც პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა, ილაპარაკა სრული სიმართლე და ეს ახალი არ იყო, პირველად არავის გაუჟღერებია, თვით ზელენსკიც იძახდა ნატო-ს გულისთვის ჩვენ ომს დავიწყებთ, ვიომებთ, არ დავიხევთ უკანო. ეს ვითომ პირველად თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასეთი რაღაც შეფუთეს. ეს არაერთხელ უთქვამთ მსოფლიო ლიდერებს, დიდი სახელმწიფოს ლიდერებს და გაიმეორა პრემიერმა. სიმართლე თქვა, რასაც იმეორებდნენ სხვები, მათ შორის ზელენსკი. ოპოზიცია ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს - ხოლმე და სამწუხაროდ, ოპოზიციური არხებიც“, - განაცხადა გომელაურმა. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწების ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო-ს გაფართოება. პრემიერს ეს განცხადება კი ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ასე შეაფასა - „Говорит Москва!"