ძებნის რეზულტატი:

რეჯეფ თაიფ ერდოღანი თავის კონკურენტს: ნახვამდის ქემალ

"ჯერ კიდევ ველოდებით ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომ უპასუხოს შედეგებს, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. "ერთადერთი გამარჯვებული არის თურქეთი", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. "ნახვამდის, ქემალ", - აღნიშნა ერდოღანმა. შეგახსენებთ, თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით, ერდოღანი იმარჯვებს. თურქული მედიის ცნობით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით,  ერდოღანი ხმების 53.41%-ით უსწრებს მის კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომელმაც 46.59% მოაგროვა.      

პრემიერი: ვულოცავ საქართველოს დიდ მეგობარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს "არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას ულოცავს". ამის შესახებ საქართველოს მთავრობის პრესსამსახური იუწყება. ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitte-ზე წერს, რომ თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა  და მათ ზეიმს საქართველოც უერთდება. “ვულოცავ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს დიდ მეგობარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას! თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა  და ჩვენც ვუერთდებით მათ ზეიმს. მზად ვართ კიდევ უფრო  გავაძლიეროთ  თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეგობრობული კავშირები და სტრატეგიული პარტნიორობა”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. თურქული მედიის ცნობით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს  

ზელენსკიმ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების იმედი გამოთქვა. შესაბამისი განცხადება უკრაინის ზელენსკიმ Twitter-ის საშუალებით გააკეთა. „ვულოცავ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ჩვენ ველით სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ და ასევე, თანამშრომლობის გაძლიერებას ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, - წერს ზელენსკი. ერდოღანმა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა 52, 41%-ს მხარდაჭერა მიიღო. თურქეთის უზენაესი საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარემ, აჰმეთ იერენმა 28 მაისს განაცხადა, რომ ბიულეტენების 99,43 %-ის დათვლის შედეგად, ერდოღანის მეტოქემ, ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმების 47.86% მოაგროვა. არჩევნების პირველი ტური 14 მაისს გაიმართა და გამარჯვებისთვის საჭირო 50 % ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა.  

რუსეთის საჰაერო თავდასხმისას ოდესის პორტი დაზიანდა

წუხელ, უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევისას ოდესის პორტი დაზიანდა. უკრაინის თავდაცვის ძალების „სამხრეთის“ სარდლობის ცნობით, უკრაინის სამხრეთში რუსეთის ძალებმა გამოიყენეს ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები. სარდლობის ინფორმაციით, 3 დრონი ნიკოლაევის ოლქის თავზე გაანადგურეს, ხოლო ერთი - ოდესაში. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურა დააზიანა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რუსეთის ძალები უკრაინას რაკეტებითა და დრონებით უტევდნენ. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, აფეთქებების ხმები დედაქალაქის სამ რაიონში ისმოდა. საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკისა და სხვა ოლქებში.    

მტერმა შეტევების გეოგრაფია გარკვეულწილად შეცვალა - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ფრონტზე წინა თვეებთან შედარებით სიმშვიდეა: დღის განმავლობაში მტერმა მხოლოდ 19 შეტევა განახორციელა, მაგრამ შეტევების გეოგრაფია გარკვეულწილად შეიცვალა. მისივე თანახმად, დიდი ხნის განმავლობაში პირველად, რუსები შეტევაზე გადავიდნენ შახტიორსკის მიმართულებით - ველიკა-ნოვოსელკას მიდამოში, რომელიც უჰლედარის დასავლეთით მდებარეობს. „შეტევები გრძელდება კუპიანსკის მიმართულებით, რომელიც ასევე ბოლო დღეებში გაძლიერდა. იქ მტერი წარუმატებლად ცდილობდა წინსვლას მასიუტოვკას რაიონში“, - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

ჯო ბაიდენი: ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას, მოუთმენლად ველი ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. შესაბამისი პოსტი ბაიდენის Twitter გვერდზე განთავსდა. „ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას. „როგორც NATO-ს მოკავშირეები, მოუთმენლად ველით, რომ გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა ორმხრივ საკითხებსა და საერთო გლობალურ გამოწვევებზე“, - წერს ჯო ბაიდენი. ერდოღანს გამარჯვება მიულოცა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში თურქეთი არის NATO-ს ღირებული მოკავშირე და პარტნიორი. მე მოუთმენლად ველი ჩვენს მუშაობას თურქეთის არჩეულ მთავრობასთან ერთად“, - დაწერა ბლინკენმა Twitter-ზე. ოფიციალური ცნობებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად. ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მოაგროვა.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავთ - „ქართული ოცნება“

„ქართული ოცნება” რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას და „სახალხო ალიანსს” საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას ულოცავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ჯო ბაიდენი: ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას, მოუთმენლად ველი ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას „საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას, როგორც თურქეთის, ისე რეგიონის წინსვლისთვის. გვჯერა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის შემდეგ ეტაპზე, ორ მეგობარ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობა, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო გაღრმავდება და გამტკიცდება,“ - აღნიშნულია განცხადებაში. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში ოფიციალური ცნობებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად. ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მოაგროვა.  

10 ივნისიდან ფქვილზე, დროებით, საიმპორტო საფასურის დაწესება იგეგმება

საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, საიმპორტო საფასურის დაწესება იგეგმება. ამასთან, როგორც ცნობილია, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო გადასახადის დაწესება იგეგმება 10 ივნისიდან 5 თვის ვადით. "ინტენსიური შეხვედრები გვქონდა დარგში ჩართულ ყველა წარმომადგენელთან და შევჯერდით ისეთ პირობებზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს პურის ფასი, მეორე მხრივ, წინსქვილკომბინატებმა კონკურენტულ პირობებში შეძლონ მუშაობა და, რაც მთავარია, ფერმერებმა მოსავალი შეუფერხებლად დააბინაონ", - განაცხადა ოთარ შამუგია. ცნობისთვის, ხორბლის მწარმოებელი ფერმერებმა არაერთხელ გამართეს აქცია საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადების დაწესების მოთხოვნით.  

WSJ: ერ-რიადსა და მოსკოვს შორის ნავთობის გამო დაპირისპირებაა

საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებაა ნავთობის მოპოვების შემცირების გამო მოსკოვი ახორციელებს იაფი ნავთობის ექსპორტს, რაც რიადის ძალისხმევას ზიანს აყენებს  საუდის არაბეთის შეფასებით, მოსკოვი არ ასრულებს OPEC+-ის ჩარჩოებში ნაკისრ ვალდებულებებს ნავთობის მოპოვების მოცულობების შემცირების შესახებ. ერ-რიადი უკმაყოფილოა რუსეთის მოქმედებებით ნავთობის მოპოვების სფეროში. შესაბამის სტატიას გაზეთი The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, საუდის არაბეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა რუს კოლეგებს შეთანხმებული შემცირებების დაცვის თხოვნით მიმართეს. ერ-რიადის შეფასებით, რუსეთი კვლავაც აგრძელებს მსოფლიო ბაზარზე იმაზე მეტი ნედლი ნავთობის გატანას, ვიდრე ეს შეთანხმებული იყო და ეს ნავთობზე ფასების სტაგნაციას იწვევს იმ ფონზე, როდესაც საუდის არაბეთს მათი გაზრდა სურს. 4 ივნისს OPEC+ ქვეყნების მოახლოებული შეხვედრის წინ, დაძაბულობა იზრდება. ეს არაფორმალური ორგანიზაცია ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა საერთაშორისო ორგანიზაციაში (OPEC) შემავალ ქვეყნებს აერთიანებს. აქ წამყვან როლს თამაშობენ საუდის არაბეთი და რიგი სახელმწიფოები, რომლებიც OPEC-ის წევრები არ არიან, მათ შორის არის რუსეთიც. Brent-ის ნავთობის ფასები მსოფლიო ბაზარზე ახლა 10%-ით დაბალია, ვიდრე ეს აპრილის დასაწყისში იყო. მაშინ OPEC+-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების შემცირების პირობა დადეს. საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოში მიაჩნიათ, რომ საუდის არაბეთისგან განსხვავებით, რუსეთს არ შეუმცირებია აპრილში ნავთობის მოპოვება შეპირებულ 500 ათას ბარელამდე დღე-ღამეში. ადრე OPEC+-ის ჩარჩოებში არაერთ მოლაპარაკებას, ნავთობზე შედარებით მაღალი ფასების შენარჩუნება მოჰყვა. Wall Street Journal-ის თანახმად, საუდის არაბეთმა ბიუჯეტში ნავთობის ფასად ბარელზე 81 დოლარი დააწესა, თუმცა ახლა ის რამდენიმე დოლარით დაბალია. ნავთობის მოპოვების შემცირებას შესაძლოა, ფასების ზრდისთვის შეეწყო ხელი. რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი თავის მხრივ, ამტკიცებდა, რომ რუსეთი „ნავთობის მოპოვების შემცირების“ ყველა „ნებაყოფლობით დონეს“ იცავდა. ინფორმაციისთვის, დასავლეთის ქვეყნებმა გასულ წელს შეზღუდვები დააწესეს რუსულ ნავთობზე და ე.წ. ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ.

ფინეთი მოკავშირეებთან და პარტნიორ შვედეთთან ერთად წვრთნებს იწყებს

NATO-ს მოკავშირეები ფინეთი, ნორვეგია და პარტნიორი შვედეთი მრავალეროვნულ სწავლებას (Arctic Challenge Exercise) 29 მაისიდან 9 ივნისამდე უმასპინძლებენ. წლევანდელი Arctic Challenge Exercise (ACE 23) რიგით მეექვსეა, რომელსაც ფინეთმა, ნორვეგიამ და შვედეთმა ერთად უმასპინძლეს. ფინეთის საჰაერო ძალები არიან პასუხისმგებელნი სასწავლო ღონისძიების დაგეგმვასა და ხელმძღვანელობაზე, რომელიც ყოველ მეორე წელს, 2013 წლიდან ტარდება. წვრთნებში 14 ქვეყნის შეიარაღებული ძალების 3000 სამხედრო და 150 თვითმფრინავი ჩაერთვებიან. ხსენებული წვრთნები NORDEFCO-ს თანამშრომლობის ნაწილია ფინეთს, ნორვეგიას, შვედეთსა და დანიას შორის. მათი საჰაერო ძალები რეგულარულად ატარებენ კომბინირებულ საჰაერო ბრძოლასთან დაკავშირებულ ტრანსსასაზღვრო წვრთნას, რომელიც მათი საშინაო ბაზებიდან ხორციელდება.  

რუსეთმა ამერიკელი სენატორი ძებნილად გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკელი „რესპუბლიკელი“ სენატორი ლინდსი გრეჰემი ძებნილად გამოაცხადა. სენატორი გრეჰემი გასულ კვირას იმყოფებოდა კიევში. ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მოსკოვმა ამერიკელი სენატორი რუსების მკვლელობის შექებაში დაადანაშაულა. 26 მაისს, სენატორი ლინდსი გრემი კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. მისი ოფისის მიერ გამოქვეყნებულ, დამონტაჟებულ ვიდეოზე დაყრდნობით, რუსული მედიით გავრცელდა ინფორმაცია თითქოს, გრემმა განაცხადა, რომ რუსების სიკვდილი ამერიკის საუკეთესო ინვესტიციაა. სენატორ ლინდსი გრეჰემს კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე არ უთქვამს, რომ რუსების სიკვდილი იყო „საუკეთესო რამ, „რაშიც ჩვენ დავხარჯეთ ფული“. ვიდეო დამონტაჟებულია, წერს Reuters-ი.  

2022 წელს სიღარიბის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9%-ით შემცირდა - "საქსტატი"

2022 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „2022 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 20.4 პროცენტი შეადგინა (-2.3 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 15.3 პროცენტი (-2.0 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში - 10.5 პროცენტი (-1.4 პროცენტული პუნქტი). აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისათვის შემცირებულია 1.8 პროცენტული პუნქტით და 15.3 პროცენტს შეადგენს, ხოლო კაცებისათვის მაჩვენებელი შემცირებულია 2.1 პროცენტული პუნქტით და 15.8 პროცენტს შეადგენს. 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების მიხედვით შემცირდა 0.37-დან 0.36-მდე, ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით უცვლელია და შეადგენს 0.34-ს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

იაპონიამ ბალისტიკური რაკეტები მზადყოფნაში მოიყვანა

ჩრდილოეთ კორეის მიერ თანამგზავრის გაშვების გამო, იაპონიამ ბალისტიკური რაკეტები მზადყოფნაში მოიყვანა. იაპონა მზადაა, ჩამოაგდოს ნებისმიერი ჭურვი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ნებისმიერი რაკეტის გაშვება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სერიოზული დარღვევა იქნება. მედიის თანახმად, ოფიციალურმა ფხენიანმა სამხედრო საჯაშუშო თანამგზავრზე მუშაობა დაასრულა და მისი გაშვება 31 მაისიდან 11 ივნისამდე იგეგმება.  

37 ფრთოსანი რაკეტა და 29 უპილოტო საფრენი აპარატი გავანადგურეთ - უკრაინა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ღამის განმავლობაში რუსი სამხედროების მიერ ნასროლი 37 ფრთოსანი რაკეტა და 29 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას  უკრაინის არმიის საჰაერო ძალები ავრცელებს. მტერმა შეტევების გეოგრაფია გარკვეულწილად შეცვალა - უკრაინის გენშტაბი კრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემა აამოქმედეს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, საზენიტო სისტემებმა რუსული რაკეტები გაანეიტრალეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც, როცა მის პრესტიჟს თავად პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს - "ქართული ოცნება"

უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც, როცა მის პრესტიჟს თავად პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს, მზად ვართ, პრეზიდენტს ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების აცილებაში დავეხმაროთ, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულა, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა, საქართველოს პრეზიდენტს, ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს. „უკანასკნელი ორი წლის მანძილზე საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სულ უფრო ხშირად კეთდება განცხადებები, რომლებიც უარყოფითად აღიქმება და ფასდება, უპირველეს ყოვლისა, ქართული საზოგადოების იმ ნაწილის მიერ, რომელმაც მას, ჩვენი მოწოდების საფუძველზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭირა მხარი. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ აღქმასა და შეფასებას აქვს მყარი ობიექტური საფუძველი, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, გამოვეხმაუროთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს. ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას, გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საქართველოს უმაღლესი კონსტიტუციური ინსტიტუტების, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაზე. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ მხარი დავუჭირეთ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას სწორედ იმ მოლოდინით, რომ ის სათანადოდ შეასრულებდა ზეპარტიული პრეზიდენტის ფუნქციას საპარლამენტო მმართველობის სისტემაში. მივიჩნიეთ, რომ უპარტიო ქალბატონი, რომელიც იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელოვანი მოღვაწეების შთამომავალი და ამით განასახიერებდა კავშირს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიასა და თანამედროვე საქართველოს შორის, იქნებოდა საუკეთესო კანდიდატი ამ მისიისათვის. თუმცა, სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა სხვა გზა აირჩია და უკანასკნელი ორი წლის მანძილზე მან მკაფიოდ გამოავლინა პოლიტიკური მიკერძოება რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ. 2018 წელს, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევისას, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მკაფიოდ განუმარტა საკუთარი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ, არჩევნებში მხარდაჭერის მიუხედავად, მას არ უნდა ჰქონოდა არავითარი ვალდებულება მმართველი პარტიის წინაშე. „ქართული ოცნება“ ამ მიდგომას სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადების დღიდან სრულად იცავდა და დღემდე იცავს. აქედან ჩანს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისას ჩვენი ერთადერთი მიზანი საპარლამენტო მმართველობის სისტემაში საქართველოს პრეზიდენტის ზეპარტიული ინსტიტუტის სათანადოდ დამკვიდრება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას, ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკისაგან პრინციპულად უნდა შევიკავოთ თავი. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მხრივ ხელი არ შევუწყოთ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, არავის მივცეთ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება. ჩვენ უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კარგავს ლეგიტიმაციას საზოგადოების იმ ნაწილის თვალში, რომელმაც მას 2018 წლის არჩევნებში დაუჭირა მხარი და ვერც საზოგადოების იმ ნაწილში იძენს ლეგიტიმაციას, რომელიც მას 2018 წელს მოღალატედ და რეზიდენტად აცხადებდა, ჩვენი ვალია, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების დარჩენილი წელიწად-ნახევრის მანძილზე შევუნარჩუნოთ თუნდაც მინიმალური ლეგიტიმაცია საპრეზიდენტო უფლებამოსილების განსახორციელებლად. ამითაც არის ნაკარნახევი ჩვენი გადაწყვეტილება, არ შევიდეთ პოლემიკაში ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან. დასასრულს, გამოვთქვამთ იმედს, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ქართული საზოგადოების უმრავლესობასთან კიდევ უფრო მძაფრ კონფრონტაციაში არ შევა. „ქართული ოცნება“ მზადაა, საქართველოს პრეზიდენტს, ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს“, – ნათქვამია განცხადებაში.  

მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში არ მიიჩნევენ, რომ 12 პრიორიტეტი სრულყოფილადაა შესრულებული - არასამთავრობოები

მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში არ მიიჩნევენ, რომ 12 პრიორიტეტი სრულყოფილად არის შესრულებული და თვლიან, რომ ჯერ კიდევ არის გადასადგმელი მნიშვნელოვანი ნაბიჯები მიგვაჩნია, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ("ღია საზოგადოების ფონდი", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", "გრასი", "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი", "მმართველობის მონიტორინგის ცენტრი") წარმომადგენლებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სადაც 22-25 მაისს, ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები შეაჯამეს. როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, სამწუხაროდ, შეშფოთება გამოითქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად წარმოდგენილი რეფორმების ისეთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების არაჯეროვანი შესრულების თვალსაზრისით, როგორებიცაა დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. "ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა კვლავ გამოხატეს იმედგაცრუება რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის არ შეესაბამება ევროკავშირში გაწევრების სულისკვეთებას და წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთან, შეშფოთება გამოითქვა საქართველოში ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.    

რა განაცხადა რეალურად ლინდსი გრემმა კიევში

სენატორ ლინდსი გრემსს კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე არ უთქვამს, რომ რუსების სიკვდილი იყო „საუკეთესო რამ, „რაშიც ჩვენ დავხარჯეთ ფული“. ვიდეო დამონტაჟებულია, წერს Reuters-ი. დაუმონტაჟებელი ჩანაწერის საფუძველზე დგინდება, რომ ამერიკელი სენატორის მიერ ნათქვამ ორ ფრაზას „რუსები კვდებიან“ და „ფული ასე წარმატებით არასდროს დაგვიხარჯავს“, ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. გრემის განცხადება აშშ-ის მიერ ფულის საუკეთესოდ ხარჯვის შესახებ, ეხებოდა უკრაინისთვის გაწეულ მრავალმილიარდიან სამხედრო დახმარებას. წერს სააგენტო Reuters-ი.  რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი ძებნილთა სიაში შეიყვანა, იტყობინება რუსული მედია ორშაბათს, სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით. რუსეთმა ამერიკელი სენატორი ძებნილად გამოაცხადა მანამდე გავრცელებული ცნობით კი, ლინდსი გრეჰემმა ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი აშშ-ის სამხედრო დახმარება „საუკეთესო დანახარჯი იყო“ რაც კი ოდესმე გაუღიათ.  

ჩვენი ჯარისკაცები შეტევაზე გადავლენ - უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური

ჩვენი ჯარისკაცები შეტევაზე გადავლენ, - უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, ალექსანდრ სირსკი ლიმანის რეგიონში ფრონტის ხაზთან იმყოფებოდა. "ჩვენი ქვედანაყოფები სტაბილურად აგრძელებენ თავიანთი ხაზებისა და პოზიციების დაცვას, იგერიებენ მტრის ყველა მცდელობას წინ წასულიყვნენ ბელოგოროვსკის, სპორნოეს, ნოვოსელოვსკის, ტორსკის რაიონებში, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა პერსონალს და აღჭურვილობას", - ნათქვამა სირსკის განცხადებაში.  მტერმა შეტევების გეოგრაფია გარკვეულწილად შეცვალა - უკრაინის გენშტაბი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

ალიევი, მთიანი ყარაბაღის ლიდერებს საკუთარი ნებით ჩაბარების შემთხვევაში, ამნისტიას ჰპირდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მთიანი ყარაბაღის ლიდერებს საკუთარი ნებით ჩაბარების შემთხვევაში, ამნისტიას ჰპირდება. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ამის შესახებ აზერბაიჯანის ლიდერმა კვირას ლაჩინის რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. „რჩება მხოლოდ ერთი ვარიანტი - დაემორჩილო აზერბაიჯანის კანონებს, იყო ლოიალური და აზერბაიჯანის ნორმალური მოქალაქე, ყალბი სახელმწიფო ატრიბუტები სანაგვეში გადააგდო - „პარლამენტი“ უნდა იყოს დათხოვნილი - თითქოს იქ „პარლამენტი" იყოს. თითქოს პრეზიდენტია, თითქოს მინისტრია, სასაცილოა ეს ყველაფერი.ჩვენ უბრალოდ მოთმინება გვაქვს. თუმცა, ყველამ მშვენივრად იცის, რომ დღეს გვაქვს ყველა შესაძლებლობა იმ რეგიონში განვახორციელოთ ნებისმიერი ოპერაცია. ამიტომ, „პარლამენტი“ უნდა დაიშალოს, სუბიექტი, რომელიც საკუთარ თავს „პრეზიდენტად“ უწოდებს, უნდა დანებდეს, ყველა „მინისტრმა“, „დეპუტატმა“ და სხვებმა უნდა დათმონ თავიანთი „თანამდებობები“. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, მათთან დათმობაზე საუბარი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, ვისაუბროთ ამნისტიაზე. აქვე უნდა განვაცხადო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ფაქტობრივად სრულად ეთანხმებიან ჩვენს პოზიციას ბოლო დროს“, - განაცხადა ალიევმა. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი აღნიშნავს, რამდენჯერმე გაგზავნა წარმომადგენელი სტეპანაკერტში და დე ფაქტო ხელისუფლებასთან პირველი შეხვედრაც გაიმართა. შემდეგ კი, ბაქოშიც მიიწვიეს სასაუბროდ, თუმცა ალიევის თქმით, მეორე მხარემ უარი განაცხადა. „ჩემი სიტყვა საბოლოოა და ეს ყველამ იცის როგორც აზერბაიჯანში, ისე მთელ მსოფლიოში, მათ შორის სომხეთშიც. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ვამბობთ. ჩვენი არცერთი სიტყვა, როგორც ამბობენ, ჰაერში არ დარჩენილა და არც მომავალში დარჩება. თუ ვიტყვი, რომ ამნისტია შეიძლება, იყოს, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან. მათ ბევრი შანსი გაუშვეს ხელიდან, არაერთი შესაძლებლობა და ყოველ ჯერზე, როგორც ამბობენ, გვიწევდა მათი გონზე მოყვანა“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. პარასკევს, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაქომ და ერევანმა შესაძლოა, ხელი მოაწერონ სამშვიდობო შეთანხმებას ყარაბაღის შესახებ პირველ ივნისს, კიშინიოვში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე. უფრო ადრე, 25 მაისს გავრცელებული ცნობებით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე. „ჩვენ საკმაოდ კარგ პროგრესს ვაღწევთ ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზებისკენ. ამ კონტექსტში, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და იმედი მაქვს, მალე დაიწყება ნორმალური და კონსტრუქციული დიალოგი ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სერიოზული წინაპირობები არსებობს. სომხეთი მზადაა, გარკვეული პირობებით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს „არსებობს სერიოზული წინაპირობები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარებისა და სუვერენიტეტის საფუძველზე. დღეს რუსული მხარის ინიციატივით შედგება სამმხრივი შეხვედრა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეთაურებს შორის“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (GLOBSEC) გაემგზავრა. ფორუმი 29-31 მაისს გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაური, ფორუმის ფარგლებში, ერთ-ერთ თემატურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.