ძებნის რეზულტატი:

სტატისტიკა დაწეულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად - ვახტანგ გომელაური კრიმინოგენურ ვითარებაზე

დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, ჩვენს ახლო სამეზობლოშიც და არანაკლებ ევროპასთან შედარებითაც, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ქვეყანაში კრიმინალურ სიტუაციას შეეხებოდა. „სტატისტიკა დაწეულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად. ორი-სამი ფაქტი მოხდა, მაგრამ სტატისტიკა, მათემატიკა იცით რა არის? ხომ იცით? მათემატიკაა ჩვეულებრივი. მოხდა დანაშაული, მკვლელობაც მოხდება, ხვალაც მოხდება, ღმერთმა ქნას არ მოხდეს, თუმცა გაიზარდა? არ გაზრდილა, დაკლებულია და როგორ გაიზარდა, ატყუებთ ხალხს. დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, ჩვენს ახლო სამეზობლოშიც და არანაკლებ ევროპასთანაც“, - განაცხადა გომელაურმა.  

ყაზბეგში არადეკლარირებული საქონელი გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 7607 ლარის ღირებულების არადეკლარირებული, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი გამოავლინეს. კანონდამრღვევ მოქალაქეებს, აღნიშნული არადეკლარირებული საქონელი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების წინასწარ მოწყობილ სამალავებში ჰქონდათ განთავსებული. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.  

ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა გაუზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს უცხოელების მიერ განთავსებულ დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა გაეზარდათ. „ფინანსურმა კომიტეტმა არარეზიდენტების უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ეროვნული ბანკი არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ განთავსებული დეპოზიტებისთვის, რეზიდენტებთან შედარებით, ლიკვიდობის უფრო მაღალ მოთხოვნებს ინარჩუნებს, რაც მსგავსი დეპოზიტების ისტორიულად ნაკლებად სტაბილური ხასიათით არის განპირობებული. რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში რუსეთის რეზიდენტების მიერ უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები, რაც ერთიანი კონცენტრაციის რისკს ქმნის და ლიკვიდობის პოზიციაზე უარყოფითად მოქმედებს. ამასთან, თუ წინა წელს აღნიშნული თანხები ბანკების მიერ ძირითადად ლიკვიდურ აქტივებში ინახებოდა, 2023 წლის დასაწყისიდან შეიმჩნევა ამ თანხების გამოყენება ძირითადად სხვა, შედარებით ძვირი რესურსის გასტუმრებისთვის. ვინაიდან კაპიტალის ამ შემოდინებას შესაძლოა დროებითი ხასიათი ჰქონდეს, მიზანშეწონილია მათი ლიკვიდურ სახსრებში შენარჩუნება. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა რუსეთის რეზიდენტების უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისთვის ლიკვიდობის მოთხოვნის (გადინების განაკვეთის) 80%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული განაკვეთი 30-40%-ის ფარგლებში იყო. ცვლილებები ძალაში პირველი სექტემბრიდან შევა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

უკრაინაში დაბრუნდა რუსეთის მიერ დეპორტირებული 371 ბავშვი - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანაში დაბრუნდა 371 ბავშვი, რომლებიც ომის პერიოდში რუსეთის მიერ იყვნენ დეპორტირებული. "პირველი ნაბიჯი გადადგმულია - 371 ბავშვი სახლშია, უკრაინაში", - თქვა ზელენსკიმ. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, აღრიცხულია სულ მცირე 20 000 ბავშვი, რომლებიც რუსეთის ძალებმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან წაიყვანეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

უკრაინაში მიმდინარე ომი გადამწყვეტი მომენტია ევროპისთვის - ლაიენი

უკრაინაში მიმდინარე ომი გადამწყვეტი მომენტია ევროპისთვის, ხოლო ეს ომი, ერთიანი და თავისუფალი ევროპის წინააღმდეგაა მიმართული, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა. „ეს არის უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილება და მისი ხალხის მკაფიოდ გამოხატული ნება, მიიღოს ევროკავშირის ღირებულებები. ამით ისინი ასევე იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი ღირებულებებისთვის“, -აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტი 31 მაისსა და 1 ივნისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში ჩატარდება. პრემიერ-მინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს.პრემიერ-მინისტრი კიშინეუში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ეროვნული ბანკის მხრიდან სანქციების დაცვის მონიტორინგი ხდება - მესტვირიშვილი

სანქციების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ძალიან სერიოზულად უდგება ფინანსური სექტორი. ეროვნული ბანკის მხრიდან ხდება ამ სანქციების დაცვის მონიტორინგი, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ეროვნული ბანკი განსაკუთრებით აქტიური იყო გასულ წელს, რადგან ფინანსური სექტორი შეუერთდა ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთისა და ბელორუსიის მიმართ. „ჩვენ შევქმენით დამატებით განყოფილება სანქციების მონიტორინგის განსახორციელებლად. სანქციების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ძალიან სერიოზულად უდგება ფინანსური სექტორი. ეროვნული ბანკის მხრიდან ხდება ამ სანქციების დაცვის მონიტორინგი. ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანი იყო გასულ წელს მიღებული კანონი, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებთან დაკავშირებით, სადაც ეროვნულ ბანკს ეძლევა უფლება რომ ფულის გათეთრების კუთხით მოახდინოს ვირტუალური აქტივების პროვაიდერების მონიტორინგი და ზედამხედველობა, რაც მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან სავალდებულო გახდება“ , - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5972 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.5972 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5972 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5919 ლარი იყო. "შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0053 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7733 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7824 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0091 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

თბილისში, კაფეში მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, კაფე ,,სტრადაში“ მომხდარი მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, რის შემდეგაც მის მიმართ ძებნა გამოცხადდება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 მაისს, თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში, ბრალდებულმა, შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთ პირს დაზიანებები მიაყენა. დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად, დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. „ინციდენტის დროს, ასევე საფრთხე შეექმნა კაფეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ვინაიდან, ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და იმყოფება მიმალვაში, 30 მაისს, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, რის შემდეგაც მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რუსეთის მოქალაქეების ინციდენტების გარეშე მიღება ქართველების ტოლერანტობაზე მეტყველებს - პრეზიდენტი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან

რუსეთის მოქალაქეების ინციდენტების გარეშე მიღება ქართველების ტოლერანტობაზე მეტყველებს, მაგრამ ამას ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები უნდა ახლდეს თან. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. “როდესაც პოლიტიკურმა პოლარიზაციამ გავლენა იქონია ქართული ტოლერანტობის წარმოსახვაზე, ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ იგი ცოცხალია. საქართველომ მიიღო და წელიწად-ნახევრის განმავლობაში მასპინძლობს 80 000-ზე მეტ რუსს. მოდით, დავფიქრდეთ, რას ნიშნავს იმ ქვეყნიდან მოქალაქეების მიღება, რომელსაც შენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და მართავს ყველაზე სასტიკ ომს შენი მეგობრის, უკრაინის - წინააღმდეგ. ის, რომ ეს რამე სერიოზული ინციდენტების გარეშე მოხდა, საქართველოს ტოლერანტობაზე მეტყველებს. ამაყები შეგვიძლია და უნდა ვიყოთ, მაგრამ ამას თან უნდა ახლდეს ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები, რათა ტოლერანტობამ გზა არ გაუხსნას ფრუსტრაციასა და ესკალაციას”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.  

რუსული კანონის გაწვევამ გვაჩვენა, რომ წინ ვერ აღვუდგებით ქვეყნის დემოკრატიულ ნებას - ზურაბიშვილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან

რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საქართველო არის ევროპა და ევროპაც მიზანმიმართულია იმისკენ, რომ საქართველო ევროპა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „უკანასკნელმა 2-მა წელმა რაც გვაჩვენა, არის ის, რომ ქართველები არ დანებდებიან. არ დანებდებიან უკრაინის სოლიდარობის საკითხთან დაკავშირებით. არ დათმობენ ევროპულ მომავალს, თავიანთ უფლებებს. სწორედ ამიტომ მაქვს ასეთი მყარი მოსაზრება და ვარ ასეთი ოპტიმისტი, რომ ეს არის მხოლოდ დროის საკითხი, სანამ უკეთესი ცვლილებები დაიწყება. რუსული კანონის გაწვევამ გვაჩვენა, რომ, ჩვენ წინ ვერ აღვუდგებით ამ ქვეყნის დემოკრატიულ ნებას. ასევე, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოგვცემდა დაცვას და უსაფრთხოებას საქართველოსთვის, დაიცავდა საქართველოს რუსეთისგან. რუსეთი, რომელიც დღემდე აგრძელებს ოკუპაციას და „ჰიბრიდულ ომს“ აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. რუსეთი, რომელიც უსმენს ყველა სიგნალს. სწორედ ამიტომ, ვერავინ გაგზავნის არასწორ სიგნალს. საქართველო არ იქნება ე.წ. ნაცრისფერი ზონა. 2008-2014-2022 წლებში ამ ყველაფერმა ჩვენ გვაჩვენა, რომ ყოყმანი ძვირად გვიჯდება. მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში მარცხდება, ჩვენ ვერ მივცემთ ჩვენს თავს უფლებას, ცდუნება შევთავაზოთ სუსტი ადგილების პოვნის კუთხით. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საქართველო არის ევროპა და ევროპაც მიზანმიმართულია იმისკენ, რომ საქართველო ევროპა იყოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.  

მინდა, მთავრობის წევრებს მივმართო, რომ არ აქვთ უფლება დამემუქრონ - პრეზიდენტი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან

მინდა მთავრობის წევრებს მივმართო, რომ არ აქვთ უფლება დამემუქრონ, რადგან მაინც იმას გავაკეთებ, რასაც ვფიქრობ და რაც საჭიროდ მიმაჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით მიმართვისას განაცხადა. „მიუხედავად იმისა, მე პატარა ქვეყანას წარმოვადგენ, ჩემი აზრით, პრეზიდენტის ძალა, სხვა ქვეყნების მსგავსად, პატივცემული უნდა იყოს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებები ყველა შიდა და გარე წნეხისგან თავისუფალი უნდა იყოს. მინდა მთავრობის წევრებს მივმართო, რომ არ აქვთ უფლება დამემუქრონ, რადგან მაინც იმას გავაკეთებ, რასაც ვფიქრობ და რაც საჭიროდ მიმაჩნია. ჩემთვის კონსტიტუციით მონიჭებული ვეტოს უფლება შემიძლია გამოვიყენო თუ მთავრობის რაიმე გადაწყვეტილება ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილების თვალსაზრისით ყველა ნაბიჯს ვახორციელებ ამ მიზნების მხარდასაჭერად. ვცდილობ, მოხდეს დეპოლარიზაცია, ეროვნული შერიგება, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. ვამაყობ, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად 19 აპრილს მოეწერა ხელი შარლ მიშელის ხელშეკრულებას ყველა პოლიტიკური პარტიის თანდასწრებით პრეზიდენტის სასახლეში. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს ხელშეკრულება ბოლომდე რომ შესრულებულიყო, საქართველოს უკვე მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. სამჯერ ოპოზიციის წარმომადგენლების შეწყალებით იმისთვის, რომ შემსუბუქებულიყო პოლიტიკური დაძაბულობა და შეთანხმება, რათა დადებულიყო, ეს გადაწყვეტილება, იყო მაღალი პოლიტიკური ფასის გამომწვევი პოლარიზებულ ატმოსფეროში. მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ იმ დროს, როდესაც წარმოვადგენ მცირე ქვეყანას, დისკრეციული უფლებამოსილება პრეზიდენტისა უნდა იყოს თანასწორად პატივმიგებული მცირე თუ დიდი ქვეყნისთვის. პრეზიდენტის ძალაუფლება უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი წნეხისგან ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარეთ და მინდა, მივმართო სამთავრობო წრეებს, რომ არ არის საჭირო მუქარა ჩემ მიმართ, რადგან გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ და ჩემი კონსტიტუციური ვეტოს გამოყენებით, იმ კანონმდებლობის თვალსაზრისით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს. შეიძლება, ჩემი ვეტო იყოს დაძლეული უმრავლესობის მხრიდან, მას მხარს დაუჭერს ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე, რადგან ეს ეხება ძირითად პრინციპებს, რომლის ერთგულებიც ვართ ყველა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.  

ვერ შევადარებთ იმ ფასს, რომელსაც უკრაინა დღეს იხდის, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს სისხლის ფასად დაუჯდა საკუთარი დამოუკიდებლობა - ზურაბიშვილი

საქართველომ მძიმე ფასი გადაიხადა თავისი დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის, ეს იყო 1989-1991-2008 წლებში, რა თქმა უნდა, ვერ შევადარებთ იმ ფასს, რომელსაც უკრაინა იხდის დღეს, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს სისხლის ფასად დაუჯდა საკუთარი დამოუკიდებლობა და მისი უფლება, გამხდარიყო დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენი სიმბოლო გვანახებს და ჩვენი გერბი ამბობს, რომ ძალა ერთობაშია. დღესდღეობით, სამწუხაროდ პოლარიზაციის პროცესს განვიცდით, პოლარიზაცია მცირე ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ემსახურება და განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აწყდებიან ოკუპაციას და პროპაგანდას, ყალბი ინფორმაციისა და სიძულვილის ენის გავრცელებას. პოლარიზაცია ემსახურება მხოლოდ ერთს, ჩვენს მტერს და ჩვენ ერთად უნდა აღვუდგეთ ამას წინ. საქართველოს ძირითადი ღირებულებები ეხმიანება 12 რეკომენდაციას, რომელიც მოცემულია კანდიდატის სტატუსის მისაღწევად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

რუსეთი ბევრ ასპექტში უკვე დამარცხებულია, დაკარგა თავისი უპირატესობა - სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან

რუსეთი ბევრ ასპექტში უკვე დამარცხებულია... მან დაკარგა თავისი უპირატესობა და გაჩნდა განცდა, რომ ის არ არის დაუმარცხებელი, - ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს. "ძალიან ხშირად გვესმის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღეთ, იმიტომ რომ ევროპა არ იზიარებს ჩვენს ტრადიციულ, კულტურულ ღირებულებებს და ყველამ ვიცით, რომ ეს არის ტყუილი. არასოდეს არ უნდა უგულებელვყოთ იმ ბნელი ძალების გავლენა, რომლებიც ცდილობენ ჩვენი დემოკრატიული მომავალი შეაფერხონ. ევროპა ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით. მიუხედავადმისი ნაკლები დემოკრატიაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს თავისი წინსვლა ევროპისკენ. ეს არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ეს არის უფრო დიდი სტრატეგიული ხედვის ნაწილი, მე ვთვლი რომ უკრაინის გამარჯვება იქნება ამის საფუძველი უკრაინამ რასაც მიაღწია 22 წელს ეს არის ის რასაც ჩვენ მივაღწიეთ 2008 წელს და უკრაინამ ვერ მიაღწია 2014 წელს. ეს არის რუსეთის ზრახვების გამოვლენა. რუსეთი, რომელიც ცდილობს რაღაცნაირად გაამართლოს თავისი აგრესია და ომები. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ რუსეთის აგრესია ახალისებს არა ევროკავშირის და ნატოს გაფართოებას, ეს არის რუსეთის იმპერიალისტური ბუნება, რომელიც ყოველთვის ცდილობს დაიპყროს შეშინებით და ძალით. სამწუხაროდ, ის რეაქცია არ იყო სათანადო 2008 წელს და არ იყო სათანადო მაშინ როცა მწვანე კაცუნები შევიდნენ ყირიმში და ასეთი მიდგომა ახალისებს რუსეთს, რომ მეტი აგრესია გამოხატოს. ნატოს და ევროკავშირს უნდა ჰქონდეს სათანადო რეაქცია და ამიტომ, ჩვენთვის ნატო და ევროკავშირი არ არის მხოლოდ რეკომენდაციები ეს არის გრძელვადიანი უსაფრთხოება და უშიშროება და ჩვენ ვთვლით რომ ეს ვაჭრობა რუსეთთან არის ამორალური და არ უნდა მივცეთ საშალება რუსეთს რომ კომპენსაცია მიიღოს უკრაინაში წამოწყებული აგრესიისთვის. რუსეთი ბევრ ასპექტში უკვე დამარცხებულია როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით. მან დაკარგა თავისი უპირატესობა... ახლა გაჩნდა ამის შეგრძნება და განცდა, რომ რუსეთი არ არის დაუმარცხებელი და მხოლოდ უკრაინას შეუძლია გადაწყვიტოს როდის მიუჯდება სამშვიდობო მოლაპარაკებებს და როგორი ტიპის მოლაპარაკებები წარიმართება, - განაცხადა ზურაბიშვილმა.  

ნუ ცდილობთ, დაჩაგროთ ამ ქვეყნის დემოკრატიული სწრაფვა, ეს არის გზავნილი რუსეთისთვის - ზურაბიშვილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან

ნუ ცდილობთ დაჩაგროთ დემოკრატიული სწრაფვა ამ ქვეყნის - სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან რუსეთისთვის გზავნილი გააჟღერა. რუსეთი ბევრ ასპექტში უკვე დამარცხებულია, დაკარგა თავისი უპირატესობა - სალომე ზურაბიშვილი "ჩვენ გვაქვს ნაკლები, ჩვენ არ გვინდა, რომ ამ ნაკლებმა გადაფაროს ჩვენი მიღწევები გარკვეულ წლებში ჩვენ მოვახდინეთ დიდი პროგრესი, გარკვეული რეფორმები, ჩვენ არ ვართ სრულყოფილები და იდეალურები, სამწუხაროდ, ბოლო 2 წლის განმავლობაში გზავნილი მთავრობისთვის იყო, რომ მოუსმინონ საკუთარ მოსახლეობას და განახორციელონ ის საარჩევნო მოთხოვნები რაც წაყენებულია. აქაც შეიძლება გაკეთდეს მეტი და უნდა გაკეთდეს მეტი იმისთვის, რომ ხელიდან ეს შანსი არ გავუშვათ, რასაც საქართველო მოსახლეობა არ გვაპატიებს. ასევე აღიარება უნდა მოხდეს საქართველოს მოსახლეობის დემოკრატიული ფასეულობების, იმიტომ, რომ რაც ვნახეთ, საქართველოს მოსახლეობისგან ეს იყო, რომ ჩვენ არ დავნებდებით, არ დავთმობთ ევროპულ მომავალს და ამიტომ მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, ეს არის მხოლოდ დროის ამბავი. ეს არის გზავნილი რუსეთისთვის, ნუ ცდილობთ დაჩაგროთ დემოკრატიული სწრაფვა ამ ქვეყნის, რუსეთს დღემდე აქვს ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიები და ატარებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გაკვეთილები, რომელიც გამოვიტანეთ 2008, 2014 და 2022 წელს, ეს არის რომ არასოდეს არ უნდა დავნებდეთ. ის დანაკარგი და წაგება უკრაინაში შეიძლება შეხდეს რუსეთს, არ შეიძლება ბიძგი იყო იმისთვის, რომ უფრო სუსტ პარტნიორთან წამოიწყოს საომარი მოქმედება... სამწუხაროდ ისეთი განვითარებაა, რომელიც ჩვენ ევროპულ მისწრაფებას ანელებს. ეს არის უვიზო მიმოსვლა, ეს არის რუსეთთან ფრენების აღდგენა, რომელიც არ არის მომგებიანი არც საქართველოსთვის და არც ევროკავშირისთვის, საქართველომ და საქართველოს მოსახლეობამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ასეთ მცდელობებს რუსეთის გავლენის აღდგენას საქართველოში", - განაცხადა ზურაბიშვილმა.  

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინაში საქართველოს საკონსულო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია და საჭირო პროცედურები განხორციელდება. ეს არის 43-ე ქართველი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს ემსხვერპლა.

პრეზიდენტის გზავნილები ევროპარლამენტის ტრიბუნიდან

ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, შარლ მიშელის შეთანხმება, პოლარიზაცია პრეზიდენტის შეწყალების უფლება - ეს ის საკითხებია, რომლის შესახებაც სალომე ზურაბიშვილმა ამჯერად ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტის ტრიბუნა ასევე გამოიყენა იმისთვის, რომ მიემართა საქართველოს მთავრობისთვის; შეეხსენებინა ყველასთვის, რომ რუსეთი ცდილობს, გააძლიეროს თავისი გავლენა: ეს არის თავისუფალი სავიზო რეჟიმის, პირდაპირი ფრენების აღდგენა - ამ ფონზე კი, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსი გაამყარებდა საქართველოს სტატუსს რეგიონში.  სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, შარლ მიშელის ხელშეკრულება ბოლომდე რომ განხორციელებულიყო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე მინიჭებული ექნებოდა. ახლა კი, სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი შესრულდა, მაგრამ მეტი შეიძლებოდა.  რუსეთის იმპერიალისტურ ბუნებასა და მისი ზრახვებზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვის ეს ბუნება ახალისებს რუსეთის აგრესიას და არა ევროკავშირის ან NATO-ს გაფართოება.  ასეთ დროს კი, ზურაბიშვილს ამორალურად მიაჩნია რუსეთისთვის მადლობის გადახდა ევროკავშირისგან დახმარების ფონზე.  საქართველოს პრეზიდენტმა ამავე გამოსვლაში სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და გამოხატა პირადი პატივისცემა, აღტაცება და მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი ხალხისადმი.  "დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, აქ, ამ დარბაზში ჩვენი, ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს გვერდიგვერდ ვიხილავთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.  რაც შეეხება პრეზიდენტის შეწყალების უფლებას, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს უფლება აქვს პრეზიდენტს, ყოველგვარი საგარეო თუ საშინაო ზეწოლის გარეშე.  ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებული ტერიტორიებიც ახსენა.  "მათ გვერდით ვდგავარ, ვინც სოხუმში გამოვიდა ბანერით - აფხაზეთი არ იყიდება, არ დავუთმობთ რუსებს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.  "როცა გამოვდივარ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ეს ასევე ეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობებს, იმიტომ, რომ ეს მომავალი მათთვისაც არის - ერთადერთი, რომელიც დაიცავს მათ თავისუფლებას, უსაფრთხოებას და იდენტობას, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

რობერტა მეცოლა: ქართველი ხალხი ევროპას საკუთარ სახლად აღიქვამს და იმედი უნდა მივცეთ

დროა, მეტი ვიმუშაოთ, რათა შევქმნათ შესაბამისი პირობები კანდიდატის სტატუსისთვის, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა Twitter-ზე წერს. “ქართველი ხალხი ევროპას საკუთარ სახლად აღიქვამს და იმედი უნდა მივცეთ. დროა, მეტი ვიმუშაოთ, რათა შევქმნათ შესაბამისი პირობები კანდიდატის სტატუსისთვის და საქართველომ არ გამოტოვოს ეს ისტორიული შესაძლებლობა. მადლობა, პრეზიდენტო ზურაბიშვილო, საქართველოს ევროპულ მოწოდებაში თქვენი რწმენისთვის”, - წერს მეცოლა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლის წინ გამართა შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ,  რობერტა მეცლოლასთან.  

ევროპელმა ლიდერებმა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვეს

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ჩამოვლენ. „პირობას ვერ დავარქმევ, მაგრამ შარლ მიშელმაც და ურსულა ფონ დერ ლაინმაც, ორივემ თქვეს, რომ აპირებენ ჩამოსვლას. ასევე ევროპარლამენტის თავმჯდომარეც აპირებს ჩამოსვლას. ეს სამი ადამიანი თუ ჩამოდის ჩვენთან მომავალი თვეების განმავლობაში, ამ ექვს თვეში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოზე არ უთქვამთ უარი და ხედავენ რამდენად მნიშვნელოვანია. ეს არ უნდა გამოვიყენოთ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ შეგვიძლია მოვიქცეთ ცუდად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  პრეზიდენტი ამბობს, რომ ბრიუსელში გამართული შეხვედრები ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. "ვისაც ჰგონია, ან ეგონა, რომ ბრიუსელში ჩამოსვლისას შეიძლებოდა რამე მეთქვა ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. ჯერ არ მიცნობენ და ჯობს, გამიცნონ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სიტყვით გამოსვლის შემდეგ მედიასთან საუბრისას. "მე ყოველთვის ვარ ოპტიმისტი და საერთოდ, ოპტიმიზმი ამართლებს. მინდა ვთქვა, რომ ჩემი შეხვედრები გუშინ და დღეს მაძლევს იმის იმედს, რომ შეიძლება ვიყოთ ოპტიმისტი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი გამართულად გვაქვს და არაფერი არ გვაქვს გასაკეთებელი. ძალიან კარგად ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი. ყველას თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს ამ გზაზე და ყველამ თუ ყველაფერი გააკეთა, ძალიან დიდი შანსია, რომ ჩვენ გვცნონ და მოგვცენ ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

კიევის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა - უკრაინა

კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. დედაქალაქსა და კიევის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა და საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა. კიევის მერის განცხადებით, დაღუპულებს შორის ორი ბავშვია.  "აფეთქებების სერია ქალაქში. საჰაერო თავდაცვა მუშაობს. დარჩით თავშესაფრებში!" - დაწერა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამზე“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.