ძებნის რეზულტატი:
ბაქო-თბილისი-ყარსი ფართოვდება, რათა მეტი ტვირთი მოიზიდოს შუა დერეფანში - აზერბაიჯანის რკინიგზა
ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის მშენებლობის ტემპის დაჩქარების მიზნით, საჭირო ზომები მიიღება, რათა ტვირთების გადაზიდვის პოტენციალი გაიზარდოს. ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზაში აცხადებენ. ინფორმაციას Trend-ი ავრცელებს. რკინიგზამ (BTK) ახალი კონტრაქტორები მიიზიდა, რომ სარემონტო და სამშენებლო სამუშაო დაჩქარდეს და პროექტი რაც შეიძლება მალე დაასრულონ საქართველოზე გამავალ BTK მონაკვეთზე, რომლის სიგრძე 183 კმ-ს შეადგენს და რომელიც ხასიათდება რთული გეოგრაფიული რელიეფით. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი დროებით დაიხურა მიმდინარე სამუშაოე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპაში კიდევ უფრო მეტი ტვირთის გადაზიდვაში. ამჟამად სარკინიგზო ხაზები სრულად ელექტრიფიცირებულია, სარკინიგზო ხაზის მშენებლობა ძირითადად დასრულებულია, 12 სადგურზე მიმდინარეობს მუშაობა ელექტრომომარაგებაზე, საკომუნიკაციო და განგაშის ტექნიკის დამონტაჟებაზე. კომპანიის ინფორმაციით, ამ საქმიანობების უმოკლეს ვადაში დასრულების მიზნით, მაისის შუა რიცხვებიდან ხაზზე დროებით შეიზღუდა ტვირთების გადაზიდვა. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე). ასევე წაიკითხეთ: თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენ ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთბრუნვის გაზრდაზე რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე
რუსულმა ძალებმა კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს - უკრაინა
რუსული ძალები უკრაინის დედაქალაქ კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაესხნენ თავს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა. „მტერმა ბალისტიკური ტრაექტორიის რაკეტები გამოიყენა - წინასწარი ინფორმაციით „ისკანდერები“. შესაძლოა, რომ S-300 და S-400 რაკეტებიც იყო გამოყენებული“, - განაცხადა იგნატმა. მტერმა შეტევების გეოგრაფია გარკვეულწილად შეცვალა - უკრაინის გენშტაბი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
NATO-ს სამშვიდობო ძალები კოსოვოში რამდენიმე მუნიციპალურ შენობას იცავენ
NATO-ს სამშვიდობო ჯარისკაცებმა ორშაბათს კოსოვოში ოთხი მუნიციპალიტეტის გარშემო უსაფრთხოების კორდონები შექმნეს, რათა ხელი შეეშალათ სერბების პროტესტისთვის ეთნიკური ალბანელი მერების წინააღმდეგ. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მუნიციპალიტეტის შენობა ზვეჩანში, ერთ-ერთია იმ ოთხი მუნიციპალიტეტიდან, რომელიც გასულ თვეში ვადამდელ არჩევნებს ატარებდა და რომელსაც ფართო მასშტაბის ბოიკოტი გამოუცხადეს ეთნიკურმა სერბებმა. მერის პოსტებსა და საბჭოებში აირჩიეს მხოლოდ ეთნიკური ალბანელები ან სხვა უმცირესობათა წარმომადგენლები. „დღეს დილით, NATO-ს, ხელმძღვანელობით, KFOR-ის მისიამ გაზარდა თავისი ყოფნა ჩრდილოეთ კოსოვოს ოთხ მუნიციპალიტეტში, რეგიონში განვითარებული ბოლო მოვლენების შემდეგ“, - ნათქვამია KFOR-ის განცხადებაში. „თავისი მანდატის შესაბამისად, KFOR მზადაა, გაატაროს ყველა საჭირო ქმედება, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო ნეიტრალური და მიუკერძოებელი გზით“, ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ასევე მითითებულია რომ KFOR-ის მეთაური მჭიდრო კავშირშია კოსოვოსა და სერბეთის უსაფრთხოების ორგანოებთან. ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 26 მაისს განაცხადა, რომ კოსოვოს მთავრობამ მუნიციპალურ შენობებში ძალით შეჭრის შესახებ ზომები, აშშ-ის რჩევის საწინააღმდეგოდ მიიღო. კოსოვო საერთაშორისო თანამეგობრობის დიდმა ნაწილმა აღიარა. ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოს ის არ უღიარებია. სერბეთის ყოფილი ოლქის დამოუკიდებლობას არ ცნობს გაეროს უშიშროების საბჭოს ორი წევრი, ჩინეთი და რუსეთი. კოსოვოს მოსახლეობის 90%-ს ეთნიკური ალბანელები შეადგენენ, სერბები კი მხოლოდ ჩრდილოეთ რეგიონში წარმოადგენენ უმრავლესობას. სერბეთისგან კოსოვოს 2008 წელს ცალმხრივ გამოყოფას კოსოვოს ჩრდილოეთ რეგიონში მცხოვრები სერბები არ აღიარებენ და თავიანთ დედაქალაქად კვლავ ბელგრადს მიიჩნევენ.
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ სულაც არ ვაწარმოებთ დათმობის პოლიტიკას რუსეთთან, ეს სტრატეგიული, მოთმენის პოლიტიკაა
ჩვენ სულაც არ ვაწარმოებთ დათმობის პოლიტიკას რუსეთთან, ეს დათმობის კი არა, სტრატეგიული, მოთმენის პოლიტიკაა - რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი არც განიხილება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომლის დროსაც, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დათმობის პოლიტიკას „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებდა. „სინამდვილეში ჩვენ სულაც არ ვაწარმოებთ დათმობის პოლიტიკას რუსეთთან. დათმობის პოლიტიკას აწარმოებდნენ "ნაციონალები", როდესაც 2008 წლის ომიდან რამდენიმე თვეში რუსებს ეხვეწებოდნენ, კულტურული გაცვლითი ღონისძიებები ჩაეტარებინათ. დათმობა იყო სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა, დათმობა იყო რუსეთისთვის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე თანხმობის მიცემა. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", ჩვენთვის უპირველესია ქვეყნის ეროვნული ინტერესი. დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესია ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება და ეკონომიკური გაძლიერება. ბოლო წლების სხვადასხვა ტურბულენტობამ, კონფლიქტებმა, ომებმა ძალიან დაგვაზიანა, ათწლეულებით დაგვხია უკან. ჩვენი პოლიტიკის შედეგად დღეს საქართველოში ისტორიულად ყველაზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელია. გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ლარი გამყარებულია, რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა... რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით ათწლიანი მშვიდობის შენარჩუნება. ეს დათმობის კი არა, სტრატეგიული, მოთმენის პოლიტიკაა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ გვერდი ავუაროთ პროვოკაციებსა და სხვადასხვა საფრთხეს, მათ შორის რუსეთიდან მომდინარესაც. ჩვენ არც არავის არაფერს ვუთმობთ, არც არავის არაფერზე ვევაჭრებით, მხოლოდ ხალხის ინტერესებით ვმოქმედებთ. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყნის გაერთიანება და ევროინტეგრაცია. სწორედ ამ მიზნების მისაღწევად არის აუცილებელი სიმშვიდე და ეკონომიკური წინსვლა. თუ ეკონომიკურად არ ვიქნებით ძლიერი და შიდა დაპირისპირება გვექნება, ვერც ქვეყანას გავაერთიანებთ და არც ევროსტრუქტურების კარს გაგვიღებენ. ღარიბი და დასუსტებული ქვეყანა არც აფხაზების და ოსებისთვის არის საინტერესო და არც დასავლელი პარტნიორებისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. მან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაც შეაფასა სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, „პუტინის გადაწყვეტილების უკან დგას პოლიტიკური მოტივაცია, მაგრამ რთულია განსაზღვრო, რა არის ამ მოტივაციის მიზანი“. „ამიტომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ საკუთარი ქვეყნის მოტივაციითა და მიზნებით. ვფიქრობთ, საქართველოს მოქალაქეს რაც მეტ ქვეყანაში ექნება უვიზოდ მიმოსვლის საშუალება, მით უფრო კარგია. თუ უსაფრთხოებაზე ვისაუბრებთ, რუსეთის მიერ ცალმხრივად სავიზო რეჟიმის გაუქმება ამ მიმართულებით არაფერს ცვლის. ვისაც არ უნდა, არ წავა რუსეთში. როდესაც პუტინმა თქვა, რომ ქართველებმა თავად დავაყენეთ ვიზების გაუქმებისა და ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი, იგულისხმა, რომ 2019 წელს, როდესაც რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა, არათუ საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ამერიკელებმა და ევროპელებმა მიმართეს, რომ საქართველოსთვის დაწესებული სანქცია მოეხსნათ. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ეს ის საკითხია, რომელიც ჩვენი განსჯის ინტერესი არ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა. პაპუაშვილმა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა არ უგულებელყოფს რუსების შემოსვლით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებს. „საოკუპაციო რეჟიმის მოქალაქეების შემოსვლა არ იყო საფრთხე და ომს გამოქცეული რუსია საფრთხე?! ჩვენ არ უგულებელვყოფთ, რუსების შემოსვლით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებს. სწორედ ამისთვის არსებობს უშიშროებისა და სხვა შესაბამისი სამსახურები. საფრთხეების გამოვლენისთვის სიტუაციას სახელმწიფო ყურადღებით აკვირდება. ის, რომ არც ერთი საფრთხის რეალიზება არ მოხდა, სწორედ ჩვენი კარგი მუშაობის შედეგია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. რაც შეეხება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხს, პაპუაშვილის განცხადებით, ეს არც განიხილება. „რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს ნამდვილად არის ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა ოღონდ სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში. ჩვენ საქმითაც ვაჩვენებთ, რომ სამშვიდობო პოლიტიკა გვაქვს. ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, აფხაზ და ოს თანამოძმეებში ნდობის აღდგენა და მეორე მხრივ, ქვეყანაში ისეთი პირობების შექმნა, რომ ერთი სახელმწიფოს ქოლგის ქვეშ ცხოვრება მათთვის მიმზიდველი იყოს. ამას არც ავიამიმოსვლის აღდგენასთან აქვს კავშირი და არც უვიზო რეჟიმთან. ცუდი ის არის, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ჩვენი ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ნაწილმა დაიწყეს საუბარი, რომ სიტუაციით უნდა გვესარგებლა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სამხედრო გზით მოგვეგვარებინა. ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ პრობლემის სამხედრო გზით მოგვარება დაუშვებლად მიგვაჩნია. ჩვენ არ ვსაუბრობთ ცარიელ ტერიტორიებზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ნდობის დაბრუნება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი ვერ გაიცნო
„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტი ვერ გაიცნო, მისი ხასიათი ვერ გაიგო, რომ მასზე ზემოქმედება არ მოქმედებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განუცხადა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის და პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვა სურთ - ერთია, ხოლო ქმედებით მეორეს ვუყურებთ“. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, რომ „ამის ნათელი მაგალითი 26 მაისი იყო, რომელიც ყველასთვის გამაერთიანებელი უნდა იყოს, თუმცა პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო“. „პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაში რას გულისხმობენ, ვერ ვხდები, რადგან საქმით სხვას აკეთებენ“. მსხილაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" საკუთარი განცხადებით 26 მაისის ფაქტის გადაფარვას ცდილობს. „ქართული ოცნება" პრეზიდენტის კრიტიკას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს. თუ პრეზიდენტის კრიტიკა უსამართლოა, მაშინ მათ გარკვეული არგუმენტები უნდა გააჩნდეთ. თუ პრეზიდენტის კრიტიკა სამართლიანია, ჩვეულებრივად უნდა მიიღონ და ისე არ უნდა მოიქცნენ, ისე არ უნდა უპასუხონ, როგორც 26 მაისს. ჩემთვის პირადად, ეს ყველაფერი ნათელი მაგალითი იყო, როგორ შეიძლება, ადამიანმა ორ წუთში დაკარგოს ის პატივისცემა და ავტორიტეტი, რაც წლების განმავლობაში გააჩნდა. რა თქმა უნდა, ირაკლი ქადაგიშვილს ვგულისხმობ. უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც, როცა მის პრესტიჟს თავად პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს - "ქართული ოცნება" "ქართული ოცნების" განცხადებაში ბოლო წინადადება იყო, რომ შუამავლობა შეუძლიათ გაუწიონ პრეზიდენტს საზოგადოების ნაწილთან. პრეზიდენტი საზოგადოებას ნაწილებად არ ყოფს, ის ყველას პრეზიდენტია - დიდი მადლობა, როგორმე, ჩვენ თვითონ გავაგრძელებთ საზოგადოებასთან ურთიერთობას. ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ხმა "ქართულ ოცნებას" მისცა და ახლა მათზე გაბრაზებული არიან. რა გავაკეთოთ?! - „ქართული ოცნება“ ამ განცხადებით ცდილობს, რომ 26 მაისის ფაქტი რამენაირად გადაფაროს. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი ვერ გაიცნო და მისი ხასიათი ვერ გაიგო. მასზე პრევენცია და ზემოქმედება არ მოქმედებს. არ ვიცი, სიჯიუტეს პრინციპულობას ეძახით? - პრეზიდენტი პრინციპული ნამდვილად არის", - განაცხადა მსხილაძემ მედიასთან. შეგახსენებთ, პრეზიდენტი 31 მაისს ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვდა.
საქართველოში სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა - დავითაშვილი
ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ასევე დასაქმებაზე აისახა, დასაქმება კი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა ეკონომიკური ზრდით უნდა გაუმჯობესებულიყო. დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა მონაცემები სიღარიბის შესახებ, რომელთა თანახმადაც მისი დონე ისტორიულ მინიმუმამდეა დასული, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. ლევან დავითაშვილმა საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ, გასული წლის სიღარიბის და შემოსავლების უთანასწორობის მაჩვენებლებზე ისაუბრა, რომელთა თანახმადაც, 2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ასევე მთავრობის მიზნობრივი სოციალური პოლიტიკა აისახა როგორც დასაქმების ზრდაზე, ასევე სიღარიბის შემცირებაზე. მისი თქმით, შედეგად, 2022 წელსაც სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა და მან ისტორიულ მინიმუმს - 15.6%-ს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. როგორც ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში სიღარიბე აღმოფხვრილია - ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო 2022 წლის განმავლობაში. ეს კი, ლევან დავითაშვილის განმარტებით, მათ შორის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი პირდაპირი შედეგია. „უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წელთან შედარებით სიღარიბეს თავი დააღწია ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა - მაშინ საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 1.1 მლნ ადამიანი ცხოვრობდა. 2022 წელს სიღარიბეს თავი დააღწია დაახლოებით 63.3 ათასმა ადამიანმა. ჩვენ, ეს ტემპი, ეს ტენდენცია უნდა გავაგრძელოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოქალაქეების მდგომარეობა უკეთესი იყოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ ვსაუბრობდეთ სიღარიბეზე, ქვეყანაში სიღარიბე დავამარცხოთ, ეს ხელისუფლების და ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. მინისტრის განცხადებით, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, სიღარიბის შემცირებასთან ერთად ასევე შემცირდა შემოსავლების უთანასწორობაც და ამ მიმართულებითაც ე.წ. ჯინის კოეფიციენტმა როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯების მიხედვით ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. როგორც ლევან დავითაშვილი აცხადებს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მისი თქმით, ბევრი ძალიან წარმატებული, მაღალშემოსავლიანი ქვეყანაც ვერ უმკლავდება ხოლმე უთანასწორობის საკითხებს, ეს არის გამოწვევა ბევრი საზოგადოებისთვის. „ამ მიმართულებითაც ე.წ. ჯინის კოეფიციენტი, რომელიც შემოსავლების განაწილებას ითვალისწინებს, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0.36 გახდა. როგორც იცით, აბსოლუტური მინიმუმია, როდესაც კოეფიციენტი ნულისკენ მიისწრაფვის და რაც უფრო ნაკლებია ჯინის კოეფიციენტი, საზოგადოებაში შემოსავალი მით უფრო თანაბრადაა გადანაწილებული, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია სწორი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი.
პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების, გამოყენების და დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, 237 პირის სახელზე, ორსულობის შვებულების ასანაზღაურებლად საჭირო ყალბი საგადასახადო დოკუმენტაცია დაამზადეს, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარადგინეს. აღნიშნულის შედეგად, ბრალდებულები სახელმწიფო ბიუჯეტის თანხას ჯამში, 237 000 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირი ბრალდებულის სახით უკვე მიცემულია პასუხისგებაში. მათივე ინფორმაციით, დაკავებულს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება და გამოყენება ჯგუფურად) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით.
თოყაევი: ბელორუსის პრეზიდენტმა შესთავაზა ყაზახეთს, გაწევრიანდეს რუსეთ-ბელორუსის კავშირში, ვაფასებ მის ხუმრობას
ყაზახეთის პრეზიდენტი გამოეხმურა ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ინიციატივას, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, შეუერთდეს რუსეთ-ბელორუსის კავშირს და თავის ქვეყანაში რუსეთის ბირთვული იარაღი განათავსოს. ყასიმ ჟომართ თოყაევის განცხადებით, მისი ქვეყანა არ საჭიროებს რუსეთისა და ბელორუსის კავშირში გაწევრიანებას და მას ასევე არ სჭირდება ბირთვული იარაღი. „ახლახან, ბელორუსის პრეზიდენტმა შესთავაზა ყაზახეთს, გაწევრიანდეს კავშირში. ვაფასებ მის ხუმრობას. ვფიქრობ, ამის აუცილებლობა არ არის, რამდენადაც არსებობს სხვა ინტეგრაციული გაერთიანებები, პირველ რიგში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი. რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ის ჩვენ არ გვჭირდება, რამდენადაც ჩვენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებისა და ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის შეთანხმებების წევრი ვართ“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. მისივე განმარტებით, ქვეყანა ამ საერთაშორისო დოკუმენტების ერთგული რჩება.
ოკუპანტების მიერ, ხარკოვის ოლქის დაბომბვის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა - უკრაინა
ოკუპანტების მიერ ხარკოვის ოლქის დაბომბვის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. "ოკუპანტების მიერ ხარკოვის ოლქის დაბომბვის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის სამი ასაკოვანი ქალი, ერთი ორსული და 10 და 14 წლის ბავშვები არიან", - აცხადებს ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მტერმა შეტევების გეოგრაფია გარკვეულწილად შეცვალა - უკრაინის გენშტაბი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
მოლდოვა რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, ცენტრ - „პატრიოტს“ ქმნის
29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ქვეყანაში რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის საშიშროების შესახებ გაფრთხილებით გამოვიდა. ამ საფრთხის დასაძლევად, სანდუ ახალი სამთავრობო ორგანოს შექმნის ინიციატივითაც გამოვიდა. მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შესაბამის წინადადებას პარლამენტს წარუდგენს. 30 მაისს პროექტის ტექსტი საჯარო კონსულტაციებისთვის გამოქვეყნდება, ივნისის ბოლოს კი, პარლამენტს განსახილველად წარედგინება. ცენტრს ორი ძირითადი ფუნქცია ექნება - გამოავლინოს გავრცელებული დეზინფორმაცია, დაუპირისპირდეს ამ კამპანიებს და მიაწოდოს საზოგადოებას სანდო ინფორმაცია. ასევე - სხვა სამთავრობო უწყებებთან იმუშაოს დეზინფორმაციის მიმართ ქვეყნის გამძლეობის გასაძლიერებლად. „პატრიოტთა ცენტრი“ კოორდინაციას გაუწევს და განახორციელებს სახელმწიფოს სტრატეგიას დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ“, - აღნიშნა სანდუმ. „რუსეთი ჩვენს ქვეყანას სამხედრო საშუალებებით ვერ დაესხმება თავს, ამიტომ ტყუილების, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გზით აგრძელებს ჩვენზე თავდასხმას“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა. სანდუს თქმით, რუსეთი ჰიბრიდული თავდასხმებით მოლდოვის მოქალაქეებსა და მათ მთავრობას შორის უნდობლობის დათესვას ცდილობს.
რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი ლევან დავითაშვილს შეხვდება
რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდება. დემარშის განმარტება: რომელიმე სახელმწიფოზე, ან ხელისუფლების ორგანოზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით დიპლომატიური პროტესტი. შეხვედრა დღეს, 29 მაისს, 17:00 საათზე იუსტიციის სახლში გაიმართება. დემარში ხორციელდება ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს დემარშს გადასცემენ. პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით დემარში 27 თებერვალს გადასცა. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ირაკლი ღარიბაშვილი. „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. 19 მაისს, რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა 20 მაისიდან, თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა ქართულმა კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმაც" დაიწყო. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს
სალომე ზურაბიშვილი ერდოღანს: მოუთმენლად ველი შემდგომ თანამშრომლობას საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს. „ვულოცავ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას! საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან. მათ ძლიერი ურთიერთობები აკავშირებთ, რომელიც აგრძელებს განვითარებას და მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას საქართველოსა და თურქეთს შორის ამ პარტნიორობის გასაძლიერებლად“, - დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ზე. ოფიციალური ცნობებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად. ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მოაგროვა.
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარებას კომენდანტის საათის პირობებშიც შესაძლებელს ხდის
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მოსკოვის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე მიმდინარე წელს არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. პუტინს კომენდანტის საათი ჰქონდა გამოცხადებული უკრაინის ოთხი რეგიონის ტერიტორიათა ნაწილზე, უწინდელი კანონით, კი ამგვარ ვითარებაში არჩევნების ჩატარება იკრძალებოდა. ახალი კანონი არჩევნების გამართვას შესაძლებელს ხდის კომენდანტის საათის პირობებშიც, თავდაცვისა და უშიშროების ორგანოთა თანხმობის საფუძველზე.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5823 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.5823 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5823 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5876 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0053 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7664 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7752 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0088 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ევროკავშირმა რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო, საქართველოს დემარში გამოუცხადა
რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა. დემარშის განმარტება: რომელიმე სახელმწიფოზე, ან ხელისუფლების ორგანოზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით დიპლომატიური პროტესტი. შეხვედრა დღეს, 29 მაისს, 17:00 საათზე იუსტიციის სახლში დაიწყო. დემარში განხორციელდა ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს დემარშს გადასცემენ. პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით დემარში 27 თებერვალს გადასცა. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ირაკლი ღარიბაშვილი. „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. 19 მაისს, რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა 20 მაისიდან, თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა ქართულმა კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმაც" დაიწყო. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი ლევან დავითაშვილს შეხვდება
„გარდაბანი 3“-ის მშენებლობის დასაწყებად აუქციონი გამოცხადდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 დადგმული მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე აუქციონი გამოცხადდება, შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული, - ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, თბოსადგურის ასაშენებლად აუქციონის შედეგად შეირჩევა ინვესტორი, რომელსაც მშენებლობასა და სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება დაევალება. „მთავრობამ მოიწონა ინფორმაცია თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო კერძო ინვესტიციების/ინვესტორების მოძიების მიზნით შპს გარდაბნის თბოსადგური 3-ში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილ წილთა 100%-ის გასხვისების თაობაზე იმ პირობით, რომ იგი კერძო ინვესტორის მიერ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხრიდან ჩამოყალიბებული და ენერგოსისტემის საჭიროებებიდან გამომდინარე მოთხოვნების (მოქნილი ოპერირების უნარი და სხვა) დაცვით აშენდება. წილის გასხვისების ერთ-ერთ აუცილებელ პირობად კი ობიექტის ექსპლუატაციაში 4 წლის ვადაში მიღება განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში 272 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მე-3 თბოელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვნად ზრდის ტენდენციისა და გენერაციის წყაროების დეფიციტიდან გამომდინარე, დღის წესრიგში უფრო მაღალი სიმძლავრის (350-430 მგვტ) თბოელექტროსადგურის უახლოეს მომავალში მშენებლობისა და ექსპლუატაციაში გაშვების საკითხი დადგა. მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სიახლის შესახებ მედიასთან დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის მთავრობამ შესაბამისი ტექნიკური პირობები განსაზღვრა. „ინვესტორის შერჩევის მთავარი პირობა ასევე იქნება თბოსადგურის მშენებლობის ყველაზე დაბალი კაპიტალური ხარჯი 1 მგვტ-სთვის. იცით, რომ გარანტირებული სიმძლავრის ტარიფი ისაზღვრება კაპიტალური დანახარჯების შესაბამისად და იმისთვის, რომ ელექტროენერგია რაც შეიძლება, დაბალ ფასად მივიღოთ, გვინდა, ახალი თბოსადგურის მშენებლობა მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს. ეს ის პარამეტრებია, რომელიც ქსელის სტაბილურობისთვის არის განსაზღვრული. „როდესაც განახლებადი ენერგიის პროექტებზე ვსაუბრობთ, ხშირად მათი ინტეგრირება ქსელში შეუძლებელია, იქიდან გამომდინარე, რომ სტაბილური გენერაციის წყაროებიდან შესაბამისი სიმძლავრეები არ გვაქვს. ახალი თბოსადგური კი დაგვეხმარება ქსელში მეტი განახლებადი ენერგიის პროექტის ინტეგრირება მოვახდინოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და იმედი გვაქვს, რამდენიმეთვიანი შერჩევის შემდეგ, მუშაობას დავიწყებთ. არაუმეტს ოთხ წელიწადში კი სადგურის მშენებლობა უნდა დასრულდეს“, – განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა. დაინტერესებულ კომპანიათა წინადადებების მისაღებად, აუქციონი ნავთობისა და გაზის კორპორაციის ვებგვერდზე უახლოეს მომავალში გამოცხადდება. პროცესს, სპეციალურად შექმნილი კომისიის მეშვეობით, კორპორაცია უხელმძღვანელებს“, – აღნიშნულია ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციაში.
საქართველოსა და ლიეტუვის იურიდიული დახმარების სამსახურებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, დავით სიმონია და ანალიტიკური სამმართველოს უფროსი, გიორგი ბაღდავაძე ლიეტუვის იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს, ზივილი პოჟელინეს და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსს, სანდრა სმულაიტეს შეხვდნენ. იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს ლიეტუვასა და საქართველოში იურიდიული დახმარების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული რეფორმები. „ლიეტუველი კოლეგების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სამართლის დიგიტალიზაციის, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესმა, რომელიც მათ სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ გააცნო. ასევე, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის გაცნობა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურში. საუბარი შეეხო მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მხრივ განხორციელებულ პროექტებსაც. ქართული მხარისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატების შრომის ანაზღაურების წესი, რომელიც ლიეტუევლმა კოლეგებმა წარმოადგინეს. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც სხვა საკითხებს შორის ითვალისწინებს მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და სამსახურის რეფორმების დარგში ინფორმაციის მიმოცვლას და შემდგომ თანამშრომლობას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოდბეში, შვილების თვალწინ ქალის მკვლელობაში მსჯავრდებულს, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ბოდბეში, შვილების თვალწინ ქალის მკვლელობაში მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" ავრცელებს, რომელიც გარდაცვლილის უფლებამონაცვლისა და არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს იცავდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, მკვლელობა 2022 წლის 4 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მოხდა. კაცმა 27 წლის ქალი შვილების თვალწინ სანადირო თოფით სასიკვდილოდ დაჭრა. ბავშვების დედა, 2022 წლის 23 ნოემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. "ბოდბეში, შვილების თვალწინ ქალის მკვლელობაში მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარდაცვლილის უფლებამონაცვლისა და არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს „უფლებები საქართველო“ იცავდა. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, დღეს გამოტანილი განაჩენით, უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა კაცს, რომელმაც 2022 წლის 4 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ სანადირო თოფით 27 წლის ქალი სასიკვდილოდ დაჭრა. ბავშვების დედა, 2022 წლის 23 ნოემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქმეში „უფლებები საქართველოს“ ჩართვის შედეგად, არასრულწლოვანებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ. საყურადღებოა, რომ ბავშვებთან ორგანიზაციის იურისტების მუშაობამ გამოავლინა არა მხოლოდ მათი მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რაც გამოწვეული იყო მამის მიერ მათი თანდასწრებით დედის მკვლელობის ფაქტით, ასევე, მამის მხრიდან შვილების მიმართ ფიზიკური ძალადობის არაერთი ეპიზოდი. გამოძიების მიმდინარეობისას, ორგანიზაციის იურისტებმა მაქსიმალურად უზრუნველყვეს ბავშვების მონაწილეობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვითა და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან არიდებით ჩატარება. „უფლებები საქართველო“ აღნიშნულ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს," - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია. შეგახსენებთ, რომ ბოდბეში მომხდარ დანაშაულზე განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2022 წლის 5 სექტემბერს გაავრცელა. მოგვიანებით, ქალი, ორთვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. მას ჭრილობები თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
ამ გადაწყვეტილებას სჭირდება თანხმობა საქართველოს მთავრობისგანაც - ჰერჩინსკი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე
ამ გადაწყვეტილებას სჭირდება თანხმობა საქართველოს მთავრობისგანაც, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებისთვის დემარშის გადაცემის შემდეგ განაცხადა. რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი ლევან დავითაშვილს შეხვდება დემარშის განმარტება: რომელიმე სახელმწიფოზე, ან ხელისუფლების ორგანოზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით დიპლომატიური პროტესტი. "მართალია, რომ ეს ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, აღედგინა ფრენები საქართველოსთან, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ასევე სჭირდება თანხმობა საქართველოს მთავრობისგან. სწორედ ამიტომ, მე მითხრეს, რომ საქართველოს მთავრობას გადავცე წერილი, რომელიც ევროკავშირის 27 ქვეყანასთან არის შეთანხმებული, რომ ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რადგან ისინი დათანხმდნენ რომ აღედგინათ პირდაპირი ფრენები რუსეთთან", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ირაკლი ღარიბაშვილი. „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. 19 მაისს, რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა 20 მაისიდან, თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა ქართულმა კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმაც" დაიწყო. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს
საქართველოს ვიცე-პრემიერს გადავეცი ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნისგან, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო - ჰერჩინსკი
საქართველოს ვიცე-პრემიერს გადავეცი ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნისგან, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს პირდაპირი ფრენები რუსეთიდან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი ლევან დავითაშვილს შეხვდება დემარშის განმარტება: რომელიმე სახელმწიფოზე, ან ხელისუფლების ორგანოზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით დიპლომატიური პროტესტი. „შეხვედრაზე თან მახლდა თბილისში მყოფი ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩი. ჩვენ გადავეცით, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, მიიღონ პირდაპირი ფრენები რუსეთიდან. ჩვენ გადავეცით, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 27-ვე წევრი ქვეყნის ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენები რუსეთში და რუსეთიდან, არ დაუშვან რუსული თვითმფრინავების მიერ ევროკავშირის საჰაერო სივრცის გადაკვეთა. ჩვენ ასევე გამოვთქვით შეშფოთება, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას, იზოლაციაში მოვაქციოთ რუსეთი და ზეწოლა განვახორციელოთ მასზე, რათა შევცვალოთ რუსეთის ქცევა, როდესაც საქმე ეხება სასტიკ, აგრესიულ ომს, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე განაგრძობს უკრაინაში. მართალია, რომ ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება აღედგინა ფრენები საქართველოსთან, თუმცა ეს ასევე საჭიროებდა შეთანხმებას საქართველოს მთავრობის მხრიდან. სწორედ ამიტომ, მე დამავალეს გადამეცა გზავნილი, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისგან, რომ ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ირაკლი ღარიბაშვილი. „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. 19 მაისს, რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა 20 მაისიდან, თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა ქართულმა კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმაც" დაიწყო. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს