ძებნის რეზულტატი: პრეზიდენტი
პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
“სარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში განხორცილებული ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას პრეზიდენტის ნაცვლად. პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დასძლია. თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა, რომელსაც მხოლოდ 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 33 - წევრმა მისცა. ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ 78-ხმით დაამტკიცა (14 წინააღმდეგი). ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. ამავდროულად, გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას. ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრები 5 წლის ვადით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევიან. სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო 26 ივნისს დაადო.
რუსეთი იმაზე სუსტია, ვიდრე ჩანს - ჩეხეთის პრეზიდენტი
რუსეთი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც მას სურს, რომ ყველამ იფიქროს. შესაბამისი განცხადება ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, პრაღაში გააკეთა. „რუსეთი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც ცდილობდა, რომ ჩვენთვის ეს დაეჯერებინა,“ - აღნიშნა პაველმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მარტო არ არის. ჩეხეთის პრეზიდენტმა ჩეხეთის მიერ გაწეული დახმარების შესახებ ისაუბრა და კიევს დაჰპირდა, რომ გააგრძელებენ მხარდაჭერას. დახმარებას. 6 ივლისის საღამოს ზელენსკიმ ჩეხეთში ვიზიტი დაიწყო. მანამდე ის ბულგარეთში იმყოფებოდა. 7 ივლისს კი, სტამბოლში შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს.
გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტის საქართველოს ეწვევა
გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტი, ბერბელ ბასი 10-12 ივლისს მისი ქართველი კოლეგის, ბატონ შალვა პაპუაშვილის მოწვევით თბილისს ესტუმრება. შესაბამის ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს. მისივე თანახმად, ბასი საქართველოში მნიშვნელოვან მომენტში ჩამოდის. „საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ამიტომ საუბარი იქნება შემდგომ ნაბიჯებზე ამ მიზნის მისაღწევად. გარდა ამისა ქალბატონი ბასი განიხილავს ასევე უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში არსებულ მდგომარეობას. პარლამენტის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონ შალვა პაპუაშვილს, ასევე საქართველოს პრეზიდენტ, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს“, - წერია ინფორმაციაში. ვიზიტის პროგრამაში არის ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებული „ადმინისტრაციული ხაზის“ (საოკუპაციო ხაზი, რედ.) მონახულება. „გერმანიის რანგით მეორე სახელმწიფო წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში ემსახურება მომავალში ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში. აღსანიშნავია, რომ გერმანელი მაღალჩინოსნის ვიზიტი NATO-ს სამიტის მიმდინარეობას დაემთხვევა, რომელიც ვილნიუში 11-12 ივლისს არის დაგეგმილი.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს სამი ივლისის კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას სთხოვს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაცია 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას მოითხოვს. ცნობისათვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია. თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა და მას მხოლოდ 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი პარლამენტის 33 წევრი წავიდა, რის შემდეგაც კენჭისყრაზე დადგა პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ 78-ხმით დაამტკიცა (14 წინააღმდეგი). „სარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის, ნაცვლად პრეზიდენტისა. მისივე მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. ამავდროულად, გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას. ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრები 5 წლის ვადით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევიან.
უკრაინა ZUZANA 2-ის ტიპის კიდევ 16 ჰაუბიცას მალე მიიღებს - სლოვაკეთის პრეზიდენტი
სლოვაკეთი მალე უკრაინას კიდევ ZUZANA 2-ის ტიპის თვითმავალ საარტილერიო დანაყოფს გადასცემს. ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ თავის უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ბრატისლავაში განაცხადა. სლოვაკეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა და საბრძოლო თვითმფრინავები უკვე მიაწოდა და თანამშრომლობა თანდათან სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე გადადის. სლოვაკეთი და უკრაინა ერთობლივად აპირებენ ახალი ტიპის ჰაუბიცის განვითარებას და Zuzana-ს საბრძოლო მასალისა და Bozena-ს გამანადგურებელი სისტემის ერთობლივად წარმოებას. ჩაპუტოვამ აღნიშნა, რომ უკრაინას სურს, გაზარდოს განაღმვის აღჭურვილობის რაოდენობა.
პრეზიდენტი: საქართველოსთვის ეკონომიკური მდგრადობა რუსების შემოდინებასთანაა დაკავშირებული, ეს საკმაოდ სახიფათოა
ევროპის სიმტკიცე ჩვენთვის ფუნდამენტურია, რათა ევროპული პერსპექტივა კანდიდატის სტატუსად გადაიქცეს, რეალობაში, როცა რუსეთი ცდილობს ომი, რომელსაც უკრაინაში აგებს, ჰიბრიდული ფორმით აქ განახორციელოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Rencontres Économiques d'Aix-en-Provence-ის ეკონომიკური ფორუმზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა ვრცლად ისაუბრა ევროპის ერთიანობაზე, მისი თქმით, ევროპამ უკვე აჩვენა, რომ ძალა შეინარჩუნა და შეინარჩუნებს. ეკონომიკური გამოწვევების კონტექსტში სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა საქართველოს მაგალითზეც და განაცხადა, რომ რუსების „შემოდინებასთან“ დაკავშირებული ეკონომიკური მდგრადობა სახიფათოა. „მრავალი პროგნოზი გაკეთდა, რომ ზამთარი ძალიან მძიმე იქნებოდა, დღეს ამბობენ, რომ მომდევნო ზამთარი იქნება ძალიან მძიმე, მაგრამ რეალურად, ევროპამ უკვე აჩვენა, რომ ძალა შეინარჩუნა და შეინარჩუნებს. ასევე ვხედავთ, ძლიერი ევროპის პერსპექტივის ხელახლა გახსნას, რომელიც დიდი ხანია არ გვინახავს და რასაც ველოდებით, ეს თავდაცვითი ევროპაა. ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობის წარმოჩენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენთვის, ვინც ჯერ კიდევ ამ ევროპული ერთობის გარეთაა, რადგან უსაფრთხოების მოლოდინი ისაა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს მიდგომას. საქართველოსთვის, რომელიც ამ ერთობის გარეთაა, (თავის მხრივ, გაუძლო ეკონომიკურ ზეწოლას, ჩვენ შედარებით განსხვავებული ეკონომიკური ზეწოლა გვაქვს) ეკონომიკური მდგრადობა რუსების შემოდინებასთანაა დაკავშირებული, რომლებმაც შემოიტანეს ვალუტა და ასე რომ ვთქვათ, შექმნეს ახალი ბაზარი. ეს საკმაოდ სახიფათოა, რადგან ეს დამოკიდებულების ერთ-ერთი ახალი ფორმაა და განსხვავებული, რომელიც საყურადღებოა. ეს არ არის ერთადერთი რისკი, რომელიც ჩვენს წინაშეა. თქვენ იცით, რომ საქართველოს გამოვლილი აქვს ორი ომი რუსეთთან, ბოლო 2008 წელს, მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ნათელია რუსეთის პირდაპირი ზეწოლა. ევროპის სიმტკიცე ჩვენთვის ფუნდამენტურია, რათა გასულ წელს მინიჭებული ევროპული პერსპექტივა კანდიდატის სტატუსად გადაიქცეს, იმ რეალობაში, როცა დღეს რუსეთი ცდილობს, რომ ომი, რომელსაც ის უკრაინაში აგებს, ჰიბრიდული ფორმით აქ განახორციელოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ ,,პრაიდის ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება
საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ ,,პრაიდის ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი. "პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება მიუღებელია! დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება. საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ ,,პრაიდის ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით.,,პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში," - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს
საქართველოს პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს. სალომე ზურაბიშვილი მედიას 17:00 საათზე შეხვდება. ბრიფინგის თემა ჯერ უცნობია, თუმცა დღეს, 8 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებდა „შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ ,,პრაიდის ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. "პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება მიუღებელია! დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება. რა ვითარებაა ლისის ტბის ტერიტორიაზე, სადაც „პრაიდ ფესტივალის“ დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ ,,პრაიდის ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით. ,,პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში," - ნათქვამი იყო სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
პრეზიდენტი: დღეს დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს კონსტიტუციის ორი მუხლი დაირღვა - აზრის გამოხატვის უფლება, შეკრების უფლება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, წინსწარ შეთანხმებული ღონისძება ჩაეტარებინათ, რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის უფლება ჰქონდათ გაცემული. „დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა ერთი მხრივ, აზრის გამოხატვის უფლება, ჩვენი კონსტიტუციის მე-17-ე მუხლი და შეკრების თავისუფლება, ეს არის 21-ე მუხლი. დღეს ორივე დაირღვა, რამეთუ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული სამართალდამცველებთან ადგილიც და პირობებიც და ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება, რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული. ამდენად ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შეკრების უფლების დაცვა, სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა, ადგილის დაცლას“, ვითომდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება. ამ ფორმით და ამ მოტივით შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორმა, ან შინაარსი არ მოეწონება რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ალბათ, ჩაიშლება, თუკი სამართალდამცველი უწყებები ამ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს იმოქმედეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის თქმით, „საგანგაშოა რეალობა, რომ კონრტაქცია წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იქნა სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებით არამხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოების წარმომადგენლების მიერ, არამედ პირდაპირ პარტიის მიერ მოქმედი დეპუტატებისგან. ამდენად, რა ფასი უნდა ჰქონდეს სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს იმ თანამდებობის პირების მიერ, რომლებსაც ევალებათ ადამიანის უფლებების დაცვა – პარლამენტის თავმჯდომარე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ არიან ადამიანის უფლებების დამცველები. ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა ხელი სხვას აკეთებს. რეალურად, ამ კონტრაქციების წაქეზებითა და ამ ქმედებების თუ სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარტია, პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობასა და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგზე. მინდა, დღეს მოვუწოდო პირველ რიგში შსს-ს, რომ რეალურად აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედებები, ეს არის მისი მოვალეობა და ამას ქვია სამართლის დაცვა, მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირპისრების წაქეზება. ეს მარტივად ხდება იმ „მესიჯბოქსებით,“ რომელიც არის სრულიად გაკონტროლებული,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს
ბუნდესტაგის პრეზიდენტი: ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად თვლის, მაგრამ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო კარგი ამბავი
„პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი, ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, ეს არღვევს უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, - განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა, ბერბელ ბასმა თბილისში ვიზიტისას. ბერბელ ბასის თქმით, ამ საკითხს სხვა შეხვედრებზეც დაუბრუნდება. ბუნდესტაგის პრეზიდენტის თქმით, გასულ წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ნათელი პერსპექტივა საქართველოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად თვლის, მაგრამ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი. ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, ეს არღვევს უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ამ საკითხს სხვა შეხვედრებზეც დავუბრუნდები, თუმცა საქართველოს ვამხნევებ, რომ განახორციელოს ეს რეფორმები. გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე,“ - განაცხადა ბერბელ ბასმა.
ბუნდესტაგის პრეზიდენტი: საქართველოს ვამხნევებ, რომ განახორციელოს რეფორმები - გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე
გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე, - განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა, ბერბელ ბასმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე. მისივე განცხადებით, საქართველოსა და გერმანიას ბევრ სფეროში აქვს პარტნიორული ურთიერთობა. „ჩვენს ქვეყნებს პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ბევრ სფეროში. ჩვენი პარლამენტარები მჭიდროდ თანამშრომლობენ. გერმანიის ბუნდესტაგის დახმარება მრავალფეროვანია, მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს და ეს პროექტები უფრო ინტენსიური გახდება. ბერლინში თანამშრომლობა გაგრძელდება ჩვენი პარლამენტის ხელმძღვანელებს შორის. დიდი ხანია, რაც გერმანია ახორციელებს საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამას“, – განაცხადა ბერბელ ბასმა. ბერბელ ბასი ხვალ, 11 ივლისს საოკუპაციო ხაზზე გაემგზავრება. „რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინაში, განსაკუთრებული გავლენა იქონია საქართველოზე და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოვედი. საქართველოში იციან, თუ რას ნიშნავს რუსული აგრესია. ხვალ გავემგზავრები „ადმინისტრაციულ ხაზთან,“ - განაცხადა ბერბელ ბასმა. ბუნდესტაგის პრეზიდენტის თქმით, გასულ წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ნათელი პერსპექტივა საქართველოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად თვლის, მაგრამ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი. ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, ეს არღვევს უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ამ საკითხს სხვა შეხვედრებზეც დავუბრუნდები, თუმცა საქართველოს ვამხნევებ, რომ განახორციელოს ეს რეფორმები. გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე,“ - განაცხადა ბერბელ ბასმა.
გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასისთან „საქართველოსა და ევროპისთვის მნიშვნელოვან დროს” შეხვედრა გამართა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ საუბარი შეეხო გერმანიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, რომელსაც „საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს“. „ქართველი ხალხი აფასებს გერმანელი ერის მხარდაჭერას”, - წერს პრეზიდენტი. ბერბელ ბასი საქართველოს 10 ივლისს ეწვია. ის დღეს ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. „აღინიშნა გერმანიის წვლილი საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის, ასევე ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე რეფორმების განხორციელების მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესს, მათ შორის, ევროპული საბჭოს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებს. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირის წევრობისადმი. შეხვედრაზე პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა ურყევია. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. მან გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა გერმანიის მონაწილეობის მნიშვნელობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, ასევე, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში მნიშვნელოვანი ექსპერტული და ფინანსური ჩართულობის კუთხით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. იუნ სოკ იოლი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად უკვე იმყოფებოდა ბუჩაში, სადაც რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ადგილები მოინახულა. ადგილზე იმყოფებოდა უკრაინის გენერალური პროკურორი, ანდრეი კოსტინი. სამხრეთ კორეის ლიდერი მანამდე ვილნიუსში, NATO-ს სამიტს დაესწრო და პოლონეთშიც იმყოფებოდა, სადაც უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდამჭერი ღონისძიებები განიხილა. სამხრეთი კორეა NATO-ს ფონდის მონაწილეა, რომელიც უკრაინას მხარდაჭერას უწევს. სამხრეთ კორეა მსოფლიოში მეათე ადგილზეა იარაღის ექსპორტის მხრივ. მან უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა და ტანკები და ჰაუბიცები მიჰყიდა პოლონეთს, რომელიც უკრაინის მოკავშირეა რუსეთთან ომში. სეული კიევისთვის განაღმვის აღჭურვილობის მიწოდებას გეგმავს. უფრო ადრე კი განაცხადა, რომ შეუძლია, უკრაინას მიაწოდოს იარაღი, თუ მშვიდობიანი მოსახლეობას სერიოზული საფრთხე შეექმნება.
უნგრეთის პრეზიდენტი უკრაინას ეწვევა - მედია
უნგრეთის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ კატალინ ნოვაკმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე დასასწრებად, უკრაინის მთავრობის მოწვევა მიიღო. საინფორმაციო პორტალ Telex-ის ცნობით, ნოვაკი კიევში გამგზავრებამდე ასევე ჩავა ზაკარპატიის ოლქში, სადაც ადგილობრივ უნგრულ საზოგადოებასთან ერთად აღნიშნავს წმინდა სტეფანეს დღეს. დიპლომატიური ურთიერთობები უნგრეთსა და უკრაინას შორის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უფრო დაიძაბა. ეს ნაწილობრივ გამოწვეული იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ გაკეთებული არაერი სადავო კომენტარით იყო გამოწვეული. მაგალითად, ივნისში რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეები უნგრეთში გადაიყვანა უკრაინის ხელისუფლების ჩარევის გარეშე. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ამტკიცებდა, რომ გადაცემა ბუდაპეშტის მოთხოვნით მოხდა და ტყვეებს მოიხსენიებდა, როგორც "ზაკარპატიის წარმოშობის ადამიანებს", რაც მიუთითებს უკრაინის ზაკარპატიის ოლქზე, სადაც 150 000-ზე მეტი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს. უკრაინამ უნგრელი დიპლომატი საგარეო უწყებაში დაიბარა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მიესალმება ომის ტყვეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას, უკრაინაში არ იყვნენ ინფორმირებული რუსეთის და უნგრეთის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების თაობაზე და ამის შესახებ მედიით და უნგრელი ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებით შეიტყვეს. უნგრეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ევროპის მშვიდობის ფონდიდან, უკრაინისთვის ახალი პაკეტის გამოყოფა დაბლოკა
ისრაელის პრეზიდენტი აშშ-ში ვიზიტით ჩავა და კონგრესს სიტყვით მიმართავს
ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ორშაბათს ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. ჰერცოგის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის პრეზიდენტი ვიზიტის დროს აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს და შეხვედრებს. აშშ-ის მაღალჩინოსნებთან გამართავს. ჰერცოგი თეთრ სახლში შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. „ვიზიტი მიზნად ისახავს „აშშ-სა და ისრაელს შორის ურთიერთობებისა და პარტნიორობის განმტკიცებას და ორ ქვეყანას შორის ღრმა კავშირების ასახვას,“ - ნათქვამია განცხადებაში. Anadolu წერს, რომ ჰერცოგის ვიზიტი აშშ-ს ადმინისტრაციასა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობას შორის დაძაბულობის ფონზე იმართება. მას შემდეგ, რაც ის ისრაელში ხელისუფლებაში მოვიდა გასული წლის ბოლოს, ნეთანიაჰუ ბაიდენმა თეთრ სახლში არ მიიწვია.
ადმინისტრაციის განმარტებით, ალექსანდრ კრევო არასდროს იკავებდა პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას, იყო სტაჟიორი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ალექსანდრ კრევო არასდროს იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას, იყო სტაჟიორი და აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციის განცხადებით, „კრევოს არ აქვს არც უფლება და არც ლეგიტიმაცია, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის, თითქოსდა პოზიციებსა და მოსაზრებებზე.“ „საზოგადოების იმ მცირე ნაწილისთვის, რომელიც მისი საუბრით დაინტერესდა, საჭიროა რამდენიმე ფაქტობრივი ინფორმაციის მიწოდება. ის არასდროს იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას. იგი 2018 წლის 24 დეკემბრიდან იყო სტაჟიორი. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება იმ მიდგომის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც უცხოეთში მყოფი ქართული წარმოშობის ახალგაზრდებისთვის სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობების მიცემას ემსახურებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ იმავე პერიოდში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმდნენ ბევრად უფრო წარმატებული ქართველი სტუდენტები წამყვანი ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტებიდან (კოლუმბია, სიანს პო და ვესტ პოინტი). ალექსანდრ კრევო 2019 წლის პირველი აპრილიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა კომუნიკაციის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულებით. მისი საჯარო მოხელის პოზიციაზე დასაქმება არ მოხდა, რადგან ვერ წარმოადგინა უმაღლესი განათლების დამადასუტერებელი დოკუმენტი. 2023 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არ გააგრძელა მასთან შრომითი ხელშეკრულება, ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო მისი მხრიდან კოვიდრეგულაციების უხეში დარღვევა, რითაც საფრთხე შეუქმნა თანამშრომლების ჯანმრთელობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მას არ აქვს არც უფლება და არც ლეგიტიმაცია, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის თითქოსდა პოზიციებსა და მოსაზრებებზე. ყველაზე გასაკვირი და ნამდვილად სამწუხაროა, თუ რა სისწრაფით აღიქვა, აითვისა და გაითავისა უცხოეთში გაზრდილმა ახალგაზრდამ საქართველოს პოლიტიკური სივრცის ყველაზე მახინჯი და უღირსი თვისებები,” - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში, რომლითაც ის „ტვპირველის“ ეთერში გასულ ინტერვიუს გამოეხმაურა.
პალესტინის პრეზიდენტი თურქეთში ვიზიტით ჩადის
პალესტინის სახელმწიფოს პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი 25 ივლისს თურქეთს ეწვევა. ის რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. პრეზიდენტები ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე იმსჯელებენ. მევლუთ ჩავუშოღლუ: პალესტინის მხარდაჭერა და ანკარის ურთიერთობა თელ-ავივთან, ორი განსხვავებული საკითხია
ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროპის ისტორიის ახალი თავი უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში იწერება
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი ისეთ ქვეყნებში იწერება, როგორიცაა, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ისტორია ახალგაზრდა და ძველი დემოკრატიების ისტორიაა და ისინი ერთად ძლიერდებიან. მათ შორის არის გერმანიის და იტალიის ისტორიაც, რომლებიც ხელახლა დაიბადნენ ომის შემდეგ. ასევე დიქტატურიდან - დემოკრატიამდე ესპანეთის, პორტუგალიის და საბერძნეთის გზის ისტორია. „ეს არის დემოკრატიული აღორძინების ისტორია „რკინის ფარდის“ დაცემის შემდეგ. დღეს ამ ისტორიის ახალი თავი იწერება უკრაინაში, მოლოდავაში, საქართველოში და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში. ეს არის ევროპის დაპირება, ერთიანი კონტინენტი, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, თავისუფლებითა და დემოკრატიით ყველასთვის,“ – განაცხადა ლაიენმა.
პრეზიდენტი ორ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს არ გამოიყენებს
საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნისთვის ორ უმნიშვნელოვანეს სფეროს - სამედიცინო სექტორსა და ინტელექტუალური უფლებების დაცვას ეხება. ადმინისტრაციის განმარტებით, ამ ორივე დარგის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ახალი საჭიროებების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოეყენებინა ვეტოს უფლება იმის მიუხედავად, რომ ორივე კანონში შეტანილი ცვლილებები გარკვეულ კითხვებს ბადებს. „ჯანმრთელობის დაცვის კანონში შეტანილი ცვლილებები სექტორში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესაძლო რისკების შემცირებას და ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებას ემსახურება, ორივე მიზანი მისასალმებელია და არა სადავო, თუმცა სექტორის კონტროლის გახშირება და გამკაცრება შეიძლება საქმიანობის შემაფერხებელი აღმოჩნდეს. სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე არაგეგმიური კონტროლის ჩატარება და გახშირებული გეგმიური კონტროლი ადმინისტრაციულ ზედამხედველობას გარკვეულ ბერკეტს აძლევს, რომ თუ მოისურვა, სექტორზე გავლენა მოახდინოს. ამდენად, საჭირო იქნება, რომ ამ ახალი მექანიზმების აღსრულების პირობებს დიდი ყურადღება მიექცეს, რათა არ მოხდეს კანონის შერჩევითი გამოყენება და ცვლილებებმა საფრთხე არ შეუქმნას ჯანდაცვის სექტორის სრულფასოვან და დამოუკიდებელ საქმიანობას. საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით კი, შეიძლება ითქვას, რომ მათი მიღებით ჩვენი კანონმდებლობა ევროსტანდარტებს დაუახლოვდება, რადგან ის გარკვეულწილად, ავტორების უფლებების დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება. თუმცა, ცვლილებების შედეგად ჩნდება რისკი და ალბათობა, რომ ამ სივრცეში ექსკლუზიური ადგილი ისეთმა ორგანიზაციამ დაიმკვიდროს, რომელიც უშუალოდ რუსეთის სათავო კომპანიას დაექვემდებარება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა. ეს სქემა ქვეყნისთვის გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს: ეს მექანიზმი შესაძლოა, რუსეთის ხელში ინსტრუმენტი გახდეს, რათა ფინანსური ბერკეტების კონტროლით, საკუთარი რბილი ძალა და გავლენა გააძლიეროს იმ შემოქმედებით და ინტელექტუალურ სექტორზე, რომელიც პრინციპში, ყველაზე თავისუფალი და მიუკერძოებელი უნდა იყოს. ამდენად, ამ კანონის ძალაში შესვლის შემდგომ, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ცვლილებების ავტორებს, ხელისუფლებასა და ამ ცვლილებების მხარდამჭერებს, რათა თავიდან იყოს აცილებული ყველა ეს საფრთხე. პრეზიდენტი ორივე მიმართულებით სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს,“ - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვედანტ პატელი: აშშ-ის საელჩო თბილისში, არასდროს ყოფილა ჩართული საქართველოს ექსპრეზიდენტის ლობირებაში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ უწყებაში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შეკითვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში. შესაბამისი ვიდეო კითხვის ავტორმა Twitter-ზე განათავსა. „მე მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თბილისში აშშ-ის საელჩო არასდროს ყოფილა ჩართული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ლობირებაში," - განაცხადა ვედანტ პატელმა. უფრო ადრე გაავრცელა განცხადება ამერიკის საელჩომ და განმარტა, რომ ქართულ მხარესთან კომუნიკაცია ჰქონდათ საქართველოშიც და ვაშინგტონშიც. „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ბოლო დღეების განმავლობაში, აშშ-ის საელჩოსა და ჩვენი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორამციის გავრცელებასთან დაკავშირებით. როგორც აღვნიშნეთ, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა,“- აცხადებს ამერიკის საელჩო. მას შემდეგ, რაც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ (FARA-ს) დოკუმენტები, მმართველი პარტიის წევრებმა და რიგმა ტელეარხებმა გაავრცელეს ბრალდებები, რომ მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში ჩართული იყო აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი.