საზოგადოება

დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა

8 თებერვალს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი, წმინდა მეფის - დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დავით IV აღმაშენებელი საქართველოში 1089-1125 წლებში მეფობდა. ის მეფედ თექვსმეტი წლის ასაკში აკურთხეს. მის სახელს მრავალი საგანმანათლებლო დაწესებულების, ეკლესია-მონასტრების მშენებლობა და ქვეყნის გაძლიერებას უკავშირდება. დავით IV-მ საქართველო კიდევ უფრო გააძლიერა და განათლებას ფართო გზა გაუხსნა. მან მრავალი სასწავლებელი დააარსა. დავითი ყოველ წელიწადს უნიჭიერეს კურსდამთავრებულ ყმაწვილებს სახელმწიფო ხარჯით უმაღლესი განათლების მისაღებად საბერძნეთში გზავნიდა, თვითონ კი, ხალხს სწავლის სიყვარულის მაგალითს უჩვენებდა. ახალგაზრდა მეფემ საქართველო ოსმალებისგან მთლიანად გაათავისუფლა. მან ისინი სომხეთიდანაც განდევნა და ოსმალების მონობისგან სომეხთა დედაქალაქი ანისიც გაათავისუფლა. ოსმალები ასევე, განდევნა ყველა მახლობელი ქვეყნიდან. ამიერკავკასიის ქვეყნებმა დავითი მეფეთა მეფედ აღიარეს და ყოველწლიურ ხარკს უხდიდნენ. დავით აღმაშენებლის სახელთანაა დაკავშირებული გელათის ტაძრის მშენებლობა. მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა - გელათის აკადემია. დავით IV-ის განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში. აღმაშენებლის სახელს საეკლესიო რეფორმაც უკავშირდება, რომელიც XII საუკუნის დასაწყისში რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შედეგად გატარდა. რეფორმის შედეგად, ეკლესიიდან უღირსი სასულიერო პირები გაკვეთეს და მათ ადგილას ღირსეულნი დადგინდნენ. დავით აღმაშენებელი 1125 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია მის მიერვე აგებულ გელათის მონასტრის სამხრეთის კართან. მოგვიანებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოზეპ ბორელის რუსეთში ვიზიტი გააკრიტიკა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევა მარია ლიიმეტესმა ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეპ ბორელის რუსეთში ვიზიტი დაგმო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ჟოზეპ ბორელის რუსეთში ვიზიტის დრო არასწორად იყო შერჩეული. მას სურს შეხვდეს ბორელს და ვიზიტის შედეგები განიხილონ. „ვიზიტის დრო არასწორად იყო შერჩეული. ჯერ კიდევ ვიზიტის დაწყებამდე ვამბობდი, რომ ამ ვიზიტის ერთ-ერთი პირობა ალექსეი ნავალნისთან შეხვედრა უნდა ყოფილიყო. 2 თებერვალს, ისევე როგორც ევროპელმა და ამერიკელმა ლიდერებმა მეც დავგმე სასამართლოს გადწყვეტილება ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ნავალნი ისევ ციხეშია და მას უკვე წაუყენეს ბრალი "ახალი დანაშაულისთვის". საჭირო იყო ადგილზე ყოფნის დროს მასთან ან მის მეუღლესთან შეხვედრა“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ევა მარია ლიიმეტესის თქმით, ბორელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე უნდა აღენიშნა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მოითხოვეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების სისტემატური და ფართო დარღვევების გამო. ევროკავშირის უმაღლესი კომისარი მოსკოვში 5 თებერვალს ჩავიდა.

გერმანიაში ექიმები ბონუსის სახით 1 500 ევროს მიიღებენ

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ექიმები ბონუსის სახით 1 500 ევროს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ეს ინიციატივა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრ იენს შპანს ეკუთვნის. სახელფასო დანამატის გაცემის მიზეზი კორონავირუსის პანდემინიის დროს ექიმების მხრიდან გაწეული შრომაა. როგორც გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, კორონავირუსის მეორე ტალღა სამედიცინო დაწესებულებებისთვის გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე პირველი. პრემიას 1 038 კლინიკის პერსონალი მიიღებს და მისი გაცემა ივნისის ბოლოს დასრულდება. გავრცელებული ინფორმაციით, ბონუსებისთვის ფედერალური მთავრობა ჯამში 450 მილიონ ევროს გამოყოფს.

უკრაინიდან საქართველოში იმპორტირებული 110 310 კგ სიმინდი უკან გააბრუნეს

უკრაინიდან საქართველოში იმპორტირებული 110 310 კგ სიმინდი უკან გააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის რესპუბლიკიდან 110 310 კილოგრამი სიმინდით დატვირთული საზღვაო კონტეინტეინერი საბაჟო გამშვებ პუნქტ ბათუმის პორტში შემოვიდა. „შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ, ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის განხორცილებისას, გამოვლინდა დარღვევა, კერძოდ, ტვირთზე ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატი. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეიდან  ე.წ ბასლაინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აიკრძალა

დღეიდან ე.წ ბასლაინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დღეიდან კერძო სატრანსპორტო საშუალებები ე.წ. ბასლაინებში გადაადგილებისას დაჯარიმდებიან. „როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პარალელურად, დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო ავტომანქანების მოძრაობა დასაშვები ყოფილიყო, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა. ხვალიდან კი, აღნიშნულ ზოლში მოძრაობის უფლება კვლავ მხოლოდ მუნიციპალურ ტრანსპორტს ექნება, ხოლო კერძო სატრანსპორტო საშუალებები ე.წ. ბასლეინებში გადაადგილებისას დაჯარიმდებიან", - ნათქვამია განცხახებაში. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია მ/ს „გოცირიძე“, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 204 ადამიანს დაუდასტურდა, 736 გამოჯანმრთელდა, 15 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 6 593 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 3 887 ანტიგენის ტესტით და 2 706 PCR ტესტით. საქართველოში ჯამში კორონავირუსის 262 228 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 254 350, გარდაიცვალა 3 298 პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი: 7 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,09%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.69%. 204 ახალი შემთხვევიდან 86 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 11, იმერეთი - 32, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 13, გურია - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 4 554, საიდანაც 2 229 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 032, აჭარაში - 183, იმერეთში - 449. მძიმე პაციენტი: 499. მათ შორის, თბილისში - 211, აჭარაში - 48, იმერეთში - 121. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 134. მათგან თბილისში - 99, აჭარაში- 5, იმერეთში - 15. 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 - თბილისში, 118 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 030 ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 446 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 221, ხოლო აჭარაში - 133. სულ 6 ოქტომბრიდან - 7 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 649 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 531 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 019 პირი, აჭარაში - 739, იმერეთში - 1 408.

დღეიდან ღია და დახურულმა ბაზრობებმა მუშაობა განაახლეს

დღეიდან ღია და დახურული ბაზრობები, შაბათ-კვირის გარდა, მუშაობას განაახლებენ. მუშაობის დაწყების პარალელურად, მათ გარკვეულ წესების დაცვა მოუწევთ. მნიშვნელოვანია პირბადის გაკეთება და სოციალური დისტანციის დაცვაა. ამავდროულად, სავალდებულოა რომ მეწარმეებისა და თანამშრომლებს ორ კვირაში ერთხელ ტესტრება ჩაუტარდეთ. ქვეყანაში არსებული შეზღუდვები კვირაში ორი დღით შენარჩუნდება.

დღეიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა

დღეიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა. მუშაობა განაახლეს ავტობუსებმა, მეტრომ და მიროავტობუსებმა. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე მოემსახურებიან. მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე, ყველა ავტობუსს, მიკროავტობუსსა და მეტროს ჩაუტარდა დეზინფექცია. ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმუშავებს. დღეიდან, საქართველში მუნიციპალური ტრანსპორტი განაახლებს მუშაობას ქვეყანაში არსებული შეზღუდვები კვირაში ორი დღით შენარჩუნდება თბილისში მიკროავტობუსით მგზავრობის წესები განისაზღვრა მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის პარალელურად, ავტობუსების ზოგიერთ მარშრუტში ცვლილებაა მეტროსადგური "გოცირიძე" მგზავრებს სამი თვის განმავლობაში ვერ მოემსახურება 7 თებერვლიდან, Busline-ზე მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება 8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი 21:00 საათამდე იმუშავებს

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 01:23 საათზე, დმანისთან, სოფელ ირგანჩაისთან 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 01:23 საათზე დაფიქსირდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 5 თებერვალს, საქართველოს საზღვართან რამდენიმე კილომეტრში სამი მიწისძვრა მოხდა.

ლილოს ბაზრობაზე ხანძარია

ლილოს ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგაგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. „ბაზრობის მიმართულებით გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. პირველი მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო რამდენიმე მაღაზიაზე. სიტუაციის შეფასების შემდეგ, ბაზრობის მიმართულებით კიდევ რამდენიმე ჯგუფი გაემგზავრა, პარალელურად დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. არსებობდა ცეცხლის სხვა მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და სიტუაციის გაკონტროლება. ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 11 ჯგუფი", - ნათქვამია განცხადებაში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ლოკალიზებულია.

ინდოეთში კაშხლის ჩამონგრევის შემდეგ უამრავი ადამიანი დაკარგულად ითვლება

ინდოეთში კაშხლის ჩამონგრევის შემდეგ უამრავი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ტრაგედია ჰიმალაის მყინვარის მოწყვეტამ გამოიწვია, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. რამდენიმე სოფლიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ინდოეთის მთავრობამ, ჩრდილოეთის რეგიონები საშიშ ზონებად გამოაცხადა. პოლიციამ თქვა, რომ ზვავმა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე იფეთქა, რის შედეგადაც განადგურდა კაშხალი, რომელიც რიშიგანგის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის სახელწოდებით არის ცნობილი. დაკარგულია 125 ადამიანი, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი გაცილებით მეტია. ნაპოვნის 7 ცხედარი და ოპერაცია კვლავ მიმდინარეობს. დაკარგულთა უმეტესობა წყალმა გაიტაცა და მათ შორის ჰიდროელექტროსადგურის პროექტზე დასაქმებული მუშებიც იყვნენ. ვარაუდობდნენ, რომ ადგილზე მომუშავე 50 ადამიანი გარდაცვლილი იქნებოდა, თუმცა მაშველებმა 16 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. რიშიგანგას ჰიდროელექტროსადგურში მომუშავე 50-ზე მეტი ადამიანი ეშინოდა მკვდარი, თქვა უტარახანდის პოლიციის უფროსმა აშოკ კუმარმა. სამაშველო ოპერაციაში ჩასართავად ვეტმფრენიც გაგზავნეს. თავდაპირველად მედია 150-მდე გარდაცვლილზე წერდა.

ბანგლადეშმა ვაქცინაცია დაიწყო

ბანგლადეშმა ვაქცინაცია Astrazeneca-ს პრეპარატით დაიწყო და ქვეყანა პირველ თვეებში 3.5 მილიონი ადამიანის აცრას გეგმავს. თითოეულს ორი დოზა 4 კვირის განმავლობაში გაუკეთდება. იტყობინება Reuters-ი. 170 მილიონიანი ბანგლადეში მოსახლეობის 80%- ის იმუნიზაციას აპირებს, თუმცა პირველ ეტაპზე სამიზნე ჯგუფები განახევრდება, რადგან 6 თებერვალს რეგისტრაცია მხოლოდ 328 000-მა ადამიანმა გაიარა. ბანგლადეშმა ინდოეთიდან (COVISHIELD - მსოფლიოს უდიდესი ვაქცინის მწარმოებელი, რომელიც AstraZeneca-ს ადგილობრივად ქმნის) ვაქცინის 5 მილიონი დოზა მიიღო. ქვეყანამ საჩუქრის სახით ამ კომპანიისგან 2 მიოლიონი დოზა მიიღო. ჯანდაცვის მინისტრმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ლოდინი დასრულდა. „დღეს გავიკეთე ვაქცინა და თავს კარგად ვგრძნობ. ვაქცინა ყველამ უნდა გაიკეთოს“, - აღნიშნა ზაჰიდ მალექიმ. მისივე თქმით, ვაქცინაციის პროგრამის დაწყებამდე, კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი სპეციალისტები (567) აიცრნენ, თუმცა გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ აქცია ტარდება

რიონის ხეობაში, სოფელ ჟონეთში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. ადგილობრივ მოსახლეობას დღეს აქტივისტები, გარემოსდამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა მხარდამჭერები შეუერთდნენ. პროტესტის მონაწილეებმა პოლიტიკოსებს მოუწოდეს, აქციაზე სიტყვით არ გამოვიდნენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ მშენებლობის პროცესის შესაჩერებლად ოქტომბერში ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე ჯვარი აღმართა და კარვები გაშალა. აქ ისინი სამი თვის განმავლობაში იყვნენ. 30 იანვარს კი დილიდან ამ ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია, საღამოს კი, მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამართალდამცველებმა ჯერ კარვები, მოგვიანებით კი ჯვარიც აიღეს. შსს აცხადებს, რომ პოლიციამ ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე იარაღები და ე.წ. დუბინკები ამოიღო.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კამბოჯამაც მიიღო

ჩინეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 600,000 დოზა კამბოჯას მიაწოდა. ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. მიუხედავად ჩინური ვაქცინის ეფექტურობისა, კამბოჯა კიდევ ერთი ქვეყანა გახდა, რომელმაც Sinopharm-ის მიერ შემუშავებული პრეპარატი მიიღო. ჩინეთი კამბოჯას დაჰპირდა, რომ მილიონი მოსახლისთვის საჭირო დოზებს გადასცემდა, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში 600,000 დოზაა, რაც მხოლოდ 300,000 ადამიანისთვისაა განკუთვნილი. ქვეყანა 16 მილიონი მოსახლიდან მინიმუმ 10 მილიონის აცრას აპირებს. ამისთვის ისინი, როგორც ჩინურ, ასევე ბრიტანულ პრეპარატებს გამოიყენებენ.

დანია ხელოვნურ კუნძულს აშენებს

დანია ელექტრო ენერგიის გამომუშავებითვის მსოფლიოს უდიდეს ქარის ენერგიის ხელოვნურ კუნძულს ააშენებს. ქარის ენერგიის მომავალი ჰაბი დანიას 34 მილიონი აშშ დოლარამდე დაუჯდება. კუნძულის ირგვლივ 200-მდე ქარის სადგური იქნება განლაგებული. მშენებლობა 2030 წლისთვის დასრულდება. სუფთა ენერგიის ჰაბი დასრულებიდან რამდენიმე წელში შეძლებს 10 გიგავატი ელექტროენერგიის გამომუშავებას. 2040 წლისთვის 150 გიგატავს გამოიმუშავებს, რაც 150 მილიონი სახლისთვის იქნება საკმარისი. გასულ წელს, დანიამ, რომელიც ევროკავშირში ნავთობის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია, პირობა დადო, რომ 2050 წლისთვის ნავთობისა და გაზის მოპოვებით სამუშაოებს ჩრდილოეთის ზღვაში შეამცირებს. მსგავსი კუნძულის აშენებას დანია გეგმავს ბალტიის ზღვაშიც და ისიც ასევე 2030 წლისთვის დასრულდება.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 16-7 დაამარცხა და რაგბი ევროპის თასს დაეუფლა. პირველი ლელო მატჩის 46-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძემ ლელო დადო. დღეს, რაგბის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. მატჩს კოვიდპანდემიის გამო, გულშემატკივარი ვერ დაესწრო.

პალესტინამ ვაქცინაცია დაიწყო

პალესტინამ ვაქცინაცია ჯანდაცვის მუშაკების იმუნიზაციით დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრმა პალესტინურ მედიას განუცხადა, რომ მათ ჯანდაცვის მუშაკების აცრა დაიწყეს, თუმცა არ აკონკრეტებს პრეპარატი კონკრეტულად რა გზით მიიღეს. ისრაელის მედია კი მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვაქცინის 2,000 დოზა პალესტინამ ისრაელიდან მიიღო. ვაქცინების უმრავლეს ნაწილს კი ქვეყანას Covax-ის პლატფორმა მიმდინარე თვეს მიაწვდიან. ჯანდაცვის მინისტრის, ალ კაილის თქმით, ვაქცინას ღაზას სექტორიც მიიღებს.

ბრიტანეთი Covid პასპორტის შემოღებას არ გემავს

ბრიტანეთი კორონავირუსით აცრილი ადამიანებისთვის პასპორტს არ შეიმუშავებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ამის შესახებ ვაქცინაციის საკითხებში მინისტრმა ნადიმ ზაჰავიმ განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქის აცრის შესახებ ინფორმაცია სხვა გზით იქნება ხელმისაწვდომი, კერძოდ, მოქალაქეს ინფორმაციის მიღება ექიმის მეშვებობით შეძლებს.

ავღანეთმა AstraZeneca-ს ვაქცინის 500,000 დოზა მიიღო

ავღანეთმა ინდოეთისგან AstraZeneca-ს ვაქცინის 500,000 დოზა მიიღო. ქვეყნის იმუნიზაციის პროცესის ხელმძღვანელის თქმით, პრეპარატს ქაბულში შეინახავენ, ვიდრე ჯანმოსგან ბრიტანული პრეპარატის საგანგებო სიტუაციებში გამოყენებაზე ნეპართვა ოფიციალურად არ დაიშვება. „იმედი გვაქვს, ერთ კვირაში გვექნება გამოყენების ნებართვა და შევძლებთ იმუნიზაციის პროცესის დაწყებას ავღანეთის ყველა პროვინციაში",- აცხადებს გულამ ნაზარი, ავღანეთის იმუნიზაციის პროცესის ხელმძღვანელი. ვაქცინას პირველად ჯანდაცვის მუშაკები, მასწავლებლები და საჯარო მოხელეები გაუკეთებენ. ქვეყანა ვაქცინას Covax-ისგანაც ელოდება. ჯანმოს პლატფორმა ქვეყანას, მოსახლეობის 20%-სთვის საჭირო დოზებს გადასცემს. ავღანეთში ჯანმოს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, საგანგებო გამოყენებისთვის ნებართვის გაცემას მომავალი კვირისთვის გეგმავენ.

რუსეთთან მატჩამდე, ქართველმა მორაგბეებმა სტადიონზე საქართველოს რუკა გამოსახეს

დღეს, რაგბის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა გაიმართება. ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს მიხეილ მესხის სტადიონზე დაუპირისპირდებიან. რაგბის კავშირის ცნობით, შეხვედრას, კოვიდპანდემიის გამო, გულშემატკივარი ვერ დაესწრება. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება. რუსეთთან მატჩამდე, ქართველმა მორაგბეებმა სტადიონზე საქართველოს რუკა გამოსახეს: ამავე თემაზე: ამერიკის საელჩო ქართველ მორაგბეებს რუსეთთან მატჩში წარმატებებს უსურვებს.