უცხოეთი

დონალდ ტრამპი: ერთი ამერიკელიც რომ დაიღუპოს, პასუხისმგებლობას ირანს დავაკისრებ

„ერთი ამერიკელიც რომ დაიღუპოს, პასუხისმგებლობას ირანს დავაკისრებ“ - ასე ეხმიანება ტრამპი ბაღდადში, ამერიკის საელჩოსთან რამდენიმე რაკეტის ჩამოგდების საკითხს და Twitter-ში განცხადებას ავრცელებს. „ბაღდადში ჩვენს საელჩოთან რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა. სამი რაკეტის გაშვება ვერ მოხერხდა. გამოიცანით საიდან იყვნენ: ირანი. ახლაც გვესმის ერაყში ამერიკელების წინააღმდეგ დამატებით თავდასხმებზე ხმები... ირანს მეგობრული რჩევას ვაძლევ: ერთი ამერიკელიც რომ დაიღუპოს, პასუხისმგებლობას ირანს დავაკისრებ. იფიქრეთ ამაზე," - წერს ტრამპი. ტრამპის განცხადებებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი Twitter-ში გამოეხმაურა. „საზღვარგარეთ მყოფი საკუთარი მოქალაქეების საფრთხეში ჩაგდება ქვეყნის შიგნით განცდილი კატასტროფული წარუმატებლობებიდან ყურადღებას სხვა რამეზე ვერ გადაიტანს,“ - წერს ჯავად ზარიფი. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ბაღდადში, ამერიკის საელჩოსთან რაკეტის ჩამოვარდნის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსიდა. სამი რეკეტა ჩამოვარდა იანვრის თვეში, მათ შორის ორი — ამერიკის საელჩოსთან. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროს დაიჭრა ექვსი ადამიანი. იანვარის ბოლოს კიდევ ჩამოვარდა 3 რაკეტა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ბაღდადში, აშშ-ის საელჩოსთან რაკეტები ჩამოვარდა ივნისისა და ივლისის თვეშიც. 2 რაკეტა ჩამოვარდა ივლისშიც. როგორც ცნობილია, ამ დროს თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

კანადაში Moderna-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გაიცა

კანადაში კორონავირუსის საწინააღმდეგო "Moderna"-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გაიცა. ამის შესახებ ინფორმაციას კანადი მთავრობა ავრცელებს. კანადის ჯანდაცვის სამინისტრომ Moderna-ს გამოყენებაზე მსჯელობა 12 ოქტომბერს დაიწყო. მტკიცებულებების საფუძვლიანი და დამოუკიდებელი განხილვის შემდეგ დაადგინეს, რომ Moderna-ს ვაქცინა აკმაყოფილებს დეპარტამენტის უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის მკაცრ მოთხოვნებს და შესაბამისად, 23 დეკემბერს გასცეს მისი გამოყენების ნებართვა. როგორც მთავრობის განცხადეაბაშია ნათქვამი, ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ყველა კანადელისთვის.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ავღანეთს მოულოდნელად ეწვია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი კრის მილერი ავღანეთს მოულოდნელად ეწვია. მილერი ქაბულში ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა თალიბანთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სასაუბროდ. პენტაგონის ინფორმაციით, მილერის ვიზიტი უსაფრთხოების გამო წინასწარ გამოცხადებული არ ყოფილა. მილერმა მოლაპარაკებები ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან ქვეყნის არმიისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების პროგრამაზე გამართა. მან ასევე გამართა შეხვედრები ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების კონტრტერორიზმის და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირების თაობაზე სასაუბროდ. უკანასკნელ თვეებში, ავღანეთში მკვეთრად იმატა ძალადობამ, მიუხედავად იმისა, რომ თალიბანსა და ავღანეთის ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, რომელიც 2001 წლის შემდეგ მიმდინარე ომს დაასრულებდა. 22 დეკემბერს, ქაბულში გზის პირას დამონტაჟებულმა ბომბმა ციხეში მომუშავე მინიმუმ ხუთი ექიმი და ჯანდაცვის მუშაკი იმსხვერპლა, როცა ისინი ქვეყნის უდიდესი ციხისკენ მიემგზავრებოდნენ.

ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის მიმოსვლა აღდგა

დღეს, 23 დეკემბერს საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის, 48 – საათიანი აკრძალვის შემდეგ, მიმოსვლა აღდგა. - ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს. საფრანგეთმა მას შემდეგ აღადგინა მიმოსვლა, რაც ევროკავშირის წარმომადგენლებმა გამოსცეს რეკომენდაცია, ბრიტანეთში მოგზაურობის სრული აკრძალვის გაუქმებასთან დაკავშირებით. დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მდივანმა გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი და საფრანგეთი შეთანხმდნენ და "საფრანგეთის საზღვარი გაიხსნება მათთვის, ვინც გადაუდებელი მიზეზების გამო მოგზაურობს და მათ ვირუსის უარყოფითი ტესტი აქვთ დამოწმებული". საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ჟან ბატისტ ჯებარრიმაც დაადასტურა, რომ თვითმფრინავები, გემები და "ევროსთარის" მატარებლები "ხვალ დილიდან დაიწყებენ მუშაობას". შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში Covid-19-ის ახალი შტამის დაფიქსირების შემდეგ, რომელიც სწრაფად ვრცელდება და გადამდებია, ევრობის ქვეყნების დიდმა ნაწილმა ბრიტანეთთან მიმოსვლა აკრაძალა.

კორონავირუსის გავრცელების გამო, ჩეხეთში წინასაახალწლოდ შეზღუდვები გამკაცრდა

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ახალი წლის პერიოდში ჩეხეთის მთავრობამ შეზღუდვები გაამკაცრა, - ამის შესახებ ინფორმაციას rte.ie ავრცელებს. ჩეხეთში დაიხურება მაღაზიები, საბაგირეოები და ამოქმედდება მკაცრი კომენდატის საათი. ამით მთავრობა ცდილობს, შეაჩეროს Covid-19-ის გავრცელების რისკი. ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა იან ბლეტნიმ განაცხადა, რომ მთავრობამ დაამტკიცა ქვეყნის გადასვა რისკის ინდექსის უმაღლეს დონეზე, რაც უკვე არსებულ შეზღუდვებს, უფრო გაამკაცრებს. ეს კი მნიშვნელოვნად ჩაკეტავს 10,7 მილიონიან ქვეყანას საკურორტო სეზონის განმავლობაში. ჩეხეთში უკვე დაიხურა ბარები და რესტორნები, ამიტომ ახალი შეზღუდვები შეეხება საცალო სავაჭრო ობიექტებს და ისეთ სერვისებს, როგორიცაა სილამაზის სალონები. მაღაზიები, რომლებიც ყიდიან აუცილებელ საქონელს, არ დაიხურება, მაგრამ გარკვეული ნივთების შეკვეთა ინტერნეტით იქნება შესაძლებელი. შეიზღუდება ადამიანების რაოდენობა თავშეყრის ადგილებში.კომენდატის საათი 23:00 საათის ნაცვლად, 21:00 საათზე დაიწყება. სათხილამურო ტრასები დაიხურება.

AstraZeneca: ჩვენი ვაქცინა ეფექტური უნდა იყოს კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ

ბრიტანელმა წამყვანმა მწარმოებელმა კომპანიამ AstraZeneca Plc Reuters-ს განუცხადა, რომ COVID-19 ვაქცინა ეფექტური უნდა იყოს კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ. წამლების მწარმოებლები ვირუსის ახალი სწრაფად გავრცელებული ვარიანტის წინააღმდეგ COVID-19 ვაქცინების შემოწმებას ცდილობენ. AstraZeneca- ოქსფორდის ინექცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევა დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის და ცხელი კლიმატის პირობებში, რადგან იგი უფრო იაფია, ტრანსპორტირება უფრო ადვილია და მისი შენახვა მაცივრის ნორმალურ ტემპერატურაზე დიდხანს შეიძლება. რა ვიცით კორონავირუსის ახალი ტიპის შესახებ, რომელიც დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა.

დონალდ ტრამპმა არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიების ფიგურანტები შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიების ფიგურანტები შეიწყალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Guardian-ი ავრცელებს. მოქმედმა პრეზიდენტმა შეიწყალა თავისი საარჩევნო შტაბის ყოფილი მრჩეველი ჯორჯ პაპადოპულოსი, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებისთვის ცრუ ჩვენების მიცემაში 2017 წელს ცნეს დამნაშავედ. ჩვენება ეხებოდა რუსეთთან შესაძლო კავშირის მქონე პირებთან კონტაქტების დროსა და მნიშვნელობას. დონალდ ტრამპმა ასევე შეიწყალა ალექს ვან დერ ცვაანი, რომელსაც აშშ-ის სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის გამოძიებისთვის ტრამპის საარჩევნო შტაბთან კონტაქტების შესახებ ცრუ ჩვენების მიცემისთვის 30-დღიანი პატიმრობა და 20 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა შეუფარდეს. ვან დერ ცვაანი რუსი მილიარდერის გერმან ხანის სიძეა. საშობაოდ დონალდ ტრამპმა სულ 15 ადამიანი შეიწყალა, კიდევ ხუთს კი სასჯელი შეუმსუბუქა. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვდნენ სამი ყოფილი რესპუბლიკელი კანონმდებელი, ასევე დონალდ ტრამპის მიერ შეწყალებულ პირებს შორის სამი ყოფილი სამხედროა, რომლებიც 2007 წელს ერაყში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობისთვის იხდიდნენ სასჯელს.

ბაიდენმა განათლების მინისტრობის კანდიდატი დაასახელა

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა განათლების მინისტრობის კანდიდატად მიგელ კარდონა დაასახელა, რითაც მინისტრთა კაბინეტის საბოლოო შემადგენლობის წარდგენას მიუახლოვდა. წერს Reuters-ი. ბაიდენის კაბინეტის გარდამავალმა ჯგუფმა ექვსი ახალი კანდიდატი დაასახალა, ახალი პრეზიდენტის ოფისისთვის, მათ შორის არის მიგელ კარონდა, რომელიც განათლების მინისტრის პოზიციას დაიკავებს. კარდონა იქნება კიდევ ერთი ლათინოამერიკელია, რომელიც ბაიდენის ოფისს შეუერთდება. ბაიდენის ადმინისტრაციაში, გენერალური პროკურორისა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის პოზიციები ჯერჯერობით ვაკანტურია.

ისრაელში ვადამდელი არჩევნები გაიმართება

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდა. წინა არჩევნების შედეგად პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი მოწინააღმდეგის, გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის პარტიები დაახლოებით თანაბარი რაოდენობის მანდატებს იღებდნენ, რამაც მთავრობის ფორმირება შეაფერხა. საბოლოოდ ნეთანიაჰუ და განცი როტაციული მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით, ბენი განცს ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის ნოემბერში უნდა დაეკავებინა. ისრაელში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები მარტში გაიმართება. ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში მეოთხე საპარლამენტო არჩევნები იქნება.

ჯო ბაიდენი: ტრამპი აშშ-ზე კიბერთავდასხმაში რუსეთს უნდა ადანაშაულებდეს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მან ვერანაირი მტკიცებულება ვერ ნახა იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატების წინააღმდეგ მასიური კიბერშეტევა კონტროლდება. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი არ დარჩება უპასუხოდ, მას შემდეგ, რაც ის 20 იანვრიდან შეუდგება მუშაობას. წერს Reuters-ი. ჯო ბაიდენის თქმით, ტრამპმა პირდაპირ უნდა მიუთითოს რუსეთზე, როგორც კიბერშეტევაზე პასუხისმგებელ ქვეყანაზე. მისი თქმით, დონალდ ტრამპს ჯერჯერობით არ დაუდანაშაულებია რუსეთი შეტევაში, თუმცა სახელმწიფო მდივანმა და გენერალურმა პროკურორმა კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებელ ქვეყნად რუსეთი დაასახელა.

რუსეთმა ნავალნის მოწამვლის საქმეზე ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ სასანქციო სია გააფართოვა

რუსეთმა განაცხადა, რომ ის ევროკავშირის რამდენიმე მაღალჩინოსანსა და ორგანიზაციების წარმომადგენელს არ შეუშვებს ქვეყანაში, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით დაწესებული ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ. წერს BBC. „ამ სიაში შედიან პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ევროკავშირის ფარგლებში ანტირუსული სასანქციო აქტიურობის ესკალაციაში ", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 15 ოქტომბერს, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე ევროკავშირმა რუსეთის ექვს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ევროკავშირის სასანქციო სიაში არიან: „ეფესბეს“ დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ალექსეი კრივორუჩკო და პაველ პოპოვი, შიდა პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის სამმართველოს ხელმძღვანელი ანდრეი იარინი და ციმბირის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზისდენტის წარმომადგენელი სერგეი მენიაილო, ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევითი სახელმწიფო ინსტიტუტი.

ევროკავშირი ქვეყნებს ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვის გაუქმებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი ქვეყნებს ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვის გაუქმებისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა შეეცდება, კოორდინაცია გაუწიოს დიდ ბრიტანეთთან კავშირების შეზღუდვას, მას შემდეგ, რაც ათობით ქვეყანამ ბრიტანეთში მოგზაურობა, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო შეაჩერა. ევროკომისიამ ქვეყნებს ურჩია, მოხსნან შეზღუდვები და განაახლონ აუცილებელი მოგზაურობები. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს თავისუფლად შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ საკუთარი წესები საზღვრის კონტროლის შესახებ და შეიძლება გააგრძელონ საკუთარი პოლიტიკა. შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი გავრცელდა, რის გამოც ევროკავშირის თითქმის ყველა წევრმა ქვეყანამ ბრიტანეთთან მიმოსვლა აკრძალა. ევროკომისიის წევრმა ქვეყნებმა რეკომენდაცია მისცეს ხალხს, გაემგზავრონ თავიანთ საცხოვრებელ ქვეყანაში, იმ შემთხვევაში თუ ისინი გაიკეთებნ Covid-19-ის ტესტს ან თვითიზოლაციაში იქნებიან.

აშშ-მა 45 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ გაასაჯაროვა იმ ჩინური და რუსული კომპანიების სია, რომელთაც სანქციები დაუწესა. შეზღუდვების ქვეშ სულ 103 კომპანია მოექცა. სამინისტროს ინფორმაციით, ეს კომპანიები თანამშრომლობდნენ სამხედრო ძალებთან და ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. სანქციების თანახმად, ამ კომპანიებს ეკრძალებათ სხვადასხვა საქონლისა და ტექნოლოგიების შესყიდვა აშშ-ში. შეზღუდვების ქვეშაა 58 ჩინური და 45 რუსული კომპანია. სიაში მოხვდა ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, შიდა საგამოძიებო სამსახური და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

რუსეთმა ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა ევროპის მოქალქეებს, რომლებსაც მოსკოვში სანქციების სფეროში „ანტირუსული აქტიურობის წაქეზების მონაწილეებად" მიიჩნევენ, თავის ტერიტორიაზე მოგზაურობა აუკრძალა. თუ ვის დაუწერსეს სანქციების, ცნობილი არ არის. ამ პირების სია გადაეცათ შვედეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებს, რომლებიც მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. როგორც კრემლის საგარეო უწყებაში აცხადებენ, მოსკოვის ქმედება უკავშირდება სანქციებს, რომლებიც ადრე დაუწესა ევროპის კავშირმა რუსეთის მაღალი რანგის მოხელეებს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო. „ქვეყნებს, რომლებიც ამ ნაბიჯის ინიციატორები იქვნენ, არ წარმოუდგენიათ დასტური ამ საქმეში“, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ნავალნის შემთხვევას „ინციდენტად“ მოიხსენიებს. ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავრომა განაცხადა, რომ რუსეთი სამაგიერო სანქციების შემოღებას აპირებდა. გერმანია, საფრანგეთი და შვედეთი იყვნენ ის ქვეყნები, რომელთა ლაბორატორიებმა მიაგნეს ნავალნის ანალიზებში მომწამვლელი ნივთიერების, „ნოვიჩოკის“ კვალს. შხამის არსებობა დაადასტურა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამაც. აღნიშნული ორგანიზიაც რუსეთმა 21 დეკემბერს ცალკე განცხადებაში გააკრიტიკა. . ელჩები სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც ნავალნიმ გამოაქვეყნა თავისი საუბრის ჩანაწერი. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ნავალნის უთვალთვალებდნენ, თუმცა რუსეთის ხელისუფლება მოწამვლას კატეგორიულად უარყოფს. რუსეთის ეფ-ეს-ბე-მ განაცხადა, რომ ჩანაწერი ფალსიფიკაციაა. რუსეთის ხელისუფლებას არ წარმოუდგენია თავისი ვერსია, რა დაემართა ნავალნის 20 აგვისტოს.

BioNTech-ი: საჭიროების შემთხვევაში, ვაქცინის კორონავირუსის ახალ ვარიანტზე მორგებას 6 კვირაში შევძლებთ

კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, უგურ შაჰინმა განაცხადა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კორონავირუსის ახალი სახეობის წინააღმდეგ ეფექტური იქნება, თუმცა საჭიროა შემდგომი კვლევების ჩატარება. „ამ დროისთვის ჩვენ ჯერ არ ვიცით, შეუძლია თუ არა ჩვენს ვაქცინს ამ ახალი სახეობისგან დაცვა. მეცნიერული თვალსაზრისით, საკმაოდ სავარაუდოა, რომ ამ ვაქცინით მიღებულ იმუნურ პასუხს ასევე შეუძლია ვირუსის ახალ ვარიანტებს გაუმკლავდეს“, - აღნიშნა კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. უგურ შაჰინის თქმით, დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის პროტეინები 99%-ით იგივეა, რაც აქამდე არსებულ შტამებში და, შესაბამისად, BioNTech-ი დარწმუნებულია, რომ მისი ვაქცინა ეფექტური იქნება. „მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გვეცოდინება, თუ ექსპერიმენტი ჩატარდება და მონაცემების მისაღებად დაახლოებით ორი კვირა დაგვჭირდება. იმის ალბათობა, რომ ჩვენი ვაქცინა იმუშავებს, შედარებით მაღალია. ვაქცინის კორონავირუსის ახალ ვარიანტზე მორგება რომ დაგვჭირდეს, კომპანია ამის გაკეთებას დაახლოებით 6 კვირაში შეძლებს“, - აღნიშნა კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. 14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.

ამირან გამყრელიძე: ექიმები გადაღლილები არიან და ახალი ტალღა სამართავად რთული იქნება

არ შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსულ ინფექციას ვამარცხებთ. იქამდე ძალიან შორს ვართ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობის შემცირების ტენდენციაა, სამედიცინო პერსონალი გადაღლილია და ვირუსის ახალი ტალღის მართვა რთული იქნება. ამასთან, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართა, რომ მაღაზიებში ბევრი არ იარონ და ახალი წლის დღესასწაული მაქსიმალურად მოკრძალებულად გაატარონ. „არის ტენდენცია, ახალი შემთხვევების შემცირების, მაგრამ საკმაოდ მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 3000 საქართველოსთვის დიდი რიცხვია. ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა ცოტა შემცირდა. აღარაა ძალიან დიდი სტრესი ჯანდაცვის სისტემის, მაგრამ ჩემი კოლეგები, ექიმები გადაღლილები არიან და ახალი ტალღა სამართავად რთული იქნება. ამიტომ მოსახლეობას ვთხოვ, ვიყოთ ფრთხილები. გავითავისოთ, რომ მსოფლიოში და საქართველოში სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს საქმე. ამიტომ წლევანდელი ახალი წელი ვიყოთ ძალიან მოკრძალებული, მაღაზიები რომ გაიხსნება, არ ვიაროთ ბევრი მაღაზიებში, არ ვიაროთ ერთმანეთთან. წლევანდელი ახალი წელი იყოს მოკრძალებული, რომ იანვრის განმავლობაში რამდენადაც შეგვეძლება ინფიცირების მაჩვენებელი შევამციროთ. ჩვენ გვექნება ზრდის ტენდენცია, თუმცა მისი ინტენსივობა უნდა შევინარჩუნოთ დაბალ დონეზე, რომ ჯანდაცვის სექტორს არ ჰქონდეს კიდევ ზედმეტი ზეწოლა და ისედაც გადაღლილ სამედიცინო პერსონალს მივცეთ მუშაობის და ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება”,- განაცხადა გამყრელიძემ.

ბრიტანეთის ელჩი: საერთაშორისი სასამართლოს როლი მძიმე დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების გასამართლების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია

საერთაშორისი სასამართლოს როლი მძიმე დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების გასამართლების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩი Twitter-ზე წერს. "მოხარული ვარ, რომ ჯოანა კორნერი და გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლეებად აირჩიეს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს როლი მძიმე დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების კანონის წინაშე გასამართლების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია". წერს მარკ კლეიტონი

ენტონი ფაუჩი: არ გამიკვირდება, თუ Covid-19-ის ახალი შტამი შტატებშიც არის

„არ გამიკვირდება, თუ კოვიდ 19-ის ახალი მუტაცია უკვე აშშ – შია,“- განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ. როგორც მან აღნიშნა, ვინაიდან კოვიდ-19- ის გამომწვევი კორონავირუსი RNM-ვირუსია, ამიტომ ის ხშირად განიცდის მუტაციას. „მუტაციების უმეტესობას არა აქვს ფუნქციური მნიშვნელობა. რაც შეეხება ახალ სახეობას, მასთან დაკავშირებით არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, მან ვირუსს უფრო ადვილად გავრცელების საშუალება მისცეს,“- ენტონი ფაუჩიმ. მისი განმარტებით, მკვლევარები ცდილობენ დაადგინონ, არის თუ არა აღნიშნული ვარიანტი უფრო გადამდები. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი მიიჩნევს, რომ ვირუსის ახალი სახეობა ადამიანების უფრო მძიმედ დაავადებას არ იწვევს. „ის ადამიანების უფრო მძიმედ დაავადებას არ იწვევს და როგორც ჩანს, ზეგავლენას არც იმ ვაქცინის ეფექტზე ახდენს, რომელსაც ახლა ვაქცინაციისთვის ვიყენებთ,“- აღნიშნა ფაუჩიმ. ფაუჩის აზრით, გაერთიანებულ სამეფოსთან მიმოსვლაზე აკრძალვის დაწესება ნაადრევია, ვინაიდან „სამოგზაურო ლოქდაუნის“ გამოცხადებისთვის საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს. უმჯობესია, გაერთიანებული სამეფოდან ჩასული მგზავრებისთვის სავალდებულო ტესტირება დაწესდეს.

ბრიტანეთიდან ფრენები პოლონეთის მიმართულებითაც შეჩერდება

21 დეკემბერს მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პოლონეთი არ აპირებს კარანტინის დაწესებას იმ ადამიანებისთვის, ვინც გადაკვეთენ სახმელეთო საზღვრებს ევროკავშირიდან, მაგრამ ბრიტანეთიდან პოლონეთის მიმართულებით ფრენები შეჩერდება ორშაბათს, 21 დეკემბერს შუაღამის შემდეგ, ვიდრე დამატებითი ცნობები არ იქნება. წერს Reuters-ი. „ჩვენ არ ვგეგმავთ სასაზღვრო კარანტინის შემოღებას ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან”, - განაცხადა პიოტრ მიულერმა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: Covid19-ის ახალი სახეობა შესაძლოა, საფრანგეთშიც ცირკულირებდეს

„სავსებით შესაძლებელია, რომ ვირუსის ახალი სახეობა საფრანგეთშიც ცირკულირებდეს“, - აცხადებს საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ოლივერ ვერანი. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჯერჯერობით ვირუსი ტესტების შედეგად არ გამოვლენილა. ბრიტანეთში დაფიქსირებული ვირუსის ახალი სახეობა 70 პროცენტით სწრაფად ვრცელდება. ამის გამო მსოფლოს სხადასხვა ქვეყანამ ბრიტანეთთან მიმოსვლა დროებით შეაჩერა.