უცხოეთი

უკრაინა აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვამ კიევთან ახლოს რუსეთის დრონები ჩამოაგდო

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო აცხადებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევთან ახლოს რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდო. „18 ნოემბრის ღამეს, კიევის გარეუბანში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის ათეული დრონი გაანადგურა,“ - წერს სერგეი პოპკო ტელეგრამ არხზე. მსხვერპლის ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ცნობისთვის, ნოემბრის თვეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა რუსული ძალები უპილოტო საფრენი აპარატებით კიევს თავს დაესხნენ.  

ერდოღანმა შოლცთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლეთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს ისრაელი გააკრიტიკა. მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთმა და გერმანიამ ერთობლივად უნდა მიაღწიონ ჰუმანიტარული მოსაზრებებით ცეცხლის შეწყვეტას ღაზის სექტორში.  ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა აღნიშნა, რომ 13000 პალესტინელი, მათ შორის ბავშვები, ქალები და მოხუცები დაიღუპნენ ომის დროს და ისრაელის თავდასხმების გამო, თითქმის მთელი ღაზის სექტორი განადგურდა. „მძევლები და ტყვეები უკვე მრავალი წელია, ისრაელის ხელში არიან. ეს ჩვენც უნდა დავინახოთ. უსამართლობა იქნება, თუ ამას არ შევამჩნევთ,“ - განაცხადა ერდოღანმა. ღაზის სექტორში თურქეთის მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების შესახებ საუბრისას, ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ ეგვიპტეში ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, 10 თვითმფრინავი გაგზავნა. შოლცისა და ერდოღანის შეხვედრებზე საუბარი ახლო აღმოსავლეთში ომსა და მიგრაციის საკითხს. პრესკონფერენციის დროს, შოლცმა ერდოღანთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს, ისრაელისა და "ჰამასის" შესახებ უთანხმოებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, გერმანია ღაზის სექტორში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი უდიდესი დამფინანსებელია. „მე და პრეზიდენტ ერდოღანს ძალიან განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ არის პირდაპირი საუბარი ასე მნიშვნელოვანი. გარკვევით ვამბობ - ისრაელის არსებობის უფლება გერმანიისთვის უდავოა. ჩვენს ქვეყანაში ანტისემიტიზმის ადგილი არ არის. ამავე დროს, ჩვენ ვამბობთ: ყოველი სიცოცხლე ერთნაირად ფასეულია - ღაზის სექტორში მყოფი პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვაც გვთრგუნავს. გერმანია ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია - ახლა ჩვენ კვლავ გავზარდეთ დახმარება,“ წერს შოლცი Twitter-ზე. შოლცის მიერ თურქეთის პრეზიდენტის განცხადების აბსურდად მოხსენიების ფონზე, ერდოღანი გერმანიაში ჩავიდა  

მოლდოვის პრეზიდენტის ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტს ხელზე უკბინა

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ძაღლმა კოდრუტმა, ავსტრიის პრეზიდენტს, ალექსანდ ვან დერ ბელენს ხელზე უკბინა. ავსტრიის პრეზიდენტი კიშინიოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვან დერ ბელენს ძაღლის მოფერება სურდა, როდესაც მან პრეზიდენტს უკბინა. მოლდოვის პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ძაღლი ხალხის დიდმა რაოდენობამ შეაშინა. მომდევნო შეხვედრაზე ავსტრიის პრეზიდენტი შეხვეული ხელით გამოჩნდა. მოგვიანებით, ვან დერ ბელენმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც კოდრუგს მოლდოვის „პირველი ძაღლი“ უწოდა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა ქვეყნის სხვა წარმომადგენლებთან „ძალიან კარგად“ ჩაიარა. ავსტრიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის ძაღლების დიდი მოყვარულია და ესმის, რატომ აღელდა კოდრუგი. გამომშვიდობებისას, პრეზიდენტმა ძაღლს რბილი სათამაშო აჩუქა. მაია სანდუმ ძაღლი 2023 წლის დასაწყისში შეიფარა მას შემდეგ, რაც მას მანქანამ დაარტყა. ავარიის შედეგად, ძაღლმა თათი დაკარგა.  

ნორვეგიის მოიერიშეებმა ექვს რუსულ ბომბდამშენსა და გამანადგურებელს გზა გადაუჭრეს

F-35-ის ტიპის ნორვეგიულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა ექვს რუსულ ბომბდამშენსა და გამანადგურებელს გზა გადაუჭრეს. NATO-ს საჰაერო სარდლობის ცნობით, 17 ნოემბერს ნორვეგიული F-35 ევენესის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან მას შემდეგ აფრინდა, როცა რუსული თვითმფრინავი NATO-ს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცეს მიუახლოვდა.  მე-5 თაობის ნორვეგიულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა ორი Ту-160 ბომბდამშენი, ორი МіГ-31 და ორი Іл-78 Midas-ს ტიპის თვითმფრინავის იდენტიფიცირება მოახდინეს.  

ღაზის სექტორში საწვავის პირველი პარტია შევიდა

საწვავის პირველი პარტია ღაზის სექტორში ეგვიპტიდან 17 ნოემბერს გვიან შევიდა მას შემდეგ, რაც ისრაელი აშშ-ის მოთხოვნას დათანხმდა. საწვავის უქონლობამ კომუნიკაციების შეფერხება გამოიწვია, რასაცღაზის სექტორის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კოლონების შესვლის ორი დღით შეჩერება მოჰყვა. გაეროს სააგენტოების თანახმად ღაზის სექტორში 2,4 მილიონი პალესტინელის მდგომარეობა უმძმესია. ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა პირობა დადო, რომ „ჰამასს“„გაანადგურებს“.

უკრაინა და აშშ დეკემბერში თავდაცვის შესახებ ერთობლივ კონფერენციას გამართავენ

დეკემბერში უკრაინა და აშშ თავდაცვის შესახებ ერთობლივ კონფერენციას გამართავენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ღონისძიება ვაშინგტონში გაიმართება და ის იმ თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის გაგრძელება იქნება, რომელიც კიევში სექტემბერში ჩატარდა. „დეკემბერში უკრაინისა და აშშ-ის მრეწველობის სპეციალური კონფერენცია გაიმართება, რომელსაც ოფიციალური პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან - ყველა, ვინც ჩვენს თავდაცვას უზრუნველყოფს... ჩვენ აქტიურად მივიწევთ წინ აშშ-სთან ერთად იარაღის ერთობლივი წარმოების საკითხზე. ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან, შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ერთად და ეს აუცილებლად გააძლიერებს როგორც ამერიკელებს, ასევე უკრაინელებს და ჩვენს პარტნიორებს," - აღნიშნა ზელენსკიმ. თავდაცვის მრეწველობის ფორუმი კიევში სექტემბრის ბოლოს გაიმართა, რომლის დროსაც ზელენსკიმ თავდაცვის მრეწველობის ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადა.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 20 ნოემბერს იწვემებს, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18-19 ნოემბერს გამოიდარებს და +17, +22 გრადუსამდე დათბება. 20 ნოემბერს კვლავ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 18-19 ნოემბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ხოლო 20 ნოემბერს კვლავ გაწვიმდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 18-19 ნოემბერს შედარებით გამოიდარებს და დღის ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 20 ნოემბერს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 18-19 ნოემბერს გამოიდარებს, ხოლო 20 ნოემბერს თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 20 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 18-19 ნოემბერს გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 20 ნოემბერს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 19 ნოემბერს მოიღრუბლება და ზოგან მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. 20 ნოემბერსაც იწვიმებს და დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 20 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება. 20 ნოემბერს გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 20 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 20 ნოემბერს თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.  

აშშ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებს

ვაშინგტონში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარის შემდეგ, სახელწმიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ვაშინგტონი სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერას აგრძელებს. უწყების სპიკერმა მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ აშშ კვლავ მოუწოდებს ორივე მხარეს, ჩაერთონ მოლაპარაკებებში. „ჩვენ ვაგრძელებთ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული საკითხების მოსაგვარებლად. ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, ჩაერთონ ამ მოლაპარაკებებში, მიუხედავად იმისა, არიან ისინი აქ თუ სადმე სხვაგან - გავაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას,“ - აღნიშნა მილერმა. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.  

საფრანგეთი უკრაინის ჯანდაცვისთვის დამატებით, 12 მილიონ ევროს გამოყოფს

საფრანგეთი დამატებით, 12 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინის ჯანდაცვის სექტორის გადაუდებელი საჭიროებისთვის.  მომავალი წლისთვის გამოყოფილი 12 მილიონი ევრო უკრაინაში, გადაუდებელი ჯანდაცვის მხარდაჭერას, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროექტების განხორციელებას, კიბოს დიაგნოსტიკის გაუმჯობესებას, ჩერნიგოვის რეგიონში სამედიცინო დაწესებულებების აღდგენასა და გადაუდებელი საჭიროების საპასუხოდ სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად ცალკე ფონდის შექმნას მოხმარდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის 20 თვის განმავლობაში, რუსეთმა 1468 სამედიცინო დაწესებულება დააზიანა და 193 გაანადგურა.  

უკრაინაში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინეს - Naftogaz

უკრაინის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო გიგანტმა, Naftogaz, 17 ნოემბერს განაცხადა, რომ მისმა შვილობილმა კომპანიამ ქვეყნის დასავლეთში ბუნებრივი აირის საბადო აღმოაჩინა. აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლექსი ჩერნიშოვმა განაცხადა, რომ ეს აღმოჩენა ნავთობისა და გაზის კომპანიის სტრატეგიაში შიდა წარმოების გასაზრდელად, კიდევ ერთი ნაბიჯია. “ნაფტოგაზის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი ჭაბურღილი 1600 მეტრის სიღრმეზე იყო გაბურღული. მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელი დირექტორი გახდა, ჩერნიშოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას სურს, გაზარდოს შიდა გაზის მოპოვება და კომპანია მიზნად ისახავს 2024 წელს 14 მილიარდი კუბური მეტრის წარმოებას, მიმდინარე წლის 13,5 მილიარდი კუბური მეტრიდან. უკრაინაში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინეს  

უკრაინამ გერმანიასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

უკრაინამ უსაფრთხოების ორმხრივ ვალდებულებებთან დაკავშირებით გერმანიასთან მოლაპარაკებები დაიწყო. უკრაინის მოლაპარაკებების გუნდს პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, იგორ ჟოვკვა ხელმძღვანელობდა. მიმდინარე წლის აგვისტოში კანადა გახდა G7-ის მესამე ქვეყანა შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, რომლებთანაც უკრაინამ შესაბამისი მოლაპარაკებები დაიწყო. ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“ G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.  

უკრაინის საზღვაო ძალები: შავ ზღვაში 15 რუსული ხომალდი გავანდგურეთ, 12 დაზიანდა

უკრაინის სამხედრო ოპერაციების შედეგქად გაანადგურა 15 რუსული ხომალდი შავ ზღვაში და სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, კი, 12 სხვა ხომალდი დაზიანდა. ამის შესახებ საზღვაო ძალების სპიკერმა დმიტრო პლეტენჩუკმა განაცხადა. გენერალური შტაბის ბოლო ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან 22 გემი და ნავი დაკარგა. ოქტომბრის დასაწყისში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემი „პაველ დერჟავინი“ აფეთქების შედეგად დაზიანდა. პლეტენჩუკმა აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია, განიხილოს დამატებითი დეტალები ინციდენტისა და ზარალის შესახებ, მაგრამ დაადასტურა, რომ აფეთქებები იყო, რასაც რუსულ მხარეს ზიანი მოჰყვა.  

შოლცის მიერ თურქეთის პრეზიდენტის განცხადების აბსურდად მოხსენიების ფონზე, ერდოღანი გერმანიაში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი პარასკევს, 17 ნოემბერს გერმანიაში ხანმოკლე ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტი იმართება იმ ფონზე, როცა ორი ქვეყნის პოზიციები ისრაელსა და “ჰამასს“ შორის ომთან დაკავშირებით განსხვავებულია. ერდოანი ბოლო სამ წელიწადში, გერმანიაში პირველად ჩავიდა. გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თურქი სტუმარი ბერლინში, ბელვიუს სასახლეში მიიღო. დაგეგმილია კანცლერ ოლაფ შოლცთან ვახშამი. შეხვედრების თემებია ახლო აღმოსავლეთში ომი, მიგრაცია და გერმანიაში უდიდესი, თურქული გავლენის ისლამური კავშირის, „დითლიბის“ როლი. ერდოთანი ისრაელს ღაზის სექტორში „გენოციდში“ სდებს ბრალს, „ჰამასს“კი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, „გამათავისუფლებელი“ ორგანიზაცია უწოდა. თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელს "ტერორისტული სახელმწიფო" უწოდა. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ისრაელის ლეგიტიმურობა „ეჭვქვეშ მისივე ფაშიზმის გამო დგება“, აბსურდული უწოდა. „ისრაელი დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელიც ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის წინაშე არის ვალდებული და შესაბამისად მოქმედებს. ამიტომ, ისრაელის მიმართ მსგავსი ბრალდებები აბსურდულია,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა 16 ნოემბერს. ოლაფ შოლცი ერდოღანის კომენტარზე საუბრობს, რომლის თანახმად, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელის ლეგიტიმურობა „ეჭვქვეშ მისივე ფაშიზმის გამო დგება.“  

აზერბაიჯანმა და სერბეთმა ბუნებრივი აირის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტი გააფორმეს

აზერბაიჯანმა და სერბეთმა ბუნებრივი აირის სფეროში სტრატეგიულ დოკუმენტებს მოაწერეს ხელი. შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროსა და სერბეთის რესპუბლიკის სამთო და ენერგეტიკის სამინისტროს შორის. ხელი მოეწერა დოკუმენტს SOCAR-სა და Srbijagas-ს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის შესახებ, ასევე, გაზის გაყიდვის შესახებ შეთანხმებას SOCAR-სა და Srbijagas-ს შორის. ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ „სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტები ქმნის საფუძველს გაზის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მათ შორის პირველად, აზერბაიჯანიდან სერბეთში გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. სერბეთის რესპუბლიკის სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩ ჰანდანოვიჩმა განაცხადა, რომ „დღეს სერბეთმა და აზერბაიჯანმა თავიანთ ეკონომიკურ და ორმხრივ თანამშრომლობაში ახალი თავი გახსნეს, ხელი მოაწერეს კონტრაქტს გაზის მოცულობებზე, რომელსაც აზერბაიჯანი სერბეთს მიაწვდის. აღსანიშნავია, რომ გაზის მიწოდების გარდა, ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს სერბეთისთვის თხევადი გაწის მიწოდებას, SOCAR-თან თანამშრომლობას და კომპანიის მონაწილეობას გაზის სავაჭრო ოპერაციებში, ასევე, გაზის ელექტროსადგურების მშენებლობაში.  

15 ქართველი სამხედრო სიკვდილის შემდეგ, სამშობლოსათვის თავგანწირვისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის დაჯილდოვდა

ორბელიანების სასახლეში დღეს 1923 წლის 21 მაისს საბჭოთა ბოლშევიკური რეჟიმის მიერ ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებისათვის დახვრეტილი 15 ქართველი სამხედროს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. „სამხედრო ცენტრის“ წევრ 15 სამხედროს ეროვნული გმირის წოდება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მიენიჭა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, კონსტანტინე აფხაზი, ელიზბარ გულისაშვილი, ნიკოლოზ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, ლევან კლიმიაშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი, როსტომ მუსხელიშვილი, სიმონ მუხრან-ბატონი, ივანე ქუთათელაძე, ფარნაოზ ყარალაშვილი, დიმიტრი ჩრდილელი, ვარდენ წულუკიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი, გიორგი ხიმშიაშვილი სიკვდილის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სამშობლოსათვის თავგანწირვისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის დაჯილდოვდნენ. სახელმწიფო ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა, სადაც ამ გმირების პატივსაცემად გახსნილ ,,კოტე აფხაზის კაბინეტში“ იქნება დაცული. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, აუცილებლად აღსანიშნავია ამ პიროვნებების სიდიადე, რომლებსაც დღეს ვაჯილდოებთ ეროვნული გმირის ორდენითა და წოდებით. ,,ეს ადამიანები არიან მაგალითი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რადგან ამ ქვეყანაში, სანამ ერთი ადამიანი მაინც იარსებებს, რომელიც მზად იქნება თავდადებისთვის, ქვეყანა იქნება ძალიან ძლიერი და მას ექნება მომავალი!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ დახვრეტილ გმირთა შთამომავლები, ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები და ახალგაზრდები.

Reuters: ნიდერლანდურმა ჰოლდინგმა Yandex NV-მ შესაძლოა, ყველა რუსული აქტივი გაყიდოს

ნუდერლანდური ჰოლდინგი Yandex Yandex N.V. არამხოლოდ საკონტროლო პაკეტის, არამედ, ყველა რუსული აქტივის ერთდროულად გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემა წერს, რომ გარიგების წლის ბოლომდე დასრულებას ვარაუდობენ. დუბაის საბჭოს სხდომაზე, რომელიც ნოემბრის ბოლოს არის დაგეგმილი, მონაწილე მხარეები იმედოვნებენ, რომ დეკემბრისთვის შეთანხმებას მიაღწევენ. ნებისმიერი გარიგება საბოლოოდ, აქციონერებისა და რუსეთის მთავრობის თანხმობას მოითხოვს. Yandex-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. Yandex NV-ის დაგეგმილი რესტრუქტურიზაცია მისი ძირითადი შემოსავლის მომტანი რუსული ბიზნესების გაყიდვით, როგორიცაა მისი საძიებო და სამგზავრო მიმართულება, აქციონერთა სახსრების ანაზღაურებას ისახავს მიზნად.  შემდეგ კომპანია კიდევ ოთხი ბიზნეს ხაზის საერთაშორისო დონეზე განვითარებას გეგმავს.  

ნიდერლანდები უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 2 მილიარდ ევროს გამოყოფს

ნიდერლანდები 2024 წლისთვის უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის 2 მილიარდ ევროს გამოყოფს. ნიდერლანდების თავდაცვის უწყების თანახმად, აღნიშნული თანხა უკრაინის საჭიროებებს დაფარავს, რომელიც, მაგალითად, საბრძოლო მასალისა და უკვე მიწოდებული პლატფორმებისა და სისტემების მომსახურებაში არსებობს. ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ნიდერლანდები აგრძელებს უკრაინის დახმარებას. „2024 წლისთვის ხელმისაწვდომია 2 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება. ამ მნიშვნელოვანი თანხით ჩვენ მკაფიო სიგნალს ვაგზავნით: უკრაინას შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს,” - წერს ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი კაისა ოლონგრენი სოციალურ ქსელში. ამასთან, თავდაცვის უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნიდერლანდები უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებას 2024 წელსაც გააგრძელებს. „ნიდერლანდებს სურს, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში, რათა ქვეყანამ შეძლო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისგან თავის დაცვა. ასევე არსებობს უფრო ტექნოლოგიური აღჭურვილობის საჭიროება,” - წერია განცხადებაში. ნიდერლანდები უკრაინისთვის $532 მილიონიან დახმარებას ამზადებს - მედია  

ფინეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ფინეთმა გადაწყვიტა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცეს. ზელენსკი Twitter-ზე წერს,  რომ აღნიშნული მხარდაჭერა აძლიერებს არამხოლოდ უკრაინას, არამედ ფინეთისა და დანარჩენი ევროპის უსაფრთხოებას.  როგორც ფინეთის მთავრობის ვებგვერდზე წერია, ეს უკრაინაში სამხედრო ტექნიკის მე-20 მიწოდება იქნება. ამ პაკეტში შემავალი თავდაცვის აღჭურვილობის ჩანაცვლება ფინეთს დაახლოებით, 100 მილიონი ევრო დაუჯდება. უკრაინული მედია წერს, რომ ოპერატიული მიზეზების გამო და იმისთვის, რომ დახმარებამ დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ მიაღწიოს, დამატებითი ინფორმაცია პაკეტის შინაარსის, მიწოდების მეთოდის ან განრიგის შესახებ არ გამჟრავნდება. მთავრობამ აღნიშნა, რომ დამატებითი დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იყო როგორც უკრაინის საჭიროებები, ასევე, ფინეთის თავდაცვის ძალების რესურსები. ფინეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების მოცულობა, 1,5 მილიარდ ევროს შეადგენს.  

შარლ მიშელი კიევში ჩადის - Politico

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მომავალი კვირის დასაწყისში კიევს ეწვევა. ამის შესახებ Politico წყაროზე დაყრდნობით წერს. ვიზიტი ევროკავშირის სამიტამდე ხორციელდება, სადაც ევროკავშირის ლიდერები უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების თაობაზე ევროკომისიის რეკომენდაციას განიხილავენ. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევს ევროკომისიის რეკომენდაციების გასაჯაროებამდე ეწვია და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროკავშირის მხარდაჭერას დაჰპირდა. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა  

ზელენსკის თქმით, მოსკოვი უკრაინის საზოგადოებაში განხეთქილების დათესვას ცდილობს, რომლის მიზანიც პრეზიდენტის გადაყენებაა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოსკოვი უკრაინის საზოგადოებაში განხეთქილების დათესვას, შიდა „ქაოსის“ შექმნითა და საბოლოოდ პრეზიდენტის გადაყენებით ცდილობს. ზელენსკიმ დაზვერვის ცნობებზე მიუთითა.  „ჩვენს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომელიც ასევე მოვიდა ჩვენი პარტნიორებისგან,“ - ციტირებს მედია ზელენსკის, რომელიც დეზინფორმაციის გეგმას „მაიდან 3“-ს უწოდებს. „მაიდანი“ მათთვის გადატრიალებაა, ამიტომ ოპერაცია გასაგებია,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკი რუსეთთან დათმობებზე წასვლას არ აპირებს.