უცხოეთი

ინდოეთის ოკეანეში ჩინური ნავი ჩაიძირა

ინდოეთის ოკეანეში ჩინური სათევზაო ნავი ჩაიძირა. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს. დაკარგულია ეკიპაჟის ყველა, 39 წევრი.  ბორტზე 17 ჩინელი, 17 ინდონეზიელი და 5 ფილიპინელი წევრი იყო. ჩინური მაუწყებლის ცნობით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ჩატარების განკარგულება გასცა.შემთხვევის ადგილზე ავსტრალიიდან და რამდენიმე სხვა ქვეყნიდან სამძებრო-სამაშველო ჯგუფები ჩავიდნენ. ჩინეთმა ოპერაციაში დასახმარებლად ორი ხომალდი განათავსა.

გერმანული HENSOLDT-ი კიევს კიდევ ექვს საჰაერო თავდაცვის რადარს მიაწვდის

გერმანული HENSOLDT-ი კიევს საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, კიდევ ექვს TRML-4D მაღალი ხარისხის რადარს მიაწვდის. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურში იტყობინება. 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების შეკვეთის ფარგლებში, რადარები უკრაინას მიეწოდება წლის მეორე ნახევარში, მანამდე კი, უკრაინელი ოპერატორებს მოამზადებენ. მწარმოებელს უკრაინისთვის ასეთი ტიპის რამდენიმე რადარი უკვე მიწოდებული აქვს.   

უკრაინამ დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული შორი დისტანციის ფრთოსანი რაკეტების გამოყენება დაიწყო - CNN

ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ როდის და რა მიზნებისთვის გამოიყენეს უკრაინელმა სამხედროებმა რაკეტები. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, წერს CNN. რეზნიკოვი დიდი ბრიტანეთიდან რაკეტების მიწოდებაზე: ციკლონი მოძრაობს და თან შტორმები მოაქვს დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას მიაწოდა იარაღი, რომელსაც შეუძლია, მიაღწიოს სამიზნეებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. Storm Shadow მხოლოდ მცირედით ჩამოუვარდება აშშ-ის მიერ წარმოებულ ATACMS-ის სისტემას, რომელსაც უკრაინა დიდი ხანია, ითხოვს. ასეთ რაკეტებს შეუძლიათ, მიაღწიონ რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ კიევი გაერთიანებული სამეფოს მთავრობას დაჰპირდა, რომ არ გამოიყენებდა მათ რუსეთის შიგნით სამიზნეების დასარტყმელად. ამის ნაცვლად, უკრაინა აცხადებს, რომ ის გამოიყენებს შორ დისტანციურ იარაღს ყირიმში და უკრაინის აღმოსავლეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამეთაურო ცენტრებზე, მიწოდების ხაზებზე, საბრძოლო მასალისა და საწვავის საცავებზე თავდასხმისთვის. შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას მიაწოდა ფრთოსანი რაკეტები Storm Shadow, რაც სამხედროებს აძლევს შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობას რუსული ძალების წინააღმდეგ მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ. CNN-ს დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ Storm Shadow არის შორი დისტანციის ფრთოსანი რაკეტა სტელს კონსტრუქციით, ერთობლივად შემუშავებული დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ, რომელიც, როგორც წესი, გაშვებულია ჰაერიდან, მოქმედების რადიუსი - 250 კმ-ზე (155 მილზე) მეტი. დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს შეიძენს კრიტიკულად, Storm Shadow-ს აქვს დიაპაზონი, რომ დაარტყას ღრმად რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს აღმოსავლეთ უკრაინაში.  

რუსეთის შეტევითი პოტენციალი ამოწურულია - ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეტევითი პოტენციალი სრულიად ამოწურულია. მისივე შეფასებით, თავდაცვითი შესაძლებლობები კვლავ ძლიერია. „ის [შეტევითი პოტენციალი] სრულიად ამოწურულია, მათ ახლა დაცვისთვის აქვთ სერიოზული პოტენციალი. ეშელონირებული, სწორი, ძლიერი დაცვა ააშენეს. მაგრამ ეს უკვე ის რუსული არმია აღარ არის, რომელსაც სერიოზული შეტევითი ოპერაციების ჩატარება შეეძლო”, - განაცხადა ბუდანოვმა. ბუდანოვის თქმით, რუსეთის დაჯგუფება, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ქმედებებში იღებს უშუალო მონაწილეობას, სამხედროების დაახლოებით 370 000, ეროვნული გვარდიის 20 000 და გასამხედროებული ფორმირებების 7 000 ადამიანს ითვლის.  

ჩინეთმა უცხოურ საელჩოებს უკრაინის მხარდაჭერის ნიშნების ჩამოხსნისკენ მოუწოდა - მედია

ჩინეთმა უცხოურ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოუწოდა, არ გამოიყენონ თავიანთი შენობების გარე კედლები „პოლიტიკური პროპაგანდისთვის“, რაც, როგორც ჩანს, გულისხმობს უკრაინის მხარდაჭერის ნიშნებსაც. ამის შესახებ იაპონური სააგენტო Kyodo წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ცნობით, ამ ნაბიჯს ევროპისა და სხვა რეგიონების დიპლომატების ნეგატიური რეაქცია მოჰყვა და არცერთმა მათგანმა არ მოხსნა აბრები. Kyodo-ს ერთ-ერთმა რესპონდენტმა  განაცხადა, რომ არ არსებობს გონივრული მიზეზი იმისა, რომ სახელმწიფოს ხელი შეეშალოს თავისი განზრახვების გამოხატვაში. სააგენტოს თანახმად, პეკინში ბევრმა საელჩომ უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნადდაკიდა უკრაინის დროშის შემცველი აბრები და ჩინურ და ინგლისურ ენებზე წარწერები.  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 10 მაისით დათარიღებული შეტყობინებაში ნათქვამია, რომ საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, დაიცვან ჩინეთის კანონები და დადგენილებები, თუმცა პეკინი პატივს სცემს დიპლომატიურ იმუნიტეტს ვენის კონვენციასთან შესაბამისობაში.  

გერმანიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიდევ 34 პიკაპი გადასცა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინელ სამხედროებს ბოლო სამი კვირის განმავლობაში კიდევ 34 პიკაპი გადასცა, - RBC-Ukraine-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის საელჩო Twitter-ზე წერს. „მობილურობა მნიშვნელოვანი ფაქტორია უკრაინის თავდაცვისუნარიანობისა და სტაბილურობისთვის. უკრაინის უსაფრთხოების ძალების გასაძლიერებლად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასული სამი კვირის განმავლობაში კიდევ 34 პიკაპი გამოყო", - აცხადებენ საელჩოში. 14 მაისს,  გერმანიამ უკრაინისთვის  2,7 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.  

უკრაინის ძალებმა ბახმუტთან დაახლოებით, 20 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია დაიბრუნეს - ოფიციალური პირი

ბოლო დღეებში უკრაინელმა ჯარებმა აღმოსავლეთ ქალაქ ბახმუტის გარშემო, დაახლოებით, 20 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნეს. ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. „ბოლო რამდენიმე დღეში ჩვენმა ჯარებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 20 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია ბახმუტის გარეუბანში, ჩრდილოეთითა და სამხრეთით. ამავდროულად, მტერი გარკვეულწილად წინ მიიწევს თავად ქალაქ ბახმუტში და მთლიანად ანადგურებს ქალაქს არტილერიით“, – წერს ჰანა მალიარი სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, მტერს აქვს უპირატესობა პერსონალის და იარაღის რაოდენობით. ამასთან, უკრაინელი სამხედროების მოქმედებების შედეგად, მტრის ძალები გასული ზაფხულიდან ბახმუტის რაიონში გეგმების განხორციელებას ვერ ახერხებენ.  

მოლდოვა და აშშ „ღია ცის“ შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რაც პირდაპირი ფრენების დაწყების პირობებს შექმნის

„მოლდოვა და აშშ ხელს მოაწერენ „ღია ცის“ შეთანხმებას, რომელიც შექმნის პირობებს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დასაწყებად. ამის შესახებ ურკაინული მედიის ცნობით, კიშინოვში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ.  შეთანხმებას ხელს 18 მაისს მოაწერენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მენეჯმენტისა და რესურსების საკითხებში, რიჩარდ ვერმა და მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრი, ლილია დაბიჟა. „შეთანხმების ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს ქვეყანაში საჰაერო მომსახურების ბაზრის გახსნას და კიშინოვის საერთაშორისო აეროპორტიდან მიმართულებების დივერსიფიკაციას, რაც დადებითად აისახება დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებაზე, ასევე, ქვეყნებს შორის საინვესტიციო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებთან ღია საავიაციო სივრცის შექმნა, მოლდოვას ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს“, - წერს მედია.  

უპრეცედენტო ფორმულირება - საფრანგეთმა NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად, დეკლარაციას მოაწერა ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 15 მაისს მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც პარიზი NATO-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის სვლას მხარს უჭერს. მანამდე, უკრაინული მხარის ცნობით, ზელენსკისა და მაკრონის შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. Europetime დაინტერესდა, რას მოიცავს ეს დეკლარაცია და რა ახალი ჩანაწერი გაჩნდა დოკუმენტში იმ ფონზე, რომ კიევი მას უპრეცედენტო ფაქტად მიიჩნევს. დეკლარაციაში წერია, რომ NATO-ს ფარგლებში საფრანგეთი აგრძელებს ფოკუსირებას უკრაინის პირდაპირ მხარდაჭერაზე - საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინა-NATO-ს კომისიას, როგორც შემდგომი გაძლიერებისა და გაფართოებისთვის პლატფორმას, რომ უკრაინამ ბუქარესტის დეკლარაციის შესაბამისად წაიწიოს წინ, ევროატლანტიკური ოჯახისკენ. იმ ფონზე, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანების საგზაო რუკას ითხოვს, 15 მაისს მიღებული დეკლარაცია განსაზღვრავს უკრაინის გზას სრულუფლებიანი წევრობისკენ, მაგრამ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ეტაპით, რომლითაც კიევი ახლა არ არის კმაყოფილი. როგორც ცალკე პუნქტი, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „უკრაინა და საფრანგეთი მოუთმენლად ელიან ამ საკითხების მოგვარებას NATO-ს სამიტზე, ვილნიუსში, 2023 წლის ივლისში“. დოკუმენტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ და აღნიშნა, რომ „დეკლარაციის დამტკიცება მსგავსი ფორმულირებით ადრე უბრალოდ, შეუძლებელი იყო“. „საფრანგეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ევროატლანტიკურ ოჯახამდე მისასვლელად, მათ შორის უსაფრთხოების საერთო ინტერესების ხელშესაწყობად". საფრანგეთი და უკრაინა მოუთმენლად ელიან ამ საკითხების მოგვარებას NATO-ს სამიტზე ვილნიუსში 2023 წლის ივლისში. საფრანგეთთან დამტკიცებულმა ერთობლივმა დეკლარაციამ საშუალება მისცა უკრაინას, გააძლიეროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხმა ევროატლანტიკური მიმართულებით. საფრანგეთთან ასეთი დეკლარაციის მიღების ფაქტი და თან მსგავსი ფორმულირებით, ადრე უბრალოდ შეუძლებელი იყო დღეს კი საფრანგეთი გახდა მე-18 სახელმწიფო, რომელთანაც ერთობლივი განცხადებები გვაქვს NATO-ში გაწევრიანების შესახებ“, - ამბობს ჟოვკვა. კიევი ამ ნაბიჯს მნიშვნელოვნად თვლის იქედან გამომდინარე, რომ საფრანგეთი ევროკავშირის და NATO-ს დამფუძნებელი სახელმწიფო, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ავტორიტეტი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა და უდიდესი სამხედრო ძალაა ევროკავშირში. ამ შაბათ-კვირას ევროპის დედაქალაქებში მოგზაურობის ფარგლებში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსგავსი ფორმულირებით დეკლარაციები მიიღო იტალიისა და გერმანიის ლიდერებთანაც. უკრაინის პრეზიდენტი იტალიაში, გერმანისა და საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ, 15 მაისს ჩავიდა ლონდონში. „იტალია, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი... ჩვენ ვბრუნდებით სახლში ახალი თავდაცვის პაკეტებით. მეტი ახალი და ძლიერი იარაღი ფრონტის ხაზისთვის, მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა, მეტი დაცვა ჩვენი ხალხისთვის, მეტი დაცვა რუსეთის ტერორისგან. ყველა შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი მშვიდობის ფორმულა და ახლა უფრო დიდიფ ჩვენი პარტნიორების მზადყოფნა, დაიცვან უკრაინის ფორმულა. უფრო მეტია ჩვენი გაწევრიანების მხარდაჭერა ევროკავშირში, მეტია იმის გაგება, რომ უკრაინის გაწევრიანება გარდაუვალია. ასე რომ, ამ დღეების მთავარი შედეგებია: ახალი იარაღი უკრაინისთვის - ჩვენი გამარჯვება ახლოსაა!“ - განაცხადა ზელენსკიმ ტურნეს დასასრულს, 15 მაისის საღამოს. რას ელის კიევი ვილნიუსის სამიტისგან უკრაინა NATO-ში გაწევრიანების საგზაო რუკას ითხოვს. 28 აპრილის ინტერვიუს დროს, მიხაილო პოდოლიაკი, ვილნიუსის სამიტში მონაწილეობის ერთადერთ პირობას ასახელებდა. „ვილნიუსის სამიტში უკრაინის ინტენსიური მონაწილეობის ერთადერთი პირობაა NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული ლოგისტიკური ზუსტი გეგმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის... ჩვენ გვინდა, მივიღოთ კალენდარული გეგმა, თუ როდის ვიქნებით ალიანსში - რამდენი დრო დაგვჭირდება გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურების, ან გაწევრიანების ლოგისტიკური გეგმის გასავლელად“, - ამბობდა პოდოლიაკი. მისივე თქმით, ყველას ესმის, რომ მიღების პროცედურები ომის დროს ვერ წარიმართება, მაგრამ როგორც კი ომი უკრაინის პირობებით დასრულდება, უკრაინა ძალიან მოკლე დროში უნდა გაწევრიანდეს NATO-ში.  „მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი ნათლად არის გაწერილი ალიანსში გაწევრიანების ბიუროკრატიულ პროცედურასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პოდოლიაკმა. ის მიიჩნევს, რომ საგზაო რუკა უკრაინის გაწევრიანების პროცედურასთან დაკავშირებით, ზუსტად ვილნიუსში უნდა ჩამოყალიბდეს. 20 აპრილს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ვილნიუსში სამიტისგან პოლიტიკურ მიწვევას ელოდება. ეს პირადად განუცხადა ზელენსკიმ NATO-ს გენდმივანს, რომელიც კიევში პირველად ჩავიდა ომის დაწყების შემდეგ და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. სტოლტენბერგის თქმით, ყველა მოკავშირე თანხმდება უკრაინის გაწევრიანებაზე, მაგრამ ახლა NATO-ს მთავარ ფოკუსშია უკრაინის გამარჯვება. უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ. 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო -2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა.

კულება მოიერიშე თვითმფრინავებთან დაკავშირებით სიახლეს აანონსებს

საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პირობა დადო, რომ უკრაინისთვის თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით, მალე დამატებით სიახლეებს გააზიარებს. „ამჟამად, ინტენსიური დიპლომატიური სამუშაო მიმდინარეობს ყველა დონეზე, რაც გვაახლოებს უკრაინის საჰაერო სივრცის ეფექტიანად დახურვასთან, ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო ძალებს და ძირეულად ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - განაცხადა კულებამ.  

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ტელეგრამ-არხი შექმნა და რუსეთის მოქალაქეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ (CIA)  ტელეგრამ-არხი შექმნა და გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მოუწოდებს რუსებს, ინფორმაცია გაუზიარონ უწყებას. ორწუთიანი ვიდეოს გმირები არიან საჯარო მოხელეები ან ადამიანები, რომლებსაც წვდომა აქვთ დოკუმენტებზე. სააგენტომ ასევე გამოაქვეყნა ვიდეოინსტრუქცია, თუ როგორ უნდა დაუკავშირდნენ მას უსაფრთხოდ. 16 მაისს, დილით, ტელეგრამის არხი თითქმის 700-მა ადამიანმა გამოიწერა, იუწყება RBK. „თქვენი ინფორმაცია შეიძლება, იმაზე უფრო ღირებული იყოს, ვიდრე ფიქრობთ“, - ნათქვამია CIA-ის ტელეგრამ-არხზე. პროექტში ჩართულმა CIA-ს ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ უკრაინის ომმა რუსეთის მოქალაქეებისთვის შექმნა უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა, თავად დაამყარონ კონტაქტი შეერთებულ შტატებთან. „ჩვენ გვინდოდა, რუსებისთვის მათსავე ენაზე გვეთქვა, რომ ვიცით, რის გადატანა უწევთ“,  - ამბობს CIA-ის წარმომადგენელი ანონიმურობის პირობით. CIA მიიჩნევს, რომ უკრაინის ომმა კარგი საფუძველი შექმნა იმ რუს ბიზნესმენებთან, დიპლომატებთან და პოლიტიკოსებთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც უკმაყოფილონი არიან კრემლის ამჟამინდელი პოლიტიკით. CIA ელოდება მის მიმართ მიმართვებს, უპირველეს ყოვლისა, სამხედროებისგან, რუსეთის დაზვერვის ჩინოვნიკებისგან, დიპლომატებისგან, მეცნიერებისგან და ნებისმიერი ადამიანისგან, ვისაც აქვს ინფორმაცია რუსეთის ეკონომიკის ან მთავრობის შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ საკითხის კომენტირებისას RBK-ს განუცხადა, რომ „ძალიან მოსახერხებელი რესურსია მათი თვალთვალისთვის, ვინც [CIA-ს] მიმართავს“. ინფორმაციისთვის, შარშან ზაფხულში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარი მოქმედებების დროს მტრის მხარეზე გადასვლას ღალატთან აიგივებს. სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა მუხლი, რომელიც სასჯელს ითვალისწინებს უცხოეთის სადაზვერვო სამსახურებთან რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული „კონფიდენციალური თანამშრომლობისთვის“. ეს მუხლი თავისუფლების რვა წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.  

ტურისტული პაკეტები შესაძლოა, უახლოეს ორ კვირაში გამოჩნდეს - რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია საქართველოზე

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტურისტული პაკეტები რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენით რუსული ტუროპერატორების ასორტიმენტში, შესაძლოა, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში გამოჩნდეს. „იმისთვის, რომ შემოგთავაზოთ ტურები პირდაპირი ფრენებით, ავიაბილეთები დაჯავშნის გლობალურ სისტემებში (GDS) უნდა გამოჩნდეს. ეს შეიძლება მოხდეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში“, - განაცხადეს რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში. ამასთან, რუსეთის ტურების ოპერატორების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი არტურ მურადიანი არ გამორიცხავს, რომ ფრენების აღდგენის შემდეგ, საქართველოში რუსეთიდან ავტობუსების ტურები განახლდეს. რუსული მედიის ცნობით, ,მურადიანი ამბობს, რომ წელიწადში 1 მილიონი ტურისტი რეალური ციფრი იქნება იმ შემთხვევაში თუ, რუსეთსა და საქართველოს შორის საკმარისი რაოდენობის ავიარეისები შესრულდება, თუ არსებული შეზღუდვები მოიხსნება და თუ ტურიზმის სატრანზიტო მიმართულებები შესაბამისად განვითარდება. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

მედიის ცნობით, უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2.7 მილიონი დოლარის ქრთამის აღებისთვის დააკავეს

3 მილიონი დოლარის ქრთამის აღებისთვის, უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი დააკავეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალურ ანტიკორუფციულ პროკურატურაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. მისივე თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ვსევოლოდ კნიაზევმა, ქრთამი აიღო პირებისგან, რომლებიც ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდნენ. ზენაეს სასამართლოში დაადასტურეს, რომ გამოაშკარავდა მასშტაბური კორუფცია, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობისა და მოსამართლეების მიერ არასათანადო სარგებლის მიღების სქემა. ვსევოლოდ კნიაზევი უკრაინის უზენაეს სასამართლოს 2021 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს. ცნობისთვის, 19 აპრილს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ წინა ინსტანციების გადაწყვეტილება შეცვალა და ჟევაგოს პოლტავის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის აქციების 40%-ზე მეტი დაუბრუნა. განახლება: უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ოფიციალურად დაადასტურეს ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ვსევოლოდ კნიაზევის დაკავება. კნიაზევი ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.  

შუა დერეფანს სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა უერთდებიან

ამ წლის მეორე ნახევრიდან, კიდევ სამი ქვეყანა - სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა შეუერთდებიან ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (TITR), რომელიც ასევე ცნობილია, როგორც შუა დერეფანი. ამის შესახებ TITR ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, გაიდარ აბდიკერიმოვმა აზიის კონფერენციაზე, ალმათიში განაცხადა. „მომდევნო ხუთ წელიწადში დაახლოებით, ხუთი მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდება ინფრასტრუქტურასა და შუა დერეფანში ეფექტიანობის გაუმჯობესებაში. TITR მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ბაზრებთან ცენტრალური აზიის მწარმოებლების ინტეგრაციაში“, - განაცხადა აბდიკერიმოვმა. მან ხაზი გაუსვა, რომ TITR-ის ინიციატორები აზერბაიჯანი, ყაზახეთი და საქართველო იყვნენ. „ამ მარშრუტის მიზანი საქონლის ტრანზიტის უზრუნველყოფაა ისეთი ქვეყნების მეშვეობით, როგორიცაა, ჩინეთი, ყაზახეთი, კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, უკრაინა, პოლონეთი და რუმინეთი. ეს რვა ქვეყანა პროექტზე 2017 წლიდან მუშაობს. მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან, მათ შეუერთდებიან სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა. გარდა ამისა, ჩვენ ველით, რომ შემოგვიერთდებიან ავსტრია, უნგრეთი და გერმანია. ასევე ძალიან აქტიურად არიან დაინტერესებულნი ფრანგი ექსპედიტორები“, - განაცხადა აბდიკერიმოვმა. შუა დერეფნის მეშვეობით, წელს 2 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირებაა მოსალოდნელი - ყაზახეთის პრემიერი აბდიკერიმოვმა ისიც აღნიშნა, რომ მარცვლეულის ექსპორტის ძირითადი მიმართულება TITR-ის ფარგლებში არის თურქეთი, კერძოდ, მერსინის პორტი, სადაც დიდი მარცვლეულის ბირჟაა განთავსებული. 2022 წელს, TITR-ის მიერ ტვირთის გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 1,48 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2,5-ჯერ, - 898 000 ტონით მეტია 2021 წელთან შედარებით. ცნობისათვის, 7 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფენციაზე განაცხადა, რომ შუა დერეფანში სატარიფო პოლიტიკა უნდა იყოს საერთო.  შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა „შუა დერეფანი აზერბაიჯანი-საქართველო, ძალიან აქტიურნი ვართ ამ დერეფანში და მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და ტვირთბრუნვის მოცულობა გაიზრდება და ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით. როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება შუა დერეფნით და შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები“, - აღნიშნა ალიევმა. როგორც ცნობილია, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა.  ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.  კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.

მოსკოვი „ხედავს ნიშნებს“, რომ მის წინააღმდეგ სანქციებს შესაძლოა, შუა აზიის ზოგიერთი ქვეყანაც შეუერთდეს

ცენტრალური აზიის ზოგიერთი ქვეყნისგან რუსეთი ხედავს მინიშნებას, რომ ისინი შესაძლოა, შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ ცალმხრივი ეკონომიკური შეზღუდვების დაუშვებლობისა და არალეგიტიმურობის შესახებ რუსეთის და ცენტრალური აზიის ქვეყნების პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა ამის მიუხედავად, ზოგიერთ მათგანს გარისკვა არ სურს. ამის შესახებ რუსული მედიასაშუალებები წერენ. სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელიც ცენტრალურ აზიას ეძღვნებოდა, გალუზინი ამტკიცებდა, რომ რუსეთი არავის კარნახობს საგარეო და შიდა პოლიტიკურ კურსს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის", „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის" და დსთ-ის ფარგლებში აღებულ ურთიერთვალდებულებებს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამასთანავე აღნიშნა, რომ რუსეთში დარწმუნებულნი არიან, რომ "ცენტრალური აზიის დედაქალაქებში კარგად ხედავენ და ესმით, რომ რუსეთთან კავშირების ხელოვნურად დანგრევას მოჰყვება გაცილებით მძიმე ზარალი, ვიდრე მეორადი სანქციებისგან დანახარჯს“. შეგახსენებთ, უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი ამ დრომდე არ შეერთებიან. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყნის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ერთად, 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე, „დიდ სამამულო ომში" გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრო.  

უკრაინა: ოკუპანტებმა დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში, სულ მცირე, 6 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და 5 დაჭრეს

გასულ დღეს, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში სულ მცირე, 6 ადამიანი მოკლეს და 5 დაჭრეს სარაკეტო თავდასხმების შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.  უკრაინა აცხადებს, რომ 49 შეტევა მოიგერია "15 მაისს რუსმა თავდამსხმელებმა დონეცკის რეგიონის ქალაქ ავდიივკას 4 მაცხოვრებელი მოკლეს. გარდა ამისა, ოკუპაციის დროს მოკლული ერთი ადამიანის ცხედარი იქნა აღმოჩენილი სოფელ ბოგოროდიშინეში. კიდევ ოთხი სამოქალაქო პირი დაიჭრა დონეცკის ოლქში," - წერს კირილენკო Telegram-ზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

ყაზახეთი და ევროკავშირი სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით, ოფიციალურ კონსულტაციებს იწყებენ

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მურატ ნურტლეუ ევროკომისარს საშინაო საქმეთა საკითხებში, ილვა იოჰანსონს შეხვდა. ყაზახეთის საგარეო უწყების ცნობით, მოლაპარაკების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ ოფიციალური კონსულტაციების დაწყებაზე ყაზახეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ. იოჰანსონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია ყაზახეთთან ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებით და მოწოდებულია, გააფართოოს კონტაქტები მოქალაქეებს შორის. კომისრის თქმით, ყაზახეთსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განზომილებაა რეგულარული კულტურული და ჰუმანიტარული გაცვლის შენარჩუნება. საგარეო უწყება განმარტას, რომ 2017 წლიდან ყაზახეთმა ცალმხრივად შემოიღო უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს მოქალაქისთვის, რათა ბიზნეს თანამშრომლობა, ტურიზმი და ადამიანების კონტაქტები განავითარონ.  

მაკრონი ამბობს, რომ მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად, „კარი ღიაა“

საფრანგეთმა „კარი გაუღო“ უკრაინელი მფრინავების გადამზადებას მოიერიშე თვითმფრინავებისთვის, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 15 მაისს ინტერვიუში, რომელსაც Le Monde-ს ციტირებს. ტრენინგი „შეიძლება, დაიწყოს ახლა", - განუცხადა მაკრონმა TF1 მაუწყებელს და აღნიშნა, რომ ის შეიძლება, „რამდენიმე სხვა ევროპულ ქვეყანასთან ერთდ ჩატარდეს.  „ვფიქრობ, ამერიკელებთან დისკუსიები მიმდინარეობს“, - აღნიშნა მაკრონმა სხვა დეტალების დაზუსტების გარეშე. შეგახსენებთ, 15 მაისს, ზელენსკის ვიზიტისას გამოცხადდა, რა დახმარებას გადასცემს საფრანგეთი უკრაინას. საფრანგეთი უკრაინას ათობით ჯავშანტექნიკას და მსუბუქ ტანკს, მათ შორის AMX-10RC-ს გადასცემს. საფრანგეთი გაწვრთნის რამდენიმე ბატალიონს ათობით ჯავშანტექნიკით და მსუბუქი ტანკით, მათ შორის AMX-10RC-ით. სამხედრო დახმარების გარდა, საფრანგეთი უკრაინას სამოქალაქო დახმარებასაც უწევს, მათ შორის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და გადაუდებელ მხარდაჭერას. ასევე აღსანიშნავია, რომ ზელენსკიმ „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის“ შექმნის საკითხზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დიდი ბრიტანეთიდან დააანონსა. უკრაინის პრეზიდენტი იტალიაში, გერმანისა და საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ, 15 მაისს ჩავიდა ლონდონში. „ამჟამად ვმუშაობთ მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნაზე და ჩემი ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში ნაწილობრივ ამისკენ არის მიმართული. ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა ზელენსკიმ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.  

სუნაკი უკრაინას ჰპირდება, რომ დიდი ბრიტანეთი „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის“ მთავარი ნაწილი იქნება

დასავლეთისთვის უფრო მოწინავე მოიერიშე თვითმფრინავების მოწოდება რჩება ზელენსკის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. რიში სუნაკისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი იქნება „კოალიციის ქვეყნების ძირითადი ნაწილი", რომელიც უზრუნველყოფს ასეთ მხარდაჭერას. გაერთიანებული სამეფო უკრაინელი მფრინავების საბაზისო მომზადების ახალ პროგრამას დაიწყებს. „ჩვენს ინტერესშია უკრაინის წარმატება“, - აღნიშნა სუნაკმა. ზელენსკიმ „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის“ შექმნის საკითხზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დიდი ბრიტანეთიდან დააანონსა. უკრაინის პრეზიდენტი იტალიაში, გერმანისა და საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ, 15 მაისს ჩავიდა ლონდონში. „ამჟამად ვმუშაობთ მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნაზე და ჩემი ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში ნაწილობრივ ამისკენ არის მიმართული. ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა ზელენსკიმ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, 15 მაისს, ზელენსკის ვიზიტისას გამოცხადდა, რა დახმარებას გადასცემს საფრანგეთი უკრაინას. საფრანგეთი უკრაინას ათობით ჯავშანტექნიკას და მსუბუქ ტანკს, მათ შორის AMX-10RC-ს გადასცემს. საფრანგეთი გაწვრთნის რამდენიმე ბატალიონს ათობით ჯავშანტექნიკით და მსუბუქი ტანკით, მათ შორის AMX-10RC-ით. სამხედრო დახმარების გარდა, საფრანგეთი უკრაინას სამოქალაქო დახმარებასაც უწევს, მათ შორის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და გადაუდებელ მხარდაჭერას.  

უკრაინა აცხადებს, რომ 49 შეტევა მოიგერია

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ფრონტის ძირითადი მიმართულებებით - ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით, მოწინააღმდეგის 49 შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „ქალაქ ბახმუტისთვის „ცხელი“ შეტაკებები გრძელდება. ქალაქის წინააღმდეგ შეტევითი მოქმედებების გარდა, ოკუპანტები წარუმატებლად ცდილობდნენ წინსვლას ივანოვსკოეს დასახლების მიმართულებით“, - აცხადებენ გენშტაბში. მათივე ცნობით, მოწინააღმდეგის დაბომბვის შედეგად დონეცკის ოლქის რამდენიმე დასახლება დაზარალდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.