უცხოეთი

Reuters: რუსეთი ინდოეთს სთხოვს, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სათადარიგო ნაწილებით დაეხმაროს

მოსკოვმა ნიუ-დელის მიმართა, რომ მანქანების, თვითმფრინავების და მატარებლების სათადარიგო ნაწილებით დაეხმაროს, რადგან რუსეთი ახლა  საერთაშორისო სანქციების გამო ამ მიმართულებით შეზღუდულია და ეს პროდუქცია, სასიცოცხლო მრეწველობის მუშაობის შესანარჩუნებლად სჭირდება. როგორც Reuters ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს, სიაში, რომელიც მოსკოვმა ნიუ-დელის გაუგზავნა 500-მდე ნივთია. სააგენტო განმარტავს, რომ ეს სია შესაძლოა კიდევ დაზუსტდეს და უცნობია, რა სათადარიგო გაიგზავნება რუსეთში, მაგრამ Reuters-ის წყარომ ინდოეთის მთავრობაში განაცხადა, რომ „სია თავისი მოცულობით უჩვეულოა“. Reuters აღნიშნავს, რომ სია 14 გვერდისგან შედგება. რუსეთი ითხოვს დაახლოებით 200 ნივთს მეტალურგიისთვის და ბევრ კომპონენტს საავტომობილო და საავიაციო ინდუსტრიისთვის. ჩამონათვალშია დგუშები, ზეთის ტუმბოები და აალების კოჭები, ბამპერები, უსაფრთხოების ღვედები, სადესანტო მოწყობილობების კომპონენტები, საწვავის სისტემები, საკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, სამაშველო ჟილეტები და თვითმფრინავის საბურავები. ჩამონათვალში ასევე ნახსენებია ნედლეული ქაღალდისა და სამომხმარებლო შეფუთვის წარმოებისთვის, ასევე ტექსტილის, მათ შორის ქსოვილისა და საღებავების წარმოებისთვის მასალები და აღჭურვილობა. ინდოეთი ცდილობს გაზარდოს ვაჭრობა რუსეთთან, მაგრამ ზოგიერთი კომპანია შიშობს, რომ ეს შეიძლება დაექვემდებაროს დასავლეთის სანქციებს. თავად მოსკოვის მოთხოვნა, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის რუსეთში ვიზიტამდე რამდენიმე კვირით ადრე გაკეთდა. უწყების განმარტებით, ვიზიტის დროს ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის გაზრდის აუცილებლობა განიხილეს.  

დმიტრო კულებამ NATO-ს იარაღის წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ს იარაღის წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა.  „NATO-ს ქვეყნებს სასწრაფოდ სჭირდებათ იარაღის წარმოების გაზრდა“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, ბუქარესტში, ალიანსის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ბრძოლის ველზე გრძელვადიან პერსპექტივაში გამარჯვება, მეტი იარაღის წარმოებაში ინვესტიციის გარეშე შეუძლებელია.  „არ არის საჭირო თვეების დახარჯვა იმ ქვეყნებთან, რომლებსაც უკრაინისთვის პოლიტიკური მიზეზების გამო იარაღის მიწოდება არ სურთ. იმის მაგივრად, რომ მათ იმედზე ვიყოთ და თვეები დავხარჯოთ მათ დასარწმუნებლად, ჩვენ უნდა დავიწყოთ წარმოება, რათა არ გავხდეთ დამოკიდებული მესამე ქვეყნების ახირებებზე, რომლებსაც მარაგი აქვთ, მაგრამ არ სურთ მისი გაზიარება", - განაცხადა კულებამ.  ამასთან, კულებამ დააზუსტა, რომ უკრაინას ყველაზე მეტად საჰაერო თავდაცვის სისტემები, ტანკები და საწარმოო ხაზები სჭირდება.   

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.  "გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი - დაახლოებით 88 380; ტანკი - 2 911; ჯავშანტექნიკა - ​5 866; საარტილერიო სისტემა - 1 901; სარაკეტო სისტემა - 395; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 209; თვითმფრინავები - 280; ვერტმფრენი - 261", - ნათქვამია ინფორმაციაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ოკუპანტებმა ხერსონი და ხერსონის რეგიონის 30 დასახლება გასულ კვირაში 258-ჯერ დაბომბეს - ზელენსკი

რუსეთის ძალებმა ხერსონი და ხერსონის რეგიონის 30 დასახლება გასულ კვირაში 258-ჯერ დაბომბეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. "რუსეთის ძალებმა ხერსონი და ხერსონის რეგიონის 30 დასახლება გასულ კვირაში 258-ჯერ დაბომბეს. მოგიწოდებთ, მზად იყოთ ელექტროენერგიის კრიზისის გაგრძელებისთვის, ტემპერატურის ვარდნისა და სიცივის ფონზე", - წერს ზელენსკი. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პოდოლიაკმა რუსი სამხედრო დამნაშავეების სპეციალური ტრიბუნალისთვის ადგილი განსაზღვრა

იალტა - ქალაქი ყირიმში, სამხრეთ უკრაინაში, რომელიც იმ დროისთვის გათავისუფლდება, შესანიშნავი ადგილი იქნება რუსი სამხედრო დამნაშავეების სპეციალური ტრიბუნალისთვის. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. „რაც დაიწყო ყირიმში, იქვე უნდა დასრულდეს. სხვა გზა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ვაიძულოთ კლეპტომანიები პატივი სცენ საერთაშორისო კანონს“, - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.  მანამდე მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ექვს თვეში ეწვევა იალტის სანაპიროს, თავისუფალ ყირიმზე სასაუბროდ. უფრო ადრე უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ყირიმი შესაძლოა, მომავალ ზაფხულზე ადრე, შესაძლოა, გაზაფხულის ბოლოს გათავისუფლდეს.  

უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა, მტრის თავდასხმა 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის თავდასხმები ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 10 დასახლებაში მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. "უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის თავდასხმები ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 10 დასახლებაში მოიგერიეს. უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, 3 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რიში სუნაკი: დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების „ოქროს ხანა“ დასრულდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების „ოქროს ხანა“ დასრულდა.  მისი თქმით, დიდ ბრიტანეთს ახლა ესაჭიროება, რომ ოცნების ასრულებაზე ფიქრები, კონკურენტების მიმართ „მტკიცე პრაგმატიზმით“ ჩაანაცვლოს. რიში სუნაკი ჩინეთში BBC-ის ჟურნალისტის დაკავების საკითხსაც შეეხო. „ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩინეთი სისტემურ გამოწვევას უქმნის ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს, გამოწვევა, რომელიც უფრო მწვავე ხდება, როდესაც ის უფრო დიდი ავტორიტარიზმისკენ მიიწევს“, - აღნიშნა სუნაკმა. მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფოსა და ჩინეთის ურთიერთობების ოქროს ეპოქა დასრულებულია, გულუბრყვილო იდეასთან ერთად, რომ მეტი ვაჭრობა დასავლეთთან გამოიწვევს ჩინეთის პოლიტიკურ რეფორმას. „ოქროს ხანა“ დასრულდა, ისევე, როგორც „მიამიტური იდეა“, რომ დასავლეთთან ვაჭრობის ზრდა ჩინეთის პოლიტიკურ რეფორმას გამოიწვევდა. არ შეიძლება ჩინეთის გლობალური მნიშვნელობის უგულებელყოფა ისეთ საკითხებში, როგორიცაა გლობალური ეკონომიკური სტაბილურობა და კლიმატური ცვლილებები", - განაცხადა სუნაკმა. ამასთან, რიში სუნაკის თქმით, დიდი ბრიტანეთი იმუშავებს თავის მოკავშირეებთან, მათ შორის აშშ-სთან, კანადასთან, ავსტრალიასთან და იაპონიასთან ამ მწვავე კონკურენციის სამართავად.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არასოდეს მიიღებს ბრძანებებს მოსკოველი „ამხანაგებისგან“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინა არასოდეს იქნება ნგრევის ადგილი. უკრაინა არასოდეს მიიღებს ბრძანებებს მოსკოველი „ამხანაგებისგან“.  მისი თქმით, მიმდინარე კვირაში რუსეთის არმიამ ხერსონის რაიონის 30 დასახლებულ პუნქტის წინააღმდეგ 258-ჯერ გაისროლა.  „ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს ხერსონი და რეგიონის მთელი რიგი დასახლებები. სულ რაღაც ერთ კვირაში მტერმა 258-ჯერ გაისროლა ხერსონის რაიონის 30 დასახლებული პუნქტში. რუსეთის ჯარმა ასევე დააზიანა სატუმბი სადგური, რომელიც მიკოლაივის წყალმომარაგებას უზრუნველყოფდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ ოკუპანტების მიერ დანგრეული ყველა ობიექტი, ყველა სახლი, ყველა საწარმო. მათ არაფერი ძალუძთ, გარდა ნგრევისა. ეს არის ის, რასაც ისინი ტოვებენ. და, რასაც ახლა აკეთებენ უკრაინის წინააღმდეგ, არის შურისძიების მცდელობა. შურისძიება იმ ფაქტის გამო, რომ უკრაინელებმა არაერთხელ დაიცვესთავი მათგან. უკრაინა არასოდეს იქნება ნგრევის ადგილი. უკრაინა არასოდეს მიიღებს ბრძანებებს ამ მოსკოველი „ამხანაგებისგან“", - განაცხადა ზელენსკიმ.  

უკრაინის ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ვინიცის ოლქის ქალაქ ლადიჟინშ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივ თბოელექტროსადგურზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. განცხადება ვინიცის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ბორზოვმა გააკეთა. გადაწყვეტილება ორშაბათს, 28 ნოემბერს, ტექნოლოგიური და გარემოს დაცვისა და საგანგებო სიტუაციების ვინიცის რეგიონულმა კომისიამ მიიღო. რუსეთის თავდასხმამ ლედიჟინის თბომომარაგების ქსელში ავარია გამოიწვია, რის შედეგადაც 18000 მცხოვრები გათბობის გარეშე დარჩა. „სასწრაფოდ საჭიროა სამოქალაქო დაცვის ძალებისა და საშუალებების, სამხედრო სარდლობის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის საწარმოების კოორდინაცია. საგანგებო შტაბი უკვე მუშაობს“, -აღნიშნა უკრაინის ოფიციალურმა პირმა.  

აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს

შეერთებული შტატები დღეს აპირებს, უკრაინის ელექტროგადამცემი შესაძლებლობების აღსადგენად, დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადოს. „სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სამშაბათს გამოაცხადებს ახალ დახმარებას, რათა დაეხმაროს უკრაინის ელექტროგადამცემი შესაძლებლობების აღდგენას რუსული თავდასხმების ფონზე, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ენერგეტიკული ქსელის გათიშვას“, - იუწყება Reuters სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. როგორც აღინიშნა, განცხადება გაკეთდება ბუქარესტში ახალი ენერგეტიკული საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის დროს, რომელიც მოიცავს G7 და სხვა ქვეყნებს.  

ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლის მონაცემის გაჟონვისთვის, Meta $277 მილიონით დაჯარიმდა

Bloomberg-ის ცნობით, ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ, რომელიც ევროკავშირის კონფიდენციალურობის მთავარი დამკვირვებელია, აშშ-ს მულტინაციონალური ტექნოლოგიური კომპანია Meta, ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის გაჟონვისთვის $277 მილიონით დააჯარიმა.  მედიის ცნობით, გამოძიება ეხებოდა ჰაკერულ ვებსაიტზე პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნებას Facbook-ის 533 მილიონი მომხმარებლის შესახებ მათი ტელეფონის ნომრებისა და ელექტრონული ფოსტის მისამართების ჩათვლით. კომპანიის განცხადებით, პრობლემა აღმოაჩინეს და  ჯერ კიდევ 2019 წელს აღმოფხვრეს. ჯარიმის გამოცხადების შემდეგ, Meta-მ განაცხადა, რომ ადამიანების მონაცემების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვა ამ ბიზნესის ფუნქციონირებისთვის ფუნდამენტურია და კომპანია სრულად თანამშრომლობს მარეგულირებლებთან.  

დმიტრო კულებას თქმით, ენერგოკრიზისის დასაძლევად უკრაინას ტრანსფორმატორები და საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება

ენერგოკრიზისის დასაძლევად ქვეყანას სჭირდება ტრანსფორმატორები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში, ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „იმისთვის, რომ აღვადგინოთ ენერგოსისტემა, ჩვენ გვჭირდება ორი რამ: ტრანსფორმატორები, ეს არის ენერგოსისტემის ყველაზე დიდი ნაწილი და გვჭირდება საჰაერო თავდაცვა, რათა ჩამოვაგდოთ მტრის რაკეტები, რომლებითაც ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ხორციელდება“, – განაცხადა კულებამ. მისივე თქმით, რუსული რაკეტებისგან თავდაცვის სისტემების გარეშე ენერგეტიკული კრიზისი გაგრძელდება, რადგან აღდგენილ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას კვლავ სარაკეტო დარტყმებით გაანადგურებენ. „ეს წრე უნდა გავარღვიოთ. გვჭირდება ორი ელემენტი – სათადარიგო ნაწილები ენერგეტიკული სისტემისთვის და რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მის დასაცავად“, – აღნიშნა კულებამ.  

თურქეთში ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინეს

თურქეთის ქალაქ ადანაში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს. ადანაში ჩუკუროვის რაიონში აღმოჩენილი ნავთობის მარაგი 8-10 მილიონ ბარელს შეადგენს. ინფორმაციის თანახმად, დარგის განვითარებით მიღებული ეკონომიკური სარგებელი 800 მლნ აშშ დოლარად არის შეფასებული. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვება დაახლოებით 350-400 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს. მედიის ცნობით, საბადოზე 10 ჭაბურღილი გაიბურღება, დღიური წარმოება კი ათას ბარელს მიაღწევს.  

Eni: 2025 წლისთვის, იტალია რუსულ გაზს სრულად ჩაანაცვლებს

2025 წლისთვის იტალიაში რუსული გაზი სრულად ჩანაცვლდება. ამის შესახებ მედია ენერგოკომპანია Eni-ს აღმასრულებელ დირექტორზე კლაუდიო დესკალციზე დაყრდნობით იუწყება. მისი თქმით, 2023 წელს რუსული გაზის წილი იტალიის ბაზარზე 6-7% იქნება. ამჟამად რუსული გაზი 50%-ით ჩანაცვლდა. დესკალციმ აღნიშნა, რომ იტალიის ხელისუფლებამ გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროების ძებნა თებერვალში დაიწყო, მიმართა აფრიკის ქვეყნებს, ახლო და შორეულ აღმოსავლეთს და შეერთებულ შტატებს. „ჩვენ უკვე მოვახერხეთ 21-23 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის - 50%-ის ჩანაცვლება, 2025 წელს კი 100%-ით ჩანაცვლდება“, - განაცხადა Eni-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.   

ბაქომ ერევანს 13 სომეხი სამხედროს ცხედარი გადასცა

ბაქომ ერევანს, აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის რეგიონში დაპირისპირებისას დაღუპული 13 სომეხი სამხედროს ცხედარი გადასცა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და დაკარგული მოქალაქეების სახელმწიფო კომისიაში განაცხადეს. „სამძებრო სამუშაოების დროს აღმოჩენილი 13 სამხედრო მოსამსახურის ნეშტი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით სომხურ მხარეს გადაასვენეს“, - ნათქვამია ანგარიშში. სახელმწიფო კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაცემამდე ცხედრები, აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლების მონაწილეობით გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდათ.  

Reuters: კრემლმა ვატიკანს შუამავლობაზე უარი უთხრა

Reuters-ის ცნობით, კრემლი მიესალმება ვატიკანის შეთავაზებას, უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების პლატფორმის უზრუნველყოფაზე, , მაგრამ რუსეთში აცხადებენ, რომ კიევის პოზიციის გამო ეს შეუძლებელია. რომის პაპი კიევსა და მოსკოვს შუამავლობას სთავაზობს: მშვიდობა იარაღით ვერ მიიღწევა „რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამგვარ პოლიტიკურ ნებას, მაგრამ დე ფაქტო და დე იურე სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც ახლა შეიქმნა უკრაინაში, ასეთი პლატფორმა ვერ იქნება მოთხოვნადი“, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. დაახლოებით 10 დღის წინ, რომის პაპმა ფრანცისკემ, განაცხადა, რომ ვატიკანი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის ფუნქცია შეასრულოს, რათა ომი დასრულდეს.  

იენს სტოლტენბერგი: განვიხილავთ უკრაინის, საქართველოსა და სხვა პარტნიორების გაძლიერების საკითხს

აქ, ბუქარესტში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს, რათა გაძლიერდეს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის, ისევე როგორც სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის წინაშე დგანან - ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის დედაქალაქში ვიზიტისას განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება NATO-სთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.  „რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ NATO აძლიერებს ყოფნას ბალტიიდან შავ ზღვამდე. ჩვენ განვათავსეთ ახალი საბრძოლო ჯგუფები, მათ შორის ის, რომელსაც საფრანგეთი აქ, რუმინეთში ხელმძღვანელობს. კანადური მოიერიშე თვითმფრინავები აგრეთვე გვეხმარებიან თქვენი ცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და აშშ-ის Patriot-ის რაკეტები თქვენს თავდაცვას აძლიერებენ. ეს მკაფიო გზავნილია, რომ NATO აქ არის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც საჭიროა, რათა დავიცვათ ყველა მოკავშირე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.  

კაჩინსკი: გერმანია ვერ გაბედავს რუსული რაკეტების ჩამოგდებას, სჯობს, Patriot-ი უკრაინას გადავცეთ

პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართლიანობის“ თავმჯდომარე, იაროსლავ კაჩინსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინისთვის გერმანული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის მომხრეა. პოლონეთმა გერმანიას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემა სთხოვა „ეს რაკეტები გამოდგება ამ ომში, მაგრამ გამოადგება იქ, სადაც გამოიყენებენ. ჯერჯერობით, გერმანიის პოზიცია არაა საკმარისად დამაჯერებელი, რომ  რუსული რაკეტების ჩამოგდების გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა კაჩინსკიმ. მისი თქმით, დასავლეთ უკრაინაში განთავსების შემთხვევეში, რაკეტები ძალიან კარგად დაიცავდა პოლონეთს, დაიცავდა ინფრასტრუქტურასა და ასევე უკრაინის მოქალაქეებს.  ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და  გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.  

ნიდერლანდების სპეცსამსახურები: ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან საფრთხეები იზრდება

რუსეთი და ჩინეთი სულ უფრო მეტად ემუქრებიან ნიდერლანდების უსაფრთხოებას და ეს დიდწილად ისეთი საერთაშორისო მოვლენების შედეგია, როგორიცაა უკრაინის ომი. ამის შესახებ ნიდერლანდების უსაფრთხოების სამსახურების AIVD-ისა და MIVD-ის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, უსაფრთხოების სამსახური მიიჩნევს, რომ ნიდერლანდები „მიმზიდველი სამიზნეა ჯაშუშური საქმიანობისთვის". ეს ნაწილობრივ განპირობებულია ნიდერლანდებში „ენერგორესურსების ტრანზიტისთვის მიწისქვეშა მილების“, „მაღალ განვითარებული ციფრული ინფრასტრუქტურის“ და „კომპანიებისა და ინსტიტუტების მაღალი ხარისხის ცოდნით“. მოხსენების თანახმად, ნიდერლანდების ეკონომიკის უსაფრთხოებას, სულ უფრო მეტად ემუქრება საფრთხეები. ანგარიშის მიხედვით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს უქმნის ნიდერლანდებში განათლების სფეროს უსაფრთხოებას. ჩინეთი, რომელიც სამსახურების თქმით, არის მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორი მრავალ სფეროში, იყენებს როგორც ლეგალურ, ისე არალეგალურ მეთოდებს ტექნოლოგიების მოსაპოვებლად. „ცოდნის ქურდობა და ინფორმაციის გაჟონვა შეიცავს არასასურველი სამხედრო გამოყენებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის რისკს“, - ნათქვამია მოხსენებაში. სამსახურები ასევე აცხადებენ, რომ სხვა ქვეყნების ჩარევა კვლავ საფრთხეს უქმნის ნიდერლანდების სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობას და ამ შემთხვევაში ძირითადად რუსეთზე მიუთითებენ. მაგალითად, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი იყენებს ევროპის დამოკიდებულებას გაზზე, რათა ეკონომიკური დარტყმა მიაყენოს ქვეყნებს და გამოიწვიოს სოციალური არეულობა. მოხსენების თანახმად, უკრაინის ომი არის „წყალგამყოფი რუსეთს, ნიდერლანდებსა და მოკავშირეებს შორის“. MIVD-ის დირექტორი იან სვილენსი აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვამ GRU-მ გასულ წელს ნიდერლანდებში ფიზიკური პირებისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების როუტერები გატეხა.  

კიევი-პეჩორის ლავრასა და ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში ჩხრეკის შემდეგ, სისხლის სამართლის ორი საქმე აღძრა

პეჩორის სასულიერო სემინარიასა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში (მოსკოვის საპატრიარქო) ჩხრეკის შემდეგ, უკრაინის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის ორი საქმე აღძრა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში ჩხრეკას ატარებს საქმე ეხება რასობრივი, ეროვნული ან რელიგიური კუთვნილების მიხედვით მოქალაქეთა თანასწორობის დარღვევის ფატქებს.  „უსაფრთხოების სამსახურმა აღმოაჩინა ქსენოფობიური და სიძულვილის შემცველი შინაარსის ბროშურები და წიგნები სხვა ეროვნებისა და რელიგიების შესახებ შეურაცხმყოფელი ფაბრიკაციებით. ლიტერატურის უმეტესი ნაწილი რუსი ავტორებისაა და რუსეთის ფედერაციის სტამბებშია გამოცემული", - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხების სამსახურის განცხადებაში. კიევი-პეჩორის ლავრაში ჩხრეკის შედეგები ცნობილია როგორც შეტყობინებაშია აღნიშნული, საუბარია „პროპაგანდისტულ მასალებზე, რომლებიც უარყოფენ უკრაინელი ხალხის არსებობას, მათ ენას, ასევე უკრაინის სახელმწიფოებრიობის უფლებას“. შეგახსენებთ, რომ კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა 22 ნოემბერს ჩატარდა.