უცხოეთი

ზელენსკი მოუწოდებს ეუთოს, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა რუსეთზე ზეწოლისა და ომის შეჩერების მიზნით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია, გამოყენებული იყოს ყველა ეროვნული და საერთაშორისო შესაძლებლობა ტერორისტულ სახელმწიფოზე ზეწოლის განსახორციელებლად. ამის შესახებ მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მე-20 საშემოდგომო სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „იმისთვის, რომ საბოლოოდ შევაჩეროთ ომის თვეები და დავიწყოთ მშვიდობის წლების ათვლა, აუცილებელია, გამოვიყენოთ ყველა ეროვნული და საერთაშორისო შესაძლებლობა ტერორისტულ სახელმწიფოზე ზეწოლისთვის. იყავით ლიდერები ამ კუთხით და იყავით ლიდერები მშვიდობისკენ მოძრაობაში“, - მიმართა ზელენსკიმ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას. კიევის მერის ინფორმაციით, 24 ნოემბრის დილის მონაცემებით, დედაქალაქის 70% იყო დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე, რადგან რუსეთი განაგრძობს ქვეყნის რეგიონების კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას.

ევროკავშირი: წლის ბოლომდე გამოქვეყნდება ანგარიში, რომელიც ევროკავშირის კანონთა კრებულთან მიმართებით, საქართველოს პროგრესს შეაფასებს

წლის ბოლომდე გამოქვეყნდება ანგარიში, რომელიც ევროკავშირის კანონთა კრებულთან მიმართებით, სამი ქვეყნის პროგრერის შესახებ დეტალურ ანალიზს მოიცავს. ამის შესახებ Europetime-ს ევროკავშირის სპიკერმა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით განუცხადა. „საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც მოწოდებულია, პატივი სცეს და ხელი შეუწყოს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. კომისიის დასკვნის მიხედვით, საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მისცა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად კომისიის მოსაზრების შემდეგ, საბჭო ასევე გამოვიდა რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი როგორც კი გარკვეული პრიორიტეტები შესრულდება. ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ამ პროცესში შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად, რათა ქვეყანა მის ევროპულ გზაზე წინ წავიდეს. სამუშაოს სია მკაფიოა და ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს (როგორც ყოველთვის) ამ პროცესში. მოსაზრებების დასასრულებლად, წლის ბოლომდე გამოქვეყნდება ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ევროკავშირის კანონთა კრებულთან მიმართებით, სამი ქვეყნის სიტუაციის შესახებ დეტალურ ანალიზს მოიცავს. 2023 წლიდან, გაფართოების ყოველწლიური პაკეტი სამ ქვეყანას შეეხება, ის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესზე ანგარიშს მოიცავს. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, როგორც ამას აკეთებდა დამოუკიდებლობის შემდგომი წლების განმავლობაში. ჩვენ, როგორც მეგობრები და პარტნიორები, საქართველოს დემოკრატიასა და ეკონომიკაში ინვესტიციებს მუდმივად ვახორციელებთ“, - განუცხადა Europetime-ს ევროკავშირის სპიკერმა. ჩვენი ლიდერები მომავალი წლის ბოლოს, ევროკავშირის საბჭოში იმსჯელებენ საქართველოსა და გაწევრიანების მსურველი სხვა ქვეყნების პროგრესზე. დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს მხარემ საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა საკმაოდ ამბიციური ვადები და მუშაობა ახლაც მიმდინარეობს 12 პრიორიტეტებზე საპარლამენტო კომიტეტებში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 24 ნოემბერს განაცხადა.  ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

ლუკაშენკო რუსეთთან მოლაპარაკებებზე: ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად მოლაპარაკებებია საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინას, სრული განადგურებით ემუქრება. ამის შესახებ პოლიტიკოსმა, ერევანში CSTO-ს სამიტის ფარგლებში რუსი ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.  „ყველაფერი უკრაინის ხელშია. არა იმიტომ, რომ მსურს ეს თემა ზელენსკის ან უკრაინაზე გადავიტანო. მართლაც, ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია“, - განაცხადა ლუკაშენკომ.  „თუ უკრაინას არ სურს ხალხის სიკვდილი და დიდი რაოდენობით, მაშინ კონფლიქტი უნდა შეწყდეს. ჩვენ უნდა შევჩერდეთ, ეს უნდა შევაჩეროთ. რადგან შემდგომში მოხდება უკრაინის სრული განადგურება“, - აღნიშნა ლუკაშენკომ. ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ დროთა განმავლობაში ხალხებს შორის ურთიერთობა აუცილებლად აღდგება, როგორც ეს არაერთხელ მოხდა ისტორიაში, თუნდაც მრავალი წლის რთული კონფლიქტების შემდეგ, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.  

ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი მზადდება

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ფინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტს ამზადებს.  რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი მისი თქმით, ევროპა ვერ დაისვენებს, სანამ უკრაინა პუტინს არ დაამარცხებს. „ჩვენ ვმუშაობთ, რათა რუსეთს დავარტყათ იქ, სადაც ყველაზე მეტად სტკივა და მის მიერ ომის წამოების უნარი ბოლომდე ჩავახშოთ. შემიძლია დღეს უკვე დავაანონსო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მეცხრე პაკეტზე", – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი 6 ოქტომბერს დაამტკიცეს.   

Politico: აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთი უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს

აშშ შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთს უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენება შეუძლია. ოფიციალური პირები არ თვლიან, რომ არსებობს გარდაუვალი საფრთხე, მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ მოსკოვს შეუძლია, გამოიყენოს იარაღი, თუ იგი გააგრძელებს პოზიციების დაკარგვას უკრაინაში. მათ შორის არის იარაღი, რომელსაც ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლას უკავშირებენ. ამის შესახებ გამოცემა Politico ექვს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. Politico-ს ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, რუსეთმა შესაძლოა, გამოიყენოს ნივთიერებები, რაც დასავლეთს გაურთულებს მოსკოვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პენტაგონის ოფიციალური პირები გამოცემასთან აცხადებენ, რომ აშშ ფლობს სადაზვერვო მონაცემებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენება გარდაუვალია. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ბევრი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ზამთარში საბრძოლო მოქმედებები შენელდება და ვერცერთი მხარე ვერ შეძლებს მნიშვნელოვან წინსვლას. პოლ გობლი: ზამთრის ამინდი გაართულებს სახმელეთო შეტევებს, საჰაერო თავდასხმები გახდება „დომინანტური“

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან დღემდე რუსმა სამხედროებმა 85 720 თანამებრძოლი დაკარგეს. "ლიკვიდირებულია დაახლოებით 85720 (+310) ჯარისკაცი. ტანკები - 2898 (+1). ჯავშანტექნიკა - 5837 (+7), საარტილერიო სისტემები - 1889 (+2). საჰაერო თავდაცვის სისტემები - 209, ვერტმფრენები - 261, თვითმფრინავი - 278, ფრთოსანი რაკეტები - 531 (+51), სპეცტექნიკა - 161", - ნათქვამია ინფორმაციაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უნგრეთის მთავრობამ, უკრაინას დახმარებისთვის €187 მილიონი გამოუყო

უნგრეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას ევროკავშირის მიერ დაგეგმილი 18 მილიარდამდე ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტში საკუთარი წვლილი შეიტანოს და უკრაინას 187 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება გაუწიოს. ვიქტორ ორბანი: უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, თუმცა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენებს დაზუსტებული ინფორმაციით, უნგრეთის ბიუჯეტიდან თანხები უკრაინას 2023 წელს გადაირიცხება.  დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მოაწერა.  

რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართეს შეხვედრა - Reuters

რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები გასულ კვირას შეხვდნენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რათა განეხილათ სამხედრო ტყვეების გაცვლის შესაძლებლობა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ სამმა წყარომ განაცხადა. სანაცვლოდ, საუბარია უკრაინის გავლით რუსული ამიაკის ექსპორტის აღდგენაზე. წყაროების თქმით, მოლაპარაკებები ყურის არაბული სახელმწიფოს შუამავლობით მიმდინარეობდა და არ მოიცავდა გაეროს, მიუხედავად გაეროს ცენტრალური როლისა მოლაპარაკებაში. არცერთი მხარე არ აკეთებს ოფიციალურ კომენტარს ამასთან დაკავშირებით. უკრაინის ელჩმა თურქეთში კი, ვასილ ბოდნარმა Reuters-ს განუცხადა, რომ „სამხედრო ტყვეების გათავისუფლება რუსული ამიაკის ექსპორტის გახსნის შესახებ მოლაპარაკებების ნაწილია. „რა თქმა უნდა, ჩვენ ვეძებთ ამის გაკეთების გზებს ნებისმიერ შემთხვევაში“, - აღნიშნავს ელჩი. მანვე აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, შედგა თუ არა შეხვედრა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. პუტინმა 23 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსი ოფიციალური პირები იმუშავებენ ევროპის პორტებში ჩარჩენილი რუსული სასუქების განბლოკვაზე და ამიაკის ექსპორტის განახლებაზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 სექტემბერს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის გავლით რუსული ამიაკის ექსპორტის აღდგენის იდეას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინას სამხედრო ტყვეებს დაუბრუნებს. გაერომ რუსეთს შესთავაზა, რომ სასუქების მწარმოებელი Uralchem-ის საკუთრებაში არსებული ამიაკის გაზი მილსადენით გადასულიყო უკრაინის საზღვარზე, სადაც მას ნედლეულით მოვაჭრე ამერიკული კომპანია Trammo ყიდულობდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ტრანზიტი შეჩერდა.  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ კიევი არ დათანხმდება რაიმე შეთანხმებას, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს.

ჩავუშოღლუ: არსებობს რისკი, რომ ომი ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება და არა ბრძოლის ველზე. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს. მან თურქეთის ძალისხმევასაც გაუსვა ხაზი. ჩავუშოღლუს თქმით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი NATO-ში ერთადერთი ლიდერია, რომელსაც შეუძლია, თანაბრად შეხვდეს რუს და უკრაინელ კოლეგებს.  მინისტრის განმარტებით: „ალიანსის ქვეყანა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ შევხვდებით რუსეთს ან სხვა ქვეყნებს. აუცილებელია ამ ბალანსის კარგად შენარჩუნება". „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ომი  ადგილზე დასრულდება, სამხედრო მიღწევებით. მიუხედავად ამისა, არსებობს რისკი, რომ ომი შეიძლება, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს. მარტთან შედარებით, ახალ პირობებში, ახალი რეალობებია. ეს უფრო რთული გახდა... ეს არც ისე ადვილია, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების ცალკეულ ორდღიან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელიც სტამბოლში, მარტის ბოლოს გაიმართა, ჩავუშოღლუმ განაცხადა: „როდესაც ჩვენ ერთად შევიკრიბეთ სტამბოლში, მხარეები ძალიან ახლოს იყვნენ ცეცხლის შეწყვეტასთან. მაგრამ შემდეგ, „ჯადოსნური ხელის“ მეშვეობით, მხარეები მაგიდას შორდებიან“.

ბორელის თქმით, კოსოვომ და სერბეთმა ავტომობილების სარეგისტრაციო ნომრებთან დაკავშირებული დავა მოაგვარეს

კოსოვომ და სერბეთმა ავტომობილების სარეგისტრაციო ნომრებთან დაკავშირებული დავის მოგვარება შეძლეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელის თქმით, ბელგრადი შეწყვეტს კოსოვოს ქალაქების კოდებით საავტომობილო ნომრების გაცემას, პრიშტინა კი, უარს იტყვის სერბული ნომრებით რეგისტრირებული ავტომობილების ხელახლა გადარეგისტრირებაზე. „ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას კოსოვოსა და სერბეთს შორის, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ შემდგომი ესკალაცია. ჩვენ განვიხილავთ მომავალ ნაბიჯებს ორ მხარეს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ჩვენი წინადადების ფარგლებში“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა Twitter-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში. შესაბამისი ვიდეო ევროკავშირის სპიკერმა პიტერ სტანომ გაავრცელა. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებდნენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოეყენებინათ. ამის გამო საზღვარზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. 20 ნოემბერს მთავრობამ განაცხადა, რომ 22 ნოემბრიდან დამრღვევები 150 ევრო ჯარიმას გადაიხდიან. გეგმა ითვალისწინებს სერბული სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანებისთვის რეგისტრაციის შეცლას 21 აპრილამდე. ევროპის კავშირმა კოსოვოს მოუწოდა, მანქანების მფლობელებს რეგისტრაციის შეცვლისთვის მეტი დრო მისცეს. 

გერმანია 5000 უკრაინელ სამხედროს მოამზადებს

გერმანია მხარს უჭერს უკრაინას რუსულ ტერორთან ბრძოლაში და უკრაინელი სამხედროების მომზადებას ჰპირდება. 5000 უკრაინელი სამხედროს მომზადება ზაფხულისთვის იგეგმება. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინე ლამბრეხტმა 23 ნოემბერს ბუნდესტაგში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი.  „ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ დღეებში უკრაინის ძალიან სწრაფი მხარდაჭერა, რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო ტერორის ფონზე. Iris-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა უფრო ეფექტიანია და ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს“, - განაცხადა ლამბრეხტმა. ამასთან, ლამბრეხტმა უარყო მისი კრიტიკა გადაწყვეტილების გაჭიანურების, ბუნდესვერის არასაკმარისი შეიარაღებისა და ასევე უკრაინის არასაკმარისი დახმარების გამო.   

NATO-ს მოკავშირეებმა რუმინეთში საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები გამოსცადეს

ფრანგულ MAMBA-ზე დაფუძნებულმა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემამ მოკავშირეთა მოიერიშე თვითმფრინავების იმიტირებული საჰაერო თავდასხმა მოიგერია. წვრთნები 23 ნოემბერს ჩატარდა. რუტინულ გამოცდაში მონაწილეობდნენ მოკავშირეთა მებრძოლები, მათ შორის F-16 თურქეთიდან, ესპანური მოიერიშეები, აშშ-ს E/A 18G Growler ელექტრონული საომარი თვითმფრინავი და საფრანგეთის საზღვაო ძალების Rafale მებრძოლები, რომლებიც ავიამზიდ შარლ დე გოლიდან დაფრინავენ. ალიანსის განცხადებით, რუმინეთში 2022 წლის მაისიდან განლაგებული MAMBA აძლიერებს NATO-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემას (IAMD). „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში“, - განაცხადა NATO-ს სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ. „ეს მოიცავს ჩვენი საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვნად გაზრდას მეტი გამანადგურებელი და სადაზვერვო თვითმფრინავით. ასეთი წვრთნები უზრუნველყოფს NATO-ს ძალების ერთად მოქმედების შესაძლებლობას და მზადყოფნას, უპასუხონ ნებისმიერ საფრთხეს ნებისმიერი მიმართულებიდან“, - აღნიშნავს სპიკერი.   

პოლონეთმა გერმანიას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემა სთხოვა

პოლონეთმა მისთვის შეთავაზებული Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ მან სთხოვა გერმანიას, უკრაინაში გაეგზავნა პოლონეთისთვის შეთავაზებული პატრიოტის ტიპის რაკეტების გამშვები მოწყობილობები. მისი თქმით, ეს დაიცავს უკრაინას შემდგომი სიკვდილისგან და გათიშვისგან და გაზრდის უსაფრთხოებას აღმოსავლეთ საზღვარზე. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და  გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.

ავღანეთში, „თალიბანის“ წევრებმა სახალხოდ 12 ადამიანი გაამათრახეს

ავღანეთში, საფეხბურთო მოედანზე „თალიბანის“ წევრებმა სახალხოდ 12 ადამიანი გაამათრახეს. დაზარალებულთა შორის სამი ქალია. როგორც ცნობილია, მათ ბრალად ედებოდათ „მორალური დანაშაულების“ ჩადენაში, როგორიცაა ღალატი, ქურდობა და ჰომოსექსუალური კავშირები.  

გერმანიამ პოლონეთს, საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი შესთავაზა

გერმანიამ ვარშავას, სარაკეტო თავდაცვის სისტემა „პატრიოტი“, რათა მას, გასულ კვირას უკრაინის საზღვართან რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ, საჰაერო სივრცის დაცვაში დაეხმაროს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა განაცხადა. „ჩვენ შევთავაზეთ პოლონეთს საჰაერო სივრცის უსაფრთხოების მხარდაჭერა - ჩვენი Eurofighters-სა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებით“, - თქვა ლამბრეხტმა. სახმელეთო თავდაცვის სისტემები, როგორიცაა Raytheon's Patriot-ი, რაკეტების გასანეიტრალებლადაა შექმნილი.  ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და  გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.  

რუსეთი სულ უფრო მეტად მიმართავს საზარელ თავდასხმებს - თეთრი სახლი

რუსეთი სულ უფრო მეტად მიმართავს საზარელ თავდასხმებს, - ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში რუსეთის მიერ ელექტროენერგიის წარმომქმნელ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმებს გმობს. აშშ უკრაინას დამატებით $400 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუწევს „რუსეთი სულ უფრო მეტად მიმართავს საზარელ თავდასხმებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დამსჯელი დარტყმებით, რომელიც აზიანებს ენერგეტიკული ქსელის ინფრასტრუქტურას და ისინი ამას მიზანმიმართულად აკეთებენ ზამთრის მოახლოებისას“, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა, ადრიენ უოტსონმა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ფაშინიანმა ОДКБ-ს სამიტზე, დოკუმენტების ხელმოწერაზე უარი განაცხადა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტზე, კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს დეკლარაციის პროექტებისა და სომხეთის დასახმარებელი ერთობლივი ზომების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა.  სამიტზე გამოსვლისას, რომელიც ერევანში მიმდინარეობს, ფაშინიანმა ორგანიზაციას მოუწოდა, სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მოქმედებებს პოლიტიკური შეფასება მისცეს.  ფაშინიანის თქმით, მოკავშირეებმა უნდა აიძულონ აზერბაიჯანი, რომ ჯარები გაიყვანოს მის მიერ დაკავებული სომხური ტერიტორიებიდან. საპირისპირო მოქმედება „შეიძლება ნიშნავდეს ОДКБ-ს უარს სამოკავშირეო ვალდებულებების შესრულებაზე“. შეგახსენებთ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრები არიან სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ბელარუსი.   

შოლცის თქმით, ამ ზამთარს გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოება გარანტირებულია

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ამ ზამთრის სეზონისთვის ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება „გარანტირებულია". მედია: ევროკავშირმა რუსული გაზის ტრანზიტი, სრულად ჩაანაცვლა „ამ ზამთრის სეზონისთვის, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება გარანტირებულია, რადგან გერმანიის მთავრობამ გაბედული ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით. ამასთან, შინამეურნეობები და კომპანიები მთელი ქვეყნის მასშტაბით ზოგავენ ენერგიას”, - განუცხადა შოლცმა ბუნდესტაგს. „არაფრის კეთება ძალიან ძვირი დაგვიჯდებოდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებშო პოლიტიკის ნაკლოვანებების აღმოფხვრა დავიწყეთ, რამაც თავის დროზე რუსეთზე ცალმხრივ დამოკიდებულებამდე მიგვიყვანა“, - აღნიშნა შოლცმა. შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ იგი იზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გეოპოლიტიკური ევროპის მიზანს, რომელიც „მნიშვნელოვნად ქმედითუნარიანია“. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციისთვის ფართომასშტაბიანი ანტირუსული სანქციები დააწესეს. სანქციებმა, სხვა საკითხებთან ერთად, გავლენა მოახდინა ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე. ამ ფონზე ევროპა ენერგეტიკული კრიზისის, საწვავის ფასების ზრდისა და ნედლეულის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა.  

დენის მონასტირსკი: სარაკეტო თავდასხმების შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა

შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა, რომ დღეს სარაკეტო თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.  რუსეთის ძალების მიერ, კიევზე განხორციელებული შეტევისას დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა „რუსეთი აგრძელებს მასიური სარაკეტო დარტყმებს უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე. დღეს განხორციელედა სამი დარტყმა მრავალსართულიან შენობებზე. სამწუხაროდ, 10 ადამიანი დაიღუპა. მხოლოდ 10 ოქტომბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით რუსებმა, ჩვენს ტერიტორიაზე თითქმის 600 სარაკეტო შეტევა განახორციელეს“, - წერს მინისტრი. მიმდინარეობს კიდევ ერთი მასიური თავდასხმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე - პოდოლიაკი მან აღნიშნა, რომ რუსეთმა განახორციელა ზაპოროჟიეს სამშობიარო საავადმყოფოს დაგეგმილი დაბომბვა, სადაც მხოლოდ ქალები, ჩვილები და სამედიცინო პერსონალი იმყოფებოდა.   

ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ

ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. „იმედის გენერატორების“ ინიციატივა, რომელიც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერის დარიო ნარდელამ წამოიწყეს, მიზნად ისახავს ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და სატელეფონო ხაზები. „ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა გამოავლინეს შესანიშნავი სოლიდარობა უკრაინის მიმართ ჰუმანიტარულ, სამხედრო და ფინანსურ ფრონტებზე. ახლა მათ სჭირდებათ პრაქტიკული მხარდაჭერა ზამთრის გადასატანად", - თქვა მეცოლამ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მოუწოდა ევროპის ყველა ქალაქს და რეგიონს შეუერთდნენ „იმედის გენერატორების“ კამპანიას.