უცხოეთი

თოყაევი: ყაზახეთი მზადაა, ევრაზიის მთავარი ციფრული ჰაბი გახდეს

ყაზახეთის სტრატეგიული მიზანია ევრაზიულ სივრცეში, ერთ-ერთი უდიდესი ციფრული ცენტრი გახდეს. ამის შესახებ ყაზახეთის სახელმწიფოს მეთაურმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა Digital Bridge ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. თოყაევის თქმით, ამ დროისთვის ყაზახეთი ყველაზე გაციფრულებული სახელმწიფოების ტოპ 30-ეულშია და ბევრ განვითარებულ ქვეყანას უსწრებს. „ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურად გავამარტივოთ მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება და მივაღწიოთ ყველასთვის თანაბარ შესაძლებლობებს. ამისათვის საჭიროა გადავიდეთ საჯარო ადმინისტრაციის დიჯითალიზაციის თვისობრივად ახალ ფორმატზე - უხილავ მთავრობაზე. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი აქცენტი ადამიანზე, მის საჭიროებებსა და ინტერესებზეა ორიენტირებული“, - განაცხადა თოყაევმა. მეორე პრიორიტეტად თოყაევმა IT ინდუსტრიისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა დაასახელა.  „ამ ბოლო დროს აშშ-ში შეხვედრები გავმართე ისეთი კომპანიების ხელმძღვანელობასთან, როგორიცაა Microsoft, Epam, Coursera. მიღწეულია კონკრეტული შეთანხმებები ყაზახეთში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ლოკალიზაციის შესახებ“, - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ყაზახეთის ბაზარი იზიდავს ღრუბლოვანი გამოთვლების უმსხვილეს მოთამაშეებს, როგორიცაა Microsoft Azure, Amazon Web Services, Google Cloud და სხვა.  

Reuters: აშშ უკრაინისთვის ახალ, $1.1 მილიარდის დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს

აშშ უკრაინისთვის ახალ, $1.1 მილიარდის დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მეთიუ ბრაიზა: უკრაინამ დაამტკიცა, რომ გამარჯვება შეუძლია და კიდევ უფრო დიდი რაოდენობით HIMARS-ის სარაკეტო სისტემას იმსახურებს მათივე ცნობით, დახმარება მოიცავს HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს, თანმხლებ საბრძოლო მასალას, დრონების საწინააღმდეგო და სარადარო სისტემებს, სათადარიგო ნაწილებს, ტრენინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერას. "კიდევ უფრო დიდი რაოდენობით Himars-ს, (ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა, რედ.) სარაკეტო სისტემას, რომელსაც რუსული ძალების წინააღმდეგ დამანგრეველი ეფექტი აქვს.  ნახეთ, ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო მკაფიოდ გამოხატავს იმას, რომ მისი მიზანია, უკრაინამ მოიგოს ომი და რუსეთი დამარცხდეს. უკრაინის კონტრშეტევა სერიოზული აქტივია კიევის სასარგებლოდ, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება ნიშნავს, რომ რუსეთი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.  უკრაინული მედია: რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები გამოაცხადეს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჯორჯა მელონი: უკრაინას შეუძლია იტალიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

იტალიის მმართველი მემარჯვენე პარტიის „იტალიის ძმების“ ლიდერი, ჯორჯა მელონი, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უკრაინას მხარდაჭერას დაჰპირდა. იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა ამის შესახებ მან Twitter-ზე, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მილოცვის პასუხად დაწერა. „ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, თქვენ იცით, რომ შეგიძლიათ ჩვენი ერთგული მხარდაჭერის იმედი გქონდეთ უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის. იყავით მტკიცე და შეინარჩუნეთ თქვენი ურყევი რწმენა!" - წერს მელონი. შეგახსენებთ, რომ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა.   

ISW: უკრაინის ჯარები აძლიერებენ პოზიციებს ლიმანთან, რუსული არმიის შეტევა ბახმუტზე წარუმატებლად დასრულდა

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) იტყობინება, რომ უკრაინული ძალები აძლიერებენ პოზიციებს დონეცკის რეგიონში ლიმანთან ახლოს, აგრძელებენ ქალაქთან მიახლოებას და უფრო და უფრო მეტ ახალ დასახლებებს ათავისუფლებენ.  ISW-ის ექსპერტები უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ 26 და 27 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი აიღეს ლიმანის ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილოეთით რამდენიმე სოფელზე. გარდა ამისა, ამერიკული ინსტიტუტი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინული არტილერია ცეცხლის ქვეშ აკონტროლებს ქალაქში რუსული ჯარების მომარაგების ბოლო გზას, რომელიც გადის სვატოვოს, მაკიივკასა და ტერნის გავლით. ლიმანის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქ ტორსკოესა და იამპოლში უკვე ნახეს უკრაინული სადაზვერვო და დივერსიული ჯგუფები. რაც შეეხება ბახმუტის რეგიონში (ერთადერთი უკრაინის ქალაქი, სადაც რუსული ჯარები ახორციელებენ აქტიურ შეტევაზე) ვითარებას, ISW-ის რეზიუმეში ნათქვამია, რომ 27 სექტემბერს ეს თავდასხმები წარუმატებლად დასრულდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინის შეიარაღებული ძალები, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში შეტევას აძლიერებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში შეტევას აძლიერებენ. ამავდროულად, რუსეთი ამზადებს უფრო სტაბილურ თავდაცვას, რადგან უკრაინის შეტევამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ლუგანსკის რეგიონის ნაწილებს. იუწყება ბრიტანული დაზვერვა. „უკრაინული ძალები ნელ-ნელა მიიწევენ მდინარეების ოსკოლისა და სევერსკი დონეცის აღმოსავლეთით მინიმუმ ორი მიმართულებით. ხერსონის რეგიონში მძიმე ბრძოლები გრძელდება“, - ნათქვამია ანგარიშში. ასევე, ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი აგრძელებს ბახმუტის რაიონში წინსვლის „მცდელობებს“, მიუხედავად იმისა, რომ მას ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე სერიოზული ზეწოლა ემუქრება. დაზვერვა აღნიშნავს, რომ ამის უკან შესაძლოა, პოლიტიკური ზეწოლა იყოს, რადგან რუსეთი იყენებს სამხედრო ძალებს, რომლებსაც შეუძლიათ გააძლიერონ მისი სხვა საბრძოლო ფლანგები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ირანში, სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ირანში, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალლოვანი უწყების წარმომადგენლებმა, დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ამასთან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ქალთა უფლებების დამცველი ფაიზა რაფსანჯანი, რომელიც ირანის ექსპრეზიდენტის ქალიშვილია. როგორც ცნობილია, ძლიერი პროტესტის გამო, ქვეყანაში შეზღუდულია ინტერნეტი. Reuters-ის ცნობით, ირანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, პროტესტისა და საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დარღვევის ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდეს.  სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ერთკვირიანი არეულობის დროს, სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური ცნობები არ გამოქვეყნებულა. ცნობისთვის, ირანში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, საპროტესტო აქციები 16 სექტემბერს დაიწყო.   

ლატვიამ, რუსეთის საზღვართან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ლატვიის მთავრობამ მოსკოვის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის გამო, რუსეთთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სპეციალური რეჟიმი 28 სექტემბრიდან ამოქმედდა და სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება,  ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.  ანგარიშში ნათქვამია, რომ საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის ალუქსნეს, ბალვისა და ლუძას რაიონებში იმოქმედებს. რეჟიმი ასევე ვრცელდება პორტებზე, აეროპორტებზე, სასაზღვრო პუნქტებსა და რკინიგზაზე. ლატვიის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შემცირების მიზნით, პედეძის სასაზღვრო პუნქტს ხურავს. ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა საზღვრის გადაკვეთაზე რუსეთის მოქალაქეების ზედამხედველობის გაძლიერების შესახებ, ბრძანება მიიღო. მანამდე ლატვიამ გადაწყვიტა ჰუმანიტარული ვიზები რუსეთის იმ მოქალაქეებზე არ გასცენ, რომლებსაც სურთ ჯარში გაწვევის თავიდან აცილება ან საზღვრის გადაკვეთა, თუ უკვე აქვთ შენგენის ვიზა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება „უსაფრთხოების მოსაზრებებით“ ახსნა. იმავდროულად, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ბულგარეთის შემდეგ, მის მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა, დატოვონ რუსეთი და თავი შეიკავონ ქვეყანაში მოგზაურობისგან.  

პიტერ სტანო: ევროკავშირი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის ორგანიზატორთა წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის ორგანიზატორთა და დამკვირვებელთა წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.  უკრაინული მედია: რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები გამოაცხადეს „ამ რეფერენდუმების ნებისმიერი მხარდაჭერა უკანონოდ ითვლება... მაგრამ წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, მოხვდებიან თუ არა კონკრეტული პირები სანქციების რეჟიმის ქვეშ. თითოეულ შემთხვევაზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღება. შედეგები ყველა იმ ადამიანისთვის მოჰყვება, ვინც უკანონო, არალეგიტიმურ რეფერენდუმში მონაწილეობდა“, - განაცხადა სტანომ.  21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირობა დადო, რომ უკრაინელები შეძლებენ, გამოიყენონ შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული იარაღი თავისი ტერიტორიის დასაბრუნებლად, მათ შორის იმ რეგიონებში, რომლებიც რუსეთმა შესაძლოა, მალე ანექსირებულად გამოაცხადონ. „უკრაინას აქვს აბსოლუტური უფლება, დაიცვას თავი მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, დაიბრუნოს ტერიტორიები, რომლებიც უკანონოდ მიიტაცა რუსეთმა“, - განაცხადა ბლინკენმა. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა 27 სექტემბერს, ონლაინ ბრიფინგზე, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. უფრო ადრე, Europetime-თან ინტერვიუში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა აღნიშნავდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო მკაფიოდ გამოხატავს იმას, რომ მისი მიზანია, უკრაინამ მოიგოს ომი და რუსეთი დამარცხდეს. „უკრაინის კონტრშეტევა სერიოზული აქტივია კიევის სასარგებლოდ, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება ნიშნავს, რომ რუსეთი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს.

ვოლოდიმირ ზელენსკი: წინ მივდივართ და ვათავისუფლებთ ჩვენს მიწას

პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინელი დამცველები წინ მიიწევენ და ათავისუფლებენ უკრაინის მიწას. უკრაინელმა სამხედროებმა, ხარკოვის ოლქში 454 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს „ფრონტთან დაკავშირებით, მოკლედ და ჯერჯერობით დეტალების გარეშე ვიტყვი, თუმცა კარგი დეტალები იქნება: წინ მივდივართ და ვათავისუფლებთ ჩვენს მიწას “. მანამდე, ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა დაადასტურა, რომ მდინარე ოსკოლის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ურბანული ტიპის დასახლება კუპიანსკ-უზლოვი დეოკუპირებულია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

იენს სტოლტენბერგი რუსეთს „სახიფათო ბირთვული რიტორიკის“ გამო აფრთხილებს

ბირთვული ომი ვერ იქნება მომგებიანი და რუსეთს ეს ძალიან ნათლად უნდა ესმოდეს, მაშინ როცა, მისი ლიდერები სულ უფრო მეტად მიმართავენ სახიფათო „ბირთვულ“ რიტორიკას. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტში სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის შეხვედრაზე. „ატომური იარაღის ნებისმიერი გამოყენება აბსოლუტურად მიუღებელია, ის მთლიანად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს და რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ომი ვერ იქნება მომგებიანი და ის არ უნდა იყოს გამოყენებული“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ ეს არ არის იმის ვარაუდი, რომ რუსეთი ამჟამად გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. „ეს არის ის, რასაც NATO სერიოზულად უნდა მოეკიდოს. „და ამიტომ, ჩვენ ვუგზავნით მკაფიო გზავნილს, რომ ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.  

უკრაინული მედია: რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები გამოაცხადეს

მოსკოვის მიერ კონტროლირებადი დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მარიონეტები ამტკიცებენ, რომ თითქმის ყველა მცხოვრებმა ხმა მისცა რუსეთთან შეერთებას. უილიამ კორტნი: კრემლის პროპაგანდისტების აზრით, „რეფერენდუმების“ შემდეგ უკრაინელები ამ ტერიტორიებს ვერ შეეხებიან. დასავლეთი ასე არ ფიქრობს მოსკოვი ცდილობს, გამოიყენოს ყალბი რეფერენდუმი, რომელიც უკრაინის ცნობით, იარაღის მუქარით, 23-27 სექტემბერს ჩატარდა - უკრაინის მიწების უკანონოდ ანექსიის მიზნით, როგორც ეს ყირიმში, 2014 წელს გააკეთა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირობა დადო, რომ უკრაინელები შეძლებენ, გამოიყენონ შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული იარაღი თავისი ტერიტორიის დასაბრუნებლად, მათ შორის იმ რეგიონებში, რომლებიც რუსეთმა შესაძლოა, მალე ანექსირებულად გამოაცხადონ. „უკრაინას აქვს აბსოლუტური უფლება, დაიცვას თავი მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, დაიბრუნოს ტერიტორიები, რომლებიც უკანონოდ მიიტაცა რუსეთმა“, - განაცხადა ბლინკენმა. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა 27 სექტემბერს, ონლაინ ბრიფინგზე, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. უფრო ადრე, Europetime-თან ინტერვიუში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა აღნიშნავდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო მკაფიოდ გამოხატავს იმას, რომ მისი მიზანია, უკრაინამ მოიგოს ომი და რუსეთი დამარცხდეს. „უკრაინის კონტრშეტევა სერიოზული აქტივია კიევის სასარგებლოდ, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება ნიშნავს, რომ რუსეთი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უილიამ კორტნი: პუტინი სტალინის გზას დაადგა

„ამ ომში როგორც მონაწილეობის, ასევე მსხვერპლის არაპროპორციულად მაღალი წილი სწორედ არარუსებზე მოდის. და ეს სარკესავით იმეორებს საბჭოთა კავშირის დროინდელ პრაქტიკას, როდესაც სტალინმა ომის ნარატივი რუსულ ნაციონალიზმზე დააშენა, და ეს იმის ფონზე, რომ რუსულ ჯარში არარუსული წარმოშობის მქონე ხალხის კოლოსალური რაოდენობა მსახურობდა“, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი ყაზახეთსა და საქართველოში ულიამ კორტნი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებს. „მეც ვიტყოდი, რომ პრეზიდენტი პუტინი ცალსახად სტალინის გზას ადგას. და ერთობ ირონიულია ის ფაქტი, რომ ნაციონალიზმზე გაკეთებული აქცენტების ფონზე, უკრაინაში ომში გაწვეულთა, და შემდგომ, დაღუპულთა უმრავლესობა არარუსი იქნება. უკვე ვიხილეთ ახალწვეულებით სავსე ავტობუსების ფოტოები ბურიატიიდან. ამ ომში როგორც მონაწილეობის, ასევე მსხვერპლის არაპროპორციულად მაღალი წილი სწორედ არარუსებზე მოდის.  და ეს სარკესავით იმეორებს საბჭოთა კავშირის დროინდელ პრაქტიკას, როდესაც სტალინმა ომის ნარატივი რუსულ ნაციონალიზმზე დააშენა, და ეს იმის ფონზე, რომ რუსულ ჯარში არარუსული წარმოშობის მქონე ხალხის კოლოსალური რაოდენობა მსახურობდა. ცხადად იმატებს იმ სცენარის ალბათობა, რომელშიც პუტინის რეჟიმი თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობს. ამასვე მოწმობს კრემლის ბოლოდროინდელი, ერთიმეორეზე უფრო ახირებული განცხადებებიც. იზრდება განცდა, რომ პუტინი და მისი ამფსონები სულ უფრო და უფრო მოწყვეტილნი არიან რეალობას, ისინი სულ უფრო და უფრო იზოლირებული არიან რუსი ხალხისგან და რუსეთში ეს ყოველთვის ზრდის მთავრობის ცვლილების საფრთხეს“, - აღნიშნავს კორტნი.  

ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს: რუსეთს არ აქვს უფლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც სამშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭოში გამოვიდა, განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რადგან ის არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას მთელი მსოფლიოსათვის. უკრაინის ლიდერმა ისაუბრა შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ რეფერენდუმს მიეძღვნა. „ატომური იარაღის გამოყენების მუქარა გახდა რუსი ოფიციალური პირების და პროპაგანდისტების მუდმივი ნარატივი. ეს ადასტურებს, რომ რუსეთს არ აქვს უფლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რადგან მას არ შეუძლია, უზრუნველყოს მსოფლიოს უსაფრთხოება ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის წინააღმდეგაც კი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. სამშაბათს, ნიუ-იორკში გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს ღია სხდომა, რომელზეც განიხილეს რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი „რეფერენდუმის“ გამართვასთან დაკავშირებული ვითარება. შეხვედრა აშშ-სა და ალბანეთის ინიციატივით, უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან ოფიციალური მიმართვის შემდეგ გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრას ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიმართა. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.  

ბლინკენის თქმით, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც რუსეთმა შეიძლება, მალე ანექსირებულად გამოაცხადოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირობა დადო, რომ უკრაინელები შეძლებენ, გამოიყენონ შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული იარაღი თავისი ტერიტორიის დასაბრუნებლად, მათ შორის იმ რეგიონებში, რომლებიც რუსეთმა შესაძლოა, მალე ანექსირებულად გამოაცხადონ. „უკრაინას აქვს აბსოლუტური უფლება, დაიცვას თავი მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, დაიბრუნოს ტერიტორიები, რომლებიც უკანონოდ მიიტაცა რუსეთმა“, - განაცხადა ბლინკენმა. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა 27 სექტემბერს, ონლაინ ბრიფინგზე, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. უფრო ადრე, Europetime-თან ინტერვიუში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა აღნიშნავდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო მკაფიოდ გამოხატავს იმას, რომ მისი მიზანია, უკრაინამ მოიგოს ომი და რუსეთი დამარცხდეს. „უკრაინის კონტრშეტევა სერიოზული აქტივია კიევის სასარგებლოდ, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება ნიშნავს, რომ რუსეთი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. კრემლის პროპაგანდისტების აზრით, „რეფერენდუმები“ და შემდგომი ანექსია ტერიტორიებს რუსეთს „დაუკანონებს“, რაც რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმად ჩაითვლება. მაიკლ კარპენტერი: ეს არ არის რეფერენდუმი, ეს არის პროპაგანდისტული ტრიუკები ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს.

CNN: თეთრი სახლი $35 მილიონს ითხოვს უკრაინის ბირთვული უსაფრთხოებისთვის

თეთრმა სახლმა 35 მილიონი დოლარი მოითხოვა, რათა უკრაინის ბირთვულ უსაფრთხოებას დაეხმაროს. აშშ-ის ოფიციალური პირები, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის გარშემო არასტაბილურ ვითარებას თვალყურს ადევნებენ. ამის შესახებ CNN წყაროზე დაყრდნობით წერს. „ეს თანხები გამოყენებული იქნება „დამატებითი სენსორების შესყიდვისა და შენარჩუნებისთვის, მონაცემთა შეფასებისა და ანალიზისთვის და უკრაინის ეროვნული გვარდიისთვის ატომური ელექტროსადგურების დამცავი შესაძლებლობების მიწოდებისთვის“, იტყობინება CNN ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთი იყენებს ოკუპირებულ ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, როგორც ბაზას უკრაინაზე თავდასხმების განსახორციელებლად, რაც საფრთხეს უქმნის მსოფლიოს ბირთვულ უსაფრთხოებას.  

თეთრი სახლი: აშშ მიესალმება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც პუტინის არაპოპულარული ომისგან თავშესაფარს ითხოვენ

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ-ჟან პიერმა განაცხადა. რომ აშშ მიესალმება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც პუტინის არაპოპულარული ომისგან თავშესაფარს ითხოვენ.  „ჩვენ მკაფიოდ განვასხვავეთ რუსეთის მთავრობის, მისი შეიარაღებული ძალების და რუსი ხალხის ქმედებები, რომელთაგან ბევრი საუბრობდა ამ გაუმართლებელი ომის წინააღმდეგ. ჩვენ ამას ვხედავთ მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში, როცა რუსეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ასე რომ, მიგვაჩნია, მათი ეროვნების მიუხედავად, მათ შეუძლიათ, განაცხადონ აშშ-ში თავშესაფარზე და მათი განცხადება სათითაოდ განიხილება. ასე ვხედავთ ჩვენს როლს აქ“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები ქვეყანას მასიურად ტოვებენ.  

უკრაინის უშიშროების საბჭომ მოქალაქეების მიმართ ინსტრუქციები შეიმუშავა იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში, მოქალაქეების სამოქმედო ინსტრუქციებს მალე გამოაქვეყნებს. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა. „საუბარია ტაქტიკურ იარაღზე. ჩვენ შევიმუშავეთ ინსტრუქციები NSDC-ის აპარატში, რომელიც უახლოეს დღეებში შეძლებისდაგვარად გასაჯაროვდება", - განაცხადა დანილოვმა. ამავე დროს, დანილოვმა აღნიშნა, რომ ბირთვული ძალები იღებენ პასუხისმგებლობას ბირთვული თავდასხმების თავიდან აცილებაზე. ბლინკენის თქმით, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც რუსეთმა შეიძლება, მალე ანექსირებულად გამოაცხადოს მისივე თქმით, უკრაინელებს საკუთარი ტერიტორიების დაცვისგან ატომური იარაღიც ვერ შეაჩერებს. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. მედვედევი: რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს.

Bloomberg: ევროპა მზადაა, ზამთარი რუსული გაზის გარეშე გადაიტანოს

მიმდინარე ზამთარს ევროპაში, გასულ წელთან შედარებით, შესაძლოა, 40%-ით მეტი თხევადი გაზი იმპორტირდეს, რაც რუსეთისგან გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ გაჩენილ დეფიციტს დააკომპენსირებს. ამას  Bloomberg-ის მონაცემები ადასტურებს. Bloomberg-ის ანგარიში მიუთითებს, რომ რეგიონს ზამთარში შეუძლია, თითქმის 40%-ით მეტი LNG შემოიტანოს, ვიდრე გასულ წელს და შესყიდვები დაახლოებით 14%-ით (მომავალ ზაფხულს დაკარგული მარაგების შესავსებად) გაზარდოს. გამოცემა წერს, რომ ენერგიის მაღალი ფასების გამო, გაზზე მოთხოვნის შემცირების ფონზე, ეს მიწოდება პირველი ოქტომბრიდან რუსული მილსადენების ნაკადების სრულად გაჩერების შედეგად შექმნილი დეფიციტის დასაფარად საკმარისია. „დამატებითი საწვავის მისაღებად, ევროპელ მყიდველებს ადგილზე 90%-ით მეტი LNG-ის შეძენა მოუწევთ, ვიდრე გრძელვადიანი კონტრაქტებით უზრუნველყოფდნენ, რაც კიდევ უფრო გაზრდის კონკურენციას აზიასთან. ეს ხელს შეუწყობს გაზზე მსოფლიო ფასების კლებას, რომელიც მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ევროპამ უკრაინაში რუსეთის ფართომასტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ გაზზე დამოკიდებულიების შემცირება სცადა“, - წერს გამოცემა.   

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის მიერ ჩატარებულ ყალბ რეფერენდუმებს რეაგირება მხოლოდ სიტყვებით არ უნდა მოჰყვეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას შეხვდა. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. „ახლა მნიშვნელოვანია ძალიან ძლიერი სიგნალი საფრანგეთისგან, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერისგან, რუსეთის ფედერაციის მიერ იარაღის მუქარის ფონზე გამართულ ყალბ რეფერენდუმთან დაკავშირებით და ამას რეაქცია მხოლოდ სიტყვებით არ უნდა მოჰყვეს. სტოლტენბერგი ზელენსკისთან საუბრის შემდეგ: ფსევდორეფერენდუმს ლეგიტიმაცია არ აქვს, ეს უკრაინის ტერიტორიაა ჩვენ ველით მკაფიო სანქციებს, როგორც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტში, ასევე ცალკეულ სიგნალებს იმის შესახებ, თუ რა მოხდება, თუ რუსეთის ფედერაცია აღიარებს ამ ყალბ რეფერენდუმებს. NATO-ს ქვეყნებმა უნდა აჩვენონ მთელ მსოფლიოს, რომ ისინი ევროპის კონტინენტზე ნებისმიერი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტორები არიან“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს.

საფრანგეთი უკრაინისთვის „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცების მიწოდებას განიხილავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ახალი ფრანგული „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცების გადაცემის კუთხით, წინსვლა არსებობს. უკრაინული მედია წერს, რომ უმაღლეს დიპლომატს ეჭვი არ ეპარება, რომ მხარეები ერთობლივი ძალისხმევით, წარმატებას მიაღწევენ და ეს დამატებით გააძლიერებს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს. „ჩვენ ვგრძნობთ საფრანგეთის ყოველდღიურ მხარდაჭერას როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დონეზე.ამ მხრივ, ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი უკრაინისთვის ახალი, „კეისრის“ ჰაუბიცებით მიწოდების საკითხის გადასაჭრელად, რომლებმაც უკვე აჩვენეს მაღალი ეფექტიანობა ბრძოლის ველზე“, - განაცხადა კულებამ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან კატრინ კოლონასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. ინფორმაციისთვის, CAESAR - ფრანგული წარმოების 155 მმ თვითმავალი ქვემეხი-ჰაუბიცა, დამონტაჟებული 6x6 სატვირთო შასიზე. ფრანგული არმიისთვის შექმნილი ეგზემპლარები იყენებს Renault Sherpa 10 შასის, ხოლო საექსპორტო ვარიანტი 6x6 Unimog U2450L შასის. CAESAR-ის კონცეფცია შექმნა კომპანია GIAT Industries-მა.