უცხოეთი

თურქეთის შემდეგ, რუსული Mir-ის ბარათების მიღება სომხეთის, ვიეტნამისა და ყაზახეთის ბანკებმაც შეწყვიტეს

თურქეთის შემდეგ, Mir-ის ბარათების მიღება სომხეთის, ვიეტნამისა და ყაზახეთის ბანკებმაც შეწყვიტეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  თურქეთის უდიდესმა კერძო ბანკმა, რუსული Mir-ის ბარათების მომსახურება შეწყვიტა ვიეტნამური ბანკის BIDV-ისა და ყაზახეთის „ხალიკ ბანკის“ სატელეფონო ცენტრებმა განაცხადეს, რომ Mir-ის ბარათების მიღება შეწყვიტეს, თუმცა მანამდე NSPK-ის ვებსაიტზე პარტნიორებს შორის ფიქსირდებოდნენ. „ვიეტნამური BIDV-ის სატელეფონო ცენტრის ცნობით, ისინი აღარ იღებენ რუსული გადახდის სისტემის Mir ბარათებს. ბანკის თანამშრომლის თქმით, BIDV აგრძელებს VISA, Mastercard, Western Union, JCB, UnionPay ბარათების და სისტემების მომსახურებას. ყაზახეთის სახალხო ბანკმა (ხალიკ ბანკმა) ასევე შეწყვიტა Mir-ის ბარათების მიღება, მის ბანკის სატელეფონო ცენტრი იტყობინება, რომ რუსულ ბარათებს არც ტერმინალებით და არც ბანკომატებით არ ემსახურება“, - ნათქვამია სტატიაში.  

ილჰამ ალიევი: ვერავის მოწოდება, განცხადებები და ინიციატივები ვერ შეგვაჩერებს

„როდესაც 13 სექტემბერს, ჩვენ წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია განხორციელდა, აზერბაიჯანის არმიამ უპასუხა და მტერი ისევ თავის ადგილზე დააბრუნა. იმედი მაქვს, რომ ეს მათ საბოლოოდ ასწავლის გაკვეთილს. რადგან დაინახეს, რომ ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებდა. ვერავის მოწოდება, განცხადებები და ინიციატივები ვერ შეგვაჩერებს“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ ლაჩინში აზერბაიჯანის დროშიც აღმართვის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და საკუთარ მიწას ვიცავთ. ჩვენი პოზიციები საზღვრის გასწვრივ გვაძლევს შესაძლებლობას, განვჭვრიტოთ სომხების ნებისმიერი პროვოკაცია და მივიღოთ საჭირო ზომები. ჩვენ ხელსაყრელ პოზიციებზე ვართ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე. ეს პოზიციები გვაძლევს როგორც სამხედრო უპირატესობას, ასევე ვიზუალური კონტროლის შესაძლებლობას დიდ ფართობზე, მათ შორის მნიშვნელოვან საკომუნიკაციო ხაზებზე და ჩვენ უკვე დაფუძნებული ვართ ამ ადგილებში. ჩვენ არ გვქონდა წვდომა ამ საზღვრებთან 30 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ალიევმა. ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიებს: გიორგი ბადრიძე: აზერბაიჯანის ჯარი ლაჩინში შევიდა, თუმცა მოსკოვს ბაქოსთვს ნებაყოფლობით არაფერი გადაუცია ვითარება აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე - სავარაუდო სცენარი და ორი ამოცანა საქართველოსთვის - ანალიზი  

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ანტისამობილიზაციო აქციების მონაწილეთა დაკავება დაიწყეს

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ანტისამობილიზაციო აქციების მონაწილეთა დაკავება დაიწყეს. ამის შესახებ BBC წერს.  რუსეთის ზოგიერთ ქალაქში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციები დაიწყო  ბოლო ინფორმაციით, არბატი შემოსაზღვრულია, დაკავებები ასევე მიმდინარეობს პუშკინსკაიას მოედანზე. დაკავებები დაიწყო სანქტ-პეტერბურგშიც, სადაც აქციაზე ასობით ადამიანი გავიდა. საერთო ჯამში, დაახლოებით ამ მომენტში რუსეთის ქალაქებში დააკავეს ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების 370-მდე მონაწილე. აქედან: 96 - სანკტ-პეტერბურგში, 89 - მოსკოვში და 45 - ეკატერინბურგში.  დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.   

რუსეთის პრემიერი: ბიუჯეტი 2023 წელს დეფიციტური იქნება

რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინის ცნობით, რუსეთის ფედერაციის 2023 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტში 3 ტრილიონი რუბლის დეფიციტია. „რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის შემოსავლები 2023 წელს 26 ტრილიონი რუბლი იქნება, ხარჯები - დაახლოებით 29 ტრილიონი, დეფიციტი მშპ-ს 2 პროცენტია. ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი 3 ტრილიონი რუბლია. 2023 წელს ხარჯები ძირითადად სესხით ანაზღაურდება, თუმცა არა ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან (NWF)“, - თქვა მიშუსტინმა. მიშუსტინის თქმით, 2023 წელს მოსალოდნელია მშპ-ს 2 პროცენტიანი დეფიციტი. 2024 წელს დეფიციტი 1,4 პროცენტს, ხოლო 2025 წელს 0,7 პროცენტს გაუტოლდება.   

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში უსაფრთხოების ძალებმა, ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაშავებულია ათობით მომიტინგე

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე უშიშროების ძალებმა ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, აქციის მონაწილეებს შორის არიან დაზარალებულები.  მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ანტისამობილიზაციო აქციების მონაწილეთა დაკავება დაიწყეს მოსკოვში, ძველ არბატზე მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქ რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და სკანდირებდა "არა ომს!" და "პუტინი სანგრებში", - იტყობინება SOTA. OMON-მა მომიტინგეების დაკავება აქციის დაწყებამდე დაიწყო.  სიტუაციის დაძაბვის შემდეგ, უშიშროების ძალებმა დაიწყეს მკაცრი მოქმედებები: მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს და ქვაფენილზე პირქვე დააწვინეს. 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.   

სი ძინპინი: აუცილებელია კონცეტრირება ომისთვის მზადებაზე

სი ძინპინმა მოუწოდა ჩინელ სამხედროებს მოემზადონ „ნამდვილი ბრძოლისთვის" ჩინეთის პრეზიდენტმა თავის ჯარს საბრძოლო მზადყოფნისკენ მოუწოდა ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ახლა ყურადღება უნდა გაამახვილოს „რეალური ბრძოლისთვის“ მომზადებაზე. „აუცილებელია ახალი სიტუაციისა და მოთხოვნების გააზრება, კონცეტრირება ომისთვის მზადებაზე“, - განაცხადა სი ძინპინმა კონფერენციაზე. მას ესწრებოდნენ ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს (CMC), სახალხო შეიარაღებული მილიციისა და სამხედრო აკადემიების მაღალი რანგის წარმომადგენლები. ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭო ხელმძღვანელობს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიას და სახალხო შეიარაღებულ მილიციას. სი ძინპინი CMC-ის თავმჯდომარეა 2013 წლიდან. ჩინეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც უკრაინაში ომის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა. CPR-მ გამოაცხადა თავისი ნეიტრალიტეტი, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად განაცხადა, რომ „ჩინეთი იხრება რუსეთისკენ".  

მარიუპოლის დამცველთა ნაწილი ტყვეობიდან გათავისუფლდა

მარიუპოლის რამდენიმე დამცველი უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდა. ისინი ტყვეების გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს. კერძოდ, გათავისუფლებულთა შორის არის მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსი მიხაილო ვერშინინი. ამის შესახებ მარიუპოლის მერმა პეტრო ანდრიუშჩენკომ განცხადა და მისი გათავისუფლების შესახებ კომენტარი გააკეთა. ვერშინინი ტყვეობაში მიმდინარე წლის მაისიდან იმყოფებოდა. ის მარიუპოლის სხვა დამცველებთან ერთად დააკავეს. დადასტურდა ისიც, რომ მედიკოსი, აზოვსტალის მცველი, კატერინა პოლონჩუკი ასევე თავისუფალია. სხვა დეტალები ჯერ არ ვრცელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ტყვეების გაცვლა დღეს მოხდა. გაცვლის დროს გაათავისუფლეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელების რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 20 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, საუბარია 200 ადამიანზე.  

დიდი ბრიტანეთი უკრაინას მეტი ბუნებრივი აირის შესაძენად $500 მილიონს გამოუყოფს

დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინას მსოფლიო ბანკის მეშვეობით 500 მილიონი დოლარი გამოუყოს, რათა მას მეტი ბუნებრივი აირის შეძენაში დაეხმაროს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ლიზ ტრასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. უკრაინას ამჟამად 13 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აქვს. 2021 წელს ქვეყანამ დაახლოებით 27 მილიარდი კუბური მეტრი ბუნბრივი აირი მოიხმარა.  

ლიზ ტრასმა, აღმოსავლეთ უკრაინაში ბრიტანეთის დატყვევებული მოქალაქეების გათავისუფლება დაადასტურა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა დაადასტურა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში „სახალხო რესპუბლიკებში“ დაკავებული ბრიტანეთის ხუთი მოქალაქე გაათავისუფლეს. „ამით დასრულდება გაურკვევლობისა და ტანჯვის თვეები - მათთვის და მათი ოჯახებისთვის"- აღნიშნა ტრასმა.  მან მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ ზელენსკის და საუდის არაბეთს პატიმრების გათავისუფლებაში დახმარებისთვის „რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო დაკავებულების დაუნდობელი ექსპლუატაცია პოლიტიკური მიზნებისთვის“, - დასძინა ბრიტანეთის პრემიერმა. მანამდე Reuters-მა საუდის არაბეთის წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა 10 სამხედრო ტყვე გაათავისუფლა, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ხორვატიისა და მაროკოს მოქალაქეები. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ გათავისუფლებულთა შორის იყო ეიდენ ასლინი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა და აპრილში ტყვედ აიყვანეს. მას სიკვდილით დასჯა  ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მიუსაჯეს. დანარჩენების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.  

ყირგიზეთი, რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობისთვის საკუთარ მოქალაქეებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებს

რუსეთის ფედერაციაში ყირგიზეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობისთვის საკუთარ მოქალაქეებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებს.  მანამდე, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებულად მიღებენ ის შრომითი მიგრანტები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს იბრძოლებენ.  საელჩოში აცხადებენ, რომ თუ ყირგიზეთის მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას რუსეთ-უკრაინის ომში, მაშინ სამშობლოში მას ბრალს, როგორც სხვის ომში დაქირავებულ მებრძოლს წაუყენებენ, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თუ ყირგიზეთის მოქალაქეს რუსეთში შესთავაზებენ ომში წასვლას, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს საელჩოს“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ყირგიზეთის ხელისუფლების მონაცემებით, 2022 წელს რუსეთში სამუშაოდ თითქმის 225 000 ადამიანი დარჩა. გუშინ მოსკოვის მერმა პირობა დადო, რომ სახაროვოს ცენტრში, სადაც არალეგალურ მიგრანტებს დეპორტაციამდე აკავებენ, საომარი რეკრუტირების ცენტრი გაიხსნება. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.   

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინი ხედავს, რომ მისი ქვედანაყოფები გარბიან. მას მილიონიანი არმია სჭირდება ჩვენთან მოსასვლელად

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთში ვლადიმერ პუტინის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაცია" მოსალოდნელი იყო და ეს უკრაინის გეგმებში არაფერს შეცვლის. ზალუჟნი რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციაზე: გავანადგურებთ ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე იარაღით მოვა „ის (პუტინი) ხედავს, რომ მისი ქვედანაყოფები უბრალოდ გარბიან. მას მილიონობით არმია სჭირდება ჩვენთან მოსასვლელად. რადგან ხედავს, რომ ჩვენთან მოსულთა მნიშვნელოვანი ნაწილი უბრალოდ გარბის. მას სურს დაიხრჩოს უკრაინა სისხლში, მაგრამ ასევე საკუთარი ჯარისკაცების სისხლში“, - განაცხადა ზელენსკიმ.  დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.     

ჯო ბაიდენი: ეს ომი მიმართულია უკრაინის, როგორც სახელმწიფოს განადგურებისკენ. სადაც არ უნდა იყოთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ამან ძარღვებში სისხლი უნდა გაგიყინოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრასა და კრემლის გეგმებზე ისაუბრა.  „ეს ომი მიმართულია უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის უფლების განადგურებისკენ, უკრაინელების, როგორც ხალხის არსებობის უფლების განადგურებისკენ; სადაც არ უნდა იყოთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ამან ძარღვებში სისხლი უნდა გაგიყინოთ“, - განაცახდა ბაიდენმა.  ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი დღეს კვლავ გამოვიდა ევროპის წინააღმდეგ ღია ბირთვული მუქარით და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პასუხისმგებლობის მიმართ „უგუნური უპატივცემულობა“ გამოიჩინა. „ახლა რუსეთი იწვევს მეტ სამხედროს საბრძოლველად და კრემლი უწევს ორგანიზებას ყალბ რეფერენდუმს, რათა ეცადოს უკრაინის ნაწილის ანექსირება, რაც არის გაერო-ს წესდების უკიდურესად თვალსაჩინო დარღვევა. მსოფლიომ უნდა დაინახოს ეს აღმაშფოთებელი ფაქტები ისე, როგორც არის“,- აღნიშნა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინი ამტკიცებს, რომ ის იძულებული იყო, ემოქმედა, რადგან რუსეთს საფრთხე ემუქრებოდა. „თუმცა, არავინ ემუქრებოდა რუსეთს და არავის გაუჩაღებია კონფლიქტი რუსეთის გარდა. ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ის მოდიოდა და თქვენგან ბევრმა სცადა ამის თავიდან აცილება. ინტერვენციის წინ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიქმნა რუსეთის მიერ და არასდროს ჰქონია ნამდვილი სახელმწიფოებრიობა“, - განაცხადა ბაიდენმა.   

ზალუჟნი რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციაზე: გავანადგურებთ ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე იარაღით მოვა

რუსეთის მთავრობის არც ერთ განცხადებას არ ექნება გავლენა, უკრაინელების მზაობაზე, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან. უკრაინელი სამხედროები გაანადგურებენ ყველას, ვინც უკრაინასთან ომში მოხალისედ ან მობილიზაციის საფუძველზე ჩაერთო. ამის შესახებ უკრაინის ჯარების ხელმძღვანელმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. ზალუჟნი პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინელები 8 წლისა და 7 თვის განმავლობაში აკავებენ რუსეთის შემოჭრასა და აგრესიას თვის ქვეყანაში. „მტრის სრულმასშტაბიანმა შეტევამ არ შეგვაშინა. მეტიც, ჩვენ გავერთიანდით და ადეკვატურად შევხვდით მტერს. ამის დასტურია რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება. ასობით ათასი კაცი და ქალი იცავს ჩვენს მიწას, მათ სახლებს, ბავშვებს და უკრაინის მომავალს“,- აღნიშნა ჟალუზნიმ. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.   

უკრაინა ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტს ზრდის

გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპულმა ქსელმა ENTSO-E-მ ღამით, უკრაინასა და ევროპას შორის ელექტროენერგიის საექსპორტო გადაცემის სიმძლავრე - 50 მეგავატით გაზარდა. ამის შესახებ NPC "უკრენერგოს" პრესსამსახური იტყობინება. ახლა უკრაინულ ელექტროენერგიის მწარმოებლებს, რუმინეთსა და სლოვაკეთში მთელი საათის განმავლობაში 300 მგვტ-ის ექსპორტირება შეუძლიათ.  უკრაინა ელექტროენერგიის გაზრდილი მოცულობის მიწოდებას 23 სექტემბრიდან შეძლებს. გამტარუნარიანობის შემდეგი ზრდა რუმინეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან განიხილება ოქტომბერში, ხოლო წლის ბოლოს პოლონეთთან კიდევ ერთი ინტერკონექტორის ექსპლუატაციის განახლება იგეგმება.  

ჯო ბაიდენი გაეროში: ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია, ის არასოდეს არ უნდა დაიწყოს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაეროში სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა.  „ამ ომის მიზანია უბრალოდ ჩამოერთვას უკრაინას არსებობის უფლება, როგორც სახელმწიფოს და როგორც ხალხს. ვინც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ და რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ეს საკმარისია იმისთვის, რომ სისხლი ძარღვებში გაიყინოს. ამიტომაც გაეროს გენერალური ასამბლეის წევრი 141-ვე ქვეყანა გაერთიანდა და ერთხმად დაგმეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს 77-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. BBC: ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს ბაიდენის განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყანა, შეიჭრა მეზობლის ტერიტორიაზე და ურცხვად დაარღვია გაეროს წესდების ძირითადი დებულებები. „მხოლოდ დღეს, პრეზიდენტმა პუტინმა მიმართა ევროპის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის აშკარა მუქარას. უხეშად უგულებელყო რუსეთის ვალდებულებები ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ. ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია, ის არასოდეს არ უნდა დაიწყოს“,-განაცხადა ბაიდენმა.   

რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს 21 სექტემბრის სატელევიზიო მიმართვის შემდეგ, „ბირთვულ შანტაჟში" ადანაშაულებენ. პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას თავისი ტერიტორიის დასაცავად და რომ აქვს ბევრი იარაღი. ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთს აქვს 5,977 ბირთვული ქობინი - მოწყობილობები, რომლებიც იწვევს ატომურ აფეთქებას - თუმცა დაახლოებით, 1,500 გამოუსადეგარია. დარჩენილი 4500-დან, უმეტესობა განიხილება სტრატეგიულ ბირთვულ იარაღად - ბალისტიკური რაკეტები ან რაკეტები, რომელთა დამიზნება შესაძლებელია დიდ დისტანციებზე. ეს არის იარაღი, რომელიც ჩვეულებრივ ბირთვულ ომთან  ასოცირდება. ქობინი ეწოდება შეიარაღების ნაწილს, რომელიც სატყორცნი იარაღის წინა ნაწილშია განლაგებული და რომელიც შეიცავს ბირთვულ ან თერმობირთვულ სისტემას, ფეთქებად ნივთიერებას, ქიმიური ან ბიოლოგიური აგენტებს, რომლის მიზანია სამიზნესთვის ზიანის მიყენება. წინა გაფრთხილებების მსგავსად, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პუტინის ქმედებები ისევ გაფრთხილებაა სხვა ქვეყნებისთვის, რომ არ გააძლიერონ თავიანთი ჩართულობა უკრაინაში მიმდინარე ომში, და, არ მიუთითებს ბირთვული იარაღის გამოყენების რაიმე სურვილზე. სულ ცხრა ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი. ესენი არიან ჩინეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, ისრაელი, ჩრდილოეთ კორეა, პაკისტანი, რუსეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი ასევე იმ 191 სახელმწიფოს შორის არიან, რომლებმაც ხელი მოაწერეს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას (NPT). შეთანხმების თანახმად, მათ უნდა შეამცირონ ბირთვული ქობინების მარაგი და, თეორიულად, მოწოდებულნი არიან მათი სრული აღმოფხვრისკენ. უკრაინას არ აქვს ბირთვული იარაღი და, მიუხედავად პრეზიდენტ პუტინის ბრალდებებისა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ის მათ შეძენას ცდილობდა. რუსეთის პოლიტიკა ბირთვულ იარაღს მხოლოდ შემაკავებელ ფაქტორად აღიარებს და მათი გამოყენების ოთხ შემთხვევას  ჩამოთვლის:    ბალისტიკური რაკეტების გაშვება რუსეთის ფედერაციის ან მისი მოკავშირეების ტერიტორიაზე     ბირთვული იარაღის ან სხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება რუსეთის ფედერაციის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ     თავდასხმა რუსეთის ფედერაციის კრიტიკულ სამთავრობო ან სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის ბირთვულ შესაძლებლობებს     აგრესია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, როდესაც სახელმწიფოს არსებობა საფრთხეშია რუსული სამხედრო დოქტრინა ამბობს, რომ ბირთვული იარაღი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამოყენებული, თუ თავად რუსეთის სახელმწიფოს დაემუქრება საფრთხე. მომზადებულია BBC-ის  მიხედვით

ამერიკის საელჩო: ვმუშაობთ თავისუფლების მხარდასაჭერად და დემოკრატიის გასამტკიცებლად ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, მთელ მსოფლიოში

ამერიკის საელჩო მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წერს, რომ თავისუფლება და დემოკრატია ყველაზე საიმედო გზაა მშვიდობისკენ. „ჩვენ ღრმად გვწამს, რომ თავისუფლება და დემოკრატია ყველაზე საიმედო გზაა მშვიდობისკენ. ამიტომ ვმუშაობთ თავისუფლების მხარდასაჭერად და დემოკრატიის გასამტკიცებლად ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, მთელ მსოფლიოში. ახლა, როდესაც უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, მშვიდობის დამყარებაში ჩვენი მხარდაჭერა არ შემოიფარგლება სამხედრო დახმარებით. ჩვენ არ ვაჩერებთ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, პირიქით, გაორმაგებული ძალისხმევით ვმუშაობთ ერთად მშვიდობისთვის. გილოცავთ მშვიდობის საერთაშორისო დღეს“, - წერს საელჩო Facebook-ზე.   

რას ნიშნავს რუსეთის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება

რუსეთი დაახლოებით 300 000 რეზერვისტის გამოძახებას გეგმავს - ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო წვრთნები და, როგორც ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, აქვთ სპეციალიზებული უნარები, რომლებიც საჭიროა უკრაინის კონფლიქტში. მათ შორის იქნება ბევრი სარეზერვო ოფიცერი, მათ შორის 60-ზე მეტი, „პენსიაზე გასული“. თეორიულად, რუსეთს სამხედრო სამსახურისთვის 25 მილიონი ადამიანის მობილიზება შეუძლია, მაგრამ ეს ჯერ არ განიხილება. პრეზიდენტმა პუტინმა და თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხაზი გაუსვეს, რომ წვევამდელები უკრაინაში საბრძოლველად არ გაიგზავნებიან. შოიგუს თქმით, დამატებითი ჯარები საჭირო იყო ფრონტის ხაზის დასაცავად, რომელიც გადაჭიმულია დაახლოებით 1000 კილომეტრზე (600 მილი). მობილიზაცია თვეების განმავლობაში გაგრძელდება - პუტინმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის ხანგრძლივი ბრძოლისთვის. ახალი ამბების სააგენტო Reuters-ი წერს,  ამბობს, რომ ეს არის რუსეთის პირველი მობილიზაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაგრამ კრემლმა ათასობით წვევამდელი გაგზავნა საბრძოლველად ავღანეთში 1980-იან წლებში, შემდეგ კი ჩეჩნეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში.ომებში ბევრი ცუდად მომზადებული წვევამდელი დაიღუპა და ამჯერად კრემლი, როგორც ჩანს, ცდილობს, თავიდან აიცილოს ომის საწინააღმდეგო განწყობის გაღვივება. რუსეთის არმია რიცხობრივად აღემატება უკრაინისას, მაგრამ ბრძოლის ველზე უკრაინის ტაქტიკამ და დასავლურმა იარაღმა შეამცირა ეს განსხვავება. მომზადებულია BBC-ის მიხედვით

იენს სტოლტენბერგი: პუტინის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ომი მისი გეგმების შესაბამისად არ მიდის

პუტინის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ომი არ მიდის მისი გეგმების შესაბამისად და აშკარაა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიდი შეცდომა დაუშვა, - ამის შესახებ NATO-ს გენერლაურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა  განაცხადა. „ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მოსკოვში არ იყოს გაუგებრობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ჩვენი რეაგირება. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა სიტუაცია შეიქმნება ან რა იარაღს გამოიყენებენ ისინი. ყველაზე მნიშვნელოვანია ამის თავიდან აცილება და სწორდ ამიტომ ჩვენ რუსეთთან კომუნიკაციისას მკაფიო ვართ უპრეცედენტო შედეგებთან დაკავშირებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. ამის შესახებ BBC ვლადიმერ პუტინის ტელემიმართვის შედეგ წერს. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა „ვინც ამ გზით ცდილობს ჩვენს შანტაჟს, უნდა იცოდეს, რომ ვარდის ქარი შეიძლება მათი მიმართულებით შემობრუნდეს“, - აღნიშნა პუტინმა.  ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა BBC-ის ცნობით, პუტინი ამბობს, რომ დასავლეთი აშანტაჟებს რუსეთს, მაგრამ რუსეთს აქვს ბევრი იარაღი, რომლითაც უნდა უპასუხოს. „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რაც გვაქვს, ჩვენი ხალხის დასაცავად,” - განაცხადა პუტინმა.   დღეს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.  პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება.  ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა.  თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.  

იზიუმთან მდებარე მასობრივი სამარხიდან 263 მსხვერპლის ცხედარი ამოასვენეს - უკრაინული მედია

ხარკოვის ოლქში, იზიუმთან მდებარე მასობრივი სამარხიდან 263 მსხვერპლის ცხედარი ამოასვენეს, მათ შორის ორი ბავშვია, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. „ოკუპაციის პირობებში მყოფი მოქალაქეების დიდი ნაწილი შეესწრო ომის დანაშაულებს. ისინი უკვე აძლევენ ჩვენებებს გამომძიებლებს იმ ადგილების შესახებ, სადაც რუსული ჯარები იყვნენ განლაგებულები, სად იყო მათი შტაბი, სად ჰყავდათ დაკავებული უკრაინელები და სად აწამებდნენ“, - აცხადებენ რეგიონულ პოლიციაში. ვოლოდიმირ ზელენსკი: არ მჯერა, რომ მსოფლიო პუტინს ატომური იარაღის გამოყენების საშუალებას მისცემს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.