უცხოეთი

ლატვიაში მართვის მოწმობის გამოცდის რუსულ ენაზე ჩაბარება აიკრძალა

ლატვიის საგზაო უსაფრთხოების დირექტორატი პირველი ოქტომბრიდან მართვის მოწმობის გამოცდის რუსულ ენაზე ჩაბარებას კრძალავს. ეროვნული ასოციაციის პოლიტიკოსმა იმანტს პარადნიეკსმა Twitter-ზე დაწერა, რომ CSDD-ის საბჭომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და პირველი ოქტომბრიდან ლატვიის მოქალაქეებისთვის (მოქალაქეებისა და არამოქალაქეების) მართვის მოწმობის ასაღებად, ყველა გამოცდა მხოლოდ სახელმწიფო ენაზე ჩატარდება.  CSDD-მ ასევე განმარტა, რომ რუსული არ არის სახელმწიფო ენა და CSDD-ის თანამშრომლებს არასოდეს მოეთხოვათ მისი გამოყენება გამოცდის დროს. „ახლა, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული“, - აცხადებენ საგზაო უსაფრთხოების სამსახურში.   

ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად შეუზღუდოს

ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეების შესვლა სრულად შეზღუდოს. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  ფინეთის მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შემცირება გადაწყვიტა „ფინეთს არ სურს იყოს სატრანზიტო ქვეყანა სხვა ქვეყნების მიერ გაცემული შენგენის ვიზებისთვის და ახლა ჩვენ გვინდა გავაკონტროლოთ ეს მოძრაობა“, - თქვა ჰავისტომ. ჰავისტოს ინფორმაციით, ხელისუფლება ამჟამად ამზადებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა შეზღუდოს ან მთლიანად შეაჩეროს რუსეთის მოქალაქეების ტურისტული მოძრაობა  და ეს საკითხი მალე პარლამენტს წარედგინება. „არ არსებობს მორალური და ეთიკური საფუძველი, რომ რუსმა ტურისტებმა განაგრძონ მოგზაურობა, თითქოს არაფერი მომხდარა“, - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო.  

ნორვეგიამ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება ოფიციალურად შეაჩერა

ნორვეგიის ხელისუფლებამ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება, 22 სექტემბრიდან ოფიციალურად შეაჩერა. ამის შესახებ ნორვეგიის იმიგრაციის დირექტორატის (UDI) შეტყობინებაშია ნათქვამი. „ნორვეგიასა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერება ნიშნავს, რომ დოკუმენტების, მრავალჯერადი ვიზების, მოსაკრებლების და დამუშავების დროის რუსეთის მოქალაქეებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამარტივებული წესები არ იმოქმედებს“, - ნათქვამია განცხადებაში. სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ყველა განმცხადებლისთვის ვიზის საფასური 35 ევროდან 80 ევრომდე გაიზრდება. სავიზო განცხადების განხილვის ვადა 10-დან 15 დღემდე, ცალკეულ შემთხვევებში კი, 45 დღემდე გაიზარდა.  ცნობისათვის, 2007 წელს გაფორმდა სპეციალური ხელშეკრულება, რომელიც ორი ქვეყნის მოქალაქეების მოგზაურობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. შეთანხმების შედეგად, რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონების მოსახლეობამ ნორვეგიაში მრავალჯერადი ვიზები მიიღო, რომლის მოქმედების ვადა 5 წელია. ნორვეგიასა და რუსეთს 198 კილომეტრიანი საერთო სახმელეთო საზღვარი აქვთ.   ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო.    

ერდოღანის თქმით, ნენსი პელოსის სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენის ბერკეტი არ აქვს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის არ აქვს რაიმე გავლენის მოხდენის ბერკეტი, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე. „დარწმუნებული ვარ, მისმა ვიზიტმა ბევრგან შეშფოთება გამოიწვია. არ არის საჭირო ამ თემისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება“, - განაცხადა ერდოღანმა. ნენსი პელოსი სომხეთში ვიზიტით გასულ შაბათ-კვირას იმყოფებოდა.  

დიდი ბრიტანეთი თხევადი გაზის შესყიდვაზე აშშ-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს - Bloomberg

დიდი ბრიტანეთი მზადაა, თხევადი ბუნებრივი აირი ამერიკის შეერთებული შტატებისგან შეისყიდოს და ამ მიზნით მომწოდებლებთან გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმოს. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. მთავრობის ენერგომომარაგების სამუშაო ჯგუფი ეძებს შეთავაზებებს LNG ექსპორტიორებისგან, რათა ინფორმაცია შიდა მყიდველებს მიაწოდოს. სავარაუდო ხელშეკრულებების ხანგრძლივობა 20 წელია. „დიდი ბრიტანეთის მოთხოვნები თხევად გაზზე მაშინ გაჩნდა, როდესაც სხვა ევროპული ქვეყნები, ყველაზე ცივ თვეებში გაზის მარაგისა და გრძელვადიან პერსპექტივაში საწვავის წყაროების დივერსიფიკაციას ცდილობენ. მაგრამ გერმანიის მსგავსი ქვეყნებისგან განსხვავებით, დიდი ბრიტანეთი არ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, პირიქით, ეყრდნობა საკუთარ წარმოებას. ამასთან, ბრიტანეთი თხევად გაზს ნორვეგიისგან წყალქვეშა მილსადენებით იღებს“, - წერს Bloomberg.   

იზიუმში ვითარება „აპოკალიფსთან ახლოსაა" - ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენელი

იზიუმში, რომელიც განთავისუფლდა რუსეთის ჯარებისგან, „ვითარება აპოკალიფსურს უახლოვდება", -ამის შესახებ მერის მოადგილემ ვლადიმერ მაცოკინმა განაცხადა. Bild-ის ჟურნალისტი: იზიუმის ოკუპაციის დროს, წამების მტკიცებულებები არსებობს „[ქალაქის] ცენტრალური ნაწილი, მაღლივი კორპუსები 90% არის დანგრეული. საცხოვრებელი სექტორი, კერძო, ერთსართულიანი, ოდნავ უკეთეს მდგომარეობაშია, მაგრამ რეალური ვითარების დასადგენად ჯერ კიდევ უნდა ჩატარდეს კვლევითი სამუშაოები. ხალხი დღეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არ ცხოვრობს, იქ ცხოვრება შეუძლებელია, რადგან ყველაფერი დანგრეულია“, - განაცხადა მაცოკინმა. იზიუმთან მდებარე მასობრივი სამარხიდან 263 მსხვერპლის ცხედარი ამოასვენეს - უკრაინული მედია ქალაქში დენი არ არის, წყალმომარაგება და კანალიზაცია არ მუშაობს. გაზი ქალაქის მხოლოდ ერთ უბანს მიეწოდება.   მაცოკინი თვლის, რომ ზამთრამდე ქალაქის მცხოვრებთა ევაკუაციას გარდაუვალია. ქალაქში 17 ათასამდე ადამიანია დარჩენილი, აქედან 1500 ბავშვია.   

ფინეთმა, რუსი ბიზნესმენების ძმებ როტენბერგებისა და Yandex-ის დამფუძნებლის აქტივები დააყადაღა

ფინეთმა, რუსი ბიზნესმენების ძმებ როტენბერგებისა და Yandex-ის დამფუძნებლის აქტივები დააყადაღა.   მედიის ცნობით, ფინეთის ხელისუფლებამ დაკავების შესახებ ახალი გადაწყვეტილება სექტემბრის დასაწყისში მიიღო. Yandex-ის დამფუძნებელი არკადი ვოლოჟი და ძმები როტენბერგები ევროკავშირის სანქციების სიაში არიან. გაზაფხულზე Yandex Oy-მა შეცვალა სახელი და ფინეთში Global DC Oy სახელით ოპერირებს. ვოლოჟმა უკვე დატოვა აღმასრულებელი დირექტორის პოსტი და ადგილი კომპანიის დირექტორთა საბჭოში. თუმცა, ეს მას სანქციებისგან არ ათავისუფლებს.  ძმები როტენბერგების გარდა, კიდევ ერთი ოლიგარქი, გენადი ტიმჩენკო, ფლობს მნიშვნელოვან წილს კომპანია Helsinki Halli-ში. მისი აქციები უკვე გაყინულია.  

მედია: სანქტ-პეტერბურგთან და ორენბურგის მხარეში სამხედრო კომისარიატები დაწვეს

მედიის ცნობით, ხუთშაბათს ღამით სანქტ-პეტერბურგის მახლობლად ქალაქ ლომონოსოვში და ორენბურგის ოლქის ქალაქ გაიში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისები დაწვეს. მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში უსაფრთხოების ძალებმა, ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაშავებულია ათობით მომიტინგე გავრცელდა ვიდეო „ჩვენ ვართ ლომონოსოვიტები", სადაც ჩანს, თუ როგორ იწვის შენობის პირველ სართულზე განთავსებული სამხედრო კომისარიატი.  გაის ხანძრის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Gai.rf ავრცელებს ინფორმაციას. რეკრუტირების ოფისი ორსართულიან კორპუსშია განთავსებული. ცეცხლმა შენობის მხოლოდ ერთი კედელი დააზიანა.  21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.    

ლიეტუვაში რუსეთისა და ბელორუსის არხების მაუწყებლობა აიკრძალა

ლიეტუვის სეიმმა, დღეს სასწრაფოდ მიიღო ცვლილება კანონში, რომელიც ქვეყანაში რუსეთისა და ბელორუსის არხების მაუწყებლობის დროებით აკრძალვასა და მათი პროდუქციის ინტერნეტში გავრცელებას ითვალისწინებს.  ასევე აკრძალულია რადიო და სატელევიზიო გადაცემების გავრცელება, რომლებიც შექმნილია იმ პირების მიერ, ვინც პირდაპირ ან ირიბად ფინანსდებიან და რუსეთისა და ბელორუსის სახელმწიფო სტრუქტურები აკონტროლებენ. ცვლილების მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ ლიეტუვის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ვადა 16 სექტემბერს ამოიწურა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, რუსული სახელმწიფო მედიის მაუწყებლობის აკრძალვასაც მოიცავდა. ახლა საგანგებო მდგომარეობა რუსეთის მოსაზღვრე რაიონებში შენარჩუნდა, თუმცა ლიეტუველი ოფიციალური პირების თქმით, ეს ქვეყანაში რუსული პროპაგანდის დაბრუნების მიზეზი ვერ გახდება. „ლიეტუვისთვის, რომელსაც გარე საზღვარი აქვს როგორც რუსეთთან, ასევე ბელორუსთან, ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და საინფორმაციო სივრცის ეფექტური დაცვა ინფორმაციის საფრთხეებისგან“, - თქვა სეიმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ვიტაუტას იუოზაპიტისმა.  მაუწყებლობის დროებითი აკრძალვა 2024 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.  

ლატვიის სეიმმა რუსეთის მოქალაქეებისთვის, ბინადრობის ნებართვის გაგრძელება და სამუშაო ვიზების გაცემა აკრძალა

ლატვიის სეიმმა საბოლოო მოსმენით საიმიგრაციო კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომელის თანახმადაც რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის წესები მკაცრდება. ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა სახის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მობილიზაციას არიდებენ თავს კერძოდ, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს დროებითი ბინადრობის ნებართვა, ლატვიაში განხორციელებული ინვესტიციების ან უძრავი ქონების შეძენის საფუძველზე აღარ გაუგრძელდებათ, ხოლო რუსეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა აიკრძალა.  გარდა ამისა, მიღებული ცვლილებების თანახმად რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ადრე იყვნენ ლატვიის მოქალაქეები ან არამოქალაქეები და ახლა ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ცხოვრობენ, სახელმწიფო ენის ცოდნა უნდა დაადასტურონ. ერთი დღით ადრე ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ გასცემს ჰუმანიტარულ ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებსაც ქვეყნის დატოვება, გამოცხადებული მობილიზაციის თავიდან აცილების მიზნით სურთ. ლატვიამ 19 სექტემბრიდან, უსაფრთხოების მიზნით, შენგენის ვიზებით რუსეთის მოქალაქეების შესვლა აკრძალა.   

ისრაელი მზადაა, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთიდან რეპარტრიაციის უფლების მქონე მოქალაქეები მიიღოს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა და ისრაელის ავიაკომპანიის El-Al-ის ხელმძღვანელმა შლომი ამ შალომმა, რუსეთიდან ისრაელში ფრენების რაოდენობის შესაძლო, გაზრდაზე კონსულტაციები გამართეს.  მედიის ცნობით, კონსულტაციების მიზანია რუსეთის მოქალაქეების შემოყვანა, რომლებსაც ისრაელში რეპატრიაციის უფლება აქვთ და სურვილი აქვთ პუტინის მიერ გამოცხადებულ „ნაწილობრივ მობილიზაციას“ თავი აარიდონ.  ისრაელი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელიც, საერთაშორისო ანტირუსული სანქციების შემოღების შემდეგ, რუსეთთან საჰაერო კავშირებს ინარჩუნებს.  ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა ალონ უშპიზმა განაცხადა, რომ მთავრობის ბრძანებით ქვეყანაში რეპატრიანტთა ახალი ტალღის ჩასვლისთვის მზადება დაიწყო. „პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა დაგვავალა რუსეთიდან ახალი ემიგრანტების მიღება. ეს მოითხოვს შეფასებას მრავალ დონეზე, საჰაერო მოგზაურობიდან დაწყებული ვიზებით და ქვეყანაში მიღებამდე. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვა სამინისტროებთან, ჩვენს საელჩოსთან რუსეთში და რა თქმა უნდა El-Al- თან“, - თქვა უშპიზმა. 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.    

დიდი ბრიტანეთის თავდაცვა: ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთის მოსახლეობის ნაწილში არაპოპულარული იქნება

პუტინი მნიშვნელოვან პოლიტიკურ რისკზე მიდის, ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთის მოსახლეობის ნაწილში საკმაოდ არაპოპულარული იქნება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების ანგარიშშია აღნიშნული. პრეზიდენტი პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა ძალის პოზიციიდან - ბლინკენი „რუსეთს, სავარაუდოდ, ლოგისტიკურ და ადმინისტრაციულ გამოწვევებთან ბრძოლა მოუწევს, თუნდაც 300 000 სამხედრო მოსამსახურის შეკრებით. ის, ალბათ, შეეცდება ამ ჯარისკაცებით ბევრი ახალი ფორმირების ჩამოყალიბებას, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ“, - აცხადებენ უწყებაში. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. ამის შესახებ BBC ვლადიმერ პუტინის ტელემიმართვის შედეგ წერს. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა „ვინც ცდილობს ჩვენს შანტაჟს, უნდა იცოდეს, რომ ვარდის ქარი შეიძლება მათი მიმართულებით შემობრუნდეს“, - აღნიშნა პუტინმა.  BBC-ის ცნობით, პუტინი ამბობს, რომ დასავლეთი აშანტაჟებს რუსეთს, მაგრამ რუსეთს აქვს ბევრი იარაღი, რომლითაც უნდა უპასუხოს. „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რაც გვაქვს, ჩვენი ხალხის დასაცავად,” - განაცხადა პუტინმა.   პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება.  ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა.  თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ერთი ფანატი, 200 მებრძოლში გავცვალეთ

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის ვიქტორ მედვედჩუკის რუსული მხარისთვის გადაცემა „სამწუხარო არ არის“, რადგან მან კანონით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება გაიარა. „ჩვენ რუსეთის ერთი ფანატი, 200 მებრძოლში გავცვალეთ. ჩვენ ჯერ გვთავაზობდნენ 50 ადამიანში იმ ერთში გაცვლას, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებოდა. ჩვენ არ დავეთანხმეთ და ვითხოვდით... შედეგად რიცხვი 200-მდე გაიზარდა. მედვედჩუკის გადაცემა, ნამდვილი მებრძოლების სანაცვლოდ არ გვენანება. მან გაიარა ყველა საგამოძიებო მოქმედება, რასაც კანონი ითვალისწინებს. უკრაინამ მისგან მიიღო ყველაფერი, რაც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, სიმართლის დასადგენადაა საჭირო“, - განაცხადა ზელენსკიმ. 21 სექტემბერს, ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, 215 უკრაინელი დამცველი გაათავისუფლეს.  

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი: მობილიზაცია პუტინის დასასრულს მოასწავებს

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა ვლადიმერ პუტინის მიმართვას„ „სამწუხარო“ უწოდა და განაცხადა, რომ მობილიზაცია „დასრულდება პუტინის, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დამხობით", იტყობინება Euractiv სექტემბერს. ნადი ასევე გამოეხმაურა რუსეთის გეგმებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმების გამართვის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს არის არის „საბაბი უკრინის ტერიტორიაზე შემდგომი თავდასხმებისთვის“.  

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლაში შესრულებული როლისთვის ერდოღანს მადლობა გადაუხადა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლაში შესრულებული როლისთვის, თურქეთს მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ Anadolu წერს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ერთი ფანატი, 200 მებრძოლში გავცვალეთ „ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს, რომ ჩვენი ხუთი მეთაური, რომლებიც ტყვეობიდან თავისუფლდებიან, იქნებიან სრულ უსაფრთხოებაში, კომფორტულ პირობებში და თურქეთის პრეზიდენტის პირადი დაცვის ქვეშ, ომის დასრულებამდე. ჩვენ მივცემთ მათ შესაძლებლობას, ოჯახებმა ინახულონ. კიდევ ერთხელ, მადლობელი ვარ პრეზიდენტ ერდოღანის!“, - განაცხადა ზელენსკიმ. 21 სექტემბერს, ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, 215 უკრაინელი დამცველი გაათავისუფლეს.  

მედვედევის თქმით, რუსეთი „თავდაცვისთვის“ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ „რუსეთის ფედერაციის დასაცავად“, უახლესი და ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვა.  რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს „რუსეთი აუცილებლობის შემთხვევაში თავდაცვისთვის ნებისმიერ იარაღს გამოიყენებს, მათ შორის ბირთვულს ან ისეთს, რომელიც „ახალი პრინციპებით“ მუშაობს“. ამის შესახებ, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა თავის „ტელეგრამ-არხზე“ დაწერა.   ევროკავშირი: პუტინის უგუნური ბირთვული თამაში უნდა შეწყდეს მედვედევმა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სატელევიზიო მიმართვაში 21 სექტემბერს გამოცხადებულ მთავარ გადაწყვეტილებებზე კომენტარი გააკეთა.  „რუსეთმა გამოაცხადა, რომ ასეთი თავდაცვისთვის, შესაძლოა, გამოყენებული იყოს არა მხოლოდ სამობილიზაციო შესაძლებლობები, არამედ ნებისმიერი რუსული იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული და ისეთი იარაღი, რომელიც ახალი პრინციპებით მუშაობს“, - აღნიშნა მედვედევმა.   

სოჭის პორტი სანქციების გამო, უცხოურ საკრუიზო გემებს ვეღარ მიიღებს

19 უცხოურმა საკრუიზო გემმა, რომლებმაც გასულ წელს მიმართეს სოჭის პორტს, უარი თქვეს კონტრაქტებზე მას შემდეგ, რაც რუსული არმია უკრაინაში შეიჭრა. ამის შესახებ სოჭის საზღვაო პორტის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმეროვმა განაცხადა. მისი თქმით, სოჭის ნავსადგურმა მთლიანად დაკარგა მოგება საერთაშორისო კრუიზებიდან, რაც მისი ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას პრობლემას უქმნის. მაისში რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ განაცხადა, რომ უმსხვილესმა საერთაშორისო საკრუიზო კომპანიებმა Carnival Cruise Line, Princess Cruises და Costa Cruises და მათმა შვილობილმა კომპანიებმა რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებზე ტურების გაყიდვა შეაჩერეს.   

ჩრდილოეთ კორეა: რუსეთისთვის იარაღი არასოდეს მიგვიყიდია, ამის გაკეთებას არც მომავალში ვგეგმავთ

"ჩრდილოეთ კორეას რუსეთისთვის იარაღი არასდროს მიუყიდია და ამის გაკეთებას არც მომავალში გეგმავს", - ამის შესახებ ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რითაც ვაშინგტონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მოსკოვმა ფხენიანს მარაგების შესავსებად მიმართა. „ჩვენ არასდროს გაგვიტანია რუსეთში იარაღი ან საბრძოლო მასალა და მათ ექსპორტს არც ვაპირებთ“, - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა. ამავე განცხადების თანახმად, „აშშ და სხვა მტრული ძალები, მიმდინარე საკითხზე ​​ჭორებს ავრცელებენ“.  

უკრაინის პრეზიდენტის აპარატი: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ცხრა რაკეტა ესროლეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიესა და მის გარეუბნებს ცხრა რაკეტა ესროლეს, - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკომ „ტელეგრამზე“ დაწერა. „ზაპოროჟიესა და გარეუბნებს, რუსებმა ცხრა რაკეტა ესროლეს. რუსმა არაადამიანებმა რაკეტა ესროლეს ცენტრალურ პარკში მდებარე სასტუმროს. არის მნიშვნელოვანი ნგრევა, ხალხი ნანგრევების ქვეშაა“, - წერს ტიმოშენკო. რომის პაპი: უნდა გავერთიანდეთ უკრაინელი, კეთილშობილი ადამიანებისთვის, რომლებმაც მოწამებრივი სიკვდილი მიიღეს 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გერმანიაში თითქმის 5 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები დააყადაღეს

გერმანიის ხელისუფლებამ 4,88 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. მათ შორის ნაღდი მხოლოდ ნახევარს შეადგენს. დაყადაღებულია რუსების უძრავი და მოძრავი ქონება, იახტები და თვითმფრინავები. იახტები სანქცირებული ოლიგარქების საკუთრებაშია. Spiegel-ის ცნობით, ფული, უძრავი ქონება და იახტები ჯერ არ დაუკავებიათ, შესაბამისად, გერმანიაში გაყინული რუსული ქონების პოტენციური ღირებულება შესაძლოა, გაორმაგდეს. სამთავრობო ანგარიშის მიხედვით, რუსეთის დაახლოებით ათასი მოქალაქე და ორგანიზაცია ამჟამად ევროპის სანქციების სიაშია. რუსების აქტივების გამოთვლა საკმაოდ რთულია, რადგან ისინი საკუთრების თაობაზე ფაქტების დამალვას ცდილობენ.