ეკონომიკა

არაბული კომპანია „მასდარი“ საქართველოში მზისა და ქარის ენერგიების განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, არაბული კომპანია კომპანია „მასდარი“ საქართველოში მზისა და ქარის ენერგიების განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგ „მუბადალას“ წევრ ერთ-ერთ წამყვან კომპანია „მასდარის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ კომპანია „მასდარის“ საქართველოში სტუმრობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ქართული დელეგაციის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის საპასუხოდ შედგა. შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი ესწრებოდნენ, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და კომპანიის მიერ საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტირების საკითხები განიხილეს. „დღევანდელ შეხვედრაზე კომპანია „მასდარმა“, რომელიც სახელმწიფო ფონდია, განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა საქართველოში მზისა და ქარის ენერგიის განვითარების კუთხით ინვესტიციების განხორციელებაში. ეს ფონდი ცნობილია ჩვენს რეგიონში აქტიურობით და ასევე იმით, რომ მათ მიერ განვითარებული ახალი მზის ელექტროსადგურები ხასიათდება დაბალი ენერგოტარიფებით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ჩვენი კონკურენტუნარიანობა ამ თვალსაზრისით. განსაკუთრებით ახლა, როცა ნავთობზე, ნავთობპროდუქტებზე, ბუნებრივ აირზე ფასები მთელ მსოფლიოში იზრდება. ამიტომ ჩვენ მათთან ერთად სწრაფი ტემპებით ვახორციელებთ ერთობლივი პროექტების შესახებ შეთანხმებას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ. კომპანია „მასდარი“ განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ანვითარებს განახლებადი ენერგიის პროექტებს და აუმჯობესებს ინოვაციებს სუფთა ტექნოლოგიებში.

ავსტრიაში გამართულ ბიზნესფორუმზე საქართველოს პრეზიდენტმა შავი ზღვის სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის ათვისებაზე ისაუბრა

ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს შესახებ ისაუბრა. ღონისძიება ვენაში ავსტრიის ფედერალური სავაჭრო პალატისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მაჩვენებელი მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა, თუმცა პანდემიამ თავისი კვალი დაატყო. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ მონაცემები არათუ იგივე ნიშნულს დაუბრუნდება, არამედ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება. პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის, მისი საინვესტიციო პოტენციალის, ქვეყანაში არსებული საგადასახადო გარემოსა და ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ. ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირთან ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პოტენციალის სრული ათვისების მნიშვნელობა, რისთვისაც, მისი შეფასებით, საჭიროა ევროპული ბიზნესის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, ინოვაციების ხელშეწყობა და განვითარება. პრეზიდენტმა ისაუბრა შავი ზღვის სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის ათვისებაზე. პრეზიდენტმა სამთო ტურიზმის, ენერგეტიკისა და ბალნეოლოგიური საკურორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება.

მთავრობა ბიზნესს გადაუხდელ ჯარიმებს ჩამოაწერს

მთავრობა ბიზნესის წარმომადგენლებს, მეწარმეებს დავალიანებას ჩამოაწერს. ამ გადაწყვეტილებას მთავრობის ადმინისტრაცია პანდემიისგან დაზარალებული მოქალაქეების მხარდაჭერით ხსნის და მიუთითებს, რომ ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს. „კერძოდ, შეღავათები შეეხებათ მათ, ვისაც სარგებლობით, მაგალითად, იჯარით, ქირით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გადაცემული აქვთ სახელმწიფო ქონება და იმ პერიოდში, როდესაც ყველაზე მკაცრი შეზღუდვები იყო დაწესებული პანდემიის გამო, ან ვერ შეძლეს სარგებლობის საფასურის დროულად გადახდა, ან შეძლეს ნაწილობრივ, რის გამოც, კანონით დაეკისრათ პირგასამტეხლო. ჯამში 1652 ადამიანს, 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდში, ჰქონდა 5 071 875 ლარისა და 100 608 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება სახელმწიფო ქონებით სარგებლობისთვის. მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ ადამიანებს, რომლებმაც ან საერთოდ ვერ შეძლეს, ან ნაწილობრივ მოახერხეს სახელმწიფოს წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულების შესრულება, ეპატიებათ გადაუხდელი თანხები, რაც დაახლოებით მილიონამდე ლარია და ასევე დაკისრებული პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც 700 000 ლარს აღემატება. ხოლო იმ პირებს, რომლებმაც ამ პერიოდში - 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე, სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადეს სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებით განსაზღვრული თანხები, ეს ჩაეთვლებათ მომავალი პერიოდის ვალდებულების შესრულებაში. ჯამში, ჩათვლილი თანხის ოდენობა 4 500 000 ლარს აღემატება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიზნესსექტორს და მოქალაქეებს სახელმწიფო ქონების იჯარის 1 წლის გადასახადი ეპატიებათ. განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ხომ არ უკავშირდება ეს გადაწყვეტილება არჩევნებს, ამ შეკითხვის საპასუხოდ ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კანონი პარლამენტმა 2021 წლის 9 ივნისს მიიღო და ამ კანონით ეკონომიკის სამინისტროს ამ წესის შემუშავება დაევალა. „მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიით დაზარალებულ ბიზნესებს და ადამიანებს, ვინც სახელმწიფო ქონების იჯარით ქირის ან მართვის უფლებით სარგებლობს, ან ხელშეკრულება დადებული აქვს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსთან, საქართველოს პარლამენტმა იმსჯელა ამასთან დაკავშირებით და მიიღო შესაბამისი ცვლილებები საქართველოს ქონების შესახებ კანონში. ამ ცვლილებიდან გამომდინარე მოვამზადეთ წესი, რომლითაც 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს იჯარის და ქირის გადასახადი ეპატიებათ, ასევე გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდის გამო დარიცხული ჯარიმა, სანქცია-საურავი. ჯამში საუბარია 5 მლნ ლარზე მეტზე და ამას ემატება ჯარიმის და საურავის თანხა 1 მლნ ლარი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავა: მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს. „რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ის იხდის სასჯელს, რომელიც დაკისრებული აქვს კანონით. რაც შეეხება იმას, შიმშილობს თუ არ შიმშილობს, მე არ მიწყინოთ, ვფიქრობ, რომ არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო, საქართველოში ჯერ, სამწუხაროდ, სიღარიბის პრობლემა გვაქვს. თქვენ რომ მეკითხებოდეთ მე, ეკონომიკის მინისტრს, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შიმშილის პრობლემა ბოლომდე აღმოიფხვრას საქართველოში და არავის უჭირდეს და სიღარიბეს ვებრძოლოთ, მაშინ იქნებოდა სწორი კითხვა ჩემთან და ეს კონკრეტულად საერთოდ არ მაინტერესებს, მინდა გითხრათ“, - განაცხადა ნათია თურნავამ. პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა. მანამდე, პირველ ოქტომბერს, დილით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია. ამავე თემაზე: რუსთავის ციხესთან საქართველოს ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია იმართება

გერმანიამ პირველი თვითმავალი მატარებელი წარადგინა

გერმანულმა სარკინიგზო ოპერატორმა Deutsche Bahn-მა და სამრეწველო ჯგუფმა Siemens-მა მსოფლიოში პირველი ავტომატიზირებული მატარებელი ჰამბურგში წარადგინეს. ოთხი თვითმავალი მატარებელი ჩქაროსნულ სარკინიგზო ქსელს შეუერთდება და დეკემბრიდან მგზავრების გადაყვანას არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით დაიწყებს. პროექტი, რომელსაც Siemens-ი და Deutsche Bahn-ი მსოფლიოში პირველს უწოდებენ, ჰამბურგის სწრაფი ურბანული სარკინიგზო სისტემის მოდერნიზაციის ნაწილია, რომლის ღირებულება 60 მილიონი ევროს (70 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს. Deutsche Bah-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ ლუცმა განაცხადა, რომ ავტომატიზირებული მატარებლები გვთავაზობენ უფრო საიმედო მომსახურებას. Siemens– ის აღმასრულებელმა დირექტორმა როლანდ ბუშმა აღნიშნა, რომ ავტომატიზირებულ მატარებლებს რესურსების 30%-ზე მეტის დაზოგვით შეუძლიათ 30%-მდე მეტი მგზავრის გადაყვანა. „მიუხედავად იმისა, რომ მატარებელი კონტროლდება ციფრული ტექნოლოგიით და სრულად ავტომატიზირებულია, მძღოლი მაინც იქნება ზედამხედველი, როდესაც ბორტზე მგზავრები იქნებიან“, - ნათქვამია კომპანიების განცხადებაში.

ეკონომიკის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ

ეკონომიკის დარგში შვედეთის სახელმწიფო ბანკის ლაურეატები დევიდ კარდი, ჯოშუა დ. ანგრისტი და გვიდო ვ. იმბენსი არიან. დევიდ კარდს პრემია შრომის ეკონომიკაში ემპირიული წვლილისთვის მიენიჭა. ჯოშუა დ. ანგრისტსა და გვიდო ვ. იმბენსს - მიზეზობრივი კავშირის ანალიზში მეთოდოლოგიური წვლილისთვის. ცნობისთვის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ჟურნალისტებს მარია რესასა და დიმიტრი მურატოვს გადაეცათ. BBC-ს ცნობით, ნობელის კომიტეტში აცხადებენ, რომ ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა გადაწყვიტა 2021 წლის ნობელის პრემია მათთვის მიენიჭებინა გამოხატვის თავისუფლების დაცვის ძალისხმევისთვის, რაც დემოკრატიისა და ხანგრძლივი მშვიდობის წინაპირობაა. ნობელის კომიტეტში აღნიშნავენ, რომ მარია რესა გამოხატვის თავისუფლების უშიშარი დამცველია.

მსოფლიო ბანკი: საქართველოში, მზარდი ინფლაციის და შრომის ბაზრის სუსტი მაჩვენებლების პირობებში, ვაქცინაციის ტემპის ამაღლება კრიტიკულ პრიორიტეტად რჩება

მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაწყებული სწრაფი აღდგენის პროცესმა ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურება განაპირობა ევროპისა და ცენტრალური აზიის ფორმირებად ბაზრებზე და განვითარებად ქვეყნებში. ახლანდელი პროგნოზით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკა 2021 წელს 5.5 პროცენტით გაიზრდება, რაც მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებელია. ანგარიშის მიხედვით, აღმავლობა ძირითადად განპირობებული იყო ექსპორტის მაღალი ზრდის ტემპით წლის პირველ ნახევარში, რაც ევროზონაში ეკონომიკის გამოცოცხლებას და სასაქონლო ფასების მკვეთრ ზრდას მოჰყვა. ასევე შიდა მოთხოვნა მომძლავრდა ვაქცინაციისა და დახმარებების პაკეტების ფონზე. თუმცა, ექსპორტის ზრდა შეიძლება შენელდეს COVID-19-ის უფრო გადამდები ვარიანტების გლობალური და რეგიონული გავრცელების გამო, რაც ასევე შემაფერხებელი ფაქტორია რეგიონული შიდა მოთხოვნის აღდგენისათვის. მსოფლიო ბანკის ცნობით, 2020 წელს სამხრეთმა კავკასიამ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვერეგიონებს შორის გამოშვების უმწვავესი ვარდნა განიცადა, რომელიც 5 პროცენტზე მეტით შემცირდა. გამოშვების მოცულობა სამხრეთ კავკასიაში, რომლის ზრდასაც ხელი შეუწყო მოხმარებისა და ექსპორტის მნიშვნელოვანმა მატებამ, 2021 წელს მკვეთრად, 5.8 პროცენტით გაიზრდება, სადაც საქართველოს წამყვანი პოზიცია ენიჭება 8 პროცენტიანი აღმავლობით. 2022 წლისთვის მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკური ზრდის 5.5 პროცენტამდე შენელება, ხოლო 2023 წელს 5 პროცენტს მიუახლოვდება მაკროეკონომიკური მხარდაჭერის შეწყვეტის პარალელურად. “სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში 2020 წლის შოკის შემდგომი აღმავლობა ძალას იკრებს, რასაც ხელს უწყობს შიდა მოთხოვნის ზრდა და სავაჭრო პარტნიორების მდგომარეობის გაუმჯობესება. თუმცა, მზარდი ინფლაციის და შრომის ბაზრის სუსტი მაჩვენებლების პირობებში, ვაქცინაციის ტემპის ამაღლება კრიტიკულ პრიორიტეტად რჩება. გარდა ამისა, მდგრადი აღდგენა „მწვანე“, ურყევი და ინკლუზიური უნდა იყოს. სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებულ რეფორმებს, ადამიანური რესურსების გაუმჯობესებას და ინოვაციების თუ ციფრული გარდაქმნის ხელშეწყობას შეუძლია პროდუქტიულობის ამაღლება, ხოლო ეკონომიკური ბუფერების აღდგენა და კლიმატის ცვლილებისათვის მზადყოფნა ეკონომიკური ზრდის სიმტკიცეს უზრუნველყოფს,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა. საგარეო და ადგილობრივი მოთხოვნის სტაბილიზაციის და პანდემიის საწინააღმდეგო სტიმულირების დასრულების პირობებში, 2022 წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ზრდა სავარაუდოდ, ზომიერი იქნება 3.4 პროცენტამდე. პანდემიის გაგრძელება, განსაკუთრებით კი, ვაქცინაზე არათანაბარი წვდომა და ყოყმანი, სამომავლო ვითარებას გაურკვეველს ხდის. რეგიონულ აღდგენას თან ახლავს ინფლაციის დაჩქარება და ფინანსური სტრესის მიმართ მოწყვლადობა, რაც შეიძლება გარე დაფინანსების პირობების მოულოდნელი გამკაცრებით ან პოლიტიკის გაურკვევლობის და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მკვეთრი ზრდით იქნას გამოწვეული. სპეციალური ანალიტიკური ანგარიში „კონკურენცია და ფირმების აღდგენა Covid-19 -ის შემდეგ“ მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული საწარმოთა და ბიზნესის კვლევების მონაცემთა საფუძველზე მომზადდა. იგი მიუთითებს, რომ პანდემიამ მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი გავლენა იქონია ფირმებზე. რეგიონის საწარმოებში ყოველთვიური გაყიდვები და სრული განაკვეთით მომუშავე პერსონალის რაოდენობა საშუალო მაჩვენებლებით მნიშვნელოვანად დაეცა. მიმდინარე წლის მაისისთვის ყოველი ოთხი ფირმიდან ერთი მაინც ელოდა ვალდებულებების დაფარვასთან დაკავშირებულ პრობლემებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. შედარებით მცირე, ახალგაზრდა ფირმებმა, რომლებსაც ქალები მართავდნენ, ვერ შეძლეს გაყიდვების გაუმჯობესება თავდაპირველი ვარდნის შემდეგ. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ კრიზისები შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს ბევრი ფირმისთვის, მაგრამ ნაკლებად პროდუქტიული საქმიანობიდან მეტად პროდუქტიულ საქმიანობაზე რესურსების გადანაწილებით, მათ ხშირად შეუძლიათ გამოსავლის პოვნა. აღნიშნული ფაქტი დასტურდება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, კერძოდ, გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანი ბაზრების მქონე ქვეყნებში. მართლაც, ფირმები, რომლებიც კრიზისამდე მაღალი შრომითი პროდუქტიულობით გამოირჩეოდნენ, განიცდიდნენ გაყიდვების და შრომითი რესურსების ბევრად ნაკლებ ვარდნას, ვიდრე ფირმები, სადაც კრიზისამდე შრომის დაბალი ნაყოფიერება აღინიშნებოდა. ასევე, შედარებით უფრო პროდუქტიული ფირმები უფრო მეტად ახდენდნენ კრიზისთან ადაპტირებას ონლაინ აქტივობის და დისტანციური საქმიანობის საშუალებით. „კონკურენციის როლი მნიშვნელოვანია, რადგან ის ასოცირდება დინამიზმთან, ახდენს ფირმებში ინოვაციების წახალისებას, შედარებით ეფექტიან ფირმებს აიძულებს შევიდნენ ბაზარზე და გაფართოვდნენ, ნაკლებად ეფექტიანი საწარმოების ბაზრიდან გასვლისასთან პარალელურად. ქვეყნებში, სადაც არსებობს კონკურენტული ბაზრები და კონკურენციის ხელშემწყობი პოლიტიკა ძლიერია, ეს გადანაწილება შედარებით უფრო პროდუქტიული ფირმების მიმართულებით კიდევ უფრო მასშტაბურია“, -აღნიშნა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ასლი დემირგუჩ - კუნტმა. მისივე თქმით, რამდენადაც ქვეყნები ეკონომიკური აღდგენის ფაზაში შედიან, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანაში პოლიტიკის შემმუშავებლებმა განსაზღვრონ მხარდაჭერის ღონისძიებების ეტაპობრივი დასრულება, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება. ასევე ფოკუსირება უნდა მოხდეს კონკურენტული ბიზნესგარემოს გაძლიერებაზე, რომელიც სწრაფი აღდგენის, კრიზისების მიმართ მედეგობის და გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური განვითარების უმთავრესი ელემენტია.

მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები  2021-2022 წლების გადაუხდელი საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

"მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები 2021-2022 წლების გადაუხდელი საიჯარო გადასახადისგან. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის შედეგად მათი ეკონომიკური აქტივობა შემცირდა, საიჯარო კორექტირებას ვთავაზობთ 2 წლით," - ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 66 ოჯახს გადაეცემა. მერიის გადაწყვეტილებით, მათ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცემათ. "მათ გადაეცემათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. 63 ოჯახი ნაძალადევში ცხოვრობს, ხოლო 3 ოჯახი მთაწმინდაზე. ვულოცავ ამ ოჯახებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

საქსტატი: ქვეყანაში შინამეურნეობების 37.4 პროცენტს შეუმცირდა საშუალო თვიური შემოსავლები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წლის დეკემბრიდან გამოკითხვის მომენტამდე პერიოდში ქვეყანაში შინამეურნეობების 37.4 პროცენტს შეუმცირდა საშუალო თვიური შემოსავლები. ქალაქის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 38.2 პროცენტს, ხოლო სოფლად 36.3 პროცენტს შეადგენს. შემოსავლის შემცირების ძირითად მიზეზად სახელდება COVID-19 და მასთან დაკავშირებული გარემოებები, როგორიცაა კომპანიის/ ბიზნესის მოთხოვნის შემცირება, რომელშიც მუშაობდა შინამეურნეობის წევრი ან ეკუთვნოდა შინამეურნეობის წევრს (50.7%), კომპანიის/ ბიზნესისდახურვა, სადაც მუშაობდა შინამეურნეობის წევრი (16.9%), შინამეურნეობის წევრის ხელფასისშემცირება (8.5%), შინამეურნეობის წევრის მიერ საკუთარი კომპანიის/ ბიზნესის დახურვა (7.3%) და შინამეურნეობის წევრის სამუშაო საათების შემცირება (6.8%). გამოკვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც ეფუძნება შინამეურნეობების მიერდეკლარირებულ ინფორმაციას, შინამეურნეობების 13.9 პროცენტში, ერთმა წევრმა მაინცდაკარგა სამსახური დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით, 2020 წლის დეკემბრიდან გამოკითხვის მომენტამდე პერიოდში. აღსანიშნავია, რომ დასახლების ტიპის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებლისმნიშვნელობა განსხვავებულია: საქალაქო ტიპის დასახლებებისთვის 16.3 პროცენტს, ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებისთვის 10.5 პროცენტს შეადგენს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია შინამეურნეობების პროცენტული წილი საქალაქო და სასოფლო დასახლებების მიხედვით, რომელთა ერთმა წევრმა მაინც დაკარგა სამსახური 2020 წლის დეკემბრიდან გამოკითხვის მომენტამდე პერიოდში, დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით.

საქსტატი: სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასებმა 15.9 პროცენტით მოიმატა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე კი, ფასებმა 15.9 პროცენტით მოიმატა. საქსტატის ცნობოთ, აგვისტოში, წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად, 40.7 პროცენტით ზეთი და ცხიმი გაძვირდა. 38.2 პროცენტით გაიზარდა ფასები ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. 17.1 პროცენტით არის ფასები მომატებული რძეზე, ყველსა და კვერცხზე. ხოლო 16.6 პროცენტით გაძვირდა ტკბილეული. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.3 პროცენტით, რაც 2.47 პროცენტული პუნქტითაისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებებისექსპლუატაციაზე (29.3 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.6 პროცენტი) რაც შეეხება პურსა და პურპროდუქტებს, აქ ფასების 13.2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 12.6 პროცენტითაა გაძვირებული, ხოლო თევზეული – 11.5 პროცენტით. 10.4 პროცენტით მოიმატა ფასებმა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე. აგვისტოში წლიური ინფლაცია ქვეყანაში 12.8 პროცენტი იყო. სექტემბერში მცირედით შემცირდა და 12.3 პროცენტი შეადგინა ჯგუფში, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი, დაფიქსირდა ფასების 11.8 პროცენტიანიმატება, რაც 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (14.6 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარემოვლა და შეკეთება (7.1 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვამომსახურება (4.5 პროცენტი);ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფისწვლილმა წლიურ ინდექსში 0.72 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინოპროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (14.9 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების(5.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე. განათლების სფეროში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.18პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა დონით განუსაზღვრელი განათლების (16.8პროცენტი), საშუალო განათლების (6.6 პროცენტი) და სკოლამდელი და დაწყებითი განათლების(4.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის დონემ 12.3 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურიინფლაციის შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. საქსტატის ცნობით, 2021 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.3 პროცენტი შეადგინა. როგორც უწყებაში განმარტავენ, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2021 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის 2 მაჩვენებელი ასევე 6.3 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: განათლება – ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა დონით განუსაზღვრელი განათლების (16.8 პროცენტი), საშუალო განათლების (6.6 პროცენტი) და სკოლამდელი და დაწყებითი განათლების (4.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე – რძე, ყველი და კვერცხი (2.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა საკონდიტრო ნაწარმი (1.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-4.7 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-2.3 პროცენტი), ასევე ზეთსა და ცხიმზე (-2.3 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს ბიუჯეტის შემოსულობები 18.68 მილიარდი ლარია

პარლამენტი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს უახლოეს დღეებში განიხილავს. საკანონდებლო ორგანოში შეტანილი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალი წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 750.9 მლნ ლარით არის გაზრდილი და 18.68 მილიარდ ლარს შეადგენს. რაც შეეხება გადასახდელებს, 2022 წელს მთავრობა 18.44 მილიარდი ლარის დახარჯვას აპირებს, რაც 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 1.05 მილიარდი ლარით ნაკლებია. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული შემცირება გამოწვეულია ორი ძირითადი ფაქტორით, კერძოდ, 2022 წელს მნიშვნელოვნად – 850,0 მილიონი ლარით მცირდება პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე აღარ არის გათვალისწინებული ევრობონდების დაფარვასთან დაკავშირებული ასიგნებები – 1. 713 მილიარდი ლარი. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ასახულია დამატებითი ხარჯები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ინდექსაცია და მასწავლებელთა ხელფასების ზრდა კარიერული სქემის შესაბამისად.

საქსტატი: 2020 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 7%-ით შემცირდა, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა კი - 4,9%-ით გაიზარდა

საქსტატი - 2020 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 7 პროცენტით შემცირდა საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 703.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 7,0 პროცენტით ჩამორჩება. თუმცა, როგორც საქსტატი იუწყება, 2020 წელს ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9 პროცენტით გაიზარდა და 114.3 მილიარდი ლარი შეადგინა. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.5 პროცენტი ქალია, ხოლო 58.5 პროცენტი – კაცი. უწყების ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 37.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.7 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41.2 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 656.3 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით – 6.5 პროცენტით ნაკლებია. ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 9 828.1 მლნ. ლარით განისაზღვრა. 2020 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 222.9 ლარს გაუტოლდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 61.2 ლარით. მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 952.0 ლარი, რაც გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 87.4 ლარით. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში – 1 328.9 ლარია, საშუალო ბიზნესის – 1 419.6 ლარი, ხოლო მცირე ბიზნესი – 991.6 ლარი. 2020 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნესსექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დარგები ლიდერობენ. თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც. რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 63.0 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 9.7 პროცენტი; იმერეთი – 7.5 პროცენტი; ქვემო ქართლი – 5.6 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8 პროცენტი. კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი. 2020 წელს მისი მოცულობა 46.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 2.7 პროცენტით ჩამორჩება გასული წლის მაჩვენებელს. საქსტატის ცნობით, 2020 წელს მთლიანი ბრუნვის 58.3 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.9 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 23.8 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.3 პროცენტი, საშუალოზე – 27.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 32.5 პროცენტი. ამასთან, უწყების ინფორმაციით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2020 წელს 65.1 მლრდ. ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 41.1 მლრდ. ლარი შეადგინა. ორივე მაჩვენებელი უმნიშვნელოდ ჩამორჩება 2019 წლის მაჩვენებლებს.

ეროვნული ბანკი: საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -25.0 მლრდ აშშ დოლარი (-79.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -149.5 პროცენტია. ეროვნული ბანკის შგასებით, აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესებულია. „აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 1.1 მლრდ აშშ დოლარით გაუარესდა. 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10.9 მლრდ აშშ დოლარია (34.3 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 298.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში. ეროვნული ბანკის ცნობით, მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 35.9 მლრდ აშშ დოლარი (113.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 787.7 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება ნახევარი მილიარდი ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 495.7 მლნ ლარით გაიზარდა და მთლიანი მოცულობა 39.6 მლრდ ლარს გაუტოლდა. ცენტრალური ბანკის ცნობით, საკრედიტო პორტფელის მატება როგორც ეროვნული, ასევე უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდამ განაპირობა. „კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 16.5 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი, სესხების წლიური ზრდა 14.2 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის 89.1 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 53.2 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 40.6 პროცენტს შეადგენდა. საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 344.2 მლნ ლარით, ანუ 1.8 პროცენტით გაიზარდა და 19.04 მლრდ ლარს გაუტოლდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად ფიზიკური პირების გრძელვადიანი დაკრედიტების ზრდით იყო განპირობებული. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა აგვისტოში 57.7 მლნ აშშ დოლარით, ანუ 0.9 პროცენტით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 6.75 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 62.4 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენს, ხოლო 53.2 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.

რომელმა პარტიამ რამდენი დახარჯა რეკლამაზე

პოლიტიკურმა პარტიებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2 აგვისტო 12 სექტემბრის პერიოდის დეკლარაციები წარუდგინეს. დოკუმენტების თანახმად, ყველაზე მეტი თანხა რეკლამებზე „ქართულმა ოცნებამ” დახარჯა. დეკლარაციების მიხედვით, პარტიამ Facebook `ბუსტზე`, სატელევიზიო და ონლაინ რეკლამებზე, ასევე ქვეყნის მასშტაბით 1000-მდე ბილბორდზე 5.3 მილიონი ლარი დახარჯა. დეკლარაციების თანახმად, „ქართულ ოცნებაზე“ მთლიანი სარეკლამო ხარჯების ⅔-ზე მეტი მოდიოდა. „ქართული ოცნება“ - 5,299,365 ლარი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 65,950 ლარი; „ლელო“ - 535,967 ლარი;„საქართველოსთვი“ - 336,566 ლარი; „ევროპული საქართველო“ - 72,498 ლარი; „სტრატეგია აღმაშენებლი/მესამე ძალა - 37,626 ლარი; „დროა!" - 8,121 ლარი. დეკლარაციების თანახმად, ოპოზიციური პარტიები ტელევიზიების მეშვეობით ძირითადად უფასო პოლიტიკური რეკლამებით სარგებლობენ, ხოლო ფასიანი სატელევზიო რეკლამებისთვის კი ყველაზე დიდი თანხა „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა. არჩევნები შაბათს, 2 ოქტომბერს გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად გავაგრძელებთ

„გვაქვს კიდევ უფრო მეტად ამბიციური გეგმა, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ, მხოლოდ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირებას ჯამურად, ეს იქნება მთავრობისა და ბიზნესის ერთობლივი ინვესტიცია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნესპროექტების ინტერაქციული რუკის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და 1300-მდე ახალი საწარმო დაფინანსდება. „რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს ამ მიმართულებითაც. ჯამში 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, აქაც ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა არის განსაზღვრული. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს, ქალბატონ ნათია თურნავას, ბატონ ლევან დავითაშვილს, ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღეებიდან იყო ჩართული ამ პროგრამების შექმნაში. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართული ეკონომიკა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და რაც მთავარია, დავამარცხოთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. დღესვე, მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აგვისტოს თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10,3% შეადგინა, რაც ჯამში, იანვარ-აგვისტოს პერიოდში ეკონომიკური ზრდის 12,12% იანი მაჩვენებელია. „ეს უპრეცედენტოა მთელ რეგიონში და სწორედ თანადაფინანსების პროექტების ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი ასეთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ნათია თურნავა: აზერბაიჯანულ მხარეს შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის პროექტში მონაწილეობა შევთავაზეთ

საქართველომ აზერბაიჯანს შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის პროექტის განვითარების შესახებ საკუთარი გეგმები გააცნო, რომლის საშუალებითაც ქვეყანა ევროკავშირის ბაზარს მიუერთდება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანულს ამ პროექტში მონაწილეობა შესთავაზა. „იყო საინტერესო საუბრები ენერგეტიკის სფეროში ჩვენი ურთიერთობების უფრო მეტად გაფართოებაზე. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში აზერბაიჯანი არის ჩვენი ნომერ პირველი მიმწოდებელი როგორც გაზის, ასევე ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით. ჩვენ გავაცანით ჩვენი გეგმები შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის პროექტის განვითარების შესახებ, რითაც ჩვენ ევროკავშირის ბაზარს მივუერთდებით და დავპატიჟეთ, რომ ამ პროექტში მონაწილეობა მიიღონ. ისინი დიდი ინტერესით მოეკიდნენ ამას“, - განაცხადა ნათია თურნავამ ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის შემდეგ. „აზერბაიჯანთან ჩვენ გვაკავშირებს არამხოლოდ წმინდა პრაგმატული ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ, მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა წლების განმავლობაში. „კარგია, რომ კომისია ჩატარდა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ათი წელია, არ ჩატარებულა და ახლა ჩავატარეთ. ეს მოასწავებს იმას, რომ ორივე მხარე მზად არის, ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის მეტი ინტენსიფიკაცია მოხდეს. განვიხილეთ, თუ როგორ გავზარდოთ ურთიერთ სავაჭრო ბრუნვა, მათ შორის ქართული ექსპორტი აზერბაიჯანში. ეს შეეხება საცემენტო, ასევე მეტალურგიის პროდუქციას, ასევე სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის პროდუქციას. ვსაუბრობდით იმაზე, რომ იყოს თანაბარი, არადისკრიმინაციული მიდგომები და ეს აბსოლუტურად პოზიტიურად არის აღქმული ჩვენი კოლეგების მხრიდან, რადგან, ჩვენ გვაკავშირებს არამხოლოდ წმინდა პრაგმატული ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ, მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა წლების განმავლობაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

პრემიერი: აზერბაიჯანთან ეკონომიკური თანამშრომლობის გარღმავება, ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგება და მეტი ინვესტიცია აუცილებელია

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე ბაქოში, ჩვენს მეგობარ და მეზობელ სახელმწიფოში - აზერბაიჯანში, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია; ჩემი ვიზიტი წელს უკვე რიგით მეორეა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში; მინდა, გავიხსენო ჩვენი ნაყოფიერი შეხვედრა ჩემი პირველი ვიზიტის დროს და როგორც მაშინ მოვილაპარაკეთ, ახლა ვატარებთ მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის რიგით მერვე სხდომას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე, რომელიც ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, აზერბაიჯანი საქართველოს არამხოლოდ მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოა, არამედ ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. „რიგი ფაქტორებისა და გარემოებების გამო, ეს კომისია, 10 წელია, არ გამართულა, მაგრამ მიხარია, რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ, ვთქვით და გავაკეთეთ და დღეს უკვე შევიკრიბეთ ამ კომისიის ფარგლებში. აზერბაიჯანი საქართველოს არამხოლოდ მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოა, არამედ ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ორმხრივ ურთიერთობებს. თანამშრომლობა ვითარდება ვაჭრობის, ეკონომიკის, მიმართულებით. ინვესტიციების კუთხით, აზერბაიჯანი, რამდენიმე წელია, გამოკვეთილი ლიდერია, ჩვენს ქვეყანაში. დღეს მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომელთანაც ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა. ჩვენ ვისაუბრეთ მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. ვთქვით, რომ აუცილებელია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და განმტკიცება და ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგება, კიდევ მეტი ინვესტიცია. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა არამხოლოდ ვაჭრობისა და ეკონომიკის, არამედ, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ჰუმანიტარული თუ კულტურის მიმართულება. მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის პერიოდში ჩვენ დიდი დახმარება მივიღეთ აზერბაიჯანისგან, ჩვენი მეგობრებისგან, ჩვენი ძმებისგან. მინდა, ამისთვის საჯაროდ გადაგიხადოთ მადლობა. ჩვენ ბოლო წლებში ვაჩვენეთ დიდი პროგრესი ყველა მიმართულებით, მაგრამ მჯერა, რომ პოტენციალი გაცილებით დიდია და აუცილებელია ამ პოტენციალის სრულად ათვისება. დღევანდელი შეხვედრა იძლევა კარგ შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ განვიხილოთ ყველა მიმდინარე საკითხი და დავსახოთ სამომავლო გეგმები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერის მეორე ვიზიტი აზერბაიჯანში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობების მაღალი დონის მაჩვენებელია. „მომავალ წელს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი სრულდება. დამოუკიდებლობის პერიოდში, ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ჩვენი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება და მიაღწია სტრატეგიული პარტნიორობის დონეს. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს აქტიური პოლიტიკური დიალოგი. აზერბაიჯანი და საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ყოველთვის უჭერენ ერთმანეთს მხარს. რთულ პერიოდში, ჩვენ ყოველთვის ერთმანეთის გვერდში ვიდექით და თანადგომას ვუწევდით ერთმანეთს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ამ საკითხში თქვენს პოზიციასა და ყურადღებას მაღალ შეფასებას ვაძლევთ. აზერბაიჯანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებას. ჩვენი ურთიერთობები ყველა სფეროში მაღალ დონეზეა, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტრანზიტის, ინვესტიციებისა და ჰუმანიტარულ სფეროებში. ჩვენს მიერ ერთობლივად განხორციელებული ფართომასშტაბიანი, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები ზრდის ჩვენს ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ჩვენი ქვეყნები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ რეგიონის განვითარებაში და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამავე დროს, ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისთვის კარგი შესაძლებლობები გაგვაჩნია ციფრული ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ჯანდაცვის და სხვა სფეროებში. ამ შესაძლებლობების რეალიზებისთვის, ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის ჩატარება აუცილებელი იყო. სხვადასხვა მიზეზის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ კომისიის სხდომა არ ჩატარებულა. თქვენი ბოლო ვიზიტის დროს, თქვენთან შეხვედრისას ჩვენ ამას განსაკუთრებით ხაზი გავუსვით და სამუშაოების დაჩქარებისთვის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დავალებები მივეცით. კომისია ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. მოხარული ვარ, რომ დღეს ამ კომისიის სხდომას ვატარებთ. ბატონო პრემიერ-მინისტრო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საუბრები, მიღებული გადაწყვეტილებები და ხელმოწერილი დოკუმენტები ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაფართოებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი წარმატებული იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში“, - განაცხადა ალი ასადოვმა.

საქართველომ და აზერბაიჯანმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გააფორმეს

საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის შემდეგ, რომელიც ბაქოში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით გაიმართა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ხელი მოაწერეს კომისიის მე-8 სხდომის ოქმს. თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის. ხელი მოეწერა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2021-2024 წლებისთვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას; შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ; შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვარზე გამტარი პუნქტების შესახებ; ასევე - ურთიერთგაგების მემორანდუმებს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და აზერბაიჯანში ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდს შორის. „აზერბაიჯანთან ჩვენ გვაკავშირებს არამხოლოდ წმინდა პრაგმატული ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ, მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა წლების განმავლობაში“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის საკითხი. „კარგია, რომ კომისია ჩატარდა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ათი წელია, არ ჩატარებულა და ახლა ჩავატარეთ. ეს მოასწავებს იმას, რომ ორივე მხარე მზად არის, ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის მეტი ინტენსიფიკაცია მოხდეს. განვიხილეთ, თუ როგორ გავზარდოთ ურთიერთ სავაჭრო ბრუნვა, მათ შორის ქართული ექსპორტი აზერბაიჯანში. ეს შეეხება საცემენტო, ასევე მეტალურგიის პროდუქციას, ასევე სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის პროდუქციას. ვსაუბრობდით იმაზე, რომ იყოს თანაბარი, არადისკრიმინაციული მიდგომები და ეს აბსოლუტურად პოზიტიურად არის აღქმული ჩვენი კოლეგების მხრიდან, რადგან, ჩვენ გვაკავშირებს არამხოლოდ წმინდა პრაგმატული ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ, მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა წლების განმავლობაში. იყო საინტერესო საუბრები ენერგეტიკის სფეროში ჩვენი ურთიერთობების უფრო მეტად გაფართოებაზე. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში აზერბაიჯანი არის ჩვენი ნომერ პირველი მიმწოდებელი როგორც გაზის, ასევე ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით. ჩვენ გავაცანით ჩვენი გეგმები შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის პროექტის განვითარების შესახებ, რითაც ჩვენ ევროკავშირის ბაზარს მივუერთდებით და დავპატიჟეთ, რომ ამ პროექტში მონაწილეობა მიიღონ. ისინი დიდი ინტერესით მოეკიდნენ ამას“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ამავე თემაზე: პრემიერი: აზერბაოჯანთან ეკონომიკური თანამშრომლობის გარღმავება, ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგება და მეტი ინვესტიცია აუცილებელია