ეკონომიკა

დღეიდან ქართველი მეზღვაურები არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლოტში დასაქმებას შეძლებენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სუჰაილ მოჰამეს ალ მაზროუეიმ მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის აღიარების თაობაზე ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ხელი მოვაწერეთ საკმაოდ მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც ქართველი მეზღვაურების ტრენინგის სერტიფიკატის აღიარებას გულისხმობს და ჩვენი მეზღვაურების დასაქმების არეალის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. მოგეხსენებათ, დღესდღეობით ჩვენი მეზღვაურები, რომლებიც კარგი მომზადებით, სიმამაცითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული დროშის ქვეშ მცურავ გემებაზე არიან დასაქმებული და მათზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. დღეიდან ისინი შეძლებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლოტის, მათი დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმებასაც“, - განაცხადა ნათია თურნავამ. "არაბთა გაერთიანებული საამიროები გამოირჩევა სოციალური და სამუშაო პირობების თანამედროვე სტანდარტებით, მათ შორის მაღალი ანაზღაურებით. 2020 წლის მონაცემებით, საამიროების დროშის ქვეშ მცურავი ფლოტი 631 გემისგან შედგება, რომელთა საერთო ტევადობა 740 DWT-ს უახლოვდება. საზღვაო განათლებისა და მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიმართულებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს და ქართველი მეზღვაურების რეპუტაცია საერთაშორისო საზღვაო სივრცეში. სწორედ ამ ფაქტორების ზემოქმედებით ყოველწლიურად ფართოვდება მსოფლიო დასაქმების ბაზარი ჩვენი მეზღვაურებისათვის. დღეს მათ უკვე 61 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტზე შეუძლიათ დასაქმება, მათ შორის 18 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. ამ დროშების ქვეშ მსოფლიო ფლოტის 80%-ზე მეტი დაცურავს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნათია თურნავა: არაბთა გაერთიანებული საამიროების საინვესტიციო ფონდები საქართველოს ენერგეტიკის, ლოგისტიკისა და ტურიზმის სფეროებში ინვესტირების მზადყოფნას გამოხატავენ

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მაღალი რანგის შეხვედრები გამართა თავის კოლეგებთან არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან სუჰაილ მოჰამედ ალ მაზრუისთან, ტოლერანტობის მინისტრთან შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ ნაჰიანთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ასევე შეხვდა „აბუ დაბის განვითარების ფონდის“ გენერალურ დირექტორს მუჰამედ საიფ ალ სუვაიდის და Lulu Group International-ის თავმჯდომარე და მმართველ დირექტორს იუსუფ ალის. მათივე ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში. ხაზი გაესვა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ურთიერთობების განვითარებას და ამ მხრივ დიდი პოტენციალი არსებობს. ნათია თურნავას თქმით, პოსტკოვიდ პერიოდში ეკონომიკის აღდგენისთვის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და მათი გეოგრაფიის დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია. „ ჩვენ ვესტუმრეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, რომელიც ჩვენი ტრადიციული ინვესტორ -პარტნიორია. წლების განმავლობაში ადგილობრივ ინვესტორებს მილიარდ 100 მილიონზე მეტი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული საქართველოში, თუმცა არსებობს შესაძლებლობა, გაცილებით მეტად გავაფართოვოთ გაერთიანებული საამიროების ინვესტორების პროექტები და მათი ინვესტიციები საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ჩემი კოლეგების გარდა, ასევე შევხვდი უმსხვილეს საინვესტიციო ფონდებს, ვინც გამოხატავს მზადყოფნას, შემოვიდეს საქართველოში, გააფართოვოს და ინვესტიცია განახორციელოს ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმის განვითარებაში. ეს არის ის სფეროები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისთვის და ასევე, ძალიან მნიშნელოვანია უცხოელი ინვესტორებისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ

საქსტატი: სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 16.4 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 16.4 პროცენტიანი ზრდა. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისთან შედარებით ფასები 0.3 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.02 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. მათივე ინფორმაციით, ამავე პერიოდში ფასები 0.9 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 0.74 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 4.8 პროცენტიანი მატება ძირითად ლითონებზე. „გარდა ამისა, ფასების 4.1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.42 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 1.1 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0.16 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია -9.2 პროცენტიანი ფასების კლება ლითონის მადნებზე. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 18.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 14.61 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (16.5 პროცენტი), სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (11.2 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (47.3 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 10.7 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.12 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 30.1 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.83 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აცხადებენ საქსტატში.

საქსტატი: 4.1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 16.4 პროცენტიანი ზრდა. ფასების ზრდის კონტექსტში ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი ელექტრო ენერგიის ტარიფი. "ფასების 4.1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.42 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 1.1 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0.16 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია -9.2 პროცენტიანი ფასების კლება ლითონის მადნებზე“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში. საქსტატი: გასულ წელთან შედარებით, 20.7 %-ით გაზრდილია იმპორტი, ექსპორტი კი 26.0%-ით საქსტატი: სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 16.4 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი: გასულ წელთან შედარებით, 20.7 %-ით გაზრდილია იმპორტი, ექსპორტი კი 26.0%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, გასულ წელთან შედარებით,ქვეყანაში 20.7 %-ით გაზრდილია იმპორტი, ექსპორტი კი 26.0%-ით. საექსპორტო ქვეყნების ათეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 421.8 მლნ. აშშ დოლარით, 377.1 მლნ. აშშ დოლარით რუსეთი მეორე ადგილზეა, 347.0 მლნ. აშშ დოლარის ბრუნვით კი აზერბაიჯანია მესამე ადგილზე. 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.7 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 683.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტი 26.0%-ით გაიზარდა. გასულ წელთან შედარებით, 20.7 %-ით გაზრდილია იმპორტი 6 072.7 მლნ. აშშ დოლარი.იმპორტის კუთხით ათეულის პირველ სამ ადგილს იგივე ქვეყნები იკავებენ, თუმმცა სხვა მონაცემებით. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 075.4 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 634.8 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 519.5 მლნ. აშშ დოლარით. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 517.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 293.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 265.5 მლნ. აშშ დოლარით. ხოლო , უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 547.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 492.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 445.9 მლნ. აშშ დოლარით.

2021 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, იმპორტიორი კი თურქეთი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. საექსპორტო ქვეყნების ათეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 421.8 მლნ. აშშ დოლარით, 377.1 მლნ. აშშ დოლარით რუსეთი მეორე ადგილზეა, 347.0 მლნ. აშშ დოლარის ბრუნვით კი აზერბაიჯანია მესამე ადგილზე. 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.7 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 683.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტი 26.0%-ით გაიზარდა. გასულ წელთან შედარებით, 20.7 %-ით გაზრდილია იმპორტი 6 072.7 მლნ. აშშ დოლარი.იმპორტის კუთხით ათეულის პირველ სამ ადგილს იგივე ქვეყნები იკავებენ, თუმმცა სხვა მონაცემებით. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 075.4 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 634.8 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 519.5 მლნ. აშშ დოლარით. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 517.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 293.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 265.5 მლნ. აშშ დოლარით. ხოლო , უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 547.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 492.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 445.9 მლნ. აშშ დოლარით.

Southwest Airlines-ი თანამშრომლებს აცრის შემთხვევაში დამატებით თანხას გადაუხდის

აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავიაკომპანია Southwest Airlines-ი დამატებით თანხას გადაუხდის თანამშრომლებს თუ აიცრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC-ი წერს, ავიაკომპანიამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად მიიღო, რადგან აშშ -ში ინფექციის მაჩვენებელი იზრდება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ თანამშრომლებს განუცხადა, რომ თუ ისინი 15 ნოემბრამდე წარადგენენ ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, 16 საათის ანაზღაურების ოდენობის ბონუსს მიიღებენ. "თუ თქვენ არ ხართ აცრილი და ამის გაკეთება გადაწყვიტეთ, ეს ვადები საკმარისია იმისთვის, რომ ორი დოზით, ან ერთი დოზით მაინც აიცრათ", - აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში. BBC-ის ცნობით, აშშ-ის შრომის დეპარტამენტის ცნობით, კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო დიდ კომპანიებსა და საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისათვის სავალდებულო მომდევნო კვირებში ხდება, რომელიც დაახლოებით 100 მილიონ თანამშრომელს შეეხება.

მედია: აშშ Pfizer-ის ვაქცინის დამატებით ასობით მილიონ დოზას შეისყიდის, რომ მსოფლიოს ქვეყნებს გაუნაწილოს

შეერთებული შტატები გეგმავს, Pfizer-ის ვაქცინის დამატებით ასობით მილიონი დოზა შეიძინოს, რათა მთელ მსოფლიოს გაუნაწილოს. ამის შესახებ ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით, The Washington Post-ი ავრცელებს. წყაროების ცნობით, შესყიდვის შესახებ გადაწყეტილება მომდევნო კვირის დასაწყისში უნდა გამოცხადდეს, მაშინ, როცა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრა გაიმართება. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა გლობალური ვაქცინაციის კამპანიის მნიშვნელობას, როგორც ვირუსის დამარცხების საშუალებას და შეერთებულმა შტატებმა დაგეგმა ვირტუალური COVID-19 სამიტი გენერალური ასამბლეის შეხვედრის ფარგლებში.

2021 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკა 29.9%-ით გაიზარდა

2021 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 15 912.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 29.9 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 10.3 პროცენტით. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. 2021 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა (53.9 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (42.3 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (133.6 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (47.0 პროცენტი), მშენებლობა (36.9 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (75.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (45.5 პროცენტი). კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.3 პროცენტი) და განათლება (-1.4 პროცენტი). მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.9 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.6 პროცენტი), მშენებლობა (8.6პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (5.8 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება(5.4 პროცენტი).

ეკატერინე ტიკარაძე: ორსულებში ინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ორსულებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები "მნიშვნელოვნად არის შემცირებული". როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, კოვიდინფიცირებული ორსულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პროცესში ყველა წამყვანი სპეციალისტია ჩართული. "ორსულებში ინფიცირება მნიშვნელოვნად შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში ყურადღებას რომელი ორსულებიც საჭიროებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში ჩართულია ყველა წამყვანი სპეციალისტი",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აშშ-მ „ალ-ქაიდას" რამდენიმე წევრს სანქციები დაუწესა

შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა ახალი სანქციები დაუწესა თურქეთში მყოფ 5 პირს, რომლებიც "ალ-ქაიდასთვის" მატერიალური დახმარების გაწევაში არიან ბრალდებულები. სანქცირებულთა სიაში მოხვედრილი 5 პირიდან, 3 თურქეთის სამი მოქალაქეა, ორი მათგანი კი ეგვიპტიდანაა. ხუთივე მათგანს ბრალად ედება "ალ-ქაიდასთვის" მატერიალური, ფინანსური, ტექნიკური დახმარების გაწევა და სპონსორობა. ”ეს მიზანმიმართული სანქციები ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ურყევ ვალდებულებას, შეწყვიტოს "ალ-ქაიდას" ფინანსური დახმარება. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, მათ შორის თურქეთთან, რათა გამოამჟღავნონ და ჩაშალონ "ალ-ქაიდას" ფინანსური დახმარების ქსელები" ,- საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის დირექტორი ანდრეა გაკი განცხადებაში წერს. ახალი სანქციების თანახმად, დასახელებული პირების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონება ან აქტივი უნდა ეცნობოს ფედერალურ მთავრობას, ასევე ეკრძალებათ „ყველა სახის გარიგება ამერიკელებთან ან შეერთებულ შტატებში (მათ შორის ტრანზაქციები შეერთებულ შტატებში).

ნათია თურნავა: საქართველო არის სტაბილურობის, სიმშვიდისა და განვითარების კუნძული

ეკონომიკისა და მდგრადი მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, "საქართველო არის სტაბილურობის, სიმშვიდის და განვითარების კუნძული". ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა. "ადგილობრივი ინვესტიციები იმიტომ იზრდება, სწორედაც რომ განცდა აქვს ჩვენს ბიზნესს, რომ მიუხედავად პანდემიისა, მომავალი არის დადებითი, ენდობა პოლიტიკას, ენდობა ვითარებას, ვაქცინაციის მაღალ ტემპს და აინვესტირებს, რისი განცდაც შეიძლება არ ჰქონდეთ სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორს, რადგან ინვესტორები გახდნენ უფრო ფრთხილები, გამომდინარე გლობალური პრობლემებისა, რაც არის. თითოეულ კონკრეტულ ქვეყანასთან ინდივიდუალურად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ - კი, პანდემიაა, გლობალური მოულოდნელობებია, ბოლომდე ნაჭვრეტადი არ არის მომავალი, მაგრამ საქართველო არის სტაბილურობის, სიმშვიდის და განვითარების კუნძული", - განაცხადა ნათია თურნავამ. ამავე თემაზე: ნათია თურნავა: გასული წლის ტენდენცია გადავტეხეთ და ლარი სერიოზულად გამყარდა

ნათია თურნავა: გასული წლის ტენდენცია გადავტეხეთ და ლარი სერიოზულად გამყარდა

"გასული წლის ტენდენცია გადავტეხეთ და ლარი სერიოზულად გამყარდა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მსგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, გამორიცხული არ არის, გამყარების ტენდენცია გაგრძელდეს, რადგან ამას ბევრი საფუძველი აქვს. "ეკონომიკის გაჯანსაღების ირიბი, მაგრამ მნიშვნელოვანი შედეგი არის ლარის მეტი სტაბილურობა, რამაც ძალიან დადებითი როლი შეასრულა ყველა მიმართულებით. ის ტენდენცია, რაც ლარის კურსთან მიმართებაში გასულ წელს იყო, ჩვენ არსებითად გადავტეხეთ და ლარი სერიოზულად გამყარდა. ეს პროცესი შეიძლება მომავალში გაგრძელდეს და მეტად გამყარებას არ გამოვრიცხავ", - განაცხადა თურნავამ. მისივე თქმით, გლობალური პანდემიის ფონზე ამ კუთხით პროგნოზირება რთულია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ტურიზმი უფრო მეტად გაჯანსაღდება და მეტი უცხოური ვალუტა შემოვა ამ არხიდან, ამის თქმის საფუძველს იძლევა. "პანდემიის მიუხედავად, წარმოუდგენელი ტემპით იზრდება ჩვენი, ქართული პროდუქციის ექსპორტი. პირველ რვა თვეში 26-27%-ით გვაქვს გაზრდილი ექსპორტი წინა წელთან შედარებით და წინა ჩავარდნილ წელსაც რომ თავი დავანებოთ, რომელიც ჩავარდნილი წელი იყო, 2019 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 7%-ით არის გაზრდილი. ეს კიდევ ერთი წყაროა უცხოური ვალუტის, რომელიც აქ ისეთ ბალანსს იძლევა, რომ ჩვენი ვალუტა იქნება სტაბილური", - განაცხადა თურნავამ.

ბელარუსის ბანკები სანქციების გამო ევროპულ საბანკო სისტემაზე წვდომას კარგავენ

ბელარუსის საბანკო სისტემამ ევროპის და ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების მძიმე გავლენა იგრძნო. ევროპულმა ბანკებმა დაიწყეს ბელარუსის სახელმწიფო კომპანიების ანგარიშების დახურვა, რის გამოც შეუძლებელი გახდა ოპერაციების წარმოება მსოფლიოს ორ ძირითად ვალუტაში, ევროსა და დოლარში. გასულ კვირას, Belarusbank-ის, Belinvestbank-ისა და Belagroprombank–ის საკორესპონდენტო ანგარიშები დაიხურა Deutcsche Bank- ის მიერ. Belagroprombank-მა, ევროკავშირის მიერ სანქცირებული სამი ბანკიდან ერთ-ერთმა, საკორესპონდენტო ურთიერთობა არამხოლოდ Deutsche–სთან გაწყვიტა, არამედ მის ყველა ევროპულ საკორესპონდენტო ბანკთან, მათ შორის არიან გერმანიის Commerzbank-ი, DZ Bank-ი, იტალიის Unione di Banche Italie და პოლონეთის PKO Bank. რუსულმა ბანკებმა კი, მათ შორის Sberbank-მა, VTB-მ და Rosselkhozbank-მა უარი თქვეს Belagroprombank-თან სავალუტო ოპერაციების განხორციელებაზე. მსგავსი ვითარება შეიქმნა Belarusbank-თან და Belinvestbank-თან, რომლებიც ასევე შედიან ევროკავშირის სასანქციო სიაში, იუწყება Nasha Niva reports-ი. Belarusbank–ისთვის ოპერაციებს ახლა VTB-ის შვილობილი კომპანია TKB Bank ახორციელებს. 24 ივნისს ევროკავშირმა ბელარუსს ეკონომიკური სანქციები დაუწესა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის, „სამოქალაქო უფლებების სასტიკი ჩახშობისთვის, ასევე მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვებისთვის, რაც დასავლეთის მიერ საჰაერო მეკობრეობად შეფასდა. ლუკაშენკომ, ევროკავშირის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომ სანქციები უძლურების მაჩვენებელია.

ევროკავშირი ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს 100 მლნ ევროთი ზრდის

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს 100 მილიონი ევროთი ზრდის. „ჩვენ ავღანელი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შიმშილი და ჰუმანიტარული კატასტროფა. ამიტომაც ჩვენ კვლავ გავზრდით ავღანეთისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას 100 მილიონი ევროთი. ეს ავღანეთის მხარდაჭერის ახალი, უფრო ფართო პაკეტის ნაწილი იქნება“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი Twitter-ზე. ამავე თემაზე: დონორები ავღანეთის დასახმარებლად 1 მლრდ დოლარზე მეტს გამოყოფენ ანტონიო გუტერეში: ავღანეთში ეკონომიკური კრიზისი ტერორისტებისთვის საჩუქარი იქნება ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირს „თალიბანთან“ მოლაპარაკებების გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს ჰელმანდის გუბერნატორი დასავლეთს: აღიარეთ „თალიბანი", დაბრუნდით ფულით და არა იარაღით ევროკავშირი ავღანელების ჰუმანიტარულ დახმარებას 200 მილიონ ევრომდე გაზრდის

ევროკავშირი დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს ვაქცინების დამატებით 200 მლნ დოზას მიაწვდის

ევროკავშირი დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დამატებით 200 მილიონ დოზას მიაწვდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. "ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გლობალური ვაქცინაციის დაჩქარებაა. ჩვენ უკვე ავიღეთ ვალდებულება 250 მილიონი დოზის გაზიარების შესახებ. გარდა ამისა, დამატებით 200 მილიონ დოზას მივაწვდით დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე.

საქსტატი: საშუალო თვიური ხელფასი 1 328 ლარამდე გაიზარდა

2021 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.5%-ით (177.9 ლარით) გაიზარდა და 1 328.0 ლარი შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტკის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 354.7 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 15.4 პროცენტით); • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 173.0 (გაიზარდა 12.4 პროცენტით); • მშენებლობა – 2 006.1 ლარი (გაიზარდა 23.7 პროცენტით); • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 919.5 ლარი (გაიზარდა 7.4პროცენტით); 2021 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 077.8 ლარით, ხოლო კაცების - 1 560.0 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.6 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში - 207.6 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. 2021 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 214.0 ლარით გაიზარდა და 1 389.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 209.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 12.0 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 177.4 ლარი, გაიზარდა 6.5 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება. 2021 წლის II კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 117.8 ლარით გაიზარდა და 1 226.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო დასადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. ამავე თემაზე: მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა

Fraser Institute: საქართველო "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში დაწინაურდა და მე-5 ადგილზეა

Fraser Institute-მა მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებითად გაუმჯობესდა და მან გლობალურ რეიტინგში მე-8 ადგილიდან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. ანგარიშის მიხედვით, ქვეყნისთვის მინიჭებული ქულა 10-დან 8.26-ს შეადგენს. 2020 წლის ანგარიშში საქართველო 8.24 ქულით მერვე ადგილს იკავებდა. რიტინგის პირველი ხუეთეული ასეთია: ჰონგ-კონგი - 8.91 ქულა; სინგაპური - 8.81 ქულა; ახალი ზელანდია - 8.56 ქულა; შვეიცარია - 8.48 ქულა; საქართველო - 8.24 ქულა. რეიტინგი ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს. საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 5 ინდიკატორიდან 3 ინდიკატორში გაიუმჯობესა მდგომარეობა, თუმცა ანგარიშში არ არის განმარტებული მიზეზები, თუ რა ცვლილებებმა და რეფორმებებმა გამოიწვია აღნიშნული გაუმჯობესება. კერძოდ, საქართველოს უკეთესი შეფასება აქვს შემდეგ ინდიკატორებში: „მთავრობის ზომა“ (8.14 ქულა, ნაცვლად 8.08 ქულისა); „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ (6.72 ქულა, ნაცვლად 6.65 ქულისა); „საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება“ (9.12 ქულა, ნაცვლად 9.05 ქულისა). აღნიშნული 5 ინდიკატორი, თავის მხრივ, 23 კომპონენტს მოიცავს. ქვეყნის პოზიციები გაუმჯობესდა ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა: მთავრობის მოხმარება - 7.18 ქულა (გაუმჯობესდა 0.12 ქულით); ტრანსფერები და სუბსიდიები - 7.24 ულა (გაუმჯობესდა 0.16 ქულით);სასამართლოს დამოუკიდებლობა - 5.41 ქულა (გაუმჯობესდა 0.01 ქულით); მიუკერძოებელი სასამართლო - 5.91 ქულა (გაუმჯობესდა 0.06 ქულით); საკუთრების უფლებების დაცვა - 6.25 ქულა (გაუმჯობესდა 0.64 ქულით); ტარიფები - 9.45 ქულა (გაუმჯობესდა 0.21 ქულით); ადამიანისა და კაპიტალის გადაადგილება - 8.97 ქულა (გაუმჯობესდა 0.05 ქულით); ინფლაციის სტანდარტული გადახრა - 9.67 ქულა (გაუმჯობესდა 0.08 ქულით). „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება“ შემუშავებულია კანადური Fraser Institute-ისა და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით. რეიტინგი ზომავს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური კურსისა და ინსტიტუციების ხარისხს, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. რეიტინგში გამოყენებული მონაცემების ნაწილი ეფუძნება ისეთი საერთაშორისო ორგანიზების კვლევასა და შეფასებებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვა.

საქართველო პორტუგალიაში პირდაპირი ფრენების დაწყებაზე TAP Air Portugal-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს

საქართველოს პორტუგალიასთან პირდაპირი ავიარეისების დაწყება სურს. მოლაპარაკებები პორტუგალიის ეროვნულ ავიაკომპანია TAP Air Portugal-სთან მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ცნობლია, მარიამ ქვრივიშვილი პორტუგალიის ეროვნული ავიაკომპანიის TAP Air Portugal პრეზიდენტს შეხვდა. "დავიწყეთ მოლაპარაკება პორტუგალიიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე. საქართველოს ავიაციის სექტორის შტამბეჭდავი აღდგენის ტემპი და ტურიზმის სექტორის უდიდესი პოტენციალი - პოზიტიურ მოლოდინების გვიქმნის პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე", - წერს მარიამ ქვრივიშვილი Facebook-ზე.

ამერიკელმა კონგრესმენებმა და ეკონომიკის მინისტრმა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის საკითხი განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უცვლელი სტრატეგიული პარტნიორია და ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს, ამ პარტნიორობის თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანისთვის. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ქართული მხარის მზაობას, აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებასა და გაღრმავებაზე, ისევე, როგორც სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განვითარებაზე. ამასთან, საუბარი შეეხო საქართველოში ამერიკული ინვესტიციებისა და ბიზნესების პერსპექტივებს. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის საკითხი და კონგრესმენებს მოლაპარაკებების პროცესის დაწყებისთვის მხარდაჭერისთვის მიმართა. ნათია თურნავამ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა აშშ-ის მიერ საქართველოს ეკონომიკის სექტორში მიმდინარე სხვადასხვა პროექტის ძლიერი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდამჭერ პროგრამებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ქვეყნის განვითარებაში. „გვქონდა კარგი შესაძლებლობა, ამერიკელ კონგრესმენებთან გვესაუბრა იმ პერსპექტივებზე, რაც ამერიკა-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს გააჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში, ძალიან ბევრს გვეხმარება ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ჩვენი უცვლელი, ძალიან ძლიერი მხარდამჭერი და მართლაც სტრატეგიული პარტნიორი", - განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად მიმდინარე წლის შვიდ თვეში ამერიკა-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 21%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოდან აშშ-ში ექსპორტის ზრდამ 127%-ს მიაღწია. აღინიშნა, რომ დღესდღეობით ქართულ ბაზარზე საკმაოდ წარმატებულადაა წარმოდგენილი 300-მდე ამერიკული კომპანია. „თუმცა, ეს არ არის საკმარისი, გაცილებით ბევრის გაკეთება შეგვიძლია და რა თქმა უნდა, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია, ამერიკული ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში. ამასთან უნდა ითქვას, რომ ამერიკული კომპანიების მიერ დღემდე საქართველოში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. უნდა ითქვას ისიც, რომ ამერიკის შერთებული შტატები ტრადიციულად ლიდერობს ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ტოპ-ათეულში, ასევე ინვესტიციების თვალსაზრისით და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეგვიძლია უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. კონგრესმენები წარმოადგენენ კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის" თანასპონსორები არიან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გიორგი ციკოლია და ამერიკა-საქართველოს თანამეგობრობის ასოციაციის ხელმძღვანელი მელორ წიფურია. ამავე თემაზე: ექსკლუზივი: კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენები თავისუფალ ვაჭრობის და პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების საკითხებით ინტერესდებიან