ანალიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი „3+3" ფორმატზე: სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, რუსეთმა საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან და ხელი შეუწყოს მშვიდობას
ექსკლუზივი რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, 3+3 ფორმატის საკითხი პირველად თურქეთში, საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსა და მისი რუსილი კოლეგის, სერგეი ლავროვის შეხვედრაზე კვლავ წამოიჭრა, რის შესახებაც მხარეებმა განცხადებები მედიასთანაც გააკეთეს. როგორც ცნობილია, ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივით 2020 წლის დეკემბერში სწორედ თურქეთის პრეზიდენტი გამოვიდა. არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, საკითხის გააქტიურების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, Europetime-მა შეკითხვით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა. სახელმწიფო დეპარტამენი მოუწოდებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, ერთობლივად იმუშაონ უთანხმოების მოსაგვარებლად და რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად. „ჩვენ მოვუწოდებთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, ერთობლივად იმუშაონ უთანხმოების მოსაგვარებლად და რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად. მიუხედავად იმისა, რომ გარე აქტორებს შეუძლიათ, შეასრულონ პროდუქტიული როლი ამგვარი ძალისხმევის მხარდასაჭერად, ისინი რეგიონში საკუთარი დღის წესრიგის დაწესებას არ უნდა შეეცადონ. რუსეთმა, რომელიც ამჟამად სასტიკ ომს აწარმოებს უკრაინაში, მოკლა ათასობით ადამიანი და მილიონობით ადამიანი დევნილად აქცია, სხვა სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, ყურადღება უნდა გაამახვილოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან თავისი ჯარების გაყვანაზე და მშვიდობას შეუწყოს ხელი“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. თურქეთის ელჩის კომენტარი „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით - ექსკლუზივი ევროკავშირი 3+3 ფორმატზე: ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით - ექსკლუზივი ცნობისთვის, 8 ივნისს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „3+3“ ფორმატი კავკასიაში მოიტანს გრძელვადიან ნორმალიზაციას თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ „3+3“ ფორმატის მეორე შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება და კარი ღიაა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. „თქვენ იცით, რომ თურქეთის ინიციატივით შეიქმნა „3+3“ ფორმატი სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა და მათი მეზობლების - თურქეთის, რუსეთისა და ირანის მონაწილეობით. პირველი შეხვედრა უკვე ჩავატარეთ მოსკოვში, ქართველმა კოლეგებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით მათი ნახვით“, - განაცხადა ლავროვმა. პირველი შეხვედრა ამ ფორმატში მოსკოვში 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა.
ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან
ექსკლუზივი გზავნილები ევროპარლამენტიდან საქართველო ევროკომისიის დასკვნის მოლოდინში და ევროდეპუტატების მიმართვა საქართველოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატების განცხადებებიდანაც ირკვევა, რომ ამ საკითხზე ბლოკში ერთიანი პოზიცია არ არის. ტრადიციულად, არიან სკეპტიკოსი ქვეყნები. მაკრონს სურს, შეიქმნას ახალი ევროპული გაერთიანება ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან კონკრეტულად, საქართველოსთან მიმართებით, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ გზავნილში დააფიქსირა პოზიცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. ბრიუსელს სჯერა, რომ „საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს“. რა განწყობებია ევროპარლამენტში და რა გზავნილები აქვთ საქართველოს მიმართ ევროპარლამენტარებს. ამ საკითხის გარკვევას Europetime შეეცადა. ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ - პრეზიდენტი წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო?! მხოლოდ რუსეთი - პრემიერი საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ელჩი ჰარცელი ევროპარლამენტარები ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართავენ ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვა აღიარებს, რომ არსებული პოზიციების გათვალისწინებით, ამ ეპატზე ბუნდოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების საკითხზე, თუმცა ჩეხი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ქვეყანამ მიზნისკენ სწრაფვა უნდა განაგრძოს. მარკეტა გრეგოროვა მიიჩევს, რომ სკეპტიციზმი არ ცვლის ფაქტს, რომ საქართველოს პარტნიორებს სურთ, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვასთან ევროპარლამენტი მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის - განცხადების პროექტი უპირველეს ყოვლისა, მინდა, ერთ საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. მიუხედავად ინსტიტუციური მდგომარეობისა, ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ შეიძლება, ახლა გარკვეულწილად, ბუნდოვანი და გაურკვეველი იყოს, როგორ გადაწყვეტენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, თუმცა ეს არ აკნინებს ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და ამ დრომდე მიღწეულ პროგრესს. ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ჩვენ გვინდა, საქართველო ჩვენს ევროპულ ოჯახში რაც შეიძლება მალე ვიხილოთ“, - განუცხადა Europetime-ს მარკეტა გრეგოროვამ. საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ პასუხებს ვაფასებთ. სწრაფად მივიწევთ წინ, რათა დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს - ევროკომისია Europetime-ის ინფორმაციით, საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ კომისია შეკრიბა, რათა განაცხადის შესახებ თავისი მოსაზრება წარმოედგინა. ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ევროკომისიაში კარგად ესმით, რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მოსახლეობა კანდიდატის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას და კომისია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დაასრულოს. ამასთან, ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გზაზე შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები წევრი სახელმწიფოების მიერ მიიღება. ევროპარლამენტარის, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, ევროკომისია ყოველთვის ითვალისწინებს მთლიან სურათს აპლიკანტი ქვეყნის მზადყოფნის შეფასებისას. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც სამართლებრივი და ეკონომიკური შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები ძალიან ყურადღებით განიხილება“, - აღნიშნავს კუბიულიუსი. სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს ექსკლუზიური ინტერვიუ მარინა კალიურანდთან: უნდა დაარწმუნოთ სკეპტიკოსები, რომ იმსახურებთ მომავლის საკითხის გადაწყვეტას და პოლიტიკურ კონსენსუსს ევროკავშირში როგორც ცნობილია, ევროპარლამენტში საქართველოში მედიის უფლებებთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე დღეს იმსჯელებენ. რეზოლუციაზე - „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა საქართველოში“ დებატები 8 ივნისს იმართება. ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციის პროექტი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების წინადადებას მოიცავს ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე ევროკომისიის დასკვნას დაახლოებით ერთ კვირაში ელის. მმართველი გუნდი თვლის, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არ აქვს. 30 მაისს, ევროკავშირის გზავნილი გაახმოვანა ელჩმა კარლ ჰარცელმა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე უარი იქნებოდა ისეთივე ალოგიკური, როგორიც უკრაინის მიერ ელჩის გაწვევა იყო - ირაკლი კობახიძე საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი რას ნიშნავდა ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის გზავნილი ევროკომისიის შეფასებამდე რამდენიმე დღით ადრე და რა მოლოდინების საფუძველს იძლევა ეს შეფასება, პირველ რიგში რაზე ამახვილებს ყურადღებას ევროკავშირი, როდესაც საქმე ეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და როგორია სხვა ქვეყნების მაგალითები, ამ და სხა საკითხებზე, Europetime „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს ივანე ჩხიკვაძეს ესაუბრა. ივანე ჩხიკვაძე თვლის, რომ ევროკავშირის ელჩის განცხადება საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, თუ რა პერიოდშიც წამოვიდა ეს გზავნილი. აქედან გამომდინარე, ვარაუდობს, რომ ევროკომისიის მიერ დადებულ დასკვნაში გარკვეულწილად იქნება გაზიარებული ის პათოსი, რაზეც ელჩმა ისაუბრა, რადგან ეს არის ის ინფორმაცია, რომელსაც საელჩო აგროვებს და შემდეგ ბრიუსელს აწვდის. „შესაბამისად, მე ვფიქრობ, შეიძლება, ყველაფერი არა, მაგრამ მისი შეფასებების ნაწილი აისახოს ევროკომისიის დასკვნაში. რაც შეეხება იმას, თუ როგორი შეიძლება, იყოს დასკვნა, ჯერჯერობით რთულია ამის პროგნოზირება. შეგვიძლია, რამდენიმე ვარიანტზე გავამახვილოთ ყურადღება: პირდაპირ კანდიდატის სტატუსის მინიჭება; პირობებით კანდიდატის ან პოტენციური კანდიდატის სტატუსის მინიჭება; კანდიდატის სტატუსი და პირობები“, - აღნიშნავს „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი და მიუთითებს ძირითად კრიტერიუმებზე, რომელსაც ევროკავშირისგან ექცევა ყურადღება, როდესაც საქმე ეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. „სულ არის სამი კრიტერიუმი - პოლიტიკური, ეკონომიკური, სექტორალური. როცა საუბარია ქვეყნისთვის კანდიდატის სტასუსის მინიჭებაზე, ამ ორი კრიტერიუმიდან ყველაზე დიდი ყურადღება გადატანილია პოლიტიკური ნაწილზე. შესაბამისად, ევროკავშირის ელჩის გამოსვლაც იყო პოლიტიკურ ნაწილზე საუბრით გაჯერებული. თუ გადავხედავთ პირობებს, რომლებიც მაგალითად, ალბანეთს, ასევე, ბოსნია და ჰერცოგოვინას შესთავაზეს, ყველა პირობა არის წმინდად პოლიტიკური. მაგალითად, არჩევნების ჩატარება, ომბუდსმენის დანიშვნა და ასე შემდეგ. ანუ, ქვეყანაზე მორგებული პირობებია“. სხვა ქვეყნების მაგალითი ივანე ჩხიკვაძე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მაგალითს გამოყოფს. „ევროკავშირისკენ მიმავალი ყველა ქვეყნის გზა განსხვავებულია. ალბათ, ამ კუთხით საყურადღებოა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ამ თვალსაზრისით, თუ შეიძლება ითქვას, ყველაზე კარგი ისტორია აქვს ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელსაც 2005 წელს, კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი პირობების გარეშე პირდაპირ მიანიჭეს. არის ისტორია, რომელიც უკავშირდება სერბეთს და მონტენეგროს, რომელთაც ასევე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსები, ოღონდ - პირობებით. და, ითქვა, რომ შემდგომი წინსვლისთვის პირობები უნდა დააეკმაყოფილებინათ. ასევე, პოტენციური კანდიდატის სტატუსი ჰქონდა ალბანეთს - მან დააკმაყოფილა პირობები, შემდგომ წავიდა წინ, დღეს უკვე კანდიდატია და მოლაპარაკებების გახსნას ელოდება. ბოსნია და ჰერცოგოვინას დღემდე არის პოტენციური კანდიდატი და ასევე, კოსოვო ჯერჯერობით ითვლება პოტენციურ კანდიდატად, მაგრამ მასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია, როგორ განვითარდება მისი და ევროკავშირის ურთიერთობები, იმიტომ, რომ ევროკავშირის 5 ქვეყანა კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ცოტა განსხვავებულია თურქეთის შემთხვევა (23 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. რედ.) იქედან გამომდინარე, რომ თურქეთის მხრიდან ნაკლებია ინტერესი და ენთუზიაზმი, რომ ევროკავშირისკენ წავიდეს. ნამდვილად განსხვავდება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისგან, იგივე ჩრდილოეთ მაკედონიისგან, რომელიც ილტვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს“, - აღნიშნავს „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი. „ასოცირებული ტრიოს“ მიზნები და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ამ შემთხვევაში ივანე ჩხიკვაძე რეგატას, შეჯიბრებითობის პრინციპის შემოტანას ელის. „მაგალითად, ზოგიერთი ქვეყანა წინ წავა, შემდეგ შეიძლება, სხვა დაეწიოს და გაასწროს მას. ტრიოს დაშლას მე არ ველოდები. უბრალოდ, სხვადასხვა დონეზე იქნებიან. მაგალითად, მოლდოვა იყო პირველი, რომელმაც ვიზალიბერალიზაცია მიიღო, მას მიჰყვნენ საქართველო და უკრაინა. მოწინავე ქვეყნის სტატუსი ერთი პერიოდი ჰქონდა მოლდოვას, მერე - უკრაინას, საქართველოს. სამწუხაროდ, ჩვენ ეს სტატუსი დავკარგეთ და გადაიბარა სხვამ. ამაში ტრაგედია არაფერია, უკეთესია შეჯიბრებითობის პრინციპის არსებობა, რასაც ხშირად იყენებს ხოლმე ევროკავშირი, როდესაც რეგიონულ პოლიტიკას აწარმოებს. ასე იყო ვიშეგრადის, ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაშიც. ეს არის მიდგომა, რომელსაც ევროკავშირი ყოველთვის იყენებდა და ვფიქრობ, ამას ასოცირებული ტრიოს შემთხვევაშიც გამოიყენებს“, - მიიჩნევს „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხკივაძე. დასკვნა „მოლოდინი ძალიან მაღალია - პირველ რიგში საინტერესოა, რა გადაწყვეტილება იქნება და შემდეგ - რამდენად შევძლებთ ამ მოლოდინების ზუსტად მართვას, რომ იმედგაცრუება არ გამოიწვიოს, ეს იქნება ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი. ყოველ შემთხვევაში - უარი გამორიცხულია, ყველა ვარიანტში პირობები იქნება ჩადებული დასკვნაში. მთავარია, რა პირობებს მივიღებთ და როგორ. მე ვფიქრობ, რომ იქნება ერთგვარი საგზაო რუკა, რომლის შესრულებაც გადაგვადგმევინებს შემდგომ ნაბიჯს ევროკავშირისკენ. ვფიქრობ, პასუხები მოლდოვისგან და უკრაინისგან განსხვავებული იქნება, თუმცა - დიდად არა. დიფერენციაცია მოსალოდნელია. განსაკუთრებით, უკრაინას თუ ავიღებთ, მოგეხსენებათ, მიმდინარეობს კიდეც საუბრები, რომ გარკვეული დიფერენციაცია მოსალოდნელია. როცა ვერსალის დეკლარაცია მიიღო ევროპულმა საბჭომ, იქაც კი უკრაინა იყო გამოკვეთილი. ამრიგად, ეს დიფერენციაცია მოსალოდნელია და ამის მოლოდინი ჩვენ უნდა გვქონდეს, ყოველ შემთხვევაში ეს გვესმის დედაქალაქებიდან, მათ შორის ბრიუსელიდან, სახელმწიფო მეთაურების დონეზე“, - აღნიშნავს „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხკივაძე. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ პასუხებს ვაფასებთ. სწრაფად მივიწევთ წინ, რათა დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს - ევროკომისია
ექსკლუზივი საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ სწრაფად იმოქმედა და კომისია მოიწვია ევროკავშირის გზაზე მომავალი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები კვლავ წევრი სახელმწიფოების ხელში იქნება ევროკომისიამ სწრაფად დაიწყო მუშაობა მოსაზრებაზე და ახლა საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ ყველა პასუხს აფასებს. ევროკავშირის გზაზე მომავალი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები კვლავ წევრი სახელმწიფოების ხელში იქნება. შესაბამისი კომენტარი გაფართოების საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა ანა პისონერო-ჰერნანდესმა Europetime-თან გააკეთა. „საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ სწრაფად იმოქმედა და მოიწვია კომისია, რათა განაცხადის შესახებ თავისი მოსაზრება ხელშეკრულებების შესაფერისი დებულებების შესაბამისად წარმოედგინა. ჩვენ გვესმის ამ ნაბიჯის მნიშვნელობა ქართველი ხალხისთვის, რომელსაც სურს, იყოს ევროკავშირის ნაწილი. კომისიამ სწრაფად დაიწყო მუშაობა დასკვნაზე და ახლა კითხვარზე მიღებულ ყველა პასუხს აფასებს, რომელიც მოსაზრების მომზადებაში დაგვეხმარება – პირველი ნაწილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას მოიცავს, მეორე ნაწილი კი - ევროკავშირის კანონმდებლობის სხვა თავებს. კომისია სწრაფად მიიწევს წინ, რათა მოსაზრებაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დაასრულოს. ევროკავშირის გზაზე მომავალი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები კვლავ წევრი სახელმწიფოების ხელში იქნება. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ევროკავშირის ლიდერებმა მხედველობაში მიიღეს კომისიის მოსაზრებების მომზადება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში წევრობის განაცხადის შესახებ და ამ საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდებიან“, - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის სპიკერმა. სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
ევროკომისიის დასკვნა მხოლოდ ჩვენი მისამართით შეფასება არ იქნება. ეს გარკვეულწილად იქნება ევროპელების პასუხი ევროპის მომავალზე - ინტერვიუ ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანთან
რუსეთ-უკრაინის ომზე, რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, მსოფლიო უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში საქართველოს როლსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე Europetime-მა ინტერვიუ ჩაწერა ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანთან. ახალი გადაწყვეტების, ახალი ტრანსასაზღვრო პროექტების დროა. ეს საკითხები ეკონომიკურ სიბრტყეშიც აქტუალურია, ისევე როგორც ზოგად ეკონომიკურ სისტემაში საქართველოს ინტეგრირების თვალსაზრისით. სხვაგვარად გაგვიჭირდება ჩვენს სარგებლიანობასა და ჩვენს თვითკმარობაზე საუბარი. ამ ყველაფერს კი უსაფრთხოების საკითხამდე მივყავართ. როცა შენ სასარგებლო ხარ, როცა შენ შენი ფუნქციური დატვირთვა გაქვს, ბუნებრივია, შენი უსაფრთხოების კუთხით, შენი სტაბილურობის კუთხით, გარე მოთამაშეთა მხრიდან მეტი ზრუნვა და მეტი ფრთხილი დამოკიდებულება არის. საქართველო ასოცირების შეთანხმების შესრულების რეჟიმშია. სწორედ რომ ამ შეთანხმების წარმატებით რეალიზებას უკავშირდება ის მოლოდინიც - გავხდეთ ევროკავშირში წევრობაზე კანდიდატი ქვეყანა. რა არის სანქცია - ეს არის შუალედური გაჩერება დიპლომატიასა და ომს შორის. როცა დიპლომატია უძლურია საკითხის გადასაწყვეტად და შენ აღიარებ, რომ დიპლომატიამ ვერ იმუშავა, თუმცა ამავე დროს, არ გაქვს ნებელობა და მზაობა, რომ პირდაპირ ღია, სამხედრო კონფრონტაციაში შეხვიდე. სანქცია ამ მხრივ არის გამოწვევისადმი, პრობლემის გადაწყვეტისადმი შუალედური მიდგომა. მისი გამოყენება ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვინდა შემდგომი ესკალაცია და მაქსიმალურად ვერიდებით კონფლიქტის გაფართოებას, მის განვრცობას. ამავდროულად, სანქციებმა რომ მაქსიმალური შედეგი გამოიღოს, აუცილებელია მათთან ერთდროულად დიპლომატიის აქტიური მუშაობაც. NATO-ს სამიტზე ჩვენ ასევე მოლოდინში ვიქნებით ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტისა, რომელსაც 2030 NATO-ს სტრატეგიული კონცეფცია ჰქვია. კერძოდ, ვვარაუდობ და სურვილია, რომ შავ ზღვასთან მიმართებით უფრო მეტი აქცენტი დავინახო. მართალია, ბოლო პერიოდში შავი ზღვა ფიგურირებს NATO-ს დოკუმენტებში, მაგრამ მაინც არასაკმარისად და ამ მხრივ, ჩვენ ალბათ, თემის მეტი განვითარება უნდა ვიხილოთ. ET: რუსეთ-უკრაინის ომიდან სამი თვე გავიდა. ომის დასრულების პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია, უფრო მეტიც, დასავლეთის სახელმწიფოები ამბობენ, რომ შესაძლებელია, მისი დასრულება დროში გაიწელოს კიდეც. როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს შეიძლება, გასტანოს ამ ომმა და ლენდ-ლიზის აქტი რა როლს ითამაშებს მის დასრულებაში? რუსეთ-უკრაინის ომი ძალიან ბევრი დასკვნის და არაერთი გაკვეთილის საშუალებას უკვე იძლევა არამარტო სამხედრო ჭრილში, არამედ პოლიტიკურ თვალსაზრისით. თავდაპირველად, მოლოდინი იყო, რომ ამ ომს მალე მოეძებნებოდა დასრულების გასაღები, თუმცა ბოლო პერიოდში გვესმის, რომ ომმა შესაძლოა, ხანგრძლივი ხასიათი შეიძინოს. სამხედრო ასპექტები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განაპირობებს, მაგრამ მოდით, ცოტა ხნით გადავდოთ სამხედრო ასპექტი, რომელიც არ არის უმნიშვნელო და უფრო პოლიტიკურ თემაზე გადავიდეთ, რაზეც ჩვენს სივრცეში ნაკლებად მიმდინარეობს საუბარი. პირადად ჩემთვის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ორი პირობითი იდეოლოგიის დაპირისპირების კიდევ ერთი ტესტია. ერთი არის იდეალიზმი, მეორე - რეალიზმი. ყველას გვახსოვს ცივი ომის პერიოდი, როდესაც კეთილი ებრძოდა ბოროტს და გასაგებია, ვის უკავშირდებოდა სიკეთე და ვის - ბოროტება. იგივე, სიკეთის მხარეს, როგორც წარსული გვიჩვენებს, არაერთი ბუნდოვანი და ბნელი ფურცელია ისტორიულად. ცივი ომის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებით აჭრელდა სურათი ამ მხრივ და მე ვფიქრობ, რომ დღეს მკვეთრი გამყოფი ხაზი ამ ორ მცნებას შორის არ არსებობს. რა თქმა უნდა, არავინ დაობს, რომ რუსეთი აგრესორია, რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებსა და წესრიგს, მაგრამ მე მინდა, პრობლემას მედლის მეორე მხრიდან შევხედოთ და ვთქვათ ისიც, რამდენად საკმარისი გაკეთდა და შეიძლებოდა თუ არა რაიმე გაკეთებულიყო, რომ ევროპას ეს ომი თავიდან აერიდებინა და რამდენად საკმარისად იღწვის ახლა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. რაც შეეხება პირველ ნაწილს, აქ შეიძლება, რამდენიმე ელემენტს შევეხოთ. შესაძლებელი იყო თუ არა კომპრომისების მოძებნა? ალბათ, გარკვეულწილად, კომპრომისები შესაძლოა, გასულიყო „მინსკი ორის“ შეთანხმებაზე, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ როგორც „მინსკი ერთი“, ასევე, „მინსკი ორი“ საკმაოდ გაუმართავი დოკუმენტებია და ვისაც ეს დოკუმენტები წაუკითხავს, მივა იმ დასკვნამდე, რომ შემხვედრი ვალდებულებების თვალსაზრისით, მხარეები ძალიან საორჭოფო სიტუაციაში მოექცნენ. ტექსტი განსაკუთრებით „მინსკი ორისა“, მისი არაერთაზროვნად წაკითხვის საშუალებას იძლევა. მაგრამ პარადოქსი იმაშია, რომ როდესაც ვსაუბრობთ უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო ფორმულაზე, ეს ფორმულა ორ ძირითად ელემენტზე გადის - ერთი - უკრაინის მხრიდან უარის თქმა NATO-ს სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე და მეორე - ტერიტორიული საკითხი. პარადოქსი სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ეს ის საკითხებია, რომლებიც საკუთრივ ომის დაწყებამდე უკვე იდგა დღის წესრიგში. როგორი ვითარება მივიღეთ ახლა? პრაქტიკულად, დიპლომატია დუმს, მუშაობენ ქვემეხები, იღვრება სისხლი, ინგრევა ქალაქები და თურმე, პოლიტიკური მოლაპარაკებების თემა შეიძლება, კონცეტრირდეს იმ ორ საკითხზე, რომლებიც თავდაპირველად იდგა დღის წესრიგში. ეს არის საკუთრივ პროცესის ტრაგედიაც და ადამიანების ტრაგედიაც. მით უმეტეს, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ გამოთქვა მზაობა, რომ ქვეყანამ უარი თქვას NATO-ში გაწევრიანებაზე. შესაბამისად, მოგეხსენებათ, ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ეს საკითხი დღეს არის გამოკიდებულ ვითარებაში. პოლიტიკური პროცესი, დიპლომატიური მოლაპარაკება პრაქტიკულად შეჩერებულია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ომის ტრანსფორმაციაზე, დღეს პრაქტიკულად, 100% ყურადღებისა, რესურსებისა, ძალისხმევისა, სწორედ სამხედრო ასპექტზე არის გადატანილი. დიპლომატია დუმს, პოლიტიკური დინამიკა თაროზე არის შემოდებული. რაც შეეხება ტერიტორიულ საკითხს, აქ ალბათ მხარეთა შორის გაცილებით უფრო დიდი მანძილია შეთანხმების მისაღწევად. საკითხი გადის ორ გეოგრაფიაზე - ერთი არის დონბასი და მეორე - ყირიმი. აქაც იყო სხვათა შორის, სხვადასხვა ფორმა გადაწყვეტისა, მაგალითად, დონბასში საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ რეფერენდუმის ჩატარება, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ რეფერენდუმში მონაწილეობას მიიღებდა დონბასის სრული მოსახლეობა; ვგულისხმობ, მათ, ვინც ახლა იმყოფებიან დონბასის ტერიტორიაზე და ასევე - რომლებმაც დატოვეს საომარი მოქმედებების პირობებში. მოგეხსენებათ, ასეთი სტატუს კვოს აღდგენას პირდაპირი და ობიექტური გავლენა შეიძლება, ჰქონდეს რეფერენდუმის შედეგზე. მეორე - ყირიმთან დაკავშირებით, როდესაც თითქოსდა მხარეები თანხმდებოდნენ, რომ ყირიმის საკითხზე გარკვეულწილად, მორატორიუმი იქნებოდა გამოცხადებული, კერძოდ, 15-წლიან პერიოდზე იყო საუბარი. ესეც იმიტომ, რომ ტერიტორიული საკითხი არ ყოფილიყო დაბრკოლება სხვა საკითხების გადასაწყვეტად. ამდენად, ვამბობ ხშირად, რომ პარადოქსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც საუბარია პოლიტიკურ დღის წესრიგზე, თითქოსდა, ჩვენ ყველანი წრეზე ვტრიალებთ. ამოვდივართ ერთი საწყისიდან და იმავე საწყისს ვუბრუნდებით, მაგრამ ამ დაბრუნების პროცესში, დაბრუნების საფასური არის სწორედ ის ტრაგედია, რომელიც ჩვენ თვალწინ ტრიალდება და ის უბედურება, რომელიც ადამიანების მხრებზე გადადის. მართალია, ვსაუბრობთ რუსეთ-უკრაინის ომზე, მაგრამ ეს არის გაცილებით უფრო დიდი კონფლიქტი და სამხედრო დაპისპირება. მოგეხსენებათ, საერთაშორისო ურთიერთობებში არის ტერმინი „proxy war“ - არაპირდაპირი ომი. პრაქტიკულად, დღეს დასავლეთი ჩართულია ამ ომში არაპირდაპირი გზით, მიუხედავად იმისა, რომ მათი სამხედროები უშუალოდ, საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობენ, მაგრამ ყველა სხვა ელემენტი, დაწყებული სადაზვერვოთი და დამთავრებული სამხედრო აღჭურვილობით, ამოქმედებულია. აქედან გამომდინარე, ამ ომს გაცილებით მეტი დატვირთვა ეძლევა. დაპირისპირების ხსენებული ფორმატის გათვალისწინებით საკითხავია, თუ როგორ შეიძლება დასავლეთის მხრიდან მისი იმგვარი მართვა, რომ აგრესორსაც ეფექტიანად დაპირისპირდე, და თანაც არ გასცდე ისეთ ზღვარს, რომლის შედეგად პროცესი გავა კონტროლიდან და შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ეს მინიშნებები, პირდაპირი განცხადებები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე, სწორედ იმ წითელი ხაზის აღნიშვნაა, რომლის იქეთაც გადასვლა გამოუსწორებელი შედეგების მომასწავებელი იქნება. ამ შეკითხვას იმით დავასრულებ, რომ ვაცნობიერებთ შეკითხვების სიმრავლეს, სადაც ყველა შეკითხვაზე მზა პასუხი არ არსებობს. ასეთ ვითარებაში მწყობრი რეცეპტის შეთავაზებაც ძალინ რთულია, ჩვენ აბსოლუტურად სხვა ფენომენთან გვაქვს შეხება რუსეთის ფედერაციის სახით. ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული სამხედრო პოტენციალისა და მსოფლიო ეკონომიკასთან შეზრდის ხარისხის მქონე ქვეყანა. ისიც ფაქტია და ცხადზე ცხადი, რომ არც ცივი ომის პერიოდში და არც მისი დასრულების შემდეგ, ამგვარი ხასიათის კრიზისი, ამგვარი ხასიათის დილემა დასავლური სამყაროს წინაშე რეალურად არ მდგარა. ამდენად, გამოწვევაც სწორედ ისაა, თუ როგორ შეიძლება, დასავლეთმა მოაგვაროს პრობლემა ისე, რომ პირველი: საკუთარი მოსახლეობა - არ დააზიანოს ამ გლობალურ ეკონომიკურ ომში და მეორე - ეს სამხედრო მოქმედებები არ გადაიზარდოს ისეთი მასშტაბის კონფლიქტში, საიდანაც უკვე დამარცხებულსა და გამარჯვებულზე საუბარი ზედმეტი იქნება, რადგან აპრიორი ყველა დამარცხებული იქნება. ET: უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მარცვლეულის ექსპორტი მაისში 63%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თქვენი აზრით, ემუქრება თუ არა სასურსათო კრიზისი ბევრ ქვეყენას, რომელიც ამ ექსპორტზე იყო დამოკიდებული და აქედან გამომდინარე, ხომ არ შეიძლება, დასავლეთმა რაიმე კომპრომისი დაუშვას სანქციებთან დაკავშირებით? როდესაც ქართულ სივრცეში ჩვენ ვსაუბრობთ სანქციებზე, ხშირად მრჩება წარმოდგენა, რომ სიტყვა სანქციების იქით არც გვინდა გავიხედოთ. არადა, სანქცია არის ერთგვარი მეცნიერება და სასანქციო პოლიტიკის გატარებას აქვს თავისი პრინციპები და საფუძვლები. მაგალითად, ერთ-ერთი პრინციპია, როდესაც იწყებ სანქციების განხორციელებას, შენ სწორედ უნდა გქონდეს გააზრებული, რა არის შენი მიზანი, როგორ უნდა მართო წნეხი, გაზომო სანქციების წარმატებულობა, ისევე როგორც, დასაწყისშივე წარმოდგენა უნდა გქონდეს, თუ რა პირობების, რა ეტაპზე დადგომის შემთხვევაში უნდა დაიწყო სანქციების ჩახსნა. საქნციების პროცესი რამდენიმე ფაზისგან შედგება. ხოლო, თუ ჩვენ ვსაუბრობთ სასანქციო პოლიტიკის წარმატების ალბათობაზე, ეს პროცესი შენ თავიდან ბოლომდე - როგორც ათვლის წერტილიდან, ისე მისი დაბოლოებით უნდა გქონდეს გააზრებული. სწორედ ეს სირთულე განაპირობებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სხვადასხვა სახის სანქციას, როგორც სტატისტიკა ამბობს, მხოლოდ 30-დან 35%-მდე სასანქციო ღონისძიებებს ჰქონია ესა თუ ის წარმატება. ვიმეორებ, ეს რთული მეცნიერებაა, სადაც შედეგის სიზუსტე ყოველთვის გარანტირებული როდია. მით უმეტეს, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ რუსული ეკონომიკა, მისი ენერგეტიკის სექტორი, ისეთ სინერგიაში მოექცა დასავლურ ენერგოსექტორთან. ამდენად, ეს ორი ეკონომიკური-ენერგეტიკული ბლოკი მაღალი ხარისხის ურთიერთდამოკიდებულებითა და ურთიერთკავშირებით გამოირჩევა. როგორ გინდა შენ, ისე ფილიგრამულად ჩახსნა ერთი, რომ მეორემ არსებით ზიანი აირიდოს? თანაც ისე, რომ სანქციებმაც დასახულ მიზნებს მიაღწიოს? აღსანიშნია, რომ დასავლურ მედიაში, საექსპერტო წრეებში ხშირია საუბარი, რომ ხომ არ არის დრო, რუსეთს მიეწოდოს გზავნილი, თუ რა შემთხვევაში მოხდება სანქციებში დეესკალაცია, რა პირობების დაკმაყოფილებისას. აქ, დაახლოებით, მათრახისა და კვერის პრინციპის მსგავსი მიდგომაა... ამდენად, სანქციას არამარტო დასჯის ეფექტი უნდა ჰქონდეს, არამედ, გამოსწორების, წესრიგის დამრღვევის „რესოციალიზაციის“: როდესაც სჯი, უნდა მისცე ძალიან მკაფიო გზავნილი, თუ რა შემთხვევაში შემსუბუქდება ან ჩაიხსნება სასჯელი. სხვაგვარად, თუ სანქციას მხოლოდ უპირობოდ დასჯითი ფუნქცია ექნება და მხოლოდ ამ დატვირთვას აძლევ, მაშინ წარუმატებლობის სტატისტიკას რომელზეც ვსაუბრობდი, შეიძლება, ახალი შემთხვევები დაემატოს. დღეს ბევრი მსჯელობაა, თუ რა ვითარებაშია რუსული ეკონომიკა. რა თქმა უნდა, რუსულმა ეკონომიკამ განიცადა ძალიან დიდი დარტყმა. აქვე იმასაც ვხედავთ, რომ ჯერჯერობით, სასანქციო პოლიტიკამ მყისიერი ეფექტი არ იქონია: ომი გრძელდება, ხოლო რუსული სამხედრო მანქანა იკვებება ფინანსური რესურსებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის მეექვსე სასანქციო პაკეტზე უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება იყო ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით, რამაც წევრ სახელმფწიფოებს შორის კომპრომისი გარდაუვალი გახადა. აღარაფერს ვამბობთ ბუნებრივ აირზე, ეს უკვე შემდეგი გაცილებით რთული ეტაპი იქნება. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს ისიც, რომ დასავლეთი ძალიან აქტიურად მუშაობს, რათა შეამციროს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, მაგრამ ეს რომ ვერ იქნება ერთი და ორი დღის ამოცანა, ფაქტია. ფაქტია, აუდიტორიის დიდ ნაწილს ჰქონდა მოლოდინი, რომ საქციების ამოქმედებისთანავე ომი თუ არ დასრულდებოდა, სამხედრო მოქმედების ხასიათი მკვეთრად შეიცვლებოდა. არადა, ეს იმდენად დელიკატური და რთული თემაა, აქ არც სტერეოტიპული შეძახილი კმარა და არც სადღეგრძელოების დონეზე მისი დაყვანა. რა არის სანქცია - ეს არის შუალედური გაჩერება დიპლომატიასა და ომს შორის. როცა დიპლომატია უძლურია საკითხის გადასაწყვეტად და შენ აღიარებ, რომ დიპლომატიამ ვერ იმუშავა, თუმცა ამავე დროს, არ გაქვს ნებელობა და მზაობა, რომ პირდაპირ ღია, სამხედრო კონფრონტაციაში შეხვიდე. სანქცია ამ მხრივ არის გამოწვევისადმი, პრობლემის გადაწყვეტისადმი შუალედური მიდგომა. მისი გამოყენება ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვინდა შემდგომი ესკალაცია და მაქსიმალურად ვერიდებით კონფლიქტის გაფართოებას, მის განვრცობას. ამავდროულად, სანქციებმა რომ მაქსიმალური შედეგი გამოიღოს, აუცილებელია მათთან ერთდროულად დიპლომატიის აქტიური მუშაობაც. ერთი არის იდეალიზმი, ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთან, მაგრამ მეორეა პრაქტიკული შედეგი. თუ ჩვენ გვინდა, დასრულდეს ის, რასაც ვხედავთ ყოველდღიურად, ამისკენ გზა მიდის ძალიან პრაქტიკულ, არაპოპულარულ და ხშირად მტკივნეულ გადაწყვეტილებამდე. EU: ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატი ქვეყნის სტატუსობამდე - რა მოლოდინები არსებობს? მოგეხსენებათ, სამმა ქვეყანამ შეიტანა განაცხადი კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია დასაბუთებულად, რომ როდესაც ჩვენ შევადარებთ რეფორმირების პროგრესს ამ სამივე ქვეყანაში, საქართველო არის აშკარად დაწინაურებული. ამდენად, თუ ჩვენ გამოვალთ ობიექტური შეფასებებიდან, ჩვენი მოლოდინიც აბსოლუტურად სამართლიანია. სხვა საკითხია, უკრაინის ომმა რა ცვლილება შეიძლება, შეიტანოს სურათში - ამასთან დაკავშირებით, არაერთხელ ითქვა, და მე აბსოლუტურად ვიზიარებ ამ პოზიციას, რომ არ შეიძლება, ომი იქცეს ერთგვარ, ვთქვათ, საშვად ამა თუ იმ სტატუსის მოსაპოვებლად თუ ამა თუ იმ პოლიტიკურ კლუბში გასაწევრიანებლად. ალბათ, საკითხის ასე დაყენება დაუშვებელია და ამორალურიც. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ საკუთრივ უკრაინა, მისი შიდა პოლიტიკური სისტემა თუ რა ხარვეზებით გამოირჩეოდა და იმასაც, თუ როგორ „დააწინაურა“ ქვეყანა ომმა (ვაცნობიერებ, რომ ეს სიტყვა ბოლომდე შესატყვისი არ იყოს, მაგრამ...პროცედურულად დააწინაურა) მე ვთვლი, რომ ეს ის უპირატესობაა, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, „უპირატესობად“ ვერ მივიჩნევთ. და თუ ამაზე ვთანხმდებით არა მხოლოდ ქართველები, არამედ ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც, მაშინ საქართველოს მოლოდინი არის აბსოლუტურად სწორი და ობიექტური. სხვა საკითხია კიდევ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის მოლოდინი პასუხისა - „კი ან არა“, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პასუხი შეიძლება, იყოს შუალედური, ასე მაგალითად, შეიძლება, ევროკომისიამ თავის დასკვნაში მოგვანიჭოს - „პირობადებული კი“. ეს ნიშნავს იმას, რომ მზაობასთან, პოზიტიურ პასუხთან ერთად იყოს გარკვეული ვალდებულებები, გარკვეული საგზაო რუკა, რომლის შესრულების შემთხვევაში ეს „კი“ ჩვენ უფრო განგვიმტკიცდება. ასევე, კიდევ ერთი გარემოება მოგეხსენებათ, არის ის, რომ საქართველო ასოცირების შეთანხმების შესრულების რეჟიმშია. სწორედ რომ ამ შეთანხმების წარმატებით რეალიზებას უკავშირდება ის მოლოდინიც, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ - გავხდეთ ევროკავშირში წევრობაზე კანდიდატი ქვეყანა. EU: საზოგადოებაში შექმნილია მუდმივი მოლოდინი ,,კი და არა’’-სი ზოგადად, თუნდაც, იგივე NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებითაც. როგორ ფიქრობთ, ხომ არ ახალისებს ეს პრორუსულ ნარატივებს? საერთოდ, ერთი რამაა ხელშემშლელი ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში... უნდა აბსოლუტური კატეგორიებით მსჯელობა. არადა ნათქვამია, რომ სიმართლე სადღაც შუაშია. ამიტომ, ურთიერთობებში მხოლოდ ორი ფერის - შავი და თეთრის არსებობაზე, დროა, უარი ვთქვათ. ამ ორს შორის უამრავი შუალედური ფერის არსებობა კომპრომისებით საუბარს გვასწავლის, ინტერესების თანხვედრაში დაგვეხმარება, როგორც საკუთარი, ისე სხვისი ინტერესებისა და მოლოდინების დანახვაში. გავითვალისწინოთ, რომ თვით ევროკავშირიც საკმაოდ რთული ბიუროკრატიული სტრუქტურაა, სადაც მხოლოდ ზეეროვნული ინსტიტუტების დონეზე არ მიიღება გადაწყვეტილებები, არამედ, კავშირის ყველა წევრ ქვეყანას თავისი დამოკიდებულება აქვს გაფართოების პოლიტიკასთან მიმართებით. ამ კუთხით არსებობენ უფრო „ღია და მეგობრული“ ქვეყნები, მაგრამ არიან „ჩაკეტილი“ ქვეყნებიც. შედეგად, უამრავი დინება და ტენდენციაც. ამდენად, ისეც ნუ წარმოვიდგენთ, თითქოს, მხოლოდ ჩვენ ვაბარებთ ამ გამოცდას. ფიგურალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკუთრივ ევროკავშირიც აბარებს გამოცდას საკუთარი თავის წინაშე, - რამდენად ღიაა ის გაფართოვებასთან მიმართებით, რამდენად მოქნილი, მტკიცე, კეთილმოსურნე და კეთილხმოვანი. მეტიც, პასუხი, რასაც ჩვენ ველით, აგრეთვე იქნება ევროპელების პასუხი საკუთარ მომავალზეც. როდესაც ვსაუბრობთ გაფართოების საკითხზე, უნდა გავითვალისწინოთ ისიც - და ევროპელებსაც შევახსენოთ, - რომ რა თქმა უნდა, იდეალები კარგია, მაგრამ მისაღები გადაწყვეტილებები დროსთან და პრაქტიკულ ინტერესებთან თანხვედრაში უნდა იყოს. თუ მათ უნდათ, რომ ეს სივრცე, რასაც საქართველო ჰქვია, არ გავიდეს მათი ყურადღების არეალიდან და პროცესები შეუქცევადი არ გახდეს საზოგადოებრივი განწყობების კუთხით, რა თქმა უნდა, მათგან გაბედული და შემხვედრი ნაბიჯები დროულად უნდა გადაიდგას. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ძალიან კოლეგიალური და მეგობრული შეხსენებაა ჩვენი ევროპელი კოლეგების მიმართ: მეტად მკაცრი კრიტერიუმებით ნურც საკუთარ თავს განსჯიან და ნურც ჩვენ შეგვაფასებენ. დაე, იმსჯელონ დროისა და შექმნილი რეალობის შესაბამისად, არსებული გეოპოლიტიკური რეალიების ადეკვატურად. მე მგონი, ახლა იმდენად იდეალიზმზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების დრო არ არის, რამდენადაც - რაციონალური და პრაქტიკული შედეგზე მორგებული გადაწყვეტილებებისა. ET: 2022 წლის NATO-ს მადრიდის სამიტთან დაკავშირებით, რა მოლოდინები შეიძლება, გვქონდეს? მოლოდინები ფრთხილია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მადრიდის სამიტი ივნისში იმართება და არანაირი მინიშნება არ არის იმის, რომ რაღაც ფუნდამენტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ალბათ, ეს სამიტი იქნება კიდევ ერთი საშუალება, რომ NATO-მ მოახდინოს ღია კარის პოლიტიკის დეკლარირება და ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ერთგული ვრჩებით საგარეო პოლიტიკაში ჩვენი ევროატლანტიკური კურსის. თუმცა აუცილებლად აღსანიშნია, რომ მე პირადად, წინა სამიტთან დაკავშირებით, მაქვს გარკვეული უკმაყოფილება, როდესაც NATO-მ გააკეთა ჩანაწერი, რომ საქართველო გაწევრიანდება NATO-ში მხოლოდ ინდივიდუალური წევრობის გეგმის რეალიზების პირობით (ე.წ. MAP). მიმაჩნია, რომ ეს არ არის ადეკვატური ჩანაწერი და ავხსნი რატომ. ხსენებული გეგმით გათვალისწინებული მექანიზმი, რომელიც 1999 წელს ამოქმედდა და რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქტუალობას ინარჩუნებდა, ახლა აბსოლუტურად ამოვარდნილია მიმდინარე პროცესების კონტექსტიდან. ამიტომ, ვთვლი, რომ ეს ჩანაწერი წარმოადგენს ზედმეტ და არაპრაქტიკულ პროცედურულ დატვირთვას. ერთ-ერთ ეთერში ვთქვი კიდეც, რომ ჩვენზე ამ პირობის დაწესება მოსაცდელ ოთახში გაურკვეველი ვადით ჩარჩენის მცდელობის გამართლებას მაგონებს. მეტიც, ინდივიდუალური წევრობის პროგრამა, თავისი კრიტერიუმებითა და საზომით, საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი და ზოგადია. სხვა საკითხებთან ერთად, აქ საუბარია პოლიტიკურ რეფორმირებასა და სამხედრო საკითხებში რეფორმაზე. სამხედრო მდგენელს რაც შეეხება, სხვადასხვა პროგრამის გამოისობით, - და ჩვენი NATO-ელი კოლეგებიც ამასვე აღნიშნავენ - პრაქტიკულად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და NATO-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის ძალიან მაღალი დონის თავსებადობაა და ამ მხრივ, წესით, პრობლემა არ ასებობს. რაც შეეხება პოლიტიკურ მდგენელს, მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, დღეს რაც ინსტიტუტებთან და პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ სირთულეეებს მხოლოდ ჩვენ არ განვიცდით; ამ მხრივ და ამ დროში მნიშვნელოვან გამოწვევებს განვითარებული დემოკრატიებიც განიცდიან. არაერთი ქვეყნის მაგალითი შეგვიძლია, მოვიყვანოთ, სადაც პროცესმა არასასურველი მიმართულება შეიძინა. ამიტომ, ვთვლი, რომ ასეთი, სტატუსებში მექანიკური დაყოფა - აი, შენ მუდმივად ჩემი მასწავლებელი იქნები, მე კიდევ შენი მოსწავლე, გვაცლის ორივე პარტნიორულ მხარეს საშუალებას, რომ ერთმანეთისკენ მიმავალი პრაგმატული გზები ვეძებოთ. ამიტომაც, განვმეორდები, რომ ამა თუ იმ საკითხის გაიდეალიზება, ჭრელად გაფერადების მცდელობა, მის აბსურდიზმის ხარისხში აყვანა, რეალურად ხელს შეგვიშლის საქართველოს და მის პარტნიორებს, რომ პრაქტიკული შინაარსისა და დროზე მორგებული გადაწყვეტილებები მივიღოთ. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, განსაკუთრებით ახლა არის ყველაზე გაბედული და პირდაპირი გადაწყვეტილებების მიღების დრო. თუმცა ვაღიაროთ, რომ თანაბრად შესაძლოა, უკრაინის ომმა NATO-ს გაფართოების კუთხით შეიძლება, ფაქტობრივი წითელი ხაზი გაავლოს. დასაშვებია ისიც, რომ ეს წითელი ხაზი არ აისახოს არცერთ სამართლებრივ-პოლიტიკურ დოკუმენტში, მაგრამ რეალურად გაფართოებაზე დაუწერელ მორატორიუმად იქცეს. დღეს საკმაოდ რთულია, დამაჯერებლად ვისაუბროთ, თუ როგორი იქნება უკრაინაში ომის გადაწყვეტის პოლიტიკური ფორმულა. ხოლო თუ ისე მოხდა, რომ ამ პოლიტიკური ფორმულის ერთ-ერთ პრინციპად ე.წ. უკრაინული ნეიტრალიტეტი იქცა, ეს საკითხი დიდი ალბათობით, ჩვენც შემოგვიბრუნდება დღის წესრიგში. შეიძლება, არც შემოგვიბრუნდეს, მაგრამ მაღალი ალბათობაა, რომ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ე.წ. „ბუფერულ“ სახელმწიფოებზე (უკრაინა, მოლდოვა და საქართველო), რომლებიც გეოპოლიტიკურად, ასე ვქვათ, მაინც გამოკიდებულ ვითარებაში არიან, უკრაინულ ფორმულას, უკრაინულ გადაწყვეტას კრიზისისა, დიდი ალბათობით, პირდაპირი შემხებლობა ექნება ჩვენს საკითხთან. თუ მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის გაწევრიანება ალიანსში, დღეს არ არის მიზანშეწონილი და გონივრული, ან რომ ეს ხელს უშლის ევროპაში ახალი წესრიგის დამყარებას, მაშინ, ასეთ მიდგომას სავარაუდოდ, ჩვენზე ექნება გავლენა. NATO-ს სამიტზე ჩვენ ასევე მოლოდინში ვიქნებით ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტისა, რომელსაც 2030 NATO-ს სტრატეგიული კონცეფცია ჰქვია. კერძოდ, ვვარაუდობ და სურვილია, რომ შავ ზღვასთან მიმართებით უფრო მეტი აქცენტი დავინახო. მართალია, ბოლო პერიოდში შავი ზღვა ფიგურირებს NATO-ს დოკუმენტებში, მაგრამ მაინც არასაკმარისად და ამ მხრივ, ჩვენ ალბათ, თემის მეტი განვითარება უნდა ვიხილოთ. ET: როგორ უყურებთ აშშ-ის მხრიდან შავი ზღვის ფართო რეგიონის მიმართ ერთიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავების შესაძლებლობას? რაც შეეხება შავ ზღვასთან დაკავშირებით ერთიან კონცეპტუალურ დოკუმენტს, დიახ, ჩვენ მოლოდინში ვართ, რომ ჩვენი პარტნიორი აშშ სხვა დასავლელ პარტნიორებთან ერთად ასეთ დოკუმენტს შეიმუშავებს. თუმცა, აქვე ასეთი კითხვა: რატომ ჩვენ არ ვცდილობთ ჩვენი მხრიდან ჩვენივე ხედვა წარვუდგინოთ? ზოგიერთისთვის, შესაძლოა, რიტორიკული კითხვა არის, მაგრამ რატომ არ შეიძლება, ოფიციალურმა თბილისმა მოახდინოს საკითხზე მსჯელობის დაინიცირება? მეტიც, შესაძლოა, რომ საქართველოსთან ერთად თანაინიციატორებად რუმინეთი და ბულგარეთი გამოვიდნენ. საინტერესო იქნება უკრაინის ხედვაც, ხოლო ათმაგად მნიშველოვანი თურქეთის პოზიცია.... ET: რა როლი აქვს თურქეთს რეგიონული პოლიტიკის განსაზღვრაში, მით უფრო, რომ ის ჩვენს სახმელეთო სამეზობლოში NATO-ს ერთადერთი წევრი ქვეყანაა? თურქულ საგარეო პოლიტიკას ყოველთვის ახასიათებდა ასეთი პრინციპი, რომ ეს ქვეყანა იქცევა ისე, როგორც მის საუკეთესო ინტერსებშია. ამიტომაც, თურქეთი არის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული წევრი მისი NATO-ელი პარტნიორებისათვის. თურქეთს ყოველთვის განსაკუთრებული როლი ეჭირა და გამორჩეულად განსაკუთრებული ამ დროშიც აქვს. აი ახლაც, რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით თურქეთის პოლიტიკა „მრავალპოლუსიანია“. მას არ ერიდება თქვას, რომ თურქული ინტერესი, თურქული დღის წესრიგი მისთვის უფრო მნოშვნელოვანია, ვიდრე საერთო დღის წესრიგი. სხვათა შორის, მკაფიო ხაზის არსასებობა არამარტო თურქეთს ახასიათებს; ჩვენ, რამდენიმე სხვა ქვეყანაც შეგვიძლია, დავასახელოთ, რომელთა მხრიდან უკრაინაში ომისადმი გაცილებით ცალსახა მიდგომის მოლოდინში ვიყავით. თურქეთს რომ დავუბრუნდეთ, ნებისმიერ შემთხვევაში ქართული გადმოსახედიდან მერამდენედ აუცილებლად უნდა ითქვას: თურქეთი არის ჩვენი არათუ მეზობელი, არამედ, მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანა და სხვათა შორის, როდესაც NATO-ში ჩვენს, წევრობაზე ვსაუბრობთ, თურქეთი არის ერთ-ერთი გამორჩეული, რომელიც დაუფარავად, ხმამაღლა გვიჭერს მხარს. ამდენად, ისეთ რთულ რეგიონში, როგორიც სამხრეთ კავკასია და დიდი შავი ზღვის რეგიონია, რა თქმა უნდა, თურქეთთან ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნება ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. ის, თუ როგორია თურქეთის დამოკიდებულება სამხრეთ კავკასიისა და დიდი შავ ზღვის რეგიონისადმი, განსამზღვრელია და ხშირად, გადამწყვეტიც. შავ ზღვას ის მიიჩნევს, როგორც საკუთარი ეროვნული ინტერესების საციცოცხლო არეალს, სწორედ ამას უკავშირდება ცნობილი მონტრეს კონვენცია, რომლითაც თურქეთი ფაქტობრივად აკონტროლებს შესასვლელებს შავ ზღვაში. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, თურქეთი არ შეელევა ამ პოლიტიკურ-სამართლებრივ ბერკეტს, არ შეასუსტებს მასზე მოჭიდებას. ჩვენ ასევე ვხედავთ რუსეთსა და თურქეთს შორის ახლად აღმოცენებულ პარტნიორობას. თუმცა ეს პარტნიორობა, უფრო ტაქტიკური, ვიდრე სტრატეგიული ხასიათისაა. ეს არცაა გასაკვირი, რამეთუ, ზოგადად, რუსულ-თურქული ურთიერთობების ისტორიულად რთულია და აღმავლობისა და დაღმავლობის ეტაპების მონაცვლეობით ხასიათდება. ახლა თითქოსდა აღმავლობის ეტაპია. მაგრამ ესეც შედარებითია, ვინაიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ორი ლიდერის თითქოსდა კეთილმოსურნე შეხვედრების უკან რეალურად ერთმანეთისადმი უნდობლობა არის. მიჭირს იმის წარმოდგენაც, თუ რამდენად სტაბილური იქნება თურქულ-რუსული პარტნიორობა გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით, კომპლექსური რეგიონული კონტექსტის პირობებში. სიტყვა „რეგიონული“ მხოლოდ სამხრეთ კავკასიას არ უკავშირდება, არამედ, აქ თანაბრად მოიაზრება ცენტრალური აზია და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილი - ყველა ის არეალი, სადაც ამ ორი ქვეყნის ინტერესი საკმაოდ უხერხულად იკვეთება. ET: საქართველოს ისტორიული როლი, იყოს დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის, შექმნილმა ვითარებამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა. ვგულისხმობ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსაც. გაზრდილია ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან საქართველოს გავლით. რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რომ უფრო მეტად პოზიციონირდეს ამ კუთხით და უფრო მეტად წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობებიც? ჩვენ რა თქმა უნდა, თავს მივიჩნევთ დასავლური ცივილიზაციის ნაწილად, მაგრამ აუცილებლად, ეკონომიკურად მიმღებლობა უნდა შევინარჩუნოთ და გავზარდოთ აღმოსავლეთის მისამართით. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც მცირე სახელმწიფოს როლზეა საუბარი ახალ მსოფლიო წესრიგში. ეს როლი უნდა უკავშირდებოდეს არა რუკაზე მის ნომინალურ არსებობას განსხვავებულ ფერში, არამედ ფუნქციურ სარგებლიანობას. საკითხი მინდა, ორიოდე სიტყვით განვავითარო იმიტომ, რომ იგივე გასული საუკუნის 90-იანებში, როდესაც ბაქო-ჯეიჰანს, ბაქო-სუფსას და ბაქო-ერზერუმს ჩაეყარა საფუძველი, ეს არ იყო მხოლოდ მილსადენების მშენებლობა და ენერგორესურსების გატარების დაგეგმარება. ეს იყო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ძალიან გამჭრიახი ნაბიჯები, რომ ქვეყანას სხვების თვალში ეს ფუნქციონალური საჭიროება და სარგებლიანობა შეეძინა. მაგრამ მსოფლიო იცვლება, ეკონომიკური, პოლიტიკური ურთიერთობები განიცდის ძალიან სწრაფ ტრანსფორმაციას, ამიტომ, ჩვენ ასეთი ფუნქციონალური სარგებლიანობის, მისი მუდმივ განახლების ძიებაში უნდა ვიყოთ. უკვე მოძველდა რიტორიკა ბაქო-ჯეიჰანზე, მოძველდა რიტორიკა ბაქო-ერზერუმზე. შესაბამისად, ახალი გადაწყვეტების, ახალი ტრანსასაზღვრო პროექტების დროა. ამიტომ, ვთქვი, რომ ეს საკითხები ეკონომიკურ სიბრტყეშიც აქტუალურია, ისევე როგორც ზოგად ეკონომიკურ სისტემაში საქართველოს ინტეგრირების თვალსაზრისით. სხვაგვარად გაგვიჭირდება ჩვენს სარგებლიანობასა და ჩვენს თვითკმარობაზე საუბარი. ამ ყველაფერს კი უსაფრთხოების საკითხამდე მივყავართ. როცა შენ სასარგებლო ხარ, როცა შენ შენი ფუნქციური დატვირთვა გაქვს, ბუნებრივია, შენი უსაფრთხოების კუთხით, შენი სტაბილურობის კუთხით, გარე მოთამაშეთა მხრიდან მეტი ზრუნვა და მეტი ფრთხილი დამოკიდებულება არის. ამიტომ, გავიაზროთ უნდა, რომ მხოლოდ, ასე ვთქვათ, გარკვეული სახელმწიფოთა ან პოლიტიკური გაერთიანების წევრობა, ან სამხედრო ალიანსის წევრობა არ კმარა, თუ შენ არ ხარ თვითმყოფადი და თვითკმარი. საჭირო სინჯის თვითმყოფადობა და თვითკმარობა კი საერთო საქმესა და ინტერესეში შენს ეროვნულ კონტრიბუაციაზე - ინტელექტუალური, ეკონომიკური თუ სხვა - არის დამოკიდებულია. სხვაგვარად, დღევანდელი სამყარო იმგვარად ეგოისტურია, რომ ვერც ვერავის დავავალებთ და ვერც ვერავინ დაივალებს ჩვენს მიმართ სამისდღეშიო გეოპოლიტიკური ძიძის როლს. დღეს უკვე დიდი ქვეყნებიც კი დაუფარავად ამჟღავნებენ მიდგომებში მათთვის ხელსაყრელ საკუთარ ეგოიზმს. და თუ მაინცდამაინც ეგოიზმზე მიდგა, ჩვენც ჩვენსავე ეროვნულ ეგოს მივმართიოთ, მაგრამ გავაკეთოთ ეს ფრთხილად, პასუხისმგებლიანად. თანამედროვე ეპოქაში საკუთარი სახელმწიფოებრიობის კონკურენტუანარიანობა ქართული ისტორიული მეხსიერების კოდის არდავიწყებასთან ერთად სრულიად ახლებური, ინტერესებში პრაგმატიზმსა და მართველობაში ტექნოკრატიაზე დაფუძნებულ მიდგომებს მოითხოვს.
რა გავლენა ექნება მოსალოდნელ სასურსათო კრიზისს საქართველოზე
უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები გაშიშვლდა. ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის კონფრონტაციამ, სავალუტო ბაზარზე რყევები, ხორბლის დეფიციტი და სურსათის გაძვირება გამოიწვია. ქვეყანა დიდწილადაა დამოკიდებული იმპორტზე და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სურსათის მიწოდების მოშლის ნეგატიური გავლენა აქაც იგრძნობა. სამი პროდუქტი, რომელიც ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა საქსტატი: საქართველოში ინფლაცია 13.3%-მდე გაიზარდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში ხორბლის მარაგის შემცირებას ადასტურებს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე: ქვეყანაში სასურსათო დეფიციტის ნიშნებიც კი არ შეინიშნება საქსტატის თანახმად, მაისის მონაცემებით, წლიური ინფლაცია 13,3%-ია, ხოლო სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 22.0 პროცენტითაა გაზრდილი, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ყველაზე მეტად ერთ წელიწადში ბოსტნეული და ბაღჩეული (51.1 პროცენტით), პური და პურპროდუქტები (34.5 პროცენტით),ზეთი და ცხიმი (17.7 პროცენტით,) რძე, ყველი და კვერცხი (16.0 პროცენტით), შაქარი, (15.4 პროცენტით), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6 პროცენტი) გაძვირდა. საქართველოში ყველაზე მოთხოვნად სასურსათო პროდუქტებზე თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი - 2020 წელი (IFAD მონაცემები) ხორბალი 15%; სიმინდი 68%; კარტოფილი 92%; ბოსტნეული 63%; ყურძენი 145%; ხორცი 49%; რძე და რძის პროდუქტები 81%; კვერცხი 97%. ამ მონაცემების თანახმად, ქვეყანას მოსახლეობის გამოსაკვებად და დეფიციტის შესავსებად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების იმპორტირება სჭირდება. რა გავლენა ექნება საქართველოზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მსოფლიოში მოსალოდნელ სასურსათო კრიზისს? რა ვითარებაა ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების კუთხით და სად არის ამ მიმართულებით ყველაზე სუსტი რგოლი? ამ და სხვა საკითხებზე Europetime-თან ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელმა რუსუდან გიგაშვილმა ისაუბრა. ET: სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით ოთხი ძირითადი კომპონენტიდან - სურსათის არსებობა, სურსათზე ხელმისაწვდომობა, სურსათის გამოყენება და სტაბილურობა, რომელია საქართველოსთვის ყველაზე სუსტი რგოლი? საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, სადაც შესაძლოა მწვავედ დადგეს სასურსათო უსაფრთხოების საკითხი, რადგან წარმოება მცირეა და იმპორტი მზარდი. თვითუზრუნველყოფა სულ რამდენიმე მიმართულებაში გვაქვს სრულად, ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. იქაც კი, სადაც თვითკმარ პროდუქციას ვაწარმოებთ, ნედლეული შემოგვაქვს.საქართველოში აგროსასურსათო პროდუქტების იმპორტი წლების მანძილზე, სტაბილურად, ღირებულებითი მაჩვენებლით 3,5-ჯერ, ხოლო რაოდენობრივი მაჩვენებლით 2,6-ჯერ და მეტად აღემატება ექსპორტს, რაც ძირითადად განპირობებულია ამ პროდუქტების წარმოების დაბალი მოცულობით და შესაბამისი სექტორის სუსტი კონკურენტუნარიანობით უცხოელ მწარმოებლებთან შედარებით. პროდუქტების ხელმისაწვდომობის პრობლემის წინაშე უკვე დავდექით და დაიწყო ალტერნატიული ბაზრების ძიება. სამწუხაროდ საქართველოში პრევენციულად არ არსებობს კრიზისის განეიტრალებისთვის საჭირო ალტერნატიული გეგმა და როდესაც ხელისუფლება ფაქტის წინაშე დგება იწყება ძიება. გარე სამეზობლო გვილაგებს სიტუაციას. როგორი ვითარებაც იქმნება ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, იმ ვითარებას ვერგებით. ET: საქართველოში ხორბლის მარაგი თითქმის ამოიწურა. ეს რამდენიმე კვირის წინ ხელისუფლებამაც დაადასტურა, თუმცა აცხადებენ, რომ ქვეყანაში ფქვილის და შესაბამისად პურ-პროდუქტების დეფიციტი არ შეიქმნება. რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ, როცა ქვეყანას ხორბლის მარაგები არ აქვს? სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ გადაწყვეტა ხორბლის საკითხი. ფქვილი დიდწილად რუსეთიდან შემოგვაქვს. ხვალ, რომ პოლიტიკური ნიშნით რუსეთმა ფქვილის მოწოდება შეგვიწყვიტოს, რას ვიზამთ? სამწუხაროდ ახლა არ გვაქვს არანაირი ალტერნატივა. ამ ფაქტმა აჩვენა, რომ სახელმწიფო კრიზისების მართვის კუთხით უფრო მობილური უნდა გახდეს და სწრაფად მიღოს გადაწყვეტილებები. ET: სტატისტიკა აჩვენებს, რომ ერთ წელიწადში საქართველოში ყველაზე მეტად ბოსტნეული და ბაღჩეული (51,1%) გაძვირდა, ადგილობრივი წარმოება მოთხოვნის 63%-ს აკმაყოფილებს. რამდენად მოსალოდნელია რომ ამ მიმართულებით კრიზისი შეიქმნას? წელს თურქეთმა ამ მიმართულებით ჭარბწარმოების შესახებ განაცხადა. გარკვეულწილად გვიშველა იმან, რომ უკრაინის ომის გამო, იმპორტში შექმნილი დეფიციტის შევსებაში ჩაერთო თურქეთი. თუმცა ამ ფაქტმა ფასებზე გავლენა უკვე მოახდინა. არის სხვა საფრთხეებიც, რომ ამ ქვეყნიდან შემოსული სოფლის მეურნეობის იაფი პროდუქტი ბაზარს სრულად დაიკავებს და ადგილობრივი ფერმერების წილს შეამცირებს. ET: სტატისტიკა აჩვენებს, რომ იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა. ეს რით არის გამოწვეული? ეს გარკვეულწილად რუსეთში შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია. მაგალითად საქართველოდან რუსეთში გავიდა კარტოფილი და სხვა პროდუქტებიც. ამ მიმართულებით იქ გაჩენილი დეფიციტის შევსება დავიწყეთ. მაგრამ რუსეთი არ არის სტაბილური ბაზარი და კონცენტრირება სხვა მიმართულებებზე გვჭირდება. ET: მსოფლიო მარცვლეულის ბაზარზე განვითარებული მოვლენები, საქართველოში რომელი დარგისთვის იქნება ყველაზე კრიზისული? ვფიქრობ მეცხოველეობისთვის....საძოვრები არაა საკმარისი. მარცვლეულის მოსაყვანად ტერიტორიები მცირეა და რაცაა ათვისებული იქ მოყვანილი მოსავალი, შიდა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. შინაური პირუტყვის გამოსაკვებად ძირითადად იმპორტირებული მარცვლეული გამოიყენებოდა, მათ შორის ხორბალიც, სოიო რომელიც 100% იმპორტირებულია, ასევე სილოსის მისაღები მასალა. ჯამში სოლიდურად გაძვირდა ერთი პირუტყვის შენახვაზე დანახარჯები. რძის ჩაბარების ფასი ოდნავ აწიეს გადამამუშავებელმა საწარმოებმა, მაგრამ როგორც ჩანს მეტის რესურსი არ აქვთ, რადგან მომხმარებლის გადახდისუნარიანობა დაბალია. სამწუხაროდ, დადგება დრო, როცა საწარმოები შეამცირებენ ნედლი რძის გამოყენებას და ნედლეულს ფხვნილით ჩაანაცვლებენ. ET: რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ რომ ქვეყანაში სურსათისა და მარცვლეულის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გაიზარდოს? არის დარგები, რაშიც შეგვიძლია ვიყოთ თვითკმარი, მაგრამ აქ მიზანმიმართული მოქმედებებია საჭირო. სახელმწიფომ უნდა შეამციროს უაზრო სუბსიდირება, მათ შორის სოციალური სუბსიდიები და მაქსიმალური დანახარჯები გაიღოს ტექნოლოგიებისთვის. რით შეგვიძლია ვაჯობოთ სხვებს? ტექნოლოგიებით, რომ ერთ ჰექტარზე მოსავლიანობა გავზარდოთ. სოფლის მეურნეობა გრძელვადიანი დარგია, მაგრამ არ შეიძლება მუდმივად პოლიტიკურ პოპულიზმზე იყოს მიბმული ხარჯები. ამიტომ ის კრიზისები, რის წინაშეც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები დგანან, ჩვენ უფრო მწვავედ შეგვეხება.
ინვესტორებმა 2021 წელს $1 მილიარდზე მეტი შემოიტანეს - რატომ არ მცირდება საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე
საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე გაზრდილი ინვესტიციების კვალდაკვალ, შემცირების ნაცვლად იზრდება. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ სტრატეგიულად განხორციელებული პირდაპირო უცხოური ინვესტიციები, ავტომატურად ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებსა და შემცირებულ სიღარიბეს. საქსტატიდან მიღებული მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა $1,152,817.6 შეადგინა, 2020 წელს ქვეყანაში ინვესტორებმა $571,963.3 შემოიტანეს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ შემოსული კაპიტალი არ მოქმედებს უმუშევრობის დონესა და სიღარიბეზე. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს მოსახლეობის 17.5% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო, ხოლო უმუშევრობის დონე 18.5%-დან 20.6%-მდე გაიზარდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით 2021 წელს გაერთიანებული სამეფო — $596,6 მლნ; ნიდერლანდები — $125,9 მლნ; ჩეხეთი — $81,8 მლნ; თურქეთი — $64,7 მლნ; რუსეთი — $58,6 მლნ; ლუქსემბურგი — $41 მლნ; არაბთა გაერთიანებული საამიროები — $34,8 მლნ; გერმანია — $31,6 მლნ; მარშალის კ-ები — $21,3 მლნ; სეიშელები — $19,8 მლნ; დანარჩენი ქვეყნები — $76,7 მლნ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2021 წელს: საფინანსო სექტორი — $443,3 მლნ; გართობა, დასვენება და სხვა სახის მომსახურება — $230,5 მლნ; ენერგეტიკა — $157 მლნ; დამამუშავებელი მრეწველობა — $143 მლნ; უძრავი ქონება — $84,1 მლნ; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება — $28,2 მლნ; მშენებლობა — $27,6 მლნ; სოფლის მეურნეობა, თევზჭერა — $9 მლნ; სასტუმროები და რესტორნები — $7,7 მლნ; ტრანსპორტი — $4,7 მლნ; დანარჩენი სექტორები — $17,5 მლნ. რა როლი აქვს უცხოურ ინვესტიციებს ეკონომის განვითარებაში? როგორ აისახება საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალი? ამ და სხვა საკითხებზე Europetime-თან ანალიტიკოსმა და ეკონომისტმა მერაბ ჯანიაშვილმა ისაუბრა. ET: 2021 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა $1 მილიარდს გადააჭარბა. როგორ ფიქრობთ იგრძნობა ამ სოლიდური კაპიტალის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე? ვფიქრობ, ჩვენთან ძალიან დილეტანტურია ამ საკითხისადმი მიდგომა. აქ მთავარია, რომ ინვესტიცია შემოვიდეს და არ აქვს მნიშვნელობა სად, რომელ სექტორში განთავსდება, რა პასუხისმგებლობა ექნება ინვესტორს და რა შედეგი უნდა მოიტანოს. ინვესტორი იმიტომ არ შემოდის საქართველოში, რომ ფილანტროპია. ის ფულს დებს იმისთვის, რომ მოგება მიიღოს და კაპიტალი უკან გაიტანოს. საქართველოში არ არსებობს საინვესტიციო სტრატეგია. მაგალითად არ არის სტრატეგია, რა სფეროებშია საჭირო ინვესტირება. უნდა დაისვას კითხვები: ინვესტორი რომ შემოდის, რა კაპიტალი შემოაქვს? აქვს თუ არა მას ვალდებულება, რომ ადგილობრივები დაასაქმოს? ადგილობრივ ბიუჯეტს უნდა მისცეს თუ არა რამე სარგებელი? მაგალითად, თუ რომელიმე ოფშორიდან შემოდის ინვესტიცია და განთავსდება, რომელიმე ეკონომიკურ ზონაში, სადაც გადასახადები დაბალია - ჩვენ რა სარგებელს ვიღებთ? შეიძლება, ინვესტორებმა ადგილობრივი მუშა-ხელიც კი არ დაასაქმონ. ET: სხვა ქვეყნებში როგორია მიდგომა ამ საკითხთან მიმართებით? თუ გადავხედავთ იგივე განვითარებულ ქვეყნებს, მაგალითად, აშშ-ს, ევროპას თუ ჩინეთს, ყველგან აქვთ კონკრეტული სტრატეგია უცხოურ ინვესტიციებთან მიმართებით. განსაზღვრულია დარგები, სადაც ინვესტორის შესვლა პრიორიტეტულია და აქვთ დამატებითი ბონუსები. ამასთან ერთად, ქვეყანაში კაპიტალის შემომტანს აქვს დამატებითი ვალდებულებები. მაგალითად, თუ შემოდის მაღალტექნოლოგიური კომპანია, სთხოვენ რომ მაღალი ტექნოლოგიები შემოიტანოს და დანერგოს ადგილობრივ ბაზარზე. კადრები გადაამზადოს და თუნდაც დასაქმებულთა 80% მაინც იყოს ადგილობრივი. ET: ჩვენთაც ხომ აქვს უფლებები, მოვალეობები და ვალდებულებები ინვესტორს. ეს ჩანაწერი გვხვდება საინვესტიციო შეთავაზებაში. ეს ჩანაწერი ხშირად ფორმალურია, ამის მაგალითებიც არსებობს. ჩვენ შემოსული კაპიტალის სტატისტიკას ვითვლით, მაგრამ სად მიდის ის ინვესტიციები, რა შედეგები მოაქვს და რამდენად სასარგებლოა ეკონომიკისთვის - ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამ დონემდე არც კი მიდის შეფასება. ციფრს ვიგებთ, რომ ამდენი ინვესტიცია შემოვიდა, მაგრამ სად და რა სარგებელი მოიტანა ამას არ ვიკვლევთ. ერთადერთი მნიშვნელობა ენიჭება საგარეო ინვესტიციებს. შიდა ინვესტიციებს თითქმის არცაა საუბარი. შესაძლოა, შიდა ინვესტიციები ბევრად უფრო სარგებლის მომტანი იყოს. ET : 2021 წელს, ყველაზე დიდი წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საფინანსო სექტორს აქვს. შემდეგ მოდის გართობა-დასვენება, სხვა სახის მომსახურება, ენერგეტიკა და დამამუშავებელი მრეწველობა, ჯანდაცვა. რატომ არის წლებია საქართველოში საფინანსო სექტორი ინვესტორების სამიზნე? ყველაზე კარგი მაგალითია, რომ დავფიქრდეთ იმაზე თუ, რატომ დებენ ფინანსურ ინსტიტუტებში უცხოელები ფულს. იმიტომ, რომ საქართველოს ბანკების მომგებიანობის ეფექტურობა მსოფლიოში ტოპ ხუთეულშია. ანუ ფულს ჩადებენ, მოგებას მარტივად იღებენ და უკან გააქვთ კაპიტალი. ინვესტორებისთვის მიმზიდველია ის სექტორი, სადაც ფულს სწრაფად და მაღალი პროცენტით მოიგებენ. მაგალითად, რატომ არ შემოდის ინვესტიციები სოფლის მეურნეობის სექტორში? ინვესტორების პორტფელში ამ სექტორში შემოსული კაპიტალის 1%-იც კი არ არის. ეს ის სფეროა, სადაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარია დასაქმებული. ჩვენთვის უფრო საინტერესო უნდა იყოს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში ჩაიდოს კაპიტალი, ვიდრე საფინანსო სექტორში, რადგან აქ უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული და ამ დარგს სჭირდება ტექნოლოგიური განვითარება. ET: 2021 წელს შემოსული $1 მილიარდზე მეტი კაპიტალიდან ინვესტორებმა $9 მილიონი თევზჭერის განვითარებაში ჩადეს. $9 მილიონის ინვესტირება ამ დარგში შემოსული $1 მილიარდიდან ძალიან მინიმალურია. სამწუხაროდ, არ გვაქვს საინვესტიციო სტრატეგია. მაგალითად, იგივე შიდა კაპიტალს საპარტნიორო ფონდი სასტუმროების განვითარებისკენ მიმართავს. ტურისტულ სექტორს არ სჭირდება ამ მოცულობის დახმარება. მაგალითად, თუ გვექნება სტრატეგია, რომ ვინც სოფლის მეურნეობაში ფულს ჩადებს, იქ რაღაც შეღავათს მიიღებს და საფინანსო სექტორში თუ ჩადებს პირიქით გადასახადი უნდა გადაიხადოს, მეტ ბიძგს მისცემს ინვესტორებს, რომ სოფლის მეურნეობისკენ წავიდეს ფინანსური ნაკადი. ET: საქართველოს მოსახლეობის განწყობა უცხოელ ინვესტორებთან მიმართებით უარყოფითია. ბოლო მაგალითია ნამახვან ჰესის ამბავი. როგორ ფიქრობთ ეს რამ გამოიწვია? რადგან არ გვაქვს არანაირი საინვესტიციო სტრატეგია, შესაბამისად ხდება კაპიტალის პოლარიზება კონკრეტული მიმართულებებით. საფინანსო სექტორი და ენერგეტიკა და აქ შემოსული ინვესტიციები სარგებელს არ აძლევს მოსახლეობას და შესაბამისად, ვიღებთ იმას, რომ ვერც ეკონომიკა და ვერც საზოგადოების ფართო ფენები ვერ გრძნობენ აქედან მიღებულ სარგებელს. გარკვეულწილად ამითაა გამოწვეული ხალხის პროტესტი ინვესტორებთან მიმართებით. მოსახლეობამ წლებია ვერავითარი სარგებელი ვერ მიიღო. ვერ ხვდება, რატომ უნდა გადასცეს იჯარით ინვესტორს მიწა? ხდება ამ ინვესტიციების მიმართვა იმ სექტორებში, სადაც მოგების მაღალი მაჩვენებელია და ის სექტორები, რაც რეალურად უნდა გვაინტერესებდეს კვლავ განვითარების დაბალ დონეზე რჩება. ადამიანმა თუ არ მიიღო სარგებელი, მაშინ რისთვის გვინდა ინვესტიცია? კაპიტალდაბანდების მიზანი და მნიშვნელობა ისაა, რომ ეკონომიკა გაიზარდოს, შემცირდეს უმუშევრობა და მოქალაქეების 17.5% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არ იყოს. ამ პოლიტიკით, ინვესტიციების სარგებელი არ მიდის ინდივიდებამდე. ET: და მაინც, სად უშვებს სახელმწიფო შეცდომას? აი, მაგალითად ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც დიმიტრი ქუმსიშვილი იყო მინისტრი, თავისი შენობა გაყიდა არაბ ინვესტორზე, რომელსაც იქ სასტუმრო უნდა აეშენებინა. უწყება გადავიდა ნაქირავებ შენობაში. 2015 წელს ეს შენობა $9 450 000 გაიყიდა. 7 წელი გავიდა და დღემდე არ აქვს ეკონომიკის სამინისტროს შენობა და იმ ფულიდან სოლიდური წილი ქირაში დახარჯეს. უწყების ძველ შენობაში დღესაც არაფერია. ინვესტორს პრობლემები შეექმნა და მისთვის ვადის გაჭიანურების გამო, ჯარიმებიც არ დაუწესებიათ. რა იყოს ამაში პოზიტიური? მხოლოდ ის, რომ ეს მაჩვენებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მონაცემებში აისახა. საბოლოოდ, სარგებელი კი არ მოიტანა ამ ინვესტიციამ, პირიქით - დაგვაზარალა.
რუსეთთან მნიშვნელოვანი დიალოგის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ეპოქა დასრულდა - მეთიუ ბრაიზა
ექსკლუზივი 24 თებერვლიდან 28 მაისამდე - სამი თვე უკრაინის ომიდან - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში მიმოიხილავს არსებულ სურათს უკრაინაში რუსეთის ომიდან სამი თვის შემდეგ: ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცი გასამართლდა მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია NATO-ში გაწევრიანებას ფინეთი და შვედეთი ცდილობენ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა. 24 თებერვლიდან 28 მაისამდე - არსებულ სურათში მთავარ ასპექტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან განიხილავს. ამერიკელი დიპლომატი საუბრობს, თუ რა აჩვენა მსოფლიოს ამ ომმა. „ამ ომმა გვაჩვენა, რამდენად სუსტი და კორუმპირებულია რუსული ჯარი. ასევე, რამდენად არაკომეტენტურები არიან სამხედრო მეთაურები, რამდენად კორუმპირებულია მთელი სისტემა. რუსეთის ჯარი დემორალიზებულია. ასევე ვნახეთ, რომ მთელი უკრაინა, მთელი საზოგადოება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ჯარისკაცები საოცრად მებრძოლები არიან. როდესაც იბრძვი, შენარჩუნო შენი ქვეყნის არსებობა, ასეთი საოცარი სიმამაცით შეგიძლია, დაამარცხო მსოფლიოს უდიდესი არმიაც. რუსებისგან განსხვავებით, უკრაინელები კრეატიულები აღმოჩდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელმა ხალხმა იმაზე მეტი სიძლიერე და სიმტკიცე აჩვენა, ვიდრე ამას თავად უკრაინელები ელოდნენ“, - აღნიშნავს ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. პოლიტიკური კონტექსტის განხილვისას, ამერიკელი დიპლომატი, რუსეთის მიმართ უცხოელი აქტორების დამოკიდებულებებში მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს. „კიდევ ერთი ცვლილება, რაც დავინახეთ, ისაა, რომ გერმანია, რომელიც თავდაპირველად გულუბრყვილობას იჩენდა, გამოფხიზლდა, გააცნობიერა, რომ ცდებოდა. კანცლერმა შოლცმა გააცნობიერა, როგორ იყენებს რუსეთი ენერგორესურსებს პოლიტიკურ იარაღად. ახლა ევროკავშირი ცდილობს, რუსულ გააზე დამოკიდებულება წლის ბოლომდე ორი მესამედით შეამციროს. ბევრმა ევროპელმა გააცნობიერა პუტინის მხრიდან საფრთხე; გააცნობიერეს, რომ გულუბრყვილო დამოკიდებულება ჰქონდათ მის მიმართ და რომ ახლა საჭიროა, რუსეთის იზოლაცია, მისი დასუსტება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკა აღარ იქნება ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში, როგორც ეს აქამდე იყო. თქვენ ვერ ნახავთ რუს ბანკირებს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. ეს დასრულდა. ისინი იზოლაციაში არიან. ეს უდიდესი ცვლილებაა“, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი. მეთიუ ბრაიზა, რუსეთთან ჩინეთის პარტნიორობის გადახედვასაც პროგნოზირებს. „კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც ვხედავთ, ისაა, რომ ჩემი აზრით, ჩინეთი რუსეთთან თავის პარტნიორობას გადახედავს. ვფიქრობ, ჩინეთის მთავრობა აცნობიერებს, რომ არ სურს ისეთი მოწინააღმდეგე ტაივანში, როგორიც რუსეთს ჰყავს უკრაინაში. ჩინეთი ხედავს, რა შედეგები მოაქვს შეჭრას და ვფიქრობ, ჩინეთს არ სურს, იზოლაციაში მოექცეს და რუსეთის მსგავსად, დასუსტების სამიზნე გახდეს. ვწუხვარ, რომ უამრავი აქტორი, მათ შორის ევროპასა და შეერთებულ შტატებში ალბათ დაიწყებს უკრაინაზე ზეწოლას, რომ დანებდეს. ეს არასწორია, ეს უკრაინის გადასაწყვეტია. მორალური და სტრატეგიული თვალსაზრისითაც, უკრიანის გადასაწყვეტია, როდის დაასრულებს ომს, ბრძოლას. უკრაინის ხელისუფლება მკაფიოდ აცნობიერებს არსებულ სიტუაციას, აქედან გამომდინარე, მას სურს, რუსეთი გაძევებული იყოს უკრიანის ტერიტორიიდან, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. უკრაინის მაგალითზე, ამერიკელი დიპლომატი საქართველოს შიგნით სოლიდარობის და ერთიანობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „ბოლოს დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილის სწავლა შეუძლია საქართველოს. უკრაინაში ყველა გაერთიანდა, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ოპოზიციას თუ მთავრობას, ყველა ერთიანია. ამას ხედავენ ევროპაშიც. უკრაინა ევროპისთვის ფასეულია. რეალურად, მათი ინტეგრაციის პროცესი ახლა დაჩქარებულია და მალე, მას შეუძლია, მიიღოს ეკონომიკური სარგებელი. რა თქმა უნდა, საქართველოსაც აქვს მსგავსი შესაძლებლობა. საქართველოც ძვირფასია ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის, თუმცა რაც ახლა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ხდება, საშინელებაა. ამდენად, საქართველოს აქვს უდიდესი შესაძლებლობა, შიდა პოლიტიკური ბატალიების მიღმა იმოქმედოს. ვგულისხმობ ორივე მხარეს, როგორც ოპოზიციას, ასევე, მთავრობას. დროა, საქართველომ ამ მხრივ, ვითარება გამოასწოროს. საქართველოს მთავრობა რა თქმა უნდა, იაზრებს, რომ თქვენ, ისტორიის არასწორ მხარეს არ იქნებით. უკრაინას სჭირდება საქართველოს მხარდაჭერა და ის იწყებს საქართველოდან მეტი მხარდაჭერის მიღებას. ეს კარგია. სოლიდარობა, ერთად დგომა, ქვეყნის გაერთიანება, პოლიტიკური განსხვავებების გადალახვა, საქართველოსაც შეუძლია და ახლა ამის დროა. როგორც აღვნიშნე, ამ ომმა ბევრი რამ გვაჩვენა, თუმცა პირველ რიგში - ტრანსატლანტიკური საზოგადოების გულუბრყვილობა რუსეთთან მიმართებით. თუ ადრე ვინმე ფიქრობდა რუსეთთან მნიშვნელოვან დიალოგზე, ახლა მის იზოლაციასა და დასუსტებაზეა საუბარი, რათა რუსეთმა ვერასდროს შეძლოს იმის გაკეთება, რაც გააკეთა უკრიანაში და ასევე, საქართველოში - 2008 წელს. ჩვენ ასევე გულუბრყვილოდ გამოვიყურებოდით რუსეთის შემოჭრის წინ საქართველოში, როდესაც ჩემს ხელმძღანელებს აშშ-ის მთავრობაში და კოლეგებს ევროპის მასშტაბით, რუსეთის პროვოცირებაში, საქართველოს და კონკრეტულად, სააკაშვილის დადანაშაულება სურდა. რაც საქართველოს და სააკაშვილს სურდათ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იყო. ჩვენ, სააკაშვილს ვადანაშაულებთ რუსეთის შემოჭრაში საქართველოში და შემდეგ, უკრაინელებს მოვთხოვეთ 2014 წელს, დონბასსა და ყირიმში განვითარებული მოვლენების დროს, უფრო მეტი სიმტკიცე ეჩვენებინათ... საბოლოო ჯამში, ვხედავთ სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. ამრიგად, რთულად ვისწავლეთ ეს გაკვეთილი. კარგად გამოჩნდა, რომ პუტინის მიმართ გულუბრყვილობას ვიჩენდით; რომ ვფიქრობდით, თითქოს, რუსეთთან ერთად უნდა გვემუშავა; საქართველოს ვადანაშაულებდით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურდა. დასკვნის სახით რომ გითრათ, რუსეთთან არამხოლოდ თანამშრომლობის სურვილის, არამედ მნიშვნელოვანი, კონსტრუქციული დიალოგის ეპოქა დასრულდა“, - მიიჩნევს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. Forbes: რუსეთს უკრაინის 20% აქვს ოკუპირებული რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გიორგი ბადრიძე: თუ ჩვენ დავრწმუნდებოდით, რომ NATO რეალური პერსპექტივა არ არის, მაშინ სხვა ტიპის უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოგვეთხოვა
უკრაინის ომის პარალელურად, მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი ყალიბდება. გეოპოლიტიკური ფუნქციის და უსაფრთხოების გასაძლიერებლად, გარკვეული ქვეყნები საერთაშორისო საზოგადოებას ინიციატივებს და პროექტებს სთავაზობენ. სად არის საქართველოს როლი ამ ახალ გეოპოლიტიკურ სტრუქტურაში? დასავლელი პარტნიორების შემოთავზებული მხარდაჭერის გარდა, რა საკითხების ინიცირებას უნდა ახდენდეს საქართველო? გეოპოლიტიკურ ფუნქციასთან ერთად, გაზრდიდა თუ არა ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებს ანაკლიის პორტი და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დროული განხორციელება? ამ და სხვა საკითხებზე Europetime რონდელის ფონდის უფროსს მკვლევარს, საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსს, გიორგი ბადრიძეს ესაუბრა. გიორგი ბადრიძე: უკრაინის ომის შედეგი არის ის, რომ უკრაინულად და რუსულად მოსაუბრე მოქალაქეები გაერთიანდნენ, უკრაინელი ერის კონსოლიდაცია მოხდა. მივიღეთ კონსოლიდირებული, გაერთიანებული, გაძლიერებული ერი, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს. გარდა ამისა, მივიღეთ დანარჩენი მსოფლიო, რომელმაც საბოლოო ჯამში, ხშირად ამორალურობასთან ზღვარზე მყოფი ფლირტი რუსულ რეჟიმთან საბოლოოდ დაასრულა. უფრო მეტიც, არამარტო დასავლურმა დემოკრატიამ ჩამოაყალიბა საბოლოოდ პოზიცია, არამედ რუსეთის პოტენციური მოკავშირე ავტოკრატიული რეჟიმებიც მთელ მსოფლიოში კარგ ხასიათზე არ უნდა იყვნენ, რაც რუსეთმა გააკეთა და თან წარმატებასაც ვერ მიაღწია. წარმატების შემთხვევაში, რუსეთის და ირანის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში უფრო გაძლიერდებოდა. დღეს ეს თანამშრომლობა მინიმუმზეა. ჩინეთს რაც შეეხება, აშშ-ის მთავარ მეტოქედ, კონკურენტად მიიჩნევს თავს, მაგრამ მისთვისაც არ არის მისაღები რუსეთის პირდაპირი შეტევა არა ზოგადად მსოფლიო წესრიგზე, არამედ, სწორედ წესებზე დამყარებულ საერთაშორისო სისტემაზე. ჩინეთს ეს არ აწყობს. იმიტომ, რომ მისი მთავარი არგუმენტი ტაივანის შემთხვევაში არის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი. სწორედ ამ პრინციპს შეუტია რუსეთმა და მგონია, რომ კბილებს იტეხავს. ET: რუსეთის წინააღმდეგ სანქცია და ბევრი სახის დახმარება რაც უკრაინამ მიიღო, ინიცირებული იყო თვითონ უკრაინის მხრიდან. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ საქართველო და მოლდოვაც საფრთხის წინაშე არიან. უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად, საქართველომ რა საკითხების ინიცირება უნდა გააკეთოს, გარდა იმისა, რასაც, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები თვითონ გეგმავენ და გვთავაზობენ? ომის დაწყებამდე უკრაინული დიპლომატია უკიდურესად პროაქტიური იყო. მაგალითად, პოლონეთთან და ბრიტანეთთან ერთად, ახალი რეგიონული ალიანსის ჩამოყალიბება ომამდე გამოცხადდა. საქართველომ ამ ახალ რეგიონულ ალიანსთან, არათუ შეერთებაზე არ გამოიჩინა ინიციატივა, ან ინტერესი, საერთოდ კითხვებითაც არ მიუმართავს ამ სამი ქვეყნის მთავრობებისთვის. რას წარმოადგენს ეს ალიანსი, რა შინაარსით არის დატვირთული. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ყველა ის საფრთხე ემუქრება, რომლის წინაშეც უკრაინა მოქმედებდა. მეორე, როდესაც ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის პეზიდენტ ზელენსკის უკრაინიდან ევაკუაციას სთავაზობდნენ, მან ალბათ პირველად გააოცა დანარჩენი მსოფლიო, როცა გამოაცხადა, ევაკუაციაში დახმარება არ მჭირდება, თქვენგან მხოლოდ იარაღით დახმარებას მივიღებ, რადგან არასად არ მივდივარ და ჩემი ერის დაცვას ვუდგები სათავეშიო. უკრაინამ რაღაც პერიოდი მარტომ იბრძოლა. მართალია მას პარტნიორებისგან უკვე მიღებული ჰქონდა გარკვეული თავდაცვითი შეიარაღება, თუმცა საკმაოდ მარტივი. მიუხედავად ბარიერებისა, რომლებიც იარაღის მიღებას ხელს უშლიდა, გმირულად, პროფესიონალურად დაიცვეს თავიანთი ქვეყანა. იარაღის მწარმოებელი ქვეყნები, საკუთარ მაღალტექნოლოგიურ იარაღს სხვა სახელმწიფოს მარტივად ვერ ანდობენ. ნდობა უნდა დაიმსახურო. უკრინამ აჩვენა, რომ არამარტო შეიძლება, ანდონ ეს იარაღი, არამედ, ის ყველაზე საუკეთესო ფორმით იქნება გამოყენებული. ამ ფონზე, საქართველო უკრაინასთან ცივი ომის მდგომარეობაში იმყოფება. ამის მერე, ვინც მომიყვება რომ ჩვენ უკრაინელებს მხარს ვუჭერთ, ძალიან სამწუხარო ფაქტები შემიძლია, დავუდო. ერთადერთი გამონაკლისი, არის ხმის მიცემა საერთაშორისო ორგანიზაციებში, გაეროსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ქართველი ხალხის მხარდაჭრის მიუხედავად, საქართველოს მხრიდან, ოფიციალურად, არამარტო მხარდაჭერა არ გამოხატულა, უკრაინის ხელისუფლებასთან პრაქტიკულად, ცივი ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით. ათას სხვადასხვა წვრილმან თუ სერიოზულ საკითხში მათი დადანაშაულება ხდება. მართლაც რომ არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა, მიმდინარე მოვლენების ფონზე ყველაფერი გვერდზე უნდა გადადებულიყო. პირველ რიგში, მორალური და ზნეობრივი პოზიციიდან, მეორე - წმინდა სტრატეგიული მოსაზრებიდან გამომდინარე, რადგან საქართველოს ბედი უკრაინასთან ასე პირდაპირ არის მიჯაჭვული. უკრაინას იმ სამ დღეში, რომ წაეგო ომი, როგორც ეს რუსეთს წარმოედგინა, შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ საქართველოში ღია პრორუსული რეჟიმი გვექნებოდა. დღეს თუ რაღაც შეფარული პრორუსულობა გვაქვს, დახურული სატელეფონო არხებით საუბრობენ, მგონია, რომ უკრაინის მარცხის შემთხვევაში, პირდაპირ რუსული რეჟიმი გვექნებოდა აქ. ET: საექსპერტო საზოგადოებას რა ინიციატივები აქვს, თქვენი აზრით, რას უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით? პირველ რიგში ვიტყვი, რა არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, რაც აქამდე უნდა გაეკეთებინა. ომის დაწყებამდე, როდესაც იძაბებოდა ვითარება, ეროვნული უსაფრხოების საბჭოს სხდომის მოწვევაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ეს რაზე მეტყველებს? საქართველოს ხელისუფლება ვერანაირ სერიოზულ ვითარებას ვერ ხედავდა, რომ საჭირო იქნებოდა, ჩვენი, სხვადასხვა უწყების და პოლიტიკური ინსტიტუტის ერთმანეთთან კოორდინაცია და აზრების შეჯერება?! მეორე საკითხი - როდესაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადის მოზღვავება დაიწყო, ასევე, კატეგორიული უარი განაცხადა, რომ არანაირი დამატებითი კონტროლის მექანიზმს არ შემოიღებდნენ. იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ შარშანაც გვქონდა რუსი ტურისტების დიდი რაოდენობის შემოდინება, არის აბსურდი დაძალიან სულელ ადამიანებზე გათვლილი. თუ თვითონ არ ესმით, მაშინ მე უნდა გავაგებინო, რომ ეს ხალხი არა ტურისტები, არამედ, რუსი მიგრანტები არიან, რომლებმაც თვითონაც არ იციან, უკან როდის დაბრუნდებიან. არ იციან შემოსავალი გაუგრძელდებათ თუ არა და შეძლებენ თუ არა დაქირავებული ბინების ქირის გადახდას გარკვეული დროის შემდეგ. მათ შორის, ვინ რას წარმოადგენს, ამის გარკვევას სჭირდება ელემენტარული კონტორლის მექანიზმი, თუნდაც, ელექტრონული ვიზის შემოღება. მესამე - საბაჟო პროცედურების რაიმე ახალი ფორმის დამატებითი კონტროლის დაწესება. ჩვენმა ხელისუფლებამ არ იცის, რომ ბელორუსის ნაცვლად, ახალი რომელიმე დერეფანი სჭირდება? არ იცის, რომ რუსეთი საქნცირებული ტვირთების შესატანად და გამოსატანად ახალი დერეფნის გამოყენებას ეცდება? სხვადასხვა ფინანსური თუ სერვისების განსახორციელებლად, რუსეთი აშკარად ეცდება საქართველოს გამოყენებას. როდესაც კატეგორიულად ამბობ, რომ რუსეთთან საბაჟო კონტროლზე არაფერს შეცვლი, ამით რა სიგნალს უგზავნი საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ, პირველად არის ასეთი მობილიზებული, რუსეთისგან მისი დემოკრატიული მეზობლების დასაცავად. 1991 წლიდან 2014 წლამდე ქართული დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, სწორედ ის იყო, რომ რუსეთს ბევრი რამ გასდიოდა, ჩვენ მიმართ და სხვა მეზობელების მიმართ, რადგან დასავლეთში რუსეთის პრიორიტეტი არსებობდა. ჯერ ჰქონდათ ილუზია, რომ რუსეთი დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაიქმნებოდა და ამაში უნდა დახმარებოდნენ. 1996 წლის არჩევნებზე ბორის ელცინის პოზიციების შესანარჩუნებლად, რომლის მთავარი მოწინააღმდეგეც კომუნისტების ლიდერი იყო, ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდნენ, ან არ ესმოდათ. მერე, პუტინს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ უბედავდნენ და ყველაფერი შერჩა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც იქნა, პირველად, 2014 წელს, პუტინს სანქციები დაუწესეს. სწორედ მაშინ დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინისგან და უკრაინული სანქციებისგან აქტიური გამიჯვნა. ეს მაშინ, როდესაც უკრაინაში სააკაშვილის ფაქტორი ჯერ არ არსებობდა. იმის ძახილი, რომ ჩვენ უკრაინასთან კარგი ურთიერთობა იმიტომ არ გვაქვს, რომ იქ ჩვენი ოპოზიციონერები შეიფარეს, თუნდაც ძებნილები და ა.შ, აბსოლუტურად მოკლებულია რაიმე შინაარსს. უკრაინისგან დისტანცირება და ანტიუკრაინული პოლიტიკა, სახელმწიფო პოლიტიკად, ჯერ კიდევ სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლამდე იქცა. ახლა რაც ჩამოვთვალე, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთისთვის არაფრის მოთხოვნა და ინიცირება არ სურს. ნორმალური ქართული ხელისუფლება ჯერ კიდევ 2014 წელს, ორივე ხელით ჩაეჭიდებოდა დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ შეცვლილ პოზიციას და უკრაინასთან საერთო ბლოკის შექმნას შეეცდებოდა. ამ შემთხვევაში სანქციებს დაუწესებდნენ არამხოლოდ უკრაინის გამო, არამედ საქართველოს გამოც. უკრაინაში ახალი არაფერი გაუკეთებია, რაც მანამდე საქართველოში არ ჰქონდა გაკეთებული. ჩვენ მიზანმიმართულად გავემიჯნეთ 2014 წლის სანქციებს. ამასთან დაკავშირებით, 2014 წლის ივლისში, ირაკლი ღარიბაშვილმა BBC-ის კორესპოდენტს სრულიად გასაგებად ჩამოუყალიბა პოზიცია. პროდასავლური ხელისუფლება აქტიურად შექმნიდა ბლოკს უკრაინასთან და აქტიურად მოითხოვდა იმას, რასაც დღეს უკრაინა დასავლეთისგან. თუ ამის ადრე მიხვედრა გაუჭირდა, ომის და დასავლეთის პოზიციის ფონზე მაინც უნდა მოეხერხებინა და აქტიური კონსულტაციები უნდა დაეწყო ბრიტანულ-პოლონურ-უკრაინულ ბლოკთან, ევროკავშირთან და აშშ-ის ადმინისტრაციასთან. პირველ რიგში, უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე, ვიდრე საქართველო NATO-ში გაწევრიანებას შეძლებდა. შემდეგ, იმ ბარიერების გადალახვაზე დისკუსიებს დაიწყებდა, რომელიც ჩვენ, NATO-ს წინაშე აღმოგვაჩნდა. თუ ჩვენ დავრწმუნდებოდით, რომ NATO რეალური პერსპექტივა არ არის, მაშინ სხვა ტიპის უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოგვეთხოვა, რომელთანაც დღეს უკრაინა ბევრად უფრო ახლოს არის, ვიდრე ჩვენ. ET: ამ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, საქართველოს რას მოუტანდა ანაკლიის პორტის და ნაბუქოს, ახლა უკვე „სამხრეთ დერეფნის“ გაზსადენის მსგავსი პროექტები? პატარა სახელმწიფოების ერთ-ერთი მთავარი თავისებურება არის ის, რომ მხოლოდ ისეთი მცირე სახელმწიფოები ახერხებენ უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რომლებსაც საერთაშორისო ფუნქცია აქვთ. გეოგრაფიულად, საქართველოს ეს ფუნქცია მინიჭებული აქვს, დამაკავშირებელია კასპიის ზღვის რეგიონსა და შავი ზღის რეგიონებს შორის. თეორიულად, თუ თეირანი დასავლეთან ურთიერთობებს მოაგვარებს, შესაძლოა, ირანისთვისაც კი, შავ ზღვაზე გასასვლელი დერეფანი გავხდეთ. ჯერჯერობით, ირანი ისევ სანქციებშია და ვნახოთ. შეიძლება, რუსეთის ამბებმა გეოპოლიტიკური ვითარება ბევრ ადგილას შეცვალოს. ამის იმედად ვერ ვიქნებით და ვერ დაველოდებით. საქართველოს უნდა ჰქონოდა უნარი დიდი ოკეანური კონტეინერმზიდები მიეღო, ღრმაწყლოვან პორტში. რომელიც დიდი ალბათობით, ამ ხელისუფლების შეგნებული პოლიტიკის გამო არ გვაქვს. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროექტი არ შემდგარიყო. მეორე, როდესაც შენ ხარ ერთადერთი გასასვლელი შავ ზღვაზე, აზერბაიჯანისთვის სომხეთისთვის და იქით ცენტრალური აზიის ქვეყებისთვის, რომელთა ეკონომიკა, დიდწილად შეფერხებულია იმის გამო, რომ რუსულ სატრანსპორტო კავშირებზე არიან მიჯაჭვული; როდესაც რეგიონში შავ ზღვაზე გასასვლელის მხრივ, მონოპოლისტი ხარ, ამ დროს შენი რკინიგზის სისტემა ბანკროტია, უვარგისი, ჩამოშლილი, ჩემი აზრით, ეს არის პირდაპირი მავნებლობის შედეგი. საქართველოს აქტიურად უნდა ემუშავა საკუთარი ინფრასტრუქუტურის განვითარებაზე, ასევე, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებთან მათი ტვირთების მოსაზიდად, რაც მარტო ეკონომიკურს კი არა, პოლიტიკურ შედეგებსაც მოიტანდა. ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, სამხრეთ კავკასიის დერეფანი რაც უფრო მეტად იქნება გახსნილი, მათი რეალური პოლიტიკური სუვერენიტეტი რეალური შინაარსით დაიტვირთება. ვიდრე ისინი ეკონომიკურად, ექსპორტის დერეფნით, რუსეთზე არიან დამოკიდებულნი, ბუნებრივია, რუსეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ დარჩებიან. ჩინეთმა ამ ქვეყნების არჩევანს ბევრი არაფერი შემატა. ვიდრე ცენტრალური აზიის ქვეყნები, რეალურ სანდო დერეფანს მოიპოვებენ, ასეთ მდგომარეობაში დარჩებიან. უზარმაზარი პერსპექტივა აქვს ამ საკითხს და ძალიან უნდა გინდოდეს რომ ეს არ შედგეს. უფრო გამართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა რომ გვქონოდა, რაში გამოგვადგებოდა ეს - როდესაც შეერთებული შტატები ავღანეთიდან გამოდიოდა, ავღანეთიდან მილიონობით ტონა ტვირთი წამოვიდა და ჩვენ პრაქტიკულად, ვერ შევასრულეთ ერთ-ერთი გადამზიდავის ფუნქცია, რომელიც საქართველოს უზარმაზარ შემოსავალს და გეოპოლიტიკურ ფასეულობას მოუტანდა აშშ-ის თვალში. ბევრ სხვადსხვა პროექტზე შეიძლება საუბარი, მაგრამ ერთ მთავარზე შევთანხდეთ, ანაკლიის პორტის პროექტი არამარტო გადადებულია, არამედ, მოკლული, რაც საქართველოს უმცირებს იმ საერთაშორისო ფასეულობას, რომელზეც ვისაუბრეთ. ამის გარეშე საქართველო ჩვენი პარტნიორებისთვისაც არ იქნება იმდენად ფასეული, როგორც სხვა შემთხვევაში. მარტო ის რომ, ჩვენ ვატარებთ ნავთობს და გაზს, კი მნიშვნელოვანია, თან ამ ფუნქციის გაზრდაც შეგვიძლია, თუკი გვექნება მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან, თურქმენეთთან და ევროპელ პარტნიორებთან, თურქმენული გაზის ყაზახური ნავთობის დასამატებლად, ჩვენი გავლით საერთაშორისო ბაზარზე გასატანად, მაგრამ ნავთობის და გაზის ხანა დიდხანს არ გასტანს. ჩვენ ამისთვის უნდა დაგვემატებინა სახმელეთო დერეფანი ცენტრალური აზიის ქვეყნებში ტვირთებისთვის, რომელიც შეიძლება, ჩინური ტვირთების მარშუტად განიხილებოდეს. უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს ხელიდან გაშვებული და რის გამო? არაფრის გამო! იმისათვის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკას, თავის მომკვდარუნების პოლიტიკას. რა იმედით? რუსეთის მიზნები შეიცვლება საქართველოს მიმართ?! იმის ძახილი, რომ აი, ნახეთ თავს არ გვესხმის. ასევე ძალიან სერიოზული პრობლემა შეიძლება იყოს, როდესაც რუსეთი არ გერჩის. ესეიგი მისი სცენარით მოქმედებ და რეალურად, უპერსპექტივობაში მიდიხარ. ET: ანაკლიის პორტის აშენება, იგივე სახმელეთო სტრანსპორტო დერეფნის მასშტაბების გაზრდა, გაზრდიდა თუ არა საქართველოს სამხედრო უსაფრთხოების გარანტიებსაც? რა თქმა უნდა! მთავარი აზრი სწორედ ამაშია. იმისთვის, რომ მცირე ზომის სახელმწიფომ მოკავშირეების მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები მოიპოვოს, ამისთვის რაიმე ფასეულობას უნდა წარმოადგენდეს. როგორც წესი, სწორედ ამგვარი ფასეულობის გამო, ჩვენ შემთხვევაში, ჩვენი სატრანზიტო, სატრანსპორტო ფუნქციის შესრულების გამო, საქართველო შეიძლება, ყოფილიყო უფრო ფასეული პარტნიორი და იგივე ჩვენი დასავლელი პარტნიორები, უფრო აქტიურად შეძლებდნენ საკუთარი ამომრჩევლის დარწმუენბას, თუ რატომ იმსახურებს საქართველო სამხედრო უსაფრთხოების და ფინანსურ დახმარებას. დასავლეთის ქვეყნების მთავრობები ასე მარტივად ვერ წყვეტენ მსგავს საკითხებს. დემოკრატიულ სახელმწიფოებში მთავრობები საკუთარი ამომრჩევლის წინაშე არიან ანგარიშვალდებულები. მათ საზოგადოებას უნდა აუხსნან, რატომ უნდა დაიცვან საქართველო რუსეთის აგრესიისგან. აქ ორი მთავარი საკითხის კომბინაციაა. ერთი, რომ საქართველო გეოპოლიტიკურად და გეოეკონომიკურად რაღაც ფასეულობას წარმოადგენს და მეორე, იმიტომ, რომ იმსახურებს როგორც დემოკრატიული სახელმწიფო და დემოკრატიული საზოგადოება. ბოლო წლებში, ორივე ამ კომპონენტში გავქვს სრულიად გამოკვეთილი და მიზანმიმართული უკუსვლა. ჩვენი ინფრასტრუქტურა დღეს დიდი მოცულობის ტვირთების გადაზიდვის საჭიროებებს და მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს და მეორე, ჩვენი დემოკრატია რეგიონშიც კი მოწინავე აღარ არის. ET: ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, როგორ ვითარდება აშშ-საქართველოს ურთიერთობები და რა ეტაპზეა? საქართველო აშშ-ის ფინანსურ დახმარებას მრავალი წლის განმავლობაში იღებდა. ზოგჯერ, 100 მილიონსაც აჭარბებდა. განსაკუთრებულ პერიოდებში, მაგალითად, 2008 წლის შემდეგ ბევრად უფრო დიდი დახმარება მივიღეთ. მაგრამ წლების განმავლობაში ამ დახმარების შემცირებას ვხედავთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველო უნდა იყოს აქტიური თავისი დიპლომატიური ურთიერთობებით და იმის ჩვენებით, რომ მისი დემოკრატიული რეფორმები, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ფასეულობა ასაბუთებს იმ დახმარებას, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ კონგრესს უნდა სთხოვოს. ჩვენ ამის არგუმენტები არ გვაქვს. უფრო მეტიც, მე ვივარაუდებ, რომ შეერთებულ შტატებში განსაკუთრებულად აკვირდებიან იმას, თუ რა კონტაქტები აქვს საქართველოს რუსეთთან, სულ მცირე რუსულ ბიზნესებთან, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებასთანაც. აკვირდებიან, საქართველოს გარკვეული სტრუქტურები და ცალკეული ადამიანები სანქციების პირობებში ხელის მოთბობას ხომ არ ცდილობენ.
ზურაბ ბატიაშვილი: შესაძლებელია, თურქეთის და საქართველოს მონაწილეობით, ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის მსგავსი ალიანსი შეიქმნას
უკრაინის ომით გამოწვეული გეოპოლიტიკური პროცესების ცვლილება, ჩვენს რეგიონშიც შეინიშნება. მსოფლიო უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში თავისი გეოპოლიტიკური ფუნქციების გაზრდას და გაძლიერებას სახელმწიფოები უკვე აქტიურად ცდილობენ. როგორი შეიძლება, იყოს მსოფლიოს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის კონტურები? რა როლი უნდა ჰქონდეს საქართველოს ამ არქიტექტურაში და რა სახის ახალი ალიანსები შეიძლება, შეიქმნას? ამ და სხვა საკითხებზე Europetime რონდელის ფონდის ანალიტიკოსს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა. ET: უკრაინის ომში რა მოცემულობა გვაქვს დღეს, არსებული სიტუაცია რა პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა? - სიტუაცია იქითკენ მიდის, რომ გარკვეულწილად, ჩიხური მდგომარეობა შეიქმნა და არცერთ მხარეს, გადამწყვეტი უპირატესობა არ აქვს. კარგი ის არის, რომ დრო უკრაინის მხარეს მუშაობს, რომელიც დასავლურ შეიარაღებას და კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას იღებს. ეს შეიარაღება დიდი რაოდენობით, უკრაინაში მაისის ბოლოსკენ იქნება. რაც უკრაინულ მხარეს, კონკრეტულ ადგილებზე კონცენტრირების შესაძლებლობას მისცემს, შემდგომში საარტილერიო დუელების გასამართად. ძალიან მარტივად პროგნოზირებადია, რომელი მხარე გაიმარჯვებს. ერთმანეთს უპირსპირდება მე-20 საუკუნის საბჭოთა ტექნიკა და 21-ე საუკუნის დასავლური ტექნოლოგიური მიღწევები. ძნელი გამოსაცნობი არ არის უპირატესობა, რომელ მხარეს ექნება. შემდგომში, სწორედ ამ უპირატესობის რეალიზაცია იქნება საჭირო, ანუ, ისევ იმ ტანკებით და იმ ჯავშანმანქანებით შეტევა მოხდება, რომელსაც ასევე დასავლეთი მიაწვდის უკრაინას. რეალურად, სადღაც მომავალი ერთი თვე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სიტუაცია ასეთი იქნება. რუსეთი, რა თქმა უნდა, ახალი ძალების მოზიდვას შეეცდება. ეს შეიძლება, გააკეთოს მობილიზაციის სახით, ან გამოუცხადებელი ფარული მობილიზაციის სახით, მაგრამ ესეც ჩვეულებრივი „საზარბაზნე ხორცის“ გამოყვანა იქნება და მეტი არაფერი. დასავლურ ტექნოლოგიურ მიღწევებს ვერ გაუჩერდება, მით უმეტეს, ძველი შეიარაღებით და ნაკლებად მოტივირებული ჯარით. უკრაინელებმა რუსეთს კარგად მომზადებული სამხედრო ნაწილები უკვე გაუნადგურეს და ახლა ვისაც გამოიყვანს, ნაკლებად მომზადებული სამხედრო ნაწილებია. რაც დრო გავა, კიდევ უფრო ნაკლებად მომზადებული სამხედრო დანაყოფების გამოყვანა მოუწევს. ამიტომ, შეიძლება, ომის მესამე ეტაპიც დაიწყოს. მესამე ეტაპი რუსეთის სამხედრო ნაწილების სასაკლაო იქნება. ET: ამერიკული დაზვერვა გაჭიანურებულ ომზე მიანიშნებს. რუსეთის მსგავსი სახელმწიფოს შეშლილი მეთაურის და სახელმწიფო მანქანის მოქმედებების პროგნოზირება რა თქმა უნდა, რთულია. ყოველ შემთხვევაში, რასაც ვხედავთ, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას არ აპირებენ, ამის ნიშნები არ ჩანს. ომი მინიმუმ რამდენიმე თვე გაგრძელდება, ვიდრე ვიღაც რუსეთში პუტინის წინააღმდეგ არ იტყვის რამეს და არამხოლოდ იტყვის, ქმედებებსაც დაიწყებს. ET: როგორი შეიძლება იყოს მსოფლიო უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, სად არის საქართველოს ადგილი და როგორ უნდა მოიპოვოს ეს ადგილი? ომი ისევ მიმდინარეობს და მსოფლიო უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჯერ მხოლოდ კონტურებს ვხედავთ, რომელიც ამ ომის შემდეგ შეიქმნება. ძირითადად, ეს იქნება ის, რაზეც უკრაუნული მხარე საუბრობს ხოლმე. ეს არის მცირე ალიანსების საკითხი, როგორიცაა, ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ალიანსი, რომელიც მომავალში, შეიძლება გაიზარდოს. ასევე, უსაფრთხოების ის გარანტიები, რომლებსაც უკრაინა ითხოვდა და ითხოვს - როდესაც რამდენიმე ძლიერი ქვეყანა უსაფრთხოების გარანტად გამოდის და მასზე თავდასხმიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვალდებულებას იღებს, უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრაში, ყველანაირად დაეხმაროს. ვამბობ ამ არქიტექტურის მონახაზს. ეს ახალი არქიტექტურა რა სახის იქნება, ჯერ არავინ იცის. საუბარია იმაზე, რომ რუსეთს, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრობიდან გარიცხავენ, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. ასევე საუბარია იმაზეც, რომ გაერომ საბოლოოდ ამოწურა თავისი თავი. ახალი ალტერნატიული გაერთიანების შექმნაც განიხილება. მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ „ერთა ლიგა“ შეიქმნა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი, ამ ლიგამ თავის თავი ამოწურა და გაერო შეიქმნა. რუსეთ-უკრაინის ომიც, ამ მასშტაბის მოვლენაა. უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზეც სწორედ ამიტომ საუბრობენ და სრულიად შესაძლებელია, ახალი ასეთი ორგანიზაციები შეიქმნას, რომლის მთავარი მიზანიც უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. ვნახეთ, გაერომ და სხვა ორგანიზაციებმა საკუთარი შესაძლებლობებით ეს უსაფრთხოება ვერ უზრუნველყვეს. უსაფრთხოების სფეროში შექმნილ გამოწვევებს ვერ უპასუხეს. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, საქართველოს რისი გაკეთებაც შეუძლია, არის ის, რომ საგარეო პოლიტიკაში, უფრო მეტად აქტიური იყოს და არა პასიური. რაც შეიძლება ხშირად გაიტანოს ის თემა, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი საქართველოდან დაიწყო, ჯერ აფახაზეთის ომით, მერე 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომით და სწორედ ამის გაგრძელებაა უკრაინის ომი. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველო მუდმივად მსოფლიო დღის წესრიგში იყოს. მუდმივად უნდა ვითხოვდეთ დეოკუპაციას და იმ ახალი უსაფრთხოების არქიტექტურაში ჩაბმას, რომელიც ჯერ არ შექმნილა, მაგრამ სულ ახლახან დაიწყო მასზე საუბარი. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურები უნდა ვიყოთ. თუ როგორი იქნება უსაფრთხოების ამ არქიტექტურის კონტურები, შემდგომში ის დაგვანახებს, საქართველომ უფრო კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს. ერთი, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს და აუცილებლად იქნება, არის ის, რომ საქართველო ახალ ფუნქციას შეიძენს, თუნდაც, ტვირთების ტრანსპორტირების საკითხში და ანაკლიას აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ. ანაკლიის პორტი აუცილებლად გასაკეთებელი იქნება. ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩქარდება. შექმნილმა სიტუაციამ ეს შესაძლებლობა მოგვცა და საქართველოსთვის ძალზედ ბევრი პერსპექტივა შეიძლება, შეიქმნას, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. მხოლოდ იდეები კი არ უნდა გამოვთქვათ, არამედ, მთელი სახელმწიფო მანქანა, დიპლომატიური კორპუსი მზად უნდა იყვნენ ამ საკითხების გასატანად და დასაყენებლად. ET: აზიის ქვეყნები, ევროპისკენ სახმელეთო, სარკინიგზო ტვირთგადაზიდვებისთვის, ძირითადად, რუსეთის სატრანსპორტო დერეფანს იყენებდნენ. ამ ომის შემდეგ, რა იცვლება სატრანსპორტო დერეფნების კუთხით და საქართველომ ეს პერსპექტივები როგორ უნდა გამოიყენოს? რა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განეხორციელებინა და მომავალში რა უნდა განახორციელოს? ეს რეალურად შეცვლილიც არის, ბოლო პერიოდში საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა 28 პროცენტით გაიზარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს გავლით, აზიური ტვირთების გადამისამართება უკვე ხდება. რუსეთი-ბელორუსის გავლით ტვირთების გადაზიდვა უსაფრთხო აღარ არის. თან უკვე რუსეთის წინააღდეგ დაწესებული სანქციებიც მოქმედებს, ამიტომ, სხვა ალტერნატივა არც რჩებათ. ტვირთების გადამისამართება ჩვენს ქვეყანაზე გავლით ხდება. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც უფრო მეტად დაიტვირთა, რა თქმა უნდა, ჯერ სრულად არა, უფრო დიდი პოტენციალიც აქვს. დღეს თუ შევხედავთ, მსოფლიოში, აშშ-ის გარდა, ორი დიდი ეკონომიკური ბაზარია, რომელიც ვითარდება - ჩინეთი და ევროპა, მათ შორის დამაკავშირებელი უმოკლესი და სწრაფი გზა კი საქართველოზე გადის. ეს გზა გაცილებით უფრო სწრაფია, ვიდრე საზღვაო გადაზიდვები. ET: იყო საუბარი იმაზე, რომ თუ ამერიკამ ირანს დაწესებული სანქციები მოუხსნა, შესაძლოა, ირანმა საქართველოს სატრანსპორტო დერეფნად გამოყენება მოისურვოს. რამდენად რეალურია და ამის დადებითი და ასევე, საფრთხეების შემცველი მხარეები რა შეიძლება იყოს? -ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, რომ ირანმა და აშშ-მ მოლაპარაკება შეძლონ. მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ძალზედ მძიმედ. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით, ხელშესახები პროცესი არ არის. ირანს სანქციებს თუ მოუხსნიან, საქართველო ამით მხოლოდ იხეირებს, არამხოლოდ ტრანსპორტის მიმართულებით, თუნდაც ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის ექსპორტის მხრივ, ირანს დიდი პოტენციალი აქვს. ET: როდესაც ევროპა რუსული გაზის და ნავთობპროდუქტების ჩანაცვლებას ცდილობს, შესაძლოა, მოლაპარაკებებს ამ ფაქტორმაც შეუწყოს ხელი? რამდენად შეიძლება, იქონიოს გავლენა, ირანთან მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და სანქციების მოხსნაზე? ეს მნიშვნელოვანია ფაქტორია, მაგრამ ეს ვერ იქნება ისეთი ფაქტორი, რომლის გამოც სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თვალის დახუჭვას შეძლებენ. დასავლეთის მხრიდან სერიოზული ეჭვია, ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის დროს, ხომ არ ხდება მისი სამხედრო დანიშნულებითაც გამოყენება. დასავლეთს და მის მოკავშირე ისრაელს არ სურს, რეგიონში, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო გაჩნდეს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი თემაა და ამის ხარჯზე სანქციების შემსუბუქება ვერ მოხდება. ET: უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით, თურქეთის პოზიცია რას ცვლის რეგიონში? ომის შემდგომ, ჩვენს რეგიონში თურქეთის როლი როგორი შეიძლება იყოს და საქართველომ რა პოზიცია უნდა დაიკავოს? რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, თურქეთის პოზიციასთან დაკავშირებით, ორი რამ არის გასათვალისწინებელი. თურქეთი NATO-ს წევრი ქვეყანაა, რომელსაც შავ ზღვაზე თავისი ინტერესები აქვს და ასევე, საბჭოთა კავშირის აღდგენაც არ სურს. აქედან გამომდინარე მოქმედებს. ამიტომ, უკრაინას მხარს უჭერს და შეიარაღებასაც აწვდის. ეს ერთი განზომილებაა. მეორე განზომილებაა, რომ თურქეთს ახლა სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვს. ამიტომ არც უკრაინასთან და არც რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა არ სურს. ამასთან, ენერგეტიკულად რუსეთზე დამოკიდებულია. ასევე, ტურიზმის სფეროში, რუს ტურისტებზეა დამოკიდებული. მეორე საკითხია, რამდენად შესაძლებელი გახდება ომის პერიოდში ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვა. ამიტომ, თურქეთი ყოველთვის სამშვიდობო ინიციატივებით გამოდის და ერთ-ერთი შეხვედრაც თურქეთში გაიმართა. მიუხედავად სამშვიდობო ინიციატივებისა, საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოქმედებს, როგორც NATO-ს წევრი ქვეყანა და ჩაკეტილი აქვს როგორც დარდანელის, ასევე, ბოსფორის სრუტე, რის გამოც, სირიაში ბაზირებული რუსული სამხედრო ფლოტი, შავი ზღვის გავლით ომში რუსეთის დახმარებას ვერ ახერხებს. ამ ომის შემდეგ, რეგიონში სიტუაცია რა თქმა უნდა შეიცვლება. ზუსტად არავინ იცის, როგორი კონფიგურაცია იქნება, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ყველას ახალ რეალობაში მოუწევს არსებობა, ფიქრი და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა, სადაც თურქეთს რა თქმა უნდა, თავისი როლი ექნება. იმისთვის, რომ ამ ახალ არქიტექტრაში ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ თურქეთთან ერთად მუშაობა აუცილებლად მოგვიწევს. მეზობელი ქვეყნები ვართ, NATO-ში გაწევრიანება გვსურს, თურქეთი კი NATO-ს წევრი ერთადერთი უშუალო მეზობელ ქვეყანაა. ამიტომ, მასთან მჭიდრო თანამშრომლობა გვჭირდება. იმ ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის თვალსაზრისით, რომელიც ამ გეოგრაფიულ გარემოში უნდა არსებობდეს, თურქეთის და საქართველოს მონაწილეობით, შესაძლებელია ისეთივე ალიანსი შეიქმნას, როგრიც არის ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ალიანსი. თურქეთთან ერთად ახალ ალიანსში, შეიძლება, იყოს ბრიტანეთიც. ამას უბრალოდ იდეის დონეზე ვამბობ, ან შეიძლება უკვე არსებულ ამ სამი ქვეყნის ალიანსს მიუერთდეს თურქეთიც და საქართველოც. ET: რაც შეეხება 3+3 ფორმატს. ამ ომის შემდგომ, შესაძლოა თუ არა, ამ ფორმატის იდეაც შეიცვალოს და ახალი მოცემულობა მივიღოთ, რუსეთის გარეშე? 3+3 საქართველოსთვის, ყოვლად მიუღებელი ფორმატი იყო, რადგან რუსული პროექტია და რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას არ ითვალისწინებდა. თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, მაშინ სხვადასხვა ფორმატზე მოლაპარაკება და ურთიერთობის ნორმალიზება შეიძლება, მაგრამ ვიდრე ეს არ მოხდება შეუძლებელია. რაც შეეხებ რუსეთის გარეშე რაიმე ფორმატს. რუსეთის გარეშე, მის გარეშე ყველა ქვეყანასთან მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს და ამ ურთიერთობებს რაიმე ფორმატი რომ არ დავარქვათ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია პრინციპები. რა პრინციპებზე იქნება აგებული ეს თანამშრომლობა. თუ რომელიმე ქვეყანა, შენს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, მაშინ როგორ უნდა მიიღო მასთან თანამშრომლობა. თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, კი ბატონო, მაშინ შეიძლება საუბარი და ასევე შეიძლება საუბარი იმაზეც, რომ 3+3 ფორმატს, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები დაემატონ - ევროკავშირი ან აშშ. თუმცა, აქ პრობლემა არის ის, რომ ირანი სანქცირებული ქვეყანაა და მასთან ამ ეტაპზე ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობის წარმოება შეუძლებელია. მაგალითად, ჩვენი ყოველწლიური ვაჭრობა ირანთან, სიმბოლურ ხასიათს ატარებს. 80 მილიონია, თურქეთთან სავაჭრო ბრუნვა კი, 2 მილიარდია. ირანსაც აქვს იმის პოტენციალი რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ამ დონეზე გაიზარდოს. თუმცა ეს ვერ მოხდება, ვიდრე სანქციების ქვეშ არის, სანქციები პოლიტიკურ ურთიერთობებსაც განსაზღვრავს. ამ რეგიონული თანამშრომლობის სხვა ხელის შემშლელი ფაქტორებიც არსებობს. მაგალითად, სომხეთსა და თურქეთს შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ ისევ არ არის დამყარებული. საკითხები და პრობლემები ბევრია. ET: სომხეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები რა ეტაპზეა? - ამ წუთას მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება. კარგი ის არის, რომ თუ აქამდე მათი შეხვედრები რუსეთის სპონსორობით ხორციელდებოდა, ახლა ბოლო შეხვედრა, ბრიუსელში, ევროკავშირის ეგიდით შედგა. ამ შეხვედრის შემდეგ, საინტერესო რამ მოხდა. ბრიუსელიდან დაბრუნებულმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღიაროს, რასაც სომხეთში პრობლემები მოჰყვა. დღესაც გამოსვლებია და ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, რადგან მის ამ განცხადებას ყარაბაღის ჩაბარებად მიიჩნევენ. სომხეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის მხარეებს შორის, ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესი დაწყებულია და შედეგებს დაველოდოთ, ვნახოთ. პრობლემები, სირთულეები ბევრია, მაგრამ მეზობლებს ალტერნატივა არ აქვთ. თუ მეზობელთან არ საუბრობ და არ თანამშრომლობ, მაშინ მისი ალტერნატივა ომია. ომი კიდევ არავის გვაწყობს. რეალისტები უნდა ვიყოთ, რეალურად შევხედოთ მოვლენებს. ვფიქრობ მათ შორის აზერბაიჯანის და სომხეთის ხელმძღვანელობაც ყველაზე ლოგიკურ შედეგამდე მივლენ. ET: ევროკავშირის ეგიდით გამართული შეხვედრის შემდეგ, ფაშინიანის ეს განცხადება ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთს ახლა სომხეთისთვის ნაკლებად სცალია და სომხეთი, კონკრეტულად კი ფაშინიანი, ამით სარგებლოს? რა შეიძლება, შეცვალოს ამ გარემოებამ? რუსეთის მხარდაჭერის გარეშე ფაშინიანის ოპოზიცია რამდენად შეძლებს მოლაპარაკების ამ პროცესის შეფერხებას? რუსეთს სომხეთისთვის ახლა ნაკლებად სცალია, მაგრამ სომხეთში მაინც არიან პორუსულად განწყობილი ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ და ფაშინიანის წინააღმდეგ, საპროტესტო პროცესი მაინც დაწყებულია. თუმცა მეორე მხრივ, ყველა უყურებს და აკვირდება როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის ომი. ამ ომის შედეგებზე იქნება დამოკიდებული მათ შორის რუსეთის ახლო სამეზობლოდ მიჩნეული ტერიტორიებზე შემდგომი კონფიგურაცია. ისევე როგორც ამ ომის შემდეგ სრულიად ახალი მსოფლიო გვექნება. ET: მიმდინარე მოვლენების პარალელურად, საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციის გასაზრდელად რა უნდა გაკეთებულიყო აქამდე და რა უნდა გაკეთდეს მომავალში? რა შესაძლებლობები დავკარგეთ და რა პერსპექტივების გამოყენება შეგვიძლია ჯერ კიდევ? ბევრი რაღაცისთვის მზად არ ვიყავით, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. კონკრეტულად, აზიიდან წამოსული ტვირთების ტრანსპორტირებას რაც შეეხება, პირველ რიგში, ეს არის ანაკლიის პორტის პროექტი და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გააკეთოს. ჩვენს მთავარ გეოპოლიტიკურ ფუნქციას სატრანსპორტო დერეფანი წარმოადგენს და ამ დროს, უკვე რამდენი წელია, საქართველოს ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე გზა ვერ გავაკეთეთ. 21-ე საუკუნეში ვსაუბრობთ იმაზე, რომ სატრანსპორტო ფუნქცია უნდა გვქონდეს და ქვეყნის ერთი ბოლოდან, მეორე ბოლომდე შესაბამისი გზა ჯერ კიდევ არ გვაქვს.
რა გავლენას მოახდენს ადგილობრივ ბაზარზე უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვის შემცირება
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელის იანვარ-აპრილში უკრაინა-საქართველო სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ ქვეყანაში რუსეთის შეჭრისა და ეკონომიკის 45%-იანი ვარდნის მიუხედავად, უკრაინა საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში მე-9 ადგილზეა. 2021 წელს კი მე-5 ადგილს იკავებდა. როგორია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა და რას ყიდის და ყიდულობს საქართველო უკრაინაში - Europetime-ს საქსტატმა შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა. 2022 წლის იანვარ-აპრილი: ბრუნვა $145 მილიონ 962 ათასი; იმპორტი - $92 მილიონ 996 ათასი; ექსპორტი - $52 მილიონ 965 ათასი; 2021 წლის იანვარ-აპრილი: ბრუნვა $219 მილიონ 062 ათასი; იმპორტი - $121 მილიონ 511 ათასი; ექსპორტი - $97 მილიონ 550 ათასი. სხვაობა $74 მილიონი რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო უკრაინაში ექსპორტი იანვარ-აპრილი 2022 წელი სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი მსუბუქი ავტომობილები ფეროშენადნობები ეთილის სპირტი არადენატურირებული სპირტიანი სასმელები მინერალური და მტკნარი წყლები ყურძნის ნატურალური ღვინოები მანქანები და მექანიკური მოწყობილობები პირადი ნივთები ნარჩენები და ჯართი სპილენძისა ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული დანარჩენი საქონელი იმპორტი იანვარ-აპრილი 2022 წელი (ათასი აშშ დოლარი) სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს შემცვლელები სამკურნალო საშუალებები დაფასოებული ფეროშენადნობები კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან ბამბა საფეიქრო მასალებისაგან შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები ნაგლინი ბრტყელი სხვა ლეგირებული ფოლადებისაგან პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი დანარჩენი საქონელი რა გავლენას მოახდენს ადგილობრივ ბაზარზე უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვის შემცირება ამ საკითხზე Europetime „ჯეო ქეისის“ მკვლევარ, ეკონომისტ გიორგი აბაშიშვილს ესაუბრა. ET: სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად შემცირდა. რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოზე? უკრაინის, როგორც სავაჭრო პარტნიორის როლი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. უკრაინამ გადამწყვეტი როლი ითამაშა თურქეთთან ერთად, როდესაც რუსეთმა სავაჭრო ემბარგო გამოგვიცხადა. შესაბამისად იმ პერიოდში, თუ ვინმეს იმედი გვქონდა, ეს იყო ორი ქვეყანა - თურქეთი და უკრაინა. თუ მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა და ამ ქვეყანასთან ჩვენი სავაჭრო ურთიერთობა კიდევ შემცირდა, ეს ავტომატურად ნიშნავს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების ზრდას, რაც გრძელვადიან პერიოდში საქართველოზე უარყოფითად აისახება, რადგან რუსეთი არ არის სტაბილური ბაზარი. ჩვენი ბიზნესი კი ვერ გამოვიდა პოსტსაბჭოთა მენტალიტეტიდან. ET: ყველაზე მეტად ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის შემცირება რა სექტორებზე იგრძნობა? დღეს უკრაინის ეკონომიკა გაჩერებულია. სტატისტიკის თანახმად, არის 45%-იანი ვარდნა. არის დაახლოებით ის ვითარება, რაც საქართველოში 90-იან წლებში შეიქმნა. პროდუქცია ვერ გადის ექსპორტზე უკრაინიდან. უკრაინა, როგორც საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2021 წელს მე-5 ადგილზე იყო. სახეზეა ექსპორტ-იმპორტის შემცირება. ასევე საქართველოს დააკლდება შემოსავალი ფულადი გზავნილებიდან და ტურიზმიდან. ცნობილია, რომ უკრაინამ ხორცის, ჭვავის, შვრიის, წიწიბურას, შაქრის, ფეტვისა და საკვები მარილის ექსპორტი შეაჩერა. ასევე მოიშალა მიწოდების ჯაჭვი, რაც ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტებს გააძვირებს. უკვე დაფიქსირდა საშენ-მასელებზე, კოფტონზე და სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდა. ომი კონცენტრირდა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში და მაისიდან შესაძლოა ვითარება შეიცვალოს. ET: ამ პროგნოზის გაკეთების საშუალებას რა გაძლევთ? უკრაინაში ომი ახალ ფაზაში გადავიდა. ცნობილია, რომ უკრაინის პორტებში მარცვლეული და სასურსათო პროდუქტები დაბლოკილია, ამ შემთხვევაში როგორაა შესაძლებელი უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურება? საქართველო ძირითადად პროდუქციას იღებდა უკრაინული პორტებით, რომელიც ახლა დაბლოკილია. ამ პორტების განბლოკვა არის მთელი მსოფლიოს პრობლემა. სასურსათო უსაფრთხოება, რომელიც საქართველოს აწუხებს ისევე აწუხებს დანარჩენ მსოფლიოს. თუ უკრაინის პორტები არ განიბლოკება შეუძლებელია, რომ საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა უკრაინასთან რამე ფორმით გაუმჯობესდეს. ნებისმიერი პროდუქცია, რომელიც უკრაინიდან შემოდიოდა გაძვირდება. ალტერნატიული ბაზარი არის, მაგრამ ეს ფასების ზრდას გამოიწვევს. დღეს მთელი მსოფლიო ცდილობს ამ საკითხის მოგვარებას, მიმდინარეობს მოლაპარაკება, განიხილება რამდენიმე სცენარი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ET: რა უნდა გააკეთოს საქართველომ, მაშინ როცა პანდემიის და შემდგომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ახალი ტენდენციები გამოიკვეთა? გეთანხმებით, პანდემიის შემდგომმა ვითარებამ, რუსეთის აგრესიამ უკრაინაში, შექმნა მსოფლიოში ახალი დღის წესრიგი, რომელიც აყალიბებს ახალ მსოფლიო ფასებს. არავინ არ იცის რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა მომგებიანი იქნება თუ წამგებიანი. შესაბამისად საქართველომ უნდა მოახდინოს ორიენტირება არა რუსეთზე, არამედ ევროკავშირზე. ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ და გავყიდოთ რუსეთის ბაზრის გარეშე. თუმცა ბოლო წლებში რუსეთის ბაზარზე ქართული ბიზნესის დამოკიდებულება გაიზარდა. მაგალითად აშშ აქცენტს აკეთებს, იმაზე თუ როგორი ურთიერთობა ექნება აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონთან. მნიშვნელოვანია ბაიდენის ვიზიტი სამხრეთ კორეაში, იაპონიაში აქ ცდილობს ურთიერთობების დალაგებას. საკმაოდ მნიშვნელოვანია ინდოეთი. ამ ქვეყნებიდან არცერთი არაა აშშ-ის მეზობელი, მაგრამ ისინი ფართოდ იყურებიან. ჩვენ უნდა გამოვიდეთ საბჭოთა მენტალიტეტიდან, რომ ჩვენი მეზობელია ჩვენი სავაჭრო პარტნიორი. ეს უნდა დავივიწყოთ. ჩვენი სავაჭრო პარტნიორია ევროკავშირი, ჩვენი სავაჭრო პარტნიორია თურქეთი. რუსეთის ბაზარი თანდათან უნდა დავტოვოთ. ბუნებრივია ეს გამოიწვევს ფასების ზრდას, მაგრამ დროთა განმავლობაში, საქართველოს ბევრ სარგებელს მოუტანს. p.s. 2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (290.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (168.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (156.4 მლნ. აშშ დოლარი). უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას.
რა რისკები იმალება ლარის გამყარების ფაქტორებში
ლარის გამყარების ტრენდი, კვირის დასაწყისშიც შენარჩუნდა. 23 მაისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 4.95 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8767 ლარი გახდა. შეიცავს თუ არა რისკებს ლარის გამყარების ძირითადი ფაქტორები და რა გავლენა ექნება ეროვნული ვალუტის დადებით ტრენდს სამომხმარებლო ფასებზე? Europetime-თან ინტერვიუში, ეკონომიკის დოქტორი, ლია ელიავა აცხადებს, რომ ლარის გამყარების ფაქტორები სამომავლოდ რისკის შემცველია. გამოცემასთან მან ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა. EU: დღეს, თიბისი ბანკის ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ სახეზეა ლარის ზედმეტად გამყარების გარკვეული ნიშნები. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რამდენად გრძელვადიანია ლარის დადებითი ტრენდი? ლარის გამყარებაზე, დღეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს: პირველი - ინვესტიციების ნაკადის მკვეთრი შემცირება და მეორეა ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა. ინვესტიციების შემცირების შედეგად, საქართველოდან ფულის გადინება მკვეთრადაა დავარდნილი. ლარის გამყარება პირდაპირ უკავშირდება რუსეთიდან და უკრაინიდან „კაპიტალის გაქცევას“. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ამ ქვეყნებიდან საქართველოსკენ ფულის სოლიდური ნაკადები წამოვიდა. რუსეთიდან დაშვებული იყო უცხო ქვეყანაში თვეში $10 ათასის გადმორიცხვა, ახლა ეს მოცულობა $50-მდე გაიზარდა. ამიტომ რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები ლარის კურსზე მყისიერად აისახა. EU: ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 300%-ი გაიზარდა და $133 მილიონი შეადგინა. რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ფაქტს? თუ რუსეთი თავის მოქალაქეებს აუკრძალავს უცხოეთში ვალუტის გადარიცხვას, ლარი დაიწყებს ვარდნას. მაგრამ, თუ საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება რუსი და უკრაინელ ბიზნესმენებისთვის, კაპიტალის ნაკადი გაიზრდება და რა თქმა უნდა, ლარი დაიწყებს გამყარებას. სამწუხაროდ, დღეს სახეზეა ტენდენცია, რომ ლარის გამყარებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ნაცვლად ფულადი გზავნილები მოქმედებს. ამიტომ, ლარის გამყარების ფაქტორებში სამომავლოდ „კაპიტალის გაქცევის“ რისკები იმალება. ორ თვეში საქართველოში 364 რუსული და ბელორუსული ბიზნესი დარეგისტრირდა EU: როგორ ფიქრობთ, შეიცავს თუ არა დღეს გამოკვეთილი ტენდენცია სხვა რისკებს სამომავლოდ, როცა სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ამ ქვეყნიდან დაიწყო სამუშაო ძალის და კაპიტალის გადინება. გაუთვალისწინებელი ეკონომიკური შედეგების გავლენით, შესაძლებელია, დაიწყოს ქვეყანაში უკვე შემოსული კაპიტალის გადინება, რუსეთსა და უკრაინაში. ცნობილია, რომ ორ თვეში საქართველოში 364 რუსული და ბელორუსული ბიზნესი დარეგისტრირდა. დასრულდება ომი და თუ საქართველოში შემოსული კაპიტალი ისევ ამ ქვეყნებისკენ დაიძრა, დაიწყება ლარის კატასტროფული ვარდნა. ეს სცენარი ნამდვილად არ გამოირიცხება. თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი - საქართველოს სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-აპრილში საქსტატი: იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4 პროცენტით გაიზარდა EU: ბოლო ტენდენციით სახეზეა ლარის 15%-იანი გამყარება. საქსტატის აპრილის მონაცემებით ინფლაცია 12,4%-ია და განსაკუთრებით გაზრდილია ფასები საკვების ჯგუფში. რატომ არ იაფდება პროდუქტები და არ აისახება ფასებზე ლარის კურსის დადებითი დინამიკა? ფასებს აქვს ერთი დამახასიათებელი თვისება - სიხისტე, არაელასტიურობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთხელ აწეული ფასი აღარ ან საკმაოდ რთულად უბრუნდება თავის ძველ ნიშნულს. იმიტომ, რომ ბიზნესს აღარ სურს უკვე განაღდებული შემოსავლების დაკარგვა. ის რომ, ინფლაციის მაჩვენებელი დაიწევს და ფასები შემცირდება, ამ რეალობაში ეს მოსალოდნელი არაა. ამ პროცესების საპირწონედ სჯობს ხელისუფლებამ გაზარდოს როგორც სახელფასო, ისე სოციალური დახმარებები და ეროვნულმა ბანკმა იზრუნოს, ეკონომიკაში ლარის მასის ზრდაზე. ამ ნაბიჯებით შესაძლებელი გახდება ფასების ზრდის [ინფლაციის] წნეხის შერბილება. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა საქსტატი: აპრილში ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2 პროცენტით, პური და პურპროდუქტები კი 28.8 პროცენტით გაძვირდა EU: დღეს მერყევი ლარის გარდა, კიდევ რა ფაქტორებს აქვთ გავლენა საქართველოში ფასების განუხრელ ზრდაზე? საქართველოს ეკონომიკისა და ბაზრის იმპორტდამოკიდებულება. ასევე, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. სამწუხაროდ, ეს ქვეყანა, საქსტატის მონაცემებით, საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. [2022 წლის იანვარ-აპრილი, ბრუნვა $559,7 მილიონი]. სანქციების გავლენის გამო საქართველოში ამ ქვეყნიდან იმპორტი გაძვირდა. იგივე მოხდა უკრაინის შემთხვევაში. მოიშალა მიწოდების ქსელი. ეს კი ადგილობრივ ბაზარზე მყისიერად აისახა. დღეს ფაქტობრივად ყველა მოწინავე ეკონომისტი თანხმდება, რომ ინფლაცია არის არაა ფულის ჭარბი ოდენობის, არამედ სასაქონლო დეფიციტის შედეგი და საქართველოში სწორედ ამითაა განპირობებული ინფლაციის ზრდა, რადგან სამომხმარებლო კალათაში ძირითადად იმპორტირებული პროდუქტები ხვდება. ასევე წაიკითხეთ Europetime-ს სტატია - რატომ მყარდება ლარი
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება
უკრაინის პორტებში თითქმის 4,5 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი. ჯერჯერობით, ხორბლის ექსპორტი შეუძლებელია, რადგან ომის გამო საზღვაო გზები დაკეტილია. გაერო რუსეთს მოუწოდებს, რომ უკრაინული ხორბალი განბლოკოს, რადგან ეს აზიის ქვეყნებში შიმშილს, ხოლო მსოფლიოში იძულებით მიგრაციას გამოიწვევს. განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის პორტებში დაბლოკილი ხორბლის გათავისუფლების რამდენიმე სცენარი იკვეთება. როგორ აისახება ეს ვითარება საქართველოზე მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხორბლის მარაგების შემცირება დაადასტურა. რატომ დაბლოკა რუსეთმა უკრაინული ხორბალი პორტებში? რა გავლენა ექნება კრიზისზე გაეროს განცხადებებს და რა ვითარებაა მსოფლიო ბაზარზე მას შემდეგ რაც ინდოეთმა ხორბლის ექსპორტი ნაწილობრივ შეაჩერა? როგორ შეიძლება განიბლოკოს უკრაინის პორტებიდან ხორბალი? Europetime-თან თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ეკონომისტი ბადრი რამიშვილი ამბობს, რომ უკრაინის პორტებში ბლოკირებული ხორბლის შედეგად შექმნილი კრიზისი საქართველოზე არ აისახება, თუმცა მოსალოდნელია ამ ქვეყნიდან იმპორტირებული სხვა პროდუქტების გაძვირება. „ამ კრიზისის შედეგად დაზარალდებიან მსოფლიოს მესამე სამყაროს ქვეყნები, სადაც ცხოვრების დონე ძალიან დაბალია და სიღარიბის მაჩვენებელი მაღალი. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ $5 ათასია. თუ ფასები კიდევ გაიზარდა სახელმწიფოს აქვს უნარი, ინფლაციის გავლენის შესამცირებლად განახორციელოს სუბსიდირება“. რუსეთ-უკრაინის ომამდე საქართველო ხორბლის 90%-ზე მეტს რუსეთიდან ყიდულობდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2021 წელს ქვეყანამ ჯამში $93.5 მილიონის ღირებულების 367,000 ტონა ხორბალი შეიძინა. აქედან $87.4 მილიონის (338,000 ტონა) ხორბალი რუსული, $4.6 მილიონის ღირებულების კი, ამერიკული იყო (24.4 ათასი ტონა). საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელს უკრაინა-საქართველო სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია. 2022 წლის იანვარ-აპრილი: ბრუნვა $145 მილიონ 962 ათასი; იმპორტი - $92 მილიონ 996 ათასი; ექსპორტი - $52 მილიონ 965 ათასი; 2021 წლის იანვარ-აპრილი: ბრუნვა $219 მილიონ 062 ათასი; იმპორტი - $121 მილიონ 511 ათასი; ექსპორტი - $97 მილიონ 550 ათასი. ცნობილია, რომ უკრაინამ ხორცის, ჭვავის, შვრიის, წიწიბურას, შაქრის, ფეტვისა და საკვები მარილის ექსპორტი შეაჩერა. „საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვის შემცირება იმ პროდუქტებს გააძვირებს, რაც საქართველოს ამ ქვეყნიდან შემოჰქონდა. განსაკუთრებით მოსალოდნელია სასურსათო ზეთის გაძვირება“, - ამბობს რამიშვილი. რატომ დაბლოკა რუსეთმა უკრაინის პორტებში ხორბლი და როგორ შეიძლება განვითრდეს მოვლენები Europetime-თან თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ეკონომისტი ბადრი რამიშვილი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის პორტებში დაბლოკილი ხორბლის თემას ბევრი ასპექტი აქვს და ეს საკითხი პირველ რიგში პოლიტიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. „თუ ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, უკრაინის პორტებში ხორბლის დაბლოკვის საკითხი შესაძლოა, გამოყენებული იყოს რუსეთის პოზიციების კიდევ უფრო შესასუსტებლად. კერძოდ, შავ ზღვაში, უკრაინის პორტების თავზე ცა დაიხუროს და ეს ტერიტორია არასაფრენ ზონად გამოცხადდეს და ასე მოხდეს ხორბლის მსოფლიო ბაზარზე მიწოდების შეზღუდვის აღმოფხვრა. პოლიტიკური თვალსაზრისით ამან გაეროს გადაწყვეტილებებზეც შეიძლება მოახდინოს ზემოქმედება და მოხდეს რუსეთის სტატუსის შემცირება ამ ორგანიზაციაში. ამასთან კავშირშია ისიც, რომ აშშ-მ უკრაინისთვის უფრო შორს მოქმედი Harpoon და Naval Strike-ს რაკეტების გადაცემა ჰუმანიტარული პრობლემებით გაამართლოს. ამ შემთხვევაში ყველაფერი ერთმანეთზეა აგებული, თუმცა არ გამოირიცხება და მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფაქტორიც“. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი Europetime-თან ბადრი რამიშვილი აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს, ხორბლის ბაზარზე პანიკის შექმნა. „რუსეთმა თვითონ აკრძალა ქვეყნიდან ხორბლის ექსპორტი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. თვითონ წავიდა ზარალზე, რომ ხორბლის ბაზარზე პანიკა შექმნას. ამ აჟიოტაჟის კვალდაკვალ შესაძლოა დასავლეთი დაზარალდეს და შეიძლება, ამ ამღვრეულ წყალში რუსეთმა მოიგოს. ესაა რუსეთის ერთ ერთი ბერკეტი დასავლეთზე ზეწოლა მოახდინოს და ბუნებრივია ამ შანსს იყენებს“. გაეროს განცხადებები და ვითარება ხორბლის მსოფლიო ბაზარზე უკრაინის პორტებში აჟიოტაჟის კვალდაკვალ, გასულ კვირას რუსული ხორბალი გაძვირდა და 1 ტონაზე ფასმა $390 შეადგინა. ხორბლის მსოფლიო ფასებზე მყისიერი გავლენა ჰქონდა ინდოეთის განცხადებას მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ექსპორტის ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ. ევროპაში 1 ტონა ხორბალი €422-დან €435-მდე გაძვირდა. ასევე, ფასების ზრდა დაფიქსირდა ჩიკაგოს ბირჟაზეც და ივნისის ფიუჩერსებზე 1 ბუშელ ხორბალზე (35,2 ლიტრი) $12,47 შეადგინა. „ტრეიდერები ამბობენ, რომ ახალი აკრძალვა დამატებით ზეწოლას ახდენს გლობალურ საექსპორტო ბაზარზე, იმის გათვალისწინებით, რომ ინდოეთი უნდა გამხდარიყო რუსეთისა და უკრაინის ალტერნატივა მიმდინარე საომარი მოქმედებების პირობებში“, - თქვა ჯეკ სკოვილმა, Price Futures Group-ის ვიცე-პრეზიდენტმა. ინდოეთმა ხორბლის ექსპორტის ნეწილობრივ შეჩერებაზე განცხადება მოულოდნელად გააკეთა და მიზეზად მეტეოროლოგიური პირობები დაასახელა. ქვეყანაში ხორბლის მოსავალი აპრილში გვალვებმა დააზიანა. მარტში ინდოეთმა მსოფლიო ბაზარზე გასაყიდად 7,85 მილიონი ტონა ხორბალი გამოიტანა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 2,1 მილიონი ტონა იყო. ამ ვითარებიდან გამომდინარე გასულ კვირას გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოსალოდნელ სასურსათო კრიზისზე მწვავე განცხადებები გააკეთა. WSJ-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც გაერო და დასავლეთი ბელორუსთან უკრაინული ხორბლის ექსპორტის დაშვებას განიხილავს, სანაცვლოდ კი, კალიუმის ექსპორტზე სანქციების მოხსნას სთავაზობს. გუტერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა WSJ: უკრაინის მარცვლეულის განბლოკვის ნაცვლად, გაერო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს გუტერეში: უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების განახლების გარეშე სასურსათო კრიზისს ეფექტიანად ვერ დავძლევთ გაერო: უკრაინის პორტების ბლოკირებამ შესაძლოა, შიმშილი და იძულებითი მიგრაცია გამოიწვიოს ხორბლის ექსპორტის ალტერნატიულ მარშრუტებზე ლაპარაკობს უკრაინაც. უკრაინის აგრარული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დენის მარჩუკის ინფორმაციით, G7 ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრებმა გერმანიაში ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ევროპის საზღვარზე „მწვანე დერეფნების“ შექმნის შესაძლებლობა. მარჩუკი განმარტავს, რომ საუბარია ცალკეული საგუშაგოების ორგანიზებაზე დიდი რაოდენობით პერსონალით. „უკრაინიდან მარცვლეულით სატვირთო მანქანების უწყვეტი და სწრაფი გადაადგილება შესაძლებელია რუმინეთში, პოლონეთში, ლიეტუვაში და შემდგომში გემებით ტრანსპორტირება და მთელი მსოფლიოსთვის მიწოდება“. Europetime-თან ბადრი რამიშვილი ამბობს რომ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტებთან ერთად დასავლეთს სურს ხორბლის პრობლემით გაეროში მსოფლიოს მესამე ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება. „დასავლეთი ცდილობს, ხორბლის პრობლემით მოიპოვოს მესამე სამყაროს ქვეყნების მხარდაჭერა და რუსეთთან მიმართებით უკმაყოფილება გაზარდოს. მსოფლიოს მესამე ქვეყნებისთვის ეს ხორბალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად, უკრაინული ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი შემსყიდველი იყო ბანგლადეში ასევე აფრიკის ქვეყნები“. როგორ განვითარდება მოვლენები პორტებში დაბლოკილ უკრაინულ ხორბალთან დაკავშირებით, პროგნოზირება რთულია, ამბობს ბადრი რამიშვილი, თუმცა ამ ვითარებიდან საკუთარი სარგებლის მიღებას ყველა მხარე შეეცდება. FAO-ს მონაცემებით, 2021 წელს მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ექსპორტიორი TOP 5 ქვეყანაა: რუსეთი, აშშ, კანადა, ავსტრალია, უკრაინა. TOP 5 მწარმოებელი ქვეყანაა ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, აშშ, საფრანგეთი.
Bloomberg: მსოფლიო ეკონომიკას სტაგფლაცია ემუქრება
მსოფლიო ეკონომიკა სტაგფლაციის წინაშეა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მსოფლიოში ფინანსური მენეჯერების მთავარი თავსატეხია. ჩინეთის ეკონომიკის მკვეთრი შენელებით და ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ ინფლაციის შემცირების დაპირების შედეგად გამოწვეული საფრთხეები ძლიერდება, წერს Bloomberg. ცნობისათვის, სტაგფლაცია (ინგლისურად Stagflation) აერთიანებს ორ ტერმინს – ინფლაციას და სტაგნაციას. ინფლაცია არის საქონლისა და მომსახურების ფასების საერთო დონის ზრდა, ხოლო სტაგნაცია ეკონომიკური განვითარების (ზრდის) შეჩერება ან მნიშვნელოვანი შენელებაა. შესაბამისად, სტაგფლაცია არის ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა, როდესაც ეკონომიკა აღარ იზრდება ან ნელი ტემპით იზრდება და, ამავე დროს, ქვეყანაში ფასების საერთო დონე გაზრდილია. სტაგფლაცია უფრო მძიმე მოვლენაა, ვიდრე ცალკე აღებული სტაგნაცია ან ინფლაცია, რადგან ფასები იზრდება იმ პირობებში, როცა მოსახლეობის შემოსავლები შემცირდა ან არ გაზრდილა. G7 -ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ სტაგფლაციის შეჩერება უკვე შეუძლებელია. „ომი უკრაინაში მსოფლიო ეკონომიკაზე დამატებით გავლენას ახდენს. ეს ნიშნავს გაზრდილ ინფლაციას რაც პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენის იმპულსს ამცირებს. ჩვენ მოგვიწევს ვიმსჯელოთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სტაგფლაციის სცენარი თავიდან ავიცილოთ“, - განაცახდა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდრენმა. „სურსათისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასები იწვევს სტაგფლაციის ეფექტს, კერძოდ, ამცირებს წარმოებას და ხარჯებს და ახალისებს ინფლაციას მთელ მსოფლიოში“, - ამბობს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი. მზარდი ინფლაცია, ეკონომიკის ზრდის შენელებია და მზარდი უმუშევრობის დონე, ესაა სამეულის დამღუპველი კომბინაცია, რომელიც ყველაზე უარესი სცენარია ცენტრალური ბანკებისთვის და კანონმდებლებისთვის, რომლებსაც მოუწევთ არჩევანის გაკეთება თუ რომელ „დაავადებას“ გამოუცხადონ ბროლა. ფასები პოლიტიკოსების მთავარი საზრუნავია, იმ შემთხვევაშიც კი თუნდაც ამ ბრძოლამ შეასუსტოს მოთხოვნა და გაზარდოს უმუშევრობა. Fed-ის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა თქვა, რომ განაგრძობს განაკვეთების გაზრდას მანამ, სანამ არ იქნება „მკაფიო და დამაჯერებელი“ მტკიცებულება, რომ ინფლაცია შემცირდება. იმავდროულად, დიდ ბრიტანეთში ფასების ზრდამ მიაღწია 40 წლის მაქსიმუმს და ინგლისის ბანკის გუბერნატორმა ენდრიუ ბეილიმ თქვა, რომ სურსათზე ფასების ზრდას შეიძლება ჰქონდეს "აპოკალიფსური" შედეგები მსოფლიოსთვის. S&P 500 ინდექსი 18 მაისს 4%-ით დაეცა, რაც 2020 წელს დაფიქსირებული ვარდნის შემდეგ ყველაზე მაღალი შედეგია. ინდექსი წლის დასაწყისიდან 17%-ით დაეცა, რაც 1940 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია. ყველაზე დიდი შოკი მოსალოდნელია ჩინეთისგან, სადაც ანალიტიკოსები ეკონომიკის ზრდის პროგნოზებს დაბლა წევენ. tandard Chartered, Goldman Sachs Group-მა და Citigroup-მა ზრდის პროგნოზი მიმდინარე კვირას კიდევ შეამცირეს Bloomberg Economics-ი 2%-იან ზრდას პროგნოზირებს წლის განმავლობაში, მანამდე პროგნოზი 3.6% -ი იყო.
რატომ მყარდება ლარი
ორი დღეა, რაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით „ფსიქოლოგიურ ნიშნულს“ ჩამოცდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 17 მაისს 2,97 ლარი, ხოლო 18 მაისს 2,96 ლარი შეადგინა. დღეს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობისას ლარმა პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა და აშშ დოლართან მიმართებით 2,93 ნიშნულზე დაფიქსირდა. დღეს კი 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით 2.9442 ლარი გახდა. რა არის ლარის გამყარების ძირითადი ფაქტორები? Europetime-თან კომენტარში, ანალიტიკოსმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა ნიკა შენგელიამ ლარის გამყარების რამდენიმე ფაქტორი დაასახელა. „აქ ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია ექსპორტიდან შემოსული თანხა. ბოლო მაჩვენებლებით, საქართველოდან ექსპორტი გაზრდილია და უარყოფითი სავაჭრო ბალანსის მიუხედავად, ქვეყანაში სავალუტო ნაკადების შემოდინებამ მოიმატა“, - აცხადებს შენგელია. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-აპრილში საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის წილი გაზრდილია. 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5,252 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.4 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 1,587 მლრდ აშშ დოლარი იყო (32.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3,665 მლრდ აშშ დოლარი (33.7 პროცენტით მეტი).უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-აპრილში 2,077 მლრდ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტი შეადგინა. ნიკა შენგელიას შეფასებით, ლარის გამყარებაში დიდი როლი აქვს ფულად გზავნილებს. „აპრილში, საქართველოში ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. სწორედ ამან გააჩინა ლარზე მოთხოვნა. ფინანსურად რთულ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას, უცხოეთში მყოფი ოჯახის წევრები ვალუტას უგზავნიან, რაც ბაზარზე კონვერტირდება და ლარზე მოთხოვნას ზრდის, რაც გაცვლით კურსზე აისახება“. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში $308,104 მლნ გადმოირიცხა, აქედან $132, 979 მლნ რუსეთზე მოდის. მარტში უცხოეთიდან ფულადი გზავნილებით $193 065 მილიონი შემოვიდა, მაშინ რუსეთის წილი $27 001 მლნ იყო. ანალიტიკოსი, ლარის გამყარების ერთ-ერთ ფაქტორად ეროვნული ბანკის პოლიტიკას ასახელებს. „ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა. გამოიტანა გასაყიდად მცირე რაოდენობით სავალუტო რეზერვები, რაც აისახა კურსზე“. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები აპრილში $3 826 440 მილონია, მარტში ეს მაჩვენებელი $4 030 635 იყო. რაც შეეხება ინტერვენციებს, ბანკმა 9 მარტს გამართულ სავალუტო აუქციონზე გატანილი $50 მლნ-დან $39 570 000 გაყიდა. ცნობილია, რომ სავალუტო ნაკადების ერთ-ერთი წყაროა ტურიზმის სექტორი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა. აპრილში ქვეყანამ ამ სექტორიდან $188,6 მილიონი მიიღო, მარტში კი $174,5 მილიონი. რას შეეხება მოკლევადიან პროგნოზს, ანალიტიკოსი Europetime-თან ამბობს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი აშშ დოლართან 2,90 ნიშნულზე გამყარდება. „ლარის გამყარება მაშინ გაჩერდება, როცა ეროვნული ბანკი დაიწყებს რეზერვების შევსებას,“- ამბობს ნიკა შენგელია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის 10 მარტს ლარი აშშ დოლართან ყველაზე მეტად გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3,40 ლარი შეადგინა. აპრილიდან აშშ დოლართან ლარის გამყარების ტრენდი დაიწყო და ბოლო ორი დღეა რაც 3-ის ნიშნულს ჩამოცდა.
რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების ნება ოფიციალურად გამოხატეს. 17 მაისს, ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, ალიანსის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. სკანდინავიური ქვეყნები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს განაცხადს ერთობლივად, 18 მაისს გადასცემენ. პროცესს თურქეთის დამოკიდებულებამ სკეპტიციზმი შესძინა, თუმცა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში დარწმუნებულნი არიან, რომ მოკავშირეებს კონსენსუსის მიღწევა არ გაუჭირდებათ. ანკარის საპასუხოდ, დიალოგის სურვილი გამოთქვა შვედეთმა და დელეგაციის ვიზიტიც დაგეგმა თურქეთში, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტისგან პირდაპირი უარი მიიღო. სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ რას ნიშნავს თურქეთის პოზიცია NATO-სთვის, რა ბერკეტები აქვს მას და როგორ და რა პირობებით შეუძლია ალიანსს, მაინც მიაღწიოს კონსენსუსს თურქეთის პოზიციის მიუხედავად. ამ საკითხებში გარკვევას Europetime სფეროს ექსპერტებთან შეეცადა. სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე შეთანხმება მიიღწევა, თუმცა გარკვეულ პირობებზე მოლაპარაკებების და ქვეყნების მიერ დათმობებზე წასვლის გზით. „მოგეხსენებათ, ანკარას შვედეთთან და ფინეთთან ჯერ კიდევ მაშინ დაეძაბა ურთიერთობები, როდესაც თურქეთში გადატრიალების მცდელობა იყო. თურქეთში ფეთჰულა გულენის მომხრეების დევნის გამო ადამიანის უფლებები მნიშვნელოვნად დაირღვა. გაჩნდა ეჭვები, რომ თითქმის ნახევარი თურქეთი იყო ჩართული ამ გადატრიალების მცდელობის მხარდაჭერაში. ყველა, ვისაც სიმპათიები ჰქონდა გიულენის მიმართ და ასევე, უკმაყოფილო იყო ერდოღანის პოლიტიკით, ამ გადატრიალების მცდელობის მონაწილედ გამოაცხადეს. ზოგი გარიცხეს სამსახურიდან, ზოგიც გაიქცა ქვეყნიდან, ზოგი ციხეში მოხვდა ასე შემდეგ. მოკლედ, ერდოღანმა ძალიან მკაცრი ზომები მიიღო. ამ დროს, შვედეთი და ფინეთი თურქეთის წინააღმდეგ ძალიან მძლავრი კრიტიკით გამოვიდნენ. დაიწყეს თურქეთიდან დევნილი/ლტოლვილი ადამიანებისთვის თავშესაფრის უფლების მიცემა, ბევრიც პოლიტიკურ დევნილად აღიარეს. გარდა ამისა, შვედეთმა თურქეთს გარკვეული ეკონომიკური სანქციებიც დაუწესა, რაც თურქეთის გაღიზიანებას იწვევდა. ახლა, როდესაც შვედეთის და ფინეთის გაწევრიანების საკითხი დადგა, როგორც ჩანს, თურქეთის მთავრობამ ამ ბერკეტის გამოყენება გადაწყვიტა სკანდინავიის ქვეყნებზე ზეწოლისთვის. როგორც ჩანს, თურქეთის ძირითადი მიზანია, შვედეთმა და ფინეთმა უარი თქვან თურქეთიდან დევილთა შეფარებაზე, რომლებსაც თურქეთი კრიმინალებად თვლის. გარდა ამისა, ითხოვს სანქციების მოხსნას და უფრო ხისტი პოლიტიკის გატარებას ამ ადამიანების მიმართ; მისი შეხედულებებისთვის ანგარიშის გაწევას. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, თუ თურქეთი ჩათვლის, რომ ეს ადამიანი კრიმინალია და დასაკავებელია, მაგალითად, ფინეთმა და შვედეთმა არ უნდა შეუშვან ისინი თავის ქვეყნებში. ასევე, თურქეთმა წამოსწია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) წევრთა საკითხი, რომელსაც ტერორისტებად თვლის. ძალიან ბევრი ქურთი, რომელიც ამ ორგანიზაციასთან კავშირშია მხილებული თურქეთის ხელისუფლების მიერ, ფინეთსა და შვედეთს აფარებს თავს. მგონია, რომ ამ მიმართულებით წარიმართება მოლაპარაკებები თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს შორის, რა თქმა უნდა, მასში მონაწილეობას შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირეებიც მიიღებენ“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი და აშშ-ის მხრიდან თურქეთზე ზეწოლის განხორციელებას პროგნოზირებს. ექსპერტი ასევე ელის, რომ ევროკავშირის ქვეყნებიც გამოძებნიან გზებს და შესაძლოა, კიდევ ერთი საკითხიც კი დადგეს დღის წესრიგში - მაგალითად, თურქეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების განახლება, რომელიც უკვე დიდი ხნის წინ შეჩერდა. არ არის გამორიცხული, რომ ეს საკითხიც შეიტანონ მოლაპარაკებების დღის წესრიგში. ანალიტიკოსის პროგნოზით, თურქეთი როგორც ამბიციური სახელმწიფო, შეეცდება, რაღაც სარგებელი მიიღოს მისი ამ უფლებიდან, რომ ახალი წევრების მიღებას ვეტო დაადოს, თუმცა დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში შეთანხმება შედგება. „შეიძლება, რაღაცის დათმობა ყველას მოუწიოს, მათ შორის ამერიკელებს, ევროპელებს, შვედებს, ფინელებს. მაგალითად, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, თურქეთის მიმართ თავისი დამოკიდებულება შეარბილონ, უსაფრთხოების გარანტიების მიღებით და საბოლოო ჯამში, ეს ორი ქვეყანა აუცილებლად გაწევრიანდება NATO-ში“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია რაზე მიუთითა ერდოღანმა, როდესაც განაცხადა, რომ მასთან მოლაპარაკების მიზნით ჩასვლას აზრი არ აქვს. კახა გოგოლაშვილის დასკვნით, ერდოღანს შვედეთთან და ფინეთთან თამასის უფრო აწევა და თავის გადაწყვეტილებაზე ფასის დადება სჭირდება. „ერდოღანი ნაწყენია... დიპლომატიურ მოლაპარაკებებს თავისი წესი აქვს. როდესაც ორ მხარეს შორის კონფლიქტია, ყოველთვის შუამავალი აქტიურდება. იმთავითვე არ იმართება შეხვედრა. თურქებმა, რომლებსაც ძალიან დიდი დიპლომატიური გამოცდილება აქვთ, კარგად იციან, რომ თუ ერდოღანი თავიდანვე დათანხმდებოდა შეხვედრას, მისი მოთხოვნების ფასი დაეცემოდა. ამრიგად, ვინმემ შუამავლის როლი უნდა იტვირთოს. იქნებიან ეს ამერიკელები, ფრანგები, გერმანელები თუ სხვა, არ ვიცი, მაგრამ ისეთი ქვეყანა უნდა იყოს, რომელსაც თურქეთთან კარგი ურთიერთობა და მასზე გარკვეულწილად, გავლენა აქვს“, - მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი. ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია აქედან გამომდინარე, ასკვნის, რომ შუამავლის მეშვეობით დიალოგის შემდეგ, მომენტი დადგება, როდესაც პირობებზე შეთანხმდებიან და ამის შემდგომ ჩატარდება შეხვედრაც. ექპერტის აზრით, ერდოღანის მხრიდან იმთავითვე დათანხმება იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ ის პრაქტიკულად უარს ამბობს თავის პრინციპზე და მზად არის, აპატიოს ან მოილაპარაკოს ორივე ქვეყანასთან. „მას სჭირდება ორივე ქვეყანასთან თამასის უფრო აწევა და თავის გადაწყვეტილებაზე ფასის დადება“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი. მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ვინ შეიძლება, იტვირთოს ლიდერის ფუნქცია, შესაძლებელია თუ არა, რომ ეს იყოს შეერთებული შტატები, თუ გავითვალისწინებთ გარკვეულ დაძაბულ პერიოდს თურქეთსა და აშშ-ს ურთიერთობებში? ექსპერტი ამ შეკითვის საპასუხოდ ამბობს, რომ ამერიკას თურქეთი კონსულტაციებზე უარს ვერ ეტყვის. „დიახ, ჰქონდათ გარკვეული დაძაბულობა ურთიერთობებში, თუმცა ამერიკას დიდი გავლენა აქვს თურქეთზე. ეს არის მნიშვნელოვანი და ამერიკას ვერ ეტყვის: „თავს ნუ შეიწუხებთ ჩამოსვლაზე“. შეიძლება, ბლინკენი წავიდეს, ან ოსტინი, უარს ვერ ეტყვის კონსულტაციებზე. მაგრამ ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი, ვის აირჩევენ შუამავლად და შემდგომში როგორ შედგება მათ შორის კომუნიკაცია“. თუ თურქეთმა აბსოლუტური უარი განაცხადა შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე, ექსპერტი სხვა გზასაც განიხილავს. კერძოდ, NATO-ს პარალელურად სხვა ალიანსის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს, სადაც თურქეთი არ იქნება და სწორედ ამ ალიანსის ფარგლებში ექნებოდათ შესაძლებლობა შვედეთსა და ფინეთს, მიეღოთ უსაფრთხოების გარანტიები. აღნიშნავს, რომ ეს რთული პროცესი იქნება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოებისთვის შვედეთის და ფინეთის მიღება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს იქნება ძალიან დიდი შესაძლებლობა იმ თვალსაზრისით, რომ ბალტიისპირეთის საკითხი დაიხურება რუსეთის შევიწროებით. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყნები არიან, ორივე ძალიან დიდი სამხედრო ძალაა. შვედეთი თავისი საჰაერო ძალებით, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესია. ფინეთი - თავისი სახმელეთო არმიით, რომელსაც ძალიან დიდი არმია ჰყავს. მას ჰყავს 60 000-იანი პროფესიული ჯარი და სულ რამდენიმე დღეში შეუძლია, მისი გაზრდა 16 000-მდე. გარდა ამისა, ომის შემთხვევაში 9 00 000-მდე რეზერვის მოზიდვა შეუძლია. ამდენად, თითქმის მილიონამდე ადამიანის მობილიზება შეუძლია, რადგან რეზერვისტები არიან ძალიან კარგად მოტივირებულნი და გაწვრთნილნი. ამასთან, აქვს სრული შეიარაღება. არავინ დარჩება შეუიარაღებელი. უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე თუ განვიხილავთ, ეს ძალიან დიდი ძალაა და დიდი შესაძლებლობა აქვთ ფინეთს და შვედეთს, რომ დაიცვან თავი რუსეთის აგრესიის შემთხვევაში. ინფორმაციისთვის, NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წელს გახდა. პუტინი: NATO-ს ინფრასტრუქტურა ფინეთსა და შვედეთში, გამოიწვევს საპასუხო რეაქციას ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა
პაატა ცაგარეშვილი: საქართველოზე, დღეს როგორც სატრანსპორტო ჰაბზე საუბარი პოლიტიკოსების რიტორიკაა, თუმცა გაჩნდა შანსი, რომ ჩვენი დერეფნით მეტი ტვირთი გავატაროთ
Europetime ახალ რუბრიკაში, რომელიც რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობას და საქართველოს სატრანზიტო როლს ეხება, გთავაზობთ საინტერესო სტატიებს, უცხოელი და ქართველი ექსპერტების მოსაზრებებს და ბლოგებს. შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად ვართ მზად ახალ რეგიონულ გადალაგებებში ჩვენი ადგილის დასაკავებლად და პოზიციების გასამყარებლად. გვაქვს თუ არა ამბიცია და შესაძლებლობაც, ქვეყანა გახდეს აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბი. რუსეთ - უკრაინის ომის ფონზე „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა გამოიკვეთა. გაიზარდა ტვირთების ნაკადი საქართველოს სატრანზიტო დერეფანშიც. რა შანსები აქვს საქართველოს ახალ რეალობაში, როცა მსოფლიო სატრანსპორტო გადაზიდვების სექტორში ტვირთების ტრაექტორია იცვლება? ეს და სხვა საკითხები Europetime-მა „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორ პაატა ცაგარეიშვილთან ინტერვიუში განიხილა. ET: ახალ რეალობაში საქართველოს გაუჩნდა შანსი, რომ მისი სატრანსპორტო დერეფნით გაიაროს დამატებითმა ტვირთნაკადმა. ეს ერთი საკითხია, მაგრამ რამდენად უზრუნველვყოფთ ამ ტვირთების გატარებას? აქ სამი კონკრეტული შეკითხვაა: რამდენი იქნება ტვირთნაკადი? შეუძლია თუ არა გაატაროს ის საქართველოს ინფრასტრუქტურამ და რა არის გასაკეთებელი? ეს სამი საკითხი კომპლექსურია და ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ET: „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა“ ამ მიმართულებით კვლევა ჩაატარა. რა აჩვენა კვლევამ და რა შანსები აქვს საქართველოს, რომ ახალი ბაზრებიდან ტვირთნაკადი მოიზიდოს? კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ახალ რეალობაში საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით შესაძლებელია წელიწადში დაახლოებით 14-დან 18-მილიონ ტონამდე ტვირთის გატარება. მაგრამ თუ ამ ტვირთნაკადის 60-70%-ს ვიგულისხმებთ, 10-12 მილიონი ტონა ტვირთვის მოზიდვა შეგვიძლია, სავარაუდოდ 2-3 წლის განმავლობაში. ET: კონკრეტულად რომელ მიმართულებებსა და ტვირთებს გულისხმობთ? ახალ რეალობაში პირველი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ტვირთნაკადი, რომელიც დღეს გადის „კასპი-ვოლგა-დონის არხით“ შესაძლოა გადმოერთოს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში. ტვირთნაკადის მოცულობა 3-დან 3,5 მილიონ ტონამდეა. ეს ძირითადად თურქმენული ნავთობპროდუქტებია, რომელიც დღეს ამ არხში მოძრაობს, რუსეთის ან უკრაინის ნავსადგურებში ხვდება, შემდეგ კი ევროპაში გადაიზიდება. მეორე მნიშვნელოვანი ტვირთია, ყაზახეთის ნედლი ნავთობი, რომელიც დღეს „ნოვოროსიისკის“, იგივე „კასპიის კონსორციუმის მილსადენში“ მიედინება. ყაზახეთის ნედლი ნავთობის ეს ნაწილი გადმოერთვება „საქართველოს რკინიგზაზე“. ტვირთის სავარაუდო მოცულობაა 2-2,5 მილიონი ტონაა წელიწადში. ეს სრულიად რეალურია. მესამე ტვირთნაკადი - ისევ ყაზახეთის ნედლი ნავთობია, რომლის გადატანაც შესაძლებელია, ბაქო -თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში. ანუ შესაძლებელია მილსადენიდან მილსადენში გადმორთვა. საუბარია 1,0 -1,5 მილიონ ტონა ტვირთზე. შემდეგია ყაზახეთის მშრალი და საკონტეინერო ტვირთები, რომლის ტრანსფორმირებაც შესაძლებელია რუსეთის ნავსადგურებიდან საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში. ტვირთების სავარაუდო მოცულობა 2-2,5 მილიონი ტონაა. ყაზახეთის სურვილია ორი ნავსადგური „აქტაუ“ და „კურიკი“ დატვირთოს, აქ არა მხოლოდ ყაზახეთის ნავთობი გადამისამართდება საქართველოს ნავსადგურებში, არამედ დაიტვირთება „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მიმართულება. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ტვირთნაკადი, რომლის მოზიდვის შესაძლებლობაც გაუჩნდა საქართველოს, არის ჩინეთიდან მოძრავი საკონტეინერო მატარებლები. ეს ტვირთები, ახლა ტრანსციმბირული და ტრანსყაზახური სარკინიგზო ხაზებით რუსეთის გავლით გადაადგილდება. ეს დაახლოებით, 100 ათასი კონტეინერია წელიწადში. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაკადი, რომელიც შეგვიძლია მოვიზიდოთ, ესაა საავტომობილო და სატრანზიტო გადაზიდვები. კერძოდ, ცენტრალური აზიიდან აღმოსავლეთ ევროპის, ან პირიქით, აღმოსავლეთიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით. რამაც წელიწადში შესაძლოა 3-3,5 მილიონი ტონა შეადგინოს. ET: გასაგებია, რომ ტვირთნაკადის ზრდის შანსი გაჩნდა. რა დამატებითი შესაძლებლობები აქვს ბათუმისა და ფოთის პორტებს? ცნობილია, რომ იქ იყო კონტეინერების დეფიციტი. დღეს, ფოთისა და ბათუმის ნავსადგურები, საკონტეინერო ტვირთებით 60%-ის ფარგლებშია დატვირთული. რეზერვია 40%, რაც დაახლოებით 300-350 ათასი ერთეული კონტეინერია, რომლის მოზიდვის შესაძლებლობაც გააჩნია საქართველოს ნავსადგურებს. კონტეინერები, რომლებიც გადამუშავდება ფოთის და ბათუმის ნავსადგურებში, გაივლის საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს. ET: დღეს ჩვენ გვაქვს საბორნე მიმოსვლა უკრაინასთან და ნაწილობრივ ბულგარეთთან, რა პერსპექტივა ჩანს ამ მიმართულებით? ახალი საბორნე ხაზებზე მოთხოვნა უკვე არსებობს. ეს მეწარმე სუბიექტებზეა დამოკიდებული, რომელ მიმართულებებს აამოქმედებენ, რომ საქართველოს ნავსადგურებიდან მოხდეს ამ ტვირთების სატრანსპორტო დერეფნით გადაზიდვა. ET: დღეს არსებულმა რეალობამ აჩვენა, რომ რუსეთს პრობლემები აქვს მარცვლეულის გადაზიდვის კუთხით. იგივე უკრაინაში პორტები გაჩერებულია. რა შანსი გვაქვს, რომ ეს ტვირთები საქართველოს დერეფანში მოხვდეს? ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა, რომ ხორბალი გადავზიდოთ რუსეთიდან , ჩვენი დერეფნით თურქეთის მიმართულებით. ამას ემატება, რუსეთში ფორმირებული ტვირთნაკადი სომხეთისთვის. მაგალითად სომხეთმა მიიღო ცალსახა გადაწყვეტილება, რომ გვერდი აუაროს ლარსის გამშვებ პუნქტს, რომელიც კლიმატური პირობების გამო დაახლოებით 6 თვე დაკეტილია და აამოქმედოს „ფოთი-კავკავის“ ბორანი. სომხეთის მთავრობას სურს, რომ ეს წამგებიანი პროექტი დააფინანსოს და გამოიყენოს ფოთის ნავსადგური. გაიტანოს კონიაკი და ალკოჰოლური სასმელები და შემოიტანოს ხორბალი, საშენი მასალები. აქ ტვირთნაკადმა შესაძლოა 1,5 მილიონი ტონაც კი შეადგინოს. ET: ფინეთის მთავარმა სატვირთო ოპერატორმა Nurminen Logistics-მა ჩინეთიდან პირველი საკონტეინერო მარშრუტის გაშვების შესახებ გამოაცხადა, რომელიც გვერდს უვლის რუსეთს და მისი მარშრუტი ყაზახეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზეც გაივლის. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა ჩინეთიდან ამ მარშრუტით საქართველოს დერეფანში ტვირთნაკადი გაიზარდოს? ჩინეთს ევროპასთან დამაკავშირებელი 87 დერეფანი დერეფანი აქვს. დღეს შეიძლება ფინეთი გამოჩნდეს, ხვალ შეიძლება ესტონეთი დაემატოს. ზეგ კი, სულაც ახალი დერეფანი. ჩინეთი მოქმედებს თავისი ინტერესებით. ყველა დერეფნის მიმართულებით გზავნის ტვირთს და ეუბნება მოთამაშეებს, რომ თუ ტარიფს არ შემიმცირებთ, მაშინ ტვირთს გადავიტან მეორე დერეფანში. ჩინეთის ქმედება, რამდენად ჩაეწერება ამ ტვირთნაკადებში რთული სათქმელია. ET: რაც შეეხება თურქეთის როლს, ახლახან ამ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა. თურქეთი აქტიურად თანამშრომლობს აზერბაიჯანთან. ასევე ინტერესდება ყაზახეთის ნავთობის გადაზიდვებით. ხომ არ დარჩება ამ პროცესში თამაშგარეთ საქართველო? რეალურია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, თურქეთის დანიშნულებისთვის გადაიზიდოს ტვირთები. მთავარია სახელშეკრულებო ბაზის მომზადება და სატარიფო პოლიტიკა. თურქული ვაგონი საქართველოს რკინიგზის ლიანდაგზე ვერ გაივლის. თურქეთმა დაიწყო მუშაობა იმ საკითხზე რასაც თეორიულ-იურიდიული ასპექტები ჰქვია. ამან მისცა იმპულსი ამ პროცესს. ET: ტვირთნაკადის მოსაზიდად აქტიურობს თურქეთი, ამბიციები აქვს ყაზახეთს. აზერბაიჯანის პოტენციალი ცნობილია. საქართველოს ხელისუფლება კვლავ საუბრობს, რომ ახალ რეალობაში ქვეყანა შესაძლოა გახდეს სატრანსპორტო ჰაბი. თქვენ როგორ უყურებთ ამ პერსპექტივას? სატრანსპორტო ჰაბი ვერ გავხდებით, იმიტომ რომ დავკარგეთ ეს შანსი. აზერბაიჯანმა აიღო ჰაბის ფუნქცია. იქ ხდება ტვირთნაკადების შეკრება, გატარება, გადანაწილება. აზერბაიჯანშია ხორბლის ტერმინალები და იქმნება დამატებითი ინფრასტრუქტურა. იმ პერიოდში, როცა ვიდექით და არაფერს არ ვაკეთებდით ჰაბის ჩამოსაყალიბებლად, აზერბაიჯანმა, განავითარა და სიმძიმის ცენტრები ტვირთების გადანაწილების კუთხით გადავიდა აზერბაიჯანსა და თურქეთში. ET: ყაზახეთის ხელისუფლებამ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე საექსპორტო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვისთვის ალტერნატიული მარშრუტები შეიმუშავა, რომელშიც საქართველოც მოხვდა. ყაზახეთი აქტიურებს აქტაუს ნავსადგურს, როგორც ჩანს ტვირთნაკადი საქართველოს დერეფანში ამ მიმართულებითაც გაიზრდება. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შანსი არ დავკარგოთ? ყაზახეთის მცდელობა, რომ „აქტაუს ნავსადგურში“ ახალი საკონტეინერო ტერმინალები შეიქმნას და ტვირთების შეკრება-გადანაწილებაში ჩაერთოს, მიუთითებს იმას, რომ სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის საზღვრებთან ტვირთების შემკრები ჰაბები გაძლიერდება. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ჰაბის ფუნქციაზე საუბარი პოლიტიკოსების რიტორიკაა. დღეს ჩვენი ფუნქციაა მეტი ტვირთი გავატაროთ და მეტი შემოსავალი მივცეთ ბიუჯეტს. ესეც უნდა იყოს გააზრებული პოლიტიკის შედეგი. ყველა სტრუქტურა კოორდინირებულად უნდა მოქმედებდეს. P.S. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა იმპორტის მაჩვენებელი საზღვაო გადაზიდვებში -$71,068 მილიონით, ხოლო საავტომობილო გადაზიდვებში $11,057 მილიონით. ამასთან, საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით ექსპორტის მაჩვენებელი $67,979 მილიონით, სახმელეთო გადაზიდვებით კი $12,098 მილიონით გაიზარდა.
რეგიონში რუსეთის პოზიციების შესუსტების ფონზე თურქეთის გავლენა კიდევ უფრო ძლიერდება
11 მაისს, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი თურქეთში პირველი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. ორმხრივი კავშირების დამყარებიდან 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ვიზიტის დროს, ანკარასთან რიგ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერა ხელი, მათ შორის ქვეყნებმა სამხედრო თანამშრომლობის სფეროში შეთანხმება გააფორმეს. რას ნიშნავს თურქეთისა და ყაზახეთის მიერ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, რატომ შეიძლება, ეს მნიშვნელოვანი იყოს საქართველოსთვის, როგორ აისახება რეგიონის სხვა ქვეყნებსა და თურქეთის პოზიციებზე რუსეთისა და ჩინეთის გავლენების პირისპირ, ამ და სხვა საკითხებზე Europetime ანალიტიკოსებს ესაუბრა. ორი ლოკალური ქვეყნის ხელშეკრულებას ეს სცდება და მთლიანად, ხელის გულზე გვიჩენს როგორც მიმდინარე პროცესების შეფასებას, ასევე, მომავალი მსოფლიო წესრიგის კონტურებს. დროთა განმავლობაში სულ უფრო ფიქტიური ხდება რეალურად, ყველა ის ეკონომიკური თუ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია და სტრუქტურა, რომელშიც რუსეთს წლების განმავლობაში დომინანტი როლი ეკავა. ეს კავშირი ნიშნავს, რომ რეგიონში, რუსეთის გავლენის შემცირების ფონზე, თურქეთის გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება. რუსეთისთვის სურათი უარესობისკენ იცვლება და ეს არის კიდევ ერთი გამოძახილი უკრაინაში მისი წარუმატებელი ომის, რასაც მოჰყვა ისტორიული გადაწყვეტილება ფინეთის მხრიდან, გადაწყვიტა რა, შეუერთდეს NATO-ს და ამის პარალელურად, არამარტო NATO-ს შემდგომი გაფართოება მიიღო რუსეთმა ამ ომით, არამედ, ОДКБ-ს ჩამოშლა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი (2012-2014 წლებში), „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა, გარკვეული გაკვეთილების და დასკვნების შესაძლებლობა მისცა ყაზახეთის მოქმედ ხელისუფლებას. „რა თქმა უნდა, მათ, ისევე როგორც ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებს, ბევრ სხვა ქვეყანას მსოფლიოში, აქვთ მკაფიო დამოკიდებულება უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან მიმართებით, მათ არ სურთ, რომ თავადაც მოიაზრებოდნენ, როგორც რუსეთის „უკანა ეზო“, შესაბამისად, დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ფიქტიური ხდება რეალურად, ყველა ის ეკონომიკური თუ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია და სტრუქტურა, რომელშიც რუსეთს წლების განმავლობაში დომინანტი როლი ეკავა და სხვა დანარჩენი, ცენტრალური აზიის თუ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები მეორეხარისხოვან როლებში იყვნენ ამ ორგანიზაციებში“, - აღნიშნავს პეტრიაშვილი. ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ფაქტს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ასევე, ყახაზეთის მიმართ რუსეთის უკმაყოფილების კვალდაკვალ, თურქეთმა და ყაზახეთმა დემონსტრირება მოახდინეს, რომ ამ ორ ქვეყანას სრული ურთიერთგაგება და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მზაობა აქვს. მისივე აზრით, თოყაევის ვიზიტი ბევრი თვალსაზრისით იყო ნიშანდობლივი, და სხვა დროს, რომ არა, უკრაინაში რუსეთის აგრესია და ასეთი დაძაბული ვითარება, შესაძლოა, ეს ყოფილიყო ერთი რიგითი მაღალი დონის ორმხრივი მოგზაურობა, მაგრამ ახლა მას განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ენიჭება. აქედან გამომდინარე, ალექსი პეტრიაშვილი თვლის, რომ შესაძლოა, ამ ურთიერთობებმაც იმ დონეს მიაღწიოს და იმ ხარისხში ავიდეს, როგორიც მაგალითად, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს, შესაბამისად, სავსებით შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და სტრატეგიული სამოკავშირეო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს თურქეთსა და ყაზახეთს შორის. ამრიგად, დიახ, რა თქმა უნდა, ამ ვითარებასა და მდგომარეობაში,თოყაევის ჩასვლა თურქეთში, ძალიან ნიშანდობლივი ვიზიტია და ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობებს, მით უმეტეს, ენერგოსფეროში თანამშრომლობას დამატებითი დატვირთვა აქვს, ემბარგოს და ენერგეტიკის სფეროში არსებული სხვა გამოწვევების გათვალისწინებით. ყაზახეთს თურქეთთან ძალიან ბევრი საერთო და სერიოზული თანამშრომლობის შესაძლებლობები აქვს. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არის ძალიან გამოკვეთილი, ძალაინ მკაფიო, ბრძოლაში გამოცდილი სტრატეგიული თანამშრომლობა და ყაზახეთიც ასე ვთქვათ, თურქული სახელმწიფოების და ქვეყნების ამ ჯაჭვში ლოგიკურად ჩნდება და შესაბამისად, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ძლიერად განვითარდება. აქ სხვათა შორის, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვისაც იქნება გარკვეული შესაძლებლობები, იმის გათვალისწინებით, რომ სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნის კიდევ უფრო დატვირთვის შესაძლებლობა ჩნდება და ამ შანსის არგამოყენება დანაშაული იქნება, - განუცხადა Europetime-ს ალექსი პეტრიაშვილმა. ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ რუსეთისთვის სურათი უარესობისკენ იცვლება და ეს არის კიდევ ერთი გამოძახილი უკრაინაში მისი წარუმატებელი ომის, რასაც მოჰყვა ისტორიული გადაწყვეტილება ფინეთის მხრიდან, გადაწყვიტა რა, შეუერთდეს NATO-ს და ამის პარალელურად, არამარტო NATO-ს შემდგომი გაფართოება მიიღო რუსეთმა ამ ომით, არამედ, ОДКБ-ს ჩამოშლა. რუსეთის დასუსტების პარალელურად, ყაზახეთს დღის წესრიგში დაუდგა კიდევ ერთ რეგიონულ პარტნიორთან, თურქეთთან ურთიერთობების გაღრმავება, ეს კავშირი ნიშნავს, რომ რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირების ფონზე თურქეთის გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება, - მიიჩნევს ექსპერტი. ამავდროულად, ხათუნა ლაგაძიძის შეფასებით, ეს კავშირი მოემსახურება ჩინეთის მზარდი გავლენის დაბალანსებასაც. საგულისხმოა, რომ ჩინეთისთვის უმთავრესი პრობლემაა უიღურების საკითხი, (რედ. აშშ თვლის, რომ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სინძიანში უიღური მუსლიმებისა და სხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დევნით გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის, ჩინეთი საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფს. პროვინცია სინძიანი უიღურის ეთნიკური უმცირესობის სამშობლოა. რეგიონში 11 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს. უიღურები ეთნიკურად ცენტალური აზიის ხალხებს ენათესავებიან, ისინი ძირითადად, მუსლიმები არიან), რომელიც ასევე თურანული ეთნოსია და შესაბამისად, ექსპერტი თვლის, რომ რეგიონში ძალთა ბალანსი რუსეთის სასარგებლოდ აღარ იარსებებს. რუსეთისთვის სურათი უარესობისკენ იცვლება და ეს არის კიდევ ერთი გამოძახილი უკრაინაში მისი წარუმატებელი ომის, რასაც მოჰყვა ისტორიული გადაწყვეტილება ფინეთის მხრიდან, გადაწყვიტა რა, შეუერთდეს NATO-ს და ამის პარალელურად, არამარტო NATO-ს შემდგომი გაფართოება მიიღო რუსეთმა ამ ომით, არამედ, ОДКБ-ს ჩამოშლა, რადგან ომში მას არავინ მიჰყვება და რომც გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა და სთხოვოს ОДКБ-ს წევრებს სამხედრო დახმარების აღმოჩენა და უკრაინაში შესვლა, წინმსწრებად განაცხადა ყველა ქვეყანამ, რომ პუტინს ამ ავანტიურაში არ გაჰყვებიან. მათ დაინახეს, რომ ჩინეთის საპირწონე, დასუსტებული რუსეთი ვერ იქნება. პირიქით, ის იქნება ჩინეთის ვასალი მომავალ პოლიტიკურ დაფაზე. ორი ლოკალური ქვეყნის ხელშეკრულებას ეს სცდება და მთლიანად, ხელის გულზე გვიჩენს როგორც მიმდინარე პროცესების შეფასებას, ასევე, მომავალი მსოფლიო წესრიგის კონტურებს“, - განუცხადა ხათუნა ლაგაზიძემ Europetime-ს. მისივე აზრით, საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ პოლიტიკურ-სამხედრო გაერთიანებებში თავისი ადგილი მონახოს. „ამ რეგიონის ფასი და წონა, როგორც ევროპის ალტერნატიული ენერგომომარაგების, ასევე, სხვა ტიპის, ლოგისტიკური, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, სავაჭრო ნაკადების მიმოსვლის თვალსაზრისით, გაცილებით იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. შუა დერეფანი არის ყველაზე მოკლე, ლოგისტიკურად ყველაზე რთულია, რადგან ბევრი სხვადასხვა ტრანსპორტის და სარკინიგზო ხაზის მიქსს წარმოადგენს, პერსპექტივაში მაინც ძალიან დიდი შანსები აქვს ამ შუა დერეფანს, იქცეს ერთ-ერთ ყველაზე წამყვანად, მთელ ამ საკომუნიკაციო ლოგისტიკურ ქსელში. ამას წლები დასჭირდება, მაგრამ დღეს მიმდინარე პროცესებმა ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევის შანსები გაზარდა. თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი: რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ პოლიტიკურ-სამხედრო გაერთიანებებში თავის ადგილი მონახოს. ჯერ არ ვიცით, რა კონტურები გამოიკვეთება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ ტიპის მოძრაობების, ახალი უსაფრთხოების ქოლგების, სარტყელების ჩამოყალიბება გარდაუვალი ეტაპია, ან ძველების განახლება, მაგალითად, NATO-ს გაფართოებას ვუყურებთ, და საქართველომ თავისი ადგილი თუ არ მონახა, რუსეთს ჩაყვება მოუსავლეთში“, - ამბობს ექსპერტი Europetime-თან. ცნობისთვის, თურქეთი და ყაზახეთი უპილოტო საფრენი აპარატების (Anka-ს) ერთობლივად წარმოებას იწყებენ. ერდოღანმა თურქეთის და ყაზახეთის „ძმურ ურთიერთობებს“ გაუსვა ხაზი. თავის მხრივ, თოყაევმა, კარიერულმა დიპლომატმა, თურქეთი ყაზახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად, ხოლო ერდოღანი „გონიერ და პატივსაცემ სახელმწიფო მოღვაწედ მოიხსენია - ლიდერად, „რომელსაც აქვს საკუთარი ხედვა“. ოფიციალური მოლაპარაკებების შემდეგ, ორმა ლიდერმა მაგიდის ჩოგბურთიც ითამაშა, როგორც ითქვა, თოყაევს 13 წლის განმავლობაში ყაზახეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. „პრეზიდენტმა თოყაევმა შეუპოვარი ხასიათი და ნება გამოავლინა ახალი ყაზახეთის ჩამოსაყალიბებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მიმართულებით განხორციელებულ ყოვლისმომცველ რეფორმას და მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მოძმე ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა ყაზახეთში, იანვარში მომხდარ არეულობაზე საუბრისას. მხარეები ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაორმაგებას გეგმავენ - ამჟამინდელი 5 მილიარდი დოლარიდან 10 მილიარდ დოლარამდე, რაც ზუსტად იგივე ოდენობის თანხაა, რომელზეც ერდოღანმა ტაშკენტში ვიზიტის დროს, უზბეკეთთან მიმართებით მიუთითა.
ლინკოლნ მიტჩელი: ჩემი ტონი „ქართული ოცნების“ მიმართ დაბალანსებული იყო, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში კრიტიკული
როგორ აფასებს „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 10 წლის შემდეგ, რა რჩევას მისცემდა დღეს, როდის შეხვდა ბოლოს ბიძინა ივანიშვილს, ამ და სხვა საკითხებზე Europetime 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მრჩეველს, 2002-2004 წლებში NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორს, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორს, ლინკოლნ მიტჩელს ესაუბრა. ET: მოგესალმებით ბატონო მიტჩელ, მადლობა ინტერვიუსთვის. თქვენ 2012 წელს, „ქართული ოცნების“ მრჩეველი იყავით, რა გაკეთდა თქვენი რჩევების მიხედვით, 10 წლის შემდეგ როგორ შეაფასებდით მათ და რა რჩევას მისცემდით დღეს? 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საარჩევნო კამპანიის დროს „ქართული ოცნების“ მრჩეველი ვიყავი. კონკრეტული რჩევის გამოყოფა გამიჭირდება, მაგრამ მაშინ ფოკუსირება რამდენიმე საკითხზე მოვახდინე. პირველი - დასავლეთთან კომუნიკაციის აუცილებლობაზე, რადგან ეს მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვისაც. იყო პრობლემები, რომლებზეც ფოკუსირებითა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა შეგვეძლო. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ხაზს გავუსვამდი. რაც შეეხება მეორე საკითხს, მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილი ახალი იყო პოლიტიკაში და შესაბამისად, საარჩევნო კამპანიაც ახალი იყო მისთვის. მე ვცდილობდი, ბიძინა ივანიშვილს და მათ, (ქართულ ოცნებას“, რედ.) რეალურად ფოკუსირება მოეხდინათ ამომრჩევლების საჭიროებაზე. მაგალითად, არამხოლოდ პრესაში გაეკეთებინათ რაიმე სახის განცხადებები, ან უბრალოდ, ალტერნატივად წარმოჩენილიყვნენ, არამედ, რეალურად მიეტანათ თავისი სათქმელი ამომრჩევლებამდე. არ ვიცი, რამდენად წარმატებული იყო ჩემი ეს მცდელობა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რა მოხდა და როგორი შედეგით წარიმართა არჩევნები. რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, თუ რას ვურჩევდი ახლა? გეტყვით, რომ ათი წლის შემდეგ სრულიად განსხვავებული სიტუაციაა, ახლა მათთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. თუ ახლა ვიქნებოდი მათი საარჩევნო კამპანიის მრჩეველი, ვეტყოდი, ორ რამეზე კონცენტრირდნენ: უნდა დაიწყოთ თქვენი მიღწევების წარმოჩენა, „ქართულმა ოცნებამ“ ზოგი რაღაც კარგად გააკეთა, ზოგიც - არც ისე კარგად.„ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორც ოპოზიციურმა პარტიამ, სწორად მიუთითა ყველა მათ შეცდომაზე, ასე რომ, მმართველმა გუნდმაც უნდა მიუთითოს, ახსნას, აიღოს პასუხისმგებლობა მათ წარუმატებლობასა და მიღწევებზეც. ამომრჩევლებს აქ, საქართველოში ან სადმე სხვაგან, ბუნებრივია, აქვთ შეკითხვები იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა მათთვის ბოლო პერიოდში, ეს ლეგიტიმური შეკითხვაა, ეს არის დემოკრატია - ანგარიშვალდებულება ამომრჩეველთან. მხოლოდ პასუხი, რომ გეხმარებით სააკაშვილის მოშორებაში, საკმარისი არ არის. მათ სხვა, ამაზე უკეთესი მესიჯი უნდა გაუგზავნონ ამომრჩეველს. თუმცა ვიტყოდი, რომ „ქართული ოცნების“ წინაშე მდგარი გამოწვევები არ არის დაკავშირებული კამპანიასთან ან პოლიტიკასთან, ისინი დაკავშირებულია მმართველობასთან. ET: თქვენ აღნიშნეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზოგი რაღაც კარგად შეასრულა, ზოგიც - არა, კონკრეტულად რას გულისხმობდით? გვჯერა თუ არ გვჯერა, ფაქტია, საქართველომ შეინარჩუნა დასავლური კურსი, მიუხედავად მის მიმართ ზოგიერთი კრიტიკისა, ასოცირების შეთანხმება დიდი მიღწევაა. საქართველო NATO-სკენ მიმავალ გზაზეა, მისი ნაწილია. კი, ეკონომიკური წინსვლა შენელდა, თუმცა ქვეყანა ახლა აშკარად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე - ათი წლის წინ. ასევე - აქ არის პოლიტიკური სტაბილურობის ხარისხი, რომელიც არ იყო ათი წლის წინ, არის მეტი ძირითადი თავისუფლებები - სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა, ის არ არის სრულყოფილი, მაგრამ უკეთესი მდგომარეობაა ვიდრე - ადრე. მე არ ვამბობ, რომ საქართველო არის კონსოლიდირებული დემოკრატია და რომ ქართველი ხალხი სარგებლობს სიტყვისა და გამოხატვის უფლებით, როგორც მაგალითად, ზოგ სხვა ქვეყანაში, მაგრამ უკეთესი ვითარებაა, ვიდრე - 10 წლის წინ. მედიას, რა თქმა უნდა, აქვს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ბევრი პრობლემა ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც ბოლო წლებში და ვფიქრობ, რომ სიტუაცია უკეთესია ახლა და ისევ, ეს არ არის გზავნილი, რომელიც დიდი დოზით გვესმის დასავლეთში, მაგრამ ემპირიულად რომ გითხრათ, მე ამ კუთხით მიღწეულ პროგრესს მნიშვნელოვნად ჩავთვლიდი. რაც შეეხება პრობლემებს, დიდი მნიშნელობის საკითხები არ მოგვარებულა, თითქმის არანაირი წინსვლა არ ყოფილა ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მიმართულებით. ამაზე თითქოს არავინ აღარ ლაპარაკობს. ასევე მოგხსენებათ, ეკონომიკური განვითარების კუთხით ჯერ კიდევ ბევრი გზაა გასავლელი და ყველაზე მარტივი რაც უნდა გაეკეთებინათ და არ გაუკეთებიათ, ფუნდამენტალური დემოკრატიული რეფორმების დაჩქარება იყო. 2012 წლის არჩევნები იყო შესაძლებლობა, ეს იყო დემოკრატიული გარღვევა, რომელსაც ჰქონდა პოტენციალი, რომ დემოკრატია მართლაც წინ წასულიყო. არ მგონია, რომ მათ ეს გააკეთეს, მაგრამ საერთო სურათს თუ შევხედავთ, ქართულ პოლიტიკაში დემოკრატიული გარღვევის მაგალითებია. მათ მიაღწიეს ამ გარღვევას 2012 წელს, და აქ ისმის კითხვა 2022 წელს, მივდივართ თუ არა მეორე, სხვა ხელისუფლების დაშლისკენ და ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს. მე ვფიქრობ, რომ დემოკრატია ახლა უკეთესია, თუმცა მინიმალურად და არა არსებითად, თქვენ იცით, რომ იყო შესაძლებლობა რეალურად, ქვეყანა ბევრად უფრო დემოკრატიული გამხდარიყო და ეს შესაძლებლობა დაიკარგა. დღევანდელის მსგავსად, დომინირებდა ერთი ადამიანი, რომელიც თავისი ახირებებით მართავდა ქვეყანას, მაგრამ ბევრად უფრო რეპრესიული იყო თავისი პოლიტიკური მტრების ან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება. საარჩევნო სისტემა ახლა არ არის კარგი, მაგრამ ალბათ უკეთესია, ვიდრე ეს იყო წინა წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ET: რას გვეტყოდით ბიძინა ივანიშვილთან თქვენს ურთიერთობაზე, როგორ იღებს რჩევებს? ახლა, ივანიშვილთან არ მაქვს დიდი ურთიერთობა, ჩვენ დიდი ხანია, არ გვინახავს ერთმანეთი. ბოლოს, რამდენიმე წლის წინ ვნახე თავის რეზიდენციაში. მაშინ, რაღაცნაირად, გაბრაზებული ტონით მითხრა - ჩვენ ვიცით, რასაც წერდი და მე ვუთხარი, თუ შენ ფიქრობ, რომ რასაც მე ვწერ, ეს შენი დიდი პრობლემაა, გასაჭირში ხარ, მე ვიტყოდი, რომ ჩემი ტონი „ქართული ოცნების“ მიმართ დაბალანსებული იყო, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში კრიტიკული... ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა, ის არის მდიდარი და წარმატებული ადამიანი. მან მილიარდობით დოლარი გამოიმუშავა და ამის გამო, როგორც ბევრ ადამიანს, ვისაც ეს გამოცდილება აქვს, ფიქრობს, რომ ბევრი რამ იცის. ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან მახვილი პოლიტიკური აზროვნება, ის არის სტრატეგიულად კარგად მოაზროვნე ადამიანი, თუმცა მას არ აქვს პოლიტიკური ცნობიერება იმიტომ, რომ ეს არ არის ის, რასაც მან ცხოვრებაში ბევრი დრო დაუთმო. როგორც მან მითხრა, ნამდვილად არ მოსწონს ეს, აშკარაა, რომ ნამდვილად არ მოსწონს, მაგრამ იძულებული გახდა, ჩართულიყო პოლიტიკაში. მრჩევლად ყოფნის დროს, როდესაც ამას აკეთებ აქ, შეერთებულ შტატებში თუ სხვაგან, ამ ყველაფრის მარტივი ნაწილი, კარგი რჩევის მიცემაა, ყოველთვის მარტივია, კანდიდატს უთხრა, რა უნდა გააკეთოს მან, რა უნდა თქვას, რა უნდა გითხრას სატელევიზიო რეკლამამ, სოციალურ მედიაში როგორ უნდა იყო წარმოდგენილი და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან ძნელია ამ ყველაფრის გადალახვა და მე ვიტყოდი, ჩემი გამოცდილება ამ კუთხით ბიძინა ივანიშვილთან 2012 წელს, კომბინირებული იყო ამ ყველაფრით. მას შემდეგ, თქვენ იცით, რომ მე ნამდვილად არ მიცდია... მაგრამ ვფიქრობ, ხვალ იქ რომ ავიდე და რჩევა მივცე, გაიღიმებს და დამაიგნორებს, თუმცა ეს არის ალბათ, ერთგვარი ბუნება/ხასიათი... ET: თქვენ იცნობთ ამერიკული პოლიტიკური წრეების პოზიციებს, რა განწყობებია საქართველოს მიმართ? „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ ქვეყანა როგორმე ყოველთვის ყოფილიყო ვაშინგტონის ახალი ამბების დღის წესრიგში, ვფიქრობ რომ ეს არ არის კარგი. საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება შესაბამის დონეზე, ეს არის ის, რაც მას უნდა სურდეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს ან ბიძინა ივანიშვილს ვაშინგტონში, და მაღალი დონის შეხვედრებს, ორმხრივი ურთიერთობა ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია იმ დონეზე, რაც მნიშვნელოვანია - ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტი, საელჩო, „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ დომინირებს ვაშინგტონში გზავნილების თვალსაზრისით, რაც სამწუხაროა, მაგრამ ეს ძირითადად გავლენას ახდენს მემარჯვენე ანალიტიკოსთა ფლანგზე და ასევე, გარკვეულწილად კონგრესზე, სახელმწიფო დეპარტამენტი ბალანსს იცავს და ბოლოს, ვიტყოდი, რომ ყველაზე გასაოცარი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ ხედავენ საქართველოს ვაშინგტონში, არის ის, თუ რამდენად მცირე ყურადღებას აქცევს ხალხი ვაშინგტონში იმ ფაქტს, რომ ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აქ, ციხეშია. ეჭვი მაქვს, როდესაც დაბრუნდა სააკაშვილი 2021 წელს, უნდა სცოდნოდა, რომ სავარაუდოდ, დააპატიმრებდნენ და მე მჯერა, რომ ის ფიქრობდა, რომ ეს იქნებოდა ისეთი რამ, რაც გააბრაზებდა აშშ-ს და მის მობილიზებას მოახდენდა ამ მთავრობის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ მოხდა. რა თქმა უნდა, იმასაც ვიტყოდი რომ ზოგჯერ, საკმაოდ და მეტისმეტად ნეგატიური შეხედულებებია ამ მთავრობის მიმართ, მაგრამ ვაშინგტონში, „მიშა“ (მიხეილ სააკაშვილი) მობეზრდათ. პრობლემა ისაა, რომ ვიდრე აქ ოპოზიცია ჯერ კიდევ ბრუნავს სააკაშვილის გარშემო, გარღვევა არ მოხდება არც აქ საქართველოში, ან იმ თვალსაზრისით, რომ სერიოზულად იყოს ეს აღქმული დასავლეთში, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში. ET: რამდენად მოსალოდნელია, რომ კონკრეტული პირები გახდნენ სანქციების სამიზნეები საქართველოში? მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის რეალური. ეს უფრო ჭორია, რომელიც წამოიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არ ვფიქრობ, რომ ეს სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. ბაიდენი, რომელიც გამოცდილი და გამჭრიახი ლიდერია, მისი ადმინისტრაცია პარტნიორ, სტრატეგიულ ქვეყანას სანქციებს არ დაუწესებს. ET: რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში გამოიკვეთა ტენდენცია დეოლიგარქიზაციის მიმართულებით, თანამედროვე მსოფლიოში რა ფენომენია ეს და რა ბერკეტები აქვთ მათ? მაგალითად, ტრამპიც ოლიგარქია, მან გამოიმუშავა ქონება ან მემკვიდრეობით მიიღო ის, ზოგიც რაღაც შიდა ოპერაციებით, რომლის ნაწილი უძრავი ქონებაა და ნაწილი საეჭვო წარმომავლობის, მას აქვს ოლიგარქიული ცნობიერება, მის გარშემო მყოფი ადამიანების კავშირების გამო ოლიგარქებთან რუსეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში. ეს არის კონცეფცია, რომელიც ამერიკელებისთვის უფრო ნაცნობი გახდა ბოლო წლებში. ეს ოლიგარქიზმი რა თქმა უნდა, შეუთავსებელია დემოკრატიულ განვითარებასთან.
საბერძნეთი NATO Tiger Meet 2022-ს მასპინძლობს. რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საჰაერო წვრთნებში
საბერძნეთის საჰაერო ძალების 335-ე ესკადრილია არაქსოსის საჰაერო ბაზაზე, საჰაერო წვრთნებს - NATO Tiger Meet პირველად მასპინძლობს. NATO Tiger Meet 2022, 9 მაისს დაიწყო და დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში გასტანს. წვრთნებში ბელგია, საფრანგეთი, შვეიცარია, ესპანეთი იტალია, ჩეხეთი, ავსტრია, გერმანია, აშშ, ნიდერლანდები, პორტუგალია და პოლონეთი მონაწილეობენ. ბერძნული წყაროები წერენ, რომ წლევანდელ წვრთნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აღმოსავლეთ ევროპაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, შესაბამისად, მის მიმართ ინტერესი დიდია. „335-ე ესკადრილიისთვის დიდი პატივია NATO Tiger Meet 2022-ის მასპინძლობა. მაღალი ინტენსივობის ერთობლივი წვრთნების ჩატარება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად აუცილებელია ჩვენი უნარების გასაძლიერებლად და საჰაერო ოპერაციების განხორციელებისთვის კოლექტიური ურთიერთქმედების შესაქმნელად“, - განაცხადა ნტანოს იოანისმა, 335-ე ესკადრილიის მეთაურმა. NATO Tiger Meet-სთვის მზადებას, თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაპირისპირება უძღოდა წინ, ყოველ შემთხვევაში, თურქულ და ბერძნულ მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ცნობები ამაზე მიუთითებს. კერძოდ, თურქული მედია წერს, რომ თურქეთმა გადაწყვიტა, არ მიიღოს მონაწილეობა წვრთნებში - Tiger Meet, რომელიც საბერძნეთში ტარდება. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ანკარამ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მასპინძელ ქვეყანას უკვე აცნობა. თუმცა სხვა, ბერძნულ წყაროებში ვკითხულობთ, რომ საბერძნეთმა საჰაერო წვრთნებში თურქეთის დაგეგმილი მონაწილეობა თავად გააუქმა. ოფიციალური კომენტარები მხარეების მხრიდან არ გაკეთებულა. მანამდე, საბერძნეთი და თურქეთი საჰაერო სივრცის არაერთხელ დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. თურქეთმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრი საბერძნეთი თურქეთის საჰაერო სივრცეში „სამ დღეში ოცდაათჯერ“ შევიდა. მანამდე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისიც მსგავსი პრეტენზიებით გამოვიდა. მიცოტაკისმა განაცხადა, რომ თურქეთის სამხედროები ახორციელებდნენ უნებართვო ფრენებს საბერძნეთის რამდენიმე დიდ კუნძულზე. მიცოტაკისმა ისიც აღნიშნა, რომ დაუკავშირდა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რათა თურქეთის მიერ საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევის შესახებ ეცნობებინა. „ეს ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას და NATO-ს ერთიანობას“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური საჩივრის მისაღებად, ათენში თურქეთის ელჩიც დაიბარა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მხრივ, მოუწოდა საბერძნეთს, „შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და რიტორიკა“ და მხარი დაუჭიროს ახლახან განახლებულ მოლაპარაკებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ნდობის დამყარებას. NATO-ს წევრებს საბერძნეთსა და თურქეთს დიდი ხანია, უთანხმოება აქვთ, ნავთობით და მინერალებით მდიდარ ეგეოსის ზღვაში საჰაერო და საზღვაო უფლებების შესახებ. უთანხმოებამ გამოიწვია საჰაერო ძალების თითქმის ყოველდღიური პატრულირება ძირითადად საბერძნეთის კუნძულების ირგვლივ, სადავო საჰაერო სივრცეში, რომელზეც თურქეთმა არაერთხელ გამოთქვა პრეტენზია, თავად კი, მისი მხრიდან რაიმე სახის დარღვევას უარყოფს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასულ თვეს მოლაპარაკებები გამართეს და შეთანხმდნენ, რომ გადაჭრიდნენ თავიანთი ქვეყნების დიდი ხნის უთანხმოებას, ყოველ შემთხვევაში, დაძაბულობის დაფარვას, რადგან უკრაინაში კონფლიქტი მძვინვარებს. ცნობისთვის, Tiger Meet-ის წარმოშობის ისტორია ცოტა ბუნდოვანია. წყაროების თანახმად, როგორც ჩანს, მისი გააქტიურება 79 და 74-ე ესკადრილიის RAF-ის შეკრებით, 1960 წელს დაიწყო. მთავარი სულის ჩამდგმელი კი, ვიცე-პოლკოვნიკი, ოთხვარსკვლავიანი გენერალი და USAF-ის (აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები) შტაბის უფროსი მაიკ დუგანი გახლდათ. 1962 წელს, სწორედ ვიცე-პოლკოვნიკი მაიკ დუგანი იყო პროექტის ოფიცერი და მოხალისე. მოკავშირეთა საჰაერო სარდლობის ოფისის ინფორმაციით, ყოველწლიური წვრთნები „NATO Tiger Association“-ის მიერ არის ორგანიზებული და ტარდება ასოციაციის ერთ-ერთ წევრ ესკადრილიასთან (სამხედრო-საჰაერო ძალების ტაქტიკური ქვეგანაყოფი, რომელიც შედგება რამდენიმე რგოლისა და რაზმისაგან) თანამშრომლობით. წვრთნები NATO-ს სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს და ის აერთიანებს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების თვითმფრინავებს. მრავალეროვნული ერთობლივი სწავლება კიდევ უფრო ზრდის ფრენის უნარებს, აძლიერებს საერთაშორისო ურთიერთობებს ესკადრილიებს შორის და ახალისებს ასოციაციის („NATO Tiger Association“) ტრადიციებს. წვრთნებში მონაწილეობენ 60-ზე მეტი გამანადგურებელი თვითმფრინავი, ვერტმფრენი და საჰაერო ძალები მთელი ევროპიდან. NATO-სგან მიღებულ წერილობით კომენტარში, ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან განმარტავს, რომ Tiger Meet არ არის NATO-ს სამხედრო წვრთნები და ალიანსი არ არის მისი ინიციატორი. „მას არ აქვს რაიმე ბრძანების ან კონტროლის მექანიზმი ამ წვრთნების მომზადებისა და წარმართვის განმავლობაში“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.