ახალი ამბები

პრემიერი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე: ძნელია, მოძებნო სიტყვები

ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა მთავრობის მეთაური გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს თანადგომას უცხადებს. „ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება,”- ნათქვამია განცხადებაში. ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ დენმა სამ მოზარდს დარტყა. შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.  

მიხეილ ჩხენკელი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე: ძნელია, სიტყვებით იმ ტკივილის გადმოცემა, რასაც ახლა თითოეული ჩვენგანი განვიცდით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ვაკის პარკში უბედური შემთხვევის შედეგად მოზარდის გარდაცვალებაზე სამძიმრის წერილს ავრცელებს.    „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის გარდაცვალების გამო და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და თანაკლასელებს.   დღევანდელი შემთხვევა სკოლისა და სამინისტროსთვის, ისევე როგორც სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი ტრაგედიაა. ძნელია სიტყვებით იმ ტკივილის გადმოცემა, რასაც ახლა თითოეული ჩვენგანი განვიცდით.   კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს, მხნეობასა და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ უმძიმეს წუთებში“, - ნათქვამია ჩხენკელის განცახდებაში.  13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.  Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.

პრეზიდენტი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე: როგორც ადამიანი შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს

„შეუძლებელია ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ. მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს“, - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხევვას Facebook-ზე გამოეხმაურა.    მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა  „როგორც ადამიანი შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.  13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.  Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიციაში „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები იკითხებიან

ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიციაში „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები იკითხებიან. ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება კომპანიის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. როგორც ცნობილია, გამოკითხვაზე ასევე იმყოფებიან კომპანიის სხვა თანამშრომლები. მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა ამასთან, გრძელდება თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიგა გიგაშვილის გამოკითხვა. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.  Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

ალიევი პუტინთან შეხვედრაზე: ჩვენ მხარს ვუჭერთ გრძელვადიან მშვიდობას

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი რუსეთის ფედერაციის ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტს ასტანაში შეხვდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. „ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ იმით, თუ როგორ ვითარდება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები. ჩვენ ყველა სფეროში პოზიტიურ იმპულსს ვხედავთ. რასაკვირველია, ყოველ შეხვედრაზე ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით ჩვენი რეგიონის საკითხებს, უსაფრთხოების და რეგიონში მშვიდობის მიღწევის საკითხებს. ჩვენ ერთგული ვართ გრძელვადიანი მშვიდობის“, - განაცხადა ალიევმა.

მოსკოვის „ბირთვულ რიტორიკასთან“ დაკავშირებით, NATO-სა და რუსეთს შორის კომუნიკაცია შედგა

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არ აპირებს პასუხს ბირთვული იარაღით, თუ რუსეთი გამოიყენებს ამგვარი ტიპის იარაღს უკრაინის წინააღმდეგ. განიხილავს NATO ბირთვულ პასუხს ამგვარი შეტევის შემთხვევაში? ძირს უთხრის თუ არა საფრანგეთი დასავლეთის შეკავების პოლიტიკას, როდესაც ცალმხრივად გამორიცხავს ბირთვულ პასუხს? ამ შეკითხვით მიმართეს NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში, თავდაცვის მინისტერიალის შემდეგ. NATO-ს „ბირთვული შეკავების“ ფუნდამენტური მიზანია მშვიდობის შენარჩუნება, აგრესიის თავიდან აცილება და NATO-ს მოკავშირეების მიმართ იძულების თავიდან აცილება. გარემოებებს, როდესაც NATO-ს შეიძლება ბირთვული იარაღის გამოყენება მოუწიოს, უკიდურესად შორი მიზეზობრივი კავშირი აქვს. რუსეთის ბირთვული რიტორიკა საშიშია, უგუნური. მათ იციან, რომ თუ ისინი გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს უკრაინის წინააღმდეგ, მას სერიოზული შედეგები მოჰყვება. ეს არის ის, რაც რუსეთმა იცის, NATO-ს მოკავშირეებმა რუსეთს ამის შესახებ სხვადასხვა გზით აცნობეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.  

"გრინ სერვისის" დამფუძნებელი: მე ვიყავი პირადად პასუხისმგებელი

მე ვიყავი პირადად პასუხისმგებელი, - ამის შესახებ კომპანია "გრინ სერვისის" დამფუძნებელმა, ლაშა ფურცხვანიძემ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში შესვლამდე განაცხადა. ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიციაში „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები იკითხებიან პოლიციაში ასევე იკითხებიან მერიის თანამშრომლები. მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.  Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 14 ოქტომბერს, სრულიად საქართველოთ კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს. ღვთიმსახურება დაიწყება 10:00 საათზე. მრევლისთვის მცხეთაში უფასო ავტობუსები გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან 8:00 საათზე. ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს, მოციქულთა მადლი ეწეოდეს სრულიად საქართველოს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

შოლცის თქმით, რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში, დასავლეთის წინააღმდეგ „ჯვაროსნული ლაშქრობის“ ნაწილია

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში, დასავლეთის წინააღმდეგ „ჯვაროსნული ლაშქრობის“ ნაწილი. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გახადეს მკაფიო: ეს ომი არამხოლოდ უკრაინას ეხება. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი ომი უკრაინის წინააღმდეგ, უფრო დიდი ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილია, ჯვაროსნული ლაშქრობა ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ“, - განაცხადა შოლცმა ბერლინში, პროგრესული მმართველობის სამიტზე, ვიდეოგზავნილში.

ესპანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემით უზრუნველყოფს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ესპანეთის მიერ ვალდებულების აღების შესახებ გამოაცხადა, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული წარმოების MIM-23 HAWK-ის ტიპის საშუალო დიაპაზონის სარაკეტო სისტემების მიწოდებას ითვალისწინებს. 13 ოქტომბერს, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO დაუყოვნებლივ მიაწვდის უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემებს, რათა დაეხმაროს კიევს რუსეთის თვითმფრინავების განეიტრალებაში და დაიცვას უკრაინის მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ უკრაინას მხოლოდ საჰაერო თავდაცვის 10% აქვს. 

NATO-ს მოკავშირეების საბრძოლო თვითმფრინავების მონაწილეობით, წვრთნები გაიმართა

გერმანიაში, რამშტეინის ბაზაზე, შეერთებული შტატების F-22-ის, პოლონური F-16-ის, MIG-29-ებისა და იტალიური საბრძოლო თვითმფრინავების მონაწილეობით, საჰაერო მანევრები ჩატარდა. NATO-ს გაძლიერებული მისია ალიანსს საშუალებას აძლევს, შეაჩეროს შესაძლო საფრთხეები ჰაერიდან. NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მოკავშირეთა თვითმფრინავების უპრეცედენტო რაოდენობაა თავმოყრილი. გამანადგურებელი თვითმფრინავები მზად არიან, შეაჩერონ და დაიცვან ნებისმიერი საფრთხე. ეს საქმიანობა ტარდება საერთაშორისო კანონებისა და სტანდარტების შესაბამისად. ისინი ხაზს უსვამენ NATO-ს მზადყოფნას, ჩვენი მოკავშირეების დასაცავად.

NATO უკრაინას რუსული თვითმფრინავების განეიტრალებასა და ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმარება

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ ალიანსი დაუყოვნებლივ მიაწვდის უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემებს, რათა დაეხმაროს კიევს რუსეთის თვითმფრინავების განეიტრალებაში და დაიცვას უკრაინის მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა. სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ალიანსი გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმარება უკრაინას საბჭოთადან NATO-ს თანამედროვე იარაღზე გადასვლაში. ადრე, 12 ოქტომბერს, NATO-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება მოკავშირეებისთვის „მთავარი პრიორიტეტი" იქნება.  

დიდი ბრიტანეთი უკრაინას მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს გაუგზავნის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას საშუალო რადიუსის ჰაერსაწინააღმდეგო (Amraam) რაკეტებს მიაწვდის, რაც მათ საშუალებას მისცემს უკრაინელ სამხედროებს, ჩამოაგდონ რუსული საკრუიზო რაკეტები, ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ,მისივე თქმით, ასობით სხვა საჰაერო თავდაცვის რაკეტა და საჰაერო დრონი ასევე გაიგზავნება, როგორც დახმარების პაკეტის ნაწილი. „ეს იარაღი დაეხმარება უკრაინას, დაიცვას თავისი ცა თავდასხმებისგან და გააძლიეროს საერთო საჰაერო თავდაცვა“, - განაცხადა უოლესმა.  

რა საკითხები განიხილეს ერდოღანმა და პუტინმა ასტანაში გამართულ შეხვედრაზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს თავის თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შესთავაზა, თურქეთში ბუნებრივი აირის ჰაბის აშენება. ყაზახეთში შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთში ჰაბის აშენება ფასების რეგულირებას, საბაზრო ფასებში  გაზის გაყიდვას შეუწყოს ხელს.  სტამბულის შეთანხმება მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ უნდა შენარჩუნდეს და გაძლიერდეს, მათ შორის რუსული მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტის მიმართულებით. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამ საკითხს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას შეეხო, იუწყება Ukrinform თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით. რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ასტანაში, დღეს ერთმანეთს შეხვდებიან „ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, გავაძლიეროთ და გავაფართოოთ სტამბოლის შეთანხმება ამ კუთხით და რუსული მარცვლეულისა და სასუქების ტრანსპორტირება განვითარებად ქვეყნებში, როგორც თქვენ თქვით, თურქეთის გავლით. ჩვენ ვახორციელებთ ამ ტრანსპორტირებას განვითარებად ქვეყნებში ჩვენი მეშვეობით. ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ და განსაზღვრეთ ეს ქვეყნები“, - განაცხადა ერდოღანმა. როგორც უკრაინის ელჩმა თურქეთში ვასილ ბოდნარმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კარგად იცის უკრაინის პოზიცია რუსეთთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით: „ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები ჩვენი გარეშე შეუძლებელია. მათი აღდგენის პირობა უნდა მოიცავდეს რუსული ჯარების გაყვანას მთელი უკრაინის ტერიტორიიდან, მანამდე პუტინთან არავინ ისაუბრებს“. ანალოგიური პირობა დღესვე გაიმეორე უკრაინის პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი ონლაინ მიმართვისას.  

ჯოზეფ ბორელი: რუსული არმია განადგურდება, თუ მოსკოვი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს უკრაინაში

„ეს ალბათ არ არის ბლეფი, როცა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ საფრთხეებზე საუბრობს, მაგრამ არც დასავლეთის მხრიდან არის ბლეფი, როცა ამბობს, რომ რუსი სამხედროები განადგურდებიან, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „არსებობს ბირთვული საფრთხე და პუტინი ამბობს, რომ ის არ ბლეფობს, მას ბლეფის საშუალება არ აქვს. ცხადი უნდა იყოს, რომ ხალხი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას, ევროკავშირი და წევრ ქვეყნები, შეერთებული შტატები და NATO არ ბლეფობენ. ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვევს პასუხს და არა ბირთვულ პასუხს, არამედ სამხედრო თვალსაზრისით ისეთ მძლავრ პასუხს, რომ რუსული არმია განადგურდება“, - აცხადებს ბორელი.  

ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს ევროპას, თავი დააღწიოს პუტინის შიშს

უკრაინის ომი ახალ ფაზაში შევიდა, რომლის დროსაც ევროპამ რუსეთის შიში საბოლოოდ უნდა დაძლიოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ ჟურნალ ZDF heute-თან ინტერვიუში განაცხადა. „ევროპას ჯერ კიდევ არ დაუძლევია რუსეთის შიში. როგორ რეაგირებენ რუსები ამაზე? რას ამბობს პუტინი ამაზე? და, რა მოხდება, როცა პუტინი ერთ დღეს წავა? ეს არის ევროპის საზრუნავი“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი. პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკზე კომენტირებისას, ზელენსკიმ აღიარა, რომ ასეთი რისკი არსებობს, მაგრამ აღნიშნა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული იქნება, რომ ამას არაფერი მოჰყვება. მისი თქმით, მთელი ევროპის ამოცანაა, აჩვენოს პუტინს, რომ მას არავინ დაელაპარაკება და ის იზოლაციაში დარჩება. „მაშინ რუსული საზოგადოება მიხვდება, რომ პრეზიდენტად აირჩიეს ადამიანი, რომელიც ყველას ემუქრება ბირთვული იარაღით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას საჰაერო თავდაცვის მხოლოდ 10% აქვს

„ჩვენ ვებრძვით დიდ სახელმწიფოს, რომლებსაც აქვთ დიდი რაოდენობით აღჭურვილობა და რაკეტები“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დასავლეთის ქვეყნებს უკრაინითვის აღჭურვილობის მიწოდებისთვის და დაამატა, რომ საფრანგეთისა და იტალიისგან მტკიცე ვალდებულებას ელოდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის რადარებსა და რაკეტებს, უახლოეს კვირებში მიაწვდის. განცხადება დასავლელი პარტნიორების მრავალ სხვა დაპირებას მოჰყვა მას შემდეგ, რაც 10 ოქტომბერს, რუსეთის ძალებმა უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს.  

როგორია ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მოზარდის მდგომარეობა

ნიუ-ჰოსპიტალის ექიმის ინფორმაციით, ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად, კლინიკაში შეყვანილი მოზარდის ჯანმრთლობის მდგომარეობა სტაბილირად მძიმეა.  „პაციენტი დაახლოებით ერთი საათის წინ შემოიყვანეს „ნიუ ჰოსპიტალის“ განყოფილებაში. ამ წუთისთვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა მიმართილებით და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები, რომლებიც ჩვენ ვიცით. ბავშვი არის ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე, ხლოვნურ სუნთქვაზე, გონება და დაბინდულია“, - აცხადებს ექიმი დავით ცაბაძე.  ექიმის ინფორმაციით, გართულებებისთვის კრიტიკული 72 საათია. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.  Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.

ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, სომხეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

სომხეთის ეროვნულმა უშიშროების სამსახურმა, მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმების მიზნით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.  მედიამ, რუსეთის ФСБ-ზე დაყრდნობით დაწერა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების დროს გამოყენებული ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამალული სატვირთო მანქანაში, რომელსაც სომხეთის მოქალაქე მართავდა.  რუსეთის ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდის აფეთქებაში საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა მედიის ცნობით, სისხლის სამართლის საქმე საერთაშორისო ტერორიზმისადმი დახმარების სავარაუდო ფაქტზე აღიძრა. საქმის წარმოების ფარგლებში ჩატარდება დაკითხვები და სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ალექსანდრე დარახველიძე: როგორც ტრანზიტული, ასევე, არატრანზიტული ტვირთები საქართველოში, საბაჟო კონტროლს გადის. საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა 12 ოქტომბერს, რუსეთის ФСБ -მ ყირიმის ხიდზე აფეთქების მომზადებაში ეჭვმიტანილი 8 ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა, მათ შორისაა სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჯანიანი. რუსეთის ფედერაციის ცნობით, აფეთქება უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა კირილ ბუდანოვმა მოაწყო, რუსეთის ხუთი, უკრაინის ორი და სომხეთის ერთი მოქალაქის დახმარებით. ყველა მათგანი დაკავებულია. ФСБ-ს ცნობითვე, სატვირთო მანქანა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ტერიტორიიდან შევიდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე დარახველიძემ რუსეთის ბრალდებები, რომ გასულ კვირას ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში, სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ, უარყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს  

რუსეთის ტყვეობიდან 20 უკრაინელი სამხედრო გათავისუფლდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა პატიმრების მორიგი გაცვლის შესახებ განაცხადა. ტყვეთა გაცვლის შედეგადაც უკრაინამ 20 სამხედრო დააბრუნა.  ანდრეი ერმაკის თქმით, შესაძლებელი გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 14 ჯარისკაცის, ეროვნული გვარდიისა და საზღვაო ძალების სამხედროების დაბრუნება. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის ძალებმა ოლენივკაში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დააკავეს. გათავისუფლებულებს სამედიცინო შემოწმება უტარდებათ.