თეგი: ვერტმფრენი
ამერიკული წარმოების ვერტმფრენი Sikorsky S-61N სამხრეთ კორეის სამხრეთ სანაპიროზე, ქალაქ გეოჯესთან ახლოს ჩამოვარდა. იუწყება სააგენტო Yonhap. ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. მათ შორის არის პილოტი. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. გავრცელებული ინფორამციით, ვერტმფრენი სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებას ახდენდა.
ლატვიამ საქართველოს საჩუქრად ვერტმფრენი გადასცა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის გიორგი ბუთხუზის ხელმძღვანელობით, ლატვიის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა და დელეგაციის წევრებმა: შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ნიკოლოზ შარაძემ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ, მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ ჩიკვაიძემ და სხვა ოფიციალური პირებმა ლატვიაში მნიშვნელოვანი ოფიციალური შეხვედრები გამართეს. “ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ბუთხუზი ლატვიელ კოლეგას, ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს დიმიტრი ტროფიმოვს შეხვდა. დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსთან გენერალ გუნტის პუატსთან, ასევე ეწვივნენ ლატვიის სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და ლატვიის სასაზღვრო ზოლს, სადაც ადგილზე გაეცნენ ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის მუშაობის სპეციფიკას. ვიზიტის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ შარაძემ და ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსმა - გუნტის პუატსმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის ფარგლებში, უახლოეს მომავალში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლატვიის რესპუბლიკისგან საჩუქრად ვერტმფრენი გადმოეცემა. ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანა, ასევე, პილოტებისა და ინჟინრების შესაბამისი გადამზადება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის -"საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების გაძლიერება მწვანე და სანაპირო საზღვრის დაცვისთვის" - ფარგლებში განხორციელდება. ამავე ვიზიტის ფარგლებში, მხარეთა შორის ასევე გაფორმდა საზღვრის დაცვის სფეროში 2022 წლის თანამშრომლობის გეგმა. დოკუმენტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ხელი მოაწერეს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და მიგრაციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, ხოლო ლატვიის მხრიდან - ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსმა”, - აღნიშნავენ უწყებაში.
აშშ-დან უკრაინისკენ Mi-17 ტიპის ვერტმფრენები მიემართება
უკრაინისთვის განკუთვნილი Mi-17 ტიპის ვერტმფრენები გზაშია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი იერმაკმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, Mi-17 უკრაინისთვის უკვე იტვირთება აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე. რა დამატებით შეიარაღებას მიიღებს უკრაინა აშშ-სგან - პენტაგონის სია აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირველ ივნისს ოფიციალურად წარადგინა დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის HIMARS-ების, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების გადაცემასაც მოიცავს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჩრდილოეთ იტალიაში სამოქალაქო ვერტმფრენი გაუჩინარდა
ჩრდილოეთ იტალიაში გაუჩინარდა სამოქალაქო ვერტმფრენი, რომელშიც შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ ANSA იუწყება. ადგილობრივი კომპანია Avio-სგან იჯარით აღებული ვერტმფრენი, რომელიც ტურისტულ და კომერციულ ფრენებს ახორციელებს, ტოსკანის ქალაქ ლუკადან ვენეტოს პროვინციაში ტრევიზოში მიემართებოდა. ვერტმფრენმა მთებზე კონტაქტი 9 ივნისს, დილით, უამინდობის გამო დაკარგა. კომპანიის განცხადებით ვერტმფრენს გამოცდილი 33 წლის პილოტი მართავდა. თურქული მედია წერს, რომ მგზავრებს შორის იყო თურქეთის ოთხი მოქალაქე - თურქული კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც გამოფენაზე უნდა წასულიყვნენ. დანარჩენი ორი სავარაუდოდ ლიბანის მოქალაქეა.
იტალიაში, რადარებიდან გაუჩინარებული ვერტმფრენის ნამსხვრევები იპოვეს
იტალიაში, ტოსკანასთან ახლოს იპოვეს ვერტმფრენის ნამსხვრევები, რომელიც რადარებიდან ხუთშაბათს გაუჩინარდა. ამის შესახებ თურქულია მედია იუწყება. ჩრდილოეთ იტალიაში სამოქალაქო ვერტმფრენი გაუჩინარდა ვერტმფრენის ბორტზე 7 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ოთხი თურქეთის მოქალაქე. წინასწარი მონაცემებით ავიაკატასტროფას ყველა ემსხვერპლა. ტრაგიკული ინციდენტის მიზეზები დგინდება. შეგახსენებთ, რომ ვერტმფრენმა მთებზე გადაფრენისას აეროპორტთან კონტაქტი 9 ივნისს, დილით, უამინდობის გამო დაკარგა. კომპანიის განცხადებით, ვერტმფრენს გამოცდილი 33 წლის პილოტი მართავდა.
შსს გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შესაბამისი დანაყოფები გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან და ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ.დღეს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.ამ ეტაპზე, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი. გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განაგრძობს პარაპლანის ინსტრუქტორის, თანმხლები მგზავრის და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების სამაშველო ღონისძიებებს. საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
დღეს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.ამ ეტაპზე, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი. გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განაგრძობს პარაპლანის ინსტრუქტორის, თანმხლები მგზავრის და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების სამაშველო ღონისძიებებს. საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
ევროკავშირის წარმომადგენლობა გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულების ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს მომხდარ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აშშ-ის საელჩო გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს „საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპული ეკიპაჟის მამაცი წევრების, მაშველებისა და მედიკოსების ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს“, – აღნიშნულია განცხადებაში. სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანაში უმძიმესი წუთებია. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა და დაშავდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შსს-ს ინფორმაციით ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება
ესტონეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს
რუსული ვერტმფრენი Mi-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში უნებართვოდ შევიდა. საზღვარი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კოიდულას სასაზღვრო გადასასვლელის მიდამოში დაირღვა. ინციდენტთან დაკავშირებით ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა და ესტონეთის საჰაერო საზღვრის დარღვევის გამო საპროტესტო ნოტა გადასცა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რუსეთის აგრესია უკრაინაში მკაცრად დაგმო. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციამ პატივი უნდა სცეს ესტონეთის ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და საერთაშორისო სამართალს. ცნობისთვის, ესტონეთი რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინას აქტიურად უჭერს მხარს. ცოტა ხნის წინ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგონ. მისი თქმით, „კაცობრიობას ახალი ნიურნბერგი სჭირდება“.
პრემიერის თქმით, შსს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენაზე მუშაობს
წინა ხელისუფლების დროს შეძენილ, ფუფუნებისთვის განკუთვნილ ვერტმფრენს გავყიდით და სანაცვლოდ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს, როგორიც გამოგვადგება სამაშველო და სხვა ოპერაციებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ვერტმფრენების შეძენის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პროცესში ფინანსთა სამინისტროც არის ჩართული. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეისთვის არსებული ყველა ვერტმფრენი აბსოლუტურად გამართულია და კარგ მდგომარეობაშია. „ბატონი ვახტანგ გომელაურის უწყება ახლა აქტიურად მუშაობს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენის თაობაზე. იმის მიუხედავად, რომ ყველა ვერტმფრენი აბსოლუტურად გამართულია, კარგ მდგომარეობაშია, ჩვენ ამას ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ, ამის თაობაზე განხილვა გვქონდა. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირადღირებული, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტისთვის იქნა შეძენილი წინა მთავრობის დროს და რამდენიმე ათეული მილიონი ევროა გადახდილი ამ ვერტმფრენში. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენით არავინ არ ისარგებლა. აქვე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმ სპეკულაციებისა, რომ თითქოს ეს ვერტმფრენი გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში, ეს არის ტყუილი, მეგობრებო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის თაობაზე გვქონდა განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალ ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას, ანუ გავყიდით და სანაცვლოდ, ჩვენ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს, როგორიც გამოგვადგება სამაშველო ოპერაციებში და სხვადასხვა ოპერაციებისთვისაც. ეს გადაწყვეტილება მიღებულია და ახლა უკვე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ პროცესში ფინანსთა სამინისტროც არის ჩართული“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინა: ხერსონთან, საჰაერო ძალებმა რუსული Ка-52-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს
ხერსონის რაიონში რუსული Ka-52-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის საჰაერო სარდლობა „სამხრეთი“ იტყობინება, იუწყება Ukrinform. ხერსონისთვის უმძიმესი ბრძოლები წინაა - არესტოვიჩი „26 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში, ოდესის საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის „სამხრეთის“ ნაწილმა რუსული Ka-52-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდო“, - ნათქვამია ანგარიშში. როგორც ცნობილია, 25 ოქტომბერს, ბერისლავის რაიონში, ხერსონის რაიონში მტრის ორი Ka-52-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის დაზვერვა: ფსკოვის მახლობლად, აეროდრომზე ორი KA-52-ის ტიპის ვერტმფრენი გავანადგურეთ
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR), ფსკოვის რეგიონის აეროდრომზე, ორი რუსული საბრძოლო ვერტმფრენის განადგურება დაადასტურა. მანამდე რუსული ტელეგრამის არხებმა ორი ვერტმფრენის აფეთქების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. „31 ოქტომბრის ღამით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ვერეტიეს საჰაერო ძალების ბაზაზე (ოსტროვ-5, ფსკოვის ოლქი) ძლიერი აფეთქება მოხდა. ორი რუსული კა-52 „ალიგატორი“ თავდასხმის ვერტმფრენი მთლიანად განადგურდა. კიდევ ორი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული“, - ნათქვამია ანგარიშში. დეპარტამენტის ცნობით, აფეთქებების შედეგების აღმოსაფხვრელად, ასევე სამხედრო ნაწილში დივერსიული ჯგუფების ძებნის მიზნით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კა-52 („Hokum B“ NATO-ს კლასიფიკაციით) რუსული წარმოების სადაზვერვო და თავდასხმის ვერტმფრენია. მისი ღირებულება დაახლოებით $16 მილიონია. უკრაინელი სამხედროების განცხადებით, ოქტომბრის ბოლოს სულ რაღაც ხუთ დღეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და საჰაერო თავდაცვამ უკვე ჩამოაგდეს ამ ტიპის შვიდი ვერტმფრენი. მათი უმეტესობა განადგურდა ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში, სადაც ბრძოლები გრძელდება.
რუსეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა
რუსეთში, ქალაქ ულან-უდეში რუსული მი-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა. „მი-8 ვერტმფრენი ულან-უდეში ბაიკალის აეროდრომზე დაშვებისას ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა", - წერს რუსული მედია. TASS-ის წყაროს ცნობით, ვერტმფრენს დაცემისას ცეცხლი გაუჩნდა. „ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა, ახლა ხანძარი ლიკვიდირებულია“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ
უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა დღეს დილით ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. უკრაინული მედია: კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა - დაიღუპა სულ მცირე, 3 ადამიანი მისივე თქმით, ჩამოვარდნილი ვერტმფრენი საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტს ეკუთვნოდა. „ავიაკატასტროფის შედეგად შსს-ს ხელმძღვანელობა მინისტრი დენის მონასტირსკი, მინისტრის პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი დაიღუპნენ. საერთო ჯამში ამ დროისთვის ცნობილია 16 გარდაცვლილის შესახებ, მათ შორის ორი ბავშვია. მათგან ცხრა ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა“, - წერს კლიმენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე. მისივე თქმით, სტაციონარში გადაყვანილია 22 დაზარალებული, მათგან 10 ბავშვია. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
ბროვარში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი - სუპერ პუმა, უკრაინას საფრანგეთმა გადასცა - უკრაინის საჰაერო ძალები
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის პრესმდივნის, იური იგნატის განცხადებით, კიევის რეგიონში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი უკრაინას საფრანგეთმა გადასცა. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ მისივე თქმით, Super Puma AS 332 -ის ტიპის ვერტმფრენი ახლა ყველა ძალოვან სტრუქტურას აქვს. პოდოლიაკი კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნას გამოეხმაურა „ეს ვერტმფრენი სპეციალურად სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იყო შექმნილი“, - აცხადებს იური იგნატი. ბროვარში, კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა. დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია. კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა - დაიღუპა სულ მცირე, 3 ადამიანი
უკრაინული მედია ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზებს განიხილავს
კიევის რეგიონში, ბროვარში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი პილოტის შეცდომა იყო. ეს ავიაკატასტროფის ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებით გამოიკვეთა, წერს CTRANA.ua შსს-ს წყაროებზე დაყრდნობით. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ ტკივილი ენით აღუწერელია, ვუსამძიმრებ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს - ზელენსკი ავიაკატასტროფაზე CTRANA.ua-ს თანამოსაუბრეების თქმით, „ვერტმფრენის პილოტი შეზღუდული ხილვადობის პირობებში ძალიან დაბლა დაფრინავდა - იმ დღეს ძლიერი ნისლი იყო და მაღლივი შენობა ძალიან გვიან შენიშნა“. შსს-ში გამოცემის ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, პილოტმა ეს მარშრუტი ბელორუსის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო აირჩია. „ჩვენი REP (რადიო ელექტრონული ჩახშობა - რედ.) მუშაობდა. ამან იმოქმედა ნავიგაციაზე. პილოტმა გადაწყვიტა ბროვარის გავლით გაფრენა. ნისლი იყო და შუქი არ იყო, ამიტომ მაღლივ შენობებზე წითელი შუქები გამორთული იყო. მას აღარ ჰქონდა კატასტროფის თავიდან აცილების შესაძლო ვარიანტები. პილოტმა მოულოდნელად შეცვალა მიმართულება და ვერტმფრენი უახლოეს საბავშვო ბაღს დაეცა", - თქვა CTRANA.ua-ს წყარომ. შეგახსენებთ, რომ ავარიის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა 25 ადამიანი, მათგან 11 ბავშვი იყო. კიევის ოლქის ქალაქ ბროვარის ხელისუფლებამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა დაღუპულებს შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი პირველი მოადგილე და შსს სახელმწიფო მდივანი. მანამდე, SBU-მ ბროვარში მომხდარი ავარიის სამი ძირითადი ვერსია განიხილა. მათ შორის: ფრენის წესების დარღვევა, შვეულმფრენის ტექნიკური გაუმართაობა, სატრანსპორტო საშუალების განადგურების მიზანმიმართული ქმედებები.
მედია: მოსკოვში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელიც პუტინს ემსახურება
მოსკოვთან, ვნუკოვოს აეროპორტში რუსული ვერტმფრენი MI8 ჩამოვარდა. მედიის ცნობით, ვერტმფრენი სპაციალურ საავიაციო დანაყოფ „როსიას“ ეკუთვნის, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსა და აგრესორი სახელმწიფოს სხვა მაღალჩინოსნებს ემსახურება. „ვნუკოვოს აეროპორტში დაშვებისას Mi-8 ვერტმფრენი, პირებით მიწას დაეჯახა და დაზიანდა. წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები", - წერს რუსული მედია. მედია წერს, რომ საუბარია 2013 წელს გამოშვებულ Mi-8MTV-1-ზე, რომელიც 22 მგზავრზეა გათვლილი.
აშშ-ში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს სამხედრო წვრთნების დროს შეეჯახა
ამერიკის კენტუკის შტატში კატასტროფა განიცადა 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ორმა ვერტმფრენმა (HH60 Blackhawks). კენტუკის შტატში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს სამხედრო წვრთნების დროს შეეჯახა. BBC-ის ინფორმაციით, ორივე ვერტმფრენი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა. მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა, თუმცა BBC წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სავარაუდოდ, დაღუპულია 10-მდე ადამიანი. კენტუკის შტატში დისლოცირებული ფორტ კემპბელის სამხედრო ბაზის ინფორმაციით, ვერტმფრენები სასწავლო მისიას ასრულებდნენ. კატასტროფის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
რუსეთში, ბრიანსკის ოლქში ორი ვერტმფრენი და ერთი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მედია
რუსეთის ბრიანსკის ოლქში ორი ვერტმფრენი და ერთი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც „ბიბისი“ წერს, შესაბამისი ინფორმაცია ტელეგრამის სხვადასხვა არხზე გავრცელდა. რა გახდა საფრენი აპარატების კატასტროფის მიზეზი, ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაცია არ არის.
გერმანია ათობით ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის შეძენას გეგმავს
გერმანია 60 Chinook-ის ტიპის ვერტმფრენს Boeing-ისგან (BA.N) შეისყიდის. შესყიდვა 8 მილიარდი ევროს (8,7 მილიარდი დოლარი) ღირებულების პაკეტის ფარგლებში განხორციელდება თვითმფრინავისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ჩათვლით. წერს Reuters-ი ოფიციალურ პირეებზე დაყრდნობით. გერმანიამ განაცხადა, რომBoeing-ისგან 60 შარშან აპირებდა Chinook-ის ტიპის შვეულმფრენის შეძენას, რათა მისი მოძველებული ფლოტი შეეცვალა. თავდაპირველად, ბიუჯეტი 6 მილიარდი ევრო იყო. Reuters-ის წყაროს ცნობით, ორმოცდაშვიდი ვერტმფრენი ქალაქ ჰოლზდორფში, ბერლინიდან სამხრეთით, დაახლოებით, 50 კილომეტრში განლაგდება.
პოლონეთის შეიარაღებული ძალები მისი კუთვნილი „ვერტმფრენის ინციდენტს“ განმარტავს
ერთ-ერთმა პოლონურმა ვერტმფრენმა, ბელორუსთან სასაზღვრო ზონაში ფრენისას, რაკეტის დეტონატორი დაკარგა, იტყობინება პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური სარდლობა. 8 აგვისტოს, საბრძოლო გაფრენების დასრულების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ვერტმფრენს რაკეტის დეტონატორი აკლდა - ის პატრულირებისას დაიკარგა. სარდლობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფრენა სასაზღვრო ზოლის გასწვრივ შესრულდა და საცხოვრებელ ტერიტორიებს არ მოიცავდა, ხოლო დეტონატორი აღჭურვილია დაცვის მექანიზმით და არ წარმოადგენს საფრთხეს გარემოსთვის. პოლონეთი ბელორუსის საზღვართან დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს - Reuters
უკრაინის გენპროკურორი: ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზები ჯერ გაურკვეველია, ყველა ვერსიას ვსწავლობთ
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის უცნობია რა გახდა კიევის რეგიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი, განიხილება ყველა ვერსია. უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი: მალე გავარკვევთ, იყო თუ არა დივერსია, ტექნიკური გაუმართაობა და ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა ანდრეი კოსტინის თქმით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება და პროცესი მისი პირადი კონტროლის ქვეშაა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ტრაგედიის მიზეზების გარკვევას რამდენიმე კვირა დასჭირდება. „სამწუხაროდ, ცა არ პატიობს შეცდომებს, როგორც მფრინავები ამბობენ, მაგრამ მიზეზებზე ლაპარაკი ნამდვილად ნაადრევია", - განაცხადა იური იგნატმა ეროვნული ტელეთონის ეთერში. კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ.
სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს
საქართველომ ახალი ვერტმფრენი მიიღო. შსს-ს განცხადებით, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. „სამაშველო ვერტმფრენს აქვს 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ასევე, განსხვავებული, ფენენსტრონის ტიპის კუდა ხრახნი. იგი გაუმჯობესებულია, როგორც აეროდინამიკური, ასევე, ფრენის უსაფრთხოების თვალსაზრისით. აღნიშნული ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა და ბორტ-ტექნიკოსებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს. თანამედროვე, ევროპული ტიპის „H 145“, ვერტმფრენი, ფრანგული კომპანია „Airbus Helicopters" -ის მიერ წარმოებული ერთ-ერთი უახლესი მოდელია, რომლის გადმოცემა გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში განხორციელდა. შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება,“ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.