თეგი: მეუფე იაკობი
მეუფე იაკობი: ყოველთვის მხარში ვედექით და მხარში დავუდგებით უკრაინას, მაგრამ ომში მყოფმა ქვეყანამ არასწორი რაღაცებით არ უნდა მოგვმართოს
"ყოველთვის მხარში ვედექით და მხარში დავუდგებით უკრაინას, მაგრამ ომში მყოფმა ქვეყანამ არასწორი რაღაცებით არ უნდა მოგვმართოს ხოლმე", - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. ამასთან, მიტროპოლიტმა ქადაგებისას შერიგებაზეც ისაუბრა. “სანამ ცივილიზაციის სათავეში მყოფი ქვეყნები არ შეთანხმდებიან მეორე ცივილიზაციასთან, რომელიც ძალის გამოყენებაზეა, მანამდე სამწუხაროდ, თავი არ მოვიტყუოთ, ეს ომი არ დამთავრდება. ღმერთმა ინებოს, რომ მსხვერპლი ნაკლები იყოს და ომი მალე დამთავრდეს. ჩვენ უნდა ვილოცოთ", - განაცხადა მიტროპოლიტმა. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა
მეუფე იაკობი: ევროპა თუ არასწორად იქცევა, არ ვეტყვი? ბოლო-ბოლო ვინ არის, რა დამსახურება აქვს? - საუკუნეებია, სისხლით მოვდივართ და კიდევ უნდათ, რომ სისხლში გაგვსვარონ?
ევროპას ასე როგორ დაველაპარაკოთო, თუ არასწორად იქცევა, არ ვეტყვი? ბოლო-ბოლო ვინ არის, რა დამსახურება აქვს? საუკუნეებია, ჩვენი სისხლით მოვდივართ და კიდე უნდათ, რომ სისხლში გაგვსვარონ?, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მეუფე ამბობს, რომ დაელოდება ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პასუხს, იქამდე კი „ისურვებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ“. „კიდევ რუსეთთან მარტო გვტოვებენ? დავრჩებით და დავრჩეთ, ძალით ხომ ვერავის ვერაფერს ეტყვი. თუ ახლა გამყიდი, მერეც გამყიდი. ამიტომ, დაველოდები მათ გადაწყვეტილებას და ვუსურვებ მათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. უკრაინას და მოლდოვას ვუსურვებ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიეღოთ. საქართველო რატომ არ იმსახურებს? გინდ მთავრობა და ოპოზიცია რომ ავიღოთ, ორივე სჯობს მათ მთავრობებსა და ოპოზიციას. ისინიც იჭერენ პრეზიდენტებს. ისინი, თურმე, სამართლიანად იჭერენ და ჩვენთან კიდე, ვინ უნდა გადამიწყვიტოს მე, სწორედ იჭერენ თუ არა, თუმცა არავინ მინდა, რომ ციხეში იყოს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მეუფე იაკობი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე: არავისთან შესახვეწი არაფერი გვჭირს
არავისთან შესახვეწი არაფერი გვჭირს, ჩვენმა ერმა დღემდე მოაღწია და კიდევ ერთხელ შევახსენებ ევროპას, სულხან-საბას დროსაც რა გაკვიკეთა, მერე რას გვიშვრებოდა - ყველამ რომ გაგვწიროს, ღმერთი არ გაგვწირავს,- ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმას, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის უსი ვერ მიიღო. „ჩვენ რატომ უნდა შევცვალოთ კანონები, ევროპიდან რომ გვთხოვენ იმიტომ? თუ იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რა გვჭირდება ჩვენ. რა იციან ევროპელებმა, 12 მჭირდება, თუ 25? შეიძლება 100 რაღაც მჭირდება იმისთვის,რომ შევიცვალო, შეიძლება 3 გვჭირდება... ქართველებს ერთადერთი რამ გვჭირდება თავიდან, ერთმანეთის სიძულვილი, ზიზღი უნდა დავთმოთ. ადამიანები ვართ, ჩვენ დარვინის თეორიის ადამიანები კი არ ვართ, თითოეული ჩვენგანი ღვთისგან შექმნილია და ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ. ვისაც შეყვარება არ შეუძლია და ამის გული არ აქვს, მეორის ატანა მაინც უნდა შეეძლოს, თორემ მოვა დრო და...“- განაცხადა მეუფე იაკობმა. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
მეუფე იაკობი: ევროპა საქართველოს სამარცხვინოდ მოექცა
ევროპა საქართველოს სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოექცა, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა, ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თემას გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ევროპა საქართველოს სამარცხვინოდ მოექცა. „ჩვენთან მიმართებით, ევროპა ძალიან სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა. ევროპა რომ მართალი იყოს, ახლა, როდესაც [რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები] საპარლამენტო დებატებზე უარს ამბობენ, გამოვიდოდა ის ღრმად პატივცემული 308 ევროპარლამენტარი და იქიდან 10 მაინც, საერთო წერილს დაწერდა და იტყოდა, „იქნებ, ერთად დასხდეთ და სიტუაცია დავაწყნაროთ“. უკრაინის გარდა, არავის მიღება არ უნდოდათ? ეგ თემა, ჩვენთან, უბრალოდ, პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად გამოიყენეს ბოლომდე, ჩვენებმა თუ იმათმა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
მეუფე იაკობი: შერიგება იქნება ყველაზე კარგი, ეკლესიაც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში
ბოდბელo მიტროპოლიტ მეუფე იაკობის განცხადებით, პოლარიზაციის შეწყვეტაზე მნიშვნელოვანი დღეს საქართველოში ყველაზე კარგი, შერიგება იქნება. ჟურნალისტების კითხვაზე, შეეფასებინა „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებები, აღნიშნა, თუ წასული დეპუტატები, რაღაცას ამბობენ ამერიკის ელჩზე, ისევ წასულ დეპუტატებთან უნდა ჰქონდეს კითხვები ელჩს. მისივე თქმით, ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების პროცესში ეკლესიაც უნდა ჩაერთოს. „არა თუ პოლარიზაციის შეწყვეტა, არამედ შერიგება იქნება ყველაზე კარგი, ყველას რომ შეგვეძლოს განვითარებაში მონაწილეობა. ჩვენს ამპარტავნებას უნდა გადავაბიჯოთ. ეკლესიაც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. არ მინდა, კონკრეტული ვინმე თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს. ყველამ უნდა ვაშენოთ საქართველო. ევროპარლამენტარებს თუ ჩვენთვის კარგი უნდოდათ, ენერგოუსაფრთხოება უნდა ჩაეწერათ. ენერგოუსაფრთხოებაზე წინ ერთადერთი რამეს ვაყენებ - შერიგების პუნქტს, ამის მერე დანარჩენი 11 პუნქტი ჩემთვის მე-100 ხარისხოვანია“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
მეუფე იაკობი: აოხრება გაგრძელდება, თორემ უკრაინას ომი როგორ უნდა მოუგო, როცა ასეთი დახმარება მოდის
ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე. „დღეს არის ომი უკრაინაში, ჩვენ უნდა ვილოცოთ მშვიდობისათვის, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, არიან მხარეები სიმართლისთვის მოწოდებულნი? ომს ჰყავს დამარცხებული და გამარჯვებული. რომელიმე ძალას იქ დამარცხება უნდა?! ჩვენ გვინდა მშვიდობა და ჩვენ გვინდა სამართლიანობა ამავე დროს. უკრაინა ერთ გოჯს არ დათმობს რაღაცის სანაცვლოდ და რომ შესთავაზო, არათუ შეურაცხყოფილები დარჩებიან, არამედ მტრად ჩათვლიან ყველას და სამართლიანი იქნება. რუსეთს გააჩერებს რამე? ერთი რამეც არის, ძალიან დიდი ტერიტორიაა უკრაინის და უბრალოდ, აოხრება გაგრძელდება, თორემ უკრაინას ომი როგორ უნდა მოუგო, როცა ასეთი დახმარება მოდის?! ევროპა უძლურია, ევროპას შეუძლია, ჩვენნაირ ქვეყნებზე იქონიოს რაღაც ზემოქმედება, თორემ ამერიკა რომ არ ჩარეულიყო, აქამდე შეიძლება, სახსენებელიც აღარ დარჩენილიყო უკრაინის. მაგრამ შეხედეთ, როგორი სიტუაციაა, ქვეყანას სუვერენიტეტი აღარ გააჩნია, რომ არ შედიოდეს ფული, საიდანაც ხელფასებს უხდიან და შეიერაღება რომ არ შედიოდეს, სადაც გმირი უკრაინელები იბრძვიან. თორემ რუსი და უკრაინელი ერთნაირად ძლიერია ომში“, - განაცხადა მეუფე იაკობმა და აქვე კითხვას სვამს, სადამდე გაგრძელდება ომი. „ალბათ ამას აღარც რუსეთს შეეკითხებიან და აღარც უკრაინას...რომ რუსეთი დაუძლურდეს, ეკონომიკურად უძლურებაში წავიდეს... ევროპამ იმდენი გააკეთა, რომ ფლირტით და რევერანსებით მივიღეთ ეს საშინელი ომი, ფულს რატომ იხდიან, იარაღს რატომ აწვდიან, იმიტომ, რომ ომი მათზე არ გავრცელდეს, რუსეთიც ფულს შოულობს...შეკვეთებს იღებენ სხვა ქვეყნები... იქნება უკრაინა თავისუფალი ომის მერე, თუ ისევე გაიყოფა, როგორც გერმანია თავის დროზე, სადაც ერთგან სხვა გავლენები იყო, მეორეგან სხვა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. ამავე ქადაგებაში, მან ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ რეკომენდაციებზეც ისაუბრა: „მინდა ვიკითხო 12 რეკომენდაციაზე. საშინაო დავალება მოგვცეს. მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან? ჩვენ მართალია ჩამოვრჩებით ცხოვრების დონით, იმიტომ, რომ საბჭოთა იმპერიაში ვცხოვრობდით და დაჩაგრულები ვიყავით. თავისუფლება გვინდა. გვინდა კარგი ცხოვრება. ხალხის სახელით გამოდიან ვიღაცები და გვესაუბრებიან: „აი, ქართველი ხალხი“... გვეკითხებიან, კი ქართველ ხალხს რა გვინდა?! ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, ჩვენი ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ სადმე. დღეს რომ შემოსული არ ვარ (ევროკავშირში, რედ.) და მჩაგრავ, რომ შემოვიდე მესამეხარისხოვანი ქვეყნების როლში უნდა ვიყო? კეთილი ინებე და მიმიღე, როგორც ღირსეული წევრი, როგორც ღირსებით აღსავსე ხალხს ისე დაგველაპარაკე. 12-დან მხოლოდ ერთი არის თავიდან შესასრულებელი“. მეუფე იაკობის თქმით, „ჩვენ უნდა შევეცადოთ, გონივრულად ვიყოთ და ყველა მხარესთან შეგვეძლოს დალაპარაკება“. „შეხედეთ, რუკაზე როგორ ვართ, ჩვენი ოკუპანტი ფარდა ხომ არ არის გადაწიო?! ძალით დავუპირისპირდებით? მოეცათ მაშინ სამხედრო... რა გვაქვს 500 ან 1000 ჯაველინი? ტანკით არ შემოვა, სხვა (გზით. რედ.) შემოვა... მოგვცენ და ჩვენ არ შეგვიძლია ბრძოლა?“. ეკონომიკა უნდა განვავითაროთ აუცილებლად“.
მეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილზე: გმირი კაცი ერშიც გმირია და ციხეშიც გმირია. მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი, რომ დამენახა კაცური საქციელი
გმირი კაცი ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია და ციხეშიც გმირია. გადაგვაყოლეს ახლა - მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი, რომ დამენახა კაცური საქციელი, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. "დღევანდელ სიტუაციაში ქართველი ხალხის იგნორირება არ შეიძლება. კონკრეტულ ლიდერებს კი არ უნდა დაუჭირონ მხარი, ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინონ. შაჰ-აბასზე და თემურ-ლენგზე ტყუილად არ ვლაპარაკობდი... შენ რა იცი, უცხოელმა, ჩემს ისტორიაში ვინ არის კარგის გამკეთებელი? რომ მეუბნები, რომ ვიღაც დემოკრატიის შუქურაა, შენთვის შეიძლება იყოს, ჩემთვის კი, იქნებ, გავა წლები და შეიძლება მათ რიგებში ჩავაყენოთ... გმირი კაცი ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია და ციხეშიც გმირია. გადაგვაყოლეს ახლა - მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი, რომ დამენახა კაცური საქციელი. ხომ ხედავს, როგორია ხალხის რისხვა, გამოსულიყო და ეთქვა - მინდოდა, კარგი ქვეყანა ამეშენებინა, მაგრამ მეც ვერ მივაქციე ყურადღება, ვიღაცამ რაღაც დააშავა, ჩემი ბრალია... ხომ სხვანაირად შევხედავდით? როცა უნდა ქართველთა პრეზიდენტია, როცა უნდა - უკრაინელია... ნუ გამოეშვათ თავიანთი ქვეყნის საჯარო სამსახურში მყოფ ადამიანს და ეს ამბები არ იქნებოდა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
მეუფე იაკობი: ვიღაცები ცდილობენ, მათ ჭკუაზე ვიცხოვროთ, ამის იმედი ნუ ექნებათ
ვიღაცები ცდილობენ ხოლმე, რამე გვითხრან და მათ ჭკუაზე ვიცხოვროთ, სხვისი დღის წესრიგით ვერ ვიცხოვრებთ, იმის იმედი ნუ ექნებათ, რომ ვიღაც რაღაც სიას შეადგენს, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ნინოობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. „ერთი რამ ვიცოდეთ, ნებისმიერ ქვეყანაში იმ ერის, ხალხის ინტერესი უნდა იყოს გატარებული, ვინც იქ ცხოვრობს. სხვისი დღის წესრიგით ვერ ვიცხოვრებთ. ისევე როგორც სხვა ქვეყნებს აქვთ თავისი დღის წესრიგი, ჩვენ არ შეიძლება, ვინმეს დავაწესებინოთ. მით უმეტეს, ქრისტეს ერი ვართ, ღვთისმშობლის ერი ვართ, წმინდა ნინო არის ჩვენი დედა. ვინ უნდა გვასწავლოს, ჩვენ რა გავაკეთოთ?! მთავარია, ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთი არ დავჭამოთ. იმის იმედი ნუ ექნებათ, რომ ვიღაც რაღაც სიას შეადგენს, საქართველოსთან ურთიერთობა თუ უნდათ, ჩვენც გვინდა მსოფლიოსთან ურთიერთობა. ლაპარაკი ყველამ უნდა ვისწავლოთ. შეცდომები თუ გვაქვს, დავსხდეთ და წყნარად ვილაპარაკოთ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა და გვჭირდება თავდაცვის საშუალებებიც. ჩვენ თავს არასდროს არავის ვესხმით. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
მეუფე იაკობი: პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე პატრიარქი
ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, სინოდის სხდომაზე პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე საუბარი „აბსოლუტურად არ ყოფილა“. მისივე თქმით, „სინოდის სხდომა მაშინ დაიწყო, როცა უნდა დაწყებულიყო“. „ზღაპრებს ნუ მიყვებით! პატრიარქს, როცა ირჩევენ, ჯვარი წერია... პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე კათოლიკოს პატრიარქი. რასაც პატრიარქთან დაკავშირებით მეუბნებით, აბსოლუტური სისულელეა. ვინც მაგას გეუბნებათ, თავში ჭკუა არ აქვს!“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. დღეს სინოდის სხდომა გაიმართა. განჩინება ჯერ არ გასაჯაროებულა. „საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. სინოდის განჩინება მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში. სხდომა 12:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო.
მეუფე იაკობი ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე ახალგაზრდების პროტესტს გამოეხმაურა
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ქადაგებისას გამოეხმაურა ბოლოდროინდელ მოვლენებს. მან ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ახალგაზრდების პროტესტზეც ისაუბრა. „ვნახეთ თბილისში განვითარებული მოვლენები და ბევრს გაუკვირდა ახალგაზრდების ასეთი აქტიურობა, ასეთი სულიერი შემართება. ეტყობა, არ იცნობენ ქართველ ადამიანებს. უცხოელები რომ არ იცნობენ გასაგებია, მაგრამ ჩვენთანაც უკვირთ ხოლმე ახალგაზრდების გამოსვლა. თითოეულს უნდოდა კარგი ცხოვრება და ძიებაში არიან, რა არის კარგი, არ უნდათ რუსეთი და უნდათ საქართველო ისეთ ადგილას იყოს, სადაც სიკეთე იქნება და განვითარდებიან. რა არის კარგი? - მე მიხარია, რადგან ახალგაზრდა თაობა საუკეთესო თაობაა. ჩვენი თაობაც თუ გაგვახსენდება, გვახსოვს, რომ ჩვენზე გადაიარა საბჭოთა კავშირის ბოლოს რა სიმწარეც ხდებოდა და ჩვენ ვიყავით იმ ამბების მომსწრეები და მონაწილეებიც, თუ რამე სირთულე. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ქართველ ახალგაზრდებში ისევ ქართული სული ჩქეფს და ჩვენი ერი არ გადაშენდება. აქ მთავარი ერთი რამ არის, ისინი გამოსულები იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ კარგი უნდოდათ თავისთვის და საქართველოსთვის. ჩემი ქვეყანა ვინმემ რუსეთისკენ, რომ წაიყვანოს ახალგაზრდებს წინ დავაყენებ?! მე გავალ თვითონ და მე და ჩვენი თაობა იქნება პირველი, რადგან არ გვინდა ახალგაზრდებს ცივი ნიავი მივაკაროთ, თუ რამე დარტყმაა, ჩვენ მივიღებთ. დაიჯერეს, რომ რუსეთში მიგვარბენინებდნენ და გამოვიდნენ, მაგრამ აწი მაინც დაფიქრდნენ, ვინმეს რომ რუსეთში წავეყვანეთ, უბრალო გამოსვლით სხვაგან გაგვიშვებდნენ, ან დაგაბრუნებდნენ?! შევხედოთ საფრანგეთში რა ხდება პენსიებზე, ლამის ხოცვა-ჟლეტა აქვთ. საქართველოში რამე, რომ ხდება მაშინ წუხან ხოლმე მსოფლიო ხელისუფლებებში რომ - ეს როგორ ხდება, დემოკრატიას მიხედეთ და რამე არ დააშავოთო. ახალგაზრდებსაც მივმართავ, ნუთუ მსოფლიოში, ჩვენს საზღვარს გარეთ უცხო ქვეყნის და უცხო ხელისუფლების წარმომადგენელი ერთი ადამიანი მაინც ჰგონიათ, რომ თითოეულ ჩვენგანზე მეტად უყვარს საქართველო, ამ სისულელეს ვინმე დაიჯერებს?! ეს ხომ დიდი სისულელეა. საქართველოს თავისი გზა არჩეული აქვს, ჩვენ გვინდა ცივილიზებული ცხოვრება და მთელი საუბარი მიდის კანდიდატობაზე. ჩვენი ბრალია კანდიდატები თუ არ ვართ?! 90-იან წლებში შეცდომა კი არ დაუშვა მსოფლიომ, არამედ, დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ბალტიისპირეთთან ერთად საქართველოც არ მიიღეს ევროკავშირში თუ სხვადასხვა ალიანსში და დღეს რა დღეშიც ვართ, ხომ ხედავთ?! მოლდოვაც ახსენდებათ, უკრაინაც ახსენდებათ და საქართველოში იტყვიან ევროკავშირს და მაშინვე რაღაც უნდა მოხდეს. ქართველი ადამიანი არასდროს არ უნდა დაემორჩილოს იდეოლოგიას. იდეა სხვა არის და იდეოლოგია სხვა. იდეოლოგია კომუნისტებს ჰქონდათ, ფაშისტებს ჰქონდათ და ჩვენ იდეოლოგიის მსხვერპლნი არ უნდა გავხდეთ“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა. მისივე შეფასებით, უკრაინა-რუსეთის ომი კიდევ დიდხანს არ დასრულდება. „ახალგაზრდობას ვთხოვ, შეხედონ, რა ხდება მსოფლიოში. არის საშინელი ომი, ამას ჰქვია პროქსიომი. მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე. უნდა დავფიქრდეთ, არის დიდი ჭიდილი. რუსი ცდილობს ტერიტორიაზე დამკვიდრდეს და თან ფიქრობს, ცოტა ხანში ისე გამოფიტავს ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს, რომ ხალხი გამოვა თავისი ხელისუფლების წინააღმდეგ და მაგით ეშველება რუსეთს. მეორე მხარე ფიქრობს, რომ ცოტა ხანში იარაღის გარეშე დარჩება რუსეთი და ასევე, ხალხი გამოვა და შეცვლის ხელისუფლებას. ეს ომი ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება და ჯვარი სწერია სხვა ტერიტორიებზეც რომ არ გადავიდეს. ჩვენ არ გვეშინია, თუ მტერი შემოვიდა დავხვდებით როგორც შეგვეძლება, მაგრამ ძალით ისეთ ომში რატომ უნდა ჩაერთო, რომელსაც ამერიკაც ერიდება და ევროპაც. საქართველოს რომ უჭირს, როგორ გვეხმარებიან?! მხოლოდ დემოკრატიისკენ მოწოდებით. ჩემთვის სამარცხვინოა, უკრაინა, სანამ ომს დაიწყებდა ოპოზიციაც შევიწროებული ჰყავდა, ძირითადი ტელევიზიებიც დახურული ჰქონდა და კორუფცია როგორც რუსეთში, ისევე ყვაოდა და ომია და მიიღეს (ევროკავშირში), მოლდოვაც მიიღეს და ჩვენ არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს. როდესაც ასეთი კანონის მიღებას აპირებ, უნდა აუხსნა ადამიანებს რატომ არის საჭირო. როდესაც თქვეს ნახეთ, რომ სხვადასხვა ძალამ დაიწყო, რომ ამას იმიტომ იღებთ, რომ ჩვენი პარტნიორები მტრებად მიგაჩნიათო. ეს დაიწყო იმ პარტიებმა, რომლებმაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ და ასევე, რამდენიმე არასამთავრობოებმა, რომლებიც უდიდეს ფულს იღებენ უცხოეთიდან. ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება თუ გვინდა, რომ ცივილიზებულ მსოფლიოში ვიყოთ, თორემ ჯვარი გვწერია, რომ ან ევროპაზე, ან ამერიკაზე, ან ნებისმიერ ქვეყანაზე ვფიქრობდეთ, რომ მტერია. ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაური ომის დამნაშავედ შეირაცხა, სასამართლომ გასცა მისი დაკავების ბრძანება, არ ვიცი ომი, რომ მიმდინარეობს თავს იტყუებენ თუ რა არის, ვინ ვის დააკავებს, და მაშინვე, ჩინეთმა რა გააკეთა?! ჩავიდა და შეხვდა, რადგან არაფრად არ ჩააგდო, რადგან იმ სასამართლოს წევრები არ არიან არც ამერიკა, არც ჩინეთი და არც რუსეთი. თუ არ მოუგე რუსეთს, როგორ გინდა დაიჭირო. საინტერესოა, ქვეყანაში რომ ჩააკითხონ, ვინმე გაბედავს დაჭერას?! ვინმეს უნდა არეულობა?! თავისთან რომ არეულობა არ იყოს და უკრაინის გარეთ რომ არ გავიდეს, ფულს ხომ მაგაში იხდიან და იარაღითაც ხომ მაგიტომ ამარაგებენ?! ამიტომ, დაფიქრება გვმართებს. კი ვიძახით შეიძლება ,მესამე მსოფლიო ომი დაიწყოსო, მაგრამ თავს თუ არ მოვიტყუებთ დაწყებულია უკვე და ღმერთმა ქნას, რა ტერიტორიაზეც არის იქაც დამთავრდეს და აღარ გაიშალოს სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა მეუფე იაკობმა IPN-ის ცნობით.
ვის რაში სჭირდებოდა ციხეში ან საქართველოში სააკაშვილი - მეუფე იაკობი
ვის რაში სჭირდებოდა, ან ციხეში, ან საქართველოში სააკაშვილი, რომელიც ჩვენი დამპყრობლის ინტერესების გამტარებელი იყო ყოველთვის?! - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. „დღესაც პატიმარი სააკაშვილი უკრაინის მოხელეა იმიტომ, რომ პრეზიდენტს ჰყავს დანიშნული რაღაცაზე. თუ ჩვენ პარტნიორები ვართ, ცალმხრივია ეს პარტნიორობა? რას ჰგავს ეს? ვის რაში სჭირდებოდა, ან ციხეში რაში სჭირდება ვინმეს, ან საქართველოში რაში სჭირდება ეგ კაცი, რომელიც ჩვენი დამპყრობლის ინტერესების გამტარებელი იყო ყოველთვის?! ამერიკა და რუსეთი ფლირტში არიან, ახლოს არიან ერთმანეთთან და ჩამოჰყავთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივანოვი. შევარდნაძეს „დამსახურებულ პენსიაში“ უშვებენ და მოჰყავთ სამი ადამიანი უშუალოდ რუსეთს, ვინც უნდოდა- სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე. ამიტომ ის „ნაცმოძრაობა“ რაც იყო, აბსოლუტად რუსეთზე დამოკიდებული პარტია იყო“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
რაღაც პროცესებში სპეციალურად არ ვერევით, არ მინდა, ვიღაცას ძალა ვანახოთ - მეუფე იაკობი
რაღაც პროცესებში სპეციალურად არ ვერევით, არ მინდა, ვიღაცას ძალა ვანახოთ, თორემ თუ საჭირო გახდა, ნახავენ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა. "ჩვენთან ვერ მოხდება რა ასე, რევოლუციების ექსპორტები და ისინი ვერ მოხდება რა. შეხედონ, ძალიან დიდი ძალაა ხალხთან, დიდი ძალაა ეკლესიაში. ჩვენ კი ვართ გაჩერებული ვართ და რაღაც პროცესებში სპეციალურად არ ვერევით, რომ რაღაცა არ დავაზიანოთ, თორემ საკმაოდ შეგვიძლია, რაღაცა აი, სულ რამდენი იქნებიან, რა? გამოვლენ და ხმამაღლა იტყვიან, რომ კაცი კაცი არ უნდა იყოს და ქალი ქალი არ უნდა იყოს, და ბავშვებმა თავისი სქესები გადაიკეთონ და, რას ჰქვია რა? შენ მოგწონს, შენს ქვეყანაში მიიღე მაგ კანონი გქონდეს და მე თავი გამანებე. 3 000 წელი შენთვის არ მიკითხვას და არც ეხლა არ გკითხავ. იმიტომ, რომ სხვას თუ სერვანტესები ჰყავს, ჩვენ გვყავს შოთა და გალაკტიონი, ვაჟა. არავისზე ნაკლები არ ვართ...არ გვინდა, რომ კონკრეტულად ვიღაც პიროვნებები გამოვყოთ. ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და არ მინდა, რომ ვიღაცას ძალა ვანახოთ, თორემ თუ საჭირო გახდა, იმ ძალასაც ნახავენ და ღმერთმა გვაშოროს რომ იმ ძალამდე მივიდეთ", - განაცხადა სასულიერო პირმა.
ევროპარლამენტმა ფაქტობრივად, რუსეთზე მიგვაბა და ახლა რუსი რას გააკეთებს, ვინ ჩავიხედავთ მათი პირველი პირების თავში?! - მეუფე იაკობი
როდესაც ევროპარლამენტმა ევროკომისიას შესთავაზა, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, ფაქტობრივად, რუსეთზე მიგვაბა და ახლა რუსი რას გააკეთებს, ვინ ჩავიხედავთ მათი პირველი პირების თავში, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა. არა რუსულ ფრენებს - სალომე ზურაბიშვილი „კარგად ვიცით, რომ ამ გაჭირვების ჟამს, დღეს მსოფლიოში ისეთი სიტუაციაა, გარკვეულწილად, ქართველები თუ კონკრეტულ ძალებთან არ ვიყავით, ისე ძალიან გაჭირდება. ხედავთ როგორი სიტუაციაა. არის ცივილიზაციების ომი. არის რუსული ცივილიზაცია, რუსული იმპერიალიზმი და არის ასევე, სხვა დახვეწილი ფორმის, უკვე სხვა იმპერიალიზმი ვუწოდოთ, თავი არ მოვიტყუოთ. უკრაინაში რა ხდება, რუსმა რა იცის, რომ შიშველი ძალით დაეჯახოს. მიწები არ ჰყოფნის, დაავადებულია მიწებით. ამხელა სახელმწიფო რომ გაქვს, მსოფლიოს მერამდენედია რომ ავიღოთ, საბჭოთა კავშირის დროს მეექვსედი იყო და კიდევ აქეთ-იქით იწევდა. დღეს ახლა მერვედი ხომ მაინც იქნება. უკრაინა მოინდომა, უკრაინასთან ერთად მანამდე საქართველოსთან გზა გახსნილი ჰქონდა.1989 წელსაც შეგვიტია, შემდეგ საქართველოში სამოქალაქო ომი გამოიწვია, არაეროვნული ძალები რომ მოეყვანა სათავეში და საბოლოოდ, ამას მიაღწია. დადგა დრო და ჩვენს ერს ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წევრი არ ექცეოდა ისე, როგორც საკუთარ ერს უნდა მოქცეოდნენ და ქართველმა ერმა განაჩენიც გამოიტანა და მოიშორა. ეს არ იყო მარტო არჩევნებით გაშვება, ეს იყო გაგდება და გაძევება. თვალი გავუსწოროთ სიმართლეს", - განაცხადა მეუფემ. რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენებზე: ევროპელ მეგობრებს ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას. პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
თუ არ გინდათ ჩვენი მიღება, გვითხარით - მეუფე იაკობი ევროკავშირზე
ვიღაც, რომ არის ევროპარლამენტარი, ჩვენზე ძალიან უყვარს საქართველო? შენ მიხედე შენს საქმეს, რა! თუ არ გინდათ ჩვენი მიღება გვითხარით, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მხარს ვუჭერთ იმ სამუშაოს, რომელსაც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ახორციელებენ - მელონი „ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი, ჩვენზე ძალიან უყვარს საქართველო? შენ მიხედე შენს საქმეს, რა. თუ არ გინდათ ჩვენი მიღება გვითხარით, თუ არადა, კანდიდატობა რამეა? - სიმბოლოა, მაგრამ საქართველოში ლამის ორჯერ რევოლუცია მოაწყვეს. პირიქით, ხალხის პოლარიზაციას აკეთებენ. მიმიღე და ერთმანეთს ხომ ვეღარ ეტყვიან, „რუსი ხარ, რუსი ხარ“. რას მატყუებ რა? შენზე მეტი ჭკუაც მაქვს და შენზე მეტიც გვინახავს ჩვენს ერს. სამი ათასი წლის ერი ვართ, ვიღაცა კი არ ვარ. ყველა იმპერიამ ჩვენზე გადაიარა, მაგრამ ისევ წელში გამართულები ვართ. სიმართლეს გეტყვით, მე ძალიან ბევრი რამ მომწონს დასავლეთში. არის რაღაცები, რასაც არც მივიღებ და ვერც მიმაღებინებენ. ღვთის საწინააღმდეგო რაც არ არის, იმას ყველაფერს მივიღებ, მაგრამ ღვთის საწინააღმდეგო რაც არის, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, არა! ...იცოდნენ, ძალიან მკაცრები ვიქნებით ყველას მიმართ! მიგვიღებენ, მიგვიღებენ და თუ არ გვიღებენ, რევოლუცია ხომ არ უნდა მოვაწყოთ? რატომ არ გვიღებენ მითხარით, რა? რატომ არ უნდა მიგვიღონ? მე ხომ არ ვაბრალებ „ამას მიკეთებ, იმას მიკეთებ“. რატომ არ მიღებ, რა? მე საერთოდ არ მინდა დაყვედრებული არაფერი. ჩვენ გავხდეთ ძლიერები. ნუ ვჭამთ ერთმანეთს. ჩვენ გავხდეთ ისეთი ძლიერები, აქეთ შეგვეხვეწონ მერე. ცოტა გადავხედოთ ჩვენს თავს, ცოტა სხვანაირები გავხდეთ და უცხოელებსაც ყველამ მოვთხოვოთ, რომ ვინც ვართ, ისე მოგვექცნენ და არა ისე, ვიღაცა ჭორიკნები რომ დარბიან, პოლიტიკოსები რომ ჰქვიათ და იმათ ჭკუაზე რომ დადიან,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა. საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს - ბორელი ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
თამაზ გინტურმა მტარვალებს აჩვენა, რომ ვერ დაგვამარცხებენ, ჩვენი ერი არ დამარცხდება, ჩვენ შურისმაძიებელი ერი არ ვართ, მაგრამ ღმერთი იძიებს შურს, ფრთხილად იყვნენ - მეუფე იაკობი
ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა წმ. სტეფანე ხირსელის მამათა მონასტერში, საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა კირბალში საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე და მომხდარს „სულისშემძვრელი ამბავი“ უწოდა. მისი თქმით, „ეს უბრალო ტრაგედია არ არის“. „შეიძლება, ადამიანი ცხოვრობდე ამ ქვეყნად და ბევრ რამეში ერისთვის შეუმჩნეველი იყო, მაგრამ დგება დრო, ჟამი, ღმერთი გამოაჩენს ხოლმე თავის საყვარელ ადამიანს. ვფიქრობ, მონა ღვთისა თამაზი, რომელიც ოკუპანტებმა მოგვიკლეს, სიკვდილით შეუერთდა ზეციურ საქართველოს, მარადისობას, ყველაზე დიდი რამ რაც შეიძლება მომხდარიყო. მტარვალი ყოველთვის რას აკეთებს? - იყო შაჰ - აბასი - 6 000 ბერი მოგვიკლა, იყო ჯალალედინი - 100 000 ქართველი მოგვიკლა, არიან ახლანდელი ჯალათები, მოკლეს ადამიანი. ამ ადამიანმა რა გააკეთა - არ მიატოვა თავის წინაპართა საძვალე, საფლავზე მივიდა, შემდეგ ავიდა სალოცავში. არც წინაპრები მიატოვა და რა თქმა უნდა, ღვთის სადიდებლად იყო მისული, მათი და სხვების სული უნდა შეევედრებინა უფლისთვის, ამ დროს კლავენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იცოდეს, რა შეემთხვეოდა, იმავეს გაიმეორებდა, წავიდოდა. ღმერთმა ის გამოარჩია და ბედნიერია დედა, რომელმაც აღზარდა - ის ოჯახი, ის გვარი, რომელმაც ადამიანი გაზარდა,“ - განაცხადა მიტროპოლიტმა. მისი შეფასებით, თამაზ გინტური „ლაჩრულად“ მოკლეს და მათ არც სარწმუნოება აქვთ და არც კაცობა. მეუფე იაკობის თქმით, გინტურის საქციელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართველები ერთად უნდა იდგნენ, სხვანაირად მტერი არ დამარცხდება. „ამან [კირბალში მომხდარმა] დაგვანახა, რომ მამული არ უნდა მიატოვო. ძალიან მინდა, რომ საქართველოში ისეთი ცხოვრება იყოს, ამდენი ადამიანი რომ გასულია ქვეყნიდან, უკან დაგვიბრუნდნენ. როგორც მან არ მიატოვა... ხომ იცოდა, რომ შეიძლება მოეკლათ. იქ ნებისმიერ გადასულზე, არა მარტო გიჭერენ... სარწმუნოება აქვთ მათ, კაცობა აქვთ თუ რა აქვთ. ასე ლაჩრულად იარაღი გიჭირავს და უიარაღო კაცს კლავ. ჩვენების იარაღი არის უდიდესი სარწმუნოება, უდიდესი სიყვარული და სამშობლოსთვის თავდადება. ღმერთმა აცხონოს მისი უკვდავი სული. ჩვენ სწორად შევხედოთ, მის ღვაწლს შევხედოთ და ქართველებმა დავინახოთ, რომ ერთმანეთთან ახლოს უნდა ვიყოთ, ერთმანეთი გავიტანოთ. მტერი ისე არ დამარცხდება, ჩვენ იმ მიწებს აუცილებლად დავიბრუნებთ. დროებითი გვაქვს წართმეული. მე არ მეგულება ისეთი ქართველი, რომელიც დათანხმდება რამის სანაცვლოდ ის ადგილი დათმოს. მე მჯერა, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ თვითონ მოუნდებათ კვლავ ჩვენთან ერთად ყოფნა. ამიტომ ასეთ ამბებზე, უნდა ვისწავლოთ და ასეთი შემთხვევაა, როცა მან დაამარცხა მტარვალები. ღმერთთან სად მისი მდგომარეობა და სად ჯალათების, იმალებიან. რა არის მათი სიცოცხლე, მალვაში უნდა იყვნენ და თავიანთი ხელისუფლება კიდევ რამდენ ბოროტებას ჩაადენინებს მაგ საქმის გამო, თქვენც იცით. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ სწორად გვეცხოვროს ქართველებს,“ - აღნიშნა მეუფე იაკობმა. ის კირბალში მომხდარსა და ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ერთმანეთს უკავშირებს და აცხადებს, რომ მკვლელობა ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა, რითაც „ოკუპანტი შეეცადა, გავემწარებინეთ.“ მეუფე იაკობის თქმით, ჩვენი ერი არ დამარცხდება. „[თამაზ გინტურმა] მტარვალებს აჩვენა, რომ ვერ დაგვამარცხებენ, ჩვენი ერი არ დამარცხდება, ჩვენ შურისმაძიებელი ერი არ ვართ. ღმერთი ყველაზე და ყველასთვის იძიებს შურს. ფრთხილად იყვნენ, ვინც გვეხება, ძალიან ფრთხილად იყონ, არ ვისურვებ მათ მდგომარეობაში ყოფნას. ჩემი ერის არცერთ წარმომადგენელს არ ვუსურვებ,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური სამხედრო პატივით 11 ნოემბერს დაკრძალეს.
პრეზიდენტს აქვს დისკრეცია, თუ გააკეთებს, არ გამიკვირდება - მეუფე იაკობი სააკაშვილის შეწყალებაზე
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ "არ გაუკვირდება" თუკი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. ამის შესახებ მან საპატრიარქოში, პატრიარქ ილია მეორის იუბილეზე მისვლისას ჟურნალისტებთან ისაუბრა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. „პრეზიდენტს დისკრეცია აქვს, თუ გააკეთებს, არ გამიკვირდება. პრეზიდენტისგან არაფერი არ გამიკვირდება. რასაც ვხედავ, შეუძლია, შეიწყალოს." - ჟურნალისტის კითხვას, უნდა დარჩეს თუ არა საპატიმროში მიხეილ სააკაშვილი, ბოდბელი ეპისკოპოსი პასუხობს: "საპატიმროში კარგა ხანია, არ მინახავს, მე მგონი, მშვენიერ პალატაშია." მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა აქვს მისჯილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალებისთვის. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2022 წლის 12 მაისს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც დღემდე იმყოფება. სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მიმდინარე წლის 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მას უარი უთხრა დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.
მეუფე იაკობი: გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით
„გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით - ჩვენთან თუ რაიმე ცუდია გამოვასწორებთ, თქვენ თქვენ თავებს მიხედეთ,“ - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. „ეკლესიასთან ბრძოლას თავი დაანებეთ, ვერ მოერევით. მოკლე ისტორიული მეხსიერება არ გვაქვს. ვინც იძახის ეკლესიაზე „რუსული“, „რუსული“, „რუსული“, გადახედოს "ეროვნულ მოძრაობას". ნახონ, "ეროვნული მოძრაობის" მართლაც პატრიოტი წევრები რას ამბობდნენ მათზე, ვინ იყვნენ და რა იყვნენ. გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით - მუქარის გარეშე. არაფერზე დგახართ, არც სარწმუნოება, არც მრწამსი არ გაქვთ რამით, რომ შეგვიტიოთ. და ჩვენთან თუ რაიმე ცუდია, თვითონ გამოვასწორებთ, თქვენ თქვენ თავებს მიხედეთ. არჩევნების წელია და შევეცადოთ, რომ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს, ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ. შეხედეთ, რა ხდება, თითქოს ადამიანისთვის, მხოლოდ ორი რაიმე იყოს მხოლოდ საჭირო - სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლებაც. შეხედეთ, საქართველოში როგორ არის, ვიღაც რაღაცას რომ დააშავებს, ეკლესიას აგინებს, ან რაღაცას, მაშინ ახსენდებათ ეს. სხვა რაიმე გაიხსენე, ერთად უნდა ვიცხოვროთ. ხომ არის სიყვარული, ერთმანეთი თუ გვეყვარება, ასე ხომ არ დავჭამთ ერთმანეთს. სიმშვიდე შევინარჩუნოთ... ჭკვიან ხალხს მივმართავ, ეკლესიასთან გონივრულად იყავით იმიტომ, რომ არ გვინდა... წყნარად ვართ, გამოწვევა თუ იქნება, მივიღებთ, შემდეგ ვნახოთ, ვინ უშველის მათ, ჩვენთან ღმერთია, მათთან ვინ იქნება?! - ვნახოთ, ვისი აჯობებს,“ - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
მეუფე იაკობი: ქართული ეკლესია ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც ხალხს სჭირდება
ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებში ღმერთთან თვითონ აგონ პასუხი, ჩვენ ძველი დროიდან მოყოლებული ვიცით, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა მამაკაცად და დედაკაცად. მეუფე იაკობის თქმით, საქართველოში პოლიტიკოსებმა უნდა დააფიქსირონ თუ როგორ უყურებენ საკითხს. „არ უნდა ვილაპარაკოთ ისეთ თემებზე, რაც გონებას აბინძურებს. ვაჟი და გოგო რომ გეყოლება, გიხარია და შემდეგ, თურმე თვითონ ირჩევს ვინ არის, ბიჭი თუ გოგო. ამაზე ქართულ საზოგადოებაში დღესვე უნდა შედგეს საუბარი, უნდა დაიხუროს ეს თემა ქართველებისთვის, რადგან ეს დიდი სისულელეა. სხვა ქვეყნებში თუ უნდათ იყვნენ მასე, ღმერთთან თვითონ აგონ პასუხი, ჩვენ ძველი დროიდან მოყოლებული ვიცით, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა მამაკაცად და დედაკაცად. ყველა ლამაზია, ადამიც და ევაც, შესაბამისად, მათი თაობაც, რადგან მსოფლიოში არეულია, ადრე თუ გვიან ჩვენც მოგვადგებიან და გვეტყვიან მასე გააკეთეთო. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ რა და როგორ გვინდა. მშობლები ხართ და გინდათ მასეთი თავისუფლება? ნორმალურია ის ადამიანი, კაცი რომ იტყვის, კაცი არ ვარო და ქალი რომ იტყვის, ქალი არ ვარო? სხვაგან არის ასეთი რამ: მამრობითი, მდედრობითი და საშუალო სქესი და ვხედავთ სადამდე მივედით, რომ ვეღარ ერკვევიან სქესებში და გენდერებში. ჩვენთან კი იფიქრებ, რომ ამ ენაზე შექმნა და დაარქვა ადამმა ყველას თავისი სახელი. ამიტომ, ჩვენთან პოლიტიკოსებმა, ეს იქნება დღევანდელი ხელისუფლება, თუ მომავალში მიშას უნდა მოსვლა, უნდა დააფიქსირონ თუ როგორ უყურებენ ამას. პირდაპირ გეტყვით, ვინც დღეს ამ თემაზე საუბარს ერიდება, ჩვეულებრივი გამყიდველია,“ - აღნიშნა მეუფე იაკობმა. მეუფე იაკობმა ამავე საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიტიკოსები უნდა გამოვიდნენ, პოლემიკაში შემოვიდნენ და აჩვენონ რა უნდათ და რა არა. „ქართული ეკლესია ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც ხალხს სჭირდება. ჯობია ეს პოლიტიკოსებიც გაერკვნენ რა უნდათ და რა არა. გამოვიდნენ და პოლემიკაში შემოვიდნენ და გვაჩვენონ რა უნდათ, რა არა. იმიტომ, რომ ქართველებმა უნდა გადავწყვიტოთ, როგორც ქალის და მამაკაცის ოჯახად დეფინიცია, ასევე გადასაწყვეტი გაგვიხდება, რომ მერე ვიღაც სულელებმა რაღაც ახალი არ მოგვიტანონ,“ - განაცხადა მეუფემ. „თუ იქნება მთავრობის ჩართულობა საჭირო, შეიძლება, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა“ - კობახიძე „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან“ დაცვის კანონპროექტზე
ჯეიმს ო'ბრაიენი მეუფე იაკობს შეხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის" (CDD) აღმასრულებელ დირექტორს ქეთევან ჩაჩავას შეხვდება. შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, 3 ოქტომბერს, ვაშინგტონის დროით 11:30 საათზე გაიმართება. შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის საგარეო უწყებამ დააანონსა. დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ გასაჯაროებულა.