თეგი: ნაციონალური მოძრაობა
ND: პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება
NDI-ს 27 იანვარს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად კვლავ გადაუწყვეტელია. ორგანიზაციის განცხადებით, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. მხოლოდ 42%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია. კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 41% პასუხობს - არცერთი; „ქართული ოცნება“ – 24%; „ნაციონალური მოძრაობა“ - 9%
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტ. ფრაქცია "`ნაციონალური მოძრაობის~ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიაში იყო აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღეს. „შაბათს, შეხვედრაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს, მაგრამ აქვე მინდა ხაზი გავუსვა და ავხსნა მიზეზები, რატომ მიიღო ჩვენმა ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი პარტია და ქვეყანა არის უმძიმესი რეალობის და გამოწვევის წინაშე. საქმე ეხება იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპყრობილეშია, დატყვევებული რეჟიმის მიერ. საერთაშორისო საზოგადოება არის ამაზე ჩამოყალიბებული, რომ მისი საპყრობილეში ყოფნა არის რეჟიმის პოლიტიკური შურისძიება და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიება. ამიტომ ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი იქნება საჯარო მხილება რეჟიმის, თუ როგორ ეპყრობა რეპრესიული ინსტიტუტების გამოყენებით რეჟიმი მიხეილ სააკაშვილს, სწორედ ამისთვის ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
დეპუტატ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ვ.ბ.-ს, ო.ყ.-ს, შ.მ.-ს და პარლამენტის წევრის დ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 ოქტომბერს, ქ. რუსთავში, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა ვ.ბ. და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ განხორციელებულ პოლიტიკას აპროტესტებდა. ასევე აპროტესტებდა დ.კ.-ს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. „აღნიშნული პროტესტის გამოხატვისას, ვ.ბ.-სთან და მის თანმხლებ პირებთან პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები მივიდნენ, მათ შორის იმყოფებოდა დ.კ.-ც, რომელმაც მის მიმართ საჯაროდ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ვ.ბ.-ს და მის თანმხლებ – ო.ყ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელა. მომხდარი კონფლიქტის დროს ვ.ბ.-მ, შ.მ.-მ და ო.ყ.-მ, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ორი პირის მიმართ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. დ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) დაიწყო. ვ.ბ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ და „გ“ ქვეპუნქტებით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ და ჯგუფურად) დაიწყო, ხოლო ო.ყ.-ს და შ.მ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად) დაიწყო. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსთავის საქალაქო სასამართლომ, დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეუფარდა. რაც შეეხება პარლამენტის წევრ დ.კ.-ს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობა“ დავით ზალკალიანს პარლამენტში იბარებს
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ საკანონმდებლო ორგანოში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს იბარებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ვითხოვთ, რომ ზალკალიანი გამოცხადდეს კომიტეტზე, უპირველეს ყოვლისა, იმისთვის, რომ განვიხილოთ ჩრდილოეთის, ბალტიის და შავი ზღვის ახალი თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ეს არის მცდელობა, რომ შეიქმნას ახალი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების სარტყელი რეგიონში და საქართველომ უნდა შეძლოს და გამოიყენოს ეს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სარტყელი. ეს არ არის NATO-სა და ევროკავშირის ალტერნატივა, მაგრამ, როგორც მან განმარტა, ეს არის შესაძლებლობა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებამდეც მივიღოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. მისივე თქმით, „უკრაინაში რუსული აგრესიისა და დასავლეთის მხრიდან შეკავების ახალი არქიტექტურის ფონზე, რეგიონში იქმნება ახალი რეალობა და ეს არის დიდი შანსი, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან სრულ უმოქმედობას ვხედავთ“. „ამიტომ როგორც ეს რეზოლუციის შემთხვევაში მოხდა, როგორც ეს მოხდა უკრაინაში ვიზიტის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც სწორედ ოპოზიციამ უნდა იტვირთოს ხელისუფლების ფუნქცია და სწორედ ოპოზიციამ უნდა დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
რუსთავში „ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატს არ დააყენებს და მხარს ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს
რუსთავში შუალედურ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატს არ დააყენებს და მხარს ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მედიას განუცხადა, რომ ძალიან რთული ბრძოლა იქნება, რადგან ხელისუფლება „მთელი რესურსით მობილიზაციას შეეცდება, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით მაქსიმალური გაკეთდება. „ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ ბატონ ბადრისთან და შევთანხმდით, რომ დღეს გვექნებოდა კონსულტაციები. რაც შეეხება მის კანდიდატურას რუსთავში, ბადრი ჯაფარიძეს სრულიად უსამართლოდ ჩამოართვეს მანდატი, ეს იყო მანდატის პოლიტიკური ქურდობა, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ იყოს ძლიერად წარმოდგენილი. არ გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიები შევქმნათ. ამიტომ, ბრძოლის ეს ფაზა, რომელიც არის საკმაოდ რთული, მათ შორის შუალედური არჩევნები მისი ხასიათიდან გამომდინარე არის ძალიან პრინციპული. რაც შეეხება მის მხარდაჭერას რუსთავში, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააყენებს კანდიდატს და მხარს დაუჭერს ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში. ჩვენ ვიზიარებთ იმას, რომ ეს უნდა იყოს საერთო პლატფორმა, ეს უნდა იყოს ერთიანი ძალისხმევა. ასევე ვიაზრებთ იმასაც, რომ ძალიან რთული ბრძოლა იქნება, რადგან ხელისუფლება მთელი რესურსით მობილიზაციას შეეცდება, მაგრამ ნამდვილად დასაფასებელია ბატონი ბადრის ეს გადაწყვეტილება. ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთებთ მაქსიმალურს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება.
რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება
„ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და მხარდამჭერების ორგანიზებით, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია ტარდება. მონაწილეები პენიტენციურ დაწესებულებამდე ავტოკოლონით მივიდნენ. ადგილზე საქართველოს ფართომასშტაბიანი დროშა მიიტანეს და ექსპრეზიდენტს მხარდამჭერი შეძახილებით მიმართავენ. აქვიაზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია.
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის განსაზღვრულია და ამ კურსის შეცვლა ვინმეს განცხადებების კვალდაკვალ ვერ მოხდება
საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის განსაზღვრული, რა თქმა უნდა, ამ კურსის შეცვლა „ნაციონალური მოძრაობის“ თუ ვინმეს განცხადებების კვალდაკვალ ვერ მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. „საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს თავის პარტნიორებთან, დასავლეთთან და იმ ლიდერ სახელმწიფოებთან, რომლებიც ამ შემთხვევაში ფლობენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ბერკეტებს, რომ შეაჩერონ რუსეთის აგრესია და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი. შესაბამისად, ამ ყველაფრის მიღმა არის რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თავად იგონებს თემებს და თავადვე პასუხობს, ასევე მის მიერ კონტროლირებად მედიაში მართავს განხილვებს, სადაც მაგიდის ორივე მხარეს თავად ზის. ჩვენ არ ვაპირებთ, კომენტარები გავაკეთოთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და პატიმრობაში მყოფ მის ლიდერს, თუ რა იდეები მოსდის და რა განცხადებებს აკეთებს. მიხეილ სააკაშვილი ერთ დღეს ერთ განცხადებას აკეთებს, მეორე დღეს თავისივე განცხადებას უარყოფს, რაც არის უკიდურესად არასერიოზული პოლიტიკური ძალა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
NDI: გამოკითხულთა 64%-ის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, მარტში გამოკითხულთა 22%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 7% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს. გამოკითხულთა 6%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს სხვა პარტიები დგანან, გამოკითხულთა 64% კი მიიჩნევს, რომ მის შეხედულებასთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას ან არ აქვს კითხვაზე პასუხი. ამასთან, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. კონკრეტული პარტია მხოლოდ 35%-მა დაასახელა. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდა. თებერვალში საველე სამუშაოები მოიცავდა 3-15 თებერვალს. 2,036 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%; ხოლო მარტში საველე სამუშაოები მოიცავდა 9 -20 მარტს. 2,024 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6% საველე სამუშაოები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.
გიორგი მარგველშვილმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა მას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა შესთავაზა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე შეთავაზება მიიღო. „100%-ით ტყუილია. 100%-ს რატომ ვამბობ, ამის არც შემოთავაზება არ ყოფილა, არც განხილვა, არც ჩემი გადაწყვეტილება არ არსებობს. 100%-ით მოგონილი ამბავია. ჩემი აზრით, გუშინდელი სკანდალური ჩანაწერის გადასაფარად. არანაირი განხილვა, შემოთავაზება, მოთელვა არ ყოფილა ბუნებაში. არის ხოლმე ამბები, 1% მართალია და 99%-ს მოაბამენ. ეს ასეთი ამბავიც კი არ არის. სრულიად მოგონილია“, - განუცხადა გიორგი მარგველაშვილმა რადიო თავისუფლებას. კითხვაზე, შემოთავაზების არსებობის შემთხვევაში, როგორი იქნებოდა მისი პოზიცია, მეოთხე პრეზიდენტი ამბობს რომ მისი დამოკიდებულება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ წლების განმავლობაში უცვლელია, ის არ იზიარებს ამ პარტიის ღირებულებებს და შესაბამისად, ამ პარტიასთან თანამშრომლობა განხილვის საგანი არ იქნებოდა. თავის მხრივ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარტიის თავმჯდომარე ხდება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი მარგველაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა პირადად მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა, რუსთავი 2-მა 26 აპრილს გაავრცელა.
ირაკლი ღარიბაშვილი პიტერ აკერმანზე: პატრონი მოუკვდათ დესტრუქციულ ძალებს "ჩამოიყვანეს ცნობილი ერთ-ერთი რევოლუციონერი, რევოლუციის დამფინანსებელი და იდეოლოგი, ბატონი აკერმანი. რათა მოემზადებინა ჩვენი დესტრუქციული მეხუთე კოლონა, რომ მოეწყოთ მშვიდობიანი რევოლუცია. პატრონი მოუკვდათ დესტრუქციულ ძალებს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „ჩამოიყვანეს ცნობილი ერთ-ერთი რევოლუციონერი, რევოლუციის დამფინანსებელი და იდეოლოგი, ბატონი აკერმანი, რომელიც ჩამოვიდა ღიად და საჯაროდ, რათა მოემზადებინა ჩვენი დესტრუქციული მეხუთე კოლონა, რომ მოეწყოთ მშვიდობიანი რევოლუცია, მშვიდობიანი გადატრიალება ქვეყანაში. ამ კაცს რა მოუვიდა ეს ცალკე თემაა, მოკვდა ის კაცი. პატრონი მოუკვდათ დესტრუქციულ ძალებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, , „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებელი პიტერ აკერმანი აპრილის დასაწყისში იმყოფებოდა საქართველოში და შეხვდა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. „ქართული ოცნებამ" ამ შეხვედრას „რევოლუციური გეგმების“ განხილვა უწოდა.
„ნაციონალური მოძრაობა“: ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრს შორის დაპირისპირება მოხდა
"ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრს, გიორგი მუმლაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და „შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა“, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს", - ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. მათივე ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჩართვის დროს, გიორგი მუმლაძე ჯგუფთან ერთად, პროვოკაციის მოწყობის მიზნით განზრახ მივიდა ტელევიზიასთან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა მელიას მძღოლს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალურ შესასვლელში მყოფი მაუწყებლის და დაცვის პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით. „რამდენიმე კვირის წინ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ საზოგადოებას წარუდგინა ოლიგარქ ივანიშვილის დამარცხების კონკრეტული გეგმა და სტრატეგია. ამ მიზნით პარტიამ გაააქტიურა ორგანიზაციული რეფორმები და გადადგა კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ერთიანობა, კონსოლიდაცია და აღნიშნულ გეგმაზე სრული კონცენტრირება. ამ ფონზე, გარკვეული ადამიანების მცირე ჯგუფის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციისა და დესტრუქციული ნაბიჯების გამო გვიხდება ამ განცხადების გაკეთება, რაც სხვა შემთხვევაში ჩვენთვის არ იქნებოდა პრიორიტეტული. ტვ პირველის „ნოდარ მელაძის შაბათის“ გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუსის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებულ იქნა საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანის ხმასთან. საკითხის გარკვევის მიზნით მასთან და მისი გუნდის წევრებთან მოხდა კომუნიკაცია. ერთი კვირის წინ ეს ადამიანები მოვიდნენ პარტიის ცენტრალურ ოფისში პარტიის გენერალურ მდივანთან შესახვედრად. მათგან რამდენიმე პირი იყო უკიდურესად აგრესიულად განწყობილი, რაც ასევე გამოიხატებოდა მათ მიერ სოციალურ ქსელებში მანამდე გავრცელებულ პოსტებში. შედგა საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა. მოგვიანებით ამ პირების ნაწილის სურვილით პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, რა დროსაც იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად. მან შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა. ბუნებრივია, პარტიაში მყოფმა პარტიის წევრებმა აღკვეთეს მათი მცდელობა და ეს ადამიანები ოფისიდან გაყვანილ იქნენ. უფრო მეტიც, რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ნიკა მელია საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ გადაცემაში პირდაპირ ეთერში პასუხობდა ჟურნალისტის კითხვებს, გიორგი მუმლაძე ჯგუფთან ერთად, პროვოკაციის მოწყობის მიზნით განზრახ მივიდა ტელევიზიასთან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა მელიას მძღოლს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალურ შესასვლელში მყოფი მაუწყებლის და დაცვის პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით. ჩვენ არ ვაპირებდით ამ თემებზე საჯაროდ საუბარს, რადგანაც ეს არ არის ის საკითხები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და არ ეხება ქვეყანაში არსებულ მძიმე გამოწვევებს, თუმცა რადგან რამდენიმე ადამიანმა საკუთარი პირადი მიზნების მისაღწევად გადაწყვიტა მცდარი ინფორმაციის გავრცელება, შევთანხმდით, რომ აუცილებელი იყო მთავარი ოპოზიციური პარტიის პოზიციის დაფიქსირება. რუსული ოცნების სტრატეგიაა საზოგადეობაში გააჩინოს უიმედობა და ნიჰილიზმი. ამ მიზნით მათ არაერთხელ უცდიათ პროვოკაციების მოწყობა და ოპოზიციურ პარტიებში დაპირისპირების სურათის შექმნა. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანების მიერ განხროციელებული ნაბიჯები და განცხადებები ნებსით თუ უნებლიედ ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს. აგრეთვე აღნიშნული ქმედებები ქმნიან ხელსაყრელ გარემოს, რათა ოლიგარქის მიერ მიტაცებულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა პარტიის აქტიურ წევრებზე ყალბი სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა წამოიწყონ. ქვეყანა სოციალური და ეკომომიკური კუთხით უმძიმეს მდგომარეობაშია, ასიათასობით მოქალაქე ტოვებს საქართველოს, მუდმივად მიმდინარეობს ოლიგარქის დანაშაულებრივი რეჟიმის მხილება, გამომჟღავნდა ხელისუფლების რუსული კავშირები და პრორუსული პოლიტიკა. ოლიგარქის სისტემა ირყევა. საზოგადოების აზრი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს უცხოელ პარტნიორებში საბოლოოდ ჩამოყალიბდა - ხელისუფლების ცვლილება აუცილებელია ქვეყნის ევროპული პერსპექტივისათვის. ამ ვითარებაში, მთავარი აქცენტი ივანიშვილის რეჟიმის საბოლოო დამარცხებაზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ არ უნდა შევუწყოთ ხელი “რუსული ოცნების” სტრატეგიას, რომელიც ითვალისწინებს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირებისა და შიდა განხეთქილების განცდის შექმნას. რიგ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს განსხვავებული პოზიციები, რაზეც დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის პრინციპიდან გამომდინარე პარტიაში დისკუსია საჯაროდ მიმდინარეობს. ეს ჩვენი არჩევანია, რადგან ანგარიშვალდებულად ვგრძნობთ თავს ჩვენს ამომრჩეველთან. ამავე დროს, “ნაციონალური მოძრაობა” ერთიანია სტრატეგიაში - მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამიასა და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ხელისუფლების ცვლილება ვადამდელი არჩევნების გზით, დაჩქარებული ტემპით აუცილებელი რეფორმების გატარება და ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღება. ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა არის ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლების, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის წინაპირობა. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, როგორ დავაჩქაროთ ოლიგარქის მმართველობის დასასრული საქართველოში. ჩვენთვის პარტიის არჩეული თავმჯდომარის და პარტიის მმართველობის მიმართ კრიტიკული და საქმიანი შენიშვნები მისასალმებელია. ამავე დროს, შეურაცხყოფა და ურთიერთობის ქუჩური წესი მიუღებელი და დაუშვებელია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ გადაუხვევს ხელისუფლების ვადამდელი არჩევნების გზით ცვლილების არჩეულ სტრატეგიას და ამ გზაზე აქტიურად ითანამშრომლებს ყველასთან, ვისთვისაც ეს იდეა არის მნიშვნელოვანი. ძალა ერთობაშია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვახტანგ გომელაური: საქართველოში რუსეთის 250 ათასი მოქალაქის შემოსვლაზე ინფორმაცია ტყუილია
განიხილება თუ არა ლარსის ჩაკეტვა, ამ საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვას შს მინისტრმა უპასუხა. ვახტანგ გომელაურის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა, 250 ათასი ადამიანი ნამდვილად არ შემოსულა და ეს სიცრუეა. ეს ადამიანები, რუსეთის მოქალაქეები, ეთნკურად რუსები მოდიოდნენ, წლებია, დადიან საქართველოში, დღეს უნდა გახდეს ეს პრობლემატური?! ამას უარესი მასშტაბები ჰქონდა, ბატონი სააკაშვილი ხვდებოდა და თითო ბოთლ ღვინოს ურიგებდა მანქანებში რუსებს: „შემობრძანდით, ხალხო, თქვენ რა შუაში ხართ, ეს პუტინია“. „რუსეთის მოქალაქეები ყოველთვის შემოდიოდნენ და დღეს დავკეტოთ?( საზღვარი. რედ). „რაც შეეხება ინფორმაციას, რომ 250 ათასი ადამიანი შემოვიდა, ეს არასწორია, ტყუილია, ამდენი არ შემოსულა, საიდან მოაქვთ ეს ციფრები არ ვიცი. დაახლოებით 4-5 დღის წინ იყო 5 ათასიდან 6 ათასამდე, ახლა გაიზარდა სადღაც 40-45%-ით. გუშინ ღამით, 10 ათასამდე იყო, იმის წინ 11 ათასამდე, 200 ათასამდე არ შემოდის. როგორც ჩანს, ოპოზიცია ორად არის გაყოფილი, თუმცა მსოფლიოში უკვე სხვა მიდგომებზე გადადიან, ზოგი ამბობს, ჩავკეტოთ, ზოგი - შემოვუშვათ, რათა ეს ხალხი ომში არ წავიდეს, უკრაინელებს არ ესროლონ და არ მოკლან. იქნებ, ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, უნდა შემოვუშვათ თუ არ უნდა შემოვუშვათ ეს ადამიანები. კრიმინალი შეიძლება, ისედაც გაიზარდოს ან დაიწიოს. რაც მეტი ადამიანი შემოვა, რა თქმა უნდა, ალბათობა არის იმის, რომ გაიზარდოს. შეიძლება, არც გაიზარდოს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. კითხვაზე, რამდენი ადამიანი შეუძლია, რომ მიიღოს საქართველომ უცხოეთიდან, ვახტანგ გომელაურმა უპასუხა: ახლა უკვე რთულია, პიკზეა ხედავთ, რიგებია ჩვენს მხარეზეც, გამტარიანობა 20 გეითიანი არ არის, ახლაც გვიჭირს გატარება, თუმცა გაძლიერებულია დანაყოფები, რომ მაქსიმალურად გავფილტროთ და ვინმე არ შემოგვეპაროს. უსაფრთხოების სამსახურიც გვეხმარება. „არ მგონია, ამაზე მეტი გაიზარდოს, ფიზიკურად ვერ გავატარებთ“. მისივე თქმით, ლოგიკურია, რომ უკან გაბრუნებულთა რიცხვი გაიზარდა. „თუ ას კაცში, ათ კაცს უკან ვაბრუნდებით, ათას კაცში პირობითად, 100 კაცი გაბრუნდება უკან“.
ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების მოთხოვნაზე თანაპარტიელების განცხადებას უპასუხა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, შიდაპარტიული არჩევნების მოთხოვნის თაობაზე თანაპარტიელების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კოლეგების ბრიფინგზე „ახალი არაფერი თქმულა". ირაკლი ნადირაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს „მსურს, ყველამ იცოდეს - მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები, მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში. მით უმეტეს, შიდა პარტიულ არჩევნებში და მით უმეტეს მაშინ, როცა არცთუ ისე ცოტა სათქმელი დამიგროვდა. ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ, როდესაც გნებავთ, მე მზად ვარ ამ არჩევნებისათვის“, - განაცახდა მელიამ. მისივე თქმით, უახლოესი პერიოდი აუცილებლად გამოაჩენს, რა იყო ამ საკითხის ამ ფორმით, ასე ნაჩქარევად გამოტანის რეალური მიზეზეზი და მიზანი, მით უმეტეს, რომ დღეს მთავარი თემა უნდა ყოფილიყო ევროპარლამენტის უმნიშვნელოვანესი შეფასებები. „სწორედ ამ კონსულტაციების ფარგლებში, მე პარტიის შიგნით არჩევნების საკითხი ღიად დავაყენე თვენახევრის წინ - გავაკეთე ეს საკუთარი ინიციატივითა და იმ ადამიანების თანდასწრებით, ვინც დღეს ითხოვს არჩევნებს. არჩევნების საკითხზე იყო თანხმობა, მსჯელობის საგანი იყო მხოლოდ, როდის და როგორ ჩატარდებოდა არჩევნები. თუ რაიმე არის ჩემთვის კომფორტული - არის არჩევნები, ღია საჯარო და მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობის ჩართულობით. არჩევნები, სადაც ათობით ათასი პარტიის მხარდაჭერი მიიღებს მონაწილეობას, სადაც ათი ათასობით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერსთვის მექნება სიმართლის თქმის საშუალება, რათა მათ გააკეთონ გააზრებული და პარტიისა და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული არჩევანი“, - აღნიშნა მელიამ.
ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებზე, საკუთარ კანდიდატურას წარადგენს
ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებზე, საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ, მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი ნადირაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს „ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გასაძლიერებლად. ვიღებ გამოწვევას, რომ დაბრუნდეს ძლიერი, აქტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაბამისად, დაბრუნდეს რეალური უკომპრომისო მებრძოლი ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში. ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების მოთხოვნაზე თანაპარტიელების განცხადებას უპასუხა ჩემი მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ დავუბრუნო იმ ხალხს, ვისაც ეს ეკუთვნის – ამომრჩეველს, მხარდამჭერებს და ყველას, ვისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი პლატფორმა და შესაძლებლობაა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
გიორგი ჩალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში, საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ, ტვ. „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე, საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებს. ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებზე, საკუთარ კანდიდატურას წარადგენს „ვხსნი ჩემს კანდიდატურას, მე აღარ დავაყენებ არჩევნებში ჩემს კანდიდატურას, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, არანაირი შტაბების ფორმალური გაფორმება, სტრუქტურული ერთეულები ან სხვა რამე არ არის საჭირო, ეს უნდა იყოს ფართო კონსენსუსი, ჩვენ გვჭირდება პროცესი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის და არა სხვისთვის“, - თქვა ჩალაძემ. ირაკლი ნადირაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ პარტია და ყველა სხვა დანარჩენი რესურსი მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად მხარში ამოუდგება. ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების მოთხოვნაზე თანაპარტიელების განცხადებას უპასუხა გიორგი ჩალაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა 11 ნოემბერს წარადგინა. დღეს, 16 ნოემბერს, ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის თავისი კანდიდატურა წამოაყენა. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, თანაგუნდელებთან რამდენიმე დღიანი კონსულტაციის შემდეგ მიიღო.
ომის პარტიას, ამრევებსა და "ლუზერებს" არეულობას არ შემოვატანინებთ - ღარიბაშვილი
ამრევებსა და "ლუზერებს" არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას, პირიქით, ჩვენ გვინდა მშვიდობა ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალუმა მოძრაობამ“ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანით ბოლო კარტი გამოიყენა. „ბოლო გათამაშება, ბოლო კარტი გამოიყენეს სააკაშვილის ჩამოყვანით, ეს სისულელე ჩაადენინეს და ვნახეთ, როგორ დასრულდა - ფიასკოთი, სრული ფიასკოთი დასრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება. ვინმეს რაიმე ილუზია არ ჰქონდეს - ჩვენს ქვეყანაში ომის პარტიას, ამრევებსა და "ლუზერებს" არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას, პირიქით, ჩვენ გვინდა მშვიდობა“, - განაცხადა პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე განმარტება გააკეთა
9 დეკემბრის სასამართლო პროცესამდე, მიხეილ სააკაშვილის წერილი გავრცელდა
„მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს. მადლობა ყველას. მიყვარხართ" - მიხეილ სააკაშვილის წერილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი, გიორგი პატარაია ავრცელებს. ცნობილია, როდის იმჯელებს სასამართლო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისა ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. ექსპრეზიდენტის ადვოკატები, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას, ან მისგან სრულად გათავისუფლებას ითხოვენ. სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ შუამდგომლობა პირველ დეკემბერს შეიტანა. სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში შიმშილობის დაწყების შესახებ განაცხადეს. თუ ამ ხელისუფლებას პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად სჭირდება მსხვერპლი, დაე, ეს მსხვერპლი მე ვიყო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ანი წითლიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობას იწყებს. ანი წითლიძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებული არ არის, რისთვისაც ბოდიშს უხდის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ გადაიყვანენ. „ხელისუფლების მიერ გავრცელებულმა კადრებმა,სადაც ვიხილეთ, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რათა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიიყვანოს სიკვდილამდე, გულგრილი არ დატოვა არავინ. ამ ყველაფერს არ შევხვდებით გულგრილად. დღეს მე და ჩემმა მეგობრებმა, მიუხედავად ფრაქციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, მიხეილს სააკაშვილის გადაყვანამდე, იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იქნება, ვაცხადებთ შიმშილობას. იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვართ, ეს პროტესტი მზარდი იქნება, იქნება პარლამენტის კედლებშიც და მის გარეთაც“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარული სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარული სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. დარბაზის დატოვებამდე ფრაქციის დეპუტატმა, ანა წითლიძემ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიმართ აღნიშნა, რომ „მის ქმედებებზე პასუხისგება მის შვილებს მოუწევთ". ცნობისთვის, დეპუტატები დღეს იუსტიციის მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
რატი ბრეგაძე „ნაცმოძრაობაზე“: ოროსნებისგან ცილისწამებებს მიჩვეული ვართ
„მინდა ქართველ ხალხს ბოდიში მოვუხადო, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის წევრების ქმედებების გამო, რომლებიც ნათლად ადასტურებენ იმას, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო საკანონმდებლო საქმიანობასთან, ცივილიზებულ პოლიტიკურ კულტურასთან, - თქვა ისუტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარული სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს „აქ ჩვენ ვიხილეთ ცილისწამება. როცა ადამიანს აბრალებთ, რომ ის არის მკვლელი, შევახსენებ ამ ოროსნებს, რომ მის წინააღმდეგ უნდა იყოს დამდგარი კანონიერი განაჩენი სასამართლოს მიერ და შესაბამისად, მხოლოდ ასეთ ადამიანს შეიძლება უწოდო მკვლელი. თუმცა, მსგავსი ტიპის ცილისწამებებს, რა თქმა უნდა, მიჩვეული ვართ. აქვე, სამწუხაროდ, არ ჩანს, მედია დააფიქსირებდა, კონკრეტულად ოჯახის წევრებსა და მცირეწლოვან ბავშვებზე საუბარს მათ მიერ, რაც დაუშვებელია და იმ მარაზმზე მეტყველებს, რასაც ეს ხალხი წარმოადგენს და კიდევ ერთხელ აჩვენებს თავიანთ დაუნდობელ სახეს. ნათლად აჩვენებს იმას, რომ ისინი მართლაც არავის დაინდობენ ხელისუფლების უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. ცნობისთვის, დეპუტატები დღეს იუსტიციის მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულს, 5 000-ლარიანი გირაო დაეკისრა
ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნისა და ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირი იოსებ სირაბიძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარი აღკვეთის ღონისძიების სახით დააკისრა. ამასთან, თავად ბრალდებულმა, ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ მომხდარი მისი მხრიდან შეცდომა იყო. „ეს იყო შეცდომა, უფრო სწორად დანაშაული. მეორეჯერ არ განმეორდება”, - განაცხადა სირაბიძემ. ცნობისთვის, დაკავებულ იოსებ სირაბიძეს სასჯელის სახის 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, დავით კირკიტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ სტაბილურია. მან მედიკოსების რჩევით შიმშილობა შეწყვიტა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განუცხადეს, კირკიტაძე კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება. „წნევა ჰქონდა ძალიან დაახლოებული, 100/90-ზე. ამიტომ მედიკოსებმა გადაწყვიტეს მისი კლინიკაში გადაყვანა. ახლა დასტაბილურდა პარამეტრები, თუმცა სუსტადაა. ექოკარდიოგრამის პარამეტრები არ აძლევს საშუალებას რომ შიმშილობა გააგრძელოს“, - განაცხადეს პარტიაში. ცნობისთვის, დავით კირკიტაძე კლინიკაში გუშინ, გვიან ღამით, არტერიული წნევის შეუსაბამო ნიშნულების გამო გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი დეპუტატი ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია შიმშილობს.
"ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დაიწყო
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება. პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი: მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია; ლევან ხაბეიშვილი; ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან.პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კობა ნაყოფიას ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულთა რიცხვი დაახლოებით, 50 000 ადამიანს შეადგენს.„ყველას, ვინც დარეგისტრირდა, მოვუწოდებ, აქტიურად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მინდა დაგარწმუნოთ, არჩევნები იქნება ფარული, ვერასდროს, ვერავინ გაიგებს მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა თუ არა, ან ვის მიეცით ხმა. ამის აბსოლუტური გარანტია არსებობს, არჩევნები სრულად ფარულია და წვდომა პრაქტიკულად არავის აქვს“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა
„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი გახდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა. "ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დაიწყო „არჩევნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 49 638-ს შეადგენს. არჩევნებში მონაწილეობა კი 41 264-მა ადამიანმა მიიღო. საარჩევნო სუბიექტების მიერ ხმათა რაოდენობა ასეთია – ნონა მამულაშვილი 1 537 ხმა, რაც ხმების 3.33 პროცენტს შეადგენს, ნიკა მელია 16 476 ხმა – 40 პროცენტი, გიორგი მუმლაძე 1 516 ხმა – 3.68 პროცენტი, ლევან ხაბეიშვილი 21 656 ხმა – 52.58 პროცენტი“,- განაცხადა ნაყოფიამ. შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.
გიორგი კირთაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ თანამდებობა დატოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა როგორც კირთაძე აცხადებს, პარტიაში რჩება და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. „თავიდანვე ვამბობდი, რომ ნიკა მელიას დამარცხების შემთხვევაში თანამდებობას დავტოვებდი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტიას ვტოვებ და აქტიურად არ გავაგრძელებ ბრძოლას მიშას სიცოცხლის გადასარჩენად და ავტოკრატიული რეჟიმის შესაცვლელად. უბრალოდ ახლა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ხალხმა, ვინც მხარს უჭერდა ლევან ვარშალომიძეს. ვულოცავ ხაბეიშვილს გამარჯვებას და არ ვფიქრობ, რაიმე დაპირისპირება იქნება პარტიაში. ახლა, როგორც არასდროს, ქვეყანას სჭირდება ერთიანი და მონოლითური „ნაციონალური მოძრაობა“,- განაცხადა გიორგი კირთაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარებულ არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ცნობილია
ექსპრეზიდენტის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ლევან ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სურვილია ყველას ახსოვდეს, რომ ძალა ერთობაშია და პარტიის დაშლაზე ლაპარაკი არ უნდა იყოს. „არაფერში არ ჩარეულა მთელი ეს პერიოდი, მაგრამ ახლა ასეთი პოზიცია აქვს - ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიას, მიმაჩნია, რომ ის ნამდვილი გმირიაო, მაგრამ ახლა, დღეს ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებებსო. ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ყველას ახსოვდეს, რომ ძალა არის ერთობაში და არავითარ დაშლაზე არ იყოს ლაპარაკი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე მთელი ეს პერიოდი არასდროს დაუძრავს კრინტი ჩემთან და პირველად ახლა მითხრა“, - განაცხადა გიული ალასანიამ. შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.
"ნაციონალური მოძრაობის" ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი - ვოლსკი
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ რომ ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის, "ნაციოანლური მოძრაობის" ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა მისი თქმით, კეზერაშვილი შეარჩიეს რევოლუციური გეგმის აღმსრულებლად, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასახა, ხოლო კეზერაშვილმა თავის წარმომადგენლად ხაბეიშვილი შეარჩია. „კეზერაშვილი შეარჩიეს საუკეთესო აღმსრულებლად ამ რევოლუციური გეგმის, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასახა, მაგრამ რამდენად იქნება ეს ტრადიციული „ნაციონალური მოძრაობა“ ტრადიციული ადამიანების დაქვემდებარების ან ხელმძღვანელობის ქვეშ, ამ შეკითხვებს პასუხს გასცემს მომავალი. რეალურად, რაც დღეს ხდება, არის ის, რომ 50 ათასი „ნაცის“ ფარგლებში 4 კანდიდატი იქნა შერჩეული და ამ 50 ათასი ადამიანის, ამომრჩევლის უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ კეზერაშვილი, უფრო სწორად ხაბეიშვილი უნდა ჩაუდგეს სათავეში გაერთიანებას, ერთ დროს პოლიტიკურ გაერთიანებას,“ - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.
ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა
ეს გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, ყველა პოლიტპატიმარს, ქართველ ხალხს, - "ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა "ამ არჩევნებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება, ბრძოლის ველიდან გაყვანა შეუძლებელია. ამ არჩევნებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ ის არის არა ერთი რიგითი პარტია, არამედ დიდი ერთობა ჩვენი დაუღალავი ხალხისა, რომელსაც სწყურია გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დავუმტკიცეთ ყველას, მტერსაც და მოყვარესაც, ყველას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ ერთგულები ვართ იმ ღირებულებების, რომლებიც სათავეში ედო ენმ-ს დაფუძნებას, ერთგულები ვართ იმ ფასეულობების, რომელმაც შექმნა ვარდების რევოლუცია. ცხადია, პირველი გადაწყვეტილებებიც იქნება დაკაშირებული სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან. მიშა, მინდა, შეგპირდე, არ გავჩერდებით, ვიდრე შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი. დემოკრატია ჩვენთვის სიტყვის მასალა არ არის, ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი პარტია საქართველოში, რომელიც საქმით ამტკიცებს დემოკრატიული, დასავლური ფასეულობების ერთგულებას, ეს არჩევნები ამის ნათელი და პირდაპირ გამოვლინებაა. ჩვენ არ ვაპირებთ ცხადია ზეიმს, დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენ ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.
„ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრებმა თანამდებობა დატოვეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამმა წევრმა: ბაჩო დოლიძემ, აკაკი მინაშვილმა და გიორგი პატარაიამ პარტიული თანამდებობები დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა ბაჩო დოლიძე საორგანიზაციო მდივნის პოსტს იკავებდა, აკაკი მინაშვილი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური მდივანი იყო, ხოლო გიორგი პატარაია საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი. როგორც მათ განმარტეს, ენმ-ს რიგებში კვლავ რჩებიან, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.
ლევან ხაბეიშვილს დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს - თბილისის მერი
თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილი არის კეზერაშვილ-მერაბიშვილის მიერ დროებით დასმული ხელქვეითო, რომელსაც ძალიან მალე გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა „დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები „ნაციონალურ მოძრაობაში“. ზოგადად ერთი რამ შემიძლია გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც აჩვენებდა საზოგადოებას იმას, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. გვახსოვს, როგორ ექცეოდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რა დამოკიდებულება იყო და დღეს, როდესაც ოპოზიციაში არიან ისინი, საზოგადოებას აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. ხაბეიშვილი ვინ არის? არავინ არ არის საერთოდ. ხაბეიშვილი არის კეზერაშვილ-მერაბიშვილის მიერ დროებით დასმული ხელქვეითი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მას მოაშორებენ და გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს. თქვენ ნახეთ, როგორი ბინძური მეთოდებით ებრძოდნენ ისინი ერთმანეთს. ეს არის მათი ხელწერა. შეუძლებელია, შეიცვალონ ეს ადამიანები და ამ პარტიის სულისკვეთება თავისი ფარული ჩანაწერებით, ერთმანეთის მიმართ თავისი შეურაცხმყოფელი განცხადებებით. ეს მათი საქმეა, არ მინდა, ჩავერიო მათ პარტიულ საქმიანობაში, თუმცა ეს ცხადია და გამოკვეთილია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახლავთ კეზერაშვილ-მერაბიშვილი“, – განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.
ხატია დეკანოიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს
ხატია დეკანოიძე ენმ-ს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა დეკანოიძის თქმით, შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.
გაუგებარია ვინ სად მიდის, ან რატომ მიდის - ხაბეიშვილი
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ გაუგებარია მისი კოლეგები თანამდებობას რატომ ტოვებენ. ხატია დეკანოიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა "მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ძალა ერთობაშია და მათ შორის, მეც ამ პოზიციაზე ვარ. საერთოდ გაუგებარია ვინ სად მიდის, რატომ მიდის, მაგრამ მე ვაპირებ ყველასთან თანამშრომლობას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა და პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე", - განაცხადა ხაბეიშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.
აირჩევა ახალი პოლიტსაბჭო - "ნაციონალური მოძრაობა"
ჩამოყალიბდება ახალი პარტიული სტრუქტურა, აირჩევა ახალი პოლიტიკური საბჭო, ხოლო სხვადასხვა საპასუხისმგებლო მიმართულებაზე მუშაობას პარტიაში ახლად მისული ადამიანები შეუდგებიან, - „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები დასრულებულია! არჩევნები ინოვაციურად, მაღალტექნოლოგიური მეთოდით – ბლოკჩეინ სისტემის გამოყენებით ჩატარდა. ამ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერების უპრეცედენტო რაოდენობამ მიიღო. პარტიის მართვის უმაღლესი აღმასრულებელი რგოლის მსგავსი, მაღალი დონის ლეგიტიმაცია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებით, პარტიის რეალურად გაძლიერების შანსს იძლევა. ამ ყოველივეს მიზანია, უმოკლეს დროში, ერთიანი ძალისხმევით, პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაჭრა, რუსული ოლიგარქიული მმართველობის დემონტაჟი და სახელმწიფო ევროატლანტიკური საგარეო კურსის შეუქცევადობის უზრუნველყოფა. პრაგმატული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და რეალიზება გარკვეულ დროს მოითხოვს. შედეგად ჩამოყალიბდება ახალი, მოდერნიზირებული და პროდუქტიული პარტიული სტრუქტურა, გაძლიერდება რეგიონული პოლიტიკა და ორგანიზაციები, აირჩევა ახალი პოლიტიკური საბჭო და სხვადასხვა საპასუხისმგებლო მიმართულებაზე მუშაობას პარტიაში ახლად მოსული, შედეგზე ორიენტირებული ადამიანები შეუდგებიან. რაც შეეხება არაპოლიტიკურ, წმინდა საორგანიზაციო-ადმინისტრაციულ მართვას, მათ შორის სხვადასხვა სოციალურ ქსელში პარტიის კუთვნილებაში არსებული სხვადასხვა რესურსის კოორდინირებულ მუშაობას, ენმ-ის გენერალური მდივნის მითითებით, პარტიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის ხარისხის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა შუალედური ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო გადაწყვეტილებები უკვე აღსრულების პროცესშია“, – ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.
ხაბეიშვილმა ჩალაძე „პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის" ხელმძღვანელად დანიშნა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა „პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი" შექმნა და ხელმძღვანელად გიორგი ჩალაძე დანიშნა. ამის შესახებ ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენი გუნდის დაპირების შესაბამისად, პირველი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებთ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნაა. ამ შტაბებისთვის ლოჯისტიკის, ინფრასტრუქტურისა და ყველანაირი დახმარების უზრუნველყოფა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ბიუჯეტის ნაწილის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მიმართვა, ჩვენი გეგმაა. საზოგადოებამ იცის, რომ კვირების განმავლობაში კონსულტაციები მიმდინარეობდა ერთ კანდიდატთან, გიორგი ჩალაძესთან. მას ეყოლება გუნდი, შტაბების ჩამოყალიბებასა და გამართვაზე პასუხისმგებლობას ის აიღებს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა. გიორგი ჩალაძის განცხადებით, ის მოხარულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ მუშაობის მთავარი სტილი იქნება. „ჩემთვის პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი რამდენად მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად იცით. ეს არის ლევან ხაბეიშვილის დეკლარირებული გეგმა. პრეზიდენტის გათავისუფლებაში არაერთი ადამიანია ჩართული. შტაბების კარი ყველასთვის ღიაა. პირველივე დღიდან ჩვენი მეგობრები სხვა პარტიებიდანაც გვეხმარებიან. უახლოეს დღეებში, გვექნება იმის პრეზენტაცია, თუ როგორ ვაპირებთ მუშაობას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ და ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. ეს ძალიან მალე მოხდება“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
არ ვემხრობი საპარლამენტო და საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას - დეკანოიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო ბოიკოტსა და მანდატების დატოვებას არ ემხრობა. მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, პარტნიორების ნდობა არ დაკარგონ. „მე არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რაციონალურად შევხედოთ მოვლენებს და ჩვენი პარტნიორების ნდობა არ დავკარგოთ. ჩვენ ვიცით ჩვენი პარტნიორების განწყობები. მიშას საკითხის გადაწყვეტა არის საერთაშორისო მნიშვნელოვან ზეწოლაზე მუშაობა. ივანიშვილმა უნდა იგრძნოს საფრთხე. ამაზე ვმუშაობთ 1,5 წელი (ყველაფრის თქმა არ შემიძლია რიგი მიზეზების გამო). დღეს ის საპირისპიროს ხედავს. რაც უფრო ბევრს გვეყოფა უნარი რაციონალიზმის და საჯაროდ საუბრის სიმართლეზე, უკეთესია ჩვენი სამშობლოს ინტერესებისთვის“, - წერს ხატია დეკანოიძე. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში და გააგრძელებენ კონსულტაციებს მანდატების დატოვებაზე.
მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს
მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქცია დაიწყო. „გუშინ, ფაქტობრივად ე.წ. მოსამართლემ კრემლის გადაწყვეტილება გააჟღერა. დიახ, გუშინ რუსი ოლიგარქი ივანიშვილის ხელით, პუტინმა გამოუტანა სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენი, რომ მისი ციხეში დარჩენა ნიშნავს მის გარდაუვალ სიკვდილს. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი საერთაშორისო ძალიან ავტორიტეტული ექსპერტების და ექიმების დასკვნა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის დიდი ალბათობით მოწამლულია", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
„ხალხის ძალა“: „ნაციონალების“ „ენჯეოების“ სიყალბე მარტივად მტკიცდება, თუმცა არგუმენტის გარეშე ატრიალებენ ყალბ მესიჯს, თითქოს ჩვენი კანონპროექტი რუსულია
"ნაციონალების“, მათი „ენჯეოების“, მედიასაშუალებებისა და უცხოელი პატრონების სიყალბე ძალიან მარტივად, ამერიკული, რუსული და ქართული კანონების ტექსტების ერთმანეთთან შედარებით მტკიცდება, თუმცა ისინი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ატრიალებენ ერთი და იმავე ყალბ მესიჯს, თითქოს, ჩვენი კანონპროექტი რუსულია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი. „ხალხის ძალის“ წევრების შეფასებით, ისინი ისეთ ცნებებს, როგორიცაა თავისუფალი მედია და თავისუფალი სიტყვა, პრინციპულად არ ცნობენ და ვერ ეგუებიან. „თანამედროვე სამყაროში სიცრუე უკეთური პოლიტიკური ძალების ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის იარაღია. ამ იარაღს 2004-12 წლებში დიდი წარმატებით იყენებდა „ნაციონალური მოძრაობა“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ყველას გვახსოვს, როგორ ტირაჟირებდა მაშინ ერთ ხმაში სიცრუეს „ნაცმოძრაობის“ მიერ მიტაცებული სამი ტელევიზია. 2012 წლის შემდეგაც, „ნაცმოძრაობისთვის“ სიცრუე პოლიტიკაში თავის შენარჩუნების მთავარ იარაღად დარჩა. იმისათვის, რომ სიცრუე წარმატებული იყოს, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები აგრესიულად უპირისპირდებიან თავისუფალ სიტყვას და ნებისმიერ ლოგიკურ არგუმენტს, რომელმაც მათი სიყალბე შეიძლება ამხილოს. ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტების – „ნაციონალების“, მათი „ენჯეოების“, მედიასაშუალებებისა და უცხოელი პატრონების სიყალბე ძალიან მარტივად, ამერიკული, რუსული და ქართული კანონების ტექსტების ერთმანეთთან შედარებით მტკიცდება, ისინი ყოველგვარ არგუმენტაციაში შესვლის გარეშე ატრიალებენ ერთი და იგივე ყალბ მესიჯს, თითქოს, „ჩვენი კანონპროექტი რუსულია“. ეს დამოკიდებულება იმის შედეგია, რომ ისინი ისეთ ცნებებს, როგორიც თავისუფალი მედია და თავისუფალი სიტყვაა, პრინციპულად არ ცნობენ და ვერ ეგუებიან. ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე მიგვანიშნა, რომ ევროპაში მედია სრულ ცენზურას ექვემდებარება, რაც ევროკავშირის უმწვავეს ფასეულობით კრიზისზე მეტყველებს. ვხედავთ, რომ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, რაც ათწლეულების მანძილზე ევროპის მთავარი ხიბლი იყო, დღეს უკიდურესად არის დაკნინებული. ეს შემაშფოთებელი მდგომარეობა კარგად ჩანს ევროპარლამენტის მაგალითზეც. გასული თვეების მანძილზე, ევროპარლამენტმა მიიღო სამი რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომლებიც ერთმანეთზე უარესი სიყალბით არის გაჯერებული. ითხოვენ კრიმინალების სასჯელისგან განთავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას, აცხადებენ, რომ კეზერაშვილი იდევნება, როგორც ე.წ. კრიტიკულად განწყობილი მედიის მფლობელი, ამბობენ, რომ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიების გამო არის დაჭერილი, გვიმტკიცებენ, რომ მსხვერპლი არა სანდრო გირგვლიანი, არამედ სააკაშვილია. როდესაც ევროპარლამენტი ამ მასშტაბის სიყალბეს ტირაჟირებს, ეს ევროკავშირში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს. ევროპარლამენტის საერთო რევიზორებად ჩვენ არ გამა, სიმართლე და სამართლიანობა, აგენტურისგან თავისუფალი სუვერენული სახელმწიფოებრიობა არის ის ღირებულებები, რომელთათვისაც 2012 წელს ვიბრძოდით და რომელთა მოსაპოვებლად საქართველო სააკაშვილის აგენტოკრატიული ავტორიტარული რეჟიმისგან გავათავისუფლეთ. გამაოგნებელია, როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ართმევენ ევროპას ამ ღირებულებებს, რის გამოც მისი მომავალი ძალიან რთულად განჭვრეტადი ხდება. სააკაშვილის რეჟიმის სტანდარტებით მოქმედ ევროკავშირს არაფერი აქვს საერთო იმ ევროპულ ოჯახთან, რომლის წევრობაზეც ათწლეულების მანძილზე ვოცნებობდით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვანო მერაბიშვილი არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს - "ნაციონალური მოძრაობა"
ვანო მერაბიშვილი არის „ენმ“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გულშემატკივარი, მაგრამ ის არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს, - ასე ეხმაურება პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კონკრეტული ინდივიდების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებების ირგვლივ, გადაჭარბებულ, ხელოვნურ და სპეკულაციურ მსჯელობებს, პარტია „ენმ“ აღიქვამს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციის და მთავარი თემიდან ყურადღების გადატანის მცდელობად. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი და მრავალფეროვანი პოლიტიკური ორგანიზმი, რომელიც აერთიანებს ნახევარ მილიონზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს. ვანო მერაბიშვილი არის „ენმ“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გულშემატკივარი, მაგრამ ის არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში. კონკრეტული ინდივიდების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებების ირგვლივ, გადაჭარბებულ, ხელოვნურ და სპეკულაციურ მსჯელობებს, პარტია “ენმ” აღიქვამს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციის და მთავარი თემიდან ყურადღების გადატანის მცდელობად. ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ვანო მერაბიშვილი თავადვე აღნიშნავს, რომ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, მისი სუბიექტური აზრია და ის აჟღერებს საკუთარ პირად პოზიციებს. კიდევ ერთხელ, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოზიციებს ახმოვანებს მხოლოდ პარტიის მენეჯმენტი“,- აღნიშნულია პარტიის განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ „საქართველოში რეალურად ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიაა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილის პარტია. მისი რეიტინგი ორჯერ მეტია ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიის რეიტინგი ერთად”.
ხატია დეკანოიძემ "ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად დატოვა
ხატია დეკანოიძემ "ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად დატოვა. მისივე თქმით, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება. ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო მისი თქმით, ახალ რეალობაში, როცა საერთოდ სხვა მოცემულობაა და მრავალი წელია გასული, „ძველი პარადიგმით პარტიის მმართველობა არ იმუშავებს“. „ვფიქრობ, ჩემი მხრიდან ეს არის სწორი გადაწყვეტილება, მტკივნეული, ემოციური, მაგრამ სწორი. მიუხედავად ამისა, არც ერთ ჩემს წუთს არ გავატარებ ისე პარლამენტში და პარლამენტს მიღმაც, რომ არ დავიცვა პოლიტპატიმრები, არ ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერისთვის, მისი გადარჩენისთვის, ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის და საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი - ჩემს ძალისხმევას არ დავიშურებ. რაც შეეხება მიზეზებს, ამაზე ვისაუბრე და მთავარი მიზეზი ეს არის ის, რომ ძველი პარადიგმით პარტიის მმართველობა არის გაუმართლებელი და ვფიქრობ, ახალ რეალობაში, როცა საერთოდ სხვა მოცემულობაა და მრავალი წელი გავიდა, ეს უბრალოდ არ იმუშავებს. მიუხედავად ჩემი გადაწყვეტილებისა, წარმატებას ვუსურვებ პარტიას, ამ ადამიანებს და იქ არიან ადამიანები, ვისთანაც ვმეგობრობ დიდი ხანია, ასევე წარმატებას ვუსურვებ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ოპოზიციურ ფლანგზე იქნება ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ. ჩემი გადაწყვეტილება არის საბოლოო, არ შეიცვლება, უახლოეს პერიოდში ეს გაფორმდება ოფიციალურად, მათ შორის, ფრაქციას ვგულისხმობ“ - განაცხადა დეკანოიძემ. ინფორმაციისთვის, ხატია დეკანოიძე პარლამენტის ბოიკოტს არ ემხრობა. შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ, დეკანოიძემ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვა.
„ნაციონალური მოძრაობა“ დიმიტრი ჩიქოვანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დიმიტრი ჩიქოვანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსულმა ოცნებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის წინააღმდეგ აბსოლუტურად კომიკური, ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს გადასული, ღიად იაფფასიანი და კანონგარეშე პროვოკაცია მოაწყო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „რუსულ ოცნებას“ არ შერჩა არანაირი მენტალური და მორალური რესურსი, ყოვლად ამაზრზენი, ძალადობრივი და უკანონო პროვოკაციების გარეშე განაგრძოს არსებობა. ამ ფაქტმა გვაჩვენა, რომ მათ არ აქვთ არანაირი მორალური და კანონისმიერი მუხრუჭი. ოცნების პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის საეჭვო რეპუტაციის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიის გადასაფარად, ამავე პროპაგანდისტის მითითებით, სახელმწიფო ინსტიტუტები მზად არიან, სრულიად უკანონოდ შეუვარდნენ სახლებში ყველას, ყოველ მიზეზ გარეშე. ხელისუფლების მდგომარეობის დამძიმება უკავშირდება მათი მხრიდან იმის გააზრებას, რომ მიუხედავად მრავალწლიანი მცდელობისა, მათ ვერ გატეხეს ქართული საზოგადოება და საქართველოში ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს! 7-10 მარტის მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, პროტესტმა აჩვენა, რომ ქართველი ხალხის ნებაა საქართველო ევროპაში! შევიკრიბოთ 9 აპრილს, 17:00 საათზე, პარლამენტის წინ. ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას! ვუთხრათ არა რუსული სტილის პროვოკაციებს და ძალადობას! გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოს, შევიყვანოთ საქართველო ევროპაში!“, – ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 126-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ადგილზე მყოფ „პოსტივის“ ჟურნალისტს, ნათია ბერიძეს დიმიტრი Ჩიქოვანი ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას დიდი ფასი არ აქვს - კობახიძე
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობას“ შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს. პარლამენტის რესურსი არ აქვთ, პირველ რიგში, იმის გამო, რომ მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები ძალიან შეზღუდული. არ აქვთ ელემენტარული უნარი, რომ ჩაერთონ კანონპროექტების განხილვაში და ა.შ. აქედან გამომდინარე, რაიმე დიდი ფასი მათ მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში ბუნებრივია არ აქვს. ხაბეიშვილის ინტელექტი იცით, გუბაზ სანიკიძის ინტელექტი იცით, სხვების ინტელექტი იცით, ხომ? ანუ, ინტელექტით ვერ ახერხებენ რეალურად მიყოლას იმ პროცესებზე, რაც კანონპროექტების მიღებასთანაა დაკავშირებული“, – გნაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას დიდი ფასი არ აქვს - კობახიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული უკვე არის, განსაკუთრებით 7-8 მარტის მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე მაშინ, როცა ინტერპელაციის საკითხი იქნა განხილული. ასევე ყველა იმ საკითხს, რომელიც ეხება საქართველოს სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ინტერესებს, იქნება ეს ევროპული დღის წესრიგიდან გამომდინარე, 12 პუნქტის გეგმის შესასრულებლად, ხალხის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში, რაც გულისხმობს, რომ ყველა საპარლამენტო განხილვაში, სხდომაში ფრაქცია მონაწილეობას მიიღებს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ არანაირი რეიტინგი გაზრდილი არ არის - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, IRI-ის კვლევის ედრთადერთი მიზანი იყო ვირტუალური რეალობის შექმნა და ოპოზიციის მოტივირება. „ამ კვლევის ერთადერთი მიზანი იყო დაბნეულობის შეტანა საზოგადოებაში. ეს არის პროპაგანდის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი, რათა კრახი, რომელიც დადასტურდა 29 აპრილის არჩევნებით, კრახი, რომელიც განიცადა ოპოზიციამ, შეიფუთოს, თითქოს რაღაც სხვა რეალობა არსებობს. ერთია ვირტუალური რეალობა, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ ე.წ. კვლევაში და მეორეა რეალური რეალობა, ის, რაც არის ჩვენი მოსახლეობის რეალური განწყობა და ამაზე მეტყველებს არა მხოლოდ შედეგები, არამედ ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ ვერცკი გაბედა, კანდიდატები დაეყენებინა. სხვა გამართლება, ახსნა არ აქვს, რომ მათ კანდიდატები არ დააყენეს, მაგალითად, ცაგერში ან თერჯოლაში მერის კანდიდატურები. თუ ისინი საუბრობენ, რომ წალენჯიხაში წარმატებულად უძღვება ოპოზიციონერი მერი ადგილობრივ თვითმმართველობას, დაემტკიცებინათ ეს ცაგერშიც და თერჯოლაშიც. გარდა ამისა, ახლა თავადვე ამბობენ, რომ აკლიათ ხმები პარლამენტში და ნანობენ, რომ სია აქვთ ჩახსნილი, დაეყენებინათ კანდიდატურა ფოთში და აეღოთ ერთი დამატებითი მანდატი. ხომ ამბობენ და ამ კვლევასაც ხომ იმის თქმა უნდოდა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, საქმე იმაშია, რომ ყველამ კარგად იცის რეალობა – ე.წ. კვლევის ავტორებმაც და ოპოზიციამაც. რეალობა არის, რაც ვნახეთ 29 აპრილს. იმ არჩევნებში, რომელიც გადამწყვეტი არ იყო, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნებისგან განსხვავებით, რომელიც რეალურად იყო საპარლამენტო არჩევნების დონის არჩევნები, რადგან იქ იდგა 43-პროცენტიანი ბარიერის საკითხი, თუ გახსოვთ, ადგილობრივი თემები საერთოდ არ განიხილებოდა, ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო კამპანიაში პოლიტიკური თემები იყო წამოყენებული, რეფერენდუმადაც კი განიხილავდნენ იმ არჩევნებს, ახლა, როცა რიგ შემთხვევებში კანდიდატის კონკურენტიც არ იყო, უფრო მეტი ამომრჩეველი მივიდა, უფრო მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. რატომ? იმიტომ, რომ მთავარი მოტივაცია იყო, დემონსტრაციულად, ქართველმა ხალხმა როგორც შიგნით, ისე გარეთ დაანახა ყველას, ვინც ცდილობს, გამიჯნოს ქართველი ხალხი ქართული ხელისუფლებისგან, დაანახა ამ ადამიანებს, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას. ანუ, „ნაციონალური მოძრაობის“ არანაირი რეიტინგი გაზრდილი არ არის, პირიქით, ვხედავთ, რომ ყველანაირად არის დემოტივირებული ზოგადად ოპოზიციაც. IRI-ის კვლევის ერთადერთი მიზანი იყო ვირტუალური რეალობის შექმნა და ოპოზიციის მოტივირება, რეალობასთან ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.