თეგი: ჟოზეფ ბორელი
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი რუსეთს სანქციებს ჯერ არ დაუწესებს
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთს სანქციებს ჯერ არ დაუწესებს. „შეხვედრები ლიდერების, მინისტრების დონეზე, რა ფორმატშიც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს საუბარი და ომის თავიდან აცილება ძალიან საჭიროა“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. 20 თებერვალს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ლეგიტიმური მიზეზები არსებობს იმისთვის, რომ რუსეთს ახლა მაინც დაუწესდეს სანქციების ნაწილი, რათა ევროკავშირმა აჩვენოს, რომ არა მხოლოდ საუბრობს სანქციებზე, არამედ მოქმედებს კიდევაც.
ჯოზეფ ბორელი: რუსეთის ინტერვენციის ფონზე, ევროკავშირი საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას ადასტურებს
რუსეთის ინტერვენციის ფონზე ევროკავშირი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და ასევე საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას უდასტურებს. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაში. "ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის, მათ მიერ დემოკრატიულად არჩეული ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების გვერდით. ევროკავშირი ასევე ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას და ერთგულებას საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
ჟოზეფ ბორელი: უკრაინისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიარდი ევრო მოხმარდება ყველა სახის სამხედრო აღჭურვილობის უზრუნველყოფას აგრესიის შესაჩერებლად
ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ვაპირებთ, ვისაუბროთ თავდაცვის მინისტრებთან უკრაინაში არსებულ სამხედრო ვითარებაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ომი უკრაინაში, – ამის შესახებ ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ ვიდეოკონფერენციის დაწყებამდე განაცხადა. „თქვენ იცით, რომ ეს ნახევარი მილიარდი ევრო მოხმარდება თავდაცვითი იარაღის, მსხვილკალიბრიანი იარაღის, ტანკსაწინააღმდეგო, ყველა სახის აღჭურვილობის უზრუნველყოფას აგრესიის შესაჩერებლად. წევრმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ეს იარაღი და უნდა მოახდინონ კოორდინაცია იმაზე, რა ქმედებას აკეთებენ, რისი გაკეთება შეგვიძლია დამატებით ამ რესურსებით, ამ საფრთხეებთან საბრძოლველად. კიევი, ხარკოვი, მარიუპოლი წინააღმდეგობას უწევს და რუსეთი დიდი მსხვერპლით იხდის ფასს, მაგრამ ჩვენ უნდა მივაწოდოთ საბრძოლო მასალა, მსხვილკალიბრიანი იარაღი და ტანკსაწინააღმდეგო აღჭურვილობა. მათ ასევე სჭირდებათ საწვავი ტანკებისთვის, თვითმფრინავებისთვის და ეს უნდა იყოს კოორდინირებული“, – აღნიშნა ბორელმა. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს
ჯოზეფ ბორელი: პუტინს ეგონა, მისი არმია უკრაინას რამდენიმე დღეში აიღებდა
პუტინს ეგონა, მისი არმია უკრაინას რამდენიმე დღეში აიღებდა და მარიონეტულ მთავრობას დასვამდა, თუმცა ეს ყველაფერი ასე არ წავა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "მშვიდობის მისაღწევად მრავალი მხარის თანხმობა გჭირდება, თუმცა ომის საწარმოებლად მხოლოდ ერთიც კმარა. ახლა ჩვენს წინაშეა ომი, რადგან პუტინს გააჩნია ისტორიის სრულიად განსხვავებული ხედვა ჩვენგან. სწორედ ამიტომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. სწორედ ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ის ცდება“, – განაცხადა ბორელმა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი: პუტინი კიევის აღებას 2 დღეში გეგმავდა
ჟოზეფ ბორელი: უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება იყო დაპირება, რომელიც ვერ შესრულდებოდა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება იყო დაპირება, რომელიც ვერ შესრულდებოდა - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელიმ TF1-თან ინტერვიუში განაცხადა. „იყო დრო, როდესაც, შესაძლოა, ისეთი რამ იყო შემოთავაზებული, რაც მაშინ პრაქტიკაში ვერ შესრულდებოდა, მაგალითად, დაპირება, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გამხდარიყვნენ. ეს იყო შეცდომა, რომ უკრაინას შეეძლო NATO-ში შესვლა. ვფიქრობ, შეცდომაა დაპირებების გაცემა, რომელსაც ვერ შეასრულებ“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
ჟოზეფ ბორელი: რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქალაქ მარიუპოლში 2 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქალაქ მარიუპოლში 2 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. "ომის გამო, 2.6 მილიონზე მეტი ადამიანი უკრაინიდან გაიქცა, ხოლო ლტოლვილთა რიცხვი შესაძლოა 4-5 მილიონამდე გაიზარდოს", - აღნიშნა ბორელმა. ასევე წაიკითხეთ: მედიის ინფორმაციით, კიევის ობოლონის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას ხანძარი მოჰყვა
ჟოზეფ ბორელმა სალომე ზურაბიშვილის პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი აგრესიის რეგიონული შედეგების განსახილველად სამშაბათს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს. ჟოზეფ ბორელმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ უზარმაზარი მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია, ევროპის უსაფრთხოება სერიოზულად დააზიანა და საერთაშორისო პრინციპებსა და საერთაშორისო სამართალს სრულად არღვევს. ასევე წაიკითხეთ: პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას უკრაინის მიმართ, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ
ჟოზეფ ბორელი: ახლა რუსეთს მოლაპარაკება არ სურს
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით არ აქვს ინტერესი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში. მისივე თქმით, ახლა რუსეთს მოლაპარაკება არ სურს. „ახლა რუსეთს მოლაპარაკება არ სურს. რაც მას უნდა, ტერიტორიის ოკუპაციაა. მას სურს ალყაში მოაქციოს მოლდოვას საზღვრამდე სანაპირო ზოლი და უკრაინის ზღვისგან იზოლირება მოახდინოს“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა. ასევე წაიკითხეთ: ლატვიის პრეზიდენტი: ბოლოს და ბოლოს, რუსეთი უნდა დამარცხდეს
ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი გმობს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დააწესოს მოგზაურობის აკრძალვა ევროკავშირის რამდენიმე მოქალაქეზე
ევროკავშირმა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო დააწესოს მოგზაურობის აკრძალვა ევროკავშირის რამდენიმე მოქალაქეზე. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ევროკავშირი გმობს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დააწესოს მოგზაურობის აკრძალვა ევროკავშირის რამდენიმე მოქალაქეზე, ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ევროკავშირი აგრძელებს რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტის მოთხოვნას“, - განაცხადა ბორელმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა, საპასუხო ზომების სახით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა „შავ სიაში“ შეიყვანა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. ამასთან, ჯო ბაიდენის განცხადებით, ფასები ვლადიმერ პუტინის ქმედებების გამო იზრდება ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჟოზეფ ბორელი კიევში ჩავლენ
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეფ ბორელი კიევში ჩავლენ და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან. ამის შესახებ Twitter-ზე ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი ერიკ მამერი წერს. მისივე თქმით, ვიზიტი მიმდინარე კვირაში შედგება. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირმა უკრაინის დაცვა უნდა გააგრძელოს
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინის დაცვა უნდა გააგრძელოს. მისივე თქმით, ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ომის შედეგი. „ნაკლები უნდა ვილაპარაკოთ ზელენსკის გმირობაზე და ამის ნაცვლად, მეტი იარაღი გადავცეთ უკრაინას. ეს არის რასაც უკრაინელები ჩვენგან ელოდებიან და ეს არის, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ეს უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ. მეტი ზეწოლა უნდა განვახორციელოთ რუსეთზე და დავეხმაროთ უკრაინას თავდაცვაში. ჩვენ უკრაინას უკვე გადავეცით ერთი მილიარდი ევრო. ეს თითქოს დიდი თანხაა, მაგრამ ჩვენ იგივე თანხას ვუხდით პუტინს ყოველდღე ენერგიისთვის. ომის დაწყებიდან დღემდე, ჩვენ პუტინს 35 მილიარდი ევრო გადავუხადეთ. შეადარეთ ეს უკრაინისთვის გაწეულ ერთ მილიარდ ევროს. ეს განსხვავება ხაზს უსვამს იმას, რომ რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა შევამციროთ რუსეთზე დამოკიდებულება“, – განაცხადა ბორელმა ევროპარლამენტში გამოსვლის დროს. ასევე წაიკითხეთ: ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
ჟოზეფ ბორელი: ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია, მეტად დავეხმაროთ უკრაინის მოსახლეობას
ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია, მეტად დავეხმაროთ უკრაინის მოსახლეობას, ასევე, როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე უკრაინის შესახებ ისაუბრებენ. „გავხსენით ჩვენი წარმომადგენლობა კიევში. ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია, მეტად დავეხმაროთ უკრაინის მოსახლეობას, ასევე, როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. შეხვედრა იქნება გენერალურ პროკურორთან, ბატონ ხანთან. ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ ყველა სახის დახმარებას როგორც უკრაინელი პროკურორების, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორების მიმართ“, – განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით
ჟოზეფ ბორელი: რუსებმა კიევი მიატოვეს, ხედავენ, რომ დედაქალაქის აღება შეუძლებელია
რუსეთის უკრაინაში შეჭრა რუსული არმიის დიდი მარცხია. ისინი შეეცადნენ კიევის დაპყრობას და ვერ შეძლეს. ახლა კიევი მიატოვეს, ხედავენ, რომ დედაქალაქის აღება შეუძლებელია, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. „ისინი შეეცადნენ კიევის დაპყრობას და ვერ შეძლეს. ახლა კიევი მიატოვეს, ხედავენ, რომ დედაქალაქის აღება შეუძლებელია. ისინი აგროვებენ თავიანთ ჯარებს აღმოსავლეთში და უკრაინელები დარწმუნებულნი არიან, რომ დიდი შეტევის განხორციელებას აპირებენ დონბასში“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: გაერო: უკრაინის 7,5 მილიონი ბავშვიდან 4,8 მილიონი იძულებით გადაადგილებულად იქცა
ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველსაყოფად, დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველსაყოფად, დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. „რამდენადაც რუსეთი ემზადება უკრაინის აღმოსავლეთზე იერიშისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, რათა დაიცვან თავიანთი ტერიტორია და მოსახლეობა“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელიმ. ასევე წაიკითხეთ: აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოყოფს ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირმა უნდა იფიქროს, რომ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს
ევროკავშირმა უნდა იფიქროს, რომ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ევროკავშირმა უნდა იფიქროს, რომ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს. თანახმა ვიქნებოდი, რადგან ეს სრულიად ლოგიკურია. ფული გვაქვს და ვინმემ ამიხსნას, რატომ არის კარგი ავღანეთის ფულით ამის გაკეთება, რუსული ფულით კი არა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. შეგახსენებთ, რომ ომის დაწყებიდან, ევროკავშირმა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის ოქროსა და სავალუტო რეზერვების დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი გაყინეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნგრეთი ვერ დაარწმუნეს, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაგეგმილ ემბარგოს შეერთებოდა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. „ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს ძლიერი დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე, რომელიც ძალიან დაუცველებს გვხდის“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა. მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, უკრაინას დამატებით €500 მილიონი გამოუყონ იარაღის შესაძენად. 11 მაისს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხდა, რომ რუსეთის ენერგოემბარგოს მხარს, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ ბლოკი პრობლემების სწრაფად გადაწყვეტაზე იმუშავებს და ალტერნატივას შესთავაზებთ. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი რუსული ნავთობის სრულ ემბარგოზე ვერ შეთანხმდა
ევროკავშირმა რუსული ნავთობის სრულ ემბარგოზე შეთანხმებას ვერ მიაღწია – ამის შესახებ განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ამ დროისთვის ჩვენ ევროკავშირში არ გვაქვს ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ნავთობისა და გაზის ემბარგოს შესახებ საბოლოო წინადადება ჯერ არ განიხილება. ევროკავშირის ყველა ქვეყანა მუშაობს რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ევროკავშირი შეძლებს, საბოლოოდ შეამციროს თავისი დამოკიდებულება. რაღაც მომენტში ეს მოხდება და მაშინ, რუსეთი მტკივნეულად იგრძნობს, რომ ნავთობისა და გაზის ბიზნესიდან შემოსავალი იკარგება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი მოქალაქეებს სთხოვს, სახლიდან იმუშაონ, რათა რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება შეამცირონ
ჯოზეფ ბორელი: პუტინის განცხადებები ცინიკური ხდება
"რუსულმა ძალებმა უკრაინაში, მიკოლაევში, მარცვლეულის მეორე უდიდესი ტერმინალი გაანადგურეს. ასეთი ცნობების ფონზე, პუტინის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, ბრალეულობის უარყოფის შესახებ, სულ უფრო ცინიკური ხდება", - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა „ტვიტერში“ დაწერა. „კიდევ ერთი რუსული სარაკეტო დარტყმა, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ სასურსათო კრიზისს. რუსულმა ძალებმა უკრაინაში, მიკოლაევში, მარცვლეულის მეორე უდიდესი ტერმინალი გაანადგურეს. ასეთი ცნობების ფონზე, პუტინის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, ბრალეულობის უარყოფის შესახებ, სულ უფრო ცინიკური ხდება“, – ნათქვამია ჯოზეფ ბორელის განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჯოზეფ ბორელი: რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერებაზე პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია
პოლიტიკური შეთანხმება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ჩვენ ვნახეთ საზღვრის კვეთის მნიშვნელოვანი ზრდა რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში. ეს უსაფრთხოების რისკის საკითხი ხდება. ამიტომ დღეს ჩვენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შევთანხმდით რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების სრულ შეჩერებაზე“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა. ამასთან, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ არ სურთ იზოლაცია რუსეთის იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც არიან ომის წინააღმდეგ. ევროკავშირი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას აჩერებს - FT "ჩვენ არ გვინდა, მოვახდინოთ ჩვენი თავის იზოლაცია იმ რუსებისგან, ვინც არიან ომის წინააღმდეგ", - აცხადებს ბორელი. შეგახსენებთ, რომ უკრაინა ევროკავშირს აქტიურად მოუწოდებდა, წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსი ტურისტების შესვლა აეკრძალა.
რუსეთის მხრიდან ყოველგვარი შანტაჟის მიუხედავად, ევროკავშირი უკრაინას მხარს დაუჭერს - ბორელი
"რუსეთის მხრიდან ყოველგვარი შანტაჟის მიუხედავად, ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას", - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. უკრაინის გენშტაბი: დონეცკის ოლქში, უკრაინის შეიარაღებული ძალებმა მტრის შეტევა წარმატებით მოიგერიეს "უკრაინელებს არ გჭირდებათ აპლოდისმენტები, არ გჭირდებათ კარგი სიტყვები, თქვენ გჭირდებათ კონკრეტული მხარდაჭერა და იარაღი. ჩვენ უზრუნველვყოფთ ამას, რუსეთის მხრიდან ყოველგვარი შანტაჟის მიუხედავად, ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას“, - განაცხადა ბორელმა. ზელენსკიმ დაასახელა ტერიტორიები, რომლებიც უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება ამ ომით - ბორელი
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება ამ ომით, დანარჩენი მსოფლიო ენერგორესურსებზე ფასების მატებასა და სასურსათო დაუცველობას განიცდის. ამის შესახებ ბორელმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ჯო ბაიდენი: უკრაინელები ამარცხებენ რუსეთს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ემზადება შემდეგი მნიშვნელოვანი გამარჯვებებისთვის „მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება ამ ომით - უკრაინელი ხალხი იბომბება რაკეტებითა და იარაღით, ხოლო დანარჩენი მსოფლიო ენერგორესურსებზე ფასების მატებასა და სასურსათო დაუცველობას და შედეგად ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის. შეიძლება ითქვას, რომ ომი დედამიწაზე ყველას ეხება. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. ეს ყველას ეხება“, - განაცხადა ბორელმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის დახმარების ტემპი ჩვენი სამხედროების მოძრაობის ტემპს უნდა შეესაბამებოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი უნდა შეჩერდეს, სანამ გვიანი არ არის ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.